შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი (ნაწილი 4)


7-10-2020, 00:21
ნანახია 9 291

ვიბანავე, ტანსაცმელი დავაუთოვე დილისთვის, საწოლი გავშალე და დასაძინებლად დავწექი, ვიცოდი რომ ასე ადვილად მაინც ვერ დავიძინებდი, სულ დღევანდელ საღამოზე ვფიქრობდი, დაბნეულობისგან თეთესთვისაც არ დამირეკავს, ჩხუბს ვაპირებდი, ჩვენი წინა საუბრიდან ზუსტად ვიცოდი რომ მსგავს რამეს გააკეთებდა, კვლავ ყურსასმენებს დავუწყე გაშლა როცა ტელეფონმა დარეკა,
-მელო, რას შვრები? დაგინახეთ მარშუტის ფანჯრიდან ერთად როგორ წახვედით, მიდი მოყევი ყველაფერი.
- უბრალოდ საერთო გზა გვქონდა და გამომაცილა, მე კი არა დროზე თქვი რატომ მოიყვანე და რას ცდილობ
-კარგი რაა, რას უნდა ვცდილობდე, ნათესავია ჩემი და ვიფიქრე გაგაცნობდი
- კარგი არაუშავს, შენი ნათესავი კი არა ჩემი ყოფილი კლასელია
- რას ბოდავ საიდან მოიტანე ახლა ეგ
-არა მართლა, ძალიან მეცნობოდა და ვკითხე მეოთხე კლასში კლასელები ხომ არ ვიყავით მეთქი და აღმოჩნდა რომ ეგეც ჩემს ქალაქში გადმოსულა ერთი წლით.
- ძალიან კარგია, აბა რას ბუზღუნებ, კლასელი გაპოვნინე
- მაგისთვის მადლობას ნამდვილად არ გადაგიხდი, წავედი დავიძინებ ხვალ ვმუშაობ
-კარგი გაკოცე
-მეც, დროებით...
დაძინებამდე შეტყობინებები და ონლაინ საიტები შევამოწმე, ფბ-ზე friend request მქონდა, დათა იყო, დაუფიქრებლად დავიმატე და მესენჯერშიც გადავამოწმე ონლაინ იყო თუ არა... რა თქმა უნდა არც მას ეძინა, გადავედი და ფოტოებს ჩამოვუყევი, წითური, მწვანე თვალება, მაღალი ბიჭი იყო, საკმაოდ სიმპათიური , რამდენიმე სვირინგიც შევამჩნიე, პლიაჟზე გადაღებულ ფოტოებში... და აი, შეტყობინებაც მოვიდა...
- ადრე წამოვედით, დილით ვმუშაობო და კიდევ არ გძინავს
- ახლა ვაპირებდი, ძილინებისა
- გეძინება? თუ საუბარი არ გინდა
- მეძინება.
მეტი აღარ მოუწერია, უხეშად გამომივიდა მაგრამ რატომ ვღელავ დათას ხასიათზე... "Chopen - spring waltz" ჩავრთე და მალევე ჩამეძინა...
თვალები გავახილე, მაღვიძარა სანამ დარეკავდა მანამდე გამეღვიძა, სამი ახალი შეტყობინება იყო, ერთ-ერთი დათა იყო, დილის 6 საათზე მოუწერია დილამშვიდობისაო, გამეღიმა ვუპასუხე და მზადება დავიწყე, ჩავიცვი, ყავა დავლიე და ადრე გავედი, გადავწყვიტე მეტროთი წავსულიყავი რუსთაველზე და მერე ჭავჭავაძეზე ფეხით ავსულიყავი, გავისეირნებდი, ჯერ მაინც ადრე იყო, ამინდიც საკმაოდ სასიამოვნო იყო და მეც მეტი აღარ მიფიქრია... დღემ როგორც ყოველთვის მშვიდად ჩაიარა, არაფერი ახალი არ მომხდარა, არც დათას მოუწერია, მეტროდან გამოვედი და გზის მეორე მხარეს გადასავლელად შუქნიშანს არც დავლოდებივარ ისე გადავჭერი გზა, სახლისკენ გადავუხვიე და დათა დავინახე, დავიბენი ვიცოდი რომ ჩემს გამო იყო აქ,
- გამარჯობა მელო, კარგად ხარ?( მიღიმის და ჩემკენ მოემართება) როგორც კი მომიახლოვდა კვლავ მომხვია წელზე ხელი და ლოყაზე მაკოცა...
სახლში თუ არ გეჩქარება ცოტა გავიაროთ, კარგი ამინდია, ცოტას ვისაუბრებდით
საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე,
რამდენიმე ქუჩა ფეხით გავიარეთ და პატარა სკვერში დავსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, მეკითხებოდა ჩემს გეგმებზე, მომავალზე, წარსულზე, პირად ურთიერთობაზეც კი დამისვა რამდენიმე კითხვა,ბევრი ვისაუბრეთ, თეთეს გარდა იშვიათად თუ გავიდოდი ვინმესთან ერთად სასეირნოდ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა ოყო, თითქოს რაღაც იყო, რაღაც უცნაური, იმდენად საინტერესო და თბილი რომ უარს ვერ ვამბობდი, სახლამდე მიმაცილა, ვივახშმე და დავწექი, ვიცოდი რომ მომწერდა, დილით მხოლოდ ერთი ლექცია მქონდა და სამსახურშიც ვისვენებდი, შემეძლო გამეთენებინა და უბრალოდ ბედნიერი ვყოფილიყავი...
-დღეს რომ გნაახე ხასიათი შემეცვალა, უბრალოდდ არ მინდა შეგაშინო მაგრამ რაც გაგიცანი რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობ თავს ისიც გეცოფინება რომ სიაფანტობა არ მევასებააა უბრალოდ მართლა კარგად ვგრძნობ თავსს
-ასე ადვილად ნუ შეეჩვევი ვინმეს, ვინ როდის წავა არავინ იცის...
-ეგ მისი პრობლემააა და ბევრს დაკარგავსსს ვინც ჩემგან წავაა ასე მგონია იმიტომ რომ ჩემი თავისს ფასი ვიციი, ადამიანი კარგად რომ გამიცნობ ადვილად ვერ დამტოვებსს.
- და თუ შენ წახვალ? არავინ იცის რა მოხდება მომავალში...
-მე ვისაც ვენდობი და ხელს ჩავჭიდებბ არ დავტოვებ ყველა არა ვარ მე, მასეთი ადამიანი მატყუარაა ორპირი და მოღალატეა და ეს ის საქციელებია რასაც არავის არ ვპატიობ, არ არაა ვერ ვპატიოობ, საკუთარ თავსაც კი...მეტს არაფერს გეტყვი, კიდევ გიმეორებ არ მინდა დაგაფრთხო, შეგაშინო, არ მინდა რომ ავჩქარდე, თუ გინდა თემა შევცვალოთ, თავს თუ უხერხულად გრძნობ...
ჩემი ჭკუით ღამის გათენებას ვაპირებდი, მაგრამ აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, ჯერ ისედაც დაბნეული ვიყავი მისი გამოჩენით და ჩემი ასეთი უცაბედი ცვლილებით და უკვე მისი პოზიციაც ასე თუ ისე გასაგები იყო... თითქოს შემეშინდა, არ ვიცი ათას რამეზე დავფიქრდი იმ საღამოს და ვერ გადავწყვიტე რა უნდა გამეკეთებინა, მე, გოგო რომელიც იშვიათად ვენდობოდი ვინმეს, ახლა რას გავაკეთებდი? დავუჯერებდი, გრძნობებს ავყვებოდი და შემდეგ გულუბრყვილო ბავშვივით ვინანებდი? არა, ჯობია დავასრულო სანამ დაიწყება, მერე უფრო გამიჭირდება, არ ვარ მზად არანაირი ურთიერთობისთვის, ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი, სანამ ღრმად შევტოპავთ ჯობია დაველაპარაკო... ახლა არა, არ შემიძლია, სჯობს დავმშვიდდე და დილით მივწერო... ისევ საყვარელი მელოდია, თვალებს ვხუჭავ და სიბნელეში აზრებს ვუყრი თავს...ვერაფრით დავიძინე, შუადღის ოთხი საათი იყო რომ გამომეღვიძა და თვალი ვერ მოვხუჭე, ათას რამეზე ვფიქრობდი, დათას მივწერდი და თუ ასე მარტივად არ წავიდოდა მე უბრალოდ ვცდიდი ბედნიერებას, ამის უფლება მაქვს... სწავლა და სამსახური არ არის უველაფერი და მე მჭირდება ვიყო ის ვინც ვარ, ბედნიერება თავისით მოდის როცა უბრალოდ დათასთან ერთად ვარ...
06:00
- დათა, ამ დროს მწერ ხოლმე დილამშვიდობისას, იმედი მაქვს მალე მოხვალ...
- აქ ვარ, რა ხდება?
- დათა იცი ბევრი ვიფიქრე და გთხოვ მომისმინე, არ მინდა შენთან მეგობრობა, არ მინდა ურთიერთობის გაგრძელება, მას შემდეგ რაც წუხელ მითხარი, მივხვდი რომ ჯობია ახლავე მოვრჩეთ...
-რა მოხდა? რამე გაწყენინე? მაშინ ბოდიშს გიხდი...
-არაფერი, ნუ მეკითხები, არც ბოდიში მომიხადო, უბრალოდ წადი..
-ასე ვერ მომექცევი, იმიტომ რომ ამას არ ვიმსახურებ მე
- ასეთი ვარ, მოგექცევი და ოდნავადაც არ ვინანებ.
-შენ იმის გეშინია რომ არ შემეჩვიოო ან მართლა არ მოგეწონო რადგან არ ენდობი არავის და არც გინდაა ურთიერთობები მაგრამ იმაზე არ ფიქრობ რომ მე უკვე შეგეჩვიე დააა ესე ყველანაირი მიზეზის გარეშე წადიო მაგას მეუბნები როცა მე ეს არ დამიმსახურებია და ეგოისტურად იქცევი რადგან მარტო შენს თავზე ფიქრობ იგივე მე რომ მექნააა რას იგრძნობდი? წარმოიდგინეე დააა თუ რამე გაწყენინე ბოდიშს გიხდი, ჩემზე შეგექმნა პრობლემა? მოვაგვარებ მითხარი მოუგვარებელი არაფერია...დავწერე, წავშალე, და კიდევ რამდენჯერმე გავიმეორე იგივე, ბოლოს ტელეფონი გამოვრთე და აივანზე გავედი,
8:00
- გისმენ მამა
- მელო, სახლში დაბრუნდი, ( ატირებული, კანკალით მეუბნება)
- რა ხდება? ხმაზე რა გჭირს,
-მელო, მარია გარდაიცვალა, გული გაუჩერდა... შემდეგი სამი დღე არაფერი მახსოვს, მე მე არ ვიყავი.. ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მთელი ჩემი სულის ნაწილი, დედა დავკარგე, მტკიოდა, ბოლო ხმაზე მინდოდა ყვირილი, 17 დღე ისე გავიდა რომ არავის ვიკარებდი, მარტო მინდოდა, ვიცოდი რომ ხალხი უბრალოდ გამოთქვამდა აზრს, წყენას, მწუხარებას.. მაგრამ ხვალ, ზეგ, როცა დღეები გავიდოდა ყველა გააგრძელებდა ცხოვრებას, მე კი სამუდამოდ ამ ტკივილისთვის ვიყავი განწირული, ის ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო ჩემთვის გულრწფელი რჩევა მოეცა, ის ერთადერთი იყო ვისაც არაფერს ვუმალავდი და სრულიად ვენდობოდი... მტკიოდა, ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში, კიდევ რამდენიმე დღე გავიდა როცა მამამ მთხოვა ლაპარაკი მინდაო, მისთვისაც ძალიან მწარე იყო, დაკარგა ადამიანი ვისთან ერთადაც 24 წელი გაატარა და ერთად სიბერე ჰქონდათ წარმოდგენილი, მე წინ ცხოვრება მქონდა, მაგრამ მამას? ერთადერთი საზრუნავი ახლა მხოლოდ მე ვიყავი, მე ვაფერადებდი მის ცხოვრებას, ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ ის ბედნიერი ყოფილოყო და მისი ყოველდღიური ყოფა გამელამაზებინა... როგორც მან გამილამაზა მთელი 19 წელი...მამამ მთხოვა რომ ცხოვრება დედას ხათრით გამეგრძელებინა... დილით თბილისში ვბრუნდებოდი, ძილის წინ დათაზე ვფიქრობდი, დედის ამბის შემდეგ ტელეფონი გამორთული მქონდა, თეთე ეტყოდა ჩემს ამბავს, დილით კი ამის გამო გამიბრაზდებოდა..
ადრე ავდექი, გავემზადე და ვატოს(მამა) ყავა საწოლში მივუტანე, თვალები აემღვრა და საწოლის კიდეზე მიმითითა, ჩამოვჯექი და ბევრი ვისაუბრეთ, ყველა მისი წვრილმანი დედას უკავშირდებოდა, ახლა კი ცხოვრება გაუჭირდებოდა, ამ სახლში ყველაფერი მას ახსენებდა, ჯერ ახალგაზრდა იყო და სამარადისო ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი, ჩვენ ორივემ დავკარგეთ ჩვენი ცხოვრების ვარსკვლავი, მაგრამ მუდამ ვიგრძნობთ მის ზრუნვას, იქიდან სადაც არის... ჩვენ ლამაზი ოჯახი ვიყავით და არცერთის ნაკლებობა ამაზე არ იმოქმედებს...
-მელო, ეს სახლი ცუდად მხდის, შენც ცუდად ხარ, სადმე წავიდეთ რამდენიმე თვით
- აკადემიურს ავიღებ, და წავიდეთ, ყველგან სადაც შენ მოისურვებ...
-მიდი გავემზადები და ავტობუსამდე ჩაგიყვან, სამსახურში უნდა მივიდე და განცხადება დავწერო, ვერ წაგიყვან თბილისში
- კარგი მამი
დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე...
- დათა, მელო ვარ, ეს მამაჩემის ნომერია, ტელეფონი დამჯდარი მაქვს და სანამ თბილისში არ ჩამოვალ ვერ დავტენი... ზუსტად 3 საათში ჩემს სახლთან სკვერში გნახავ...სახლში ჩანთა დავაგდე და მაშინვე სკვერში წავედი, 47 წუთი ველოდებოდი... არ მოვიდა . საღამომდე ველოდებოდი, ტელეფონი ჩავრთე და დარეკვა გადავწყვიტე, 31 გამოტოვებული ზარი იყო... მესიჯები შევამოწმე, თეთეს მოუწერია, ბათუმში იყო უკვე სამი თვეა, ოჯახი წავიდა და იძულებული იყო გაჰყოლოდა, მაგრამ მისი სიახლოვე იქიდანაც იგრძნობოდა... ბოლო შეტყობინება წავიკითხე, დათას უთქვამს რომ არ ვწერდი, გაუგია ჩემი ამბავი და ჩამოსვლა ვერ მოახერხა, სექტემბრის 12იყო, ის კი პირველში ჯარში გაუწვევიათ... სასწრაფოდ ჩათს ჩამოვყევი და დათას შეტყობინება გავხსენი, ასეც ვიცოდი, უამრავი მწუხარების გამომხატველი შეტყობინება, ჩემი პასუხის მოლოდინი და ბოლოს მისი წასვლის ამბავი...
- ახლა მოვედი კომისარიატიდან, დილით ჯარში მიმათრევენ, მაგრამ იცოდე ჩემი გრძნობა არ შეიცვლება, არ განელდება...
კვლავ ახალი შეტყობინება..
მამა მწერდა რომ სამსახურში უკვე მოაგვარა და მხოლოდ ბილეთები დარჩა მოსაგვარებელი...

***
ყველა ჩვენგანი ვიღავის წინაშე დამნაშავეა, ყველა ჩვენგანი ვითხოვთ ერთგულებას, სიყვარულს, პატივისცემას, თანადგომას, დაახმარებას... მაგრამ ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ როცა სხვა გვთხოვს ამ ყოველივეს და ეს უანგაროა, რაოდენ დიდი სითბო და სასწაულია ამ უზარმაზარ ქვეყანაში შენს ადამიანს რომ იპოვი და გზაააბნეული, ტკივილის ამარა დარჩენილი ხელს გაუშვებ, მარტო ცხოვრებას, ტლივილის დაძლევას აირჩევ და ამით იგივე ტკივილს აყენებ სხვას, რა ტკივილითაც შენ აგრძელებ ახლა ყოფას... და ჰქვია ამას ყოფა? დადიხარ, არსებობ, მაგრამ ვაი ამ არსებობას, ვაი ამ სიარულს და ცხოვრებას, როცა არანაირი მიზანი აღარ გაქვს და არც ბედნიერი ხარ, უბრალოდ, უბრალოდ არსებობ, ხარ და მორჩა...მკვდრის ცხოვრებას ითვისებ, ცოცხალი ხარ მაგრამ მკვდარს გავხარ, ისიც ცივ მიწაში წევს, არ აქვს მომავალი, ისევე როგორც შენ... არ აქვს მისრაფება რასაც უნდა მიაღწიოს... და რა მინდა?



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო თავი იყო.რა კრგი ურთიერთობა აქვღ მამა-შცილს.

 


მადლობა, იმედი მაქვს დანარჩენი თავებიც საინტერესო იქნება :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent