შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება (თავი მეშვიდე)


8-10-2020, 14:25
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 5 908

მეგობრებო , პირველ რიგში ბოდიში რომ გალოდინეთ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოვახერხე დაგბრუნებოდით, სასწრაფო ოპერაციის გადატანა მომიხდა, ჩემებს ვთხოვე პლანშეტი აქ მოეტანათ და ვაგრძელებ პალატიდან თქვენთვის ისტორიის წერას, ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს რომ მგულშემატკივრობთ.

მაშ ასე.....

დაღლილებს და ერთმანეთზე მითანგულებს მიეძინათ კატოს და დავითს. დილით სიამოვნებისგან მილეულმა თვალების ფშვნეტით გამოიღვიძა დავითმა და ვერ იჯერებდა რომ ახლა ის აქ იყო, კატოს გვერდით, კატოც შეიშმუშნა თვალი გაახილა და გაეღიმა, დავითის გულთან მოიკალათა ორივე ხელი მუცელზე მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა. არ სურდა ეს წუთები დასრულებულიყო, შემდეგ მამაკაცის მომღიმარ სახეს გახედა და ჩაიღიმა
- იცი , შენთან თავს საოცრად ვგრძნობ- სითბოთი სავსე თვალები შეანათა მამაკაცს , დავითიც არ შეყოვნდა და ამ სიტყვებით აღელვებული კატოს ტუჩებს დაეწაფა, გოგო კი საოცრად აყვა ამ თამასში.
- ვერ დაგთმობ... - მშვიდად ჩაილაპარაკა დავითმა და წამოდგა
- სად მიდიხარ
- საქმე მაქვს
- კარგი, მეც გავალ ოფისში
- მე გაგიყვან , მალე ჩაიცვამ ?
- 10 წუთი მინდა.
კატო ზუსტად ათ წუთში მზად იყო.
- არცერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში ასე სწრაფად არ მომზადებულა , - ჩაიღიმა დავითმა და წელზე მოხვია ხელები კატოს, - რაღაც მომენტში კი კატო შეაცბუნა ამ სიახლოვემ, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი ახლა დავითის და მის თავს ხდებოდა. კიბეებზე დაეშვნენ და მალე დავითის გვერდით სავარძელზე მოკალათდა კატო.მამაკაცმა მისი თითები მძლავრად ჩაკიდა კატოს ხელებს და აზრადაც არ მოსვლია ხელი გაეშვა. კატოს კი მთელი გზა ეღიმებოდა.
- აი ხედავ , ყველაფერი არც ისე რთულია- ღიმილით გახედა კატოს
- მაინც მგონია რომ დამთავრდება, რაღაც მოხდება, რაღაც ხელს შეგვიშლის.
- მოდი შეეშვი თამაშს, დაივიწყე ჩვენი შეთანხმება, არცერთს არ გვჭირდება, უბრალოდ ის ვაკეთოთ რაც გვინდა.
- შენთვის მარტივია
- და შენთვის ? შენთვის რაშია სირთულე?
- ვატოში ...
- ვატოც მოგვარდება...- იმედიანად შეანათა თვალები დავითმა, მოულოდნელად კვლავ მის ბაგეებს შეეხო და დაემშვიდობა.

ოფისში ასულმა კატომ მაშინვე ვატოს პროექტზე დაიწყო მუშაობა, იცოდა წინ რთული და ხანგრძლივი პერიოდი ელოდა. მთელი დღე ელოდა ვატოს ზარს, მონახაზი გააკეთა იცოდა არ შეეშვებოდა ვატო, ამასობაში დავითმა დაურეკა და სთხოვა რომ ოფისიდან მის გარეშე არ გასულიყო.
მალე ვატოს ზარიც გაისმა მის ტელეფონზე და ამასაც ელოდა , დაძაბულმა უპასუხა
- გისმენ...
- განა რამდენად იყიდები- მოისმა ყურმილს მიღმა ვატოს გამწარებული, ჩახრენწილი ხმა
- ვერ მიგიხვდი...
- შენნაირ ქალში მეტსაც გადავიხდიდი ოღონდ ჩემს გვერდით ყოფილიყო- ალკოჰოლისგან არეულმა უპასუხა მამაკაცმა
- მეგონა საქმეზე რეკავდი...
- რომელ საქმეზე ? აღარ არის საქმე... როდის მოახერხე ჩემი გაცურება, დარწმუნებული ვიყავი რომ არავინ გყავდა, როდის მოახერხე დავითს ასე შეჰყვარებოდი ? თუ უბრალოდ ქველმოქმედებაა
- ჩემი პირადის შენთან გარჩევას არ ვაპირებ, როცა საქმეზე დამირეკავ მაშინ გიპასუხებ- გაბრაზებულმა უპასუხა კატომ
- შენმა მეუღლემ...- ცინიკურად განაგრძობდა ვატო,- იცი შენმა მეუღლემ ნახევარი მილიონი უკვე გადმორიცხა იმისთვის რომ აღარ მოგეკარო... მართლა გგონია რომ ასე დაგთმობ ? - გაავდა ვატო, თუმცა სიტყვის გაგრძელება ვერ მოასწრო ისე გაუთიშა ტელეფონი კატომ და თავი ხელებში ჩარგო...რამის იყო ატირდა, გაბრაზდა რომ დავითმა ასეთი ნაბიჯი მასთან შეუთანხმებლად გადადგა, ტელეფონზე კვლავ ზარის ხმა გაისმა,
- ჩამოდი- დავითი იყო, კატოც ჩავიდა და ჩუმად ჩაჯდა მანქანაში , მერე ნაღვილიანი თვალებით შეხედა დავითს და მშვიდად დაიწყო
- როგორ გაბედე, მსგავსი გადაწყვტეილების ჩემთან შეუთანხმებლად მიღება დავით- მკაცრი იყო გოგოს ხმის ტემბრი
- აქ შესათანხმებელი არაფერი იყო, სხვა გზა არ გვქონდა
- გვქონდა, მე შემეძლო მასთან თანამშრომლობა
- მართლა გგონია რომ დაიჯერებდა , რომ დავით ავალიანი უფლებას მისცემდა ვატოს კატოს ახლოს გაკარებოდა, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარის გამო ?- ბრაზით შეხედა კატოს დავითმა და ისე გააგრძელა- იცოდა რომ ჩემთვის რომ არაფერი ყოფილიყავი ამ თანხას არ გადავიხდიდი და მაგით გამოგვტეხავდა რომ ერთად არ ვართ, არ მიცნობ და არც მას იცნობ, ის კი შენზე მეტად მიცნობს
- ანუ რა გამოდის ? ესეც თამაშის ნაწილია...,- ჩაეცინა სიმწრისგან კატოს- ვატო რომ არ დაეჭვებულიყო ამიტომ გადავიხადეთ ნახევარი მილიონი არა ? ხვდები რას მეუბნები ? - აყვირდა კატო
- ნახევარი მილიონი გადავიხადე იმიტომ რომ არ მსურდა ჩემს ცოლს იმ ნაძირალასთან რაიმე საერთო ჰქონდეს, ბვერ ავიტან ერთი წელი გიყუროთ როგორ იქნება შენს გვერდით.
- შენი ცოლი შენ ნივთი გგონია ნახევარ მილიონად იყიდო და გაყიდო თუ რაზე საუბრობ საერთოდ - ყვიროდა კატო
- ასე საუბარს ნუ ბედავ, თუ ახლა ანალიზის უნარი არ გაქვს სხვა დროს ვისაუბროთ, ნუ მიყვირი- კბილებში მკაცრად გამოსცრა დავითს და კატოს შეხედა
- ცოლქმარი ასეთ გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ შენ კი არც მკითხე დავით, ადექი და თანხა გადარიცხე თიტქოს ნივთი ვიყო , და გამომისყიდე, ყოჩაღ ავალიანო, ბრავო- ვერ ცხრებოდა კატო
- დამშვიდდი და მერე ვისაუბროთ
- არაფერია სასაუბრო, დილით მართლა მეგონა რომ რაღაც იქნებოდა, ადამიანურად ვიქნებოდით წყვილი, გვეყვარებოდა ერთმანთი, დილით მეგონა, ილუზია მქონდა ხვდები ?
- და ახლა ?- სიმწრით კითხა დათომ
- ახლა ნივთი ვარ , რომელიც შენ გეკუთვნის რადგან ნახევარ მილიონ დოლარს ვერ დაგიბრუნებს, ახლა უბრალოდ ვალდებულება მაქვს შენს წინაშე უდიდესი ხვდები რაშია სხვაობა ? მე ამ ვალდებულების გარეშე მინდოდა შენთან ყოფნა , ახლა წასვლა რომც მომინდეს ვერსად გაგექცევი იმიტომ რომ შენს წინაშე ვალდებული ვარ- აყვირდა კატომ- რატომ ?, რატომ გააკეთე ეს, როგორ არ დაგებად აზრადა რომ ჩემთვის გეკითხა ან გეთქვა რას აპირებდი
- ზედმეტად აბუქებ ყველაფერს, შენ ჩემი ცოლი ხარ , და ეს თანხა არაფერია იმასთან რომ ჩემთან მინდა იყო - მშვიდად უპასუხა დავითმა.
- და აზრი ?
- რის აზრს ვერ ხვდები
- აზრი შენთან ვიქნებოდი თუ მასთან ? ჩვეულებრივ ივაჭრეთ ხვდებით ?
- შენ თუ ამას ვაჭრობას ეძახი , მე შენ გიყიდე რადგან ჩემთვის ღირებული ხარ , მაგრამ მან ფულზე გაგყიდა, აი აზრი, ახლა ხვდები აზრს ? -ბრაზით საუბრობდა დავითი
- ხო არაა ? გამყიდა ? - კატომ ტელეფონი ამოიღო და ვატოსთან ჩაწერილი ბოლო საუბრის ვოისი ჩართო.- ახლაც ეგრე ფიქრობ ? შენი აზრით პრობლემა მოაგვარე არა ?
- ასე რატომ ექეცი მანიად, როგორ შეძელი ეს? - თვალებში ჩააჩერდა დავითი კატოს და მის არსებაში დამალული, რაღაც განსაკუთრებულის ძებნა დაიწყო, რასაც სახელს ვერ უძებნიდა, თუმცა ზუსტად იცოდა რომ მასში ეს რაღაც იმალებოდა.
- და შენ ? შენ რად გექეცი
- ზუსტად ვიცი რომ შენს გარეშე არ მინდა, იცი აქამდე შვილზე არასდროს მიფიქრია, მხოლოდ შენთან , შენთან ყოფნისას მინდა რომ ოჯახი და შვილები მყავდდეს, ხვდები ? რაღაც გაქვს რაც სვაში არასდროს დამინახავს- დაკვირვებული თვალებით ჩასჩერებოდა თვალებშ დავითი კატოს... - მართლა არ ვიცი შენთან რა მემართება, მაგრამ არ შემიძლია ხვდები? თუ ვატო თავს არ დაგანებებს ამ ქვეყნიდან წავალთ
- იცი პრობლემა ახლა რაშია ? შანსი არც კი მომეცი მეცადა თავად გავმკავებოდი პრობლემას, მე დარწმუნებული ვიყავი როცა ჩვენს სიყყვარულს დაინახავდა შეგვეშვებოდა, თვითონ ვერ გაუძლებდა ერთი წელი ამას, შენ კი ? შენ კი რა ქენი ? მიყიდე, ძალიან მარტივად ადექი და მიყიდე, ვერ ვხვდები ბოლომდე რისთვის გააკეთე ეს, ან იქნებ უბრალოდ მარტივად რომ მმართო სანამ პრეზიდენტი გახდები
- ნუთუ მართლა გჯერა , რომ შენთან მხოლოდ ეს არჩევნები მაკავშირებს- გაბრაზდა დავითი
- აბა რა უნდა ვიფიქრო
- რთული არ არის არაფერი, ეს შენ გიყვარს ყველაფრის გართულება- თითქმის ღრიალით უთხრა დავითმა კატოს, თუნდაც ერთი თვე იყოს წელი კი არა იმ არაკაცს შენს გვერდით ვერ და არ ავიტან , ჩემი პრინციპია და ჩემი თავმოყვარეობა
- შენი პრინციპებისა და თავმოყვარეობის გამო ჩემი თავმოყვარეობა გაყიდე ?- ღრიალითვე დაუბრუნა პასუხი კატომ
- ეგ უკვე შენი თავმოყვარეობა კი არა უაზრო ახირებაა, მუდმივად რაღაცას მიმტკიცებ , გავიგე რომ ძლიერი ხარ, გავიგე რომ მარტოც შეგიძლია ყველაფერს გაუმკლავდე , მაგრამ დამთავრდა დღეიდან მარტო, მე ვარ შენს გვერდით, შენი ქმარი ვარ , შეიგნე- ყვიროდა გაცხარებული დავითი
- და ეს თანხად ამისთვის გადაიხადე რომ მარტიავად მმართო , ასეც ვიცოდი, ამაზე გესაუბრები ზუსტად, იცი რა , ვიშოვი ფულს და დაგშორდები, ვალში არ დაგრჩები
- შენ მმართლა გგონია რომ ჩემთვის ნახევარი მილიონი რამეს ნიშნავს ?
- ჩემთვის ნიშნავს დავით ! - არ ცხრებოდა კატო
- და ახლა რა გინდა ? მთელი ეს ისტერიკა რატომ გამიმართე ? - გაცხარებულმა შეანათა თვალები გოგოს
- მინდაა რომ ვატოსთან მიხვიდე, უტხრა რომ იჩქარე გადაწყვეტილების მირებაში და მასთან თანამშრომლობის ნება მომცე ...
- მაგას არასდროს გავაკეთებ , და შენც იცი...
- მაშინ მე მივალ...
- არც გაბედო უჩემოდა რამის გაკეთება
-თუ გავბედავ ? - ირონიულად შეხედა კატომ
- კატო ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი
- მემუქრები ?
- გაფრთხილებ
- გასაგებია... ორივემ ვიცი რომ ამ თანხის დაბურნებას დიდ ხანს ვერ შევძლებ , ჩვენს შორის გაგრძელდება შეთანხმება რაც გვქონდა, სხვა აღარანაირი კავშირი არ გვექნება დავით, - უკვე მშვიდი ხმით აგრძელებდა კატო საუბარს- არანაირ გრძნობებზე საუბარი აღარ იქნება, ჩვენი ქორწინება მხოლოდ საქმიანია, როცა პრეზიდენტი გახდები რაღაც პერიდოის შემდეგ დავშორდებით, ჩემი ანაზღაურებიდან კი ყოველთვიურად 70 პროცენტს შენს ანგარიშზე ჩავრიცხავ , მხოლოდ საარსებო წყაროს დავიტოვებ , მიუხედავად იმისა რომ მე არ მიტხოვია ეგ თანხა შენთვის
- შენ მართლა ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე ? რაებს ბედავ თუ ხვდები
- სიმართლეს ვამბობ, სხვა გზა აღარ მაქვს თორემ უკვე ისევე ვერ გიტან როგორც ვატოს, მისგან არაფრით განსხვადვები
- თვალებში შემომხედე და ისე გამიმეორე ეს ყველაფერი
- ისევე მეზიზღები როგორც ვატო... უკვე გულს მირევთ ორივე- თვალებში ჩააჩერდა კატო დავითს
- გასაგებია, ის კაცი არ ვარ ვინმეს რამე ეხვეწოს, იცოდე ეს თავად გადაწყვიტე და თავადვე ინანებ...
გაბრაზებულმა დაძრა დავითმა მანქანა და ადგილს მოწყვიტა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ჯანმრთელობას გისურვებ,საინტერესოა რა იქნება შემდეგ,

 


№2 სტუმარი maco maco

მეთქი აღარ აგრძელეებს:(

 


№3 სტუმარი ატბ

ეს გგოოგოო სრული იდიოტია. აი ასე. გამოშტერებული ამხელა ქალი.

 


№4 სტუმარი maco maco

აუუ კაირა კატოო რა უაზრო სიჯიუტეაა...

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან ნერვებს მიშლის ამ გოგოს გამოხტომები (((( გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი დიანა

ნეტავ კაცები თუ შემოდიან და კითხულობენ ამ ისტორიებს,ჩანახატებს.. იქნებ აქედან მაინც ისწავლონ რას ნიშნავს როცა ხარ კაცი... გამოჯანმრთელებას გისურვებ საყვარელოო :*

 


№7  offline წევრი თათია-თათა

როგორ გამიხარდა ამ ისტორიის ნახვა :) მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ და იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს :)

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ველოდები გაგრძელებას

 


№9 სტუმარი სტუმარი მანანა

გამოჯანმრთელებას გისურვებთ

 


№10 სტუმარი Marimari

Gamojanmrtelebas gisurveb, velit shemdeg tavs.

Cota nametanad chedavs kato, kacma ufro icis egeti sakitxebi, araa lamazi rac gaaketa datom mara, katos dasacavad gaaketa da es gogo ver xvdeba tu ar unda mixvdes ver gamigia:-)

 


№11 სტუმარი სტუმარი ხატია

კატოსნაირი დებილი არავინ მინახავს. სულ გაგიჟდა და ღირსია დავითმა უარი თქვას და დაშორდეს. მერე მიხვდება რამდენად იდიოტობას საუბრობდა და რამხელა შეცდომა დაუშვა. თუმცა გვიანი იქნება. არაა ღირსი მოსიყვარულე და მზრუნველი ქმრის.

 


№12  offline წევრი tamuna.s

ეს გოგო სრულიად არაადეკვატურია, არაა დათოს არც სიყვარულის და არც ყურადღების ღირსი. შენ გამოჯანმრთელებას გისურვებ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

გისურვებ გამოჯანმრთელებას.მთავარია შენ იყო კარგად.

საუკეთესო გოგო ხარ, კარგად წერ.❤❤❤❤

 


№14  offline წევრი ვიპნი

მალე გამომჯანმრთელებას გისურვებ

 


№15 სტუმარი სტუმარი ნათია

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ.

ამ თავს რაც შეეხება სრული სისულელე იყო, არაფრის მომცემი დიალოგები და კატო რომელიც ძლიერი და საუკეთესო ადვოკატი კი არა უტვინო ქალია. იმდენად გამაღიზიანა მისმა ჩახვეულმა “გამყიდე” და ასე შემდეგ სიტყვებმა, თავი ძლივს შევიკავე კითხვა რომ არ შემეწყვიტა.
კაცი ცდილობს ნორმალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, ეს კიდე რეებს აკეთებს. ღმერთო ასეთი არაფერი გამიგია.
იმ ვატონ რომ უთხრა როდის მოახერხე ასე შეჰყვარებოდიო მაშინ მაინც ვერ მიხვდა იმის სიტყვებს?
ნახევარი მილიონი გადაიხადა ვატოსთან რომ არ ეთანამშრომლა და ეს ეუბნება მიდი და უთხარი რომ იჩქარეო. კაცმა მოაშორა შემაწუხებელი კაცი და ეს ძალით ეჩხირება. რა უნდა საერთოდ თვითონ იცის მაინც?

 


№16  offline წევრი OKI ME

პირველ რიგში, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️ ვერ წარმოიდგენ როგორ გამეხარდა ახალი თავი დადებული, რომ აღმოვაჩინე.

ჰოოო, რთულადაა კატოსთან საქმე. ))) ნუ, თან მესმის კატოსი თან ძალიან ვბრაზდები. ერთი მხრივ მართალია იმაში, რომ ერთად ჯობდა გაეწყვიტათ ყველაფერი. იმაშიც მართალია , რომ შეეძლოთ ამ ერთ წელში მართლა დაენახებიათ ვატოსთვის თავიანთი სიყვარული და ალბათ ერთი წელიც არ დაჭირდებოდა ჩამოსაშორებლად.

თუმცა დავითიც, რომ მართალია რაღაცეებში ესეც ფაქტია. ნუ, დავითის თავმოყვარეობას შეეხნენ და მისთვის რთულია. ისე, დავითის თქმის არ იყოს კატოს გართულება კი უყვარს. )))) ????

გული მიგრძნობს, ისტორიის საინტერესოდ განვითარება გველის წინ ❤️❤️❤️
წარმატებებუ შენ და კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი მაკრინე

ახალი თავი როდის იქნება?

 


№18 სტუმარი სტუმარი Nita

ხომ მშვიდობა გაქვთ? რატომ აღარ გააგრძელეთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent