შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (3)


11-10-2020, 01:32
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 8 952

გაფრთხილება!
ეს თავი ცოტაოდენ სისასტიკეს შეიცავს.
დავიწყოთ ^^

იმის მიუხედავად რომ გაგებულით შეშინებული და ანერვიულებული ვიყავი ,თავს დავაძალე და დავიძინე ,რათა ცოტა მაინც გამომეძინა და ფრედერიკის დანაბარები იდეალურად შემესრულებინა.
ვიყო იდეალური ქალი და გამოუძინებელი?
რამდენიმე საათიც რომ მეძინოს,წესით საკმარისი იქნება!
ჩემთვის ვფიქრობდი ორიოდე წუთში რომ ჩამეძინა ,შემდეგ კი  რა თქმა უნდა სიზმარი იგივე ვნახე რასაც სულ ვხედავ .
ეს ის მომენტია ,როდესაც მართლა მინდა რომ სულ მეძინოს და რეალობაას აღარასოდეს გავუსწორო თვალი!
არ ვიცი რომელი საათი იყო ,ვიღაცის უხეშმა და ბოხმა ხმამ რომ გამაღვიძა.
-ორის ნახევარია ,ადექი და მოემზადე.
მალევე მივხვდი ვინ იყო მისი დანაბარები რომ გავიაზრე!
თვალი ძლივს გავახილე და წინ ფრედერიკი დამხვა, რომელიც საროცკას იკრავდა და თან ოთახში სწრაფათ გაადაადგილდებოდა,პირველად ვნახე ასე.
არ ვიცოდი რომ დემონებსაც აგვიანდებოდათ სადმე.
-არ ვთქვი საკმარისად გაასაგებად?
აწიე და ჩაიცვი!
მის ყვირილზე მალევე გამოვფხიზლდი და კისრის მტვრევით წამოვდექი ფეხზე ,შემდეგ კი შუა ოთახში გავშეშდი და დაბნეულმა ვიკითხე.
-რა უნდა ჩავიცვა?
ამაზე ფრედერიკი მომიტრიალდა და სწრაფათ მიპასუხა.
-კუთხეშია შენი კაბა გადაკიდული.
მხოლოდ ეს და სარკის წინ დაიწყო უკვე მზადება,მეც ნახევრად მძინარე მივუახლოვდი კუთხეს და თვალში მალევე მომხვდა ნაზი აბრეშუმის ცეცხლივით წითელი კაბა.
კი ,ვაღიარებ ულამაზესი ჩანდა,მაგრამ ვიცოდი რაღაც ხმამაღალის მთქმელი კაბა  იქნებოდა,რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უნდა დავტოვო!
მე კი არ მიყვარს ჩემმი ტანის გამოკვეთა,არა იმიტომ რომ არ მაქვს ლამაზი ფორმები,პირიქით ლამაზი ფორმები მაქვს და ყველა რომ მიყურებს თავს კარგად არ ვგრძნობ ,სწორედ ამიტომ!
მაგრამ ამჯერად ჩემმი სურვილის წინააღმდეგ მიწევს წასსვლა.
-შეგიძლია გახვიდე?
არც კი ვიცი რატომ ვთქვი ასე დაუფიქრებლად,უბრალოდ ინსტიქტურად მომივიდა,მაგრამ ცხადი იყო ფრედერიკს გაგებული არ ესიამოვნა და ჩემსკენ უსიამოვნო გამომეტყველებით მოტრიალდა.
-რა?
ეს რომ გაავაცნობიერე ცოტა რბილად ვუთხარი რომ ჩემმი თხოვნა გაეთვალისწინებინა.
-გთხოვ , ჩავიცმევ და ცოტახანში შემოდი.
ამ ჩემს წინადადებაზე,მან ცინიკურად ჩაიცინა და ჩემსკენ ნელი სახიფათო სვლით წამოვიდა,ნახევრად საროჩკა შეხსნილი ჰქონდა და მასზე ხალსტუხი ეკიდა.
-შენ  რა მიმითითებ  რა გავაკეთო?
მისმა დიდმა სხეულმა გადამფარა,მე კი ქვემოდან ვუყურებდი დაძაბული იმის მოლოდინში როდის ამოფეთქავდა.
-უბრალოდ_
ვეცადე თავის გამართლება და ჩემმის გატანა,მაგრამ სულ ტყუილად!
უეცრად კედელზე მტკივნეულად მიმსნარცხა.
-გავალ მაშინ თუ მომინდება  და შენგან არასოდეს არ მივიღებ მითითებას რა გავაკეთო!
ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიბეჭდო მაგ გამოუსადეგარ თავში ,სანამ საერთოდ დაგიკარგავს შენი უაზრო საუბრის გამო.
თითი თავზე მომადო და გამოკვეთით მითხრა ყოველი სიტყვა,მე კი კედელს ვიყავი მიწებებული და თვალსაც ვერ ვუსწორებდი.
-ახლა კი ჩემს წინ გაგაშიშვლდები  და ჩაიცმევ .
სანამ ეს არ გავიგე და მისი შეხებაც არ ვიგრძენი ჩემს საროჩკაზე ,შეშინებულმა დავხედე და დავინახე რომ ფრედერიკი უკვე ღილებს მიხსნიდა!
-ფრედე-რიკ...
ხმის კანკალით ვეცადე შეწინააღმდეგება,მაგრამ გამაჩუმა.
-ჩუუუ...
პირზე თითი მომადო ,რაზეც ხმა ვეღარ ამოვიღე !
დადაძაბული დაველოდე რას მოიმოქმედებდა,იქამდე მომიწია ამ ყველაფრის ატანა სანამ საროჩკის ბოლო ღილი არ გახსნა,თან ამ დროის განმავლობაში ჯიბრიანი მაცდური ღიმილი არ მოუცილებია სახეზე.
ბოლოს კი ხელი მიშვა და ფაქტობრივად ნახევრად შიშველი ლიფის ამარა კარგად შემათვარიელა და ზურგი პატარა ჩაცინებით მაქცია!
მე კი უკვე ბრაზისგან და სირცხვილისგან აწითლებულმა იქვე კუთხეში ზურგით დავდექი და ნელა დაკვირვებით დავიწყე გახდა,თან ისე რომ უკან ვაპარებდი მზერას !
ფრედერიკისკენ, რომელიც სარკის წინ იდგა და ემზადებოდა და თითქოს არც აინტერესებდა ამ წამს რა მდგომარეობაში მიწევდა მის გამო იგივე ოთახში ყოფნა!
თითქოს ჩემმი ქმარი იყოს ან რამე,რატომ ცდილობს ჩემზე ასე ზეწოლას?
კი მესმის დემონია ,ბოროტება, ყველაფერი ,მაგრამ ნუთუ არარსებობს რაღაც რაღაც კომპრომისები?
რატომ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს რომ მავნოს,დამამციროს,თავი პატარად და უსუსურად მაგრძნობინოს!
ალბათ მართლაც ესაა მისი მოვალეობა,არ ვიცი!
მალევე ამოვიცვი კაბა,რომელიც როგორც მოველოდი მოშიშვლებული იყო ზურგზე,მარჯვენა ფეხთან ჩახსნილი და ტანზე მომდგარი ,კი მომეწონა,მაგრამ ვიცოდი როგორი არაკომფორტულად ვიგრძნობდი თავს ასე.
უკვე ვიჯექი და ფეხზე ვიცმევდი ,ვიღაცის დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი უკნიდან,არც დამჭირვებია გამოცნობა ვინ იყო,მისი ხმაც რომ მომესმა.
-მჯერა რომ ბევრს დარჩება შენზე თვალი ,ეს კი სწორედ ისაა რაც მე მინდა,მაგრამ გაფრთხილებ წინასწარ,ახლოდან არ მომშორდე.
თქვა და უეცრად ხელიც ვიგრძენი
უკნიდან ,რომელიც მოშიშვლებულ წელზე ამისვა!
მე ამ შეხებაზე გაამაჟრიალა და საშინლად ავნერვიულდი ,ისე რომ ვგრძნობდი როგორ საშინლად გავოფლიანდი!
მაგრამ წამებს ვითვლიდი და აი ცოტახანში მართლაც მომშორდა.
ღრმად ჩავისუნთქე და თავი ხელებში ჩავდე,მეგონა რომ სიკვდილს ჩავხედე
თვალებში .
ზუსტად ოცი წუთი ეკლდა საამს მე და ფრედერიკი რომ დიდ მდიდრულ ლიმუზინში ვიჯექით ,სადაც თავისთავად შავი ფერი იყო დომინანტი და ბატონი დემონიც შავ სმოკინგში ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და შამპანიურს თავადივით სვავდა,თან ბასრ მზერას არ მაშორებდა მოპირდაპირედ მჯდარს.
-წელში გასწორდი და ცოტა თავდაჯერებული იმიჯი მოირგე,საცოდავ გლეხის გოგოს გავხარ.
ისეთი სახით მითხრა,გეგონება ჩემმი ჟიური იყოსო,მე კი ამაზე მინდოდა მეპასუხა რომ ფეხებზე მეკიდა მისი აზრი,მაგრამ თავი შევიკავე და მხრებში გავიმართე,რაზეც მან კმაყოფილად ჩაიღიმა დანახულით...ნაგავი!
საკმაოდ გრძელი და ბნელი გზაა  გავიარეთ და მთელი დროის მაძილზე უბრალოდ გაოცებული ინტერესით ვუყურებდი გზას ფანჯრიდან!
წარმოიდგინეთ როგორი დასანახი იყო ყოველივე ეს ჩემთვის ,აქამდე ასე გვიან არასოდეს მინახავს უღრან ტყე,მაგრამ ახლა ყოველ კუთხეს ვათვალიერებ,მაგრამ არ მეგონა თუ ასე აშკარად გავიგონებდი მგლების ყმუილს!
ხმა როგორც კი გავიგონე ფანჯარას შეშინებული მოვშორდი და შეძრწუნებულმა გავიხედე ფრედერიკისკენ ,რაზეც მას მხოლოდ გაეცინა.
-მეჩვენება თუ ყველაზე ძლიერი არსების გვერდით მგლების გეშინია?
ქედმაღლურად მკითხა ,რაზეც ღრმად ჩავისუნთქე და თავი დავუქნიე,ამაზე მან იმედგაცრუებულმა გააქნია თავი.
-ძაალიან მშიშარა ხარ,მაგრამ ეს უკეთესია.
ამას მომავალში შენს წინაღმდეგ გამოვიყენებ თუ რაიმეზე იმედებს გამიცრუებ.
ეს რომ გავიგე მეტად გავაღე პირი და თვალებიც მეტად გამიფართოვდა!
საშინელი მოლოდინით თუ რისი გამკეთებელი იყო ის ჩემმს წინააღმდეგ,მომიწევს ფრთილად ვიმოქმედო რომ რაიმე არ დამიშავოს.

მალევე მივაღწიეთ დათქმულ ადგილამდე,მაგრამ მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ მათი შეკრება რაღაც უდიდეს სასახლეში იყო!
კი ,შემზარავად გამოყურებოდა,მაგრამ ამავდროულად ძვირიანი და მდიდრული იყო!
ამას გარედანვე შეატყობდი.
ისე ვნერვიულობდი არ ვიცოდი როგორ შევასრულებდი ფრედერიკის დანაბარებს,მაგრამ ჩემს ლიმიტს ამოვწურავ ,სხვა არაფერი არ შემიძლია!
ფრედერიკმა ხელი გამომიწოდა და იმის შემდეგ რაც ხელი ხელში ჩავუდე ,მანქანიდანაც გადმოვედი.
უკეთ მოვავლე თვალი შემზარავ გარემოს და ვაღიარებ მეტად დამიარა შიშისაგან ჟრუანტელმა,თითქოს მციოდა ,მაგრამ თან ეს არ იყო სიცივე.
აქ საშინელი აურა ტრიალებდა,ისეთი რომელიც ნორმალურად სუნთქვის საშუალებასაც არ გაძლევდა !
-მოემზადე წარმოდგენისთვის.
მხოლოდ ეს გავიგე,მანამ ხელი არ მომხვია წელზე და ისე არ განაგრძო სვლა,მეც ავყევი და ვითომც არაფერი მის ნაბიჯებს ავაყოლე ფეხი .
ჩვენს წინ უდიდესი კარი შეეიღო და მალევე გამოჩნდა მუქ ფერებში გაფორმებული უდიდესი დარბაზი.
დარბაზი ასევე მუქ ფერებში გამოწყობილი ხალხით იყო გადაჭედილი .
არ ვიცოდი ვინ ან რა იყვნენ ,მაგრამ თავს უდიდეს ხიფათში ვგრძნობდი და რომ არაა ფრედერიკი ვიცი აქედან უკან მოუხედავად გავიქცეოდი !
ყველამ ჩვენ შემოგვხედა,დააკვირვებით გვადევნებდნენ თვალს,ჩურჩულებდნენ,კისკისებდნენ,ბოროტი ღიმილით მაშტერდებოდნენ,ეს ყველაზე დიდი დისკომფორტი იყო რაც კი ოდესმე განმიცდია!
მერჩივნა ამ სიტუაციაში ყოფნას მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე,ისევ ქვესკნელში!
დემონი კი რაღაც გარკვეული მიმართულებით მიმიძღვებოდა,მე ვერც ვხედავდი სად რადგან წინ ვიყურებოდი და ერთ რაღაცას ვიყავი მიშტერებული,რათა ამ არსებების საახები არ მეხილა და თან თავდაჯერებული გამოვჩენილიყავი!
-ფრედერიკ, დიდი დრო გავიდა მეგობარო,დიდი ხანია შეხვედრას არ დასწრებიხარ ,ახლა კი მესმის რატომ...ეს მშვენიერი არსება როგორ მოინადირე?
ბიჭის ხმაზე მომიწია მზერა მომედუნებინა და მისკენ მიმეხედა და აი წინ დამხვდა ყველაზე არაამქვეყნიურად ლამაზი მამაკაცი!
ეს არსება არ გავდა დემონს ,ის უფრო ანგელოზს გავდა გარეგნობით,რომ არა მისი ასევე შემზარავი ჩაცმულობა.
მაშინღა მოვავლე თვალი გარემოს და მივხვდი რომ ეს ადგილი ულამაზესი არადამიანურად ლამაზი ხალხით იყო სავსე!
რა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ ადამიანები,მაგრამ მე უფრო სხვანაირად წარმომედგინა არსებები, რომლებიც ბოროტებას ემსახურებიან.
ფრედერიკიც ისეთი  ლამაზია არ მეგონა თუ მისნაირად ლამაზი მამაკაცი დაიარებოდა კიდე სადმე , პირველად რომ ვნახე ალბათ პირველ რიგში  მისმა თვალებმა შეძლეს ჩემმი დათანხმება,ასევე მისმა ღიმილმა და გარეგნობამ.
ალბათ მართლაც ასეა ადამიანის ბუნება მოწყობილი ,რაც მეტად ლამაზია პიროვნება მეტად  გინდება დაუჯერო და მიენდო!
გგონია რომ არაფერს არ დაგიშავებენ მისი ლამაზი ხელები,მაგრამ ვიცი რომ ამ არსებების ლამაზი გარეგნობის უკან სისასტიკე და ბოროტება იმალება .
-ხო ,ის ჩემმია  და ტყულად ნუ დაისახავ
იმედებს .
ასე უპასუხა ფრედერიკმა და მეტად მომხვია წელზე ხელი.
-მისი სული უკვე მე მივისაკუთრე.
ეს უჩურჩულა მაცდური ღიმილით
წინ მდგარს ,რაზეც მან იმედგაცრუებულმა გააქნია თავი.
-სულ იდეალურ ქალებს როგორ აცდენ?
ასე იკითხა სიცილით ,რაზეც დაბნეულმა შევკარი შუბლი,ქალებს?
ანუ ჩემმამდე ასე ახლოს ვინმე ყავდა?
და მათ რა ბედი ეწიათ?
ახლა სად არიან?
ნუთუ მეც იგივე მელის...ამის გაფიქრება იყო ყელზე რომ რაღაც მომეჭირა თითქოს,არ ვიცოდი ეს რა იყო ,ალბათ შიში?!
უკვე იმხელა იყო რომ ჩემს სხეულსაც ტეხდა და ჩემს მოკვლას ლამობდა.
-მომენატრე მეგობარო .
ბოლოს ასე დაამთავრა სათქმელი მამაკაცმა,რაზეც ფრედერიკმა ხელი თბილი ღიმილით ჩამოართვა წინ მდგარს და მეც როგორც იქნა ცოტახანს ხელი მომაშორა!
-ფრენკლინ  ცუდი დემონი ხარ,მაგრამ მაინც სასიამოვნოა შენი აქ ნახვა.
ღიმილით უპასუხა ფრედერიკმა და  ერთი ნაბიჯით მომშორდა ,მე კი იმ წამსვე დაუცველად ვიგრძენი თავი...გარემოს თვალი მოვავლე და შიშმა მეტად მომიცვა!
არც კი მიფიქრია ისე მოულოდნელად მივუახლოვდი ფრედერიკს და ისე მოვკიდე ორივე ხელი დაკუნთულ მკლავზე!
ამ უეცარ შეხებაზე მან ჩემსკენ გამოიხედა,ცოტახანს დაბნეული მიყურებდა,სანამ არ გაეღიმა.
-გეშინია?
ისე მკითხა თითქოს პასუხი არ იცოდა!
მეც უხერხულად დავუქნიე ამ კითხვაზე  თავი .
-კარგი ,არ შეიმჩნიო და
რაიმეს მოვახერხებ.
უკვე ცოტა გაღიზიანებულმა დამიბრუნა პასუხი და ფრენკლინს მიუბრუნდა.
-შენი ქალი სადდა?
ამ ვიღაც ფრენკლინს მიბრუნდა კითხვით,რაზეც მან მაცდურად ჩაიღიმა და უკან მიუთითა გოგონასკენ ,რომელიც მოკუნტული იჯდა და შეშინებული აცეცებდა თვალებს გარშემო კი ხუთი უდიდესი ჩრდილი ერტყა,რა ჯანდაბაა?!
ეს რა არსებები არიან?!
სხეულსვს ვერ ვხედავ,მხოლოდ ჩრდილებს.
შორიდან ვინ იცის როგორი დაკვირვებით ვუყურებდი უცნაურ არსებებს.
-ძაალიან მშიშარაა და ჯერ კიდევ ვერ შეეგუა იმ ფაქტს რომ დემონის  ცოლობა მოუწევს,შეხედე სულ კანკალებს.
ცინიკურად განმარტა ფრენკლინმა გოგონას მდგომარეობა.
-ეს,ეს რა არსებები არიან?
მე კი ვეღერ მოვითმინე და დაბნეულმა ვიკითხე,რაზეც ფრედერიკმა უკმაყოფილო მზერა მივიღე!
ფრენკლინმა კი მომღიმარმა შემომხედა და მიპასუხა.
-ესენი ჩემმი აჩრდილები არიან,ისინი იცავენ და აკონტროლობენ მას რათა არ გაიქცეს ან ვინმე არ მიუახლოვდეს მას.
ისეთი ჩვეულებრივად ახსნა ეს საშინელება ვითომც არაფერი!
გოგონას ეტყობა როგორ ეშინია ეს არსებები კი მას აიძულებენ დარჩეს?
-თუ შენც ეჭვს შემატანინებ შენს თავში იგივე გელის.
მალე მომესმა ფრედერიკის ჩურჩულიც ჩემს ყურთან და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე.
-ფრენკლინ როუსი მინდა შენს ქალთან
მიიყვანო ,ცოტას ილაპარაკებენ და ორივე დამშვიდება.
მომღიმარმა გამოაცხადა ფრედერიკმა,რაზეც ფრენკლინმა თავი დაუქნია და ხელი გამომიწოდა.
-წამობრძანდით.
მეც ყოყმანით წავიღე მისკენ ხელი, მანამ ჰაერში არ აიტაცა უეცრად სხვამ ჩემმი ხელი და წინ არ გამიძღვა.
-მეთვითონ.
ეს ფრედერიკი იყო,მე კი  უკვე მილიონჯერ  მეტად ვიყავი დაბნეული  მისი საქციელით!

-გაიცანი ეს რაინაა.
ფრენკლინმა მობეზრებული ხმით მიმითითა უკვე მეტად შეშინებულ გოგონაზე,რომელიც მის დანახვაზე მეტად აკანკალდა.
-რაინა ეს როუსია .
მალევე გავიგე ფრედერიკის ხმაც,რომელმაც მისკენ მიმითითა რომ წავსულიყავი ,რაზეც მეც რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი!
ასევე გამიზნულად არ ვუყურებდი
არსებებს ,რომლებიც ძაალიან ახლოს იყვნენ ჩემთან,მაგრამ ადვილი შესამჩნევი იყო როგორი დაძაბული ვიყავი ამ წამს!
-ისაუბრეთ ,ჩვენც აქვე ვიქნებით.
არ იცელქოთ!
მალევე მიამატა ფრედერიკმა და თვალებით თითქოს მანიშნა რაიმე შეცდომა არ დამეშვა,მეც დაძაბულმა ვანიშნე რონ არაფერს არ მოვიმოქმედებდი!
მხოლოდ ამის შემდეგ მაქცია ზურგი და ფრენკლინთან ერთად ოთახი დაატოვა.
და აი დავრჩით მე და სიკვდილამდე შეშინებული გოგონა,რომელზეც უკვე ვფიქრობდი რომ ჩემზე მეტადაც კი ეშინია!
-ჰეი,კარგად ხარ?
არ ვიცოდი მასთან საუბარი როგორ დამეწყო და მხოლოდ ეს მომაფიქრდა!
ნუ ,კი ყველაზე დიდი სისულელეა რაც შეიძლება დემონის ტყვეს ჰკითხო!
გოგონამ კანკალით გამომხედა და თვალები მეტად აუცრემლიანდა.
-არა,არა...არ ვარ კარგად,კარგად არ ვარ და არც ვიქნები,არც შენ არ იქნები კარგად.
ჩვენი ადგილი აქ არაა!
გოგონა ისტერიკებში ჩავარდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი,თან ისე რომ ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა თვალებიდან,მე კი მხოლოდ ვუსმენდი!
-ვ-იცი,მაგრა_
ვეცადე ამეხსნა და დამემშვიდებინა ,მაგრამ არც დამაცადა!
-ის ჩემმით იკვებება.
მომკლავს,მომკლავს.
უეცრად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და დაბნეულმა და შეშინებულმა გავუსწორე თვალი.
-რა? რა შენით იკვებება?
გოგონა მეტად აკანკალდა და შეშლილივით დაიწყო თვალების ცეცება.
-შეხედე..შ-ეხ-ედე.
ხელის კანკალით ამოწია ხელი და მაჯაზე მიმითითა, რომელიც რატომღაც სულ დასერილი ჰქონდა !
თვალები გამიფართოვდა ამ შემზარავი სანახაობით.
-ეს რა არის?
უკვე მეც მიჭირდა ემოციების კონტროლი ,ის კი მოიწია და ხმის კანკალით მიჩურჩულა.
-ის ჩემს სისხლს როგორც ღვინოს ისე მირთმეევს!
ეს რომ მოვისმინე ხელი პირზე ავიფარე და თვალები ამემღვრა,შემზარავი წარმოსადგენი იყო ,არა...რატომ?!
სად ვარ?!?
-მე კი არ ვიცი როდემდე შევძლებ მისი წყურვილის მოკვლას,მეტად და მეტად ვსუსტდები,არ ვიცი სადამდე ვიცოცხლებ.
ძაალიან მეშინია!
სიკვდილი არ მინდა!
არ მინდა მოვკვდე!
უეცრად გოგონას ისტერიკული ტირილი აუტყდა,რაზეც მეც თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე.
მინდოდა მისი დამშვიდება ,მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა!
-ადამიანი დიდიხანია არ მინახავს.
მხოლოდ ჩრდილებს ვუყურებ ყოველდღე...შენ ერთადერთი იმედი ხარ ამ წამს ჩემთვის,რადგან როგორც ჩანს ის არ გაკონტროლებს ისე როგორც ფრენკლინი მე.
გთხოვ,გთხოვ დამეხმარე,გთხოვ დამეხმარე!
უეცრად კი გოგონამ ხელებში მტაცა ხელი და გაუჩერებლად დაიწყო ერთი და იგივეს განმეორება!
მე კი მეტად შეშინებული ვუცქერდი გაფართოვებული თვალებით.
-დამეხმარე რომ გადავრჩე,სიკვდილი არ მინდა!
ისეთი საცოდავად გამოიყურებოდა ,გული მტკიოდა მის გამო.
-რ-ოგორ? როგორ დაგეხმარო?
უკვე მეც ტირილით ვკითხე.
-მეც დასახმარებელი ვარ,შენი დახმარება არ შემიძლია!
უკვე მეც მწარედ ავტირდი ,რადგან ეს იყო რეალობა ამ წამს!
ცხოვრებაში პირველად ძალადობის და ბოროტების მოწმე ვარ და მის წინააღმდეგ შენრძოლება არ შემიძლია!
-გთხოვ ,გთხოვ დამეხმარე...ფრენკლინი ისე მაკონტროლებს რომ ვერც ვბედავ გაქცევას!
არავინ არ მეხმარება აქ მისი შიშით,მაგრამ შენ შეგიძლია დამეხმარო!
ამ დანას დიდიხანია ვინახავ...ეს უძველესი  ვერცხლის დანაა!
ეს დანა მას დააშავებს და მისი მოდუნება საშუალებას მომცემს გავიქცე მისგან,აიღე და ჭრილობა მიაყენე მას!
მას რომ რამე დაემართოს ,ყველას ყურადღება მისკენ გაადავა და შენც შეძლებ გაქცევას!
ეს საშუალებას მოგვცემს ორივეს რომ  გავთავისუფლდეთ მათგან...გარისკავ?
ამას გააკეთებ ჩვენი თავისუფლებისთვის?
ისეთი უკონტროლოდ ტიროდა,უკვე ცრემლების ნიაღვარში ძლივს მოჩანდა მისი სევდიანი დატანჯული თვალები,მაგრამ ვიცოდი რა ძლიერ იტანჯებოდა.
მე კი ისე ვიყავი ამ წამს ნებისსმიერ რაღაცას გავაკეთებდი მის დასახმარებლად!
მაგრამ ფრედერიკის და ჩემი ხელშეკრულება?
ჩემი სული მას ეკუთნის,ნუთუ შევძლებ
დამალვას ?
-გთხოვ ეს ჩემთვის გააკეთე,გთხოვ.
მოვკვდები სხვაგვარად მოვკვდები!
გოგო კი გაუჩერებლად იმეორებდა ერთი და იგივეს და მეც ცდუნებას ვეღარ ვუძლებდი ,მისი დახმარება მინდოდა.
არც კი ვიცი ამ გადაწყვეტილებამდე როგორ მივედი ,მაგრამ სინდისი არ მომცემდა იმის უფლებას რომ ეს საცოდავი გოგონა ასე დამეტოვებინა!
გული მიკვდებოდა ჯერ მარტო მისი ყურებით.
ვიცი რომ მეც არ ვარ ახლა იმ სიტუაციაში რომ სხვას დავეხმარო,ისიც ვიცი რომ დიდი პრობლემები შემექმნება და ჩემმს ბედსაც სასწორზე ვდებ,მაგრამ ასე ვერ დავტოვებ!
ვერ შევძლებ თვალი დავხუჭო ამაზე,ეს უნდა გაავაკეთო!
უბრალოდ ვცდი,არაუშავრს გინდაც არ გამომივიდეს ,ან თუნდაც რაიმე დამიშავდეს,ყველაფრისთვის მზად ვარ!
-ამას გავაკეთებ.
სუსტად ვუპასუხე ბოლოს ,რაზეც გოგონას თვალები გაუბრწყინდა და ისე შემომხედა თითქოს მისი ბოლო იმედი მე ვიყავი და ვიცი ასეც იყო სინამდვილეში!
-ამას გააკეთებ?!
უკვე სიხარულის ცრემლებით მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე,ის კი უეცრად ძლიერ ჩამეხუტა!
მეც როგორც შემეძლო იგივეთი ვუპასუხე და მის დასამშვიდებლად ვეცადე რაიმე სიტყვა დამეტოვებინა წასვლამდე.
-ნუ გეშინია, ასე არ დაგტოვებ.
ვუთხარი და პატარა მოოქროვილი სავარაუდოდ ვერცხლის დანა ჩუმად სიფრთხილით გამოვართვი,ისე რომ თან აქეთ-იქით ვიყურებოდი რომ არავის შეემჩნია ეს!
-ვერც კი წარმოიდგენ როგორი მადლობელი ვარ შენი!
დიდი მადლობა,დიდი მადლობა!
გოგომ წამოსვლისას ხელი მომკიდა,რაზეც თავს დავაძალე და გავუღიმე .
მინდა რომ მისი იმედები გავამართლო ,იმედია გამომივა !

ნელა დაკვირვებით მივუყვებოდი ოთახიდან
გზას ,რომელიც ფრედერიკამდე მიმიყვანდა.
ჯერ არც კი ვიცოდი როგორ მომეხერხებინა ისე რომ ეს არავის შეენიშნოს და არ შემაჩერონ იქამდე სანამ რაიმეს დაავაპირებ,ისინი უძლიერესი არსებები არიან ,მე კი უბრალო გოგო ვარ ადამიანი ,რომელსაც არ აქვს იმხელა ძალა რომ ამ უძლიერეს არსებებს დაუპირისპირდეს და მითუმეტეს მათ წიინაღმდეგ გაიმარჯვოს.
უკვე ისე ვიყავი აღარც მაინტერესებდა ისევ როგორ მიყურებდნენ ყოველი მათგანი და როგორი ბოროტი ღიმილით მაყოლებდნენ თვალს იქამდე სანამ რამეს არ ამოვეფარებოდი და აი ისიც!
ფრედერიკი თავის მეგობარ ფრანკლინთან ერთად ,უფრო სწორად კი სისხლის მსმელთან ერთად!
ერთმანეთის გვერდით  იჯდნენ და მშვიდად საუბრობდნენ,თან ჭიქები ედგათ წინ  და სასმელს მირთმევდნენ დრო და დრო .
არ ვიცოდი ფრედერიკს ჩემს დანახვაზე რა რეაქცია ექნებოდა,მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემმი უეცარი გამოჩენა მისი ნებართვის გარეშე არ ესიამოვნებოდა!
ასეც მოხდა და როგორც კი თვალი მომკრა მისკენ მიმავალს გამომეტყველება შეეცვალა და მომღიმარ ფრანკლინს ზურგი აქცია!
ჩემსკენ წამოვიდა და მალევე მიმიახლოვდა,ვიცოდი არ ესიამოვნებოდა ჩემმი ესე გამოჩენა ,მაგრამ ასეთ უხეშიბასაც არ ველოდი ,ისე მტკივნეულად მტაცა მაჯაზე ხელი,მეგონა მომტეხდა.
-აქ რა გინდა? ჩემმი ნებართვის გარეშე რომ დასეირნობ ,მოგეცი ამის უფლება?
გაღიზიანებულმა მკითხა,რაზეც საწყლად ავხედე.
-მტკივა,გამიშვი.
ამაზე მეტად მომიჭირა ხელი.
-იცი მაინც რომ შეიძლება დიდ საფრთხეს გადაეყარო სულელო?
რა ჯანდაბას აკეთებ?
რატომ წამოხვედი იქიდან სადაც დაგტოვე!?
ღრინვით მითხრა,რაზეც ვეცადე რაიმე ტყუილი სასწრაფოთ მომეფიქრებინა.
-მოვრჩი მასთან საუბარს და შენთან დავბრუნდი.
რატომ ბრაზდები ასე?
ტკივილით ვუპასუხე და მის ძლიერ ხელში მაჯა გავამოძრავე რომ ხელი ეშვა ჩემთვის,რაზეც მალევე გააკეთა ეს და ხელი გამიშვა.
-კარგი ,ეს ერთხელ არაუშავრს,ამის შემდეგ კი გაითვალისწინე რომ ჩემს გარეშე არ უნდა გაადაგილდე.
ამაზე მე მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად,რაზეც მაინც უკმაყოფილო ცივი გამომეტყველებით შემათვალიერა და ფრენკლინისკენ მიბრუნდა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.
-ფრედერიკ,ეს არ  უნდა გამოტოვო!
შენს პატარა გაალის ჩიტუნას ცოტა თავისუფლება მიეცი და ეცეკვე.
ეს რომ მომესმა თვალები გამიფართოვდა,რადგან სულ არ მინდოდა ამ ნაზ მუსიკაზე მასთან ცეკვა!
მაგრამ მე ვინ მეკითხება?
ფრედერიკს როგორც ჩანს ეს იდეა მოეწონა,რადგან ჩემსკენ მოტრიალდა და ხელი გამომიწოდა,მეორე ხელი კი ჩემმს წელზე მოხვია.
-ყველას დაანახე როგორი კარგი პარტნიორი ხარ ჩემთვის,რიტმს აყევი და მეცეკვე.
დარწმუნებული ვარ ძაალიან ლამაზი იქნები და ყველას შეშურდება ,როდესაც შენს პატარა სხეულს ჩემს მკლავებში  მოქცეულს იხილავენ.
მალევე მიჩურჩულა ყურში და
ნელ-ნელა მუსიკას სხეული აყოოლა,რაზეც მეც იგივე გაავაკეთე და მის ტანს ჩემმი ტანიც ავაყოლეე . ფრედერიკი ზემოდან დამყურებდა და პირდაპრ თვალებში მიყურებდა,არ ვიცი ამას სულ რატომ აკეთებს ,მითუმეტეს მაშინ ,როდესაც იცის რომ მისი მეშინია!
მისი ხელი შიშველ წელზე მეხებოდა,მის სუნთქვას ვგრძნობდი კისერში,მის დიდ ძლიერ ხელში კი ჩემმი პატარა ხელი სულ დაკარგულიყო!
ეს უცნაური განცდა იყო,რადგან როგორც წესი რისიც ეშინიათ თავს მათან შეხების დროს არაკომფორტულად გრძნობენ არა?
მაგრამ მე რატომ არ ვგრძნობ დისკომფორტს?
ეს ისევ მისი ლამაზი თვალების ბრალია?
ან მისი იდეალური ნაქვთების,რომლებიც ხელოვნების ნიმუშს უფრო ქმნიან მის სახეზე,ალბათ სწორედ ეს მაიძულებს ამ წამს თავი ასე უცნაურად ვიგრძნო.
ამ ფიქრებში ისე გავერთე,სულ გადამავიწყდა რამხელა პირობა მქონდა შესასრულებელი,უცოდველი საწყალი გოგოს წინაშე!
სწორედ მისი გახსენება იყო ერთმა შესანიშნავმა იდეამ რომ დამკრა თავში.
ვყოყმანობდი თან ძაალიან,რადგან ეს ძაალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის,ამდენ ხალხში?
თან ისეთი ხალხის გარემოცვაში ,რომლების ვალიც ადამიანის განადგურებაა,არ ღირს ვიცი .
ვიცი ,სულელური გადაწყვეტილებაა,მაგრამ უნდა ვცადო!
-ფრედერიკ...
ყველანაირად ვეცადე არ შეემჩნია ჩემს ხმაში ნერვიულობა.
-გისმენ.
ჩვეულებრივად მიპასუხა და საავარაუდოდ ვერ მიხვდა რომ ძაალიან ვნერვიულობდი.
-მინდა რომ ფრენკლინს ვეცეკვო.
არც კი ვიცი როგორ გავბედე ამის პირდაპირ თქმა,მითუმეტეს მაშინ როდესაც ფრედერიკს აშკარად შევატყე მესაკუთრე ხასიათი,მაგრამ არა ისე როგორც რომელიმე არსებასთან დამოკიდებულებაში,არამედ როგორც ნივთის მიმართ იყო მესაკუთრე,შენი საკუთარი ნივთის მიმართ.
ჩემმა სიტყვებმა ის დააბნია და თან როგორც მოველოდი გააბრაზა კიდეც.
-რაში გჭირდება მასთან ცეკვა?
გაღიზიანებულმა ღრინვით მკითხა,რაზეც ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე შემდეგი ტყუილისთვის.
-მინდა მისი ნდობა მოვიპოვო ,ის ხომ შენნი მეგობარია?
არც კი ვიცი რა სისულელეს ვიძახდი,მაგრამ იმედი მქონდა რომ დაამიჯერებდა.
-ნდობა? მისი ნდობა განა რამეში გჭირდება?
გაკვირვებულმა ეჭვით მითხრა,რაზეც მალევე გავეცი პასუხი.
-მინდა მასი სიმპათია მოვიპოვო როგორც შენმა ქალმა,განა შენც ეს არ გინდოდა?
ზუსტად ვიცოდი რომ ამის მოსმენა უნდოდა და მიიღოო კიდეც!
როგორც მოველოდი გაგებული მოეწონა და მალევე მიშვა ხელი,მაგრამ ბოლომდე მაინც დაკვირვებით მიყურებდა,ალბათ მაინც ეჭვობს რამეს!
ეს სწრაფათ უნდა გაავაკეთო!

ფრენკლინის წინ მორცხვად რომ დავდექი და ვიკითხე თუ უნდოდა ჩემთან ცეკვა,მაშინვე მაცდური  ღიმილი მოეფინა სახეზე!
-რა თქმა უნდა,შენისთანა ლამაზ ქალბატონს უარს ვერც გავუბედავ.
იგივე ღიმილით მითხრა და ნაზად მომკიდა ხელი ხელზე,შემდეგ კი წელზე ხელი მჭიდროდ მომხვია!
არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს,მაგრამ იმ წამსვე როგორც კი შეემეხო საშინლად არაკონფორტულად ვიგრძენი თავი!
ეს ფრედერიკთან არ განმიცდია, მე კი ამას ახსნას ვერ ვუძებნი თუ რატომ?!
ფეხი ავაყოლე მუსიკას და ნელ-ნელა დარბაზის ცენტრში აღმოვჩნდით მე და ფრენკლინი.
იქ მყოფი არსებები თითქოს გაშეშდნენ და  მხოლოდ ჩვენ  ორს მოგვაშტერდნენ ,მაგრამ ყველაზე მეტად ერთის მზერას ვგრძნობდი ,ეს ფრედერიკი იყო და მალევე შეევამჩნიე როგორი დაჟინებით გვიყურებდა შორიდან!
აშკარად არ სიამოვნებდა მის წინ არსებული სანახაობა ,მაგრამ არც კი ვიცი რატომ მომცა ამის ნება!

დრო იყო,ვიცოდი რომ დრო იყო,მაგრამ ჯერ ვერ გადამეწყვიტა ბოლომდე ღირდა თუ არა ასეთ გარემოში ამის გააკეთება!
ვყოყმანობდი,მაგრამ ბოლოს როგორც ჩანს სააბოლო გადაწყვეტილება მივიღე!
ჩახსნილი კაბა გაადავწიე და ნელა შევაცურე ხელი იქამდე სანამ დანას არ შევეხე, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა დამალული.
დანა პატარა ზომის იყო და ადვილად შევძელი მისი დამალვა,მაგრამ საკითხავი ის იყო თუ ასევე შეუმჩნევლად შევძლებდი ამომეღო და ფრენკლინისთვის ჭრილობა
მიმეყენებინა ,იქამდე სანამ ვინმე გაამაჩერებდა!
ამაზე ვფიქრობდი და თან ნელ-ნელა დანა ზემოთ მომქონდა !
საბედნიეროდ ამას ისე ვახერხებდი რომ ხელში მომწყვდეული პატარა დანა საერთოდ არ ჩანდა,ვიცოდი რომ უკვე ახლოს ვიყავ
მიზანთან ,ხელი მისი ზურგისაკენ წავიღე და დანა
ნელ-ნელა ხელიდან გამოვაძვრინე!
გული ძაალიან სწრაფათ მიცემდა,რა თქმა უნდა მე ამ წამს ვცდილობდი ცოცხალი არსებისთვის ზიანი მიმეყენებინა,თუნდაც ეს არსება ბოროტი დემონი იყოს,ეს ჩემთვის მაინც რთული აღმოჩნდა,მაგრამ ჩემს თავს გაუჩერებლად ვუმეორებდი რომ ეს უნდა გაამეკეთებინა!
გულში წამებს ვითვლიდი და თან თვალწინ ის საწყალი დასახიჩრებული გოგონა მედგა!
დანა მოვიმარჯვე და აი უკვე იმხელა გამბედაობა მომეცა მზად ვიყავი მისთვის გამეყარა,მაგრამ უეცრად არც კი ვიცი როგორ ვიღაცის ხელი ვიგრძენი!
ამ ვიღაცამ ელვისებური სისწრაფით მომაშორა ფრენკლინის სხეულს და შემდეგი რაც ვიგრძენი მწველი ტკივილი იყო მუცელში.
თავიდან ვერც კი გაავიაზრე რა ხდებოდა,ეს ისეთი სწრაფათ მოხდა !
მაგრამ გონს მოვეგე რომ გავაცნობიერე რომ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მუცლის არეში.
ნელა დავწიე თავი და თვალში ადვილად მომხვდა ხასხასა წითელი სისხლი ,ასევე ვერცხლის დანა ,რომელიც გაყრილი მქონდა და მასზე ხელი,ანუ ის ვინც დანა გამიყარა!
ხელს თვალი ავაყოლე და უკვე დასუსტებულმა დაკარგული სისხლით ძლივს ამოვიცანი დაბინდული სახე,რომელიც მრისხანებით მიცქერდა...ეს ფრედერიკი იყო.
თვალი ავარიდე სასწრაფოთ და კიდევ ერთხელ მოვავლე დაბნეულმა თვალი დარბაზს ,რომელიც თითქოს სულ დადუმებულიყო.
ყველა უხმოდ მოგვშტერებოდა,მხოლოდ ეს მოვასწარი შემდეგ კი ყველაფერს სიბნელე მოეხვია გარს.
ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი ,მაგრამ თვალები თვითონვე მეხუჭებოდა!
მალე ფრედერიკის ხელიც ვიგრძენი, რომელმაც ხელში ამიყვანა და კარისაკენ დაიძრა ჩემთან ერთად.
-ა-რა..ა-რ წამ-იყვანო.
მეც კი არ ვიცოდი რას ვიძახდი,ნახევრად უგონოდ ვიყავი.
მან ამ სიტყვების გაგონებაზე განრისხებული სახით გამისწორა თვალები .
მხოლოდ ეს იყო ბოლო რაც დავინახე, შემდეგ კი თვალები დამეხუჭა.

იგივე სიზმარი,იგივე განცდები,იგივე ემოცია,მხოლოდ რაღაცის დიდი შიში,რის შედეგათაც საერთოდ არ მინდოდა გამეღვიძა.
ნეტავი შეესაძლებელი იყოს რომ ამ სიზმარში დავრჩე!
რატო არ შეიძლება სულ მეძინოს და აღარასოდეს არ გამომეღვიძოს!?
აღარ მინდა იმ მწარე რეალობაში გავიღვიძო,სადაც საშინელ მხეცს ეკუთნის ჩემმი სული და მე კი ყველაზე უსუსური და სუსტი არსება ვარ მის ხელში!
ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ ვფხიზლდებოდი და მეტად მიპყრობდა დაძაბულობა და შიში!
თვალები ნელ-ნელა გავახილე და ნაცნობი საძულველი ჭერი მომხვდა თვალში,შავ ფერებში ჩაძირული"ჩემმი" საძინებელი ,რომელშიც ამ წამს ვიყავი,აქ როგორ მოვხვდი?
რა მოხდა?
ძაალიან დავიბენი თავიდან და ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა,მაგრამ მწველმა ტკივილმა მუცელში მალევე გაამახსენა ყველაფერი რაც მოხდა!
უეცრად თავზარი დამცა იმის გახსენებამ რომ გუშინ გაამომააშკარავეს და ყველაფერთან ერთად ფრედერიკმა ჭრილობა მომაყენა!
ეს რატომ გააკეთა?
კი ვხვდები სავარაუდოდ ძაალიან გაბრაზდა ,მაგრამ განა ეს საჭირო იყო?
გავიფიქრე და ცრემლით ამევსო თვალები .
როგორი რთულია დაუპირისპირდე უსამართლობას,მის წინააღმდეგ ეცადო გაიმარჯვო და ასე უბრალოდ ზედმეტი მცდელობების გარეშე მალევე დაამარცხდე,მხოლოდ ერთი არსების ხელით!
იმ გოგონასაც იმედები გავუცრუე და ფრედერიკიც ვინ იცის ახლა რას მიზავს და როგორ გამისწორდება ჩადენილის გამო!
გარშემო ისევ ისეა ყველაფერი როგორც იყო,არაფერი არა დამტვრეული ან ცეცხლ წაკიდებული როგორც მოსალოდნელი იყო,რადგან ფრედერიკი ამ მხრივ ზედმეტად უკონტროლო და სასტიკია ,იმაზე მეტადაც ვიდრე ისედაც არის!
გაბრაზებული არ ვიცი რას ჩაიდენს!
ნელ-ნელა თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოდგომა დავიწყე .
მინდიდა აქაურობისთვის თვალი მომევლო და გამერკვია აქ რის მოლოდინში ვარ,სიკვდილის თუ გადარჩენის?
ტკივილით წამოვიწიე  საწოლიდან და იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ძლიერ მეტკინებოდა,მაინც ფეხებს ძალა დავატანე და წამოვდექი!
საწოლის თავს დავეყრდენი ხელით და სიმწრისგან თვალები მჭიდროდ მოვხუჭე.
-ამას შეძლებ.
ჩემს თავს  ვუმეორებდი და
ნელა სიფრთხილით ვდგავდი წინ ყოველ
ნაბიჯს ,ისე რომ ბოლოს კარს მივუახლოვდი და როგორც მოველოდი კარი ჩაკეტილი დამხვდა.
როდის იყო დემონი აქ არ მკეტავდა,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გაავაკეთე.
მგონი დიდ საფრთხეში ვარ,რაიმე უნდა მოვიმოქმედო,მაგრამ რა?
ვერაფერს ვერ ვპოულობ რაც ამ სიტუაციიდან თავს დაამაძვრენინებს!
მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ასე უეცრად როგორ მოიფიქრა ფრედერიკმა, რომ ფრენკლინის სხეულს მოვეშორებინე,ან საერთოდ როგორ გაიგო ჩემმი განძრახვის შესახებ!?
არამგონია ასე უეცრად მოეხდინა ჩემმი გაანეიტრალება წინასწარ რომ არ სცოდნოდა ეს!
იმაზე ჭკვიანი ყოფილა ვიდრე მე მეგონა,ამის შემდეგ ამას გაავითვალისწინებ,თუ გაადავრჩი რა თქმა უნდა.
-ეს რა არის?
უეცრად ადგილზე გავშეშდი და ტკივილის მიუხედავად ძველი პატარა ზარდახშისკენ დავიხარე,ეს ზარდახშა ადრეც აქ იყო ,მაგრამ ადრე ჩაკეტილი იყო ,ახლა კი გახსნილია!
ნეტავი რა დევს შიგნით,იქნებ რაღაც ისეთი ვიპოვო რაც დამეხმარება?
გავიფიქრე და ზარდახშა ბოლომდე გადავხსენი ,დანახულმა კი შოკში ჩამაგდო და ადგილზე გამყინა!
ეს ფრედერიკის მსხვერპლთა სიაა იყო!
ოღონთ აშკარად საკმაოდ ძველი,მაგრამ ყველაზე მეტად რამაც საგონებელში ჩამაგდო ის იყო ,რომ ბოლოში 895 ნომერთან ჩემმი სახელი და გვარი ეწერა და წითლად იყო მოხაზული.
ვერ ვხვდებოდი ,ეს რას ნიშნავს?
ზუსტად ვიცი რომ ეს მისი მახვერპლთა სიაა,მაგრამ აქ ჩემმი სახელი და გვარი რატომ წერია?!
რატომ?!
რა ჯანდაბას მალავს ეს სატაანა?
ანერვიულებულმა ამოვყარე ყველაფერი რაც ზარდახშაში იყო და მეტად დავუწყე ძებნა რამეს რაც მეტად გამარკვევდა არსებულ სიტუაციაში !
და აი ყველაზე უცნაურიც ვიპოვე...სულ ბოლოში ჩემმი ფოტო დამხვდა,აშკარად დაძველებული იყო და ამავდროულად ჩემთვის სრულიად უცხო,იმიტომ რომ არ მახსენდებოდა ასეთი ფოტო გადამეღოს,მაგრამ ვიცოდი ეს მე ვიყავი,ეს ტანსაცმელიც ყველაფერი .
თითქოს მახსოვს კიდეც ეს დღე...ღმერთო ჩემმო არა!
არა ეს წარმოუდგენელიაა!!
ეს რას ნიშნავს?
დემონმა ჩემმი სიკვდილის შესახებ თავიდანვე იცოდა?
არა, უფრო მეტიც !
მითვალთვალებდა და ამასთან ერთად მე მისი მსხვერპლთა სიააში ვწერივარ ,რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემმი სიკვდილი მისი დამსახურებაა!
მან მოაკვლევინა ვიღაცას ჩემმი თავი,ისე როგორც მე უნდა მოვკლა ცამეტი უდანაშაულო სული.
მეც სწორედ ცამეტ  მსხვერპლ სულში შევდიოდი,რომელიც მოსაკლავი იყო !
ეს რატომ გააკეთა?!
ეს რატომ გააკეთა?! რატომ მე?!
მე რატომ ამარჩია?!
უეცრად ცრემლები გაუჩერებლად წამომივიდა თვალებიდან და ისე ,რომ ეს ვერც კი გავაცნობიერე, მაგიდის წინ ჩავიმუხლე და მწარედ ავტირდი .
თვალებს ვერ ვუჯერებდი,ეს ყველაფერი ანუ მისი ბრალია?
მისი დაამსახურებაა,რომ ახლა ასე ვარ,მისსი დამსახურებაა რომ მოვკვდი!
მხოლოდ ის!
მხოლოდ ისაა ამაში დამნაშავე!
იმდენად დამეჭიმა კუნთები ნერვიულობისგან, რომ მეტად ამტკივდა ჭრილობა და ამ ტკივილის გამო მეტად ვერ ვააკონტროლებდი თავს და ტირილს ვუმატებდი,ძაალიან
მტკიოდა ,შინაგანად მტკიოდა,გული
მტკიოდა ,რომ ასეთი ბედი მხვდა წილად!
მაგრამ ვიცოდი ვეღარაფერს ვერ შევცვლიდი,უბრალოდ პასუხები მჭირდებოდა, რატომ?!
ისევ ცრემლებით დაბრმავებული ფეხზე წამოვდექი და ბარბაცით სუსტად წავედი კარისაკენ,მრისხანებისგან სულ ცეცხლი მეკიდა!
კარს მივუახლოვდი თუ არა სუსტად დავარტყი მუშტი და რაც ძალა და ღონე მქონდა ვიყვირე!
-კარი გაამიღეე! შეშლილ,კარი სასწრაფოთ გამიღე!
ვიცი ეს როგორ გააბრაზებდა და სწორედ ეს მინდოდა მეც,რათა აქამდე მოსულიყო და მისგან პასუხები გამეგო.
-ფრედერიკ კარი გააღე და შენი პირით გამეცი პასუხი, რატომ მოვკვდი!
ჩემმი გესმის!?
უკვე კონტროლს ვკარგავდი და არ ვიცოდი რას ვყვიროდი ,ან როგორ !
ხოდა არც ისეთი დიდიხანი იყო გასული კარს უკან ფეხის ნაბიჯები რომ მომესმა!
როგორი სწრაფათაც შემეძლო კარს მოვშორდი და როგორც მოველოდი კარი გიჟივით შემოხსნა დემონმა და მისი გაგიჟებული გამომეტველებაც მალევე მომხვდა თვალში!
მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს რა გაავაკეთე ამ ყველაფერმა ,რომ ძლიერ შეემაშინა!
მაგრამ გვიანი იყო ,მისი დამშვიდება ,ის ხმასაც არ იღებდა ,არც ჩხუბობდა არც
ყვირიდა ,არაფერი !
უბრალოდ ნელა მიახლოვდებოდა და ცხოველივით ფშვინავდა,ან უფრო მტაცებელივით!
მე კი შეშინებული ვიხევდი უკან სანამ საწოლზე არ დავეცი მოულოდნელად ,მალევე ფრედერიკიც ჩემს ზემოდან აღმოჩნდა !
მხოლოდ მაშინ დაავინახე მისი შავი თვალები გამოკვეთით ,რომელსაც აქამდე ჩოლკები უფარავდა...ვინ იცის როგორ ძლიერ მინდოდა ყვირილი ,მაგრამ ხმას ვეღარ ვიღებდი,არ ვიცი რა დამემართა,უბრალოდ ხმა აღარ ამომდიოდა პირიდან!
ის კი ზემოდან მეჯდა და იგივე სახით მიყურებდა, იგივე მდგომარეობაში!
გეფიცებით ისიც კი ვიფიქრე უკვე ,რომ შემჭამდა ან დამგლეჯდა.
არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა,ის უხმოდ მეჯდა ისევ და მკვლელი თვალებით მომჩერებოდა.
-ჩემგან რა გინდა?
უეცრად ვეღარ მოვითმინე და ტკივილით ვიყვირე,რაზეც მალე მისმა ხელმა
გამაჩუმა ,პირზე ხელი ამაფარა და გამაჩუმა ,ოღონდ ამის პირდაპირი მნიშვნელობით!
ხელი მომაშორა თუ არა ხმა დავკარგე ,ვერანაირ ხმას ვეღარ გამოვცემდი!
ამან მეტად ჩამაგდო პანიკაში და მის ქვეშ მოქცეულმა მოძრაობა დავიწყე,მეგონა ასე თავიდან მოვიშორებდი,მაგრამ ვიცოდი ეს მას ვერ გააჩერებდა!
უეცრად საერთოდ გამაგიჟა და ხელი ლოყაზე ნაზად მომისვა ,შემდეგ ეს ხელი ნელ-ნელა ჩამოიტანა,ყელზე მომეფერა შემდეგ მკერდის შუაში ,შემდეგ კი ჩემს ჭრილობამდეც მოვიდა და მაშინღა ვიგრძენი როგორ ძლიერ დამაწვა ,ტკივილისგან რომ სუნთქვა შემეკრა...ხელი ძლიერად დამაჭირა,თან ისე რომ შეეშლილივით იღიმოდა და თავის შავ თვალებს არ მარიდებდა!
ისე მეშინოდა უკვე აღარც ვიცოდი სადამდე გავძლებდი,ეს ტკივილი და ცალკე  ეს შიში,აქამდე გონება უნდა დამეკარგა ,მაგრამ არა!
ისევ მღვიძავს და ამის ატანა მიწევს!
მან ცოტახანში ხელი მიშვა და დასისხლიანებულ საკუთარ ხელს მიაშტერდა ,ცოტახანს მომღიმარმა უყურა შემდეგ კი პირისაკენ წაიღო,ამ ყველაფერს მე შოკში მყოფი ვადევნებდი თვალს!
მან ჩემმი სისხლი თითიდან აილოკა და კმაყოფილი ღიმილით ისევ თვალებზე მომაშტერდა,მე კი უკვე სულ ვკანკალებდი და უხმოდ ვადევნებდი თვალს.
ტკივილიც უკვე ზედმეტად აუტანელი იყო და არ ვიცოდი ამას თუ გავუძლებდი ,ის კი ამით არ დაკმაყოფილდა უეცრად ჩემსკენ ჩამოწია და ნაზად მეამბორა ტუჩებზე ,თან ისეთი ნაზად ,რომ ძლივს ვიგრძენი მისი შეხება
გაოცებული და შოკში მყოფი მივაჩერდი და თან სისხლის გემო ვიგრძენი,ეს ჩემმი სისხლი იყო!
საკუთარი სისხლი დავაგემოვნე ,რომელიც ტუჩებზე დამიტოვა მისმა კოცნამ!
მეგონა ვაღებინებდი,ვერ ვხვდებოდი მის განძრახვას,ამას რატომ აკეთებდა საერთოდ?!
თან ამ დროის მანძილზე ხმა ერთხელაც არ ამოუღია,ან ეს შავი თვალები ...რა ხდება?!
მორჩა? მომკლავს?!
-მითხარი როგორი გრძნოობაა,როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ?
და უეცრად ეს უცნაური კითხვა!
დაბნეულმა შევხედე დემონს,რომელიც ისევ ზედ მეჯდა და თვალები ნორმალურ ფერში ჰქონდა ისევ.
-ძაალინ მაინტერესებს რამხელა გამბედაობა დაგჭირდა იმისათვის, რომ თვით სიკვდილის წინააღმდეგ წასულიყავი...სიკვდილის არ გეშინია როუს?
არ შეგეშინდა იმ მოსალოდნელი სასჯელის,რომელიც წინ გელოდა?
უეცრად ეს მკითხა და ჩემსკენ დაიხარა,ისეთი ახლოს იყო ,მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და ეს მეტად მაგიჟებდა!
-არ მეშინია.
უეცრად ძაალა მოვიკრიბე და ვუპასუხე,მეც კი არ ვიცი ეს რატომ ვთქვი,უბრალოდ თვითონვე ამოვიდა პირიდან ეს სიტყვები,მას კი ამაზე მხოლოდ გააეღიმა!
-ჩემმიც არ გეშინია?
მეტად ახლოს მოიწია ისე, რომ უკვე მისი ცხვირი მეხებოდა კანზე,ის კი ისე შეიგრძნობდა ჩემმი კანის სურნელს თითქოს ყვავილი ვიყავი.
-არ გეშინია ,რომ აქვე მოგკლა,ან გატკინო,ან თუნდაც შენზე ძალა ვიხმარო და სიამოვნებით შემოგახიო ეს ტანსაცმელი...შემდეგ კი იქამდე ვისიამოვნო შენი სხეულით,სანამ არ შემომაკვდები.
ასე დაასრულა სიტყვა და უეცრად რაღაც სველი ვიგრძენი სახეზე ,ეს მისი ენა იყო და მან ამლოკა?
ამის გააზრებაზე უეცრად მეტად დავიწყე მოძრაობა,მართლა პანიკის შეტევა მქონდა უკვე,მაგრამ მას ამაზე რეაქციაც კი  არ ჰქონდა,ვითომც არაფერი ისევ იგივე მდგომარეობაში ვყავდი!
-გეყოფა,დავიღალე!
უბრალოდ გამიშვი!
უკვე ტირილით შეევევედრე სხვა გზა რომ არ მქონდა,მაგრამ მას ჩემმი შევედრება არ სჭირდებოდა ,ის სხვა პასუხს მოითხოვდა.
-კარგი ვაღიარებ!
შენნი მეშინია,თან ძაალიან მეშინია,სიკვდილისაც მეშინია და ძაალიან ვნანობ ,რომ შენს წინააღმდეგ წავედი...ამას აღარასოდეს არ ჩავიდენ გპირდები,უბრალოდ გთხოვ ნუღარ მატკენ.
გთხოვ ფრედერიკ არ გააკეთო ის რასაც ვფიქრობ.
ცხარე ცრემლით ავტირდი და მანაც ის მიღოო რაც სურდა...ჩემმი სუსტი პათეთიკური გამოსვლა.
მაცდურად ჩაიღიმა და ნელ -ნელა ჩემმს სხეულს მოშორდა.
-ეს ბოლო იყოს ,აღარ გააბედო ასეთი რაღაცის გააკეთება,თორემ შემდეგში ჯერ სასტიკად დაგსჯი და იმის შემდეგ რაც საკმარის სიამოვნებას მივიღებ შენგან,პირდაპირ გულში გაგიყრი დანას...დანარჩენზე მერე დაგელაპარაკები,გამოიძიბე პატარა როუს.
ესღა მომესმა და მისი ხელი დავინახე რომელმაც თვალები დამიხუჭა,შემდეგ რა?
სიზმარი,მაგრამ ამჯერად სულ სხვა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვერაფრი ვეღარ გავიგე ჯანდაბა !! ეს სიზმარი იყო ანუ მმ... დაძაბულობაა და საინტერესოააა ძალიან

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ვერაფრი ვეღარ გავიგე ჯანდაბა !! ეს სიზმარი იყო ანუ მმ... დაძაბულობაა და საინტერესოააა ძალიან

არა ,რაც მოხდა სიზმარი არ ყოფილა,მაგრამ წინ კიდევ ბევრია მოსახდენი ^^ <3
ძაალიან მიხარია რომ მოგწონს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან მომწონს♥️♥️♥️♥️ ზოგადად ფენტეზის ჟანრის მიყვარს . შემდეგ ისტორიასაც ფენტეზის ჟანრში დაწერ თუ ჯერ არ გაქვს მოფიქრებული?♥️♥️♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანასტასია
ძალიან მომწონს♥️♥️♥️♥️ ზოგადად ფენტეზის ჟანრის მიყვარს . შემდეგ ისტორიასაც ფენტეზის ჟანრში დაწერ თუ ჯერ არ გაქვს მოფიქრებული?♥️♥️♥️♥️♥️

ძაალიან მიხარია თუ მოგწონს ❤️❤️❤️
არ ვიცი ჯერ ზუსტად :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent