შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხუთე პალატა (თავი მესამე)


11-10-2020, 13:39
ავტორი tikuna tika
ნანახია 773

სიზმარმა აშკარად იმოქმედა ჩემი დილის განწყობაზე,ამას დამატებული ის ფაქტი რომ მალე მედდა წამლის გასაკეთებლად შემოვიდოდა კიდევ უფრო მიფუჭებდა გუნებას.
თუმცა მეორეს მხრივ მედდის შემოსვლას დაცვის შემოყოლა ახლდა რაც რატომღაც სასიამოვნოც კი იყო ჩემთვის.მისი შორიდან დათვალიერებით თითქოს ვკმაყოფილდებოდი.მართლაც,მალევე შემოვიდა პალატაში მედდა,თვალების ცეცებით დავიწყე მისი მოძებნა. ერთი...ორი...სამი აი ახლა შემოვა.თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და მოსალოდნელი სიხარულის გამო უცებ გაავახილე თუმცა ამაოდ.ის არსად იყო. ექთანმა ჩვეული სიმკაცრით და უხეში მოპყრობით შეიყვანა წამალი ვენაში.
თავს ვიწყნარებდი,რომ მისი აქ შემოყვანა საჭირო აღარ გახდა და ამიტომ არ ჩანდა არსად.ან იქნებ უბრალოდ ასე მინდოდა და თავს ვიიმედებდი?
პალატიდან გავედი,ყველგან მას ვეძებდი და ყველაში მას ვხედავდი.და აი გამოჩნდა ზურგით იდგა ჩავთვალე რომ თბილი მისალმება წუხანდელი საუბრის მერე არც მას აწყენდა და არც მე ამიტომ მხარზე ხელი დავადე,რომ მისი ყურადღება მიმექცია.
-უკაცრავად,სხვაში ამერიეთ დიდი ბოდიში-შევცდი,ის არიყო სრულიად უცხო ბიჭში ამერია.ერთადერთი იმედი რომელსაც ვებღაუჭებოდი იყო ის რომ ალბათ დღეს ისვენებდა.ხვალ აუცილებლად გამოჩნდება ასე არ წავიდოდა,არ დამტოვებდა...საკუთარ თავს ვაწყნარებდი.მაგრამ იქნებ ბოლოს ნათქვამი ,,მაპატიე’’ და ის კოცნა სწორედ დამშვიდობების ნიშანი იყო? ყველა ფიქრი ერთად მომაწვა,წარსულიდან მხოდლო თოთხმეტ წლამდე გატარებული ცხოვრება მახსოვს დანარჩენი კი არავინ დაარაფერი.მეშინია,რომ მომავალში ამის გამო ბევრს დავკარგავ...სიზმრის ახდენისაც მეშინია და მარტოობისაც...
ოთახში ტომასი შემოვიდა,ჩამქრალი და მისთვის არადამახასიათებელი სევდიანი თვალებით.
-ისევ არგამოჩენილა?-თავიდან ხმას არ იღებდა,თუმცა ბოლოს თითქმის ხმა ჩაწყდარმა მიპასუხა
-არა...არც გამოჩნდება.მთელი ცხოვრება აქ ვერ გამოვკეტავდი გესმის?-ამბობს და თითს თავზე იდებს-ის ჩემს გონებაში,ჩემს გულშია აქედან ვერ ვშლი.რა გგონია არვიცი,რომ დამტოვა?დიდი ხანია რაც დამტოვა ასე მარტო ,თუმცა ვერ ვუშვებ,მის გარეშე ყველაფერი უფერულდება.აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია,თავს ვარწმუმებ რომ ყველაფერი კარგადაა და რეალურად არაფერია კარგად.ყველაფერი ჩემივე ილუზიაა.ილუზიებით ვცხოვრობ ხედავ?ან კი ამას ცხოვრება ჰქვია?გამოჩნდეს,ოღონდ ერთხელ კიდევ გამოჩნდეს რაა-გული მეტკინა,სიყვარულს თუ ვინმე თავს შესწირავდა ეს აუცილებლად ტომასი იქნებოდა.ის თითქოდ მხოლოდ კირასთვის აგრძელებდა ცხოვრებას, თვლიდა,რომ სანამ ის ცოცხალი იქნებოდა და კირა ემახსოვრებოდა,კირაც არ დატოვებდა მას.
მასთან მივედი,ყველანაირად ვეცადე დამემშვიდებინა,თუმცა რთულია,ეს სიტყვები ისეთი უძლურია ასეთ დროს,გინდა,რომ ეს სევდა მისგან სრულიად გამორიყო და გაანთავისუფლო,თუმცა ვერ ახერხებ საკმარისად ძლიერი არ ხარ და ეს კიდევ უფრო გრთგუნავს.
საბოლოოდ დამშვიდდა,გვერდით მომიჯდა
-ისე გრეტა...როგორი ლამაზი და უცხო სახელია..მე კიდევ ერთ გრეტას ვიცნობდი.ის ისეთი კარგი იყო.იტალურ ეზოში,გვერდიგვერდ ვცხოვრობდით,ჩემზე ორი წლით პატარა იყო.ყოველ დილით კართან მოდიოდა,ფრთხილად აკაკუნებდა,შემდეგ კი თუ გაიგებდა რომ მეძინა ჩემს ოთახში შემოდიოდა და მძინარეს მიყურებდა ხოლმე.თავიდან შემეშინდა,მაგრამ მერე მის ყოველდღიურ სტუმრობას მივეჩვიე,არც ერთი დღე არ გამოუტოვებია ყოველ დილით იჯდა და მაკვირდებოდა.როცა გავიღვიძებდი თითქმის მაიძულებდა მასთან მეთამაშა-მის თითოეულ სიტყვას ვუკვირდებოდი,უცნაურმა შეგრძნებამ შემიპრყო თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობ ამბავს მიყვებოდა,რომლის გაგრძელებაც თავადაც კარგად ვიცოდი.
-შემდეგ,კი ერთ დღეს ძალიან უჩველო რამ მოხდა,გაღვიძებისას ოთახში სრულიად მარტო ვიყავი.შემეშინდა,იმდენა მივეჩვიე,უჩვეულო გახდა ჩემთვის ისე გაღვიძება რომ დილით პატარა ყავისფერი დაკვირვებული თვალები არ დამენახა.გული ცუდს მიგრძნობდა მაშინვე ჩავიცვი და მის სახლში გავედი,სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი,მაშინ გავიგე,რომ პატარა გრეტა დაობლდა-და ეს იყო მომენტი,როცა რეალობა დავინახე,როცა გავაანალიზე,რომ გვერდით მეჯდა ადამიანი,რომელსაც ორი წლის მანძილზე ყოველ დილით განუწყვეტლივ ვსტუმრობდი დს მძინარეს ვაკვირდებოდი,რომელთან თამაშიც ჩემი დღის განუყოფელი ნაწილი იყო და რომლის საუბარიც და დარიგებაც საუკეთესო დამხმარე ცხოვრებაში
-და პატარა გრეტა დარჩა ბებიის იმედად,რომელმაც დაახლოებით ორ კვირაში ამ ამბიდან ის იტალიურ ეზოს მოაშორა და თავისთან სოფელში წაიყვანა-ისტორიის გაგრძელება ჩემით იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა რომ ვერც ვიფიქრებდი.გაფართოებული თვალებით მიყურებდა,ეს ტომა იყო ახლა ტომასი ჩემთვის ტომა,მაშინაც ასეთი იყო თბილი თვალებით და ტკბილი საუბრებით,არც კი გაგრძნობინებდა,რომ შენი ბავშვური საუბრებით თავს აბეზრებდი,სულ მოთმინებით ისმენდა და როგორც დიდ ადამიანს რჩევებს მაძლევდა.იმ მომენტდი მის თვალებში ათასგვარი ემოცია იყო-გაკვირვებაც,სიხარულიც,ცოტა მწუხარებაც კი,რადგან ეს არ იყო საუკეთესო ადგილი სადაც ბავშვობის დაკარგული მეგობრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
არაფერი უთქვამს,უბრალოდ ძალიან ძალიან თბილად ჩამეხუტა.დიდხანს ვიყავით ასე მაშინ გავაანალიზე რომ გვერდით მყავდა ადამიანი,რომლის იმედიც სულ უნდა მქონოდა.კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ბავშვობაზე,ჩვენს წარსულზე და ბოლოს დამემშვიდობა რადგან მისი წამლის მიღების დრო მოდიოდა.
მე კი სიხარულით სავსე,ზურგზე დავწექი საწოლზე და ჭერს ვუყურებდი,ასე უბრალოდ ვუყურებდი და სცენას წარმოვიდგენდი,მომავლის ან იქნებ წარსულის და მივიწყებულ სცენას.გულის სიღრმეში მაინც მჭამდა განცდა,რომ ადამიანმა რომელმაც ჩემ შესახებ უამრავი რამ იცოდა დამტოვა.გამწირა წარსულის უცოდინრობისთვის,გამწირა მომავლისთვის სადაც მისი უთქმელობის გამო ყოველ დღე დავიტანჯებოდი,იმდენად ეგოისტი აღმოჩნდა რომ მისი არ შეზიზღების გამო,საკუთარი თავის შესაზიზღებლად გამწირა,მე არაფერი მახსოვდა ვერ ვხვდებოდი რახდებოდა ჩემს თავს რეალურად და ალბათ ცხოვრებას ისევ თოთხმეტი წლის გრეტას თვალით ვუყურებდი.
ძილის წინა სურვილი იცით რა იყო?რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლო და არ მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლება დავნებებულიყავი.მეცხოვრა მომავლის იმედად და არა წარსულის ვერ გახსენებით გამოწვეული ტკივილით.
ღამე სიზმარში,კი ისევ მარტო ვიყავი.სულ მარტო,ისევდაისევ საკუთარი თავის იმედად.თითქოს ნიშანი იყო რომ გამოვფხიზლებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent