შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხუთე პალატა (თავი პირველი)


9-10-2020, 11:48
ავტორი tikuna tika
ნანახია 929

სიტყვა საგიჟეთი,იმ სიტყვათა კრებულს განეკუთვნება რომელიც ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევს,რადგან რეალურად ხალხის მიერ მოხსენიებულ საგიჟეთში გიჟი არავინაა.იქ არის ხალხი,რომელმაც ვერ გაუძლო მძიმე ცხოვრებას მათივე სუსტი ნერვებით და ახლა უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება წამლებით რომლებიც მათ პროტესტსს ცხოვრების მიმართ აკნინებს და თუნდაც ზრდასრულ ადამიანს პატარა უმოქმედო არსებად აქცევს...



შენობისკენ პირველივე ნაბიჯის გადადგმისთანავე ვიგრძენი რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.ბოლოჯერ მივიხედე უკან და დავინახე სამყარო სადაც მე ცხოვრება ძალიან მიყვარდა.ბოლოჯერ ავხედე მზეს და შევიგრძენი მისი სითბო.მზის სხივებმა ჩემს სახეზე გადაირბინა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემ გულწრფელად გასაღიმებლად...გარშემო მიმოვიხედე და მივხვდი რომ თავისუფლად ცხოვრება იმაზე მეტად მყვარებია ვიდრე მეგონა.
შენობაში შესვლისთანავე შემიპყრო გაქცევის სურვილმა გარშემო გამეფებული სიბინძურის ფონზე არასასიამოვნო სუნი არც გამკვირვებია,ვერაფერს აღვიქვამდი რეალურად,თავი ცუდ სიზმარში მეგონა.ეს ადგილი ციხეს ჰგავდა მიმღებში მსხოდემი კი ბადრაგებს.ბადრაგებიდან ერთ-ერთმა უინტერესოდ და მობეზრებულად წარმოთქვა-მეხუთე პალატა.ეს იყო პალატა,რომელშიც დარჩენილი ცხოვრების გატარება მომიწევდა.
დერეფანში,პალატისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ადამიანი ვნახე.ადამიანები,რომელთა თვალებშიც სევდა დასადგურებულიყო,ზოგი წამლებისაგან გათიშული თავისთვის იჯდა და საუბრობდა.ვინ იცის რახდებოდა მათ გონებაში? ზოგი ახლობლებისგან და ერთ დროს საყვარელი ადამიანებისგან მიგდებული უპატრონოდ დადიოდა ამ ვიწრო და დაუსრულებელ დერეფანში და სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეგონათ,რომ მათთან ვიღაც მოვიდოდა,მოიკითხავდა და მოესიყვარულებოდა,თუმცა ეს ფიქრიც ალბათ ამაო იყო.
პალატა პატარა იყო ერთი პატარა საწოლით.საწოლის გვერდით ტუმპბო იდგა რომელზეც ალბათ მტვერი წლებია არ გადაეწმინდათ.ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა ორივე რააღაცით დაფარული სამყაროსთან წვდომა მხოლოდ ერთი პატარა ფანჯრის ნაწილით შეგეძლო საიდანაც უკვე ჩაბნელებული ქუჩა მოჩანდა.პალატაში ჩახუთულობა და გაუსაძლისი სიცხე იყო.წარმოიდგინეთ,ადამიანები,რომლებიც ერთ დროს თავისუფლად ცხოვრობდნენ მათი თუნდაც ცუდი ცხოვრებით,დღეს ამ პატარა გალიაში უპატრონოდ არიან გამოკეტილნი და სამწუხაროდ მათ შორის უკვე მეც ვარ.
ჩემი აქ მოყვანის მიზეზი კი სრულიად უაზრო დსა უსაფუძვლო იყო.ხალხს შეეშინდა პატარს გოგონასი,რომელსაც თავისი წარსული კარგად არ ახსოვდა და ამის გამო სხვებისგან განსხვავებულად ცხოვრობდა.ასეა საზოგადოება შეგამჩნევს მათთვის არადამახასიათებელ ნიშანს და გიჟად შეგრაცხავს.
პატარაობიდან ჩვევად მქონდა დაწოლის წინ სურვილის ჩაფიქრება.დღესაც ასე,მოვიქეცი ჩავიფიქრე,რომ კიდევ თუნდაც ერთხელ ქუჩაში თავისუფლად გამევლო და კიდევ ერთხელ შემეგრძნო სახეზე მზის სხივები.
მთელი ღამე არ მასვენებდა ფიქრები,რომ ვიღაცას ველოდები და ვიღაც მაკლია.თითქოს ჩემ ერთ ნაწილს ვიღაც ენატრება.უცხო ადამიანის ხმა ჩამესმის,შეხებაც მახსოვს მაგრამ თვითონ მას და მის გარეგნობას გონებაში ვერ ვიღდგენ.
დილით მწველ მზერას ვგრძნობ და ეს მაიძულებს თვალების გახელას.ცოტა შიში მიპყრობს,როცა საწოლთან მდგარ სკამზე ბიჭს ვხედავ რომელსაც ხელში ბევრი ფურცლები უჭირავს,მიყურებს,მზერა ისევ ფურცლებზე გადააქვს და ფანქრით რაღაცას ხატავს.დაინახა,რომ შევამჩნიე თუმცა იგივეს აგრძელებს.ადგომა დავაპირე
-არა..არა არ ადგე-ისე მითხრა იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი.
-სახელს არ მეტყვი?-ვკითხე მე
ო-ჯერ არა-თითქოს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ხატვა განაგრძო.დაახლოებით ოცი წუთი გაუნძრევლად ვიჯექი თან ჩემ წინ მჯდომ ასე ოცი წლის ბიჭს ვაკვირდებოდი და მისი ნაკვთების შესწავლას ვცდილობდი.ბავშვობიდანვე მიყვარდა ადამიანებზე დაკვირვება.მისი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ალბათ შრამი იყო.მსგავს რაღაცებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი.მაინტერესებდა მისი გამომწვევი მიზეზები და ზოგადად ადამიანების წარსული.
-დავასრულე,თუმცა ნახატს ვერ გაჩუქებ,ყველას ვინახავ ადამიანების დასამახსოვრებლად.
ნახატი გამოვართვი და გაოცებული ვუყურებდი მას.პირველად ვნახე ადამიანს მსგავსად შეეძლოს თვალებში არსებული ემოციის ფურცელზე ასახვა.მან მე დამხატა და საერთოდ არ ფიქრობდა იმას,რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.
-ძალიან ლამაზია.შეიძლება რაღაც გკითხო?-უნდა გამეგო რას აკეთებდა აქ მისნაირი ნიჭიერი ადამიანი
-დიახ- ამაყად მომიგო თუმცა ფიქრებით ჩემთან საერთოდ არიყო
-აქ რატომ ხარ?-ვესაუბრებოდი და თან მის სევდიან თვალებს ვაკვირდებოდი.მის თვალებში ჩანდა ტკივილი,რომელიც შიგნიდან ჭამდა მაგრამ არაფერს გამოხატავდა.
-ისინი მატყუებენ რომ კირა მოკვდა.ის კი რეალურად სულ ჩემთანაა.ახლა გარეთ სეირნობს,მე კი ხატვისთვის დრო ვიხელთე.ამიტომ ახლა დაგემშვიდობები მასთან უნდა წავიდე.-ჩემ პასუხს არც დაელოდა,მაშინვე ადგა და პალატიდან გავიდა.
მე კი დავფიქრდი მასზე,მის ამ ტრაგიკულ სიყვარულზე და მის კირაზე.
მას გოგონა იმდენად უყვარდა,რომ მის სიკვდილს დღემდე არ აღიარებს,ვერ უშვებს და გონებით მუდმივად მასთანაა.იმდენად წრფელი და დიდი გრძნობა აქვს,რომ ამ წარმოსახვას რეალურად აღიქვამს და დარწმუნებული ვარ შეუძლია კირას შეეხოს კიდეც.
ის გიჟი არ არის, ის უსაზღვროდ შეყვარებულია ადამიანზე რომელიც ცხოვრებამ წაართვა და მარტო დატოვა.
მე კი ისევ საკუთარ თავზე დავფიქრდი მეც ვგრძნობდი სიყვარულს.მეც მინდოდა ვიღაცასთან საუბარი,ვიღაც მენატრებოდა კიდეც მაგრამ ვერ ვიხსენებდი.
მედდა შემოვიდა
-წამლის დროა-ომახიანად მითხრა და ჩემკენ წამოვიდა.უარს ვამბობდი,ვთხოვდი მაგრამ ის არ მისმენდა ნემსი გაამზადა და ვენაში შესაშვებად ჩემკენ წამოვიდა.უკან გავიწიე,რამაც ის ძალიან გააბრაზა და ჩემს შესაკავებლად და დასაჭერად დაცვას დაუძახა.
-შენნაირი ჯიუტი გოგონებისთვის აქ ცალკე ოთახებიც გვაქვს და თუ პატივისცემას არ გამოიჩენ აუცილებლად გამოგკეტავ იქ და აქაურობას სანატრელს გაგიხდი-ზიზღით მემუქრებოდა ის,მე კი ერთადერთი რასაც ვფიქრობდი აქედან თავის დაღწევა იყო.
ორი დაცვა შემოვიდა,მე კი გავაანალიზე,რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა დავმორჩილებოდი მათ.ამის გათვიცნობიერებამ შემაშინა და დამაპატარავა მივხვდი რომ ისინი ყველა ჩემზე ძლიერები იყვნენ და მათთან ვერაფერ გავხდებოდი.
ორი დაცვა საჭირო არ აღმოჩნდა,ჩემთან ერთ-ერთი მოვიდა.ახალგაზრდა ბიჭი იყო,ფრთხილად მომიახლოვდა მის თვალებში გაურკვეველ სევდას ვხედავდი.ვეცოდებოდი,ამან ცოტა გამაბრაზა კიდევ ერთხელ ვცადე საწოლიდან წამოდგომა,თუმცა ორივე მკლავი ხელებით დამიჭირა...და ეს შეხება,ძალიან მეცნო.დამბურძგლა და გამაშეშა.თვალებში ვუყურებდი და ეს თვალებიც,ეს მზერაც და ყველაფერი მეცნობოდა.მედდამ კმაყოფილმა დატოვა პალატა, მეორე დაცვაც მას გაყვა ხოლო ის პალატაში დარჩა.ნერვიულად დადიოდა,თითქოს თვალებში შემოხევდის ეშინოდა.
-არ გახსოვარ არა?-დანანებით მკითხა და დამაკვირდა.მე კი გაურკვევლად ვაცეცებდი თვალებს და არ ვიცოდი ამაზე რამ მეპასუხა რადგან მისი თითოეული მოძრაობა მეცნობოდა მაგრამ თან მას საერთოდ არ ვიცნობდი.თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.მანდ კი თითქოს ირონიით ჩაიცინა,ერთხელ შემომხედა და პალატა დატოვა.მინდოდა დამეძახა და მასთან მელაპრაკა,მისი სიტყვები მჭირდებოდა წარსულის გასახსენებლად,მაგრამ ის არ ცდილობდა.პალატიდან გასვლა გადავწყვიტე,რადგან აქაურობა ძალიან დამღლელი იყო თავისი ერთფეროვნებით.გადავწყვიტე ვინმე გამეცნო ან იქნებ უცნობი მხატვარი ისევ მენახა და დავახლოვებოდი მას.მეორე იდეა უფრო მომწონდა ამიტომ ალბათ უფრო მის მოსაძებნად გავედი პალატიდან.არსად იყო,ბოლოს კი დერეფანის კუთხეში მდგარ სკამზე შევამჩნიე ამჯერად ხელში ფოტოები ეჭირა და ათვალიერებდა.ჩემ თავს მასთან მისვლის უფლება მივეცი,მანაც შემომხედა და ღიმილით თავი დამიკრა.ვერაფრის კითხვას ვბედავდი.ფოტოებზე ბედნიერი უცნობი მხატვარი იყო და ასევე უცნობი გოგო ,რომელიც ალბათ კირა უნდა ყოფილილო.საუბარი თვითონ დაიწყო.
-ნახე, აი აქ ლაშქრობაზე ვართ.ნახე რა ლამაზია-თვალები გაუნათდა,ისეთი ბედნიერი იყო-ახლა წავიდა,ხანდახან ასე მტოვებს და მერე ბრუნდება,მაგრამ ვერ ვამტყუნებ ალბათ საქმეები აქვს-ლაპარაკობდა და თან ფოტოების დათვალიერებას აგრძელებდა.ყველას უკეთებდა დახასიათებას და ძველი დრო აშკარად ძალიან ენატრებოდა.ფოტოებში მისი თვალები ბევრად ნათელი ჩანდა-გრეტა როგორ ფიქრობ,ოდესმე აქედან გამიშვებენ?-მოულოდნელი იყო ჩემთვის როგორც საკუთარი სახელის გაგება ისე ეს კითხვა
-აუცილებლად გაგიშვებენ და მჯერა,რომ ისევ შეძლებ კირასთან ერთად სალაშქროდ წასვლას -თვალები გაუბრწყინდა,პასუხი აშკარად ძალიან ესიამოვნა-არ მეტყვი შენ რაგქვია?
ტომასი-ფოტოების თვალიერებით გართულმა მითხრა.ტომასს თბილი თვლაები ჰქონდა,ვერავინ იტყოდა მასზე ბოროტიაო,რადგან საუბრით უბრალოდ გამოხედვითაც კი მისგან მხოლოდ სიკეთეს და სითბოს იგრძნობდით.
მალე წამლის მოქმედება უფრო მძაფრად ვიგრძენი,მოვდუნდი თითქოს ფიქრის საშუალება და რეალობის აღქმა დავკარგე.ტომასს დავემშვიდობე და პალატისკენ წავედი.მეგონა გონებას დავკარგავდი,თვალი იმ დაცვასაც მოვკარი.დამინახა და მიხვდა რომ მიჭირდა მაგრამ მხოლოდ დანანებით გამომხედა და გაბრუნდა.თითქოს რაღაც ჩამწყდა მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი რომ უცხო ადამიანისგან ეს სრულიად მოსალოდნელი იყო.მაგრამ თან ვფიქრობდი რომ ის იმაზე უფრო ახლოს იყო ჩემთან ვიდზე წარმომედგინა.ზურგზე დავწექი და ჩამეძინა.
...ვხედავ,რომ სიბნელეში ვარ.სიბნელის სულ მეშინოდა.პალატა ნათდება და ისევ ის მედდა შემოდის,მოკვლით მემუქრება, ყელზე ხელს მიჭერს,მე კი დაბმული ვარ და წინააღმდეგობას ვერ ვუწევ.ვყვირი მაგრად ხმა არ ამომდის.ის კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს ხელს.
მეღვიძება,სიზმარში აშკარად ვტიროდი,მთელი სახე ოფლისგან დაცვარული მაქვს.უბრალოდ კოშმარი იყო ,ეს უბრალოდ კოშმარი იყო ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ დავმშვიდდე.საათს დავხედე ღამის ოთხია,ვდგები და ვფიქრობ ღირს თუ არა პალატიდან გასვლა.ბოლოს მაინც გავდივარ და დერეფანში გაურკვევლად ვმოძრაობ არავინაა,აშკარად ყველას ძინავს,ეს უფრო მამშვიდებს და წეღანდელ შიშს მიქრობს.სკამზე ვჯდები და ღრმად ვსუნთქავ.ამ ყველაფერმა დამღალა და თან ვერც გავურბივარ რეალობას.გვერდით ვიღაც მიჯდება,სიზმრიდან გამომდინარე გახედვის მეშინი,ამიტომ თვალებს მაგრად ვხუჭავ.
-იცი,მინდა რომ გამიხსენო.მაგრად თან ვფიქრობ,რომ აღარაფერს აქვს აზრი.-ხმით ვცნობ,არა პალატაში საუბრის გამო არამედ უფრო ძველი მოგონებების გამო.თითქოს ამ ხმით ბევრჯერ უთქვამთ:მიყვარხარ.მაგრამ ეს ხმა ისეთი შეცვლილია, ისეთი არაფრისმთქმელი,რომ უფროდაუფრო მიტევს აქედან წასვლის სურვილი.
-ხედავ აღარც მელაპარაკები,იმიტომ,რომ არაფერი გახსოვს და ეგ შენი ბრალია.შენ რომ დაგეჯერებინა დღეს ასე არ იქნებოდი,მაგრამ სულ ჯიუტი იყავი არასდროს არაფერი გესმოდა,ამიტომ ხარ ასე,მე კი უკვე დავიღალე-ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა და თავი ხელებში ჩარგო. გული მეტკინა თან ეს საუბარი იმდენად უცანური იყო ჩემთვის,არვიცოდი ვინ იყო და რა უნდოდა.თუმცა თან ვგრძნობდი რომ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენდა.
პალატაში დავბრუნდი სურვილი ჩავიფიქრე,რომ ოდნავ მაინც გამხსენებოდა ყველაფერი და დავწექი...



№1  offline წევრი Xutu

ძალიან მომეწონა კარგია. ასე გააგრძელე ???? ოგონდ არ დააგვიანო ხოლმე

 


№2  offline წევრი Hilalli

საინტერესო დასაწყისი აქვს აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას. კოელიოს "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა" წაიკითხე თუ არწაგიკითხავს ჯერ რაღაცნაირად ასოციაცია გამიჩინა ამ მოთხრობამ მასთან და გამოგადგება ❤️ საინტერესოა მართლა განაგრძე

 


№3  offline წევრი tikuna tika

Hilalli
საინტერესო დასაწყისი აქვს აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას. კოელიოს "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა" წაიკითხე თუ არწაგიკითხავს ჯერ რაღაცნაირად ასოციაცია გამიჩინა ამ მოთხრობამ მასთან და გამოგადგება ❤️ საინტერესოა მართლა განაგრძე

დიდი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent