შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხუთე პალატა (თავი მეორე)


10-10-2020, 14:52
ავტორი tikuna tika
ნანახია 914

ღამე ისევ ცუდმა სიზმრებმა შემაწუხა.ვხედავდი რომ მოყინულ გზაზე დიდი სისწრაფით მიმავალ მანქანაში ვიჯექი და უეცრად ყველაფერი განწირულმა კივილმა მოიცვა.ბევრი სისხლი იყო,მანქანის მინჯის ნამსხვრევები და სამი უსულოდ მწოლი სხეული.მათ შორის კი მეც ვიყავი.საკუთარ თავს ზემოდან დავყურებდი ვხედავდი სასწრაფოს მანქანიდან გადმოსულ ექიმებს რომლებიც დანანებით აქნევდნენ თავს ჩემი და დანარჩენების შემხედვარე.საკაცით მანქანამდე მიგვიყვანეს და იქაურობა ისევ სირენების გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა.
გამეღვიძა,თითოეული სიზმრიდან გამოწვეული განცდა ნამდვილი და ნაცნობი იყო ჩემთვის.ვხვდებოდი რომ რეალურად რაღაცას ვერ ვიხსენებდი თუმცა საბოლოოდ ყველაფერს მაინც ფსიქოტროპულ წამლებს ვაწერდი.
საათს დავხედა და გამახსენდა,რომ წამლის დრო მოდიოდა.მედდის გახსენებისას შიშმა მომიცვა ამიტომ პალატიდან გასვლა დავაპირე,თუმცა კარის გაღებაც კი ვერ მოვასწარი,როცა ის შემოვიდა იგივე დაცვასთან ერთად.
-იმედია არ გაჯიუტდები და ჩემი გაფრთხილება გახსოვს-ნიშნისმოგებით მითხრა და საწოლისკენ მიმითითა-დაწექი, ბევრი დრო არ მაქვს
კარებს გავხედე,გაქცევის სურვილმა შემიპყრო თუმცა მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი და დავემორჩილე. წამლის გაკეთება დაცვის გარეშე მოახერხა.მას კი ამ დროის მანძილზე თვალს არ ვაშორებდი.იდგა საწოლის პირდაპირ და მიყურებდა წამიერად თვალწინ დამიდგა მომენტი,როცა მასთან ერთად ვიყავი.ისეთი ლაღი იყო იცინოდა,ახლა კი მთლიანად სევდას და იმედგაცრუებას მოეცვა.ვეცოდებოდი ,ეს კი უფრო მაღიზიანებდა.პალატიდან გავიდნენ,გულის სიღრმედი მეგონა,რომ ჩემთან დარჩებოდა,თუმცა შევცდი ისე გავიდა უკან არც გამოუხედავს.
ჩამეძინა,წამალმა იმდენად სწრაფად იმოქმედა,რომ გამთიშა და ფიქრის საშუალებაც არ მომცა.
ვიღაცის ხმამაღალმა საუბარმა გამომაღვიძა.თვალები გავახილე და ოთახში ნერვიულად მოსიარულე ტომასი დავინახე,რომელიც რაღაცაზე ბრაზობდა და თან თითქმის ყვიროდა
-ასე არ შეიძლება!როგორ წავიდა,პირველად დამტოვა ამდენ ხანს,თანაც გაუფრთხილებლად.აღარ მოდის გესმის?აღარც მოვა-იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.მივხვდი,რომ კირას გაქრობა წამლების ბრალი იყო,ის იმდენად მოდუნდა წამლების ფონზე,რომ ფიქრის საშუალება წაერთვა,ფიქრის უნარის წართმევამ კი კირა.
გული მეტკინს მის შემხედვარე.ის ისეთი უმწეო იყო მინდოდა მისთვიდ ყველაფერი გამეკეთებინა თუმცა წამლის გაკეთება მაინც გარდაუვალი იყო.
-მგონი შემიძლია დაგეხმარო-ამის გაგონებაზე თავი წამოწია და იმედიანი თვალებით ამომხედა,თითქოს ჩემში მხსნელი დაინახა-შენ გონების გახსნა და ფიქრი გჭირდება,მოდი კირაზე მომიყევი-დამეთანხმა სკამი ახლოს მოწია და საუბარი დაიწყო
-კირა... ხუთი წლის წინ გავიცანი,მაშინ ძალიან პატარა იყო.ქუჩაში შემხვდა მარტო დადიოდა,ისეთი მოწყენილი იყო მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება.მასთან მივედი და გამოველაპარაკე.შეეშინდა, არ ელოდა უცხო ადამიანისგან დახმარებას.ბოლოს იმდენი ველაპარაკე,მენდო-ამაზე ნაღვლიანად ჩაიცინა-მერე ყველაფერი მომიყვა,რომ მშობლები ენატრებოდა და რომ ბავშვობიდან ბებია ზრდიდა,ისეთი უმწეო იყო მაშინვე გავაცნობიერე რომ არასდროს უნდა გამეშვა და უნდა დავხმარებოდი.აქედან დაიწყო ყველაფერი.იმის შემდეგ ბევრს ვსაუბრობდით.მე გაცნობის,პირველი საუბრის შემდეგაც კი შემიყვარდა.მერე თვითონ მითხრა,რომ ვუყვარდი და ამის შემდეგ სულ ერთად ვართ.ერთ დღეს დამირეკა,ანერვიულებული იყო,შეხვედრა მთხოვა.გული თავიდანვე ცუდს მიგრძნობდა.როცა მივედი რაღაც შეცვლილი იყო,გაფერმკრთალებული,კანკალებდა.მაშინ გავიგე მისი დიაგნოზის შესახებ.ლეიკემია დაუდგინეს.იცი როგორი რთული იყო ამის გაგება?წამიერად მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე და კირაც დავარწმუნე იმაში,რომ ჩვენ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებოდით.დამიჯერა,მაგრამ ვხედავდი მისთვის როგორი გაუსაძლისი იყო ის ტკივილი რომელსაც თვითონ გრძნობდა და ისიც რომელსაც მე ვგრძნობდი.ბოლოს მითხრა,რომ წავსულიყავი დს ცხოვრება გამეგრძელებინა.უნდოდა რომ დამეტოვებინა ,მაშინ პირველად მეწყინა მისგან რაღაც.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ არ მენდობოდა.ვიჩხუბეთ მაგრად მთელი ღამე მაინც მის პალატაში ვოყავი.ვიხსენებდი ყველაფერს,თითოეულ დეტალს,ერთად გატარებულ დღეებს და მაშინ გავაცნობიერე,რომ ეს არ დამთავრდებოდა არასდროს,ვერც ლეიკემია და ვერაფერი ვერ დაასრულებდა ამ ურთიერთობას.ერთ დღეს სახლში გავედი მოსაწესრიგებლად მაშინ დამირეკეს,კირამ ვერ გაუძლოო,თავიდან შემეშინდა,ცუდად გავხდი მაგრამ მალევე მივხვდი რომ ის აქ იყო,ჩემთან...ყოველ დღეს ერთად ვატარებდით,ხანდახან მიდიოდა მაგრამ მალევე ბრუნდებოდა ახლა კი უკვე ხუთი დღეა არ მინახავს.დღეს პირველად შემეშინდა მარტოობის და მის გარეშე ყოფნის.ვერ გავუძლებ,ერთადერთი ნათელი წერტილის გაქრობას ჩემი ცხოვრებიდან...-ისეთი სუსტი იყო ვიცოდი როგორ ბრაზობდა უმოქმედობის გამო,თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა
-მე ვიცი რომ გამოჩნდება,ვიცი არ დაგტოვებს,გული არ გაიტეხო ტომას-ხელი მხარზე დავადე,სითბო იგრძნო და ჩამეხუტა,ახლა ეს ალბათ ყველაზე მეტად ჭირდებოდა.თან თავისთვის ჩუმად იმეორებდა,რომ კირა არასდროს დატოვებდა.მერე მითხრა რომ გასეირნება უნდოდა და დამტოვა.
დარჩენილი დრო ტომასზე და კირაზე ფიქრში გავატარე.სიყვარული ტომასისთვის იყო მამოძრავებელი ძალა, ყველაფრის მიუხედავად თავის სიყვარულს არ თმობდა ამ ხალხს კი ეგონა,რომ ის გაგიჟდა.რეალურად კი ის იყო იმაზე კარგად ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.თუმცა კარგად იყო მაშინ,როცა კირა ახლოს ჰყავდა...
მთელი დღე პალატაში გავატარე,თუმცა ღამით აქ მარტო დარჩენის შიში გამიჩნდა,ფიქრებს თავს ვერ ვაღწევდი ამიტომ დერეფანში გავდიოდი.დღესაც ასე მოვიქეეცი ჩემს პალატას მოვშორდი და გარეთ დავიწყე სიარული,არავინ იყო მაგრამ მაინც ვიცოდი რომ სადღაც დაცვა გამოჩნდებოდა მე კი მასთან საუბარი მინდოდა.ბოლოს ის დავინახე სკამზე იჯდა თავი კედელზე მიეყრდნო,თვალები დახუჭული ჰქონდა.ჩუმად მივუჯექი გვერდით და ვაკვირდებოდი მას,ალბაღ იგრძნო და გამომხედა,თითქოს შეცბა,გაუკვირდა ჩემი მის გვერდით ყოფნა,მაგრამ მალევე დაუბრუნდს ჩვეულ მდგომარეობას
-ახლა უნდა გეძინოს-ამოიჩურჩულა
-ვერ ვიძინებ და ვერც დავიძინებ სანამ ყველაფერს არ მომიყვები.ვერაფერს ვიხსენებ,ვიცი რომ რაღაც ხდება მაგრამ არ მახსოვს,ამ ყველაფერში კი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია.
-იცი,მე რომ ახლა ყველაფერი მოგიყვე აუცილებლად შეგზიზღდები,ეს კი არ მინდა.ბოროტად ჩამთვალე,თუმცა ვერ გაგაგებინებ იმას,რაც იყო.მაპატიე,თუ შეძლებ.რისი გაკეთებაც შემიძლია ის არის რომ დაგტოვებ.შენთვისაც ასე აჯობებს,ვეღარ დამინახავ და კიდევ უფრო მეტად გადაგავიწყდება ის რაც იყო.უნდა წავიდე,იმედია ოდესმე მაპატიებ გრეტა-ეს მითხრა,წამოდგა შუბლზე მაკოცა და იქაურობას რაც შეეძლო სწრაფად გაეცალა.მე კი ადგილიდან ვერ ვიძვროდი ვერ ვხსნიდი მის ამ ქცევას,მისი წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონებისგან გამოწვეულ ჟრუანტელს,იმ ნაცნობ გრძნობას რაც მისმა შეხებამ ჩემში გამოიწვია.
ბოლოს პალატაში დავბრუნდი,დღეს ჩავიფიქრე რომ კირა ისევ გამოჩენილიყო და ტომასი არასოდეს დაეტოვებინა.
რთულად ჩამეძინა ფიქრებს თავს ვერ ვაღწევდი,ღამით კი ალბათ ყველაზე ცუდი სიზმარი მესიზმა.სრულიად მარტო ვიყავი,თითქოს ყველამ მიმატოვა და საკუთარი თავის იმედად ვიყავი დარჩენილი.



№1  offline წევრი Hilalli

ძალიან კარგია ❤️ განაგრძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent