საქმიანი ქორწინება (თავი მერვე)
დავითი გაავებული იყო კატოს ქცევებზე, უკვე იაზრებდა რომ კატოს ქცევა არა პრინციპები არამედ ჭირვეულობას უფრო ჰგავდა, უნდოდა გაეგო კატოსთვის მაგრამ ვერ უგებდა, თავის მხრივ კატოს თავის დაქალს რომ დაელაპარაკა გაანაზლიზა რომ არასწორად მოიქცა თუმცა ბოდიშის მოხდა არ სურდა, ეგონა ისევ დავითი გადმოდგავდა ნაბიჯს, სახლში იმ საღამოს არ წასულა და თავის დაქალთან ანკასთან დარჩა. - აი იცი რას ვერ ვხვდები, რაზე უბრაზდები ამ ადამიანს, მოგწონს მოსწონხარ, მეტიც მგონია რომ უკვე გიყვარს, და უაზრობებზე ჭედავ, აბა ის გაგისწორდებოდა იმ ახვრისთვის რომ მიეგდო შენი თავი ? მართლლა გგონია რომ გაუძლებდი ? - კარგი რა ანკა, ისევ თავი მისკდება ამდენი ფიქრით ,ყველაფერში არეულ დარეული ვარ და შენ ნუღად დამიმატებ რა გთხოვ. - მსმინე, არსწორად იქცევი და ვინმემ თუ არა მე ვალდებული ვარ რომ გითხრა, ხელები ამიწევია რას იზამ და როგორ მოიქცევი შენი საქმეა, მაგრამ მე როგორც დაქალი ვალდებული ვარ გესმის, რასაც შენ აკეთებ ახირებაა, უაზრობაა და სიჯიუტეა. ისიც იცი ახლა აქ რომ რჩები გაბრაზდება და ართულებ სიტოაციას - თუ შეგაწუხე წავალ - შენც იცი რომ აქ შენი მოსვლა და ჩემთან დარჩენა ყველაზე მეტად მიხარია, დ ამ სისულელეს მეორედ თუ გაიმეორებ არ ვიცი რას გიზამ- გაბრაზდა ანკა და შემდეგ დაქალს მაგრად მოეხვია. - ანკა , მოვედი სახლში ხარ ? _ შემოსასვლელში დიტოს ხმა გაისმა, დიტო და ანკა უკვე 3 წლის ცოლმქარნი იყვნენ, თუმცა თავიდანნ მათაც დიდი გზა გაიარეს. - ვაჰ კატო? -გაოცდა დიტო კატოს ასეთ დროს დანახვისას,- როგორ ხარ , სად დაგვეკარგე - ხომ იცი სამსახურის საქმეები ? - ახლა ოჯახი გაქვს, მხოლოდ სამსახურზე ნუ საუბრობ, დავითი როგორ არის - ნორმალურად- შეუმჩნევლად ჩაიღიმა კატომ, ხასიათი უფრო გაუფუჭდა დავითის ხსენებისას, ყველა და ყველაფერი მას მის თავს ახსენებდნენ. - დღეს კატო ჩვენთან დარჩება- საუბარში ჩაერთო ანკა დიტოს კი ცოტა გაოცებული სახე ქონდა დ ააეჭვნარევი მზერით კატოს გახედა. - რამე მოხდა ? - მშვიდად კითხა კატოს - ყველაფერი კარგადაა - ხომ იცი, ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს, ახლა კი მგონი ჯობს დაგტოვოთ და თქვენ იჭორაოთ- დიტო მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო, და გოგონები მარტო დატოვა. - „სად ხარ ?“_ შეტყობინება მოუვიდა დავითისგან, როცა სახლში დაბრუნებულმა კაცმა კატო ვერ ნახა, გაბრაზდა , დარეკვა სურდა მაგრამ მიხვდა საუბრის დროს თავს ვერ მოთოკავდა და კიდევ უსიამოვნო საუბარი მოუწევდათ ამიტომ მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით შემოიფარგლა - „ ანკასთან „- - უპასუხა ერთი სიტყვით კატომაც - რამდენ ხანში მოხვალ ? - აქ ვრჩები - კარგი, დილით მე გამოგივლი და წამოგიყვან - არ მინდა, - ხელშეკრულების ნაწილია.... - მოკლედ მოუჭრა დათომ და ვისკი ჩამოისხა, კატოს ასეთ ქცევაზე ძალიან გაღიზიანდა და გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა. „ ანკასთან რჩება, მე მეჯიბრება არა?- საკუთარ თავთან მონოლოგში გართულიყო დავითი- ვნახავთ ვინ დარჩება მოგებული, გეყოფა რაც სითბო დაგანახე, მორჩა, ჩემზე ცივ ადამიანს ვეღარსად ნახავ- გაბრაზებული ნერვების მოთოკვას ცდილობდა დავითი და თან გეგმას სახავდა როგორ დიბრუნებდა კატოს დ როგორ გადმოადგმევინებდა თავდ კატოსვე ნაბიჯებს მისკენ“. როგორც დაპირდა დილით გაუარა და სამსახურში ერთად წავიდნენ , ხმა არცერთს არ ამოუღია არც გზაში და არც ოფისში დაუმყარებიათ კომუნიკაცია. ოფისში დავითი იმაზე მომთხოვნი იყო ვიდრე ჩვეულებრივ, საბოლოოდ ყველა თავისი რთული საქმე იურიდიულ ასპექტში კატოს გადააბარა და მტელი დღე სტატუსის განახლებას სთხოვდა, ყველაფერს აკონტროლებდა, სამსახუროებრივი მოვალეოების შესრულება კატოს ასე არასდროს გასჭირვებია როგორც ახლა, ყველაფერზე აჩქარებდა დავითი მომთხოვნი იყო, და ისე ესაუბრებოდა როგორც ჩვეულებრივ რიგით თანამშრომელს, იმდენად გაციებულიყო გოგოს მიმართ რომ კატოს ამ სიცივის ატანა საკმაოდ უჭირდა, იაზრებდა რომ აწყენინა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, საკუთარი სიამაყე უკან დახევის საშუალებას არ აძლევდა. რამდენიმე შეხვედრა ერთად ჩატარეს, სადაც მოსალაპარაკებელ მაგიდაზსთან რამდენიმე კატოს დიდი ხნის თაყვანისმცემელი ცნობილი ბიზნესმენიც იჯდ და კატოს ძალიან ღიად და თამამდ ეფლირტავებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ დავითის მეუღლე იყო, ბიზნესი და ქალის მონადირება ჩვეულებრივ ერთ საქმედ ექციათ და ჯიბრით ესაუბრებოდნენ დავითს,რომელიც არაფერს იმჩნევდა და მათ შორის არც იმ ღია ფლირტს რასაც გოგოსთან ამყარებდნენ, კატო კი აწურული იჯდა მაგიდსთან, სადაც დავითი ოდნავაც არ ცდილობდა ამ მამაკაცების კლანჭებისგან დაეხსნა კატო. შეხვედრა როგორც იქნა დასრულდა და კატო გავებუული შევიდა დავითის კაბინეტში, - ეს არის შენი შურისძიება ? სიტყვაც კი არ გაიმეტე რომ იმ საშინელი სიტოაციიდან დაგეღწიე სადაც მიხდებოდა მთელი სამი სათი ყოფნა- ხმის ტემბრს აუწია კატომ და გაავებული ესაუბრებოდა დავითს - თავად გადაწყვიტე რომ არ გსურს შენს პირადში ჩავერიო, სადაც გაქვს ამბიცია რომ ვატოსთან გამკლავება შეგიძლია იქ არც ამათთან გამკლავება უნდა გაგიჭირდეს- სრულიად მშვიდი ტონით უპასუხა დავითმა , ისე რომ საბუთებიდან თავი არც ამოუყვია. - იცი ვერ ვხვდები საერთოდ როგორ შეგიძლია ასეთი ცივი იყო ? რის მიღწევას ცდილობ - ხმამაღლა საუბრობდა დავითის ქცევისგან გაბრაზებული კატო რომელსაც მოთმინების ფიალა ავსებოდა - ხელშეკრულებაში რაიმე ადამიანური ვალდებულებები მაკისრია შენს წინაშე დ არ მახსოვს ?- თავი ამოყო საბუთებიდან დავითმა და ეჭვნარევი ინტერესიანი თვალები შეანათა კატოს შემდეგ კი კაბაზე შეაჩერა მზერა, თავი კვლავ საბუთებში ჩარგო და ისე მიანიშნა- ქვედაბოლო შეისწორე. კატო კიდევ უფრო გააცეცხლა დავითის ასეთმა სიმშვიდემ - ასე ცდილობ სამაგიეროს გადახდას ? - კატო ნუ ბავშვობ , სამაგიეროს გადახდა არაფერ შუაშია და შენც იცი, გუშინ თავად მითხარი რომ გეზიზღები და ჩვენს შორის მხოლოდ საქმიანი ქორწინება არსებობს, და ახლა რას ითხოვ ჩემგან ? მე სხვა რამ მსურდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შენ მიიღე და ორივე ჩვენგანმა ვიცით ეს, თუ რამე სხვა გსურსს ჩემგან გამბედაობა უნდა გეყოს და თქვა- თვალებში ჩააჩერდა დავითი კატოს . - შენ ყველაფერს ისე იგებ როგორც გაწყობს - კიდევ მე ვიგებ ასე რაღაცეებ ? პატარა ბავშვს ვგავარ ? ან თავქარიან პატარა ბიჭს ვგავარ სიყვარულმა გააგიჟოს დ შენი კუდშიდევნა დაიწყოს ? ეგ გინდა ? გინდა მუხლებზე დაგიდგე და რამე გეხვეწო ?- ხმას საგრძნობლად უმატა დავითმა რადგან კატოს მიდგომამ ძალიან გააბრაზა, კიდევ აქეთ რომ ადანაშაულებდა მას. - ეგ არავის უტხოვია შენთვის - ხოო ? მაშინ იქნებ ცამოყალიბდე და მითხრა რა გინდა ?თავადვე მთხოვე შენს საქმეებში არ ჩავრეულიყავი, ხოდა არც ვერევი .... ახლა კი საქმეს მიხედე , ხვალ დილით ყველა კონტრაქტის საბოლოო ვერსია მაგიდაზე უნდა მედოს. - მკაცრი და შეუვალი იყო დავითის ხმა და კატო თითქმის გააძევა თავისი ოთახიდან. კატოს ხასიათი მოეშხამა, სურდა ამდგარიყო და სადმე გაქცეულიყო მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად შეეძლო. სახლში დღლილი დ უხასიათო დაბრუნდა ორივე, დავითი ჯერ ფეხბურთის საყურებლად ჩამოჯდა, შემდეგ კი ტანსაცმელი გამოიცვალა და მეგობრებთან დასალევად წავიდა, გვიან ნასვამი დაბრუნდა და კატო კვლავ მუშაობდა, ხმა არ გაუცია ისე გავიდა საძინებელში და დაიძინა, კარგ ხასიათზე ჩანდა კატო კი ამან კიდევ უფრო გააბრაზა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა მესამე დღესაც , მეოთხესაც , პარასკევ საღამოს კი დავითი საერთოდ არ დაბრუნდა სახლში , სწორედ მაშინ როცა კატო დალაპარაკებას და ბოდიშის მოხდას აპირებდა, არ მოვიდა , აი ასეწავიდა დასალევად და აღარ დაბრუნდა, მოწყენილმა კატომ მეგობრებს სთხოვა სადმე დასალევად გასულიყვნენ, თვილისის ერთ ერთ პრესტიჟულ უბანში პრესტიჟულ რესტორანს მიაშურეს, იქ კი მეგობრებთან ერთად დავითი ერთობოდა და გვერდს კი ერთი ქერათმიანი ლამაზმანი უმშვენებდა, მართლაც ლამაზი ქალი იდგა დავითის გვერდით და ეს სილამაზე მაშინ უფრო გახდა შესამჩნევი, რაც დავითმა საცეკვაოდ გაიწვია. ანკამ სთხოვა კატოს მოდი დავტოვოთ აქაურობააო მაგრამ კატოს არსად წასვლა არ სურდა, იჯდა და უყურებდა კარგად ათვალიერებდა ქერათმიან ლამაზ ქალს და მისი ყველა ნაკვთი შეისწავლა. მას შემდეგ კი რაც დავითმა და ქალბატონმა რესტორანი დატოვეს თავადაც ადგა და ანკასთან ერთად სახლში დაბურნდა. - კატო... - რაღაცის თქმა სურდა ანკას - გთხოვ, ახლა არა- ახლა არაფერზე საუბარი არ სურდა კატოს- მოწყენილი და სულიერად გატეხილი დაბრუნდა სახლში და მთელი ღამე იმ ქერაზე ფიქროდბა, წამოდგა დ სარკეში ჩაიხედა, ცალსახა იყო ის ქალი ბევრად ლამაზი იყო, ჩაეცინა, წამით მაინც რატომ სჯეროდა რომ დავითს ის შეიყვარებდა , მაგრამ სინამშვილეში დავითს მართლაც უყვარდა კატო, კატოს კი ამის დაჯერება უჭირდა. წარსულის გამო მომავალსაც ინგრევდა თან ისე რომ თავადაც ვერ იაზრებდა ამას. იმაზე ფიქრი ვერ ასვენებდა რომ ახლა სასტუმროს რომელიმე ნომერში დავითი ამ ქალთან ერთად ნებივრობდა რომ სახლის კარი გაიღო და დავითი შემოვიდა, - საღამომშვიდობის- მშვიდად ჩაილაპარაკა და ბარისკენ წავიდა, ჯერ პიჯაკი გაიხადა და იქვე სავარძელზე მიაგდო, შემდეგ ჰალსტუხი მოუშვა, მერე კი ყავის აპარატიდან ყავა ჩამოასხა,- დალევ ? - მიუბრუნდა მოულოდნელად კატოს რომლის თავშიც ყველაფერი არეულ დარეულიყო, რაღაცნაირად მაინც გაუხარდა რომ დავითი სახლშ დაბრუნდა, უხაროდა რომ ახლა ამ წამსაც იმ ქალთან არ იყო, თუმცა ბრაზს ვერაფერი მოუხერხა - არა , არ მინდა - როდის მერე აღარ სვამ - უკვე დავლიე - გასაგებია- თქვა და სავარძელში მოკლათდა, დჟინებული მზერით შეხედა კატოს და რაღაცას ელოდა, დაბნეულმა მიმოიხედა კატომ და დავითს შეხედა - რა ? - რა რა ? - ასე რატომ მიყურებ? - შენი აზრით ? - არ ვიცი ? - კარგი , გისმენ , დარწმუნებული ვარ რამის თქმა გენდომება ჩემთვის მაგრამ თავს იკავებ - არა არაფრის თქმა არ მინდა - ჰოო ? - ჰოო დავით, მოგეჩვენა - დავითი ფეხზე წამოდგა და სავარძელს უკნიდან მიეყრდნო , თან ყავა მოსვა. შემდეგ თავისებური სიცილი დაიწყო, რომლის დროსაც დედამიწაზე ყველაზე სიმპათიურ მამკაცს ჰგავდა, და ეს სიმპათიურობა განსაკუტრებით ამ მომენტში თვალში მოხვდა კატოს - რა გაცინებს - შენ - წავალ დავიძინებ- დაბნეულობისგან სხვა გზა ვერ გამონახა კატომ - დაჯექი- ჰაერში ყველანაირი მდგომარეობა დავითის მკაცრმა და შეუვალმა ხმამ გაფანტა რომელიც წამიერად დასერიოზულებულიყო, კატო ადგილზე გაშეშდა და ჯიბრით მიაშტერდა თვალებში დავითს. - მე რომ არ წამოვსულიყავი, კიდევ რამდენ ხანს აპირებდი ჩვენს ყურებას ? - პირდაპირ კითხა და თან ინტერესიანი თვალები მიანათა გოგოს ? - რაა ? - ხო რამდენ ხანს აპირებდი ჩვენს ყურებას, მართლა გგონია რომ უჩინ მაჩინი ხარ ? ჩაეცინა დავითს - შენ რა იცი - პირველივე წამიდან დაგინახე რომ შემოხვედი - გასაგებია - რა არის გასაგებია ? არა ჩემთვის შენი თვალებით ყველაფერი გასაგებია, რომ გძულდე ასე არ დადარდინდებოდი, რომ გეკიო არ ასეთი ცრემლიანი თვალები გექნებოდა ახლა მაგრამ.... ეს ყველაფერი ჩემთვის არის გასაგები, და შენთვის ? შენ რა გესმის ? - ჯიქურად მიაშტერდა დავითო. - რაღაცეები გეჩვენება დავით- მაინც იუარა კატომ, ცრემლიც სრულიად სხვა მიზეზის გამო მაქვს, თორე შენ სად და ვისთან ერთად გაივლი არ მაინტერესებს. შემომხედე, დაფიქრდი და ისე გამიმეორე ეს ყველაფერი, ოღონდ ჯერ დარწმუნდი რომ ამ სიტყვებს მომავალში არ ინანებ- რაღაცის თქმა დააპირეა კატომ დავითმა რომ გააჩერა- არა ახლა არა, მე დარწმუნებული ვარ რომ ინანებ მერე, ხვალ საღამომდე გაძლევ დროს, დაფიქრდი , კარგად აწონ დაწონე დაგაითვალისწინე რომ სხვა შანსი ააღარ გექნება, თუკი გულით ისევ ამ აზრზე დარჩები, თუკი შეძლებ ჯანსაღად განსჯის შემდეგაც იგივე მითხრა, მაშინ მართლაც ყველაფერი დასრულდება. - აღარაფერი ათქმევინა ისე დატოვა ოთახი დავითმა და დასაძინებლად გაეშურა, დატოვა კატო მარტო ღამესთან და ფიქრებთან ერთად, და მისცა შანსი კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო ყველაფერზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.