მე შენ და ცხოვრება (თავი 17)
მიტოვებულ ქარხანაში მივედი რომელიც,ამერიკაში ყოფნის დროს შევიძინე.კარები გავხსენი და კომპიუტერთან დავჯექი. -რახდება მათეუს? -ფოტოს გადმოგიგზავნი.-ნახე. -ვინაა? -ამერიკელი ბიზნესმენია საქართველოში ვილა აქვს.-დამკვეთი ამბობს,რომ ვილაში სეიფი აქვს,სადაც ფოტოებს ინახავს, რომლითაც აშანტაჟებს.ეგ ფოტოები უნდა წამოიღო,დამკვეთი ჩამოვა და გამოგართმევს. -ხომ იცი რომ დამკვეთებს არ ვხვდები? -ვიცი მაგრამ ჯინა წამოყვება და მას მიეცი. -ვოვ ჯინა მოდის?-რა მაგარია. -მოდის და როდის შეძლებ გასვლას? -მომწერე მისამართი და ახლავე წავალ,მომენატრა სამსახური მათეუს. -ჩვენ კი შენ გვენატრები გადარეულო. -წავედი აბა წარმატებები მისურვე. -ეჭვიც არ მეპარება, რომ წარმატებით დაამთავრებ ამ საქმეს.-ფრთხილად იყავი. გამეღიმა მათეუსის ბოლოს სმსზე. კომპიუტერიდან ავდექი, მეორე კარი შევაღე,ჩემი ტყავის ტანსაცმელი ჩავიცვი,თავზე ჩაფხუტი ჩამოვიცვი, მოტიციკლი დავქოქე და წავედი იმ მისამართზე ,რომელიც მათეუსმა მომწერა.მცხეთაში იყო უზარმაზარი, სამ სართულიანი სახლი.სიგნალიზაცია გამოვრთე და სახლში შევედი.სეიფის ძებნა დავიწყე, გუმანით ვგრძნობდი სადაც იქნებოდა ,ან რა გრძნობა უნდოდა? ყველა გაბღენძილი მილიონერი თავის კაბინეტში აკეთებდა სეიფს პორტრეტის უკან,მეტს ვერ ცდებოდა მათი ტვინები.ხოდა არც შევმცდარვარ,იქ დამხვდა ზუსტად სადაც ვვარაუდობდი.სეიფი გავხსენი,კონვერტი ავიღე, კარები გამოვიხურე, მოტო დავქოქე და ჩემს სამალავში დავბრუნდი. -მათეუს მე მაქვს. -ვგიჟდები შენზეე. -მეც.-როდის ჩამოვა ჯინა? -ხვალ მანდ იქნება. -კარგი წავედი უნდა დავისვენო. -მიდი აბა თავს გაუფრთხილდი. გაგიკვირდათ ალბათ ხო?ჩემმა მოხუცმა სეიფების გაღებაც მასწავლა, სიგნალიზაციის გათიშვაც,მოტოს ტარებაც და ქილერობაც. ტანსაცმელი გამოვიცვალე,ჩემები ჩავიცვი,კარები გამოვიხურე,მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.ძალიან დაღლილი ვიყავი ვიბანავე და დასაძინებლად დავწექი. ოთახში იყო წამოწოლილი,კარებზე,რომ დაუკაკუნეს. -მნახველი გყავს. -გამოვდივარ. ტანი ძლივს აწია და კარიდან გავიდა.მნხაველების ოთხაში შევიდა და მისი ადვოკატი დახვდა. -რა ქარმა გადმოგაგდოთ ლენკა? -საქმე მაქვს.-მტკიცედ თქვა ახალგაზრდა გოგონამ. -ვახოს ამბებია? -არა არა მამაშენი არაფერ შუაშია. -აბა? -შენ მითხარი, რომ თუ ის უკან დაბრუნდებოდა გცოდნოდა. ყიფიანს თვალები გაუნათდა ბედნიერებისგან, რამდენი წელია ამ დღეს ელოდება, რომ მისი ქალი დაბრუნებულიყო. -ესეიგი ჩამოვიდა? -სამი დღეა აქ არის. -ხოდა რაღას უცდი ლენკა?-მგონი საკმარისად დავისვენე, დროა გავიდე აქედან. -მართლა გინდა აქედან გასვლა? -მინდა. -რადგან მაგას მოვესწარი დღესვე გახვალ აქედან.-ხომ იცი რომ..... სიტყვა აღარ დაასრულებინა, ტუჩებზე თითი მიადო და გააჩუმა. -არ ღირს ლენკა.-საქმეს მიხედე. -კარგი.-ნაღვლიანად უთხრა გოგონამ და კარისკენ წავიდა. -ლენკა!-კარებზე გაუშეშდა ხელი ქალს.-მადლობა რომ მითხარი, ყველა არ იზამდა ამას. -ეს ჩემი მოვალეობა იყო,მირჩევნია გარეთ იყო თუნდაც სხვასთან.-კარები გაიხურა ლენკამ და ქუსლების კაკუნით და სველი თვალებით წავიდა გასასვლელისკენ. რამდენი წელი გაატარა ამ კედლებში და არცერთი წუთი არ ყოფილა,რომ ნაკანზე არ ეფიქროს.როცა გაიგო, რომ მიმი ზუკას გაყვა და თან ამერიკაში წავიდა, ყველაფერზე ჩაიქნია ხელი,ძებნასაც არ ქონდა აზრი, არ იყო ყიფიანი ის კაცი ქმრიანი ქალისკენ გაწეულიყო.არ იყო და არც გაეკიდა, გაეკიდა კი არა აქ ამოყო თავი ამ კედლებში,ხელიც კი არ გაუნძრევია,რომ აქედან გასულიყო.ბატონმა ვახტანგმა რამდენი ადვოკატი აუყვანა ვინ მოსთვლის? ყველაზე უარი თქვა.თავს ისჯიდა, ვერ პატიობდა საკუთარ თავს საყვარელი ქალის დაკარგვას.მაგრამ ახლა, რომ უთხრეს დაბრუნდაო გული გაუჩერდა ლამის.რას არ მისცემდა თუნდაც ერთხელ დაენახა ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ეყვარება,რომელიც ერთი წუთითაც არ ანებებს თავს და მუდამ მის ფიქრებშია.გავიდოდა აქედან და ყველას მოთხოვდა პასუხს,არავის აპატიებდა ნაკანის ცრემლებს,ვერც თავად პატიობდა საკუთარ თავს,თავად მოთხოვდა ყველას მაგრამ, საკითხავია თვითონ ყიფიანს ვინ მოსთხოვდა?აღარც არავინ,საკმარისზე მეტად იჯდა აქ და იტანჯა თავი.საკანში დაბრუნდა, ბიჭებს დაემშვიდობა, არაფერი წამოუღია იქედან ყველაფერი ბიჭებს აჩუქა.ორ საათში გარეთ იყო და სუფთა ჰაერს უშვებდა ფილტვებში.კართან ლენკა დახვდა და მანქანაში ჩაჯდა. -საით? -სახლში. ლენკამ უსიტყვოდ დაძრა ავტომობილი და ბათას სახლისკენ წავიდა.სახლის კარი შეაღო და გაახსენდა ის დღე, დღე რომელიც ბედნიერების დასასრული იყო,დღე რომელმაც მის საყვარელ ქალს გული მოუკლა და თან როგორ?მიწასთან გაასწორა.ისიც გაახსენდა თუ როგორ დაემუქრა ნაკანი და გულზე ხელი მიიჭირა, იცოდა, იცოდა, რომ სიტყვას შეასრულებდა. იცოდა რა დიდი ბრძოლა ელოდებოდა წინ,მაგრამ მაინც უხაროდა.ისიც იცოდა, რომ თავის მიმი თავისუფალი ქალი იყო და ყველაფერს გააკეთებდა მის დასაბრუნებლად.პირობა მიცა დადას, რომ მის მიმის დაიცავდა და გააბედნიერებდა.პირობაც რომ არ მიეცა,სულით ხორცამდე უყვარდა ნაკანი და არავის მიცემდა უფლებას ვინმე გაკარებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული ლენკამ, რომ მოხვია წელზე ხელი და ყიფიანის თბილ და უხეშ ბაგეებს წაეტანა.გაუაზრებლად აყვა ყიფიანიც კოცნაში და დივანზე დააწვინა,ღილების შეხსნა, რომ დაუწყო ქალბატონმა მაშინ მოვიდა გონს.უცებ მოშორდა ლენკას და აწითლებული დატოვა ქალი. -არ გინდა ლენკა. -მინდა,შენი სურვილით ვიწვი.-ნუთუ ასე ძნელია ერთი ღამით მაინც მაჩუქო შენი თავი? -ლენკა რატომ არ გესმის?-არ მინდა ცხოველივით მოვიქცე და ცხოვრება გაგიმწარო-ხომ იცი როგორ მიყვარს?ვერ ვიგლიჯავ გულიდან და არც მინდა.-არ მინდა დაიტანჯო არ ვარ ლენკა ის კაცი ვინც გაგაბედნიერებს. -დაგელოდები ბათა,რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს დაგელოდები.-დარწმუნებული ვარ მოხვალ ჩემთან, მოხვალ და მეც სიხარულით მიგიღებ, რადგან განადგურებული იქნები და ჩემს გარდა, არავინ გეყოლება ნუგეშის მომცემი. ამაყად ადგა ფეხზე, კაბა გაისწორა, კარი გაიჯახუნა და წავიდა. ყიფიანმა ერთი ამოიხვნეშა,სახეზე ხელები ჩამოისვა და დივანზე დაჯდა.არ იცის რამდენხანს იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი,მამამისი რომ ჩაეხუტა მაშინ მოვიდა აზრზე. -შვილო. ვახოს თვალებში ჩახედა და მისი აწყლიანებული თვალები,რომ დაინახა თვითონაც მაგრად მოხვია ხელები. -მამა როგორ ხარ? -კარგად ვარ შვილო,კარგად. აწი რა მომკლავს რადგან დაგინახე. სახეზე უსვამდა დაჩაჩანაკებულ ხელებს,პატარა ბავშივით ეფერებოდა. -ვახო რა გჭირს ხომ არ დამიბერდი? -დავბერდი.-უშენობამ დამაბერა შვილო. -არ ინერვიულო, აღარსად ვაპირებ წასვლას, აღარაფერი მოხდება.პატარა საქმეები დამრჩა და მერე სულ აქ ვიქნები. -კიდევ საქმეები?-ნაღვლიანად თქვა კაცმა. -სულ ცოტაც მამა და ყველაფერი კარგად იქნება. -რადგან შემირიგდი და მამას მეძახი როგორც გინდა შვილო. შენს გვერდით ვიქნები ბოლომდე, რაც დაგჭირდეს ყველაფერი შენს ჭკუაზე გააკეთე,ოღონდ შენ იყავი კარგად და მე მეტი არაფერი მინდა. -მადლობა მამა. -ხვალ ჰოლდინგში მოდი საბუთებს მოვაწესრიგებ და შენ ჩაუდექი სათავეში. -დავფიქრდები ჯერ,პასუხს მოგვიანებით გაგაგებინებ.-ავალ ახლა მოვწესრიგდები, რბილი საწოლიც მომენატრა. კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ვახტანგს და საძინებელში ავიდა, იბანავა,საწოლზე მიწვა და დაიძინა.ღამის 12 საათი იყო, რომ გაეღვიძა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ფარდულში ჩავიდა, ისევ ისე ეყენა მისი შავი BMW,როგორც იმ დღეს დატოვა საბერძნეთში წასვლამდე.ხელი გადაუსვა და ჩურჩულით უთხრა. -როგორ მომენატრე ჩემო ლომო. კარები გააღო საჭესთან მოთავსდდა დაქოქა და სასაფლაოზე წავიდა, ძმაკაცებს მიაკითხა, სათითაოდ მიეფერა ყველას ფოტოებს. -როგორ მენატრებით ბიჭებო,უთქვენოდ ნახევარი დავიარები.იცით?ბოლოს ვეღარ მოვახერხე მოსვლა და თქმა, ჩემი მიმის მეგობრები გავიცანი,ყველა ისეთი კარგები და ლაღები იყვნენ, სამაგალითო მეგობრობა ქონდათ როგორც ჩვენ, გული მითბებოდა მათი შემხედვარე, მეც კი ბავშვობის ძმაკაცივით მიმიღეს.ნეტავ ახლა როგორ შემხვდებიან ან რას მეტყვიან? მე ხომ მათი ნაწილი გავანადგურე.ახლა ავდგები და აქედან მათ გავუვლი,მათაც ვნახავ იქნებ ყველაფერი მაპატიონ.სასაფლაოს კარი გამოიხურა, მანქანაში ჩაჯდა და ბორბლების ღრჭიალით წავიდა იკოს სახლისკენ. ყველა მოენატრა ძალიან,მირას მეგობრებმა შეუვსეს მონატრებული მეგობრების ადგილი, დრო იყო მისულიყო მათთან და ყველაფერი აეხსნა.მის ძმაკაცებს ვეღარ დაიბრუნებდა,მაგრამ მათი დაბრუნება უნდა ეცადა.პირველი სრულდებოდა იკოს სახლთან ,რომ გააჩერა მანქანა, ფარები ჩააქრო და ტაქსიც გაჩერდა მოპირდაპირე მხარეს, გადასვლას აპირებდა ნაცნობი სილუეტი, რომ დალანდა და გულიც გაუჩერდა, მონატრების ცრემლი აუკიაფდა შავ თვალებში,ყელში ბურთი გაეჩხირა,გულზე მარწუხებივით მოუჭირა რაღაცამ და ძლივს შეძლო ამოესუნთქა.ნაკანი იყო გელაშვილზე ქონდა ხელი გამოდებული და სიცილით მოდიოდა ტაქსისკენ, აშკარად ნასვამი იყო.ტაქსიში ჯდებოდა იკო რომ გამოვარდა გარეთ და ხელჩანთა მიაწოდა.მერე ბიჭები სახლში შებრუნდნენ ყიფიანი კი ტაქსს გაყვა უკან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.