ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი IX)
ისააკი კარში დგას გახევებულ და წარბ შეკრული მაკვირდება. - ეიი,მოკვდი? რამ გაგაშეშა გოგო?- ხელებს აფრიალებს ჩემი და. - უნდა წავიდე დაო.. საღამოს შეგეხმიანები. გკოცნი. - კი მაგრამ... - წინადადების დასრულებას არ ვაცდი ისე ვუთიშავ და ისააკს ვუსწორებ მზერას. - ეს რა ჯანდაბაა? - თვალებ გაფართოებული ვუთითებ ეკრანზე გომოსახულ სტატიაზე. - აი მეც ზუსტად მაგის საკითხავად შემოვედი. - წარბს არ ხსნის ისე ამბობს და ოთახში შემოდის. - მთლად გააფრინა ამ ხალხმა. - წარბებს შორის ადგილს ვიზელ. - რა უნდა ვქნათ? - რა უნდა ვქნათ? შენ რა გიტყდება,ხალხს რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ქალი ჰგონიხარ? - საწოლზე ჯდება და ქვემოდან მიყურებს. - რაო? ისააკ,შენ დანიშნული ხარ! და მე ახლა ყველას თვალში ისე ვჩანვარ,როგორც მორიგი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. - მის კითხვაზე ისე ვცოფდები,ლამისაა ცეცხლი მომედოს სახეზე და ხმას ვუმაღლებ. - ხმას დაუწიე! - მის მკაცრ ტონს არ მოლოდი და შიშისგან ადგილზე ვხტები. - ნუ ღელავ, როგორც კი საქართველოში დავბრუნდებით,აუცილებლად ჩავწერ ინტერვიუს და შენც დამშვიდდები. - ჩემკენ იხრება და ყურში ჩამჩურჩულებს: - მანამდე კი მოგიწევს სხვის თვალში „ჩემს ქალად“ ყოფნა. - მისი სიტყვები ტანში ჟრუალტელივით მივლის და ვიაზრებ რომ, ამ კაცზე ვგიჟდები,მაგრამ... რაღა თქმა აუნდა, სადაც მე ვარ იქ ყოველთვისაა ერთი „მაგრამ“. ამ შემთხვევაში კი ეს „მაგრამ“ ძალიან დიდია. ის დანიშნულია,ის სხვისი კაცია და მე მომიწევ ამასთან შეგუება. სამუდამოდ! - ჯანდაბა! - ფიქრში გართული გაუაზრებლად ვისვრი სიტყვას და მის ეშმაკურ მზერასაც ვიმსახურებ. - უკაცრავად..? - თვალებში მიყურებს და ტუჩის კუთხე უტყდება. - არაფერი... იმედია ამის გამო პრობლემები არ შემექმნება თქო,ამის თქმა მინდოდა. - ვცდილობ სიტუაციიდან თავი დავიძვრინო. - აჰაა,თურმე რა ყოფილა.. - ორივე ხელით საწოლზე ეყრდნობა და ჩემთან ისე ახლოს იწევა,ლამის ჩვენი ცხვირის წვერები ერთმანეთს ეხებიან. - დიახაც... - გაწელილად ვამბობ სიტყვას და ვცდილობ არ შევიმჩნიო,რომ გული ისე მიცემს შეიძლება ამომვარდეს. - ასე იყოს. -წამით თვალებს ხუჭავს და თავს ხრის,მაგრამ სწრაფად ახელს თვალებს და ბინდ ჩამდგარი მზერით მეუბნება. - აქ „ჩემი ქალი ხარ.“ - ჩემკენ იხრება და გახურებულ ბაგეებს წამით მახებს ტუჩის კუთხესთან,მერე ფეხზე დგება,ოთახიდან უკან მოუხედავად გადის და მტოვებს ასე,შოკურ მდგომარეობაში. თვალები სიმშრალისგან,რომ მეწვება,მხოლოდ მაშინ ვხვდები,რომ ამდენი ხანი თვალებ გაფართოებული ვზივარ საწოლზე,ისე რომ არ ვახამხამებ. გამოსაფხიზლებლად სახეზე ხელს ვისვამ და ლოგინზე ზურგით ვებერტყები. - გამომაშტერა. ასე ჩვეულებრივად,სამი სიტყვით დამადებილა. გამოფხიზლდი ელისაბედ! ღმერთო შენ მიშველე... - მზერას ჭერს ვუსწორებ და ვედრების ტონით ვამბობ. - ერეკლე მესაჭიროება.. - ტელეფონს ვიღებ და ჩემს საუკეთესო მეგობართან ვრეკავ. - ოჰ ბორა-ბორას პრინცესას გაუღვიძია. - როგორც ჩანს ჩემგამ განსხვავებით კარგ ხასიათზეა. - ოოო.- მეღიმება და გულში ვფიქრობ. „ რა გაცინებს შე უბედურო. ან საქართველოს მოსახლეობა ჩაგქოლავს ან ისააკის საცოლე. ნუ თუ არ მომკლავს გამჩეჩავს მაინც.“ - აბა,როგორ მიდის მანდ საქმეები? როდის მოდიხარ? - აჰ... მოვდივარ,კიარა იმას ვფიქრობ აქ ხომ არ გადმოვიდე საცხოვრებლად. - შუბლზე ხელს ვირტყამ და სიმწრისგან ვკრუსუნებ. - რაო? გარეკე? - სტატია არ გინახავს ხომ? - სახეზე აფარებულ თითებს ვაშორებ ერთმანეთს და იქედან ვიჭყიტები. - რა სტატია? რა გაფუჭებული ტრაქტორივით ლაპარაკობ? ამოღერღე რა ხდება ბოლო ბოლო. - ხელებს განზე შლის და ისე მიყურებს მომლოდინედ. - იცი რაა? გამოგიგზავნი და შენ თვითონ ნახე. - ჩანთში ვუგდებ სტატიას და ველოდები მის რეაქციას,რომელიც არ აყოვნებს. - ჰაა? ამათმა გარეკეს? -იმხელაზე ყვირის,ტელეფონი მივარდება. - ელისაბედ,რა ქენი,მოკვდი?- ისევ ხმამაღლა იძახის. - ჯერ არა. - ვდუდღუნებ და ტელეფონს ვიღებ. - რა უნდა ქნა? - მეკითხება სერიოზული სახით. - ისააკმა,საქართველოში რომ ჩავალთ ინტერვიუს ჩავწერო,მაგრამ ხომ იცნობ ხალხს? მაინც არ გაჩერდებიან და იჭორავებენ. - საწოლზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. - კაი რაა, დამშვიდდი. აბა ვინმემ რამე გაბედოს,ყველას სათითაოდ დავლეწავ ძვლებში. - კაი ეკე მაშინ. - მეღიმება მის პასუხზე. - ჩემი გადამრჩენელი.- კოცნის იმიტაციას ვაკეთებ. - დამშვიდდი პრინცესა,ყველაფერი კარგად იქნება. გაიგე? - გავიგე. არ ვიცი რა მეშველებოდა,შენ რომ არ მყავდე. - კაი,გამიღიმე ახლა და წავედი,დამთავრდა ჩემი შესვენება,სამსახური მიხმობს. - ამბობს და მეკრიჭება. - ჩემი გადარეული. - მეც მეცინება მის ენერგიულობაზე. - მიდი აბა და შეგეხმიანები მერე. გკოცნიიი. - გკოცნი მეეც. - ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და მისი გამოსახულებაც ქრება ეკრანიდან. ნელა ვიზლაზნები ლოგინიდან,სააბაზანოში გავდივარ,თავს ვიწესრიგებ და მისაღებში შევდივარ. - ვააჰ ელიი? სადაა შენი ბიჭი?- ფხუკუნით მეკითხება ილია. - აუ კაი რა ილიი.. - ხელებ ჩამოყრილი მივჩაჩუნებ სამზარეულოში. - კაი ტოო,რაა ცუდი ბიჭია ჩემი მთასავით დეიდაშვილი თუ?- თვითონ ბარის სკამზე ჯდება, თავს ხელის გულებზე აბჯენს და ისე მიყურებს ყურებამდე გაკრეჭილი. - ჩემი გაჭირვება მაქვს და ამან მთასავით კაციო..- თავს ვაქნევ და ამ დროს შემოდის ისააკიც. - ვაა სიძე კაციი? - სკამიდან ხტება და მხარზე ხელს ხვევს,ის კი მკვლელ მზერას ჩუქნის და ილიასაც ეცვლება სახე. - აუ რა უჟმურები ხართ რააა... კაცი ვერ იხუმრებს თქვენთან, რა გჭირთ ტოო... - ბუზღუნით უბრუნდება თავის ადგილს. - ბევრს ნუ ტლიკინებ და მიდი პარკები შეომატანინე. ვჭამოთ რამე,მშია მაგრად. მსუბუქ საჭმელს ვამზადებთ და ყველანი გემრიელად მივირთმევთ. სიჩუმეს ილია არღვევს. - დღეს რომელ საათზეა ჩვენება? მივდივართ ხომ? - ხუთზეა. მივდივართ ხოო. მაგრად მეზარება,მაგრამ არ გამოვა ისე,რომ არ წავიდეთ. - ხოდა ძალიანაც კარგი. გამოვიშმოტკოთ და წავიდეთ. - პრანჭია ქალივით ამბობს კეკლუცად და თმას უკან ივარცხნის თითებით. - ყავა გინდათ? - ფეხზე ვდგები და სასხვათაშორისოდ ვკითხულობ. ვცდილობ ისააკს არ შევხედო,ამას ამჩნევს და ღიმილი ერევა ხმაში. - მე დავლევ. - მეეც. - ისე აჟიტირებული ხმით ამბობს ილია,თითქოს ბავშვი იყოს და შოკოლადს აძლევდნენ. ყავის აპარატს ვრთავ იქვე ბარის ზედაპირს ვეყრდნობი საჯდომით და ვუცდი როდის მომზადდება. - დღეს ისიც იქნება ხომ? - ვინ? - პასუხობს სერიოზული სახით ისააკი. - ის გადაპრანჭული ტიპი,გუშინ ელისაბედი ლამის თვალებით,რომ შეჭამა. -თვალებს ატრიალებს. - ხო,იქნება. - ბრაზი ერევა ხმაში და რაღაცნაირად ეგოისტურად მსიამოვნებს მისი ასეთი რეაქცია. - რაღაცნაირი ტიპია.. აი არ მომწონს და მომკალით. შენ რას ფიქრობ ელი? - ამჯერად ჩემკენ ტრიალდება და ინტერესიანი თვალებით მიყურებს. - ამმმ. რავიცი,არანაირ გრძნობას არ იწვევს ჩემში. ჩვეულებრივი ტიპია. - მხრებს ვიჩეჩავ,თვალს ისააკისკენ ვაპარებ და ვამჩნევ , ტუჩის კუთხეში გაპარულ,კმაყოფილ ღიმილს. - ხო რაა,ერთი ფულით განებივრებული მამიკოს ბიჭია. - ხარხარებს და ისააკის ტელეფონის ზარის ხმაც ისმის. წარბებს კრავს და პასუხობს. ცოტა ხნით ისე ისმენს ვიღაცის საუბარს,რომ ხმას არ იღებს,მერე ღრმად ისუნთქავს ჰაერს,თავს გვიკრავს და გარეთ გადის. - რა დაემართა? - ვკითხულობ გაოცებული. - ალბათ სალომემ დაურეკა. - ღიმილით მანჭავს სახეს. - უჰ დაცოფავდა ახლა. ძაან შოკია ის. ალბათ თმებს დაიპუტავდა იმ სტატიის ნახვის მერე. შენ ჯობია დაცვა აიყვანო. - ლამისაა სიცილისგან სკამიდან გადავარდეს. - აუ კაი რააა,ისეც ვნერვიულობ. ფუ რა ბედი მაქვს. - ვწუწუნებ,მერე მის სიცილზე მეც მეცინება. - ნუ მაცინებ. - სიცილით ვურტყამ მხარზე ხელს. - ვაიმეე,ეს რა ჯანზე ყოფილა,დამშალა ძვლებში. მე კიდე ვფიქრობდი,ჩემთან წავიყვან,ცოტა ხნით შევიფარებ თქო და ტიპი ბრუსლია ჩვეულებრივი. - სიცილით იზელს „ნატკენ“ მხარს. - აუუუ. - უკვე ვკივივარ სიცილისგან. - გამიხეთქე გოგო გული. ხან გამაფრთხილე გაცინებას რომ დააპირებ. - თვალებ გაფართოებული მიცინის და ხელს გულზე იჭერს. - მაპატიე. - ლოყაზე ვკოცნი. ყავას სამ ჭიქაში ვასხამ და მაგიდაზე ვდებ. - რამე დასაყოლებელი არ გვაქვს? - რათ გინდა ახლა დასაყოლებელი? დასაყოლებელი ჭამე იქ,ალაფურშეტი ექნებათ. - ვეკრიჭები. - დასაყოლებელი კიარა და გუშინ გამხეთქეს ხილის ნაჭამი. - შუა სოფელში მაცხოვრებელი გლეხივით აყრის სიტყვებს. - კაი დამშვიდდი, ვნახავ რამეს,შენ არ ინერვიულო. - ვამბობ სიცილით და ისააკის მოტანილ პარკებში ვეძებ რამეს,რაც ილიას დააკმაყოფილებს. - ვიპონე. აჰაა შენ შოკოლადი. - ეეე,მაგარია. - სახე უბრწყინდება და როგორც კი მართმევს,მაშინვე ხსნის და პირისკენ იქანებს. - დამშვიდდი? - ვეკრიჭები. - აუ მაგრად წავიდა ყავასთან ტოო. - ნეტარი სახით მპასუხობს. - ის სად გავარდა? ოეე,ისააკ,გაცივდა ყავა,მალე მოდიიი. - საზურგეს აწვება,სკამს უკან წევს და ბოლო ხმაზე ღნავის. - რა გაღრიალებს ?- თვალებ გაფართოებული შემოდის ისააკი და მის ადგილზე ჯდება. - ყავა გაცივდება თქო. - მაქსიმალურად ჩუმად ამბობს და კნუტივიტ უყურებს. - აუ,რა გეშველება. - თავს ღიმილით აქნევს და ყავის ერთ ყლუპს სვამს. - ხომ მშვიდობაა? - კიი. - ისევ უსერიოზულდება სახე. ყავას ვსვამთ და მოსამზადებლად ჩვენს ოთახებში გავდივართ. დღეს სამსახურიდან თავისუფალი ვარ,უბრალოდ ჩვენებაზე უნდა წავიდეთ და ისე წარვსდგე,როგორც კომპანიის წარმომადგენელი. კარადიდან შოკოლადისფერ,ატლასის კაბას ვიღებ,წვრილ ბრეტელზე,რომელიც საოცრად მადგება ტანზე. თმას მაღლა ვიწევ,ცხენის კუდად. ფეხზე ოქროსფერ,მაღალ სანდლებს ვიცვამ,ყავისფერ პომადას ვისვამ და ეგაა. სარკეში ვაკვირდები საკუთარ თავს და კმაყოფილი ვიღიმი. „ რა მაცინებს? დღესაც მომიწევს ისააკთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა და კაცმა არ იცის კიდევ რა სისულელეებს დაწერენ ჩემზე. „ ისევ სერიოზულ სახეს ვიღებ,მერე ძალას ვიკრებ და უკანალის რხევით გავდივარ საერთო ოთახში. - მე მზად ვაარ. - ვამბობ ყველას გასაგონად და ზუსტად ერთდროულად აბრუნებენ თავებს ილიაც და ისააკიც. - ვისია ეს შოკოლადივით გოგო? - სიტყვებს წელავს ილია. - ძმაო დღეს ყურადღებით უნდა ვიყოთ. - იდაყვს გვერდში კრავს ისააკს. ისააკი არაფერს ამბობს,მდუმარედ მიყურებს და მისი მზერისგან ლამისაა ავალდე. ეს გამოხედვა ცეცხლს მიკიდებს,მადნობს. „ წყალიიი, ვინმემ გამაგრილეთ.“ ვყვირი გონებაში. - ოოოფ. კარგი რა ილიი. - ვიმორცხვები და მზერა იატაკზე გადამაქვს. - რა ილიიი გოგო.. - ხმას იწვრილებს და ისე მაჯავრებს. - შენ კი ხარ ბრუსლი,ჯეკიჩანი ქალი,მაგრამ დღეს ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს უსაფრთხოებაზე პატარა ქალბატონო. - ჩემთან მოდის და ხელს მიწვდის. - დიდი პატივია. - ვუღიმი და ჩემს ხელს ვაგებებ მისას. მანქანაში ვჯდებით და სანაპიროზე მივდივართ. დღევანდელი ჩვენებაც რა თქმა უნდა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. ირგვლივ უამრავი ბუნგალოა,რომლებთანაც ხალხი დგას და კოქტეილს წრუპავს. პოდიუმის ერთი მხრიდან სკამებია ჩარიგებული,მაყურებელთათვის. ჩვენს ადგილს ვიკავებთ და ველოდებით ჩვენების დაწყებას,რომელიც არ აყოვნებს. შევყურებ ადგილობრივების მიერ დამზადებულ ტანისამოსს და უკეთ შევიგრძნობ მათ კულტურას და ყოფას. მოდელებიც ისეც ლამაზები არიან და ეს ტანისამოსი მეტად ალამაზებს მათ. ემოციებს ვერ ვმალავ და ჩვენების ბოლომდე სახეგაბადრული ვზივარ. შიგადაშიგ მზერას ისააკისკენ და ილიასკენ ვაპარებ. ჩვენება სრულდება და წამყვანი გართობისკენ მოგვიწოდებს. ჩვენც სხვებთნ ერთად ვდგებით და ერთ-ერთ ბუნგალოსთან მივდივართ. - ხომ გეუბნებოდი მარტო ხილი იქნება თქო?! - ჩემკენ იხრება ილია და ჩუმად ჩამჩურჩულებს ყურში. - არსად დაეკარგოთ ბანანი და მანგო. - თვალებს სასაცილოდ ატრიალებს. - კარგად გათვალე აშკარად. - ვხალისობ მის რეაქციაზე. - დიახაც. - ცხვირს იბზუებს. - საღამო მშვიდობისა. - ისმის მამაკაცის ბოხი ხმა. თავს მეორე მხარეს ვატრიალებ და ვამჩნევ მომღიმარ ნიკს. - გამარჯობა. - მკრთალად ვიღიმი. ბიჭები კი ხელს ართმევენ. - როგორ გრძნობთ თავს? - ირონიული სახით კითხულობს და ვხვდები,რომ მანაც ნახა ის სტატია. - არაჩვეულებრივად. - ისააკი მხარზე მხვევს ხელს და სხეულზე ნახევრად მიკრავს. მოულოდნელობისგან თვალები მიფართოვდება. თავს მაღლა ვწევ და გაკვირვებული ვაჩერდები ისააკას,რომელიც თვალს მიკრავს. - უკაცრავად,მე ცოტა ხნით გავალ. - მის ხელს ვიშორებ, ძალით ვუღიმი ყველას და მოშორებით გავდივარ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. „ რა უნდა? რატომ მეთამაშება? „ ალბათ ათი წუთი ასე ვდგავარ გახევებული და ზღვის ტალღებს ვაკვირდები. ფიქრისგან ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს. მხარზე რბილი ხელის შეხებას ვგრძნობ და შეშინებული სწრაფად ვბრუნდები უკან. - მგონი შეგაშინე. მაპატიე ჩემო ლამაზო. - თბილად მიღიმის ელეონორა. - არააა,არაუშავს. მე უბრალოდ... ჩაფიქრებული ვიყავი. - რამე გაწუხებს ჩემო გოგო? - ნაზად მისვამს სახეზე ხელს. - კიი. მე ეს გრძნობა მაწუხებს. - მკერდზე ძლიერად ვიჭერ ხელს და თვალები მემღვრევა. იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 მადლობა,რომ კითხულობთ ^_^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.