შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამსხვრეული (სრულად)


15-10-2020, 00:00
ავტორი ტურაგო
ნანახია 7 414

რამდენი სიტყვის მოსმენის შემდეგ მოგწყინდები?ბოლომდე გა'მიძლებ?გა'მიგებ?
*
ოთახში ბნელა,საღამოს ვმასპინძლობ.იდაყვები მუხლებს საწყობად იყენებს.თავჩაქინიდრული თვალებით იატაკს ვებრძვი.თავდაპირველად ის უმოძრაო იყო,თუმცა მალევე შეტოკება დაიწტო,აიმღვრა და ფორმა შეიცვალა.როგორღაც ელასტიური გახდა.ვფიქრობ ჩემს არაფრის მომყოლ მზერას უთანაგრძნობს- ჩასაძინებლად არწევს,ძილში გადასაკარგად უშვებს,იმეტებს...მაგრამ გონება ასე მარტივად არ მეთიშება!

ნივთი რომელიც წინ მიდგას ჩემს ხმას იწერს.აღარ მახსოვს ჩვეულებრივ რა სახელით მოიხსენიებენ,მაგრამ ჩვენ ურთიერთობისთვის სახელების ცოდნა არ გვჭირდება,ერთმანეთის მნიშვნელობა ვიცით,მთავარი ესაა.საკმარისია მის ერთადერთ ამოშავებულ თვალს,ჩემი დახეთქილი თითით დავაწვე და ის მზადაა მისმინოს...რატომ ვიწერ ყოველ დღე საკუთარ ხმას?-არ ვიცი.თუმცა ეს კია მერე აღარასოდეს ვისმენ.მე ვნთავისუფლდები ამ ყველაფრისგან,ასე მგონია რომ სხვას ვუზიარებ და ვაჯერებ თავს რომ მოვიცილე,განვაგდე ჩემგან.თითქოს ამ ფორმით გონებაში არსებულ აზრებს,გულში დამწყვდეულ გრძნობებს გარეთ ვსრუტავ ,ვანაკუწებ...დავანაკუწებ მანამ ვიდრე საერთოდ არ გამოილევიან.ისე ვლაპარაკობ ხოლმე,თითქოს ჩემს წინ აუდიტორიაა და მაინც არ ვერიდები გრძნობების გაშიშვლებას.
გუშინ გამონაკლისი დავუშვი.აკუთარი სიცილი ჩავიწერე,ვიცინოდი დიდხანს,შეუჩერებლად,სანამდე სიმშრალემ ყელში არ წამიჭირა,როცა მოვრჩი,ჩავრთე და მოსმენა დავიწყე,ვისმენდი და წარმოუდგენელი იყო რის აღმოჩენასაც ვაწყდებოდი-გულიანი სიცილი აღარ შემძლებია,გახუნებულა და გაცალმტვერებულა,მისი ჟღერადობა აუტანლობით იყო ავსებული.დაბეჩავებული,გატეხილი ადამიანის სილუეტი იკვრებოდა თითქოს მისგან,დაფლეთილი სულითა და სხეულით.ის ყვავის მსგავსი მჩხავანა ხმით გადარჩენის გამოძახილს ისროდა დაგრეხილი ბაწრის მსგავსად,მაგრამ ეს ბაწარი თავადვე შემოეხვია ხასიათზე,მტაცებელი მცენარის მსგავსად და შხამად ჩაეღვარა გულის იმ ნაწილში რომელსაც სასწაულებრივად ჰქონდა შემორჩენილი სითბო.ალბათ საკუთარ თავს დავცინი როცა გულიან სიცილს ვითხოვ,მაშინ როცა გულს ამდენი რამ-შეგრძმებები გამოვსრუტე.
იატაკს იმედი გაუცრუვდა.ვერ ჩამაძინა და გაჩერდა,კვლავ უმოძრაოდ შეიკრა პირი.

ქარია,მის გემოს ვგრძნობ.კედელში არსებულ ბზარს ებრძვის.დაფლეთილი ახერხებს შემოპარვას ჩემს სივრცეში.დაბნეულია ასე დანაკუწებული და აღარ იცის რას დაეძგეროს,თუმცა ჭრილობებისგან ძალა აქვს გამოცლილი და მალევე ნებდება,უფერული ეცემა მტვრიან კედლებზე.ალბათ მეც შემეხო უხეში თითებით,მაგრამ ჩემმა სხეულმა მგრძნობელობა კარგა ხანია დაკარგა,ამიტომ მხოლოდ მისი გემოს გაგება შემიძლია.ის მწარე წამალივითაა,ნესტოებში შემომეჭრა.მოშხამული ბილიკი დამიტოვა.ყელში ქანაობს.ვახველებ-ჩახველებით მუშტებს ვუგზავნი...ერთი,ორი,სამი...ორგანიზმში გადავიდა,იქ ბილიკებს კი არა უამრავ დახლართულ შხამ მოსხმულ ნაფეხურებს მატიფრავს.

ეს წყეული მელოდიაც როგორ მომაბეზრებლად ჩხავის.ყოველ ჯერზე როცა მგონია უნდა დასრულდეს თავიდან იწყება.საათის ისარიც დაბმულივით ერთ ადგილასაა გაჩერებული და დაწყევლილ ერთსა და იმავე დროს უჩვენებს.ათასგვარი სასმლის სურნელით ვარ გაჟღენთილი,ტანისამოსი კი არა კანი და უჯრედები მაქვს ავსებული მისით.
დიდი ხნის წინ ბედნიერ ადამიანად ყოფნა ვითამაშე.ხალხის ნაკადს შევერიე ქალაქის ქუჩებში.ვცდილობდი ღიმილში სითბო ჩამემწყვდია და მათკენ გამეგზავნა,თუმცა ყოველი მხრიდან სიცივე მოდიოდა.გულქვად მპასუხობდნენ,ქვებითა და ლოდებით ამოყორილი მზერით.საკეტებით იყო ავსებული მათი თვალების ჭრილები.გავქვავდი.მათ სხეულის მიხედვით სული შემიფასეს.მოდი და ნუ შეგზიზღდებიან.ხელის მტევანი პირზე ავიფარე,ტუჩები მოვისრისე.თითქოს ღიმილი მუჭში მოვიმწყვდიე.ამოდენა აღტაცება,ამოდენა ბედნიერება რომელსაც გაშლილი ბაგეები აღბეჭდავს და იტევს მე მუჭში ჩავკეტე,მერე კი თითქოს ჯიბეში ჩავიგდე უსარგებლო კაპიკების მსგავსად.დაიგუდა!წაიშალა!მოიწყინა!მე უნიჭო მსახიობი ვარ,ბედნიერებას ვერ ვთამაშობ.

ჯერ ისევ მისმენ?ისევ აქა ხარ?არ მოგბეზრებია ჩემი ბოდვა?

მე ყველაფერი კარგად აღარ მახსოვს.ვეღარ ვგრძნობ ისე როგორც უნდა ვგრძნობდე,სამაგიეროდ ვფიქრობ,ზედმეტადაც კი.არ ვიცი როდის დავიბადე,აღარც ის მახსოვს ახლა რამდენი წლის ვარ.როგორ მოვედი დღევანდლამდე?...ფრთებს ვეძებდი,ფრთებს იმისთვის რომ სივრცის გადაღმა ფრენა შემძლებოდა,მაგრამ დამემტვრა.რაღაც ძლიერ,მტანჯველ მოვლენას შემაჯახა ცხოვრებამ და საკუთარი თვალით ვიხილე თითოეული ბუმბულის ცვენა,მაღლიდან ეშვებოდნენ,მიწასთან მოახლოების დროს სითეთრე სიმუქემ ჩაანაცვლა,დაბლით დაფენილები შეერწყნენ ნიადაგს და გაქრნენ,მე კი ძირს დაცემული ვერ გავქრი,სახეტიალოდ დამტოვა სამყარომ,ნიადაგმა არ მიმიღო.მას შემდეგ ყოველი დღე საკუთარი თავის გაძლების გაუსაძლისი ჭიდილია.

თუ მოგწყინდი დამასრულე!შემწყვიტე!

რომ გავჩუმდე სიჩუმეს ჩაიწერს ეს რაღაც...ეს კი არ მინდა.რაზე ვისაუბრო?სიზმრები მოვყვე? სიზმრები რომლებიც აღარ მახსოვს?წარსულზე ვისაუბრო?წარსული რომელიც დავივიწყე?გადაღლილ მკლავებზე ვილაპარაკო?მკლავებზე რომლებითაც ყოველდღე გადაღლილ სულს დავატარებ?
სულ ვამბობდი აქაურობა სხვაა და მე სხვა ვართქო.ყველას ეღიმებოდა,ბევრი ვფიქრობთ შენს მსგავსადო.იმათმა რა იცოდნენ რომ მე მართლა ასე ვგრძნობდი,ამას მთელი სიმძაფრით აღვიქვამდი.მათ არ ესმოდათ რომ აქაურობა გაცვეთილი ტანისამოსის მაგვარი იყო ჩემთვის.დახორკლილ სხეულზე მეცვა და მბოჭავდა.ყოველი გზად შემოყრილი ახალი ადამიანი,ის ღილები და თოკები იყო რომლებიც კიდევ უფრო მჭიდროდ მიკრავდნენ სამყაროს სამოსს.უხეში მატერია კანს მიწყლულებდა.ერთი დიდი სიგიჟეა აქაურობა,მე კი თითქოს ერთადერთი შლეგი,რომელსაც თეთრ ხალათად დედამიწა ჩამომაცვეს.როგორ ავხსნა,რა სიტყვებით გიამბოთ რომ განგაცდევინოთ ზუსტად თუ რას ნიშნავს გიჟის ხალათად შეკრული სამყაროს სახე.

თითქოს გავრბივარ და მაინც ადგილიდან ვერ ვიძვრები.ერთ ადგილზე ვარ ერთნაირი ფერის სითეთრეში.უყველაფრობა მინდა განვიცადო.არაფრად ყოფნის მდგომარეობა.რისი ძალაც ჯერ კიდევ შემომრჩა ესაა მუხლებზე დგომა და მაღლა ერთ წერტილს მიშტერება.ასეთ დროს მგონია გადაჭრილი ხის კუნძი ვარ.კუნძი რომელიც უაღრესად დიდ დანაკარგს გრძნობს ცამდე აზიდული ამაყი ტოტების მოტაცების შემდეგ.ტოტები,გრძნობებია ჩემთვის,ბედნიერების,სიხარულის,აღტაცების და კიდევ...სახელებს ვეღარ ვუძებნი...რაღაც ისეთის ამ მომაბეზრებელ ხორცს შიგნით ისეთნაირად რომ იწყებენ ფუთფუთს გინდა არ სრულდებოდეს.მაგრამ მოიპარეს,დამთავრდნენ,ისეთნაირად ამოიძირკვნენ შეუძლებელია კვლავ შემესისხლხორცონ.ამ პატარა კუნძში კი,ფსკერზე დალექილი ჭუჭყის მაგვარად დარჩა და ჩამოიბერტყა სევდა და ზიზღი,მწუხარება და ტკივილები.
ერთხელ სამყაროს ხალათიდან თავი გამოვყავი,მისგან გაქცევა მოვაწყვე.უცხო გარემოში,არეული მზერით დავაბოტებდი.ხავსმოკიდებულ კედელთან შემაჩერეს ნაბიჯებმა.წარწერა ელავდა წითლად"რა გრძნობაა როცა გიყვარს" ...ბუნდოვნად დაიწყო რაღაცეებმა ფორმირება,შორეული,მივიწყებული წარსულიდან.ხელები საფეთქლებთან მივიბჟინე,არ/ვერ ვხვდებოდი თითქოსდა რას მთხოვდა ეს სიტყვები და მაინც,ვერ გავექეცი.კუნძად ვიქეცი.ისევ შემკრეს და ზურგს უკან დამიბინავეს ბუმბულებ გაცვენილი შიშველი მკალვები.
დრო გავიდა...მე ისევ გავიქეცი შემბოჭველი ხალათისგან,ამჯერად საბოლოოდ.

ახლა ჩემთან ისეთი ამინდია,ისეთი სეზონია,ისეთი დღეებია სახელს ვერ დავარქმევ.ისეთი განწყობა მაქვს,ისე ავირიე ამას ვეღარ ავღწერ.თითქოს ჭაობში ვდგავარ.ვმოძრაობ და იმის ნაცვლად თავი დავიხსნა,ფსკერისკენ მივექანები.
უცნაური კითხვები დამჩემდა,გამუდმებით ვიმეორებ ვინა ვარ?ნამდვილად ადამიანი ვარ? იქნებ ვცდები,იქნებ და რომელიმე გრძნობა ვარ?რატომ არ შეიძლება ვიყო გრძნობა?იქნებ ვიღაცის სხეული მაცვია მე-გრძნობას, ჩემს შიგნით კი კიდევ სხვა გრძნობა ბუდობს...ან სულაც შეიძლება ვიღაცის სულის ნაწილი ვარ...
სიყვარული ვარ?-შეუძლებელია.
ბედნიერება ვარ?-წარმოუდგენელია.
იმედი ვარ?-არა ვერ ვიქნები.
და აღტაცება?იქნებ ესა ვარ...არა და არა.
მე ტკივილი ვარ,მე სიშავე ვარ,მე ის სევდა ვარ რომელიც სევდამ დაღალა.სიმუქე და ძრწოლა ვარ.სიმარტოვე ვარ.ვისში მცხოვრები ვარ?ვის ვაბეზრებ თავს?
იქნებ სითბო ვარ?სითბო რომელსაც სცივა.იქნებ ვიღაცის კანზე მცხოვრები სიმხურვალე ვარ.არა,მე ესეც კი არ ვარ.მე სუსხი ვარ,ყინული ვარ.აი რა მქვია-გაურკვევლობა.მე გამირბიან.მზის სხივი კი არა,ღამის სიშავეში ობლად მავალი ფიფქების მსგავსი გაფანტული წერტილები ვარ.
იქნებ სიზმარი ვარ?ვიღაცის ნაოცნებარის გაცხადება ძილში,მაგრამ ჩემზე ვინ იოცნებებდა.მე დაუპატიჟებელი კოშმარი ვარ.მე ზღვის შტორმი ვარ,გემების დამლეწავი.საშიში და შესაზარები.აქაფებული ტალღები ვარ,რომელთაც საკუთარი მძვინვარება ახრჩობთ. სიზედმეტე ვარ.ის ბოლო ეგოისტი წყლის წვეთი ვარ,ჭურჭელში კომფორტულად მოკალათებულ,სითხედ შეკრულ დანარჩენ შხეფთა გროვას,გადმოღვრას რომ აიძულებს.ის ცარიელი ადგილი ვარ რომლის შესავსებადაც აღარავინ მოვა,აღარასოდეს.
წვიმის ხმა მინდა ვიყო,რომელზედაც ადამიანები ჩაიძინებენ.სიხარული მინდა ვიყო ჩემს შიგნით მცხოვრები სულისთვის...და მაინც ამ ყველა გრძნობათაგან რომელი ვარ?ნეტავ გრძნობებს თუ აქვთ სურნელება?

ჯერ კკდევ არ დამტოვე?გამიძელი?მომისმინე?რაღაცას ვნიშნავ ალბათ.თუ კი ასეა რას ვნიშნავ?იქნებ სწორედ ის შეგრძნება ვარ ყველაში რომ ცხოვრობს,ყველასთვის საერთო რომ არის,მაგრამ ერიდებიან მასზე ხმამაღლა საუბარს. ეს დ ა მ ს ხ ვ რ ე უ ლ ი- გრძნობაა და სწორედ ესა ვარ.ყველა იმსხვრევა რაღაც ეტაპზე.ადამიანებო თქვენგან ჩამოვარდნილი უამრავი ნამსხვრევის მტვრისგან აგებული შუშა ვარ,ყველა თქვენგანში არსებულ სიცარიელეს და სავსეობას რომ მოვერგები ისეთი.მე ის ნამსხვრევი ვარ ვითომდა დიდხანს რომ არ იტოვებენ თავისთან,ივიწყებენ.თუმცა ეს ნამსხვრევი საჭირო დროს ელოდება ყოველთვის თავის შესახსენებლად.ის ემოცია არეკლილი,ნათელი ზედაპირის დაბურულობაა.ადამიანად შენიღბული,ყველა ამ შეგრძნების დამტევი ნამსხვრევია.მე დამსხვრეული ვარ.
გამიგეთ?ამიტანეთ?მიმიხვდით?თუ წასული ხართ და ვეღარ მისმენთ?არაუშავს,თქვენგანვე ერთ დროს ჩამოვარდნილი ნამსხვრევი გაგიგებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან მელანქოლიური ტექსტია და სიმძიმე გასდევს პირველივე წინადადებიდან, მაგრამ კარგად დაწერილია და ამიტომ ვერ მოვწყდი. შენმა მხატვრულმა ჩანართებმა მიმიყვანეს ბოლო წერტილამდე. სხვა მხრივ, ვერ გამოგყვებოდი, გადამდებია...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline წევრი ტურაგო

ქეთი იმერლიშვილი
ძალიან მელანქოლიური ტექსტია და სიმძიმე გასდევს პირველივე წინადადებიდან, მაგრამ კარგად დაწერილია და ამიტომ ვერ მოვწყდი. შენმა მხატვრულმა ჩანართებმა მიმიყვანეს ბოლო წერტილამდე. სხვა მხრივ, ვერ გამოგყვებოდი, გადამდებია...


როგორ მიხარია რომ წამიკითხე
მადლობა ქეთი ♥️

 


№3  offline მოდერი guroo

ვაი!
წავიკითხე და ყველაფერი ფილმის კადრებად გადაიქცა. ვუყურებდი, ვუსმენდი და მტკიოდა.

 


№4  offline წევრი ტურაგო

guroo
ვაი!
წავიკითხე და ყველაფერი ფილმის კადრებად გადაიქცა. ვუყურებდი, ვუსმენდი და მტკიოდა.


თუ კი ასე ახლოს მოვიდა ნაწერი და იგრძენი...ბედნიერი ვარ♥️

 


№5  offline მოდერი guroo

ნუთუ გულწრფელი ხარ, როდესაც ეჭვი შეგაქვს შენს ნაწერში და სათუოს ხდი, მართლა მივიდა თუ არა ახლოს მკითხველამდე? smiley expressionless

 


№6  offline წევრი ტურაგო

guroo
ნუთუ გულწრფელი ხარ, როდესაც ეჭვი შეგაქვს შენს ნაწერში და სათუოს ხდი, მართლა მივიდა თუ არა ახლოს მკითხველამდე? smiley expressionless


როდესაც ვწერ,ხელოვნურად არაფერს ვქმნი და რაც ნამდვილია ჩემთვის ის საეჭვო ვერ იქნება...ნაწერი/ნანახი ყველასთან მიდის მაგრამ საკითხავია ვისთან რა დოზით/რა ემოციით მივიდა და დარჩა.აღქმა ხომ განსხვავდება არა!შენ რომ ასე შეგიძლია იგრძნო ეს გამეხარდა თორემ ეჭვი არაფერში შემაქვს გურო♥️☹️

 


№7  offline მოდერი guroo

ტურაგო
guroo
ნუთუ გულწრფელი ხარ, როდესაც ეჭვი შეგაქვს შენს ნაწერში და სათუოს ხდი, მართლა მივიდა თუ არა ახლოს მკითხველამდე? smiley expressionless


როდესაც ვწერ,ხელოვნურად არაფერს ვქმნი და რაც ნამდვილია ჩემთვის ის საეჭვო ვერ იქნება...ნაწერი/ნანახი ყველასთან მიდის მაგრამ საკითხავია ვისთან რა დოზით/რა ემოციით მივიდა და დარჩა.აღქმა ხომ განსხვავდება არა!შენ რომ ასე შეგიძლია იგრძნო ეს გამეხარდა თორემ ეჭვი არაფერში შემაქვს გურო♥️☹️

რა ძალია მიდოდა, მსგავსი პასუხი მიმეღო.

 


№8  offline წევრი A.N.A

რაღა თქმა უნდა ახლაც გამომეპარა და გადამოწმებისას გიპოვე.ჯანდაბა სულ გვიან ვნახულობ.
ყოველთვის მედება ხოლმე შენი ჩანახატების განწყობა და რა თქმა უნდა ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი. მსიამოვნებს შენი კითხვა, მიუხედავად იმისა რომ ხშირად მამძიმებს მაინც ვერ ვწყდები.

მოუთმენლად გელი❣️

 


№9  offline წევრი ტურაგო

A.N.A
რაღა თქმა უნდა ახლაც გამომეპარა და გადამოწმებისას გიპოვე.ჯანდაბა სულ გვიან ვნახულობ.
ყოველთვის მედება ხოლმე შენი ჩანახატების განწყობა და რა თქმა უნდა ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი. მსიამოვნებს შენი კითხვა, მიუხედავად იმისა რომ ხშირად მამძიმებს მაინც ვერ ვწყდები.

მოუთმენლად გელი❣️


როგორი კარგი ხარ ანა♥️
მიხარია რომ ჩემთან ხარ...გმადლობ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent