გაყიდული ღირსება (18 თავი)
ცოტნემ მიას შეხედა და მისის ალეწილი სახის დანახვისთანავე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, მიამ ჯიუტად გაუსწორა მზერა მის ცისფერ აციმციმებულ სფეროებს და მაშინვე აარიდა თვალი, ვერ გაუძლო მის გამომწვევ დაჟინებულ მზერას -ხვალ წავალთ-გაისმა ცოტნეს ჩავარდნილი ხმა -ახლა!-გაბრაზდა მია -ხ ვ ა ლ! -თავი ვინ გგონია?-მიამ გაბედა და კვლავ მის სფეროებს მიაპყრო ცივი თვალები -ის ვისაც უყვარხარ-უთხრა ღიმილით ცოტნემ, მია ძალიან დაიძაბა და დაიბნა, ამ პასუხს არ ელოდა და კარგახნის ფიქრის მერე უთხრა -ეგ სიყვარული არაა, ეგ სინანულია! წარმოდგენაც კი არ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული-უთხრა უცნაური ტონით და აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და ღრუბლებში მიმალულ მთვარეს გაუშტერა ჩამქრალი თვალები -და შენ იცი?-მოესმა ზურგსუკან ცოტნეს ხმა -ზუსტად არც მე ვიცი მაგრამ ვიცი რომ ვინც უყვართ იმას გულს არ სტკენენ-თქვა მკაცრი ტონით და შეტრიალდა, დაიბნა არ ეგონა ასე ახლოს თუ იდგებოდა მასთან ცოტნე -ზოგჯერ ასეც ხდება... ზოგჯერ როცა კარგავ მერე ხვდები რომ ძალიან გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია-უთხრა ცოტნემ დანანებით და სახე მის ალეწილ სახეს მიუახლოვა, მიას უმალ გულისცემა აუჩქარდა და გვერძე წადგა ნაბიჯი რომ ცოტნეს მოშორებოდა მაგრამ მან გზა გადაუჭრა და წასვლის უფლება არ მისცა, შემდეგ მოაჯირს ჩასჭიდა ხელები ისე რომ მია ხელებშორის მოიმწყვდია -სულ რატომ გამირბიხარ? რატომ გინდა გამექცე? თუ შენთვის არაფერს ვნიშნავ მაშინ იდექი აქ ჩემთან ახლოს მომისმინე-ცოტნეს აცინებოდა მიას რეაქციაზე -გამიშვი-უთხრა სუნთქვა არეულმა და გვერძე გაიხედა რომ გაჰქცეოდა მის თვალებს -სიყვარული იცი რა არის? მისი სიახლოვე გულისცემას რომ აჩქარებს, აი ისე როგორც ახლა სცემს შენი გული გამალებით, მისი სიხლოვე რომ აზრებს გიფანტავს და გაბნევს, ისე როგორც შენ იბნევი ხოლმე, თვალებში რომ ვერუყურებ რადგან ეს თვალები სამყაროზე მეტია... მისი სურნელი თავს რომ გაკარგვინებს...მისი შეხება ტკივილს რომ გაყენებს, რადგან იცი რომ უნდა გაუშვა...- მიამ ცოტნეს შეხედა და თვალებში ჩააცქერდა უნდოდა დაენახა მისი თვალები რას ამბობდნენ ამ დროს -ლამაზი სიტყვებია მაგრამ მხოლოდ სიტყვები... -მხოლოდ სიტყვები?-გაბრაზდა ცოტნე და სახე ისე მიუახლოვა მიას რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია, შემდეგ კი ცხვირი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქვა მისი თმის გამაბრუებელი სურნელი -თუ ეს მხოლოს სიტყვებია მაშინ რატომ კანკალებ? რატომ გიჩქარდება გულისცემა? რატომ იბნევი? -შემდეგ კი მოულოდნელად მიაწება ლავიწის ძვალზე ცივი ტუჩები, მიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცეცხლი წაუკიდესო, მთელი სხეულში დაურბინა ცხელმა ტალღამ -გამიშვი-უთხრა სუნთქვაარეუმა გოგონამ ცოტნემ მოაჯირს ხელები გაუშვა და მიას წასვლის უფლება მისცა. კარგახანს იდგა ცოტნე აივანზე და უყურებდა ღტუბლებშორის მოფარფატე მთვარეს, მასავით ცივი და ლამაზი იყო მიაც... ამ შედარებაზე გაეცინა და ტელეფონი ამოიღო რეზის დაურეკა -იკადრე როგორც იქნა დარეკვა -მარიამმა ძაან გაგიჭედა? -ძლივს დავარწმუნე რომ მიას არც მოკვლას არ უპირებ და არც წამებას-გაეცინა რეზის -მალევე გაუშვი? -ხო გასაღები მივეცი და გავუშვი ასე უფრო დარწმუნდა რომ არაფერ საშინელებას არ ვუპირებდით მიას -ხვალ ჩამოვალთ -კაი მიდი-რეზიმ გაუთიშა, ცოტნე სახლში რომ შევიდა და მია დივანზე წამოწოლილი და თვალდახუჭული დაუხვდა იფიქრა ჩაეძინაო ამიტომ პლედი დააფარა, შუქი ჩააქრო და სავარძელში დაჯდა, მიას მიაპყრო ამღვრეული თვალები და იქამდე ინდა ასე სანამ თავადაც არ წაართვა ძილმა თავი. ვაჩე სახლში კვლავ მთვრალი დაბრუნდა, მაგრამ წამში მოვიდა აზრზე, ყველაფერი არეულდარეული რომ დაუხვდა -რა ჯანდაბაა?-იკითხა თავისთვის და კაბინეტში შევიდა საიდანაც რაღაც ხმა გამოდიოდა -ვიკა? -როგორციქნა მობრძანდი-უყვირა ქალმა -რა ჯანდაბა ხდება აქ?-გაოცებით მოათვალიერა ვაჩემ კაბინეტი რომელიც ვიკას თავდაყირა დაეყენებინა -დალიე? კიდევ დალიე? გაგიჟდი?-ქალი ვაჩეს მივარდა და თვალებში ჩააცქერდა -რას აკეთებ? სახლი რას გავს? რას დაეძებ?-ვაჩემ ამღვრეული თვალები ვიკას მიაპყრო -რატომ დალიე? რა ჯანდაბა გემართება? ყოველდღე მთრალი რატო ხარ? -მგონი კითხვა პირველმა მე დაგისვი-გაბრაზდა ვაჩე -შენ ვინ გეკითხება?-დაუყვირა ვიკამ -რესტორნის საბუთებს ეძებ?-დაუღრინა ბიჭმა -დიახ და იქამდე არ გავჩერდები სანამ არ ვიპოვი! -არ გაბედო, ფიქრიც არ გაბედო იმაზე რომ რესტორანი იმ ნაბიჭვა.ს მიჰყიდო -აი ეგ შენი საქმე არარის-უყვირა ვიკამ -ის რესტორანი მამამ დაგვიტოვა! -მამამ იმიტომ არ დაგვიტოვა რომ იმ რესტორნის გამო ცხოვრება დაგვენგრია, იმ რესტორნის გამო ნიცას ვერ შორდები... იმ პატარა გოგოს იყენებ, ცხოვრებას უნგრევ, ავადაა და მამაისიც მისგამო ყველაფერს აკეთებს... -დედა ეგ შენ არ გეხება-უყვირა ვაჩემ -უფლებას არ მოგცემ ცხოვრება დაინგრიო და ნიცასაც გაუნადგურო მომავალი... უფლებას არ მოგცემ ფულისგამო ნიცა გამოიყენო... უფლებას არ მოგცემ რომ ფულის გამო ირაკლის ახირებები შეასრულო და მისი შვილის შეყვარები იყო ასე ორივე განადგურდებით -შენ არ მეუბნებოდი მიდი ნიცა შეაბი და მამაისი მერე ფულით დაგვეხმარებაო, დაგავიწყდა?-ვაჩემ დედას მიაპყრო ცივი ჩამქრალი თვალები, ქალს ცხვვირი აეწვა და სიმწრისგან გადმოსცვივდა ცრემლები -არ მეგონა არ მეგონა ასე ღრმად თუ შევტოპავდით... არ მინდოდა ასე მომხდარიყო... -მაგრამ მოხდა ახლა გვიანია -არაა გვიანი! ირაკლის რესტორანს მივცემთ და თავს დაგანებებს ეგ არანორმალური კაცი, ვეღარ გაიძულებს ნიცასთან ყოფნას...,აღარც ნიცა დაიტანჯება... აუხსნი რომ არ გიყვარს, როგორღაც გაიგებს...-ტიროდა ვიკა -დედა ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი -ვაჩე გთხოვ ეს საქმე დავასრულოთ, მივცეთ რესტორანი იმ კაცს და თავს დაგანებებთ, შენ კი ნიცას შეეშვები... უფლება მიეცით ნიცას რომ ამ სიყალბეს თავი დააღწიოს -დედა ეს არ მოხდება -მოხდება! -დედა ეს სახლი და ცოტნეს ბინა იპოთეკით გვაქვს დატვირთული! რესტორანს თუ იმ ნაბიჭვარ. მივცემთ ორივე სახლს დავკარგავთ!- უღრიალა ვაჩემ დედას -რააა? რაა? რას ბოდავ-მაკა შვილს ეცა და საყელოში ჩაავლო აკანკალებული ხელები -რაც გაიგე! -დაუღრიალა ქალს და ხელები გააშვებინა -რესტორნის შემისავლით ვიხდით ამ ორივე სახლის ვალს -ეს სახლი... ჩვენი სახლი... მამათქვენის სახლი ბანკში ჩადეთ? -ვიკა ვერ იჯერებდა -ხო ჩავდეთ რადგან ფული გვჭირდებოდა! ბევრი ფული! ძალიან ბევრი! სესხიც ირაკლიმ აგვაღებინა! -რატომ რატომ ასე რატომ მოიქეცით?-ვიკა ტიროდა -ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია რომ გაიაზრო რომ ირაკლის მე ვჭირდები ნიცასთვის... მე კი ნიცა მჭირდება ირაკლისთვის... ასე რომ ყველა კმაყოფილია!-ვაჩემ კიბეები აირბინა და ოთახში შეიკეტა, ვიკა მუხლებით დაემხო იატაკზე და ხმამაღლა ატირდა, ვერ იჯერებდა რომ ასე ღრმად შეტოპეს მისმა შვილებმა, რომ ირაკლი ფულით აჩერებდა ნიცასთან ვაჩეს... ვაჩე კი ნიცას გრძნობებით თამაშობდა ფულის გამო. მარიამს სახე წაეშალა როცა ოფისის წინ გაგას შეეფეთა -მიას მისამართი მითხარი-დაინახა თუარა მისკენ გაექანა გაცეცხლებული ბიჭი -არ გეტყვი!-უყვირა მარიამმა -ვერ გაიგე რა გითხარი ტელეფონით? -მარიამ ნუ მაგიჟებ! -ისედაც გიჟი ხარ! მიას სულ ვეუბნებოდი მაგრამ არ მიჯერებდა -მითხარი სად ცხოვრობს მია თორემ პრობლემები შეგექმნება -რა ავადმყოფი ხარ-ზიზღით უთხრა მარიამმა და შეტრიალდა, გაგამ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა დაბნეული გოგონა -მითხარი-დაუღრინა და მეორე მაჯაც დაუჭირა -გამიშვი მტკივა-მარიამი მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მაგრამ გაგა ჯიბრით უარესად უჭერდა თითებს გაავებული ბიჭი -უფრო გეტკინება თუ არ მეტყვი! -უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და კიდევუ ფრო მიუჭირა თითები და მარიამს სიმწრისგან ცრემლები გადმოსცვივდა -აქ რა ხდება?-ზურგსუკან მოესმა მარიამს რეზის ხმა და ისე დაიბნა აღარ იცოდა უნდა გახარებოდა თუ უნდა შეშინებოდა, რეზი მათ მიუახლოვდა -ხელი გაუშვი ნაბიჭვარ. -დაუღრიალა გაგას და საყელოში წვდა, გაგამ ინსტიქტირად გაუშვა ხელი მარიამს და რეზის ხელებს დაებღაუჭა, რეზიმ უხეშად მიაგდო მანქანას გაგა და ხელი გაუშვა, მარიამისკენ მიტრიალდა და უბრალოდ გაგიჟდა შეიშალა როცა მის თვალებზე ცრემლები დაინახა, შემდეგ კი თვალი მის ნატკენ მაჯებს ჰკიდა -რეზი გთხოვ-აღმოხდა მარიამს მისი ალეწილი სახის დანახვისთანავე მაგრამ ვერ მოასწრო რეზიმდე მისვლა გაცოფებული ბიჭი გაგას მივარდა -როგორ გაბედე, როგორ გაბედე-დაუღრიალა და თავი ჩაარტყა სახეში, გაგა ტკივილისგან სამად მოკიკეცა და გატეხილ ცხვირზე წაივლო ხელი -მოგკლავ შე ნაბიჭ.არო-დაიღრიალა სიმწრისგან და რეზის მოვარდა, ერთმანეთს ჩააფრინდნენ საყელოში მაგრამ რეზი დაუსხლტა ხელიდან და მუშტი დაარტყა სახეში, გაგას ტუჩი გაუხეთქა მაგრამ არც ის დარჩა ვალში და ისეთი დაარტყა სიმწრისგან რეზის, რომ უარესი დამართა, რეზის ქვედა და ზედა ტუჩი დაუხეთქა და სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა, მარიამმა შეკივლა რეზის შემხედვარემ და მის კივილზე ხალხი შემოეხვიათ გარშემო და ჩხუბის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს -მარიამ კიდევ შევხვდებით-დაიყვირა გაგამ როცა დაინახა მიმავალი გოგონა -შე ნაბიჭვა.ო იცოდე მოგკლავ -დაუღრიალა რეზიმ და კიდევ გაიბრძოლა რომ მისკენ წასულიყო, თუმცა მარიამის დაცვის ოფისის ბიჭებმა აღარ გაუშვეს -გთხოვ დაწყნარდი-ტიროდა მარიამი -ასე ვერაფერს გახდები -უნდა დამემტვრია ის ხელები-თქვა გაბრაზებულმა და პირში დაგუბებული სისხლი გადააფურთხა -წამოდი-მარიამმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ოფისში შეიყვანა -რას აკეთებ?-მართლა დაიბნა რეზი, -უნდა მოგიტაცო-მის უცნაურ რეაქციაზე გაეცინა გოგონას და კიბეებისკენ წაიყვანა რეზი -მისმინე მარიამ არ მინდა ჩემსგამო სამსახურში პრობლემები შეგექმნას-აუხსნა დაბნეულობის მიზეზი რეზიმ -ასე ვერ გაგიშვებ-გაეღიმა გოგონას და ფაქტიურად ძალით აიყვანა კიბეებზე, თავის კაბინეტში შეიყვანა სავარძელძე დასვა და პირველადი დახმარების ყუთი გამოითო კარადიდან, რეზის მიუახლოვდა და ჭრილობის დაუმუშავებს შეუდგა მაშინვე, რეზი ძალიან იყო დაძაბული -ცოტა ფრთხილად-მარიამის ხელს წაატანა ხელი ბიჭმა -ნუ გეშინია არ გატკენ-გაეცინა გოგონას -უკვე მატკინე თან ისე ძალიან რომ იმ ნატკენს არაფერი ეშველება -მარიამი დაიბნა და რეზის გაოცებული მიაჩერდა -ვერ გავიგე-უთხრა გულწრფელად, რეზი ფეხზე წამოდგა მარიამს ჩააცქერდა თვალებში, შემდეგ კი მზერა მის მაჯებზე გადაიტანა -ძალიან გტკივა?-რეზი სულ ოდნავ შეეხო ცივი თითებით მის მაჯებს, მარიამი ძალიან დაიძაბა -არა არც ისე, გამიარა-უთხრა დაბნეულმა გოგონამ და უარესი დაემართა როცა რეზიმ ნიკაპზე მიადო ათრთოლებული თითები და თავი ააწევინა, მარიამმა ინსტიქტურად შეანათა თაფლისფერი თვალები მის მწვანე სფეროებს და წამში უცნაურმა გიჟურმა მუხტმა დაურბინა სხეულში -შენს თვალებზე ცრემლების დანახვა არ შემიძლია-დაიჩურჩულა რეზიმ და მზერა მარიამის თვალებიდან მის მაჯებზე გადაიტანა ისევ -არც ის შემიძლია ავიტანო რომ ვიღაც ტკივილს გაყენებს -რატომ?- თავადაც ვერ მიხვდა რატომ დაუსვა ეს გამომწვევი კითხვა -მგონი იცი რატომაც-გაუღიმა რეზიმ და კვლავ თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას, მარიამს ძალიან შერცხვა თავისი ნათქვამის და თავი დახარა -მარიამ ეგ ნაბიჭვ.რი ვინ იყო? შენგან რა უნდოდა-გაფანტა უხერხული სიჩუმე რეზიმ -გაგაა... მიას შეყვარებული -ყოფილი შეყვარებული-გაუსწორა სიტყვა და მარიამმა ინსტიქტურად ახედა მომღიმარ ბიჭს -ესეიგი ყველაფერი იცი-გაუკვირდა მარიამს -ვიცი-დაეთანხმა რეზი -შენგან რა უნდოდა? -მიას მისამართი აინტერესებდა -როგორც ჩანს ძალიანაა დაინტერესებული, ყოფილის კვალობაზე -შენმა ძმაკაცმა ისეთები უთხრა გააგიჟა ბიჭი, მისი ბრალია მიას რომ დაშორდა გაგა -ჩემი ძმაკაცის?-გაეცინა რეზის გულწრფელად -ეგ იმის ბრალია რომ მათ შორის სიყვარული და ნდობა არ იყო, საერთოდ არაფერი არ იყო -მათი ურთიერთობა ორი წელი გრძლედებოდა, როგორ გგონია საყვარულის გარეშე ეს შესაძლებელია? -მარიამ ნუ ცდილობ ცოტნეს დააბრალო ის რაც მაგ ორს შორის მოხდა... ეს ცოტნეს ბრალი არ იყო, ეგ იმის ბრალი იყო რომ გაგა დარწმუნებული არ იყო მიას ერთგულებაში, ღირსებაში, სიყვარულში და პირველივე შესაძლებლობისთანავე მიატოვა, გგონია საყვარელ ქალზე ასე მარტივად იტყვის შეყვარებული კაცი უარს? გგონია ასე იოლად გადაუსმევს ხაზს შეყვარებული კაცი საყვარელ ქალს? გგონია რომ ასე იოლად დასთმობს? -რეზი მარიამს უყურებდა პირდაპირ თვალებში და გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი სიტყვები მარიამის გრძნობებეზე -შენ მე ათასჯერ მითხარი უარი მაგრამ მაინც აქ ვარ შენს გვერდით და იცი რატომ? იმიტომ რომ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხა და შენზე უარს ასე მარტივად ვერ ვიტყვი -რეზის სიტყვებმა ისე იმოქმედა მარიამზე რომ ადგილზე გაიყინა, ვერ იჯერებდა რომ ახლა ამ წამს მან სიყვარული აუხსნა, რომ ასე მოულოდნელად გამოუტყდა გრძნობებში, რეზი ძალიან დაიძაბა და მარიამს ჩააცქერდა ამღვრეული თვალებით -მე ვიბრძოლებ, შენი სიყვარულისთვის იქამდე ვიბრძოლებ სანამ ჩემი არ გახდები, გესმის მარიამ? -გოგონას ცრემლები მოეძალა და თავი დახარა, რეზის რაღაცის თქმა უნდოდ მაგრამ გადაიფიქრა და გარეთ გავარდა გაბრაზებული. ცოტნემ მიას გაუწოდა ტელეფონი რომელიც დილიდან გაბუსული იჯდა დივანზე და მის არცერთ კითხვას არ პასუხობდა -თუ გინდა დარეკე- მიამ ახედა ამღვრეული თვალებით და გამოართვა ტელეფონი -მალე წაგიყვან სახლში ნუ ღელავ-უთხრა ჩავარდნილი ხმით და გარეთ გავიდა. მიამ მაშინვე მაკას დაურეკა და რომ არ უპასუხა ხელახლა დაურეკა მაგრამ მაკა ჯიუტად არ პასუხობდა და ძალიან შეეშინდა, შემდეგ მანანას დაურეკა და არც მან რომარ უპასუხა ძალიან დაიძაბა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყელში ხელი წაუჭირეს და ახრჩობენო, ადგა და გარეთ გავარდა, ღრმად შეისუნთქა მთის ცივი ჰაერი -რამე მოხდა?-დაიძაბა ცოტნე მიას შემხედვარე -არ მპასუხობენ, არცერთი არ იღებს ტელეფონს -დამშვიდდი ნუ გეშინია-ცოტნე მიას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -ცუდი არაფერი მოხდება -ძალიან მეშინია-მიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოეძალა, ცოტნემ ვერ გაუძლო მის ტანჯვას და გულში ჩაიკრა, მია ისე იყო შეშინებული და დაძაბული რომ ცოტნეზე ფიქრის თავი არ ჰქონდა, შესაბამისად წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის, პირიქით რაღაც სასიამოვნო მოხტმა დაურბინა მთელს სხეულში როცა ცოტნემ გულში ჩაიკრა, ორივე შეკრთა როცა ტელეფონმა დარეკა, მია მაშინვე მოშორდა ცოტნეს და ნომერს დააკვირდა, ისე შეეშინდა მაკას ნომერი რომ დაინახა ეკრანზე რომ ხელები აუკანკალდა და ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, ცოტნემ გამოართავატელეფონი უპასუხა და ხმამაღალზე ჩართო -მია დე-გაისმა მაკას ნამტირალევი ხმა, მია ისე დაიძაბა რომ ხმას ვერ იღებდა -მია?-შეშინდა მაკა -დედა-მოიკრიბა უკანასკნელი ძალა მიამ და ხმა ამოიღო -დედა მთელი ღამე ანას ოპერაციას უკეთებდნენ და ახლახან დაამთავრეს, კარგადაა ანა, გესმის მია? ანამ ოპერაცია გადაიტანა -მიამ ცოტნეს შეხედა და ბედნიერებისგან ცრემლები გადმოსცვივდა -დედა ეს სიმართლეა? მართლა კარგადაა?-ტიროდა მია -კარგადაა შვილო კარგად-მაკა ისეთი ბესნიერი იყო რომ ძლივს ახერხებდა ლაპარაკს -რატომ არ მითხარი რომ ამ ღამეს უკეთებდნენ დედა -არ მინდოდა გენერვიულა შვილო-ტიროდა მაკა -მინდოდა დამერეკა და პირდაპირ ეს მეთქვა შენთვის, წამითაც არ დამიშვია რომ სხვა რამეს გეტყოდი -დედა ისეთი ბედნიერი ვარ რომ ასე მგონია შევიშლები, არ მჯერა რომ ამას მეუბნები -ექიმი მეძახის და მერე დაგირეკავ დედიკო მიყვარხარ-უთხრა აჩქარებით მაკამ და გაუთიშა, მიამ ტელეფონი ცოტნეს გაუწოდა -ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა-გაუღიმა ცოტნემ მიას -ტელეფონი კი შენ გქონდეს, შეიძლება დაგირეკოს ისევ -კარგი-უთხრა და დაფრთხა როცა ისევ დარეკა ტელეფონმა, რომ დახედა ეკრანს გაღიზიანდა და ცოტნეს გაუწოდა -რეზი გირეკავს, მან გამოართავა და სწრაფად უპასუხა -ცოტნე უკან უნდა დაბრუნდეთ სასწრაფოთ -მოხდა რამე? -დღეს გაგასთან ვიჩხუბე-აჩქარებით ელაპარაკებოდა რეზი -გაგა?-გაოცდა ცოტნე, მის წამოძახილზე მია დაიძაბა და ცოტნეს მიაპყრო ცივი თვალები -მარიამს დაუხვდა ოფისთან და მიას მისამართს სთხოვდა -მერე?- დაიძაბა ცოტნეც -ვიჩხუბეთ, მარიამი მაჯებით ჰყავდა დაჭერილი და აიძულებდა ეთქვა მიას მისამართი, წასვლისას დაემიქრა მაინც გათქმევინებო -ეგ ნაბიჭვ.რი-გაბრაზდა ცოტნე ტელეფონი გათიშა და მიას ჩაავლო ხელი, კიბეები ჩაარბენინა და მანქანასთან მიიყვანა, მანქანის კარი გაუღო, მია ჩაჯდა ხმის ამოუღებლად, ცოტნე საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა -შეიძლება გკითხო რა მოხდა?-შეხედა ცოტნეს დაძაბულმა გოგონამ -შენი ყოფილი მარიამს დაუხვდა სამსახურში და რეზისთან იჩხუბა -რაა?-გაოცდა მია -ეხლა მასთან მივალთ, მე დაველაპარაკები და შენ ყველაფერზე დამეთანხმები გასაგებია? -რის თქმას აპირებ? -გაბრაზდა მია -შენი აზრით?-გაეცინა ცოტნეს -იმის არა რასაც შენ ფიქრობ -შენ რაიცი მე რას ვფიქრობ-თან გაბრაზდა თან გაეცინა მიას -მია, გაგა შენს ცხოვრებაში ვეღარ დაბრუნდება! ჯერ ერთი იმიტო რომ მე არ მივცემ ამის უფლებას და მეორე, რომ გაიგოს რაც მოხდა, საშინელება მოხდება ჩვენ ორს შორის, იმედია ხვდები... -როცა შენთან მოვედი უკვე ვიცოდი რომ ავტომატურად გაგა უნდა ამომეშალა ჩემი ცხოვრებიდან ნუ ღელავ, მან რომ გაიგოს რაც ჩავიდინე არასოდეს მაპატიებს!-მიას ცრემლები მოაწვა -გაპატიოს? რაუნდა გაპატიოს მაგ სირმ. -იყვირა ცოტნემ -რაღაც სისულელეები ვუთხარი და მაშინვე დაიჯერა, მიგატოვა, ზურგი გაქცია, დაიჯერა რომ ორ კაცს ერთად გვაბავდი, რომ ასეთი სულმდაბალი ხარ, ასეთი საშინელი ადამიანი... მაშინვე მიგატოვა და შეგეშვა...წავიდა, დაგტოვა! რომ ასე არ მოგქცეოდა შენ ჩემთან არ მოხვიდოდი! ვიცი არ მოხვიდოდი!-იყვირა ისევ ცოტნემ -რომ უყვარდე ასე მარტივად უარს არ იტყოდა შენზე, მას მიზეზი სჭირდებოდა შენგან წასასვლელად და ეს მიზეზი მივეცი სულ ესაა თქვენი უაზრო სიყვარულის ისტორია -მე შენთან ფულისგამო მოვედი-ხმა აუკანკალდა მიას -ეს არ ნიშნავს იმას ეომ სულმდაბალი ვარ? არ ნიშნავს იმას რომ უღირსი ვარ? სწორედაც რომ ასეა და გაგა მართალია! მე საშინელი ადამიანი ვარ -მია შენ ასე ანას გადასარჩენად მოიქეცი, თან მას მერე რაც მაგ სირმ. მიგატოვა, და თან იმიტომ რომ მე სზვა გზა არ დაგიტოვე! გესმის მია? ამ ყველაფერში ერთადერთი მართალი და უდანაშაულო ადამინი შენ ხარ!-შეხედა ცოტნემ თვალცრემლიან გოგონას და ნიკაპზე აკრა ხელი -იმ . გამო ცრემლებს ნუ ღვრი თორემ გეფიცები ყველა ძვალს დავამტვრევ სათითაოდ-ეს ისე სერიოზულად უთხრა რომ მიამ გაბედა და შეხედა -არ გაბედო და არ შეეხო, არაფერი დაუშავო, ისედაც ცხოვრება მოვუწამლე -მია მისგამო თავს ნუ იდანაშაულებთქო, არ უნდა მიეტოვებინე! შესაბამისად არ დაგკარგავდა. გაგას მიას დანახვამ გული საშინლად ატკინა, მის გვერდით ცოტნეს დანახვამ კი საერთოდ დაანგრია, მარტივად აუხსნა ცოტნემ რომ მია უყვარს, მისგამო ყველაფერს გააკეთებს და უფლებას არ მისცემს რომ მათშორის სხვა ვინმე ჩადგეს, ისიც უთხრა რომ გაასულელა, მოატყუა და მასსა და მიას შორის არაფერი არ ყოფილა იქამდე სანამ გაგამ თავად არ მიატოვა მია. მიას ცხოვრებაში გაგა აღარ გამოჩენილა, ამაზე ცოტნემ პირადად და ზედეტადაც კი იზრუნა... მიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ანას ელაპარაკა, ის და მარიამი ერთად ტიროდნენ სიხარულისგან. მაკა ყოველდღე სასიამოვნო ახალ ამბებს უყვებოდა მიას, უამბობდა თუ როგორი ბედნიერი იყო ანა სიცოცხლის ყოველი წუთით და როგორ მოუთმენლად ელოდა საქართველოში დაბრუნებას, როგორი რთული იყო ეს პერიოდი ანასთვის და მაინც როგორი ბედნიერი იყო რომ ცოცხალი იყო... მია ისეთი ბედნიერი იყო იმით რომ ანა გადარჩა და კარგად იყო რომ ნელნელა მის სულში არსებული ჭრილობებიც შეხორცდა, ნელნელა საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობაც განელდა. დავითს ძალიან გაუკვირდა როცა კახას საქმეზე შეხვედრა სრულიად უცნობმა ადამიანმა სთხოვა და დახმარებასაც დაჰპირდა, რა აღარ იფიქრა, ჯერ ეგონა რომ მისი დაშინება უნდოდათ ამ საქმით დაინტერესებულ პირებს, მერე იფიქრა უნდათ ინფორმაცია გამომტყუონო, ისიც იფიქრა არასწორ კვალზე უნდათ დამაყენონო, მაგრამ შეხვედრაზე მაინც წავიდა და გაოცდა როცა უცნობმა ვინაობა უპრობლემოდ გაუმხილა და ისიც უთხრა რომ მას მხოლოდ მიას დახმარება სურდა. -იცით ეს საქმე ძალიან ჩახლართულია და ასე მარტივად ვერ ვენდობი ვერავის-გულწრფელად უთხრა დავითმა -მესმის და თქვენი უნდობლობა არ მწყინს, არც არაფერს ვითხოვ თქვენგან მხოლოდ ის მითხარით თუ არსებობს რაღაც ისეთი რასაც შეუძლია კახა გაამართლოს, მტკიცებულება ან მოწმე და თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ... მე შესაძლებლობა მაქვს რომ ეს მოწმე ან მტკიცებულება თქვენამდე მოვიტანო -რატომ ხართ დაინტერესებული ამ საქმით? ან როგორ შეძლებთ იმის გაკეთებას რაზეც მე ხელი ვერ მიმიწვდება? -მეგობარმა მთხოვა რომ დავხმარებოდი... მიას გამო...ხომ ხვდებით -გაეცინა სათვალიან მამაკაცს -არის ერთი მოწმე რომლის ცრუ ჩვენებაზეა აწყობილი მთელი ეს საქმე -რატომ თვლით რომ ცრუ მოწმეა?-დაინტერესდა კაცი -იმიტომ რომ მის გარდა არავის არაფერი დაუნახავს არავის არაფერი გაუგია, მითუმეტეს რომ იმ გარჩევასა და ჩხუბში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა -ესეიგი ფიქრობთ რომ იტყუება -ის ადამიანი სასამართლოზე გამოცხადდა მოულოდნელად, რაღაც სისულელეები ილაპარაკა, ისე ილაპარაკა რომ მისი ჩვენების საფუძველზე უფრო დატოვა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე არსებული მტკიცებულებების, მართალია ისედაც ველოდი რომ გირაოთი არ გამოუშვებდნენ, მაგრამ იმ ადამიანის ჩვენებამ ყველაფერირი გაართულა. უცნაური ისაა რომ ეს ადამიანი დღემდე ვერ ვიპოვე, მინდა რომ კითხვები დავუსვა საქმის მთავარ მოწმეს მაგრამ ის აორთქლდა, ვერაფრით ვერ მივაგენი მის კვალს, მის მითითებულ მისამართზე მისი ძმა ცხოვრობს და ამბობს რომ წლებია არ ელაპარაკება ძმას და წარმოდგენა არ აქვს სად შეიძლება იყოს ეხლა. -ხვალვე მოგიყვანთ ამ ადამიანს-უთხრა ადვოკატს სათვალიანმა მამაკაცმა და ეჭვებში მყოფ დათოს გაუღიმა -ნუ ღელავთ აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ დაგეხმაროთ... ბევრი ილაპარაკეს და საბოლოოდ დაარწმუნა აკაკიმ რომ მას მხოლოდ დავითის და კახას დახმარება სურდა, მიას გამო, სხვა ინტერესი არ ჰქონდა ამ საქმის მიმართ. დათოს ეჭვები მაშინ გაიფანტა როცა მეორე დღესვე მიუყვანა სათვალიანმა მამაკაცმა, კახას საქმის მთავარი ცრუ მოწმე -როგორ იპოვეთ? ეს ხომ წარმოუდგენელია -ჩემთვის ასეთი საქმეები ყოველდღიურობის ნაწილია გაეცინა კაცს -შეგიძლიათ კიდევ გამოწიოთ დახმარება? -ნებისმიერი სახის-გაეცინა აკაკის -მგონია რომ ამ კაცს ფული გადაუხადეს იმ ჩვენების მიჩემაში -ეგ საქმე უკვე მოვაგვარე ბატონო დავით-აკაკიმ საბუთები გაუწოდა-აქაა იმ ბანკების სია სადაც სასამართლო პროცესისი მეორე დღეს ამ კრტინმა ფული შეიტანა -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ-დათო სიხარულს ვერ მალავდა -თუ რამეში დაგჭირდეთ ჩემი დახმარება არ მოგერიდოთ, მე ხელი მიმიწვდება იქ სადაც ადვოკატებისთვის წარმოუდგენელია შეღწევა, მითუმეტეს ინფორმაციის მიღება -პოლიციელი ხართ?-დათო ძალიან დაინტერესდა ვინ იყო აკაკი და როგორ შეძლო იმ პრობლემის მოგვარება ერთ ღამეში რასაც მთელი ამდენი დრო შეალია თავად და ვერაფერს გახდა -შეიძლება ასეც ითქვას-გაეცინა აკაკის -მალე სასამართლო პროცესი გაიმართება იმედია შევძლებ დავამტკიცო რომ კახა უდანაშაულოა -ამ ნაბიჭვ.რს უკვე დაველაპარაკე საჭირო ენაზე ბატონი დავით ტყუილს ვეღარ იტყვის... თუ იტყვის იცის რაც მოხდება -აკაკიმ მანქანაში მჯდომ დაფეთებულ ჩია კაცს გახედა. მიას ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ახალი სამსახური იპოვა, უჭირდა ძალიან და იძულებული იყო ემუშავა, ქირის გადასახადიც ახლოვდებოდა და იძულებული გახდა მეორე სამსახურიც მოეძებნა, მარიამთან მუშაობაზე სასტიკი უარი განაცხადა რადგან ვერ ერკვეოდა ამ საქმეში. ცოტნეს და ნინის რათქმაუნდა არ დასთანხმდა მათთან მუშაობაზე და ასე წვალებით იპოვა მეორე სამსახური, ყოველდღიური ანაზღაურებით. ცოტნე ყველანაირად ცდილობდა მასთან დაახლოვებას მაგრამ მია უფლებას არ აძლევდა, მუდამ გაურბოდა მასთან შეხვედრას და საუბარს, ცოტნე კი დაუღალავად ყოველდილით მისი კორპუსის წინ იდგა და ელოდა რომ ენახა მაინც და ერთი ორი სიტყვის თქმა მოესწრო მისთვის. მია მოუთმენლად ელოდა კახას სასამართლო პროცეს და ძალიან გული დაწყდა დავითმა რომ დაურეკა და უთხრა გადაიდოო, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდაო, ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ათი ოქტომბერი და აი გადაიდო პროცესი, ძალიან გული დაწყდა და განიცადა, მითუმეტეს დავითმა წესიერად არ აუხსნა რა მოხდა რის გამო გახდა საჭირო პროცესისი გადადება. იმ დღეს ძალიან უჟმურ ხასიათზე იყო მია, სამსახურშიც საყვედურები მიიღო უფროსისგან, რადგან მომხმარებლების ჩანთები აერია და ერთმანეთის გაატანა, საფასურიც შეცდომით გადაახდევინა და ორივე ქალი ერთი საათი ჩხუბობდა ამ უმსგავსობაზე... მია ძალიან განერვიულებული დაბრუნდა სამსახურიდან და უარესად განერვიულდა როცა ცოტნე დაინახა კორპუსი წინ -აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით -არაფერი ეშველება შენს სიქაჯეს ხო?-გაეცინა ბიჭს -თავი დამანებე-მიამ გვერდის ავლა სცადა მაგრამ ცოტნე წინ გადაუდგა და წასვლის ნება არ მისცა -მია მინდა რომ ჩემს მანქნაში ჩაჯდე-უთხრა პირდაპირ და მიას გაგიჟებას დაელოდა -კიდევ რა გინდა?-გაცეცხლდა მია -თუ არ ჩაჯდები შენი ნებით მაშინ მომიწევს ძალით ჩაგტენო-ისე მშვიდად ეუბნება რომ მიას უარესად აგიჟებს -წესიერად მოქცევა კიდევ ვერ ისწავლე ხო?-არ აყვა მის გამოწვევას მია და სცადა მაქსიმალურად მოეთოკა თავი -შენთან სხვაგვარი ურთიერთობა შეუძლებელია -თვალებში ჩააცქერდა ცოტნე მიას -რა იდიოტი ხარ -შენ კი აუტანელი-გაეცინა ცოტნეს მიას მაჯაში წაავლო ხელი და მაქანისაკენ გააქცია -რას აკეთებ გამიშვი იცოდე ვიყვირებ-დაემუქრა მია -მეც ვიყვირებ რომ ეს ლამაზი და გიჟი გოგო ჩემი შეყვარებულიათქო -ნუ სულელობ-გაეცინა მიას -რატომ არ ყვირი?-ცოტნემ მია სხეულზე აიკრო და თვალებში ჩააცქერდა -იცი რომ გაუხარდებათ შენისთანა უჟმურს თუ მოვიტაცებ და მოვაშორებ აქაურობას -და სიცილი დაიწყო მიას ალეწილი სახის შემხედვარემ, შემდეგ მანქანის კარი გააღო და დაბნეული მია ჩასვა, კარი ნაზად მიხურა და მშვიდად მიუჯდა საჭეს. მია მთელი გზა ხმას არ იღებდა, იმის მიუხედავად რომ ინტერესით კვდებოდა სად და რატომ მიყავდა ამ არანორმალურს ხმას მაინც არ იღებდა. -მალე მივალთ-დაარღვია სიჩუმე ცოტნეს მხიარულმა ხმამ -საერთოდ არ მაინტერესებს სად და რატომ მივდივართ -მთავარია იცი რომ არ მოგიტაცბ! რადგან კარგად გიცნობ და იცი რომ შენისთანა უჟმურს არ მოვიტაცებ-სიცილი აუტყდა ცოტნეს -თუ ასეთი აუტანელი ვარ მაშინ რატომ დამდევ უკან? თავს რატომ არ მანებებ?-მაინც ვერ მოითმინა და აყვა მის თამაშს მია -იმიტომ რომ მიყვარხარ-მხრები აიჩეჩა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა აწყვეტილი მანქანა და მიას გახედა კარგახნის დუმილის მერე კი დაამატა -სიყვარული კი ბრმაა -იდიოტო-მიაყვირა მიამ მანქანიდან გადასულ ბიჭს და თავადაც გადავიდა გაბრაზებული და ადგილზე გაიყინა როცა რესტორნის განათებულ ეზოში დაინახა მისკენ მომავალი მომღიმარი კახა -კახა-აღმოხდა მიას და ვრემლები მოეძალა, კახამ მათშორის არსებული მანძილი რამდენიმე წამში დაფარა და მია გულში ჩაიკრა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.