როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 21)
ურთულესი კვირა გამოდგა ნათიას ცხოვრებაში. სად ეძინა, როდის, რა ეცვა და ჭამდა ვერავინ იტყოდა, სასტუმროს ნომერი არც აუღია, მუდმივად საავადმყოფოში იჯდა და მოვლენების განვითარებას ადევნებდა თვალს. ამჯერად დაფინანსების ნერვიულობა შეეძლო გვერდით გადაედო და მთლიანად გიორგიზე ეფიქრა. -როგორაა?_მესამე ოპერაციიდან გამოყავდათ ბიჭი. -არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება_თვალი ჩაუკრა ექიმმა და თავი დაუქნია. -ღმერთო ჩემო, მართლა? ანუ საფრთხემ ჩიარა?_წამში წამოუვიდა ცრემლები ნათიას და სახეზე ხელები აიფარა. -დიახ, ორგანოების გვეშინოდა,მაგრამ გაუძლო და მოგვცა საშუალება გვემოქმედა. ძლიერი ბიჭია_თავი დაუკრა გაღიმებულმა ატირებულ გოგოს და აზრზე მოსასვლელად დატოვა. რამდენიმე საათში უკვე პალატაში ეჯდა თავთან და ლამის ოცნებად ექცა გამოღვიძებული ენახა. -იცი როგორ გვანერვიულე ყველა? ნინია ყოველ ნახევარ საათში რეკავს, ჩემ ეჭვებს გაგანდობ, იმ დღეს ისე ჩურჩულებდნენ ორივე ცოლ-ქმარი მგონი ორსულადაა, უბრალოდ შენს გამო ჯერ არ ამხელს ალბათ, წარმოგიდგენია? მალე პაწაწუნა ეყოლებათ და ჩვენ ბიცოლა და ბიძია გავხდებით, რომ დამირეკავს სადღას ათ წუთში უწევს აუცილებლად ვკითხავ_გაეცინა გოგოს, -რა ლამაზი ბავშვი იქნება_ოცნებებში დაიკარგა წამში. -ჩვენი.. უ..ფრო. ლა...მაზი იქნება_ძლივს გაიგონა სიმწრით ამობუტბუტებული რამდენიმე სიტყვა და ბრინჯივით წამში დაიბნა. ვერაფრით მიხვდა რა უნდა ექნა იმ წუთას. -შენ ახლა ხმა ამოიღე? მიდი კიდევ თქვი რამე საყვარელო, გთხოვ ჩემი ხათრით_ლოყებზე მოუსვა ხელები -მი..ყვა....რხარ_ისევ ძლივს ამოისუნთქა და ხელზე ხელი მოუჭირა -არ მომჩვენებია_სიხარულის ცრემლები წამოუვიდა გოგოს და მაშინვე ფეხზე წამოვარდა -ექიმოოო_მთელი ხმით გაყვიროდა დერეფანში და გაბრწყინებული დახვდა შემოსულ თეთრ ხალათიანს. -ეღვიძა, რამდენიმე სიტყვა მითხრა, ხელი მომიწჭირა_ბიჭისკენ დახრილს უყვებოდა ემოციებით. -დარწმუნებული ხართ, რომ არ მოგეჩვენათ? ხომ არ ჩაგეძინათ? -რა თქმა უნდა არა, გითხარით რამდენიმე სიტყვა მითხრა, მის დიშვილზე ვუყვებოდი და მიპასუხა. -ძალიან კარგი, მეორედ თუ ასე მოხდა ღილაკით გამოგვიძაღეთ და ეცადეთ ჩვენს მოსვლამდე ფხიზლად იყოს._იმედგაცრუებულმა დახედა პაციენტს და პალატის კარი გაიხურა. მაშინვე ჩაუქვრა თვალები როცა ექიმის ასეთი დამოკიდებულება იგრძნო. თვითონ ხომ იცოდა, რომ არაფერი მოჩვენებია? -არაუშავს,მალე ისევ გაახელ თვალებს და დაიჯერებენ, რომ არ გავგიჟებულვარ. სხვათაშორის ჩვენ ქორწილზე ვფიქრობდი, ნინის იასამნისფერი კაბა უნდა ჩავაცვა, რატომღაც ძალიან მომწონს , თაიგული რაც შეიძლება ფერადი უნდა იყოს, _თავი დადო ლოგინზე ბიჭის ხელთან ახლოს და ისე განაგრძო ლაპარაკი,-რა თქმა უნდა გულ ამოღებულს შეიკერავს და შანს არ გამოტოვებს თავისი ლამაზი და სექსუალური მკერდი თავზე რომ არ დაგვაფინოს, იმედია შენი მეგობრები საღ აზრს შეინარჩუნებენ_სიცილით განაგრძო და ვერც კი მიხვდა ამ ლაპარაკში როგორ ჩაეძინა. ისეთი მსუბუქი იყო სიზმარში ყველაფერი, თითქოს ის დიდი სიმძიმე, რაც ამდენი კვირის მანძილზე ზურგზე აწვებოდა გამქრალიყო. ბიჭს თავი მის კალთაში ჩაედო და ბედნიერი შმეოცქეროდა. იმდენად ქონდა სიმსუბუქის შეგრძნება ნათიას დავიწყებული ცრემლები წამოუვიდა. -ნუ ტირი პატარავ_გულით ცდილობდა გიორგი გოგოს დამშვიდებას. -დავიღალე საყვარელო, ვგრძნობ, რომ მეტს ვეღარ ვუძლებ, შენ მჭირდები, _ქვითინში გადაუვიდა ტირილი. -სულ ცოტაც საყვარელო, სულ ცოტაც_თითქოს უკვე შორიდან ესმოდა ბიჭის ხმა და რაღაცა გამოფხიზლებას აიძულებდა. -ცოტა ხანს კიდევ დარჩი_უკვე ხმამაღლა წაიბუტბუტა და თავიდან ის გამაღიზიანებელი ხელი მოიშორა, რომელმაც გამოფხიზლება აიძულა. წამებში დაფიქრდა ვისი შეიძლებოდა ეს ხელი ყოფილიყო და სრულად თვალ გახელილ გიორგის გახედა. -ღმერთო ოღონდ მეღვიძოს_მაშინვე ექთნის გამოსაძახებელ ღილაკს მიაჭირა თითი. -გიორგი, ჩემი გესმის?_სახეზე მიეფერა ბიჭს და მანაც წამში დახუჭა თვალები. -არა ყმაწვილო, აბა ისევ გაახილე, იმ ექიმს ახლა ორმაგად გიჟი ვეგონები, ღმერთო მართლა გღვიძავს_აცრემლებული თვალებით დახედა საქმროს. -ნახეთ არ მომჩვენებია_შემოსულ ექთან დაუძახა ბედნიერმა და ისიც ექიმის დასაძახებლად გაბრუნდა. -ძალიან მიყვარხარ, ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი_სახეზე მოეფერა ბიჭს და მანაც საცოდავად გაუღიმა ნახევარი სახით. -რამე გითხრათ?_მალევე შემოვიდა ექიმიც -წინა გამოფხიზლებისას კი, ახლა არა_ადგილი დათმო ნათიამ. ექიმმაც წამში შეუმოწმა გუგები, პულსი და ზემოდან დახედა. -გესმით ჩემი? რამე გტკივათ?_ინგლისურად მიმართა პაციენტს -უთხარი, რომ მუშებს ინგლისურის სპეციალური კურსი არ გაუვლიათ_სვენებ სვენებით ამოილაპარაკა და ნათიას გადახედა. ექიმმაც მას გამოხედა -ამბობს, რომ ლაპარაკი შეუძლია, უბრალოდ ინგლისური არ იცის_ბედნიერი მიუახლოვდა საწოლს ნათია. -კითხეთ რას გრძნობს, თუ ტკივა რაიმე? -რას ვგრძნობ? სასწაულად მომენატრა შენი ტუჩები, სიამოვნებით რომ დავკოცნიდი და მერე მთელი გულით ჩაგეხუტებოდი_ისევ თვალები დახუჭა ბიჭმა, თითქოს ოცნებაში გადაეშვაო -გიორგი, სირცხვილია გელოდება_აწითლებულმა აარიდა ნათიამ ექიმს თვალი,მანაც ოდნავ ჩაახველა თითქოს ყველაფერს მიხვდაო. როგორც იქნა გიორგი ცოტათი აალაპარაკეს და რამდენიმე წუთში ისევ ჩაიძინა, ნათია ექიმს გაყვა უკან დერეფანში რომ მშვიდად საუბარი შეძლებოდათ. -მომილოცავს, ყველაძე უარესი უკანმოვიტოვეთ_გაღიმებულმა დაუქნია თავი აღელვებულ გოგოს. -დიდი მადლობა_პირზე ხელები აიფარა ნათიამ. -მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთავარიც ეს იყო, ახლა ისღა დაგვრჩენია გამაყუჩებლების მიღება ნელნელა შევუმციროთ და მეორე მთავარი ეტაპი დავიწყოთ_ამოიხვნეშა კაცმა. -რა ეტაპი? -უნდა გავიგოთ თუ დარჩა ისეთი კიდური, რომელშიც მგრძნობელობა დაკარგა_თავი დაუქნია კაცმა და გაშეშებული ნათია პალატასთან დატოვა. -ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად უნდა იყოს_თვალები დახუჭა გოგომ და თითქოს საკუთარი თავის დასამშვიდებლად ჩაილაპარაკა. ---------- მაპატიეთ, ვიცი პატარაა მაგრამ რატომღაც ჩემს მუზას რაღაც მოუვიდა და ეს ორი დღეა საერთოდ გაქრა :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.