შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (7)


19-10-2020, 04:34
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 8 999

ოთახში შევედი თუ არა მალევე მივხვდი რომ ამ წამს მართლა გადავრჩი.
მაგრამ ვინ იყო ის ბიჭი ან რატომ დამეხმარა ახლაც კი ვერ ვხვდები!
დღეს იმდენი რაღაც მოხდა,ყველაფრის მიუხედავად გაოცებული ვარ!
ივანმა გაადამარჩინა,ვიღაც უცხო ბიჭმა მაიძულა ოთახი არ დამეტოვებინა ,რათა ფრედერიკს არ დაეშავებინა ჩემთვის რამე,რაც ძაალიან კეთილშობილური საქციელია.
ის ადამიანია ,ადამიანი კი აქ არაა თუ ის ფრედერიკს არ ეკუთნის!
ანუ მან ფრედერიკის ბრძანება ჩემს გამო არ შეასრულა და ამით დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი!
ეს რატომ გააკეთა ჩემთვის?
ნეტავი ვინნა და საიდან იცის ჩემმი სახელი.
აჰ,ბოლო შემთხვევამ საერთოდ დააგვირგვინა ეს დღე!
ფრედერიკმა ჩემმი დამშვიდება სცადა!
მასში გეფიცებით ცოტახანს ადამიანიც კი დავინახე,მაგრამ ერთი არასწორი მოძრაობა და მორჩა!
მე თავის დაცვა ვცადე,არ მინდოდა გრძნობები გასჩენოდა ჩემს მიმართ,მაგრამ ამით ყველაფერი გაავაუარესე!
ის ისევ ვერ მიტანს,მისი პატარა ადამიანური ნაწილი კი სადღაც გაქრა!
ის თავისი ცივი ,ბნელი და ცარიელი თვალები კი ისევ დააბრუნდა .
არ ვიცი რატომ გაბრაზდა ასე,მე ხომ ისედაც სულ ვაგრძნობინებ რომ მისი მეშინია და მძულს,განა ეს მან არ იცოდა?
რამ გააკვირვა ესე?
ჯანდაბა,უკვე ისე დავიღალე ყველაფრით,ვინ იცის აქ სადამდე მომიწევს ყოფნა!
გარეთ ვერ გავალ მე კი ძაალიან მინდა რაინას ნახვა,იმის მიუხედავად რომ მითხრეს მისი მდგომარეობა,მაინც ჩემმი თვალით მინდა ის ვიხილო!
მასზე ძაალიან ვნერვიულობ.

დღე 1:
აი ასე გაირბინა ერთმა დღემ ამ მოსაწყენ და საშინელ ოთახში!
აქ ისეთი სიბნელეა სულ ,გინდაც სითბო იყოს მაინც შინაგანად გცივა.
რას ვაკეთებდი მე?
არც კი ვიცი,ხან რით გამყავდა დრო და ხანაც რით!
უმეტესწილად მეძინა,მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ სიზმრებს საერთოდ ვეღარ ვნახულობ!
ფრედერიკმა ესეც წამართვა რომ ცოტახანს რეალობას გავქცეოდი,ის ასე სასტიკად მსჯის მე.

დღე 5:
უკვე ძაალიან მომბეზრდა ოთახში
აქეთ-იქით ბოდიალი და ძილი,ეს ფიქრებიც კი არ მასვენებენ და არ მშორდებიან,თუ ერთხელ დავიწყე ტირილით ვასრულებ.
უკვე სერიოზულ დეპრესიაში გაადამეზარდა ეს მარტოობა!
თავს ძაალიან მარტოსულად ვგრძნობ,ჩემთან რატომ არავინ არ მოდის?

დღე 16:
დღეს დილით გაანსხვავებული საჭმელი დამხვდა.
ხო ,ამასაც არ მოველოდი ,ეს საშინელება იყო ,მე ამ საჭმელზე ალერგიული ვარ,ამას ფრედერიკი სპეციალურად აკეთებს?
კინაღამ მოვკვდი ,კიდევ კარგი დროულად გადმოვყარე პირიდან!
ყოველ დილით საჭმელი მხვდებოდა და მიხაროდა ,რადგან ეს უკვე რაღაცას ნიშნავს ,მაგალითად იმას რომ ჩემს შიმშილობას არ აპირებს ფრედერიკი!
მაგრამ დღეს ამ საქციელით სააპირისპირო დაამიმტკიცა.
კი ,მაგრამ აქ სადამდე აპირებს ჩემს დატოვებას?

დღე 27:
დღეს ყელში ამომივიდა ყველაფერი და იმის მიუხედავად რომ ძაალიან მეშინია მის წინააღმდეგ წასვლა,კარის გაღება ვცადე!
მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს კარიც ჩამიკეტეს.
ამ ოთახს არც ფანჯარა აქვს ,ფერებიც ისეთი მუქია ,სიბნელეა და მხოლოდ სანთელით ვანათებ აქაურობას...გაგიჟების პირას ვარ!!
ეს გინდა ფრედერიკ?!
გინდა გავგიჟდე?!
გინდა შეშლილივით დავიწყო ყვირილი და შეგევედრო რომ აქედან გამოვიდე?!
მე ისედაც შენი ტყვე ვარ,ეს არაა საკმარისი?
მომეცი ნება სინათლე მაინც დავინახო და ვინმეს დააველაპარაკო!

დღე 30:
რაინა..შენ მაინც რატომ არ მოდიხარ ჩემს სანახავად,ასე შეგაშინა ფრედერიკმა?
ან იქნებ მე გაწყენინე რომ ვერ დაგეხმარე დროულად.
გთხოვ მითხარი რატომ არ მოდიხარ ჩემთან?
ვინმე,ვინმე...გთხოვთ ,ვინმე მოდით და უბრალოდ გამარჯობა მითხარით,ესეც კი საკმარისია.
თავს ისე მარტოსულად ვგრძნობ,ჩემსს თავს ველაპარაკები უკვე,შეშლილს ვგავარ!
ყოველდღე ერთი და იგივე !
-ერთი და იგივე!
უეცრად ამდენიხნის გაჩუმებულმა ხმა ამოვიღე და ჩუმად ჩავიბუტბუტე,შემდეგ კი ცრემლიანი თვალები ამ საზიზღარ ოთახს მოვავლე.
-ერთი და იგივე!
უკვე ვიყვირე და კედელს მთელი ძალით დავარტყი მუშტი.
მორჩა ეს იყო ბოლო წვეთი ჩემმი მოთმინებისა!
-ეს დაწყევლილი კედლები!
ყვირილს მეტად და მეტად ვუმატებდი ,გარშემო კი ყველაფერს ვანადგურებდი!
-ეს დაწყევლილი საწოლი!
გული მერეოდა ყველაფერზე,სიძულვილს და მრისხანებას დავებრმავებინე,მძულდა ყოველი კუთხე ,ყოველი კუნჭული,ყოველი ნივთი და ჰაერიც კი ამ ოთახში!
განა ეს ჰაერია?! ვერ ვსუნთქავ!
ვერ ვსუნთქავ!
-ეს დაწყევლილი კარები!
უკვე კარს მივუახლოვდი და გაცეცხლებულმა დავუწყე წიხლების და მუშტების რტყმა !
-მძულს აქაურობა,მძულს!
მძულს!
უკვე ხმა მეტად და მეტად მიწყდებოდა,ისე რომ უკვე გაურკვევლად ვყიროდი ბოლო ხმაზე სიტყვებს,სულის და გულის ამოვარდნამდე!
უკვე სუნთქვაც მიჭირდა,გული კი ჩემს მკერდზე მთელი ძალით აკაკუნებდა!
-გამომიშვით!
გამომიშვით ამ ჯოჯოხეთიდან!
გამიღეთ კარი გთხოვთ!
გამიღეთ ეს დაწყევლილი კარი!
გული არ გაქვთ!? გული არ გაქვთ !
ნაბიჭვრებო !
ფრედერიკ რატომ გამაცოცხლე თუ ისევ მომკლავდი?!
რატომ ამომიყვანე კუბოდან თუ უარეს ადგილას გამომკეტავდი!
მითხარი!
უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა,რადგან კონტროლი მთლიანად მქონდა ჩემს თავზე დაკარგული.
აღარც შიში,აღარც იმედი,აღარც გრძნობები,აღარაფერი!
საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი!
ეს უნდოდა ფრედერიკს...სწორედ ეს უნდოდა!
უნდოდა გავეგიჟებინე ,უნდოდა ცივ უგრძნობ ადამიანად ვექციე!
უნდოდა რომ ყველანაირი იმედი დამკარგვოდა!
არარაობად მაქცია!
არარაობად!
ის უნდოდა მეგრძნო,რასაც ის გრძნობს!
უნდოდა გამომეცადა რას ნიშნვდა მარტობაა!
დამპალი ნაგავი.
-ფრედერიკ,გესმის ჩემმი?!
უბრალოდ მოდი და პირისპირ დამელაპარაკე,მითხარი რა დავაშავე!
მითხარი რომ გამოვასწორო.
გთხოვ,დავიღალე!
დავიღალე გესმის?
დავიღალე.
უკვე ვედრებაზე გაადავედი და ბოლოს ყვირილითაც რომ დავიღალე ბოლო ხმაზე ავტირდი და კართან ჩავიკეცე.
ისეთი სუსტად ვგრძნობდი თავს,ისეთი სიცარიელე იყო ჩემში,მარტოსული და დაკარგული ვიყავი!
სიკვდილს ვნატრობდი და იმის უფლებასაც არ მაძლევდა არაკაცი ფრედერიკი!
მთელი გულით მოვსთქვავდი და ვერა და ვერ ვწყვეტდი ტირილს,მგონი იმდენი ვიტირე რომ ცხოვრებაში ამდენი არ მიტირია არასოდეს!
მაგრამ უეცრად კარის იქიდან ხმა რომ მომესმა სასწრაფოთ ტირილი შევწყვიტე და ფეხზე წამოვდექი .
იმდენიხანია უკვე ამ წამს ველი,წამს როდესაც ეს კარი გაიღება და აი გაიღო კიდეც კარი !
არც შემიხედავს ვინ იყო ან რა იყო ,ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ამ ოთახიდან გასვლა იყო,ხოდა ასეც მოვიქეცი და პირდაპირ კარისაკენ გავიქეცი!
გაძრომა ვცადე ,მაგრამ მე სულელმა ისიც ვერ გავიააზრე რომ ესე ადვილად არავინ არ გამიშვებდა ,მაგრამ იმდენად მინდოდა აქედან გასვლა ,იმდენად დაამაბრმავა ამ სურვილმა,ვერ გავთვალე ეს და რა თქმა უნდა კარში იმ წამსვე დამიჭირა მამაკაცმა ,რომელიც არც კი ვიცი ვინ იყო,რადგან არც კი შემიხედავს სახეზე.
სწორედ იმის შემდეგ შევხედე რაც ხელებით დააკავა ჩემმი სხეული კარებში და აი ისიც ...ეს ის ბიჭი იყო წინაზე რომ გადამარჩინა.
-შ..ენ?
ხმის კანკალით წარმოვთქვი ერთი წინადადება და გაფართოვებული თვალებით შევხედე,რადგან თითქოს და მქონდა იმედი რომ ის დამეხმარებოდა ,იმის მაგივრად რომ უკან ოთახში არ შევეგდე,როგორც ამას სხვა გააკეთებდა!
ისიც მიყურებდა ცოტახანს შემდეგ კი ხმაც ამოღო.
-გაქცევა არ ღირს..არ უნდა გაართულო სიტუაცია იმაზე მეტად ვიდრე ახლაა.
ეს რომ მითხრა მის ხელებში მოვდუნდი და ნაბიჯიც უკან გადავდგი,მანაც ნელ-ნელა ხელი მიშვა და თავისი ლამაზი თვალები მომანათა.
-გაგიმართლა და ფრედერიკი არაა სახლში რომ შენი სიტყვები მოესმინა,მაგრამ ახლავე თუ არ დაწყნარდები დანარჩენები მოვლენ და ისინი სხვანაირად დაგაწყნარებენ როუს.
ეს რომ მითხრა ტუჩების კანკალით ვუპასუხე.
-ვ..ინ დანარჩენები!
აქ რა ხდება?
მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ,ძაალიან ბევრი სიახლეა აქ ,სანამ მე აქ ვყავვდი ფრედერიკს გამოკეტილი რაღაცები შეიცვალა!
-ვინ და ფრედერიკის მისაკუთრებული სულები,ისინი მისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ფრედერიკმა კი გასაგებად თქვა რომ ერთადერთი რაც ევალებოდათ შენთვის თვალის დევნება იყო!
წარმოგიდგენია რას ნიშნავს ეს?
შენ ათასამდე ყური გისმენ და ათასამდე თვალი გიყურებს,ეს არა როუს ცოტა!
ფრედერიკი არ გააბრაზო თორემ არ ვიცი ვინ გაადაგარჩენს.
ის იმაზე საშინელება გახდა ვიდრე იყო!
ყოველ სიტყვას დაძაბული ვუსმენდი და გააზრების თანავე ჟრუანტელი მივლიდა მთელ ტანში...ანუ ახლა ფრედერიკი უარესია?
და როგორი იყო აქამდე?
ნუთუ იმაზე უარესიც არსებობს?
ან რა უნდათ აქ იმ ათას სულს?
იმდენი კითხვა მაწუხებდა ,მაგრამ ვიცოდი ბიჭი არ მომცემდა ამ კითხვების დასმის უფლებას!
-მათ გაიგეს ჩემმი ხმა?
შიშით დაძაბულმა ვიკითხე,რაზეც მიპასუხა.
-მხოლოდ რამდენიმემ ,მაგრამ ვერ დაგპირდები რომ ამას ფრედერიკს არ ეტყვიან.
ის ძაალიან გაბრაზდება,არ ვიცი რა ხდება ან რა მოხდა თქვენ ორს შორის ,მაგრამ ის რატომღაც მთლიანად შენზეა ორიენტირებული,მაგრამ სამწუხაროდ არა კარგი გზით!
პირიქით ,ყველანაირად ცდილობს შეგზღუდოს და დაგტანჯოს.
ყურებს ვერ ვუჯერებდი ,როდესაც მისი დანაბარები გავიგონე.
ისეთი დაბნეული და ანერვიულებული ჩანდა ინტერესით ვკვდებოდი თუ რაზე იყო ლაპარაკი.
-რა..რა დაგაბარათ?
მან ამაზე არაფერი არ მიპასუხა და თემა შეცვალა.
-არაფერი,დაივიწყე
უბრალოდ დაივიწყე,ოთახში დაბრუნდი!
ამის გაგონებაზე უეცრად ინსტიქტურად ავტირდი და შეევევედრე.
-არა,არა გთხოვ,იქ არ დამაბრუნო!
ყველგან წავალ და ვიქნები ,მაგრამ იქ ნუ დამაბრუნებ...გევედრები!
შეშლილივით ვუყურებდი და სულ ვკანკალებდი უკვე.
-როუს მე ვერაფერს ვერ ვიზავ,გთხოვ გაიგო.
ვეცდები ფრედერიკს დაველაპარაკო ,მაგრამ სხვა ვერაფერს ვერ დაგპირდები,მაპატიე.
ვიცოდი რომ ამას გულით იძახდა და ისიც ვიცოდი რომ ამაზე მეტს მართლა ვერ გააკეთებდა,სწორედ ამიტომ იყო ესეც კი სააკმარისი.
მე ისეთი გააკვირვებული ვიყავი,ეს ადამიანი უანგაროდ მეხმარება რატომღაც ,როგორი გულკეთილია!
-არა,არა...ამისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდი.
ძაალიან დიდი მადლობა რომ მეხმარები.
მეტად ამიცრემლიანდა თვალები,რაზეც თავი მომღიმარმა დამიქნია და ხელით ნაზად ოთახისაკენ მიმწია,შემდეგ კი კარის ნელა მოხურვა დაიწყო,მეც მშვიდად ვიყურებდი მას ბოლო წამამდე ,სანამ კარი სააბოლოდ არ დაიკეტა.


ავტორი:
ბნელ კოლიდორში გაუნძრევლად ჩამწკრივებულიყვნენ ადამიანები,რომელთა თვალებიც შიშით აყოლებდა თვალს დიდიხნის გაუღებ კარისაკენ მიმავალ უძლიერეს და უბოროტეს დემონს.
მისი ფეხსაცმლის ხმა ექოდ ისმოდა ,სხვა ვერაფერს ვერ გაიგებდი ,რადგან შიშისაგან სუნთქვაც კი შეეკავებინათ !
-რაც გითხარით რატომ არ გააკეთეთ?! ვინ გაბედა ჩემმი ბრძანების წინააღმდეგ წასვლა?!
ბოლო ხმაზე ღრიალებდა და გარშემოც მიწა იძროდა მისი მრისხანებით დატერორებული.
ვერავინ ვერ იღებდა ხმას და უბრალოდ თავჩახრილები უსმენდნენ!
-განა გაასაგებად არ ვთქვი რომ თუ ის რაიმეს ცდიდა პორდაპირ დაგესაჯათ? არ ვთქვი ეს?!
ისევ ბოლო ხმაზე იღრიალა და კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი.
-მე ვთქვი გაასაგებად რომ პირდაპირ მის სახლში წასულიყავით და ყველა იქ მყოფი ამოგეხოცათ და ასე დაგესაჯათ ის,ეს რატომ არ გაითვალისწინეთ?
ვინ იყო ეს არსება?
რა თქმა უნდა უძლიერესი დემონი!
დემონი ,რომელსაც არ გააჩნია გრძნობები,მაგრამ მაშინ როგორ გრძნობს ის ამხელა მრისხანებას?
თითქოს და ვიღაცამ გული გაუტეხა და აღარ იცის ჯავრი რაზე იყაროს!
ის იყო ბოროტი და ასევე სასტიკიც ,მაგრამ ასეთი დაუნდობელი იგი არავის არასოდეს არ ენახა.
-გგონიათ უბრალოდ გააპატიებთ და შემდეგ ისევ დააგაბრუნებთ დედამიწაზე!?
ცდებით!
იქამდე იქნებით აქ სანამ მე არ მოვინდომებ თქვენს გაშვებას...იქნებ სამუდამოთაც?
ამის გაგებაზე ყველა აკანკალდა,ამის წარმოდგენაზეც კი გული უტყდებოდათ,ვერ წარმოედგინათ ბოროტი არსების გვერდით ასე ცხოვრება!
იქვე ახლო მდებარე კარიდან კი გოგონა დამუნჯებული ისმენდა ყველაფერს და მისი ცრემლები მთლიანად ასველებდა მის ნაზ კანს.
ვერ იჯერებდა ფრედერიკის სიტყვებს,ნუთუ ასე შესძულდა რომ ასეთი რაღაც გაადაწყვიტა!
განა რა დააშავა ასეთი?
-გაამოათრიეთ თავისი ოთახიდან და გამოუცხადეთ რომ დავალება აქვს შესასრულებელი!
სასწრაფოთ მოკლას დარჩენილი ცამეტი სული ,სანამ არ დაუკარგავს მეორე შანსი,ფეხებზე მისი გრძნობები!
ნამდვილი ფორმით ვერასოდეს ვერ დაბრუნდება დედამიწაზე სანამ დარჩენილ სულებს არ მოკლავს!
სიბნელეში გამოვკეტავ სამუდამოდ,თუ თავის ვალს არ მოიხდის ჩემთან.
გესმის როუს ჩემი?!
ხვალიდან შენი პატარა ექსკურსია დაიწყება,შენი იმედი მაქვს და მჯერა რომ შენი სიცოცხლისთვის ამას რაც შეიძლება მალე გააკეთებ.
მე კი სულ რაღაც ერთ თვეს გაძლევ ამისათვის.
ეს სიტყვები მას ყველაზე საშინელ გაანაჩენად ჩაესმოდა ყურებში,შედეგად კი გრძნობდა როგორ ეკიდებოდა მთლიანად ცეცხლი !
ვეღარ ყვიროდა და ვეღარც ტიროდა,მისი ემოციები გაყინულიყვნენ თითქოს მის გულთან ერთად.
თითქოს და ისიც ისეთივე გულცივი გახდა როგორც მას ეპყრობოდა საშინელი მბრძნებელი...სწორედ რომ მბრძანებელი თავისი ცოდვილი და ბინძური სულისა,მან ხომ ამ არასწორ არსებას მიყიდა სული და ამით უდიდესი შეცდომა დაუშვა.
აი ახლა კი ხვდება რომ ამ ყველაფერს სიკვდილი ერჩივნა!
-გესმის პატარა?
მალე გააკეთე რაც გევალება,თორემ ნამდვილ ჯოჯოხეთს მოგიწყობ,ბოლო ხმაზე გაყვირებ სანამ ხმა არ ჩაგიწყდება,შენი ლამაზი თვალები კი ვეღარ შემაცდენებ,დროა თავი გაადაირჩინო.
უფრო და უფრო ახლოდან ესმოდა ხმა და ხვდებოდა რომ ის მას უახლოვდებოდა!
ბოლო წინადადება კი უკვე კართან აყუდებულმა უთხრა,ამაში დარწმუბებული იყო.
-რადგან სიკვდილი გიახლოვდება,ის კი აღარ დაგინდობს.

რაინა:
ცრემლების წმენდით ვუსმენდი და ვუყურებდი შორიდან ფრედერიკს, რომელიც უკვე დემონსაც აღარ გავდა,ის თვით სატანა იყო!
ისეთი გააბოროტებულია,ისეთი
გაასასტიკებული ,ფრენკლინიც კი მასთან შედარებით ანგელოზია!
ვერც კი ვხვდები რა მოხდა,მაგრამ იმ შემთხვევის შემდეგ ის საგრძნობლად შეიცვალა!
-ფრენკლინ ,იქნებ მას რამენაირად დავეხმაროთ?
ატირებულმა შევხედე ფრენკლინს, რომელიც ფეხიფეხ გადადებული უდარდელად იჯდა და სასმელს წრუპავდა,მქონდა იმედი რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებდა!
-შენ მას ვერ დაეხმარები.
ასე რომ სჯობს შენს ადგილას დარჩე და პრობლემები არ გამოიწვიო,იცოდე გაფრთხილებ არაფერი არ სცადო.
ფრედერიკი გაგიჟდა,მას მე ვეღარ გავაჩერებ,რადგან ის მეც აღარ მინდობს უკვე.
მშვიდად მიპასუხა და ჭიქიდან საამელი მოსვა,რაზეც აკანკალებული წავედი მისკენ.
-კი ,მაგრამ ფრენკლინ როუსი_
მან უეცრად ყვირილით გამაჩუმა!
-არ მაინტერესებს როუსი!
თავისი საქციელისათვის იხდის სასჯელს!
მან ფრედერიკს გული გაუტეხა.
რა გულის გატეხვაზეა საუბარი?!
გაგიჟდნენ?!
-რა?! რა გული გაუტეხა?
დაბნეულმა არეული თვალებით ვიკითხე.
-ნუ ხო როგორც ხდება ხოლმე!
მას ულამაზესი, გულუბრყვილო და წმინდა გოგონა შეუყვარდა,მაგრამ მან იგივეთი რა თქმა უნდა ბოროტ და ცოდვილ დემონს არ უპასუხა!
ასეც ხდება ხოლმე,ის ახლა გულ გატეხილია და უნდა ეს აზღვევინოს მას.
რა?!ამას ფრედერიკზე იძახის?!
ეს როდის მოახერხა,შეყვარებოდა როუსი!
-როუსი შეუყვარდა,რა სასაცილოა!
ვეღარ მოვითმინე და რასაც ვფიქრობდი ვთქვი.
-ეს სიყვარული არაა,დემონებს სიყვარული არ შეუძლიათ.
ამის თქმა იყო ფრენკლინს რომ გამომეტყველება საგრძნობლად სახიფათოთ შეეცვალა!
სწორედ მაშინ მივხვდი როგორი შეცდომა დავუშვი,უეცრად რომ ფეხზე წამოხტა და ხელი რომ მტკივნეულად მტაცა.
-და შენ საიდან იცი რომ მათ არ შეუძლიათ სიყვარული!?
რამ გააბრაზა ასე ძლიერ!?
ნუთუ ყველამ ერთად დააკარგა ჭკუა,დემონი და სიყვარული?
-მე_
არც დამაცადა და ადგილზე გამაჩუმა ,უეცრად რომ ვნებიანი კოცნა მაჩუქა,რომელიც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
გეფიცებით რომ მორჩა შოკში ვიყავი და კარგახანს ვერც კი ვმოძრაობდი!
-მათ შეუძლიათ სიყვარული და ამის გამეორება აღარასოდეს არ გაბედო,რადგან მე
მიყვარს ,ესეგი ფრედერიკსახ აქვს ამის შესაძლებლობა
დღითი დღე მაბნევს
ფრენკლინის საქციელი.
ადრე ის ისეთი ცივი იყო ჩემს მიმართ,მხოლოდ სიამოვნებას იღებდა ჩემთან და შემდეგ ზედაც არ მიყურებდა თვეობით,სანამ იგივესთვის არ მოვიდოდა ჩემთან,მაგრამ ახლა ის სულ სხვაგვარად მექცევა.
იმის შემდეგ რაც მისმა აჩრდილებმა კინაღამ მომკლეს,თვალს არ მაცილებს და სულ გვერდით მყავს,ეს კი საშინელება!
თავი პატიმარი მგონია,სულ მიყურებს და თვალს მადევნებს,ეს წინანდელზე უარესიც კია!
ახლა კი იმის ჯიუტად მტკიცება დამიწყო რომ ვუყვარვარ,რა ხდება მის თავს?
-შენ,შენ...ვინ გიყვარს?
უკვე ზურგი მაქცია და წასვლას აპირებდა ჩემმა კითხვამ რომ გააჩერა.
ჩაიცინა და მაცდური ღიმილით შემოტრიალდა ჩემსკენ ,შემდეგ კი გააღიზიანებულმა მიპასუხა.
-თავს ნუ ისულელებ,თორემ რამეს იტკენ საყვარელო.
ეს მითხრა მხოლოდ და ისევ მომცინარმა მაქცია ზურგი.
მე კი დავრჩი ისევ ადგილზე გაშეშებული,იმაზე ფიქრით თუ რატომ ან როგორ შევუყვარდი ფრენკლინს ასე ძლიერ.
მგონი დაწყევლილი ვარ,ახლა კი მართლა ვეღარასოდეს დავახწევ მას თავს.

როუსი:
ტრავმირებული ვიყავი გაგებულით!
არამარტო იმიტომ რომ გავიგე მისი
განძრახვა ,მისი საშინელი განძრახვა ჩემს ოჯახთან დააკავშირებით,არამედ იმიტომაც რომ ის ახლა მაიძულებს ერთ თვეში დავასრულო ჩემმი დავალება,რომელიც ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია!
ამას როგორ შევძლებ ერთ თვეში,ასე რატომ მექცევა?
მან ხომ იცის რომ მე ამას ვერ შევძლებ,ხომ იცის?
მაშინ რას ელოდება ,პირდაპირ მომკლას და დამსაჯოს იმისათვის რომ სურვილს ვერ შევუსრულებ.
ცხადია ,რადგან ჩემთვის ეს ყველაზე რთული იქნება,მოვკლა თორმეტი ადამიანი ერთ თვეში?
რამდენად სასტიკი და უსამართლო უნდა იყო!?

-მზად ხარ?
კარს უკან კაკუნი მომესმა და შემდეგ მშვიდი ხმაც,რაზეც სევდიანმა შევხედე ბოლოჯერ ჩემს ანარეკლს სარკეში და ფეხზე წამოვდექი.
-მზად ვარ.
ჩუმად ჩავილაპარაკე და კარი უენერგიოდ გაავაღე,იქ კი რა თქმა უნდა ჩარლსი დამხვდა,რომელოც უემოციოდ იყურებოდა ყველგან ,მაგრამ მე ერთსაც არ შემომხედავდა!
ხო,ესაა ფრედერიკის ბრძანება...ყველა ისე უნდა მომექცეს როგორც არარაობას და ზედაც არ უნდა მიყურონ,ამავდროულად არც დაალაპარაკება ნებადართული!
იმ ყველაფრის შემდეგ არც კი მინახავს,მხოლოდ მისი ხმა გავიგონე ორი დღის უკან,ისე კი უკვე მეორე თვე დაიწყო რაც პირისპირ არ შევხვედრილვარ,ნუ ალბათ ამის შანსი რომ მქონოდა ვკითხავდი თუ რატომ,მაგრამ ამის შანსაც კი არ მაძლევს!
მხოლოდ  ჩარლს და კიდევ რამოდენიმე დამონებულ ადამიანს მაყოლებს და ისიც კი არ აინტერესებს რამდენად მირთულებს ყველაფერს!მან ჩემთან შეთანხმება დადო რომელიც წესით და რიგით ჩემს უფლებებსაც ითვალისწინებდა,მაგრამ რატომღაც ჩემმი უფლებები აქ მოსვლის პირველი წამიდან ირღვევა!
არც კი ვიცი რა საჭიროებას წარმოადგენს ეს ყოველივე,როდესაც ის მაინც მიღეებს იმას რაც უნდა!
ჩემმი მოკვლა უნდა?
მას ეს ახლავე შეუძლია გააკეთოს ეს,მაგრამ არააა!
ჯერ მაწვლებს და მტანჯავს,მე კი უკვე მისი საქციელით მთლიანად ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე,არანაირი ღირებულება აღარ დამრჩა!
რაც უნდა იმას მიღეებს ,იმის მიუხედავად რომ მაინც ვერ ვხვდები მის მიზანს თუ რატომ,მაგრამ მაინც არავინ არ გამცემს მე კითხვებზე პასუხს,თუნდაც ვიკითხო ,ამგვარად კითხვას რა აზრი აქვს?
ჩემს თავს დაავაჯერე რომ შევძლებ თორმეტი ადამინის მოკვლას და მართლა უკვე ისე ვარ ,ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდაც მას თავი დაავახწიო!
ცამეტი სული მოკალი და თავისუფალი ხარო ხო?
ძაალიან კარგი.

-შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
ჩარლის უკან მივდიოდი,რომელიც ზედაც არ მიყურებდა და რა თქმა უნდა ეს კითხვაც რომ გაიგო დაამაიგნორა.
-გთხოვ ,მხოლოდ ერთი თხოვნა.
მე კი მაინც არ დავნებდი და უკვე ხმამაღლა გავიმეორე ეს,რაზეც დაბალ ხმაზე გამცა პასუხი.
-გეყოს წესების დაარღვევა,შენც კარგად იცი რომ შენთან დაალაპარაკება არ შემიძლია არამც თუ შენი თხოვნის შესრულება.
ახლა კი გაჩუმდი სანამ ფრედერიკს არ გაუგია ამის შესახებ.
ისეთი უემოციოთ გამცა პასუხი,ცოტახანს პირ ღია გავშეშდი ერთ ადგილას და ნაბიჯი ვეღარ გადავდგი,მანამ ისევ მის ხმაზე არ მომიწია ეს.
-გზა გააგრძელე ,ნუ ჩერდები.
ღრმად ჩავიხვნეშე და თავ ჩახრილმა გაავაგრძელე გზა,უკვე აღარაფრის იმედი არ მქონდა.
მე ხომ მხოლოდ მისი ნახვა მინდოდა,განა ისეთი რა სურვილი მაქვს?
ამაზე ვფიქრობდი და მოწყენილი მივუყვებოდი გზას,მაგრამ უეცარ ხმაზე თავი ავწიე და ჩემს წინ მდგარ ადამიანს თვალი ავაყოლე,იქამდე მანამ მის სახემდე არ მივედი!
-რაინა
არც კი დავფიქრებულვარ და პირდაპირ გულში ჩავიკარი,თვითონაც არ დაამაკლო და მთელი ძალით მომხვია ხელები,გეფიცებით კინაღამ ავტირდი!
იმდენიხანია უკვე ეს სითბო მაკლია,იმდენიხანია არავინ არ დამლაპარაკებია და მითუნეტეს ასეთი მნიშვენოლვანი ჩემთბის,მაგრამ აქ როგორ გაჩნდა?
-რაინა,ფრედერიკმა რომ გაიგოს...
უეცრად შეშინებულმა წამოვიძახე და ნაზად მოვიშორე მისი სხეული,შემდეგ კი ანერვიულებულმა დავიწყე აქეთ იქით ყურება!
იმედია ეს ფრედერიკმა არ დაინახა.
-არაუშავრს,დამინახოს !
მზად ვარ სასჯელი ავიტანო.
ძაალიამ მინდოდა მენახე როუს,რათა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ!
აცრემლილი თვალებით მითხრა,რაზეც მეც ცრემლით გადამებინდა თვალები და თავი ჩავხარე რომ ცრემლები მომეთოკა.
-რა..ინა ძაალიან მომენატრე,მაგრამ არ მინდა საფრხეში ჩაიგდო ჩემს გამო თავი.
გთხოვ ,უკან მიბრუნდი და დიდი მადლობა რომ მნახე,ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ბოლო სიტყვა ღიმილით ვთქვი და თავი ავწიე,პირდაპირ თვალებში ჩავხედე და ვანიშნე რომ კარგად ვიყავი,რაზეც ღრმად ჩაიხვნეშა.
-ეს დასასრული არაა როუს,გპირდები ყველაფერი გამოსწორდება!
იცოდე რომ მარტო არ ხარ.
ბოლო სიტყვები პირდაპირ გულში ჩამწვდა და მთლიანად გამათბო შიგნიდან!
ეს სიტყვები ჩემთვის ძაალიან ბევრს ნიშნავდა,თითქოს რაღაც უხილავ ძალას და გამბედაობას მაძლევდა!
ამ სიტყვების თქმის შემდეგ პირდაპირ სწრაფი ნაბიჯით გამშორდა,მე კი ბოლო წამამდე ვუყურებდი მას და ინსტიქტურად იმაზე მეფიქრებოდა რომ თუ მე ჩემს სამყაროში დავბრუნდებოდი ,მას ვერ დავტოვებდი,მაგრამ ფრენკლინიგან როგორ უნდა წავიყვანო?!
-კმაყოფილი ხარ?!
ახლა კი წინ იარე,დანარჩენ ოთხი კაცი უკვე ადგილზეა ,შენ გელოდებიან.
ეს სიტყვები ვიცი რასაც ნიშნავდა.
ჩემმი ოთხი ზედამხედველი ჩარლის გარდა უკვე დედამიწაზეა და მე მელოდებიან რომ მივიდე,შემდეგ კი ალბათ ჩემმი დავალების შესრულებას დღესვე მთხოვენ!

რაინა:
ჯერ კიდევ აღელვებული ვიყავი მომხდარით და გული გამალებით მიცემდა,ფრენკლინის და პლიუს ფრედერიკის წინაღმდეგ წასვლა არც ისეთი ადვილლი გაადასაწყვეტია !
ფრენკლინმა მითხრა რომ არ გაამეკეთებინა ის რაც ფრედერიკს გააბრაზებდა,მაგრამ მე მას რა თქმა უნდა არ დავუჯერე!
კარზე კაკუნმა შემახტუნა და იმ წამსვე ფეხზე წამოვდექი კარში რომ სრულიად სხვა ადამიანი შემოვიდა...ვინ იყო ეს?
-ქვემოთ გეძახიან.
მხოლოდ ეს მითხრა უემოციოდ და შემდეგ უემოციო ცარიელი თვალებით მომაშტერდა,მელოდებოდა წინ როდის წავიდოდი,რაზეც სხვა გზა არ დამრჩა და ოთხიდან გავედი.
ეს ვიღაცაც უკან მომყვებოდა სანამ ქვემოთ არ აღმოჩნდი,ჩასულს კი სრულიად მოულოდნელი რთული სიტუაცია დამხვდა.
დივანზე ფრედერიკი და ფრენკლინი იჯდნენ ,ფრედერიკი ძაალიან გააღიზიანებული ჩანდა და აი ფრენკლინი კი გააბრაზებული!
ისე მიყურებდა შორიდანაც კი რომ მისი მზერით დასუსტებულმა ,ვეღარ მოვითმინე და თავი ჩავხარე.
არ ვიცოდი აქ რა ხდებოდა ,მაგრამ ის კი ვიცოდი რომ კარგი დღე არ მელოდა წინ.
-რაინა,დიდიხანია არ მინახიხარ.
ჩუმად ჩაილაპარაკა ფრედერიკმა და წარბის აწევით ამომხედა,რაზეც უხერხულად დავუქნიე თავი პასუხის ნიშნად.
-როგორც გავიგე ცოტახნის უკან ფრენკლინის ნებართვის გარეშე ოთახი დატოვე.
რა თქმა უნდა...ჯანდაბა!
ის გაიგებდა,ამას არც კი უნდა კითხვა ,აქაც სწორედ ამიტომ ვარ ამ წამს.
-და ისიც გავიგე რომ როუსი ნახე.
გაღიზიანებულმა გაარგძელა სიტყვა და პირში ენა ასევე გაღიზიანებულმა დაიტრიალა,რაზეც მე დაძაბულმა ავხედე ერთ წამს და მისი უგრძნობი თვალები რომ დავინახე ,ისევ თავი ჩავხარე.
-რატომ მიხვედი მასთან,როდესაც ვთქვი რომ არავინ არ უნდა მისულიყო ჩემმი ნებართვის გარეშე და არ უნდა დაალაპარაკებოდა.
ფრედერიკი ზედმეტად მშვიდად მესაუბრებოდა,მაგრამ ფაქტი იყო ის არ აპირებდა ამისათვის ჩემს დასჯას,ჩემმი საქციელისათვის ფრენკლინი მაგებინებდა პასუხს!
-მე,უბრალოდ...დავემშვიდობე მეტი არაფ_
არც კი დამაცადა და ფრენკლინის ყვირილმა გამაწყვეტინა სიტყვა!
-მე მოგეცი ამის ნება?!
გული რამის გამისკდა მისი ეს განრისხებული ხმა რომ გავიგონე!
გეფიცებით არაფრის არ მეშინია როგორც გაანრისხებული ფრენკლინის.
-კარგი ფრენკლინ დამშვიდი,შეიძლება უბრალოდ ვერ ხვდება რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემს ბრძანებას.
ისევ მშვიდდი ტონით თქვა ფრედერიკმა და ფეხზე წამოდგა,ჩემსკენ წამოვიდა თუ არა საშინელმა აურამ და სიცივემ მომიცვა!
-მას არავინ არ დაელაპარაკება და არც შეხედავს,რადგან მინდა თავი მარტოდ იგრძნოს.
მინდა არარაობად ჩათვალოს საკუთარი თავი,მინდა დაიტანჯოს და ეტკინოს,მინდა რომ მარტოსული გახდეს.
იგრძნოს რომ მის გვერდით არავინ არაა და არც იქნება.
ამგვარად არც შენ არ უნდა ჩაგთვალოს მეგობრად,ახლა გესმის ჩემმი?
მისი მწარე სიტყვები მეტად და მეტად მაბნევდა,რადგან ვხვდებოდი რომ ესაა დემონის შურისძიება.
მას შურისძიება უნდა,მაგრამ რის გამო?!
განა რა ჩაიდინა როუსმა ასეთი!
ფრენკლინმა კი მითხრა რაღაც გულის გატეხვაზე,მაგრამ როუს ისედაც ეზიზღებოდა ფრედერიკი და ამას რა თქმა უნდა აგრძმობინებდა!
ის მტაცებელია ,როუსი კი მსხვერპლი, თავისთავად როუსი მის მიმართ ვერანაირ სიყვარულს ვერ იგრძნობდა!
-გასაგებია.
მაგრამ მაინც დავეთანხმე და შემდეგ ფრენკლინი რომ ფეხზე წამოდგა შიშისაგან ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე.
-შენი ერთი გაასაგებია ვერაფერს ვერ გამოასწორებს,ამას ისევ გაიმეორებ?
გააღიზიანებულმა იკითხა,ამჯერად ფრენკლინმა.
-არა.
მეც თავი გაავაქნიე და შიშით წარმოვთქვი ეს ერთი "არა"
-კარგი,კარგია რომ ეს გაიგე.
რაინა ,ფრენკლინის გამო არაფერს არ გატკენ ,მაგრამ იგივე აღარ განმეორდეს.
უკვე სახიფათო ტონით დაასრულა ფრედერიკმა საუბარი და შემდეგ ზურგი მაქცია.
ოთახი დატოვა თუ არა მივხვდი რომ წინ მეტი ჯოჯოხეთი მელოდა,მე ფრენკლინთან ვრჩებოდი სულ მარტო და ვიცი შეიძლება ეს ამბავი ცუდად დასრულდეს.
ხო როგორც მოველოდი მან მალევე ამოიღო ხმა!
-კმაყოფილი ხარ შექმნილი სიტუაცით?
ისეთი გაანრისხებული იყო ,ვერც კი ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას,ის კი აგრძელებდა ჩემს გაკიცხვას.
-ფრედერიკთამ არ მინდა ჩხუბი,რადგან შეიძლება ყველაფერი გაანადგურდეს ,მაგრამ შენ რატომღაც შენი ამოჩემებული სურვილის გამო კინაღამ ყველაფერი გაანადგურე!
ვიცოდი რომ ეს ჯერ კიდევ  დასაწყისი იყო,მაგრამ მაინც ვცდილობდი მის აზრს ჩავწვდომოდი.
-რატომ უნდა გაანადგუურდეს ყველაფერი ფრენკლინ?
მე უბრალოდ როუსი ვნახე.
ვეცადე რაც შეიძლება მორიდებულად მეთქვა,მაგრამ ამან მისი მრისხანება ვერ დააკავა!
-რას ვერ ხვდები?! სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?!
უეცრად მაჯაზე მტაცა უხეშად ხელი და თავისი ცეცხლით სავსე თვალები მომანათა,შემდეგ კი იგივე.
კედლებზე საზიზღარმა ჩრდილებმა დაიწყეს გამოჩენა,ის ბრაზობს რაც იმას ნიშნავს რომ მისი ჩრდილებიც მალე აქ გაჩნდებიან!
-რას ვერ ხვდები?
თუ ფრედერიკი შენთვის რაიმეს დააშავებას გადაწყვეტდა ჩადენილის გამო მე მასთან შეერკინება მომიწევდა.
მალევე გააგრძელა სიტყვა,მე კი მეტად და მეტად დაბნეული მოსმენილით უფრო ავკანკალდი შიშისაგან.
-კი ,მაგრამ რატომ?!
რატომ უნდა შეერკინო ჩემს გამო?
ცრემლიანი თვალებით ვიკითხე უკვე,რაზეც არც კი დაფიქრდა ისე მიპასუხა.
-რათა დაგიცვა
ესეც კი გაბრაზებულმა თქვა,მაგრამ მეც არ ვიცი რატომ ეს სიტყვები გულში უცნაურად ჩამწვდა...ის ჩემს დასაცავად ამაზე წავა?!
ანუ უბრალოდ ჩემმი დაცვა უნდა და ამიტომ გაბრაზდა ჩემზე ასე?!
ვერ დავიჯერებ,ალბათ ვცდები!
-აღარ გააკეთო ასეთი რაღაც და საფრთხეში აღარ ჩაიგდო თავი.
იცოდე თვალს გადევნებ!
ბოლომდე თქვა თავისი სათქმელი და ისიც იგივე კარიდან გავიდა.
მე კი დავრჩი ოთახში სულ მარტო,დაბნეული და გაკვირვებული მისი საქციელით .


ალდენი:
-მინდა რომ მეტი ყურადღებით ვიყოთ მის ძმასთან,რადგან გული მიგრძნობს რომ ის მასთან მოვა.
ეს კი რა თქმა უნდა ჩვენთვის კოზირია,დავინახავ თუ არა უყოყმანოდ მოვკლავ!
ან იქნებ სადმე წავიყვანო და გამოვკეტო?
მინტერესებს თავისი ბინძური შესყიდული სულისთვის თუ მოვა.
რას იტყვით? ცდა ღირს?
როგორც ჩანს მშვენიერი როუსი გულიბრყვილო გოგოდ დარჩა იმის მიუხედავად რომ სული თვით ეშმაკს მიყიდა,თავის ძმის ნახვა ვიცი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუნდება.

როუსი:
საღამო იყო ადგილზე რომ მივედით,მაგრამ ამჯერად არ ვყოფილვარ ბედნიერი ამ სამყაროს ხილვით,რადგან სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი და ვდარდობდი!
მაგალითად იმაზე თუ
რისთვის ვიყავი აქ.
წვიმიანი დღე დაემთხვა,საშინლად წვიმდა და იმის მიუხედავად რომ გარეთ დღე იყო, გეგონებოდა რომ დაღამდა,რადგან ბურუს გაადაეფარა მთელი ქალაქი და საერთოდ არაფერი არ ჩანდა,თითქოს და სიბნელემ მოიცვაო აქაურობა.
გარეთ არავინ არ იყო ,უპატრონო ძაღლების გარდა ,ყველაფერი მოსაწყენ ფერებში შეეღება წვიმამ,ეს გარემო კი მეტად მთრგუნავდა და სევდიანს მხდიდა.
არცერთი სიტყვა,არცერთი მზერა!
ზედაც არ მიყურებდნენ და არც მელაპარაკებოდნენ!
ყოველი მათგანი გვერდს მივლიდა ვითომც და არ ვარსებობდი.
ფრედერიკმა როგორც ჩანს მწარედ დააშინა ისინი რომ ჩემთვის ხმა არ გაეცათ,რადგან ის ბიჭიც კი ,რომელმაც რამდენჯერმე გაადამარჩინა,არარაობასავით მექცეოდა.
მისი სახელი არ ვიცოდი ,რადგან არ მქონია იმის შესაძლებლობა მეკითხა,რამდენჯერაც შევხვდით სულ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ამის შანსი არ მომეცა,მაგრამ მინდა ვინმე დამელაპარაკოს.
უკვე თავი მართლა არარაობა მგონია,უბრალო კვამლი ,რომელიც აორთქლდა.
-მე და ლუი გარეთ გავალთ და რაიმე საჭმელს მოგიტანთ რომ მშიერი არ იყო,მანამდე შენ ეცადე და ძალები აღიდგინე,გვინდა მსხვერპლი დღესვე ნახო და წინასწარ იცოდე ვინაა.
ისეთი ჩვეულებრივად მითხრა ეს ჩარლსმა,თითქოს და ცხოველებზე სანადიროდ გავდიოდი.
მე ადამიანი უნდა მოვკლა!
კი ,მაგრამ როგორ გახდა ის გულუხვი და სასიამოვნო ადამიანი ასეთი გულქვა და უემოციო?
კი ,მესმის რომ მოკვდა და ყველაფერი,ეს ნამდვილად რთულია,მაგრამ მე არ შემცვალა ამ გარემოებამ და ის დავრჩი ვინც ვარ,ის კი სრულებით გარდაიქმნა!
ფრედერიკის მონამორჩილი გახდა,ამგვარად კი როგორც ჩანს ყველაზე სხვანაირად მოქმედებს ეს ყველაფერი,უკვე გასაგებია.
-კარგი.
თავ ჩახრილმა ვუპასუხე და იქვე საწოლზე უსულოდ დავჯექი,ასე ვიყავი ვინ იცის რამდენხანს.
აღარაფერი არ მაინტერესებდა და აღარც კი ვფიქრობდი უკვე,უბრალოდ გაავაკეთებ რაც გაასაკეთებელია და ამით მოვრჩები ყველაფერს,ვერ გავექცევი ამას და უნდა შეევეგუო.
-შხაპი მიღეე არ გინდა?
სრულიად უადგილო კითხვა დამისვა ჩემს წინ მდგარმა უცნობმა,რომელსაც ასე თუ ისე ვიცნობ ,მაგრამ მისი სახელი არ ვიცი.
-არ მინდა.
უემოციოდ ვუპასუხე,რაზეც მისი ჩახვნეშა მომესმა,შემდეგ კი რატომღაც გვერდით მომიჯდა და დამელაპარაკა?
-იცი ეს როდესღაც ყველა ჩვენგანმა გამოვიარეთ,მათ შორის ჩარლსმაც.
გავიგე რომ ის შენი ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და შენ მიეცი მას მეორე შანსი.
ახლა მას შეხედე ,მან უკვე ექვსი ადამიანი შეაცდინა და ცოტა უკლია თავისი დავალების შესრულებამდე,შემდეგ კი თავის სამყაროში დაბრუბდება.
შენ რა გემართება?
კარგად იცი როდესაც ამაზე დათანხმდი რაზე გიწევდა წასვლა,ახლა გვიანი სინანული!
ან გააკეთებ რაც გევალება ან მოკვდები.
ეს გულახდილი დარიგება არც ისე კარგად მომხვდა ყურში,რადგან ვიცოდი სიმართლე იყო ეს საშინელება რასაც ვისმენდი,მეთვითონ გავხვიე ჩემმი თავი ამაში !
-ვიცი.
ხმის კანკალით ვუპასუხე და ცრემლები მომადგა თვალზე.
-ვიცი რთულია ეს ყოველივე!
მოკლა ადამიანი ,რომელსაც შენთვის არაფერი არ დაუშავებია,უცოდველი ადამიანი ,მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
ფრედერიკი მათ არ ართმევს სიცოცხლეს,უბრალოდ მათ ისაკუთრებს.
რამოდენიმემ თქვა მის შემოთავაზებაზე უარი და მხოლოდ ისინი შთანთქა!
არც ისეთი ცუდადა საქმე როგორც ფიქრობ.
ჩემს დამშვიდებას ცდილობდა ,მაგრამ ნამდვილად არ გამოსდიოდა.
-არ მჭირდება,არ მინდა მისი ნაჩუქარი ბინძური სიცოცხლე!
მინდა მომკლას.
უკვე ემოციები იღებდნენ სათავეს ჩემს გონებაში,რასაც უკვე ყველაზე ცუდ
და უსუსური გადაწყვეტილებამდე მივყავდი.
-რას იძახი?
შეძრწუნებული მიყურებდა ჩემს წინ მჯდარი.
-არ მჭირდება,არ მინდა!
მოვიდეს და მომკლას,წამართვას ეს თავისი სიცოცხლე,არავის მოკვლას არ ვაპირებ!
თითქოს და ეს იყო ბოლო გადაწყვეტილება ,რასაც არ გადავიდოდი,მაგრამ ეს ამ წამს,მრისხანებამ რომ დამაბრმავა.
გეფიცებით მის მუქარაზეც კი არ გაამხსენებია,თუ რა ემუქრებათ ჩემს ოჯახის წევრებს!
-გეყოფა როუს,იცოდე გაიგებს და მოვა!
შეშინებული მამშვიდებდა,მე კი ვერ ვხვდებოდი ჩემზე რატომ ღელავდა ასე.
-არ მაინტერესებს,შენ რატომ განაღვლებს ეს ასე!?
რატომ ნერვიულობ ჩემზე ასე?
ვინ ხარ?!
უკვე ჩემმი მრისხანება ბიჭზეც
გადავიტანე ,რომელიც გაოცებული მისმენდა.
-მე_
_არ მაინტერესებს,არ მაინტერესებს ვინ ხარ ან ვინ არიან დანარჩენები!
მაგრამ მე მისი მონა არ გავხდები,ვერ მაიძულებს ის გაავაკეთო რაც არ მინდა!
ბოლოჯერ ვიყვირე და იქვე მდგარი მაგიდა უეცრად თავდაყირა დავაყენე,მაგრამ ადგილზე გავშეშდი ცივი ხმა რომ მოსწვდა ჩემს სმენას.
-დარწმუნებული ხარ?
მის გამოჩენაზე ბიჭი ფეხზე წამოდგა და ჩემმი დაცვა სცადა.
-არ უნდოდა,უბრალოდ ემოციებმა კონტროლი დააკარგვინეს!
ფრედერიკმა კი მალევე გააჩუმა ბიჭი.
-არ მაინტერესებს რამ გააკონტროლა,გამატარე.
უხეშად გაწია ჩემს წინ მდგარი და ჩემს პირისპირ დადგა,შემდეგ კი სახიფათო მზერა მომაპყრო!
მეც თვალი გავუსწორე უშიშრად და ზიზღისაგან და ბრაზისგან მთლიანად ამიკანკალდა ტუჩები.
-ვინ ხარ რომ ამდენს ბედავ?
შენ გგონია ასე უბრალოდ როცა მოგინდება სულს მომყიდი ,შემდეგ კი ყველაფერზე უარს იტყვი და სიკვდილს არჩეევ?!
ბოლო სიტყვა ბოლო ხმაზე იყვირა,რაზეც უკვე შევხტი!
-ეს თვით მე ვარ სიკვდილი!
სიკვდილი გინდა?!გინდაა ?
მიპასუხე!
უხეშად მომკიდა ნიკაპზე ხელი და თავი ამაწევინა,რაზეც მეტად მომხვდა თვალში  მისი სიკვდილით და სიბნელით სავსე თვალები!
-ამოიღე ხმა ,თორემ საერთოდ წაგართმევ ლაპარაკის შესაძლებლობას.
მრისხანებით ჩაილაპარაკა,რაზეც უკვე ვიგრძენი გამეფებული შიში მის მიმართ,რომელიც ორიოდე წუთის წინ არ მახსოვდა.
-როგორც ჩანს დაგავიწყდა ვინ ვარ და რა შემიძლია და ალბათ იმანაც ვერ გაჭრა შენდან რომ თვეობით გამოგკეტე ოთახში.
მეტხანს გინდა გამოგკეტო?!
საერთოდ ვეღარ ნახავ დღის სინათლეს,ეს გინდა?
თუ მაინც და მაინც იმას მოითხოვ რომ გაწამო ?
რას ცდილობ საცოდავო არსებავ?
ზიზღით მიყურებდა,მე კი სიტყვებსაც ვერ ვუყრიდი თავს რომ მისთვის პასუხი გამეცა.
-მომკალი.
და აი მოვიკრიბე ძალა და გაბედულად ვთქვი ეს ერთი სიტყვა,რამაც მისი გაგიჟება გამოიწვია!
უეცრად რომ ძირს დამაგდო და ჩემსკენ რომ გაცეცხლებული წამოვიდა,მას წინ ისევ ის ბიჭი გადაუდგა, რომლის საქციელიც ასე მაბნევდა!
ფრედერიკმა კი გვერდით კედელზე მიანარცხა ისიც და პირდაპირ ჩემს ზემოთ აღმოჩნდა,ყელზე მომიჭირა ორივე ხელი ,რომელზეც კლანჭები გაუჩნდა და გაწითლებული თვალები მომანათა.
-სიკვდილი ეს მე ვარ.
ყოველი ასოს გამოკვეთით მითხრა და უეცრად ისიც ვიგრძენი როგორ მიჭირდა სუნთქვა,ის მე მახრჩობდა!
-და თუ ისე არ გინდა ჩემმი ბრძანების შესრულება როგორც გიწევს,მაშინ სხვა ხერხებს მივმართავ.
ამის გაგებაზე უკვე მეტად შევშინდი და მერე გამახსენდა მე სულელს ჩემმი ოჯახი !
-შენს ძამიკო ივანს მოვკლავ თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები და ესეც თუ არ იქნება საკმარისი,მას შენი დანარჩენი ოჯახის წევრებიც მიყვებიან !
გაასაგებია ეს შენთვის?!
მისმა მრისხანებით სავსე ღრიალმა შეძრა მთელი სახლი და გარშემო ყველაფერმა დალეწვა დაიწყო!
იატაკი ირხეოდა და კედლებიც აქეთ იქით იწეოდა ,მე კი მეტად და მეტად მიჭირდა სუნთქვა!
თვალებში მიყურებდა და რაც ძალა მქონდა დარჩენილი და ვეწინაღმდეგებოდი იმასაც კი მართმევდა,შემდეგ კარი გაიღო და შეშფოთებული ჩარლსი და ლუი შემოვარდნებ,სასწრაფოთ ფრედერიკს დაუწყეს ვედრება!
-ფრედერიკ,გთხოვ გაუშვი ხელი,მოკლავ!
ფრედერიკმა ასევე ეს ორიც მოიშორა და კედელზე მტკივნეულად მიანარცა!
მე კი ვერ ვიჯერებდი რომ ეს არეულობა მე გამოვიწვიე,ჩემს გამო ამდენი დაშავდა.
მე მეგონა რომ მათ არ ვადარდებდი,მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი,გული მათ ჯერ კიდევ აქვთ...ეს მე ვარ უგულო მათზე რომ არ ვიფიქრე!
-ფრედერიკ,მოკვდება.
სუსტად ბურტყუნებდა კედელთან მიგდებული ჩემმი გდამრჩენელი ,რაზეც ფრედერიკმა ის უეცრად ჰაერში აიტაცა და მანაც ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო!
რას უკეთებდა არ ვიცოდი,მაგრამ ის ვიცოდი რომ ჩემმი ჩარევის დრო იყო!
-ამ..ას...
სუნთქვა მიჭირდა და ამის გამო სიტყვასაც ვერ ვიძახდი ნორმალურად’
-ამ.,ას გავა-კეთე-ბ.
ძლივს ვთქვი სათქმელი,რაზეც მე შემომხედა ისევ ფრედერიკმა და უეცრად ხელი მიშვა.
ამის შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა და საწყალი ბიჭიც ძირს დაეცა,მე მისკენ გამირბოდა თვალი ,მინდოდა მენახა თუ კარგად იყო ,მაგრამ ვერ ვბედავდი ადგომას.
ფრედერიკი კი ფეხზე ადგა,ვითომც არაფერი და კმაყოფილმა მომხდარით მითხრა.
-ამის შემდეგ დაფიქრდი სანამ კონცერტებს მოაწყობ.
შენც კარგად იცი რომ იმას გააკეთებ ბოლოს რაც მე მინდა.
გაამაღიზიანებლად იძახდა ყოველ სიტყვას,რაზეც ჩემში ცრემლების წარმოქმნას იწვევდა.
-შენს ძამიკოს სადმე გამოვკეტავ.
ნუ ღელავ, უსაფრთხოდ იქნება!
ნუ რა თქმა უნდა თუ შენ არ დააშავებ რამეს.
მომღიმარმა მითხრა,რაზეც თვალები გამიფართოვდა.
-ივანი,გთხოვ არა.
მისმა ერთმა მკვლელმა მზერამ პირი მომახურინა და გავჩუმდი.
-მე გადავწყვეტ რას ვიზავ,შენ კი გირჩევნია შენი დავალების შესრულება დაიწყო.
დრო მალე მიფრინავს,მას კი მალე ბევრი ადამიანის
სიცოცხლე გაყვება თან.
ესღა თქვა და მშვიდად მაქცია ზურგი,შემდეგ კი ასევე მშვიდად დატოვა კარიდან ოთახი.
მისი გასვლის თანავე ვეღარ მოვითმინე და ავტირდი!
გარშემო საშინელება ხდებოდა,ყველაფერი დამტვრეული იყო,ბიჭებიც დაშავებულები იყვნენ,ეს ყველაფერი კი მხოლოდ ჩემს გამო !
-ყოჩაღ ტვინიკოსო,კინაღამ ყველა ამოგვხოცე.
ცინიკურად და გაღიზიანებულმა მითხრა ჩარლსმა და ფეხზე ტანსაცმლის ფერთხვით წამოდგა,შემდეგ კი მეორე მათგანი წამოაყენა და მასთან ერთად დატოვა ოთახი.
-მგონი უნდა ვისწავლო რომ ამის შემდეგ როგორც კი ხმას ამოიღებ უბრალოდ გაგთიშო ან რამე ესეთი,თორემ ერთ დღეს ფრედერიკს ყველას ამოახოცინებ.
ტკივილით სავსე ხმა ქონდა საწყალს,მაგრამ მაინც ცდილობდა გაეღიმა.
მე კი ვიცოდი რომ მართალი იყო,ყველა საფრთხეში ჩავაგდე!
-მართლა ძაალიან ვწუხვარ,კარგად ხარ?
მისი სხეულისკენ  წავედი და წინ ჩავიმუხლე.
-კი ;კარგად ვარ...რამოდენიმე ნეკნის გადატეხვას თუ არ ჩავთვლით.
ეს რომ თქვა შეძრწუნებულმა წამოვიძახე.
-რაა?!
მან კი ამ ჩემს რეაქციაზე უბრალოდ გაიცინა.
-ნუ ღელავ ,ყველა ნეკნი თავის ადგილას დაბრუნდა.
ბოლო წამს გადაგვარჩინე ფრედერიკისგან.
ეს რომ თქვა გულზე მომეშვა და ღრმად ამოვისუნთქე.
-გული გამისკდა.
ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე.
-ეს არ უნდა გექნათ’
რატომ სცადეთ ჩემმი დაცვა?
ხომ იცით რომ ფრედერიკი ყველას უპრობლემოდ მოგკლავთ?
გაოცებულმა ვიკითხე,რადგან მათ ასეთ საქციელს არ მოველოდი.
-იცი ,ხანდახან ღირს რისკზე წასვლა,რადგან თუ ჩვენ არ დავიცავით ერთმანეთი და ყველამ ჩვენს თავებზე ვიფიქრეთ რა გამოვა?
ვიცოდი რომ ეს მისი სიტყვები მე მეხებოდა ,რადგან მე მოვიქეცი ასე ეგოისტივით,მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი ,რა სულელი ვარ!
-მაპატიე,ეს აღარ განმეორდება,გეფიცებით ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს გამო ასე აღარ დაშავდეთ.
ფრედერიკს დავუჯერებ რომ ამის გამო სხვას არ ეტკინოს.
მან ამაზე ჩაიცინა!
-არაა საჭირო,უბრალოდ არ გააბრაზო და ეგ იქნება.
აშკარად მის ნერვებზე მოქმედებ ,თუნდაც მხოლოდ ისუნთქო ,ბუუმ და ყველას მოკვლას იწყებს!
ეს სასაცილოც კია,რატომ ეზიზღები ესე არ ვიცი.
ამ მის სიტყვებზე მეც ჩავფიქრდი...მართლა ასე რატომ ვძულვარ?
თავიდან ყველაფერი თითქოს ნორმალურად იყო...ნუ არარაობასავით მექცეოდა,მაგრამ არასოდეს არ მიგრძვნია რომ ვინმეზე მეტად მსჯიდა ან მიშავებდა.
ახლა კი აშკარად ჩანს ეს.
-რა გქვია? შენი სახელი დღემდე არ ვიცი.
ცოტათი გავუღიმე,რათა ეს დაძაბული აურა გამეფანტა,მაგრამ რატომღაც ამ უმნიშვნელო კითხვამ ის აანერვიულა და დაძაბა,მგონი ცოტახანს დაფიქრდა კიდეც რა უნდა ეპასუხა.
მან თავისი სახელი არ იცის თუ რა სჭირს?
-მმმ...მე ,მე ჯეი მქვია.
ბოლოს ძლივს თქვა სახელი და ისევ მომღიმარი გაუხდა სახე,მეც გავიღიმე და მისი აყენება გადავწყვიტე.
-ადექი,სახეზე ჭრილობებს დაგიმუშავებ.
მშვიდად ვუთხარი და მისი აყენება დავიწყე,რაზეც მან მადლობა გადამიხადა და თითქოს მოდუნდა.
რისგან არ ვიცი,მაგრამ აშკარად რაღაც გულზე მოეშვა,უცნაური ბიჭია.

სულ რაღაც ოთხი დღე გავიდა იმის შემდეგ რაც აქ ვარ,ოთხი დღე იმის შემდეგ რაც ჩემმი ერთადერთი მიზანი ჩემმი საყვარელი ადამიანების გადარჩენა გახდა!
ალბათ მართლაც ასე იყო საჭირო რომ მომხდარიყო,თორემ ვერასოდეს გავბედავდი ვინმესთვის რაიმეს დაშავებას!
პირველი ადამიანი დღეს მოვკალი ,სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ.
ამაში ჯეი დამეხმარა ,მისთვის არაფერი არ დამიშავებია ,უნტკივნეულოდ მოკლა საწამლავმა.
ბევრი ვიტირე და ამ წამსაც ვერ ვწყნარდები,უცოდველი გოგონა იყო ,მართლაც რომ ამგელოზ,მაგრამ ახლა ფრედერიკი ჩაუდგება მის სულსაც სათავეში.
ის არმიასაც კი  შექმნის უკვე იმდენი ადამიანის სული ეკუთნის...უცოდველი ხალხის სულები!
ამ გოგონას ნახვაზე რაინა გაამახსენდა,ნეტავი როგორა?
იცის რომ მკვლელი გავხდი?
გაიგო იმის შესახებ თუ როგორ გახდა ჩემმი გული უგრძნობი და ცარიელი,იცით ალბათ ასე სჯობს.
სჯობს შევიცვალო და გავხდე არავინ ,ვიდრე ნამდვილი მე ვიყო ,რომელსაც ბოლო მოეღება დანაშაულის გრძნობით და ბოლოს მაინც სიკვდილით დაასრულებს ,თან ასევე გაიყოლებს ყველა იმ ადამიანს ვისაც ბრალი არ მიუძღვის მის დანაშაულში!
შეცდომა ,რომელიც დავუშვი სიკვდილი იყო,არ უნდა მოკვდე იმის შემდეგ რაც მოგკლეს.
მე კი სიკვდილთან დავდე შეთანხმება,რამდენად გულუბრყვილო და სულელი ხარ როუს,უბრალოდ დაგეხუჭა თვალები ,გაქრებოდი მაინც და ამდენის ატანა არ მოგიწევდა.

მსხვერპლთა სია:
1)
ჩარლს გლიფორდი.✔️

2)
მაელი ეტიჩი.✔️


3)
კიმ რი.


4)
ჯეფ ჯონსონი.


5)
კანგ ვონი.


6)
სუნგ ლი.


7)
პარკ ნეული.

8)
მელვინ ფორბისი.

9)
შინ დონგი.


10)
სუსან კონორი.


11)
სონგ ჯი სუჯი.


12)
ჩოი სანგი.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ბრავო ^_^

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

თორმეტი რატომ არის? ცამეტი არ უნდა მოეკლა?
ფრედერიკის რაღა სჭირს კიდევ. ძალიან მომწონს ♥️♥️♥️ წარმატებები ♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანასტასია
თორმეტი რატომ არის? ცამეტი არ უნდა მოეკლა?
ფრედერიკის რაღა სჭირს კიდევ. ძალიან მომწონს ♥️♥️♥️ წარმატებები ♥️♥️♥️

აუ ეგ ამერიააა ვაიმეე :დ
როგორ გამომრჩა ესე :(
ანუ უფრო გულნატჯენია და ასე არასწირად გამოხატავს ყველაფერს :/
ეგ მომენტია რა❤️
ძაალიან მიხარია თუ მოგწონს ❤️

《Sunshine》
ვაუ ბრავო ^_^

❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი )))

auu male dadeeb axal tavs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent