შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (19 თავი)


19-10-2020, 14:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 353

მია ცრემლებად იღვრებოდა, ვერ იჯერებდა რომ მის წინ კახა იდგა, საღსალამათი და თავისუფალი, ცოტნე დაძაბული იდგა და მიას თვალს არ აშორებდა, უნდოდა მისი ბესნიერებისგან გაბრწყინებული თვალები ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში
-ნამდვილი ხარ თუ მეჩვენები?-ახედა ძმას ცრემლიანი თვალებით
-ნამდვილი ვარ, ნამდვილი-გაეცინა კახას და შუბლზე აკოცა დას
-ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ რომ თავისუფალი ხარ და ჩემს გვერდით ხარ-ცრემლები გადმოსცვივდა ისევ მიას
-ნუ ტირი გთხოვ, ხოიცი ვერ ვიტან როცა ტირი
-კახა-აღმოხდა მიას ხმა ჩაუწყდა, კახამ ხელი გადახვია დას და ისევ გულში ჩაიკრა
-უზომოდ ბედნიერი ვარ-ახედა ძმას მიამ
-ამ ბესნიერების მიზეზი ეს ბიჭია-გახედა კახამ მანქანაზე მიყრდნობილ ცოტნეს ღიმილით, ინსტიქტურად დაბნეულმა გოგონამაც მისკენ გაიხედა და მათი თვალები ერთმანეთს
შეეფეთა -ცოტნე რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი
-ვერ გავიგე-ახედა ძმას მიამ
-ცოტნეს მეგობარი აკაკი დაეხმარა დავითს ჩემს საქმეზე... მან გვიპოვა ის მოწმე რომელიც ამტკიცებდა რომ დაგვინახა მედა იკა როგორ შევედით შენობაში, მერე კი როგორ დავბრუნდი მარტო, შეშინებული და დაბნეული თურმე...
-ცოტნეს მეგობარი?-მიამ ცოტნეს გახედა ისევ და უარესად დაიბნა -და რატომ დამიმალეთ მე ეს ყველაფერი ?
-გადავწყვიტეთ რომ ასე ჯობდა-კახამ თმები აუჩეჩა და გაეცინა
-გადაწყვიტეთ?-მია გაბრაზდა
-ხო მედა ცოტნემ ვიფიქრეთ რომ ასე ჯობდა
-შენ და ცოტნემ?-მიამ ჯერ ძმას შეხედა მერე კი ცოტნეს გახედა -დიდიხანია რაც მეგონრები ხართ?
-დიახ ქალბატონო-გაეცინა ისევ კახას
-როგორ? -მიამ ვერაფერი გაიგო
-ციხეში მოვიდა, გამეცნო და ასე დავმეგობრდით
-ცოხეში?
-ხო აკაკიმ გაგვიჩალიჩა შეხვედრა
-და გაგეცნო?-მია თვალს არ აშორებდა დაძაბულ ბიჭს რომელმაც მიას დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა -როგორ გაგეცნო?
-მია გაჭედე ხო? იმის მაგივრად მადლობა უთხრა ბიჭს ...
-მადლობა-მკვახედ მიახალა ცოტნეს ერთი ძლივს გამეტებული სიტყვა და ძმას ახედა მიამ -ახლა მითხარი როგორ გაგეცნო
-როგორ და ჩვეულებრივ-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-რატომ დაეხმარე?-მია ცოტნეს მიუახლოვდა და თვლებში ჩააცქერდა
-შენსგამო-მზერა გაუსწორა ბიჭმა უთხრა მკაცრი ტონით
-ჩემსგამო?-რატომღაც გაოცდა მია
-შენსგამო-გაეცინა კახას -აბა ჩემსგამო?
-ესეიგი ჩემსგამო?-მიას ცრემლები მოეძალა და მზერა აარიდა ცოტნეს
-მია -კახა დას მოუახლოვდა და თავზე აკოცა -ნუ გვიჭედავ, აი მარიამოც მოვიდა -და ყველამ მისკენ გაიხედა, მარიამმა კახას დანახვაზე შოკი მოოღო, ვერ იჯერებდა რომ მის წინ ნამდვილად კახა იდგა
-გაგათავისუფლეს?-შეიცხადა მან -მია კიდევ ნერვიულობდა სასამართლო გადაიდოო-აღმოხდა მას, თან კახას მიუახლოვდა ნელნელა და გადაკოცნა მოკრძალებულათ
-ხო დავუმალეთ დთეს რომ იყო სასამართლო, ვიცოდი უეჭველი გამოვიდოდი და მინდოდა გამეხარებინა -გაეცინა კახას
-ძალიან მიხარია რომ გაგათავისუფლეს-მარიამს ცრემლები მოეძალა, თუმცა მთელი ძალით ცდილობდა მოწოლილი ემოციების დამორჩილებას
-რეზი სადაა?-ჰკითხა ცოტნემ დაძაბულ გოგონას
-ტელეფონზე ლაპარაკობს და მოვა-უთხრა მარიამმა ცოტნეს და მიას გაოგნებული მზერა დააიგნორა
-თქვენ რა ერთად მოხვედით?-შეიცხადა მიამ
-კიიი-მარიამი უხერხულად შეიშმიშნა როცა ყველამ მას შეხედა
-რამე გამოვტოვე ქალბატონო მარიამ?-წარბი აწკიპა მიამ, უხერხული სიჩუმე რეზის მისვლამ გაფანტა
-გილოცავ-რეზი კახას მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა, ერთმანეთს უკვე იცნობდნენ ცოტნეს მონაყოლით
-მადლობა -გაეცინა კახას
-წავედით რა დავსხდეთ-რესტორნისაკენ აიღო გეზი ცოტნემ, მია უარესად დაიბნა
-კახა რახდება?-მიმავალ ძმას ხელი ჩაავლო მხარზე და თავისკენ მოატრიალა
-უნდა ავღნიშნოთ-მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ბიჭმა და მიას ხელი ჩაკიდა, მაგრამ მიამ გააშვებინა
-კაი მიდი და მოვალთ-შეხედა კახას და მერე მარიამს შეანათა შავი ბრაზიანი თვალები
-მაია რახდება? ვერაფერი გავიგე, ისე მომიყვანა აქ რეზიმ არაფერი ამიხსნა
-გგონია მე გავიგე აქ რა ხდება? მითუმეტეს შენსა და იმ არანორმალურს შორის?-ჰკითხა გაბრაზებით მიამ
-რაუნდა ხდებოდეს? მითუმეტეს ახლა
-მარიამ სულ გამოშტერდი ხო?
-მია
-რა მია? რეზის დასდევ გოგო?-ჯერ გაბრაზებული ტონით უთხრა მერე კი სიცილი აუტყდა მარიამის სახის შემხედვარეს
-არ დავდევ
-აბა ეს რა არის?
-თავი დამანებე ისედაც ტვინი მაქ არეული-გაეცინა მარიამს და პირველი წავიდა რესტორნისაკენ.
გოგოებს გაეცინათ როცა მაგიდას მიუახლოვდნენ, კახა შუაში ეჯდათ ბიჭებს შესაბამისად იძულებულები იყვნენ თავად ბოჭების გვერდით დამსხდარიყვნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და კახას ტელეფონის ხმამ დაარღვია ეს საშინელი სიჩუმე
-გავალ და მოვალ-წამოხტა ფეხზე კახა და გავარდა შენობიდან
-რა სჭირს ამას?-ჩაილაპარაკა თავისთვის მიამ
-შეყვარებულია-უთხრა ცოტნემ და მიამ უცნაური თვალებით შეხედა ჯერ მას მერე მარიამს
-შეყვარებული?-ისევ ცოტნეს შეხედა
-ხო შეყვარებულია
-საიდან იცი თავად გითხრა? -მია უარესად დაიბნა
-არა, მაგრამ მივხვდი-ცოტნე გაჩუმდა და კახას გახედა რომელიც ხელჩაკიდული მოდიოდა მიათვის უცნობ გოგონასთან ერთად
-გაიცანით თათა ჩემი შეყვარებული-თავზე წამოადგა მომლოდინეებს ყურებამდე გაღიმებული კახა, მიას სახე აელეწა, საშინლად დაიძაბა, მზერა უნებურად მარიამისკენ გაექცა რომელიც ცივი უგრძნობი სახით იჯდა მაგიდასთან და მთელი ძალით ებრძოდა მოწოლილ ცრემლებს
-სასიამოვნოა-გაუღიმა ცოტნემ მათ და მიას ყურსუკან დაუჩურჩულა -მია გამოფხიზლდი-მიამ თვალები დაახამხამა და ფეხზე წამოდგა, თათას ხელი ჩამოართვა და ძალით გაუღიმა
-ჩემი დაიკო მია და მისი მეგობრები-გააცნო კახამ დამსწრე საზოგადოება თათას, მიას მზერა ისევ მარიამისკენ გაექცა რომელსაც თვალები აუწყლიანდა
-მარიამ გამომყევი რა-ღიმილიანი სახით მიმართა დაბნეულ გოგონას, რომელიც ბარბაცით წამოდგა ფეხზე და მიას გაყვა, რეზის და ცოტნეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვიათ მარიამის აწყლიანებული თვალები და მიას დაბნეულობა
-მოხდა რამე? -კახამ მიმავალ დას მიაძახა
-არა არაფერი ახლავე მოვალთ-უთხრა აჩქარებით და სწრაფად გავიდნენ ეზოში, მარიამს მაშინვე სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა და ჩაიკეცა
-მარიამ მაპატიე არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი გეფიცები-მიაც დაიხარა და თმაზე მოეფერა ატირებულ მეგობარს
-მია -აღმოხდა მარიამს და უარესად ატირდა
-რომ მცოდნოდა, გეფიცები მას არ
დავუშვებდი -მიამ თავზე აკოცა მარიამს და ძლიერად ჩაიხუტა.
რეზის სახე წაეშალა, მია და მარიამი რომ გავიდნენ, მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, ცოტნემ ანიშნა აქ დარჩიო თავად კი გარეთ გავიდა და გოგონების ძებნა დაიწყო, მალევე შენიშნა უკანა გასასვლელის კიბეებზე ჩამომჯდარი გოგონები
-მია მოხდა რამე?-კიბეებზე არ ჩასულა ისე დაუძახა მიას, რომელიც მაშინვე ფეხზე წამოვარდა და კიბე აირბინა
-ეს განზრახ გააკეთეთ? ერთად დაგეგმეთ შენ და რეზიმ? გინდოდათ მარიამისთვის გული
გეტკინათ? -უყვირა მიამ
-რაა?-გაბრაზდა ცოტნე -რა დავგეგმეთ? რა გულისტკენა? მია გაგიგჟდი?-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-მაშინ რას ნიშნავს ყველაფერი ეს?
-რას უნდა ნიშნავდეს?-აყვირდა ცოტნე -ბიჭი ციხიდან გამოვიდა,აღნიშვნა გადავწყვიტეთ... შეყვარებულიც თუ დაპატიჟა არ ვიცოდი...მითუმეტეს რეზიმ არაფერი იცოდა მე დავპატიჟე... მინდოდა მას და კახას ერთმანეთი გაეცნოთ მარიამის პონტში
-მარიამის?-გაცეცხლდა მია
-ხო რეზის მარიამი უყვარს და მინდოდა გაეცნო მისი მეგობრები უკეთ
-ჯანდაბა-იყვირა მიამ - უყვარს? რეზის მარიამი უყვარს?-შეიცხადა და ცოტნეს მიაპყრო შავი მრისხანე სფეროები
- ეხლა შენ ამიხსენი ასე რატომ გაგიჟდი კახას შეყვარებულის დანახვაზე? მარიამი რატო ტირის? მათშორის რამე ხდებოდა? რამე იყო?
-არაფერი არ იყო გასაგებია? საერთოდ არაფერი
-მაშინ რატომ წაეშალა სახე მარიამს? შენ რატომ გადაირიე?
-უბრალოდ-მია გაჩუმდა და მზერა აარიდა- თავად მარიამს ჰქონდა გრძნობები თუცა... კახასთვის ის მხოლოდ მეგობარი იყო- გადაწყვიტა აეხსნა ცოტნესთვის რა ხდებოდა რეალურად
-ანუ არაფერი არ იყო?-ჩაეკითხა ცოტნე
-არა! არასდროს!- დაეთანხმა მია და კიბეები ჩირბინა
-მარიამ თუ გინდა...ცოტნე სახლში წაგიყვანს?
-არა არ მინდა-შეხედა მარიამმა მეგობარს და ცრემლები შეიმშრალა
-მარიამ ცუდად ხარ
-ამ დღეს ბედნიერები უნდა იყოთ შენც და
კახაც-მარიამი მეგომარს ჩაეხუტა და ფეხზე წამოდგა -მაღლა ამოვალ, მიდი და მოვალ-მია ფაქტიურად გააგდო, მიამ ცოტნეს გახედა რომელმაც თავით ანიშნა წამოდიო, მია გაყვა ცოტნეს, სუფრას დაძაბულები დაუბრუნდნენ ორივენი
-წამო მოვწიოთ-რეზიმ ცოტნეს გახედა და აივანზე გავიდა, ისიც უკან გაყვა -მარიამს რა დაემართა? კახას გამო წაეშალა სახე? -დაიძაბა ბიჭი
-არაფერი, საერთოდ არაფერი გესმის?-ცოტნე დაიბნდა -მათშორის არფერია და არც ყოფილა
-ცოტნე!-გაბრაზდა რეზი
-მარიამს თვითონ მოსწონდა თურმე, მაგრამ არაფერი იყო...
-კარგი-რეზი შევიდა და სკამზე დაჯდა დაძაბული, მარიამიც გამოჩნდა, ამაყად თავაწეული შევიდა, მშვიდი უემოციო სახით მიუახლოვდა მაგიდას და რეზის გვერდით დაჯდა, თათა ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს და დაძაბული ინჯდა, მიამ რომ შეატყო მარიმს რომ მან შეძლო თავის მოთოკვა თათას დაუწყო ლაპარაკი, გაარკვი რომ ის მზარეულია, ერთი წელია ხვდებიან ერთმანეთს და ყველას უმალავდნენ რადგან ასე ერჩიათ, დაძაბულობა მაინც არ შორდებოდა არც მათ სახეებს და არც მათ გონებას.
უხმოდ ივახშმეს და უხერხული სიჩუმე და დაძაბულობა მუსიკის ხმამ გაკვეთა
-ჩემი საყვარელი სიმღერაა-გაბედა და ხმა ამოიღო თათამ
-წამო ვიცეკვოთ-კახამ ხელი ჩაავლო თათას და მოცეკვავე წყვილებშორის გაერივნენ, მარიმი თვალს არ აშორებდა მათ და ცდილობდა მოწოლილი მძიმე ემოციები სულის სიღრმეში დაემარხა, რეზიმ მარიამის სკამის სახურგეზე გადადო ხელი და მის თმებში ახლართა თითები, მარიამი იმდენად იყო გართული კახას და თათას ყურებით რომ ვერ იგრძნო მისი შეხება, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა რეზიმ სულ ოდნავ მოწიწკკნა თმა, მარიამმა მისკენ მიიხედა და თან ცალ გვერძე მოიქცია გრძელი წაბლისფერი თმა, კახას გაეცინა მის ქცევაზე, ღვინით სავსე ჭიქას დაწვდა და ცოტა მოსვა
-გინდა წავიდეთ?-ისე მოულოდნელად ჰკითხა რომ მარიამი დაიბნა და თვალები დაახამხამა რამდენჯერმე
-აუ იყავით რა ჯერ-ცოტნეს ტონზე ყველას გაეცინა
-მია მგონი შენნთან მარტო დარჩენის ეშინია-გაეცინა რეზის
-არ მგონი ჩემი ან საერთოდ რამის ეშინოდეს-წარბი აწკიპა მიამ და რეზის მიაჩერდა
-მართალია,მე მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინია-ჩაესმა ყურში ცოტნეს ხმა, რომელიც მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და მარიამს მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და ანიშნა ამდგარიყო
-არ არსებობს-ახედა მარიმმა
-შანსი არაა-ცოტნემ ხელი ჩაკიდა და ძალით ააყენა ფეხზე
-რეზი არც გაბედო-გაბრაზდა მია -ზუსტად ვიცი რაც გქავთ ჩაფიქრებული -შეხედა მკვლელი თვალებით მომღიმარ ბიჭს რომელიც ფეხზე წამოდგა და მოცეკვავე მარიამს და ცოტნეს მიუახლოვდა, წამში გადაულოცა ცოტნემ მარიამი და მაგიდას დაუბრუნდა
-ზუსტად ვიცოდი რომ ამას გააკეთებდით -დაჯდა თუ არა მაშინვე მისკენ შეტრიალდა მია და გაბრაზებულმა შეხედა
-მია როგორ უნდა მოგარჯულო?-ისე სერიოზულად ჰკითხა რომ მია გაცეცხლდა
-მგონი ბევრი დალიე
-ასეა -დაეთანხმა მომღიმარი ცოტნე- მაგრამ შენს სიყვარულში ეგ ხელს არ მიშლის
-ჩემს ძმას ჩვენზე რა უთხარი? რაიცის ჩვენს ურთიერთობაზე?-სიტყვა ბანზე აუგდო მიამ
-ვუთხარი რომ მიყვარხარ და მინდა გაგაბესნიერო ამიტომ ვეხმარები მას
-არ ფიქრობს რომ უბრალო სიყვარულისთვის მეტისმეტდ დიდი მსხვერპლი გაიღე? ეჭვი არ შეიტანა არაფერში?
-მია არასოდეს მაპატიებ არა? არასოდეს დაივიწყებ არა? -დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში ცოტნე
-უფლებას არ მაძლევ დავივიწყო-გაბრაზდა
მია -სულ ჩემს გვერდით ხარ და გამუდმებით მაიძულებ გავიხსენო ის რაც მოხდა
-ის რაც მოხდა შეცდომა იყო
-მაგრამ გააზრებული!-დაუღრინა მიამ
-ჩემი გრძნობებიც გააზრებულია!
-ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს -უთხრა მკაცრი ტონით
-ექნება!-დაემუქრა ცოტნე -იქმდე არ დაგანენბებ თავს სანამ არ მაპატიებ, სანამ შენს გულს არ დავისაკუთრებ! სანამ ეგ თვალები შიშის და ზიზღის გარეშე არ შემომხედავს -მიამ ადგომა დააპირა მაგრამ ცოტნემ ხელი დაუჭირა და უფლება არ მისცა ამდგარიყო -ვერ გამექცევი მია, ჩემს სიყვარულს ვერსად გაექცევი-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს და ხელი გაუშვა, მიამ აკანკალებული ხელით წყლის ჭიქა აიღო და ცოტა მისვა, შემდეგ კი მოცეკვავე წყვილებს გახედა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ცოტნემ ვერ გაუძლო და მიას თმას ჩააყოლა თლილი თითები, მია დაფრთხა მოულოდნელობისგან და ცოტნეს შეხედა არეული თვალებით -როგორც ვატყობ მარიამი ჩემი რძალი გახდება, შენი არა -ჩაესმა ფიქრებში წასულ გოგონას ცოტნეს ხმა
-რძალი? -გაოგნდა მია და ცდილობდა დაბნეულობისგან გაფანტული აზრების თავმოყრას
-ხო რძალი-გაეცინა ცოტნეს და ღვინის ჭიქას დაწვდა ერთ მოყუდებაზე დალია, რეზის გახედა რომელსაც მარიამის წვრილ წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, ცხვირი მის თმაში ჰქონდა ჩარგული თავდავიწყებამდე მისული ვერავის და ვერაფერ ხედავდა გარშემო გარდა ერთისა
-მარიამ-ჩაემა მარიამს მისი ჩავარდნილი ხმა და თავი უკან გასწია რომ თვალებში შეეხედა
მისთვის -ძალიან მიყვარხარ-უთხრა ღიმილიანი სახით და ცხელი ტუჩები შუბლზე მიაწება, დაბნეულ გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და ცრემლები მოაწვა, იმდენად დაბნეული იყო, იმდენად არეული გრაძნობებში რომ ვერ მიხვდა გულისცემა ასე რატომ აუჩქარდა და სისხლმა რატომ დაიწყო ძარღვებში გიჟურად დენა, რატომ გაუხშორდა სუნთქვა, რატომ ურევდა გონებას რეზის სურნელი, რატომ უთრთოდა მთელი სხეული მისი შეხებისას...
-თათას სახლში წასვლა უნდა -კახა მიუახლოვდა მიას და თვალებში ჩააცქერდა -კარგად ხარ მია?
-კი კი, რაო რა თქვი?-ახედა დაბნეულმა ძმას
-თათას სახლში წასვლა უნდა და წავიყვან
-ჩემი მანქანით წაიყვანე-ცოტნემ გასაღები გაუწოდა
-რა ტაქსით წავალთ-იუარა კახამ
-მიდი-ცოტნემ გასაღები ხელში ჩაუდო, კახას ძალიან გაუხარდა და წამში აორთქლდნენ იქიდან
-ასე რატომ იქცევი? რატომ ცდილობ გახდე მისი საუკეთესო მეგობარი? რატომ ?-გაბრაზდა მია
-მოდი გარეთ ვილაპარაკოთ -ცოტნემ მაჯაში ჩაავლო ხელი და აივანზე გაიყვანა
-წარმოგიდგენია რა დაემართება რომ გაიგოს რაც ჩვენს შორის მოხდა? რომ მიხვდეს ყველაფერს? ან გაარკვიოს? ისედაც პასუხებს მთხოვს და საბუთებს ას ოცდახითი ათას დოლარზე!
-მია-ცოტნე დააბნია მიას სიტყვებმა
-პასუხებიბი არ გაქვს ხომ ასე?
-მია შეცდომა დავუშვით, თუ საჭორო გახდება მივალ და ყველაფერს ავუხსნი
-არაფერს აუხსნი, არ გაბედო ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ თავი დაგვანებე, მეც და მასაც
-მია რატომ არ გესმის რომ შემიყვარდი? რომ მიტვარხარ? რომ უშენობა არ შემიძლია?
-ამისტომ იყენებ ჩემს ძმა?
-არავის ვიყენებ გასაგებია? მას შენსგამო დავეხმარე და ეს თავიდანვე იცოდა...
-მაგრამ აგრძელებ მასთან მეგობრობას, ყოველდღე ისე იჭრები მის ცხოვრებაში რომ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ მალე
-მერე რა? გგონია რომ მას გამოვიყენებ?
-კიარ მგონია ასე იქნება! ჩვენს ურთიერთობაში ნუ ჩარევ სხვებს
-მია უსამართლოდ მექცევი-გაბრაზდა ცოტნე
-უბრალოდ ვცდილობ რომ... არ მინდა ჩვენი დაშვებული შეცდომის გამო სხვა ადამიანებიც დაიტანჯონ, გესმის?-შეხედა მიამ აცრემლიანებული თვალებით
-მია გთხოვ უფლება მომეცი გაგაბედნიერო
-არ შემიძლია-მიამ ზურგი აქცია და შიგნით შევიდა
-მია ჩვენ წავალთ-სახეალეწილ გოგონას რეზი მიუახლოვდა და გაუღიმა
-კარგი-მიამ მზერა რეზიდან დაბნეულ მარიამზე გადაიტანა
-მია -მარიამი მეგობარს ჩაეხუტა -დაგირეკავ-უთხრა უცნაური ხმით და რეზისთან ერთად დატოვა რესტორანი. დაბნეული მია ერთადგილზე მიყინულივით იდგა და შეკრთა როცა ცოტნეს ცივი ტუჩები შეეხო მის მხარს
-რას აკეთებ?-დაფეთებული მია მისკენ შეტრიალდა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა
-მოვედი-გაისმა კახას მხიარული ხმა
-წავიდეთ-თქვა ცოტნემ გაღიზიანებული ტონით და პირველი გავიდა რესტორნიდან
-მოხდა რამე?-დაიბნა მიას შემხედვარე კახა
-არაფერი-გაბრაზდა მია და გარეთ გავარდა, გაოგნებული კახა დას გაეკიდა
-კახა სახლში მიმიყვანეთ და მერე წადით თქვენ მანქანით
-არა შენ სახლში დაგტოვებთ და ტაქსით წავალთ
-არა -გაბრაზდა ცოტნე და მანქანაში ჩაჯდა
-კახა-გაბრაზდა მია
-დაჯექი წავედით-კახამ მანქანის უკანა კარი გაუღო, მია დაჯდა, კახა საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ხმას არცერთი არ იღებდა, უცნაურად დაძაბული იყო სამივე.
მარიამი ძალიან დაიძაბა როცა რეზიმ მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა და სიჩქარის შეუცვლელად წაიყვანა უსწორმასწორო ფაქტიურად გაუვალ გზაზე
-რეზი?-მარიამმა ვერ დამალა აღშფოთება
-ნუ გეშინია-რეზიმ სულ ერთი წამით გახედა დაძაბულ გოგონას და ისევ გზას გახედა მომღიმარი სახით
-სად მიდიხარ-მარიამმა შეხედა მომღიმარ ბიჭს ალეწილი სახით
-მენდე-რეზის ამ სიტყვამ მარიამი უარესად დაძაბა, მაგრამ კითხვა აღარ დაუსვამს, გადაწყვიტა რომ გაჩუმება ჯობდა ამ შემთხვევაში, გადაწყვიტა მინდობოდა როგორც თავად რეზიმ სთხოვა. კარგახნის სიარულის მერე მანქანა გააჩერა და გადავიდა, მარიამი დაფრთხა როცა კარი გაუღო და ხელი გაუწოდა, ჯერ მის ხელს დააცქერდა დაძაბული გოგონა შემდეგ ახედა მომღიმარ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა, გამოწვდილ ხელს ხელი ჩაკიდა და მანქანიდან გადავიდა, რეზის სახეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, ძალიან გაუხარდა მარიამი რომ ენდო
-ლამაზია-მარიამმა ახლაღა შეამჩნია რომ მათ წინ ღამის თბილისის ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი
-ჩემი საყვარელი ადგილია-რეზიმ ცივი თითები ძლიერად მოუჭირა მის თლილ თითებს ისე რომ თვალი არ მოუშორებია ღამის თბილისის ხედისთვის
-დღეიდან ჩემიც -მარიმმა გვერდით მდგომ ბიჭს შეხედა და მის პროფილს დააკვორდა, რეზიმ იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და მარიამისკენ მიტრიალდა, მეორე ხელიც ჩაკიდა და თვალებში ჩააცქერდა
-მარიამ ძალიან მიყვარხარ-თქვა უცნაური ტონით ბიჭმა და მარიამი ადგილზე გაიყინა, იგრძნო როგორ გაუჩერდა სისხლი ძარღვებში, როგორ შეწყვიტა გულმა ცემა -სიგიჟემდე შემიყვარდი, შენზე უარს არასდროს არავის და არაფრის გამო არ ვიტყვი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი
გახდე... -რეზი გაჩუმდა და მარიამის სახეს დააკვირდა რომელიც უბრალოდ წაიშალა - შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ -რეზიმ ხელები გაუშვა მის ცივ თითებს და ქარისგან სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია ყურსუკან -მარიამ მინდა რომ შენს გულში და გონებაში მხოლოდ მე ვიყო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ-მარიამმა თავი დახარა ვერ უძლებდა მის დაჟინებულ და მწველ მზერას -მაგრამ, მარიამ, შენ უნდა მომცე უფლება რომ შენთან ახლოს ვიყო და შენთვის ვიბრძოლო... შენ თუ უფლებას არ მომცემ გეფიცები ახლავე ამ წამსვე ვიტყვი შენზე უარს, იცი რატომ? იმიტო რომ არმინდა ამ სიყვარულმა შემშალოს და გული გატკინო... არმინდა რომ რამე გაიძულო, არმინდა ჩემი სიყვარულით ტკივილი მოგაყენო, არმინდა შენს თვალებში ზიზღი და შიში დავინახო, არმინდა გაგანადგურო ისევე როგორც ცოტნემ მია... არმინდა რომ ცხოვრება დაგინგრიო, არმინდა ამ სიყვარულმა გაგვანადგუროს- რეზიმ მარიამის გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -თუ ჩემს სიყვარულს ენდობი გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ გაგაბედნიერო, მაგრამ თუ უარს მეტყვი
გაგიშვებ...-ბოლო სიტყვების თქმა ძალიან გაუჭირდა მაგრამ მაინც უთხრა და მის პასუხს დაელოდა გულისფანცქალით, მარიამი ისეთი გაოგნებული, დაბნეული და დაძაბული იყო, ფაქტიურად ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან, რეზის გაეღიმა მისი სახის შემხედვარეს, ვერ გაუძლო მოწოლილ სურვილს და ცივი ტუჩები მიაწება მის ათრთოლებულ ტუჩებს, მარიამს წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით მის გიჟურ კოცნას კოცნით უპასუხა და ათრთოლებული თითები თმაში შეუცურა, როცა მოწოლილი ვნებები დაცხრა და ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ რეზიმ გულში ჩაიკრა აკანკალებული გოგონა და თავზე აკოცა -მორჩა ჩემი გოგო ხარ შენ-თქვა ჩურჩულით და მარიამმა რომ ახედა ცხვირზე აკოცა.
კახას სული ეტკინა როცა პატარა ნაქირავებ ბინაში შევიდა მიასთან ერთად, რამდენიმე თვის წინ რას იფიქრებდა რომ ციხეში ამოყოფდა თავს, რომ ანას კობოსთან ბრძოლა მოუწევდა... სახლს დაკარგავდნენ
-მე დივანზე დავწვები შენ საწოლს გაგიმზადებ
-შენ შენს საწოლში დაწექი, დივანზე მე დავიძინებ
-რეზი წესიერად არ გძინები რამდენი ხანია -მია ცდილობდა რეზის მასთან ცოტნეზს თემა არ ჩამოეგდო მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამას
-მია შენსა და ცოტნეს შორის რა ხდება?
-რაუნდა ხდებოდეს?-დაიძაბა მია
-იდიოტი გგონივარ? სახე წაგეშალა როცა გითხარი რომ ცოტნემ გამომიყვანა,
-კახა მოდი ამაზე ზვალ ვილაპარაკოთ
-გაგას მან დაგაშორა? თუ მართლა შენ მიატოვე?
-ხვალ-დაუყვირა მიამ ოთახში შეიკეტა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა.
ვიკა დილა ადრიან წამოადგა ცოტნეს თავზე და გააღვიძა
-რა ხდება? -ძლივს გაახილა თვალები ცოტნემ
-ირაკლიმ დამირეკა-საწოლზე ჩამოჯდა ვიკა და იატაკს დააცქერდა
-რა უნდა მაგ ნაბიჭვ.რს?-წამოჯდა ცოტნე საწოლზე
-მითხრა რომ თუ წესიერად არ მოიქცევით ორივე სახლს დავკარგავთ
-რაა?-იყვირა ცოტნემ
-ვაჩე ნიცას მიპირისპირებსო, ჩემი შვილი ჩემს წინააღმდეგ განაწყოო, ტვინი აურიაო, შენი ავადმყოფი შვილი ჩემს გოგოს ჩამოაშორეთო
-რაუნდა მაგ სირ. ვერ გავიგე-ღრინავდა ცოტნე
-თქვენ რა გინდათ მისგან? რატომ დაიჭირეთ საქმე მასთან? ნიცას რატომ არ ეშვება ვაჩე
-დედა ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ
-ცოტნე შენი ბინა და ეს სახლი ბანკში ჩადეთ და მეუბნებით რომ ეს მე არ მეხება და კითხვები არ უნდა დავსვა!-აყვირდა ვიკა -მითხარი რაში დაგჭირდათ ამდენი ფული? რატომ ჩადეთ ორივე სახლი?
-საქმისთვის დაგვჭირდა მორჩა და გათავდა
-ჯანდაბა-იყვირა ვიკამ -რაც გინდათ ის ქენით, რაც გინდა ის გიქნიათ-ყვირილით გავიდა ოთახიდან, ცოტნე მაშინვე ადგა ჩაიცვა და სახლიდან გავარდა, მაშინვე რესტორანში გაქანდა და დაუკაკუნებლად შეუვარდა ირაკლის კაბინეტში
-დედაჩემს რატომ ურეკავ? რატომ რევ ამ საქმეში?
-მაშინ შენს ძმას მიხედე, ეგ ნაბიჭვა.ი წამლებს იჩხირავს
-რას ბოდავ-დაუღრიალა ცოტნემ
-აიძულე ნიცასგან თავი შორს დაიჭიროს
-შენი გოგო ეკიდება და მე რა გავაკეთო?
-ცოტნე ეს თამაში უკვე სახიფათო გახდა
-შენ შენს შვილს მიხედე, მე ჩემს ძმას მივხედავ
-ვაჩე ჩემი ჯიბრით ნიცას აღარ მოეშვება, ნიცაც გააგიჟა და ჩემი შვილი აღარ გვისმენს, არც მე არც დედამის, იმიტომ მინდა დედაშენი ჩაერიოს საქმეში
-ერთი ლაწირაკისთვის ვერ მიგიხედია და გინდა დედაჩემა დაალაგოს ეს დამპალი საქმე?
-შენ ძმას თუ არ ჩამოაშორებ ნიცას იცოდე გაგანადგურებთ
-რას იზავ? ბანკის თანხას აღარ დაგვიფარავ? ორივე სახლს დაგვაკარგვინებ?
-უარეს დაგმართებთ
-სიტყვებს დაუკვირდი ნაბიჭვა.ო-დაუღრიალა ცოტნემ -ჩვენ თუ ჩავიძირებით ხოიცი რომ შენც ჩვენთან ერთად ჩაიძირები? ჩვენ რომ შემოსავალს ვმალავდით და დაგვაჯარიმეს მაგიტომ მოგათრიეთ აქ შენ, ვალი დაფარე და რესტორანს განაგებ, სანამ შენს ფულს ამოიღებ! მაგრამ ზუსტად ვიცი რომ რა შეცდომაც ჩვენ დავუშვით შენ გააზრებულად აკეთებ ამას, მალავ შემოსავალს, ხოიცი რომ ბოლომდე თუ გაგწირეთ ციხეშიც ამოყოფ თავს
-შე ნაბიჭ.არო, მე ციხისგან გიხსენით და შენ ამით მემუქრები?-სავარძლიდან წამოვარდა ირაკლი
-თუ არგინდა რომ ყველაფერი ასე გართულდეს შენ შენს ლაწირაკს მიხედავ, მე ვაჩეს, დანარჩენი ისევ ისე იქნება... დედაჩემა არუნდა გაიგოს რომ ვაჩე წამლებზე იყო და ამის გამო დაგვჭირდა სახლების ოპოთეკით დატვირთვა... არუნდა გაიგოს რომ ამდენი ფული მისი ციხიდან დასახსნელად დამჭირდა თორემ დაისჯები
-შენი ძმა ისევ იჩხერს გასაგებია?-უღრიალა ირაკლიმ -მეგონა შეეშვა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ასეა
-წამალს აღარ დაბრუნები, გასაგებია? შეეშვა, პირობა მომცა-აყვირდა ცოტნე
-წაეთრიე და შენს ძმას მიხედე, მე კი ნიცას მოვუგვარებ
-ასე ჯობია-დაეთანხმა ცოტნე და გაცოფებული გამოვარდა ირაკლის კაბინეტიდან მაშინვე ვაჩეს დაურეკა მაგრამ ის არ პასუხობდა, სახლში მივიდა და მოთმინებით ელოდა ძმის დაბრუნებას, როგორც კი დაინახა ეზოში შესული ვაჩეს მანქანა მაასინვე გარეთ გავარდა და გადმოვიდა თუარა ვაჩე მანქანიდან სახეში გაარტყა
-შენბრა გაგიჟდი?-საყელოში წვდა ვაჩე ძმას
-ნიცას ახლოს აღარ გაეკარო-მისი ხელები უხეშად მოიშორა ცოტნემ -გესმის რას გეუბნები? მასზე ფიქრსაც კი გიკრძალავ!
-შენ ვინ ხარ რომ რამე ამიკრძალო?-უღრიალა ვაჩემ ძმას
-ვინ ვარ? ვინ ვარ?-მიუახლოვდა ცოტნე ძმას და თვალებში ჩააცქერდა -ის ვისაც არუნდა რომ წამალ გაჩხერილს ამოგხდეს სული
-წამლებს შევეშვი-უტიფრად ატყუებდა ვაჩე ძმას
-იტყუები ავადმყოფო! ირაკლიმ მითხრა
-ეგ ნაბიჭვ.რი-იღრიალა ვაჩემ
-თუ არ შეეშვები გეფიცები საავადმყოფოში დაგაწვენ! თუ მაიძულებ ცნობასაც ავიღებ რომ სულით ავადმყოფი ხარ და ძალით დაგაწვენ სამკურნალოდ
-თავი ვინ გგონია? გგონია უფლებას მოგცემ რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო?
-ამას ეძახი ცხოვრებას? ავადმყოფი
ხარ -ზიზღით უთხრა ცოტნემ და სახლში შევარდა, გაგიჟებული ვაჩე კი პირდაპირ ნიცასთან წავიდა. გადაწყვიტა შურისძიების იარაღად გამოეყენებინა ნიცას გულწრფელი სიყვარული მისადმი.



№1 სტუმარი სტუმარი mancura

მომწონს ძალიან ეს ისტორია ვადევნებ თვალყურს და ველოდები როდის ატვირთავ ხოლმე.მინდა რომ ცოტნე და მია ერთად იყვნენ.ისიც მინდა რომ ვაჩემ ერთ დღეს გაიღვიძოს და აღმოაჩინოს რომ ნიცა უყვარს.ხო რაც შეეხება წერას ერთ რჩევას მოგცემ გვერდზე და არა გვერძე.

 


№2 სტუმარი ატბ

ვაჩე დეგენერატია, არ იმსახურებს ცოტნესნაირ ძმას.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი mancura
მომწონს ძალიან ეს ისტორია ვადევნებ თვალყურს და ველოდები როდის ატვირთავ ხოლმე.მინდა რომ ცოტნე და მია ერთად იყვნენ.ისიც მინდა რომ ვაჩემ ერთ დღეს გაიღვიძოს და აღმოაჩინოს რომ ნიცა უყვარს.ხო რაც შეეხება წერას ერთ რჩევას მოგცემ გვერდზე და არა გვერძე.

მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია, თქვენს რჩევას გავითვალისწინებ აუცილებლად

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

აუ რა მაგარია რა მეც მინდა რომ ვაჩე და ნიცა ერთად იყვნენ მაგრამ არა ძალით და ძალიან მიხარია რეზის და მარიამის ამბავი მაგარია ძალიან და როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

სიტუაცია იძაბება იმედია ყველაფერი კარგად იქნება

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს მია არც შვილად, არც დად და არც ქალად ღმერთს არ უქნია. სახელს ვერ ვუძებნი, ქაჯი აშკარად კომპლიმენტია მისთვის.
ცოტნემ კიდევ ვააჩე ჯერ სოფის ჩამოაშორა არიქა ნიცაო. ახლა ნიცასაც ჩამოშორდიო. სადღაც დაიკარგა მგონი.

მაგრამ, მე ვფიქრობ...ისტორიას ასე იმიტომ წერ, რომ რაღაცისგან იცლები. ამიტომ იყოს ისე როგორც შენთვის სჯობია. შენთვის უარყოფით/ნეგატიურ ამბავზე წერა თითქოს შვებაა.

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ატბ
ვაჩე დეგენერატია, არ იმსახურებს ცოტნესნაირ ძმას.

ნელნელა ყველა გამოაჩენს თავის რეალურ სახეს

სტუმარი მარი
აუ რა მაგარია რა მეც მინდა რომ ვაჩე და ნიცა ერთად იყვნენ მაგრამ არა ძალით და ძალიან მიხარია რეზის და მარიამის ამბავი მაგარია ძალიან და როდის დადებ შემდეგ თავს?

შემდეგს არვიცი ზუსტად როდის დავდებ, ხვალ არამგონია მოვახერხო სამწუხაროდ :(

《Sunshine》
სიტუაცია იძაბება იმედია ყველაფერი კარგად იქნება

ცოტა სირთულეები იქნება და მერე ყველაფერი დალაგდება

grafo
ეს მია არც შვილად, არც დად და არც ქალად ღმერთს არ უქნია. სახელს ვერ ვუძებნი, ქაჯი აშკარად კომპლიმენტია მისთვის.
ცოტნემ კიდევ ვააჩე ჯერ სოფის ჩამოაშორა არიქა ნიცაო. ახლა ნიცასაც ჩამოშორდიო. სადღაც დაიკარგა მგონი.

მაგრამ, მე ვფიქრობ...ისტორიას ასე იმიტომ წერ, რომ რაღაცისგან იცლები. ამიტომ იყოს ისე როგორც შენთვის სჯობია. შენთვის უარყოფით/ნეგატიურ ამბავზე წერა თითქოს შვებაა.

ჩემი მია ეგეთი ცუდი გოგოა? :(
რაქნას შეშინებული და დაბნეულია :)

რაც შეეხება ვაჩეს, მისი ქცევა არაადეკვატური გახდა, ამიტომ უნდა ცოტნეს რომ ნიცასაც ჩამოაშოროს, მიხვდა რომ ზედმეტად ღრმად შეტოპეს მან და თავის ძმამ ნიცასთან მიმართებაში

მართალი გითხრათ მეც არვიცი ასე რატომ ვართულებ ყველაფერს, რატომ ვწერ ასეთ რთულ ისტორიებს...ალბათ მე თავად ვარ რთული და ჩემს გარშემოც სრული სიცარიელეა და ამიტო ვწერ ასე... თუმცა ისიც მინდა, რომ ისტორია იყოს განსხვავებული და მოულოდნელობებით სავსე, რამდენად გამომდის არვიცი, მაგრამ ვცდილობ :) :)

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

გაჩერდიი, შეშინებული და დაბნეული რახან არის, ამიტომ ვირი არ უნდა იყო ადამიანი :)). როგორც ქალი კიარა...აი, როგორც ადამიანისგან კი არა...როგორც ცოცხალი არსებისგან საერთოდ, საერთოდ არ არის მოდის მიასგან სითბო. ძალიან ცარიელი პერსონაჟი გამოიყვანე(რისი მიზეზიც გიწერია ზედა კომენტარში).

ხო, მაგრამ ასე ერთ დაწკაპუნებაზე ხომ არ არის ჩამოშორდი/დაუახლოვდი.
გაწევ-გამოწევაზე ხარ ამ ისტორიაში და რა ვიცი, გისურვებ შენს რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის ფურცლებზე გადმოტანას შენი სიცარიელე ამოევსოს.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

grafo
გაჩერდიი, შეშინებული და დაბნეული რახან არის, ამიტომ ვირი არ უნდა იყო ადამიანი :)). როგორც ქალი კიარა...აი, როგორც ადამიანისგან კი არა...როგორც ცოცხალი არსებისგან საერთოდ, საერთოდ არ არის მოდის მიასგან სითბო. ძალიან ცარიელი პერსონაჟი გამოიყვანე(რისი მიზეზიც გიწერია ზედა კომენტარში).

ხო, მაგრამ ასე ერთ დაწკაპუნებაზე ხომ არ არის ჩამოშორდი/დაუახლოვდი.
გაწევ-გამოწევაზე ხარ ამ ისტორიაში და რა ვიცი, გისურვებ შენს რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის ფურცლებზე გადმოტანას შენი სიცარიელე ამოევსოს.

ადამინის სიცარიელეს ვერც წერა უშველის და ვერც სხვა ადამიანების გვერდში დგომა, საკუთარ თავს თავად უნდა უშველო ადამიანმა, საკუთარი თავი თავად აიყვანო ხელში და იბრძოლო საკუთარი ბესნიერებისთვის :( სხვაგვარად არაფერი ეშველება როგორც ჩანს ამ მდგომარეობას :)

აი ისტორიაზე კი რა გითხრა, არვიცი, ძალიან მაბნევს ხოლმე განსხვავებული კომენტარები და მოსაზრებები, თუმცა მე მაინც ისე ვწერ ხოლმე როგორც მაქვს ჩაფიქრებული და იმედია ნორმალური ისტორია გამოვა საბოლოო ჯამში.
ჩემს მიას კი დავატკბობ აწი :) :)

 


№10  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

გადევნებ თვალს, ყველა თავს ვკითხულობ თუმცა კომენტარებში არ მიაქცტიურია, ძალიანაგარი ისტორია თითქოს ყველასგან განსხვავებული თავისებური თბი და საყვარელი, ცდილობ პერსონაჟის ემოციები ჩვენამდე მოიტანო და გამოგდის კიდეც, წერე ისე როგოეც შენ გინდა, წერე ისეე როგორც შენი მუზა გეუბნება.წარმატებები

 


№11  offline მოდერი ^მერიემი^

ფოტოს წავიღებ რა გთხოვ ძალიან მომწონს ჩემი ისტორიისთვის თუ წინააღმდეგი არიქნები :))

 


№12  offline მოდერი ნეაკო

^მერიემი^
ფოტოს წავიღებ რა გთხოვ ძალიან მომწონს ჩემი ისტორიისთვის თუ წინააღმდეგი არიქნები :))

არა რათქმა უნდა, პირიქით მიხარია რომ ჩემი არჩეული ფოტო მოგეწონა :)

ქ ე თ ა თ ო
გადევნებ თვალს, ყველა თავს ვკითხულობ თუმცა კომენტარებში არ მიაქცტიურია, ძალიანაგარი ისტორია თითქოს ყველასგან განსხვავებული თავისებური თბი და საყვარელი, ცდილობ პერსონაჟის ემოციები ჩვენამდე მოიტანო და გამოგდის კიდეც, წერე ისე როგოეც შენ გინდა, წერე ისეე როგორც შენი მუზა გეუბნება.წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი და განსხვავებული ისტორია საინტერესო მომწონს რეზის და მარის წყვილი იქნებ მია ხ ცოტნეს შეეწყობა ერთმანეთს,ვაჩესაც დაულაგდეს ტვინი დ ბოლო ბოლო გაერკვეს ვინ უყვარს მადლობა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№14  offline წევრი თათია-თათა

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№15  offline მოდერი ნეაკო

ხუთშაბათამდე არვიცი მოვახერხებ თუ არა ახალი თავის დადებას :(

 


№16 სტუმარი Life is beautiful

შეუდარებელი ხარ.... გავგიჟდი პირდაპირ... მალე დადეთ;-)

 


№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი და განსხვავებული ისტორია საინტერესო მომწონს რეზის და მარის წყვილი იქნებ მია ხ ცოტნეს შეეწყობა ერთმანეთს,ვაჩესაც დაულაგდეს ტვინი დ ბოლო ბოლო გაერკვეს ვინ უყვარს მადლობა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მამხნევებთ ხოლმე თქვენი კომენტარებით :). მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

თათია-თათა
დღეს იქნება ახალი თავი?

დღეს ვერ ვახერხებ სამწუხაროდ

Life is beautiful
შეუდარებელი ხარ.... გავგიჟდი პირდაპირ... მალე დადეთ;-)

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ

 


№18  offline წევრი Nano Goduadze

როგორ ველოდები შემდეგ თავს ^_^ ♡

 


№19  offline მოდერი ნეაკო

Nano Goduadze
როგორ ველოდები შემდეგ თავს ^_^ ♡

ნეტა იცოდეთ როგორ მინდა რომ დავჯდე და ვწერო და ვწერო, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე :( . შემდეგს ხვალ ან ზეგ ავტვირთავ

ავტვირთე ახალი თავი იმედია ძალიან არ განმირისხდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent