დასაწყისი: თავი 4 - ფაილი
აქტი II - გაუთვალისწინებელი მოვლენები. თავი 4 - ფაილი მესამე პირი - დემონი გაბრიელის ისტორია დასრულდა, თუ არა? ყოველ შემთხვევაში მისმა ფაილმა გამოიწვია დომინოს ეფექტი, ეს კი გაუთვალისწინებელი მოვლენების წარმოშობის საბაბი გახდა, 1942 წელი იყო, ერთი მზიანი ამინდი ქალაქ ინგლოშტადში. მხოლოდ ეს კარგი რამ იყო შემორჩენილი ომის პერიოდის დროს...სახლები დაცარიელებულიყო, ქუჩებში კაციშვილი არ ჩანდა. სამხედროები დადიოდნენ, შედიოდნენ სახლებში და ჯარში იწვევდნენ ყველას; ეკითხებოდნენ - „რამე ძველი ნივთები, წერილები, არტეფაქტები არ გაქვთ?“. ერთ-ერთ პატარა ხის სახლის კარზე დააკაკუნეს,კარი გააღო მოხუცმა კაცმა, სადღაც 80 წლის იქნებოდა, მელოტი თავით და კანკალა ერთი ხელით ძლივს იჭერდა ჯოხს, მეორე ხელში ჰქონდა ოთხკუთხა, ყავისფერი ლითონის ყუთი, რომელიც ჯარისკაცებს მისცა. — რა არის ყუთში? - გაოგნებული სახით იკითხა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელსაც თოფი ჰქონდა ზურგზე გადაკიდებული. — ეს ჩემმა ბაბუამ დამიტოვა, ხოლო მას თავისმა ბაბუამ. მეუბნებოდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა ეს ისტორია ვინმეს გამოადგებოდა და თქვენ გაძლებთ. ჯარისკაცმა აიღო ყუთი, გახსნა, შიგნით ეწყო რამდენიმე თაბახის ფურცელი. ტექსტი იყო გერმანულად, ზოგი წინადადება - ფრანგულად. მისი გარჩევა გაუჭირდათ, მაგრამ ერთს კი მიხვდნენ, რომ რაღაც საინტერესო ეწერა და უნდა გაერკვიათუფრო დეტალურად. — მე მგონი ანენერბე დაინტერესდება ამით, - უთხრა ერთმა ჯარისკაცმა მეორეს. — როგორ აღმოჩნდა ეს წერილი თქვენთან, თუ იცით? - იკითხა ერთმა და მოხუცმა ერთი-ორი წუთით დადუმდა და დაიწყო გახსენება. — ეს...ეს ჩემმა ბაბუამ დამიტოვა, ხოლო მას... — ვიცი ვის ვინ რა დაუტოვა, მაგრამ რატომ დაუტოვეს? — აჰ...ცუდად მესმის...ჩემმა ბაბუამ ერთხელ მითხრა, რომ იმ უცხო კაცს დაუტოვეს ეგ წერილი სასტუმროში, სადაც გაბრიელი იყო, მაგრამ ის უცხო კაცი არ მოსულა. სასტუმროს მფლობელი კი, - დაფიქრდა და რამდენიმე წამში გააგრძელა. - იყო ზუსტად ჩემი ბაბუას ბაბუა და მისგან მას ეს წერილი. — ჰა, - გაიცინა ერთმა. - კარგი, გადავცემთ ჩვენს სამეცნიერო ჯგუფს და ,ალბათ, რაღაცით გამოადგება ეს წერილი და არა მაკულატურისთვის. — მაკუ...რა? - იკითხა მოხუცმა. — არაფერი. მოგესმათ. მადლობა მესამე რეიხის დახმარებისთვის! ჰაილ ჰიტლერ! — ჰაილ ჰიტლერ! ეს მაინც დავიზეპირე ჩემს ასაკში... ჯარისკაცებს ჯერ ეგონათ, რომ ბებერი კაცი თავისი ასაკის გამო გაგიჟდა, თუმცა , როცა ანენერბის ხელში ჩავარდა, მიხვდნენ, რომ საკმაოდ საინტერესო იყო. . რამდენიმეწლიანი კვლევების შედეგად აღმოაჩინეს უცნაური გამოსხივება და ივარაუდეს, რომ ეს რაღაცნაირად იყო დაკავშირებული გაბრიელის ისტორიასთან. ბაზები ააგეს და თითქმის მივიდნენ თავიანთ მიზანთან, თუმცა მოუწიათ უკან დაბრუნება, რადგან მესამე რეიხს უკვე დიდი დანაკარგები ჰქონდა ომში და სამეცნიერო კვლევებისთვის უკვე ფინანსები აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, როგორც ვიცით, გერმანიამ წააგო ომი და მოგებულმა მხარეებმა გადაინაწილეს ფაილები და გაბრიელის ისტორია შეხვდა აშშ-ს, რომელმაც ჯერ იფიქრა, რომ ეს ისტორია ისეთი ზღაპარი იყო, როგორც სხვა ფაილები, მაგრამ 1995 წელს ყველაფერი შეიცვალა. — ბატონო პრეზიდენტო, ტელეფონზე გირეკავენ, - უთხრა მდივანმა იმ დროინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს. პრეზიდენტმა აიღო ყურმილი და ეს იყო NASA, შეატყობინეს, რომ ანტარქტიკაში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელიც თითქოს ცაში გაჩნდა. — ჩვენ ვფიქრობთ, რომ სჯობს გააგზავნოთ სამხედრო ჯგუფი, რადგან, თუ გაბრიელის ისტორია აღმოჩნდება ჭეშმარიტი... — თქვენ ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი რიგზე გვაქვს. *** 1991 წელი. 19 ნოემბერი. საექსპედიციო უახლოვდებოდა ანტარქტიკის სანაპიროს თავიანთი ყინულმჭრელი ხომალდით. ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო,, რადგან არა მარტო აშშ იყო დაინტერესებული ამ მეტეორიტით, არამედ სხვა ქვეყნებიც. ამისთვის მათ გააგზავნეს თავიანთი საუკეთესო კომანდინი, გარი გრეი. ის ბოქლომში იხედებოდა, დახედავდა ხოლმე საათს, რომ გაეგო რამდენი ხანი უნდა აეტანა ანტარქტიკული სიცივე. ის ძლივს მიეჩვია პანამის, აფრიკული ქვეყნის, სიცხეებს და ახლა პირდაპირ გააგზავნეს ანტარქტიკაში. — თუ ჯოჯოხეთში ყინავს - მაშინ ჯოჯოხეთია ანტარქტიკა, - თქვა , აიღო სიგარეტი და აანთო. — რამე თქვით? - ჰკითხა ეკიპაჟის წევრმა, რომელიც გვერდით გადიოდა. — ძალიან ყინავს. — გეთანხმებით, მაცივარშიც ასე არ ყინავს როგორც აქ... — რამდენ ხანში მივალთ? — დაახლოებით ორ საათში. — მშვენიერია. — რამე კიდევ გნებათ კაპიტანო? — დიახ, ჩაი გამიკეთეთ. გარი ფიქრობდა, რომ აშშ-ში მეტი საქმე არ ჰქონდა და ტყუილად გააგზავნეს ანტარქტიკაში, არადა, ისედაც ჰყავთ საექსპედიციო ჯგუფები, ბევრად მომზადებულნი და გამოცდილნი. „რა უნდა იყოს ასეთი, რომ სამხედროებს დაავალონ?“ - ჩაიფიქრა გარიმ. ის ხომ უბრალო სერჟანტია, თუმცა რაღაც მიღწევები ჰქონდა და,ალბათ, ამ მიღწევების გამო გააგზავნეს ანტარქტიკაში. მან რამდენიმეჯერ გადაიკითხა გაბრიელის ისტორია და ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა მაგალითად, გასაიდუმლებული ჯგუფი და უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი. ამით უფრო იმედგაცრუებული გახდა, რადგან რაღაც ზღაპრის შესამოწმებლად გააგზავნეს. აპირებდა, რომ როგორც კი დაბრუნდებოდა შტატებში, უჩივლებდა ლეიტენანტს, რომელმაც ის დანიშნა. და სანამ ფიქრობდა, რა ეთქვა, უცებ გაიგო: — ჩვენ ვუახლოვდებით სანაპიროს! - თქვა ეკიპაჟის წევრმა. — ღმერთო ჩემო... ეს ნამდვილია, - თქვა ერთმა გაოცებულმა ეკიპაჟის წევრმა, როცა დაინახა სანაპიროსთან მოტივტივე მეტეორიტი. გარი არ უჯერებდა თავის თვალებს და რამდენიმე წამი მოუნდა, რომ გონებაზე მოსულიყო, ყველაფერი დალაგდა თავში და წარმოდგენა შეეცვალა. „და ახლა თუ ეს ნამდვილია, მაშინ ყველაფერი, რაც წერია გაბრიელის ფაილში სიმართლეა და ისიც, რომ მეტეორიტი გადაზიდვის დროს აფეთქდა.“ - ჩაიფიქრა გარიმ ზუსტად ეს „აფეთქება“ გაიხსენა გარიმ და დაიწყო ფიქრი, უკან გაბრუნება ჯობდა, თუ ეცადათ ამ სარისკო მეტეორიტის გადატანა. ფიქრობდა რამდენიმე წუთი, მაგრამ გაახსენდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა, რადგან სანამ გააგზავნიდნენ ექსპედიციაზე, უთხრეს, რომ სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებული ამ მეტეორიტით და თუ ის არა, მაშინ სხვა ეცდებოდა გადატანას და ეს კიდევ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ მოვლენებს საერთაშორისო პოლიტიკასა და მსოფლიოში, თუ ცუდ ხელში ჩავარდებოდა. ის-ის იყო მეტეორიტი გვარლით, რომ გადაიტანეს, გარიმ პირდაპირ ეკიპაჟს უბრძანა, რომ ხელით არ შეხებოდნენ მეტეორიტს, რადგან ფაილის თანხმად, ზუსტად შეხების დროს კრისტალები აკაშკაშდნენ და აფეთქდნენ. გარი უფრო დაინტერესდა ამ კრისტალებით და მოუნდა, რომ უფრო დეტალურად შეესწავლა , რათა გაეგო, ნამდვილად თუ შესაძლებელია შეიქმნას ზეადამიანი, ადამიანი, რომელსაც ექნება განუსაზღვრელი ძალები. და თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ძალების გამოყენება შეიძლება როგორც სიკეთისთვის ისე სიბოროტისთვის. მაგალითად, როგორც ატომის გახლეჩვის ეფექტი, რომლის დახმარებით შექმნესს ატომური რეაქტორი და გამოიყენეს ომშიც, რამაც გამოწვია დიდი დანაკარგები. და ახლა, თუ იგივე ისტორია ექნება ლურჯ კრისტალს, რომელსაც ბევრად დიდი წილი ექნება ომში, რამდენად აზროვნულად შეიძლება გამოიყენებს ქვეყნები? ზუსტად ამ საკითხზე ფიქრობდა გარი და გეგმას ისახავდა, რომ თუ მისცემდნენ კვლევების ჩატარების უფლებას და აღმოჩნდებოდა ჭეშმარიტი გაბრიელის ისტორია, მაშინ არ უნდა მომხდარიყო ისე, რომ ცუდ ხელებში ჩავარდნილიყო. ბევრს ფიქრობდა გარი, ხოლო ეკიპაჟის წევრებს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ დინამიტისაგან ავსებულ გემზე იყვნენ და ერთი სანთელიც თუ დაუვარდდებოდათ ყველაფერი აფეთქდებოდა. რასაკვირველია, მათ შიშს ნამდვილი საფუძველი ჰქონდა და უყურებდნენ, რომ არავინ მისულიყო ერთი მეტრითაც კი ახლოს მათთან და ,ალბათ, ამის გამო მათ წარმატებით შეძლეს აშშ-ს აღმოსავლეთ პორტამდე მისვლა. ნიუ-იორკის პორტთან მისვლისას ეკიპაჟმა დააცარიელა გემი, ხოლო გარი მოემზადა ლეიტენანტთან შესახვედრად,რომელმაც დაავალა ეს მისია. — თქვენ წარმატებით შეასრულეთ თქვენი მისია! - მოულოცა ლეიტენანტმა გარის, რომელიც პორტთან სამხედროებთან ერთად ელოდებოდა. — ასეთი მისია აღარ მომცეთ...ძლივს ამოვისუნთქე ახლა. — მთავარია, რომ მისია წარმატებით შესრულდა! — და ახლა რას უპირებთ ამ მეტეორიტს? — ეს უკვე თქვენი საფიქრალი არაა. — საფიქრალი არაა? იცით, რამდენი ვინერვიულეთ გზაში მე და ეკიპაჟმა?. მე კიდევ ერთხელ გადავხედე გაბრიელის ისტორიას და მინდა გავიგო, თუ რა არის ეს კრისტალები. — ჰმმ...ანუ თქვენ გინდათ, რომ შეისწავლოთ ეგ კრისტალები, მაგრამ მეცნიერებს სად მონახავთ? — ვიპოვი! დამიჯერეთ, რადგან ვიცი რისკები და ვიცი, რომ კრისტალების კვლების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. — კარგით, ერთი წუთი დამელოდეთ, - თქვა მან და ტელეფონი ამოიღო და გავიდა სასაუბროდ. და როცა დაბრუნდა თქვა: — თქვენი პროექტი დადასტურებულია. — ასე მალე? - გაოცებული სახით თქვა გარიმ. — დიახ. სახელმწიფოს აინტერესებს თქვენი გამოკვლევები, მაგრამ თქვენ შეზღუდული იქნებით დაფინანსებაში სანამ რაღაც საინტერესო რამეს არ აღმოაჩენს თქვენი სამეცნიერო ჯგუფი. — დიდი მადლობა, ლეიტენანტ მაიკლ! — არაფერს, სერჟანტ გარი. მთავარია თქვენ მიაღწიოთ თქვენს შედეგებს გარი ფიქრობდა, რომ ბევრი თხოვნა დასჭირდებოდა , მაგრამ ძალიან მარტივად მისცეს ეს საქმე. თუმცა ეს ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფო არ იყო დიდად დაინტერესებული კრისტალებით. ამიტომაც, გარის უნდა ეცადა ისეთი რამ აღმოეჩინა, რაც უფრო მეტ ინტერესს აღუძრავდა სახელმწიფოსმაგრამ არა იმდენი, რომ ცუდად გამოეყენებინათ. ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოქცეულიყო. ხოლო თუ სადმიიყვანს კვლევები, ამას აჩვენებს მომავალი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.