გავემიჯნები - ერკე მიდასი
გავემიჯნები - ცებს, მიწებს გადაღმა სანთლებს ვენთები, სუფთას, კრისტალურს და სიყვარულის ხეებიც გადახმა გზად შორეთში ვერ ვამჩნევ ნაკადულს. თავგადაკლული ვდგავარ უშორეთს სიცხის შეტევაც აივლის - ჩაივლის უბრალოებას საზრდო რამ უშოვეთ სიტყვებს დატვირთვა, ტანში რომ დაივლის. გადაწოლილან უსიერ ტყეებში ჯარისკაცების ბრმობა მიწიერი და სასუფევლის ყრმობათა წრეებში ეშმაკთა სხივი ვით არს მშიერი. თუკი სიკვდილი გაქრება ქვეყანად თუკი დარჩება სიცოცხლის მაშვრალი თვალსაწიერი ბილიკით შეყარა კაცისა ხელმა ქვიშები ნაშალი. უჩუმრად დგანან ტიფანნი ჩვენს თავზე სიჩუმედ ხვეულა ფრთანნი გიშრისა უხეშად მეჩვენვის ქალთა სინაზე როგორც სიცოცხლისა ხელი ტიფლისსა. გავემიჯნები - ცებს, მიწებს გადაღმა უსულოდ ქშენს მზეც როგორცა სიზმარი ეს რად გამხადა, ჩემს თვალთა ნანახმა სად გამიქცია, ღებული მიზანნი. მისნებს რად არ აქვთ კაცთ სიბრალული ხმას აღტყინებით, უწევენ უფრთხილად ოცნების გრძნებაც გაგყვა მინავლული მხოლოდღა გვეწვის როს შინ ან თუ ძილად. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.