შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 16)


20-10-2020, 18:47
ავტორი Impermeable
ნანახია 2 731

დავუდი

მართალია საკუთარ თავთან პირობა დავდე, რომ არ დავნებდებოდი და არც ლეას მივცემდი ჩემი დავიწყების საშუალებას, მაგრამ ამისთვის ჯერ ყველაფერზე კარგად დაფიქრება, სტრატეგიის ჩამოყალიბება მჭირდებოდა, თან ბაღდადში აღარაფერი მაკავებდა, ერთადერთი ადგილი, სადაც გონებისა და ფიქრების მოკრებას შევძლებდი, სწორედ რომ მედინა იყო, მუსლიმთათვის წმიდა ადგილი, თუმცა ჩემთვის ამ ქალაქს ორმაგად საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა და ისევ და ისევ ჩემს გურჯ წინაპარს დაუდ ფაშას უკავშირდებოდა. 1841 წელს ოსმალეთის სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა და სად წავიდოდა თუ არა მედინაში. 1846 წელს მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სასულიერო ტიტული მიიღო - მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად შეიხ ულ–ჰარამად დაინიშნა, სწორედ იქვე ხალიფა ოსმანის საფლავის გვერდით არის თავადაც განსვენებული. დაუდმა სიცოცხლის ბოლო წლებში თავისივე ხელით მედინის ერთ–ერთ გარეუბანში გააშენა ბაღი, რომელიც ერთი ერთში იმეორებდა ბაღდადის სასახლეში, ნილაი სულთანისთვის გაშენებულ ბაღს. მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა ბევრჯერ იცვალა იერსახე, დღემდე "დაუდიეს" უწოდებენ; სად თუ არა დაუდიეში შევძლებდი საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენას.

მედინაში ჩასვლისთანავე პირველი რაც გავაკეთე მობილური ტელეფონის გამორთვა იყო, შემდეგ კი წინასწარმეტყველის საფლავის მოლოცვა და დაუდ ფაშას საფლავის მონახულება. როგორც ყოველთვის, საფლავზე მხოლოდ შროშანი მივიტანე და მდუმარედ ქვაზე ჩამომჯდარმა რამდენიმე საათი დავყავი. ჯიბეში ხელით მოვისინჯე ზურმუხტისფერ პეპლიანი თმის სარჭი.

- ჩემო დიდებულო წინაპარო, ნეტავ თუ მხედავ და გრძნობ, რა ისარით ვარ დაჭრილი. იქნებ შენი სასულიერო მოღვაწეობითა და ლოცვით შემეწიო ალაჰის წინაშე და მომეცეს შესაძლებლობა შენს აუხდენელ ოცნებებს ჩემში შევასხა ფრთები; მე მივიღო ნაყოფი იგი კეთილი, რომელიც საუკუნეთა წინათ დარგე ჩვენი გვარის ვენახში. იქნებ მევე გავამართლო დედა მარიამის მოლოდინი. დამიცავის და მომეცი ძალა ვიბრძოლო დაუწყებელი სიყვარულის დაბრუნებაში, სიყვარულის, რომელიც კიდევ უფრო დამახლოვებს შენს ფესვებს. ვფიცავ, ჩემს გვერდით ან ლეა იქნება ან მეც მარტოობაში გავატან უსამართლო წუთისოფელს.

ლეა

თვალის დახამხამებაში გაირბინა ერთმა კვირამ. რომ არა ალესანდროს ზარები, დილიდან არქივში თავით გადაშვებული დროის შეგრძნებას მთლიანად ვკარგავდი ხოლმე. ფაქტობრივად ჩემს აქაურ ნავსაყუდელად იქცა. საინტერესოა, ეს სიტყვა მანამდე მხოლოდ ზურხმუხტისფერ კრეტსაბმელიან ოთახზე გამოვიყენე, რომელიც ჩემი ტყვეობისა და ჯერ კიდევ შეუგრძნობელი გრძნობის დაბადების მოწმე იყო. ახლა კი თითქოს სწორედ არქივში გაცრეცილ ფურცლებსა და პერგამენტებზე მუშაობისას ვივსებდი იმ დანაკლის, რომელმაც თბილისში დაბრუნებისთანავე გაიდგა ფესვი ჩემს გულში და რომლის განდევნის თითოეული მცდელობა თითქოს უსუსური ამაო განზრახვა იყო გოლიათზე შეჭიდების. და მაშინ, როცა ასე თუ ისე საქმით ვივსებდი ამ სიცარიელეს, დღითიდღე უფრო და უფრო ვშორდებოდი ალესანდროს, ჩვენი საერთო მოგონებები უკვე კინოკადრებივით გასდევდა გონებას, თითქოს ეს ყოველივე მე კი არა, სხვა ლეას გადახდა რომელიც ეგვიპტეში თაფლობისთვეში ჩარჩაში, ხოლო ათას ერთი ღამის სასახლეში გატარებულმა საბედისწერო ღამემ კი დასაბამი მისცა ახალ ლეას, რომელსაც აკრძალული ხილის ნაყოფი დღემდე მისკენ იხმობს. ჩემი ცვლილება არც ალესანდროს დარჩენია შეუმჩნეველი, მოფერებას ან საუბრის წამოწყებას რამდენიც ეცადა, ხან დაღლილობა, ხან კი თავის ტკივილი მოვიმიზეზე და თავი ავარიდე. ვიცოდი, რომ ცეცხლზე ნავთს ვასხამდი და ჩემივე ნებით ვუწყობდი ხელს კოცონის აგიზგიზებას, რომელის ყველას გაგვიყოლებდა და ჩაგვფერფლავდა. მართლაც, როგორც ღვიმეში რუტინულად ნაღვენთ თითოეულ წვეთს შეუძლია სტალაქტიდების გამოკვეთა, ზუსტად ასევე წვეთწვეთობით ვამსხვევრდი იმ შუშის ხიდს, რომელიც გვაკავშირდებდა. ამ ყოველივეში კი ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ძალიან კარგადაც ვხვდებოდი, რომ უსამართლოდ ვიქცეოდი, თუმცა ფიქრს გავურბოდი, მაგრამ როდემდე, მეც არ ვიცოდი.
მას მერე რაც გავიგე, რომ მანველიშვილები ორბელიანთა ყმები ყოფილან და დაუდ ფაშას გამოუსყიდია და აზნაურის წოდებაც მოუპოვებია, უკვე ორბელიანთა ხელნაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის გაცნობა დავიწყე, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდს წავწყდომოდი. მანველიშვილების შესახებ ისტორიაც დუმდა, რამოდენიმე წერილს და რწმუნებათა სიგელებს თუ არ ჩავთვლით. უკვე მერამდენე დღე იყო, ამაოდ ვკითხულობდი ერთი და იგივე შინაარსის მატარებელ მასალებს. საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ ქართული საისტორიო წყაროები ასევე ჯიუტად დუმდნენ დაუდ ფაშას მემკვიდრეების თაობაზეც. ინგლისურენოვანი ინტერნეტ წყაროები კი სულთანზადე აბდულქერიმზე მიუთითებდნენ, რომლის პირდაპირი მემკვიდრეცაა დავუდი. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ერთ-ერთი ქართული წყაროს მიხედვით აუდ ფაშას გადატრიალებების დროს ცოლ-შვილი დაეღუპა. ანუ გამოდის რომ ნილაი სულთანის გატაცება და სულთანზადეს ძიძის მიერ აღზრდა გასაიდუმლოებული იყო კარგა ხსნის მანძილზე. იმავე ქართული წყარო გვიამბობდა, რომ დაუდ ფაშა ოსმალეთის სამსახურში ხელახლა ჩადგომის შემდეგ, სტამბულში, ხანდაზმულ ასაკში, მეორედ დაოჯახებულა. ამ ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი, ასლანი. მას მედინაში სწავლისა და ცხოვრების გამო ჰაჯი ასლანი ეწოდებოდა. იგი ამბოხის გამო მოკლეს ახალგაზრდა, მეუღლე კი მშობიარობას გადაჰყოლია. რადგან სტამბოლში აღარ დაედგომებოდათ, ჰაჯი ასლანის შვილები ძიძამ და მეურვეებმა წამოიყვანეს საქართველოში, თან დიდი ქონება წამოიღეს. შვილებიდან ერთ-ერთის, ასლან ასლანის ძის პირდაპირი შთამომავალები დღესაც ცხოვრობენ აჭარაში. ისტორია აშკარად თამაშობს დაუდ ფაშას მემკვიდრეების ბედით, ისევე როგორც თავად ფაშას ეთამაშებოდა თავის დროზე. თუ ქართული წყარო აჭარელ შთამომავლობაზე საუბრობს, უცხოენოვანი წყაროები პირიქით დუმან და მხოლოდ სულთანზადეს შთამომავლებზე საუბრობენ. ნეტავ დავუდმა თუ იცის რომ მას საქართველოში ნათესავები ჰყავს? რომ იცოდეს, აუცილებლად ახსენებდა ჩემთან, ან როდის უნდა ეხსენებინა, ან ვეჩხუბებოდი, ან გაქცევას ვცდილობდი. გული შემეკუმშა წარსულის გახსენებაზე, ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს. მაგრამ განა შევძლებდი, რამე შემეცვალა? მე ხომ უკვე დაოჯახებული ვიყავი? რა მოხდებოდა ადამიანებს ჩვენივე ცხოვრების ბედის პულტები გვეპლყრას ხელთ? მნიშვნელოვანი ეპიზოდების დაპაუზება შეგვეძლოს, მათი გახსენებისას უკან გადახვევა, ან თავიდან გამეორება. თუ დროის დაბრუნება შემეძლებოდა აუცილებლად სეიდაბადის ეპიზოდზე გადავხვევდი და მევე გამოველაპარაკებოდი დავუდს. დარწმუნებული ვარ მაშინ, რომ ერთ-ერთს ჩვენგან ინიციატივა გამოეჩინა, დღეს დარწმუნებული ვარ სწორედ ჩვენ ვიქნებოდით ერთად. ფიქრებისგან თავის განსარიდებლად ისევ ამაოდ ჩავკირკიტებდი წყაროებს.

ის ის იყო ხელი ჩავიქნიე, რომ ფურცლის მეორე მხარეს თვალი მოვკარი პეპლის შავთეთრ ნახატს, კარგად რომ დავაკვირდი სწორედ ის თავსამკაული ამოვიცანი, დავუდმა რომ მაჩუქა. ღმერთო ჩემო, ზურმუხტისფერი პეპელა სად გაქრა? როდის დავკარგე? მახსოვს ალესანდრომ რომ მიპოვა, ჯერ კიდევ მეკეთა, ანუ ჩადრის მოხსნის დროს არ დამვარდნია. ნეტავ სად გამებნა? საშინლად გავმწარდი საკუთარ თავზე. ასეთი შეცდომა როგორ დავუშვი? დავუდმა სწორედ მე მომანდო თავისი წინაპართაგან დატოვებული რელიქვია, მე კი ისიც არვიცი სად წავიღე. იმედია ჩალაგების დროს ტანსაცმელში შემიყვა. სახლში რომ მივალ აუცილებლად დავძებნი. ნეტავ რა ისტორიას მალავს ეს თმის სარჭი, რომელმაც პირველი ნახვისთანავე მომნუსხა? იქნებ არც დავუდმა იცის სრულად მისი ისტორია? როგორ აღმოჩნდა დაუდ ფაშას მიერ ნილაისთვის ნაჩუქარი თავსამკაულის ესკიზი ორბელიანთა საგვარეულოს ერთ-ერთი წერილის უკანა გვერდზე?

აჩქარებით დავტოვე არქივის შენობა და გეზი სახლისკენ ავიღე. მისვლისთანავე დავიწყე თმის სარჭის ძებნა, თუმცა ამაოდ. სავარაუდოდ სასტუმროში დამრჩა. როგორმე დავუდისთვის უნდა მიმეწვდინა ხმა, ვერ დავუშვებდი, რომ მისი წინაპრებისგან შემორჩენილი ნივთი ჩემი დაუდევრობით დაკარგულიყო. ლეპტოპი მოვიმარჯვე და ძიება დავიწყე. როგორ მომეძიებინა დავუდის საკონტაქტო ინფორმაცია? მე ხომ მისი გვარიც არ ვიცოდი, მხოლოდ ის რომ დავუდი ერქვა ბაღდადის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახიდან იყო და დაუდ ფაშას პირდაპირი მემკვიდრე გახლდათ. ინგლისურენოვანი საძიებო სისტემა ჩემს ყოველივე ძიების მცდელობაზე მხრებს ამაოდ იჩეჩავდა. ის ის იყო ხელი ჩავიქნიე, რომ თავში დაჰაბის სამიტმა გამიელვა. დიახ, სამიტმა, რომელზეც დავუდი მიპირებდა წაყვანას და ხელის თხოვნას. ესე იგი მოწვეულ სტუმართა სიაშიც იქნებოდა. ნეტავ რა მოხდებოდა, მაშინ რომ არ შევწინააღმდეგებოდი და გავყოლოდი? ნუთუ ახლა მის გვერდით ვიქნებოდი? სიას რამოდენიმეჯერ გადავავლე თვალი და აი ისიც, ერთ-ერთ მოწვეულ სპიკერად იყო გაფორმებული. მისი სახელის დანახვისთანავე თვალები ამემღვრა და თითქოს ათასმა ცისარტყელამ ერთიანად გადაიარა. სასწრაფოდ მოვაკოპირე სახელი და გვარე და გუგლის საძიებო სისტემას მივანდე საკონტატო მონაცემების მოპოვება. ჩემდა გასაკვირად დავუდის უამრავი ფოტო და ფან გვერდიც კი აღმოვაჩინე, როგორც ჩანს ბაღდადში პოპულარული ახალგაზრდა ბიზნესმენი არაბი ქალების გულთამყრობელიც ბრძანდებოდა. ეჭვიანობამ ისე მომიცვა ლამის სათითაოდ გადავედი თითოეული მომწონებლის პროფილებზე. კიდევ კარგი მალევე მოვეგე გონს და საკონტაქტო ნომერიც აღმოვაჩინე. გადავწყვიტე ვაიბერში მიმეწერა. არვიცი რამდენჯერ დავწერე და წავშალე ერთი და იგივე ტექსტი, როდესაც გაგზავნის ღილაკს ხელი დავაჭირე ვიგრძენი, როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე გულისცემა, პასუხის მოლოდინში ლამის თავისი ბუდიდა ამოვარდა და გაგზავნილ წერილს თან გაჰყვა. წამები საათებად გადაიქცა, წუთები კი საუკუნედ, პასუხი არა და არ ჩანდა. ისიც ვიფიქრე, ალბათ ნომერი შეცვალამეთქი. ისიც არ ვიცოდი მიუვიდა თუ არა. ლოდინისგან რომ არ გავგიჟებულიყავი, სასწრაფოდ ალესანდროს მივწერე რომ სახლში ვიყავი, ჩემთვის აღარ გამოევლო და ტელეფონი გავთიშე.

ისევ დავუდის ფოტოების თვალიერებას მოვყევი. რაც დრო გადიოდა ენით აღუწერელ ტკივილს მანიჭებდა მონატრება და ვერ შეხვედრის სასოწარკვეთილი გააზრება. ძალიან მიჭირდა ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები მომემკო. მიჭირდა რომელია, ვეღარ ვუძლებდი, ვერც ორმაგ თამაშს. გადავწყვიტე ყველაფრისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა. ალესანდრო როგორც კი მოვიდოდა, აუცილებლად უნდა გვესაუბრა ყველაფერზე გულახდილად.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

ვაუუუ ეს რა იყოოო მალე დადე შემდეგიი ასე აღარ მალოდინოოო

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი თამუნა
ვაუუუ ეს რა იყოოო მალე დადე შემდეგიი ასე აღარ მალოდინოოო


ვეცდები არ გალოდინოთ <3 წყაროებზე ვმუშაობ და დროს მოითხოვს ხოლმე <3

 


№3 სტუმარი Allamaria

ძალიან კარგია,ველოდი მოუთმენლად.იმედია.დემდეგიც.მალე.დაიდება.ნეტა როგორ მიიღებს ქმარი.ამბავს

 


№4  offline წევრი Impermeable

Allamaria
ძალიან კარგია,ველოდი მოუთმენლად.იმედია.დემდეგიც.მალე.დაიდება.ნეტა როგორ მიიღებს ქმარი.ამბავს


მადლობა შეფასებისთვის. ყველაზე საინტერესო ეპიზოდებია წინ

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

მომენატრააა დავუდი რა

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი ანი
მომენატრააა დავუდი რა


მეც მომენატრა heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა თავი იყო არ მეყო ცოტაა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№8  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა თავი იყო არ მეყო ცოტაა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

დიდი მადლობა. გუშინ ავტვირთე ახალი თავიც და ადმინის დასტურს ელოდება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent