შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 15) +18


13-10-2020, 19:18
ავტორი Impermeable
ნანახია 2 963

ლეა

დილით მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა. ჯანდაბა, მაგვიანდება.... საჩქაროდ დავიწყე ჩაცმა, თან ვერაფერს ვაგნებდი და ყველაფერი ძირს მივარდებოდა. სულ ასე მემართება, როცა ნერვიულობას ვიწყებ, არაფერი გამომდის და ყველაფერს ვაფუჭებ. აფორიაქებული გული მხოლოდ ალესანდროს დანახვამ დამიმშვიდა. რა კარგია, ჯერ არ წასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტამდე გამიყვანდა, შესაბამისად მეტროთი მგზავრობა და მერე ფეხით სიარული არ მომიწევდა. ამიტომ ჯერ კიდევ დრო მქონდა მშვიდად მოვმზადებულიყავი. ის ის იყო სახლიდან გავდიოდით, რომ უცებ გონებაში განგაშის წითელი ღილაკი აინთო - ფაილები არ წამიკითხავს, ეს როგორ დამემართა?! სწრაფადვე შევბრუნდი, სამუშაო მაგიდაზე ფაილები მოვძებნე და სათაურის გადასაკითხად გადავფურცლე. გადავფურცლე და მოულოდნელობისგან ფაილები ძირს დამივარდა.

ძირს დაგდებული მთავარი გვერდიდან ორმოცდარვიანი ფონტით ავისმომასწავებლად მიყურებდა წარწერა:
ქართველი მამლუქების კვალდაკვალ ახლო აღმოსავლეთში..

მგონი ბედი სასტიკად დამცინის. თავი ჰაერში უხილავი ძაფებით დაკიდებული მარიონეტი მგონია, რომელსაც როგორც უნდა ისე ათამაშებს უზენაესი გონი. ვერ ვხვდები უბრალოდ დამთხვევაა თუ ბედისწერის კიდევ ერთი ოინი, იქნებ მინიშნებაც? მაშინ, როდესაც უამრავი საისტორიო წყაროა სხვადასხვა თემაზე, რაღა მაინდამაინც მამლუქების ისტორიის კვლევაში ვიღებ მონაწილეობას? თუმცა დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. თან ეს თემატიკა ხომ ჩვენში მაინც ეგვიპტეში მოღვაწე მამლუქებთან ასოცირდება?! იქნებ საერთოდ არც აქვს გამიზნული ჩვენს პროფესორს არაეგვიპტელი და მითუმეტეს ბაღდადელი მამლუქის კვლევა. თან რაღა მაინდამაინც დავუდის წინაპარს აირჩევს. ფიქრებში გართული თან ძირს დავარდნილ ფურცლებს ვკრეფდი და თან საათს ვამოწმებდი, შინაარსის წაკითხვის დრო ნამდვილად არ მქონდა. ვიფიქრე, ავტომობილში გადავავლებ თვალს მეთქი, მაგრამ ალესანდროსთან ბაასს გვერდი ვერ და არ ავუქციე.

- აბა ჩემო პატარა, იპოვე რასაც ეძებდი? - თბილად გამიღიმა და როგორც ჩვეოდა ლოყაზე მიჩქმიტა.

- კი საან, აბა როგორ. ცოტა არ იყოს ვნერვიულობ. რატომღაც ჯგუფის დანარჩენი წევრები ისე მიყურებენ, როგორც კეთროვანს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სოციოლოგი გამოვერიე ისტორიკოსთა ჯგუფში. თითქოს რეპლიკებითაც მუდმივად მიანიშნებენ, რომ არაკომპეტენტური ვარ და დავალებას თავს ვერ გავართმევ.

- ოხ, ლეა, ლეა. როგორ გულთან მიგაქვს ყველაფერი?! შენს ფიქრებსა და ეჭვებში იმას რატომ არ უშვებ, რომ შეიძლება შენი შურდეთ? ლამაზი ხარ, გონიერი, განსხვავებული და გამორჩეული. შენ ის გაქვს, რაც მათ არ აქვთ. ასე რომ აწიე ეგ შენი ლამაზი თავი და ამაყად იარე თავაწეული. შენ ყველას დაუმტკიცებ, რომ რასაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერს შეძლებ.

- საან, ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებ გამამხნევო, ჩემი სულმეითი ხარ.

- რაო, რა ვარო, რა მომესმაო? - ეშმაკურად გამიღიმა.

- ჩემი სულიერი თანამგზავრი, უსიტყვოდ გესმის ხოლმე ჩემი.

- ჰმ, პასუხი არადამაკმაყოფილებელია. დაბრძანდით, ორიანი. შემდეგ ჯერზე უფრო მოინდომე ხოლმე.

- და რომ არ მოვინდომო? - ქვემოდან ავხედე და თვალი ჩავუკარი.

- მაშინ მე ვიცი როგორ მოგანდომო. - მაცდურად ამათვალიერა და გააზრებაც ვერ მოვასწარი, ჩემს უკან სავარძელი ისე გადაიწია და წამში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცი, რა სისწრაფით მოექცა ზემოდან, მაგრამ თავი ჩემს ყელში ჩარგო, კოცნით დაუყვა ყელს მკერდისკენ და მისკენ ისე მიზიდავდა, თითქოს ჩახუტებით ცდილობს შეივსოს ამდენი ხნის დანაკლისი. მის თითოეულ ამბორს თან სდევდა სიმხურვალე, სითბო, მონატრება.

გულის ხმა მევე მესმოდა. თითქოს ერთხმად დაჰკრეს დაფდაფებს. არ ვიცი რას ვგრძნობდი, ისიც არ ვიცი, მინდოდა თუ არა ეს სიახლოვე, გულის ნაწილს ძველი ლტოლვის მოგონებები ამოეშალა ზედაპირზე და ვნების საბურველში მიხმობდა, მეორე ნაწილს კი რაღაც ამოუცნობი ძალა აკავებდა, თითქოს თოკებით იჭერდა და არ აძლევდა უფლებას სურვილს დამორჩილებოდა. სანამ გავიაზრე, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ალესანდროს უკვე მოესწრო ბიუსჰალტერის შეხსნა და მარცხენა მკერდს ხარბად დაწაფებოდა, ხოლო მეორე ხელს კი ქვემოთ აცურებდა. სწორედ აქ შევაჩერე.

- საან, დღისით, მზისით, არ გვინდა რა. თან ხო იცი პირველი სამუშაო დღეა და მაგვიანდება, არ მინდა აფორიაქებული მივიდე. კარგად იცი თუ შევტოპეთ მარტივად ვეღარ დავმშვიდდები. ყურის ქვეშ კოცნა დავუტოვე და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას შევეცადე. ზლაზვნით დაუბრუნდა თავის ადგილს. მის მზერაში აშკარა იყო, რომ ჩემი სხეული არ ეთმობოდა ასე მარტივად, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო. სწორედ ეს მხიბლავდა ყოველთვის ალესანდროში. შეეძლო თან გახელებული, ვნებით სავსე საყვარელი ყოფილიყო, რომელიც სიამოვნების ამოუცნობ მწვერვალებზე ფარფატით აგაცილებდა, და თან ამავე დროს, პრაგმატული, მიწაზე მყარად მდგომი, რომელიც რეალობის შეგრძნებას არასდროს კარგავდა. სწორედ ეს თვისება იყო ის, რაც მე მაკლდა, და რის გამოც საკუთარი ილუზიების მსხვერპლი აღმოვჩნდი.

გზა უხმოდ განვაგრძეთ. დანარჩენი დრო თავის მოწესრიგებას მოვანდომე, შესაბამისად დანიშნულების ადგილზე ისე მივედი, რომ ფაილებს ვერ გადავხედე. მიუხედავად იმისა, რომ 5 წუთით ადრე მივედი, უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ და მე მელოდნენ. თავი ისევ უხერხულად ვიგრძენი. რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემ მიმართ მიმღებლობა გაეზარდოთ?! ამაოდ ვეკითხებოდი საკუთარ თავს. უხმოდ დავიძარით ეროვნული არქივისკენ. საისტორიო ცენტრალური არქივი ვაჟაზე გველოდა, ამიტომ ორ ტაქსში გავნაწილდით, გზა კი გაცნობის უკვე მოყირჭებული და დრომოჭმული შაბლონური დიალოგებით დავფარეთ.

ჩვენდა სასიხარულოდ, ბატონ თემურს უკვე მოესწრო და თითოეული ჩვენგანისთვის აეღო წერილობითი მიმართვის საფუძველზე მკვლევართა დარბაზში მუშაობის ნებართვა, შენობაში შესვლამდე დაგვირიგა ადგილზე წარსადგენად უნივერსიტეტის ბეჭედ დარტყმნული სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტი და თავადვე შეგვიძღვა. დამხვდურნი თავაზიანად გვესალმებოდნენ, ჩანს აქაურობის ხშირი სტუმარი გახლდათ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და პირველად ვიგრძენი სიამაღე. მე ხომ ეროვნულ საისტორიო არქივში მკლევრის სტატუსით შევაბიჯე. ჩემს წინაშე საიდუმლო საცავებიც კი გაიხსნებოდა თუ კვლევის საჭიროება მოითხოვდა. პროფესორი თან გვიხსნიდა ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, სამუშაო უნდა მოიცავდეს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: მასალის დამუშავება-გამოვლენა; სხვა არქივებში დაცული დოკუმენტების იდენტიფიკაცია-პრიორიტეტიზაცია და საჭიროების შემთხვევაში ასლების გამოთხოვა. ამ კუთხით ჯგუფის ზოგიერთ წევრს უკვე განეხორციელებინა პრაქტიკული სამუშაოები და კვლავ აქტიურად აგრძელებდა მუშაობას, რითაც ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ იმყოფებოდა.
სამუშაო რამდენიმე ნაწილად დაიყო. საქართველოს ისტორიის უძველესი დოკუმენტები - მათ შორის ძველი საბუთების ანალიზი (XV-XIX სს.) შედარებით გამოცდილ წევრებს მიანდე; მე და ნინოს საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტებში მამლუქთა კვალის (1801-1918 წლები) მიმოხილვა და ანალიზი დაგვავალეს. აქ თავმოყრილია იმ პერიოდში არსებული ყველა ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოს დოკუმენტური მასალა. ნინო, როგორ თურქული ენის მცოდნე, პარალელურად ოსმალურ წყაროებზეც იმუშავებდა. მისი თქმით, საკმაო სხვაობაა ძველსა და თანამედროვე თურქულს შორის, თუმცა ძირითადი შინაარსის გამოტანა არც ისე რთული იქნებოდა.

ნინომ ჩანთიდან ფაილები ამოიღო, მისი კვლევის საგანი მარტყოფელი იბრაჰიმ ბეი სინჯიკაშვილი გახლდათ, ქართული საისტორიო წყაროებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამლუქი, რომელზედაც არქივში ნამდვილად უხვი მასალა მოიპოვებოდა. მეც მივბაძე, ფაილები გადავშალე, და სწორედ ამ დროს, სადღაც იქვე ბედის ჭინკამ ჰაერში აპლოდისმენტები შემოკრა სავარაუდოდ. დიახ, ნამდვილად გამოიცანით, ჩემი კვლევის საგანი იფნისელი დათუნა მანველიშვილის ისტორია იყო, დათუნასი, რომელიც ათწლეულების მერე ბაბილონის სამეფოს ახალ ხელმწიფედ, დაუდ ფაშად იქცა. წამით ისიც კი გავიფიქრე, ყველაფერი მივატოვო და სახლში დავბრუნდე-მეთქი, უკვე მართლაც უხერხული იყო ეს ყოველივე უბრალო შემთხვევითობას მიმეწერა ან ბედის ირონიას, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც თავისი გაიტანა. გამიმართლა და რამდენიმე მშრალი საისტორიო ფაქტის გარდა ხელთ დაუდ ფაშას ხელნაწერი ჩამივარდა, რომელიც მწერალ გიორგი ლეონიძეს სრულიად შემთხვევით ეპოვა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში. ხელაწერში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შემდეგმა სტრიქონებმა:

…მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ-ფაშა".

როგორ მომინდა ეს ხელნაწერი დავუდისთვისაც მეჩვენებინა. ნეტავ თუ სმენია მისი არსებობის შესახებ, რა რეაქცია ექნებოდა? ვინ იცის, მისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ხელნაწერის შესახებ ინფორმაცია? იქნებ სწორედ მან მიიღოს ის ნაყოფი, რომლის ძიებაში მისმა წინაპრებმა ათასი ჭირ-ვარამი დაითმინეს? იქნებ მისთვის ნაყოფი სწორედ მე ვარ? რაც უფრო ვკითხულობდი ხელნაწერს, ჩემს თვალწინ თითქოს საუკუნეთა წინანდელი მიმოწერა ცოცხლდებოდა და განსხეულებული იმ დროინდელი ადამიანების გრძნობებს მაცნობდა. გული შემეკუმშა. მეც არ ვიცი, რას ვგრძნობდი იყო ეს მონატრება თუ ნოსტალგია, იქნებ წინაპართა ფრთაშეუსხმელი ოცნებების განრეალობის წადილი? დავუდი არც ცდებოდა, თითქოს წარსულისა და აწმყოს გზაჯვარედინზე ვიყავით და ჩვენს თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებოდა დავუდისა და ნილაის დათმენილი გამოცდილებები და ჩვენი. ალბათ, სწორედ ამიტომაც გაიყარა ჩვენი გზები. ვერც ჩვენს გარშემო არსებული ობიექტური რეალობა გვაძლევდა ერთად ყოფნის შანსს და ვერც ნილაის და დაუდ ფაშას გარემოცვა.

არქივში კიდევ რამდენიმე საათი დავყავი. უამრავი საინტერესო თუ ნაკლებ საინტერესო ფაქტი მოვიძიე. როგორც ჩანს, სულისშემძვრელი წერილის მიუხედავად, დავუდ ფაშამ მაინც ვერ დაიყოლია დედა მარიამი ბაღდადში ხლებოდა, ვერ შეელია მშობლიურ მიწას, ვაზსა და რწმენას დედა. მის სულის საოხებლად დავუდმა ეკლესია აუგო, ასევე ორბელიანთა ყმობისგან გამოისყიდა მთელი ოჯახობა უძრავ-მოძრავი სარჩო-საბადოთი. ძველი რწმუნებათა სიგელები თვალნათლივ გვამცნობდნენ რომ აქ დარჩენილ მანველიაანთ ოჯახობას აზნაურის წოდება მიუღიათ და მანელიშვილებად დაწერილან, თუმცა ზოგიერთ დოკუმენტში ჯერ კიდევ ყმადყოფილ მანველიშვილებად მოიხსენიებოდნენ. კიდევ უამრავი ინფორმაცია იყო, რომელთა მოყოლითაც თავს არ შეგაწყენთ.

მკვლევართა დარბაზში დრო არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ გეომეტრიული პროგრესიით მიჰქრის. წაკითხულის გააზრებაზე გართული ფიქრებიდან მობილურის ჩუმმა ვიბრაციის ხმამ გამომიყვანა. სასწრაფოდ ხელში ავიღე, რომ ვიბრაციის ხმა სხვებს არ გაეგოთ. შემოსვლისას კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ყოველგვარი ტექნიკა, მათ შორის მობილური ტელეფონები გამოგვერთო, თუმცა მეც, როგორც ქართველთა უმეტესობა დევიანტურ ქცევას ვამჯობინებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტელეფონის გამორთვას და კინოთეატრებში, ბიბლიოთეკებსა, ლექციებსა თუ სხვა შესაბამის დაწესებულებებში ყოველთვის დაბალ ვიბრაციაზე ვრთავ. სასაცილოა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე ამ უბრალო პატარა ბრტყელმა ნივთმა ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა და ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბუტად იქცა, მაშინ როცა ეგვიპტესა და ბაღდადში მისი არსებობა არც კი მახსოვდა, გაქცევის მცდელობებისას ტელეფონის ძიებას თუ არ ჩავთვლით. ისევ ეს კონტრასტები აღმოსავლეთსა და დასავლეთის ცხოვრების წესს შორის. თითქოს მაგიურ წრეზე ვტრიალებ, რაზეც არ უნდა გადავიტანო ფიქრი და ყურადღება მაინც ან დავუდზე ფიქრს ვუბრუნდები, ან იმ ლოკაციებზე, რომლებიც ისევ და ისევ დავუდს უკავშირდებოდა.

ამასობაში ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. 12 გამოტოვებული ზარი და 8 შეტყობინება ალესანდროსთან. მკვლევართა დარბაზიდან მორიდებით გამოვედი და ალესანდროს გადავურეკე.

- ლეა მთელი დღე გირეკავ, სად დაიკარგე? უკვე 6 ხდება. ჯერ ვიფიქრე ერთად მივირთმევდით ლანჩს, მაგრამ არ მპასუხობდი. არქივთან ვარ და გელოდები. იმედია მორჩი სამუშაოს.- ისე სწრაფად ლაპარაკობდა ტელეფონის მეორე მხარეს ხმა, რომ სიტყვები ძლივს გავარჩიე.

- საან, დამშვიდდი. ვერც ვიგრძენი, ისე სწრაფად გავიდა დრო.

- მიდი სწრაფად მოემზადე და გამო, რამე ვჭამოთ, უშენოდ მეც არ მინდოდა მევახშმა.

ახლაღა გავაცნობიერე, როგორ მშიოდა და სანამ მუცელი უხერხული ხმების ამოშვებას დაიწყებდა დრო იყო ალესანდროს წინადადებას სიხარულით შევგეგებოდი. ნივთები ავიღე, არქივიდან გამოვედი და ნაცნობი ავტომობილისკენ დავიძარი.



№1  offline წევრი Impermeable

პ.ს. მეგობრებო ბონუსად გიზიარებთ დაუდ ფაშას წერილს დედისადმი. წერილი აუთენტურია და სურათის სახით ავტვირთე. აღნიშნული წერილის ხელნაწერი ვარიანტი მწერალმა გიორგი ლეონიძემ იპოვა 50იან წლებში. იმედი მაქვს, ერთად ვისიამოვნებთ ისტორიის ლაბირინთებში ხეტიალით შემდგომ თავებში

 


№2  offline წევრი ვიპნი

მგონი პირველი შემთხვევაა რომ მეორეხარისხოვან პერსონაჟზე გული რო მიკვდება,ალესანდროს ვგულისხმობ.

 


№3  offline წევრი Impermeable

ვიპნი
მგონი პირველი შემთხვევაა რომ მეორეხარისხოვან პერსონაჟზე გული რო მიკვდება,ალესანდროს ვგულისხმობ.

ჰოო ნამდვილად თუმცა მისთვის მეორეხარისხოვანის სტატუსიც მენანება

 


№4  offline წევრი svien

davishokeeee????????au daudma pirvelma naxa da codvaa????male gaagrdele ra????????

 


№5  offline წევრი Impermeable

svien
davishokeeee????????au daudma pirvelma naxa da codvaa????male gaagrdele ra????????

ვეცდები მალევე გავაგრძელო <3

 


№6 სტუმარი ალარია

მალეე ველიით

 


№7  offline წევრი Impermeable

ალარია
მალეე ველიით


მადლობა მოთმინებისთვის წესით ორშაბათს ან სამშაბათს ავტვირთავ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent