შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (20 თავი)


21-10-2020, 21:23
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 267

ვაჩე მოუთმენლად ელოდა ნიცას გამოჩენას, იცოდა რომ შეცდომას უშვებდა, იცოდა რომ ინანებდა, ისიც იცოდა რომ ცხოვრებას გაინადგურებდა მაგრამ უკან დახევას მაინც არ აპირებდა
-ვაჩე-მოესმა ზურგს უკან ნიცას ხმა, საშინლად დაიძაბა და ნელა შეტრიალდა -როგორ
მომენატრე -ნიცამ სიკერზე ხემოხვია ხელები და მის ცივ ტუჩებს შეახო ათრთოლებული ტუჩები, მალევე მოწყდა მის უგრძნობ ტუჩებს და თვალებში ჩააცქერდა
-ცოლად გამომყვები? -ჰკითხა ვაჩემ მოულოდნელად და იმდენად მოულოდნელად რომ ნიცამ ვერც კი გაიაზრა რა ჰკითხა ვაჩემ, დაბნეული მიაჩერდა აღელვებულ ბიჭს და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა -ნიცა ცოლად გამომყვები? -გაუმეორა კითხვა თავგზააბნეულ გოგონას რომელმაც უკან დაიხია და თვალებში ჩააცქერდა სახეალეწილ ბიჭს
-ვაჩე -აღმოხდა ნიცას და ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში
-ან ახლა ან არასოდეს-უთხრა მკაცრი ტონით და მიუახლოვდა
-ვაჩე მე არცკი ვიცი რა გითხრა-ნიცა თან უზომოდ ბედნიერი იყო თან დაბნეული, თან შეშინებული თან გახარებული
-გამომყევი-ვაჩემ ხელი ჩაკიდა და მანქანისაკენ გააქცია ბედნიერებისგან თავბრუ დახვეული გოგონა, მანქანის კარი გაუღო და ნიცას ჩააცქერდა თვალებში -ხო გამომყვები?-ჰკითხა დაძაბულმა და როცა ნიცა მანქანაში ჩაჯდა, საჭეს მიუჯდა და მანქანა გიჟივით გააქანა.
ვიკას ცოტნეს მღელვარება გადაედო
-მითხარი შენს ძმას რატომ დარტყი-ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა
-იმიტომ რომ დაიმსახურა-მკვახეთ მიახალა ცოტნემ
-ვაჩე ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა, შენ კიდევ უფრო უცნაურად რახდება თქვენს თავს?
-დედა გთხოვ ნუ ერევი
-ცოტნე!-დაუყვირა ვიკამ
-რაც მეტს გაიგებ მეტად გეტკინება გული!-დაუღრინა ცოტნემ და გარეთ გავარდა, ტელეფონის ზარის ხმამ უარესად გააღიზიანა ისედაც გაავებული ბიჭი და არც დაუხედია ნომრისთვის მაშინვე უპასუხა
-მომისმინე ნაბიჭვარ. -გაისმა ირაკლის ჩავარდნილი ხმა -შენმა ნარკომანმა ძმამ თუ წაიყვანა ნიცა იცოდე ჩემი ხელით მოვკლავ
-რას ბოდავ!-დაუღრიალა ცოტნემ
-ნიცა სახლიდან გაიპარა! ტელეფონიც სახლში დატოვა არავინ არაფერი იცის
-ამის დედასაც შევც. -დაიღრიალა ცოტნემ და ტელეფონი მოისროლა
-რა ჯანდაბა ხდება?-ვიკა გარეთ გავარდა და ცოტნეს მიუახლოვდა
-ვაჩე მოძებნე, ყველგან ყველასთან მოძებნე გესმის? -დედას თვალებში ჩააცქერდა -თავში აზრად ვინც მოგივა ყველასთან დაუწყე
ძებნა-უთხრა დედას და თავად ტელეფონის ძებნა დაიწყო
-სულ გაგიჟდი? შეიშალე?
-ნიცა წაიყვანა-დაუყვირა დედას და ტელეფონი აიღო - გესმის? ირაკლის და ჩემს დასასჯელად მოიქცა ასე ეგ სირ. -დაუყვირა გაცოფებულმა ბიჭმა
-წაიყვანა რას ჰქვია -ვერაფერი გაიგო ვიკამ
-მოძებნე გასაგებია?-უთხარ ჩავარდნილი ხმით და თავად ქუჩაში გავარდა, ტაქსი გააჩერა და გეზი მის ნაქირავები საისაკენ აიღო, თან კახას დაურეკა
-მანქანა მჭიდება საწრაფოდ -მოკითხვის გარეშე მაშინვე ეს უთხრა
-მე მეგობარს გამოვყევი ბათუმში და შენი მანქანა ჩვენთან აყენია, გასაღები მიას აქვს დაურეკე და ჩამოგიტანს...სახლშია
-მადლობა-უთხრა ცოტნემ და გაუთიშა, მაშინვე მიას დაურეკა და სთხოვა სანამ თავად მივიდოდა კორპუსის წინ დახვედროდა.
მიამ მაშინვე აიღო გასაღები და დაბლა ჩავიდა, ხმაზე შეატყო ცოტნეს რომ ძალიან იყო გაღიზიანებული, ტაქსიდან გადავიდა თუარა მიას მივარდა და გასაღები გამოართვა
-მოხდა რამე?-ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა ცოტნეს რომ ვერ მოითმინა მიამ და მაინც დაუსვა კითხვა
-ვაჩემ ნიცა წაიყვანა დ აუნდა ვიპოვო-უთხრა აჩქარებით და თავისი მანქანისაკენ წავიდა, კარი რომ გააღო და საჭეს მიუჯდა გაოგნდა როცა მია გვერდითა სავარძელში დაჯდა
-რას აკეთებ?-ჰკითხა დაბნეულმა ბიჭმა
-შენთან ერთად მოვდივარ-უთხრა უცნაური ხმით და კარი მოაჯახუნა, ღვედი გაიკეთა და საქარე მინას გაუშტერა თვალი
-ჩემთან ერთად?-გაეცინა ცოტნეს და მიას მიაპყრო ცისფერი სფეროები
-ასეთ დროს მარტოს ვერ
დაგტოვებ- უთხრა ისე რომ მისკენ არ მიუხედია, ცოტნემ მანქანა დაქოქა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა მანქანა -რატომ გინდა რომ იპოვო? შენ ხომ მათი ურთიერთობის მომხრე იყავი? -ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა მიამ
-მია ვაჩეს ნიცა არ უყვარს
-ეს დიდიხანია იცოდი შენ მაგრამ მაინც ხელს უწყობდი მათ ურთიერთობას! ამის გამო არ გამომეკიდე?
-ამის დედასაც შევც. -ისე მოულოდნელად დაიღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა რომ მია შეხტა შიშისგან -ვიცოდი ვიცოდი! ამის დედაც! ხელა ვუწყობდი მაგრამ არ მეგონა ყველაფერი ასე თუ გართულდებოდა!
-რა შეიცვალა? გაკეთილშობილდი?-მიას ამ რეპლიკაზე ჯერ გაცოფდა ცოტნეს მერე კი სიცილი აუტყდა და გიჟივით იცინოდა კარგახანს
-მია ჩემი გაგიჟება გინდა?-უცბათ დასერიოზულდა და შეხედა ამღვრეული თვალებით დაძაბულ გოგონას
-არა უბრალოდ მინდა გავიგო რა შეიცვალა... რა მოხდა ისეთი რის გამოც გინდა რომ ეს სიყალბე დაასრულო
-მე შწვიცვალე! შენ შემცვალე!-უთხრა მკაცრი ტონით, მია ისე გაოცდა რომ თავადაც შეხედა სახეალეწილ ბიჭს -გვიან მაგრამ მაინც მივხვდი რომ არ შეიძლება სხვისი ცხოვრებით და გრძნობებით თამაში...
-მგონი ძალიან დაგაგვიანდა-გაბრაზდა მია
-ჯერ კიდევ მაქვს დრო
-დრო აღარ გაქვს! გესმის? დაგაგვიანდა!-უთხრა მკაცრი ტონით და ისევ საქარე მინას გაუშტერა მზერა
-მია გთხოვ უარესად ნუ მაგიჟებ, ვიცი რომ შეცდომა დავუშვით, ვიცი რომ ნიცას გრძნობებით ვითამაშეთ, ვიცი რომ საშინელება ჩავიდინეთ...
-ახლა გინდა ყველაფერი გამოასწორო...მაგრამ უკვე ძალინ გვიანია!
-ასე არაა, არაა, ყველაფერს გამოვასწორებ! ვაჩეს უფლებას არ მივცემ ნიცას ცხოვრება დაანგრიოს
-ამდენი ხანი რატომ დუმდი? რატომ მიეცი უფლება ნიცას ცხოვრებით და გრძნობებით ეთამაშა?
-ფულის გამო! ფული გვჭირდებოდა, ძალინ გვჭირდებოდა, ნიცას კი ვაჩე სჭირდებოდა, ამიტომ მათ ურთიერთობას ხელი შევუწყვე, ნიცას გამო ირაკლიც გაჩუმდა... ოღონდ ნიცას არ ენერვიულა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ჩვენთვის...
-ფულის გამო ყველაფერზე წახვედით!-გაბრაზდა მია
-მია სხვა გზა არ გვქონდა
-როგორც მე-ცრემლები მოეძალა მიას
-როგორც შენ!-გაბრაზდა ცოტნე და განაგრძო
-მერე ყველაფერი აირია... გავიგეთ რომ
ნიცას ეპილეფსია აქვს და გარდა მაგისა ფსიქიკური პრობლემები, სცადა ორჯერ, მივხვდი რომ საშინლად ვექცეოდით იმ სულელ ბავშვს... მივხვდი რომ ცხოვრებას ვუნგრევდით საკუთარი ინტერესების და სურვილების გამო... ისევე როგორც შენ დაგინგრიე ცხოვრება... გადავწყვიტე რომ ჯობდა დაშორებულიყვნენ ... მაგრამ ნიცა მშობლებს თავის მოკვლით დაემუქრა და ყველა გვაიძულა გავჩუმებულიყავით
-და ახლა რატომ გინდა რომ დააშორო? გგონია ამას შესძლებ?
-ვაჩეს ნიცა არ უყვარს, მას კი ჩემი არანორმალური ძმა სიგიჟემდე უყვარს... მია მან რომ გაიგოს, რომ ვაჩე სოფისაც ხვდებოდა... რომ გაიგოს მას მხოლოდ ფულის გამო ხვდებოდა ამას ვერ გადაიტანს... თუ ვაჩეს ცოლი გახდება
-და გგონია თუ მათ დაშორებას შეძლებ ნიცა ამ ყველაფერს გადაიტანს?
-ჯობია დაშორების ტკივილით იცხოვროს ვიდრე მოტყუებული ცოლის სტატუსით, ისედაც ვიცი რომ ვაჩეს მხოლოდ ირაკლიზე შურისძიების გამო უნდა ნიცასთან ყოფნა და პირველივე შესაძლებლობისთანავე მიატოვებს
-ანუ მასთან დაწოლა უნდა -ზიზღით თქვა მიამ
-უნდა ვიპოვო-თქვა ცოტნემ და გაჩუმდა. ძალიან გაუკვირდა როცა მეორე ტელეფონზე დაურეკეს
-რეზი?-უპასუხა გაოცებულმა
-მე ვარ -დაუღრინა ირაკლიმ -მომისმინე ნაბიჭვარ. ტელეფონის გათიშვით გგონია ამ საქმეს მოაგვარებ? ორ საათში თუ ნიცას სახლში არ დააბრუნებ პოლიციაში დავრეკავ ! გესმის რას გეუბნები?
-არ გაბედო არ გაბედო!-დაუღრიალა ცოტნემ ნიცას ვიპოვი გპირდები! ვიპოვი და მოგიყვან!
-დრო ორი საათი გაქვს! თუ რამე მოხდება მათ შორის, ნიცას ყველაფერს ვეტყვი მაგ ნაბიჭ.არზე და საჩივარს შევატანინებ
-ნიცას ვიპოვი-დაუღრინა და გაუთიშა.
ცოტნეს მცდელობა ამაო გამოდგა, ყველგან მივიდა სადაც ფიქრობდა რომ შეეძლო ვაჩეს ნიცა წაწყვანა მაგრამ ტყუილად. რეზისგან და ვიკასგანაც არაფერი ისმოდა სასიკეთო
-ყველაგნა დავრეკე! ყველგან მივედი სადაც მეგონა რომ გაიპარებოდნენ მაგრამ ტყუილად!-ბრაზობდა რეზი -არც გიოს აგარაკზე არიან არც ბექას სოფელში
-ეძებე, გესმის! უნდა ვიპოვოთ!
-ცოტნე, ირაკლის ვეღარ აკავებს გიო, პოლიციაში დარეკავა უნდა მაგ ნაბიჭვა.ის
-ამის დედაც-დაიყვირა ცოტნემ -უთხარი როგორმე გააჩეროს ეგ სირ. ამ საქმეში პოლიცია არ უნდა ჩაერიოს
-მისმინე მგონი ტყუილად ვეძებთ, ხო ხვდები რასაც ვგულისხმობ? რადგან წაიყვანა...
-არა არა და არა!- იყვირა ცოტნემ
-კაი მიდი მეც გავაგრძელებ ბოდიალს და ბიჭებიც იქნებ სადმე მივაგნოთ რამე კვალს.
-ცოტნე მეგობრის და ნაცნობის სახლში არ წაიყვანდა ნიცას, ხო იცოდა რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა და ყველაგან მოძებნიდით? -შეხედა მიამ სახე წაშლილ ბიჭს
-აბა სად ვეძებო? სასტუმროშიც არ წაიყვანდა
-კარგად დაფიქრდი იქნებ არის ისეთი სანდო ადამიანი ვისთანაც შეიძება წასულიყო? ან მის ბინაშე წაეყვანა... ისეთი ვინც შეუმჩნეველია, უბრალო ადამიანია?
-რავიცი მე ათას კაცთან აქვს მაგას საქმე
-მიდი კარგად დაფიქრდი, გაიხსენე ყველაზე შეუმჩნეველი და ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ საჭირო
-მია ტვინს უარესად მირევ იცი?-გაბრაზდა ცოტნე
-დადიხარ ნაცნობების სახლებში, აგარაკებში... ასე იპოვი გგონია? -გაბრაზდა მია და თვალი აარიდა მის ალეწილ სახეს.
უკვე თენდებოდა რომ ცოტნეს გონება გაუნათდა და გაახსენდა რომ მათი დიასახლისის სოფელში იყვნენ ართხელ ის და ვეჩე, რომელსაც ძალინ მოეწონა იქაურობა, ნელიკომ გასაღები მისცა და უთხრა თუ სურვილი ექნებოდა მისულიყო და დარჩენილიყო იმ სახლში, მერე ნელიკო წავიდა მათი სახლიდანმერე ქვეყნოდან მაგრამ გასაღები ისევ მათ სახლში ინახებოდა, არ წაუღია.
მაშინვე გეზი იმ სოფლისაკე აიღო ცოტნემ და საკუთარ თავზე ბრაზობდა აქამდე რომ ვერ მოიფიქრა ეს. მია ისე იყო დაღლილი ამდენი ბოდიალით რომ ხმას აღარ იღებდა ჩუმად იყო.
-მია მგონი აქ არიან-სოფელში რომ შევიდნენ ხმა ამოიღო ცოტნემ
-იმედია-აღმოხდა მიას და თვალები მოისრისა
-ძაან დაიღალე ხო?
-მთავარია ვიპოვოთ -გაუღიმა გოგონამ და სცადა კარგად გამოფხიზლება
-აქ არიან-ცოტნემ მანქანა გააჩერა მწვანედ შეღებილი ჭიშკრის წინ სწრაფად გადავიდა, მიაც უკან მიყვა, ეზო სწრაფად გაიარეს და სახლის კარს მიადგნენ, ცოტნე დაკაკუნებას აპირებდ მაგრამ კარი ღია დაუხვდა და მიას შეხედა გაოცებულმა, ორივე დაიძაბა და ფრთხილად შეაღეს კარი
-ვაჩე -დაიყვირა ცოტნემ და ჰოლი ნელნელა გაიარეს -ვაჩე -დაიყვირა ისევ და მისაღებში შესული ცოტნე ადგილზე გაიყინა, იგივე დაემართა მიას -აქ რა კანდაბა ხდება?-ჰკითხა ვაჩეს რომელიც ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწოდა ნერვიულად, საძინებლიდან კი ნიცას ტირილის ხმა ისმოდა -შენ გეკითხები-ცოტნე ძმას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა, ვაჩემ პირიდან სიგარეტის ლურჯი კვამლი ცოტნეს მიმართულებით გამოუშვა და ზიზღიანი თვალები შეანათა, შემდეგ კი მიას გახედა რომელიც ერთადგილზე მიყინულივით იდგა და ზიზღიანი თვალებით უყურებდა მას
-მასთან ერთად მოხვედი?-ძმას შეხედა და მზერა ისევ მიაზე გადაიტანა
-ვაჩე-დაუღრინა ცოტნემ, ვაჩემ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და ახალ ღერს მოუკიდა ათრთოლებული თითებით -ნიცას რამე დაუშავე?
-გგონია რომ ეს ძალით გავაკეთე?-ვაჩემ ზიზღით შეხედა ძმას
-იცოდე მოგკლავ-ცოტნეს მოთმინების ძაფი გაუწყდა და ვაჩეს სახეში დაარტყა მუშტი, მიამ შეკივლა და ცოტნეს მივარდა
-შეეშვი-უთხრა უცნაური ხმით ცოტნეს და ვაჩეს გამოარიდა
-შეგიძლია ნიცა ნახო?-საინებლისაკენ გაიხედა ცოტნემ და ბრაზისგან ხელები მომუშტა
-კარგი-მიამ ძალა მოიკრიბა და საძინებელში შევიდა, ადგილზე გაიყინა როცა დაინახა ნიცა რომელიც ტირილისგან თვალებ დასიებული საწოლზე იჯდა, აწეწილი თმით, გაფითრებული სახით და დაუდევრად ჩაცმული კაბით
-ნიცა-მიამ მხოლოდ მაშინ გაბედა ხმის ამოღება როცა ნიცას თვალები მის თვალებს შეეფეთა
-გთხოვ თავი დამანებე-აღმოხდა ნიცას და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა
-ნიცა-მიამ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო და ხმა ჩაუწყდა
-შეიძლება?-ცოტნეს ხმა გაკვეთა უხერხული სიჩუმე, რომელიც კარსუკან იდგა, მიამ ვერ გაუძლო ნიცას ტანჯვის ყურებას და გავიდა ოთახოდან, ცოტნეს მიაპყრო აწყლიანებული თვალები და გვერდით ჩაუარა, ცოტნესმ ოთახში შევარდა და ნიცას წინ დაიხარა, მისი ცივი თითები ხელებში მოიქცია
-ნიცა მითხარი რამე დაგიშავა? ძალით
შეგეხო -ჰკითხა აკანკალებული ხმით
-არა-ნიცამ თავი ასწია და ცოტნეს ჩააცქერდა ამღვრეული თვალებით
-მაშინ რატომ ტირი-ცოტნე ისეთი დაძაბული დაშეშინებული იყო რომ ძლივს უყრიდა აზრებს თავს
-იმიტომ რომ მან მე გამანადგურა-უთხრა ნიცამ და ხელები გამოგლიჯა ცოტნეს
-ნიცა რა მოხდა რა გააკეთა?-ცოტნე ლამის შეშალა იმაზე ფიქრმა თუ რა მოხდა ამ ორს შორის
-იცოდი არა? შენც იცოდი- აღმოხდა ნიცას და ფეხზე წამოვარდა, კომოდს ეცა და ყველაფერი ძირს გადმოყარა -იცოდი შენც იცოდი... ყველამ იცოდით... მეზიზღებით მძულხარ-ყვიროდა გაგიჟებული ნიცა, ცოტნე ადგილზე გაიყინა და მოძრაობის უნარი დაკარგა -ყველამ იცოდით და მატყუებდით-კიოდა ნიცა, თან ძირს ყრიდა ნმყველადერს რაც ხელში მოხვდებოდა, მიამ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს ოთახში შევარდა ნიცას მივარდა, მისი შეჩერება სცადა, სწორედ ამ დროს გაისმა პოლიციის სირენების ხმა და დრო გაჩერდა...
ვაჩე პოლიციის შენობიდან გამოვიდა თუ არა კიბეები ჩაირბინა და ვიკას ჩაეხუტა რომელოც მთელი დღე დარბოდა წინ და უკან შვილის ციხიდან დასახსნელად
-შე ნაბიჭვ. რო-დაუღრიალა ცოტნემ და ძმას მივარდა, საყელოში სწვდა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა მის უსიცოცხლო თაფლისფერ თვალებს -იცი ნიცას რა დემართა? იცი რა მდგომარეობაშია ახლა? ასე რატომ მოექეცი
-ხელი გამიშვი-ვაჩემ მისი ხელები უხეშად მოიშორა და მიას გახედა რომელიც ძმასთან ერთად შორი-ახლოს იდგა
-ყველაფრისდა მიუხედავად ნიცამ არ გიჩივლა, მაგრამ იმსახურებ რომ ციხეში იჯდე!
-ისეთი რა გავაკეთე?-შეიცხადა ვაჩემ
-რა გააკეთე?-გაცეცხლდა ცოტნე -ვერ ხვდები რა გააკეთე?
-ცოლად მოვიყვანე! -მხრები აიჩეჩა ვაჩემ - თავის ნებით გამომყვა და ჩემი გახდა -მის ირონია ნარევ ხმაზე ცოტნე უარესად გიჟდებოდა
-ცოლად? -დაუღრიალა ცოტნემ -გგონია იმ ყველაფრის მერე რაც მას გაუკეთე შენი ცოლი იქნება?
-ვიცი რომ არ იქნება, მაგრამ სახელი მაინც დავარქვი ჩვენს ურთიერთობას
-შე ნაბიჭვ.რო-დაუღრიალა ცოტნემ და სახეში დაარტყა მუშტი
-რას აკეთებ გაგიჟდი?-ვიკა ცოტნეს გადაეღობა
-შენი საყვარელი შვილი გაგიჟდა, შეიშალა-დაუღრიალა ცოტნემ დედას -ნიცა წაიყვანა, მოატყუა, ვითომ ცოლად უნდოდა
-დიახ ნიცა მისი ცოლია-დაუყვირა ვიკამ -ვაჩე მას არ მიატოვებს -ყვიროდა გაცოფებული ქალი -პოლიცია რომ ჩაერია ამ საქმეში ირაკლის ბრალია, მაგრამ ნიცამ არ უჩივლა, ან რატომ უჩივლებდა ვაჩემ ცოლობა სთხოვა, ნიცა თავის ნებით გაყვა! ვერ ვხვდები შენ რა გინდა რატომ ერევი? რა პრობლემა გაქ?
-ცოლად უნდა არა? -დაუღრიალა ცოტნემ -როგორ იქნება იმ კაცის ცოლი რომელიც მის დასთან დადიოდა?
-რას ბოდავ?-დაიბნა ვიკა
-მიას მოუყვა საავადმყოფოში და გავიგე -იყვირა ცოტნემ -მიას უთხრა მისი რომ გავხდი და გავიდა ოთახიდანო სოფის დაურეკა და უთხრა ნიცა ჩემი გახდა და დაივიწყე ჩვენს შორის რაც იყოვო
-რაა?-ვიკა ვაჩეს მიუტრიალდა -ეს სიმართლეა?
-ცოტნე ძალიან მეცოდები-ზიზღით უთხრა ვაჩემ ძმას -შენზე ნაბიჭვარ. მაინც არ ვარ -და ირონია გაერია ხმაში
-რას ბოდავ-ცოტნემ ძმისკენ გაიწია მაგრამ ვიკა მათშორის ჩადგა
-შენგან განსხვავებით ას ოცდახუთი ათასი დოლარი არ გადამიხდია ერთი ღამისთვის სასურველი ქალისთვის, რადგან ის თავის ნსურვილით გახდა ჩემი -და ზიზღიანი თვალებით ცოტნედან მზერა მიაზე გადაიტანა, ინსტიქტურად ცოტნემ და ვიკამ მისკენ გაიხედეს რომელსაც სახე წაეშალა წამში
-მია რას ბოდავს ეს ნაბიჭვარ. -დაუღრიალა გვერდით მდგომმა ძმამმ სახეალეწილ გოგონას
-მოგკლავ მოგლავ -დაიღრიალა ცოტნემ და ვაჩეს მივარდა, მაგრამ სანამ თავად დაარტყავდა ვაჩემ დააწრო და დაარტყა სახეში, სანამ ძმები ჩხუბობდნენ და ვიკა კიოდა, კახა მიასგან ითხოვდა ახსნა განმარტებას, როცა პოლიციის თანამშრომლებმა ძმები გააშველეს ცოტნემ მიას გახედა რომელიც ერთადგილზე მიყინულივით იდგა და გაფითრებული სახით უყურებდა მას
-მია-დაიჩურჩულა ცოტნემ მისკენ დააპირა წასვლა რომ ვიკას კივილი მოესმა
-ვაჩე არ წახვიდე გაჩერდი ვაჩე-ვიკას მანქანს მივარდა მაგრამ გვიანი იყო უკვე ვაჩემ კარები ჩაკეტა და ვიკას მანქანა ადგილა მოწყვიტა, სწორედ ამ დროს მიამ ისარგებლა და ცოტნეს მანქანაში ჩაჯდა, სანამ კახა მივარდებოდა მანაც კარები ჩაკეტა, კახა წინ გადაუდგა ეგონა ვეღარ წავიდოდა მია, თუმცა გოგონამ უკუსვლით გაიყვანა მანქანა, იმის მიუხედავად რომ რამდენიმე პოლიციის მანქანას დაეჯახა მაინც შეძლო მანქანის გაყვანა გზატკეცილზე და მალევე თვალიდან დაეკარგა გამოდევნებულ კახას და ცოტნეს
-მოგკლავ მოგკლავ -კახა ცოტნეს ეცა და საყელოში წაავლო ხელი -პასუხს მოგთხოვ ამაზე -მერე ხელი გაუშვა და პოლიციის განყოფილებაში შევარდა სადაც უკვე ვიკა ითხოვდა შვილის პოვნას. ცოტნე კი იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და ცხოვრებში მეორედ გადმოსცვივდა სიმწრის ზიზღის და სასოწარკვეთის ცრემლები, იქამდე მივიდა რომ ძალა გამოცლილი მუხლებზე დაეცა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.

-



№1  offline წევრი 《Sunshine》

ღმერთო ჩემო აქ.... აქ რა ხდება ? იმედია დალაგდება ყველაფერი აუ მია რა ცოდოა კახაც და ნიცაც აუუ

 


№2  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ღმერთო ჩემო აქ.... აქ რა ხდება ? იმედია დალაგდება ყველაფერი აუ მია რა ცოდოა კახაც და ნიცაც აუუ

დალაგდება მაგრამ რთულად :)

 


№3 სტუმარი თAMAღI

რა კარგია♥️♥️მალე დადე გთხოვ♥️

 


№4  offline მოდერი ნეაკო

თAMAღI
რა კარგია♥️♥️მალე დადე გთხოვ♥️

ხვალ ან ზეგ დავდებ, არ მეგონა დღეს თუ მოვახერხებდი ახალი თავის ატვირთვას

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მოდუნდი ხო ამ თავის წერისას?! :D

 


№6  offline მოდერი ნეაკო

grafo
მოდუნდი ხო ამ თავის წერისას?! :D

ძალიან :)

აი მართლა აღარ იქნება შემდეგში ასეთი ამბები

 


№7 სტუმარი Life is beautiful

ყოჩაღ.... მალე დადეთ♥️ ძალიან მომეონს თქვენი წერის მანერა პირდაპირ ვირევი... ერთი თხოვნა მაქვს ცოტნეს მხრიდან დანახული მია რომ უფრო წარმოაჩინოთ... მადლობა რომ ასე სასიამოვნოდ წერთ

 


№8  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
ყოჩაღ.... მალე დადეთ♥️ ძალიან მომეონს თქვენი წერის მანერა პირდაპირ ვირევი... ერთი თხოვნა მაქვს ცოტნეს მხრიდან დანახული მია რომ უფრო წარმოაჩინოთ... მადლობა რომ ასე სასიამოვნოდ წერთ

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას აუცილებლად :)

 


№9  offline წევრი ნანა73

ასე მგონია, სერიალებს რომ აანონსებდნენ ეს, ეს და ეს მოხდება შემდეგ სერიაშიო, ზუსტად იმას ვკითხულობ. ( ოღონდ ახლანდელ დროში)
ასე სწრაფად და ერთმანეთის მიყოლებით განვითარებული მოვლენები გააზრების საშუალებას არ იძლევა. დაჩქარებული კადრები ცვლის ერთმქნეთს...
არადა მაინტერესებდა განვითარება...

 


№10 სტუმარი ანუ

ცოტნე მეცოდება, ყველაფრის გამოსწორება უნდოდა და უარესი მოხდა

 


№11  offline წევრი ანუკიანკა

მალე დადე ახალი თავი რა. წარმატებები. ❤️ისე ცოტა მალე მოხდა მიას შეცვლა და დათბობა ცოტნეს მიმართ მგონი

 


№12  offline წევრი თათია-თათა

რა ცუდ მომენტში გაწყვიტეე :( იქნებ დღეს დადო ახალი თავი???

 


№13  offline წევრი A.N.A

აუ არ ვიცი ამ სიტუაციას რა ეშველება. კახას მაინც არ უნდა გაეგო ახლა როგორ დალაგდება არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავები და იმედია არ გაქრები დიდი ხნით და ჩაგვახუტებ დიდ "მსუყე" თავს❣️

 


№14  offline მოდერი ნეაკო

ნანა73
ასე მგონია, სერიალებს რომ აანონსებდნენ ეს, ეს და ეს მოხდება შემდეგ სერიაშიო, ზუსტად იმას ვკითხულობ. ( ოღონდ ახლანდელ დროში)
ასე სწრაფად და ერთმანეთის მიყოლებით განვითარებული მოვლენები გააზრების საშუალებას არ იძლევა. დაჩქარებული კადრები ცვლის ერთმქნეთს...
არადა მაინტერესებდა განვითარება...

გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას და მეტად გავშლი ისტორიას შეძლებისდაგვარად, მადლობა

ანუ
ცოტნე მეცოდება, ყველაფრის გამოსწორება უნდოდა და უარესი მოხდა

ცოტნემ ძალიან დააგვიანა და ამიტომ გართულდა ასე ყველაფერი

ანუკიანკა
მალე დადე ახალი თავი რა. წარმატებები. ❤️ისე ცოტა მალე მოხდა მიას შეცვლა და დათბობა ცოტნეს მიმართ მგონი

მადლობა.
შეიძლება, მაგრამ თავადაც ხომ დამნაშავეა მომხდარში და ამიტომ შეიცვალა ასე

თათია-თათა
რა ცუდ მომენტში გაწყვიტეე :( იქნებ დღეს დადო ახალი თავი???

დღეს მგონი ვერ მოვახერხებ, მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს

A.N.A
აუ არ ვიცი ამ სიტუაციას რა ეშველება. კახას მაინც არ უნდა გაეგო ახლა როგორ დალაგდება არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავები და იმედია არ გაქრები დიდი ხნით და ჩაგვახუტებ დიდ "მსუყე" თავს❣️

ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს,
რაც შეხება ისტორიას კახა როგორც ძმა მიას გაგებას შესძლებს და აპატიებს

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო კი აირია ყველაფერი მაგრამ ასე ჯობია მგონი ???? იმედია დალაგდება ცოტნე და მიას ეშველებათ რადგან ბიჭი გამოსწორების გზაზეა მადლობა წარმატებები

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინი

ულამაზესი ისტორიაა.... და ნამდვილად კარგად აღწერ სიტუაციებს.... მაგრამ ერთი უუუუუდიდესი ნაკლია...... თავები ძალიან მოკლეა და ძალიან გვიან დებ..... იცი რააა მივხვდი.... ძაან მოგწონს ხალხის წვალება..... თუ რაშია საქმე.... მიჯაჭვული ვარ ამ ისტორიაზე დღეში ასჯერ ვამოწმებ თუ როდის დადებ ახალ თავს.... იქნებ მოწყალება გაიღო და დაგვინდო ჰააა...... :((((

 


№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო კი აირია ყველაფერი მაგრამ ასე ჯობია მგონი ???? იმედია დალაგდება ცოტნე და მიას ეშველებათ რადგან ბიჭი გამოსწორების გზაზეა მადლობა წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა, ცოტნეს და მიას გაუჭირდებათ ურთიერთობის დალაგება, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდება

სტუმარი ნინი
ულამაზესი ისტორიაა.... და ნამდვილად კარგად აღწერ სიტუაციებს.... მაგრამ ერთი უუუუუდიდესი ნაკლია...... თავები ძალიან მოკლეა და ძალიან გვიან დებ..... იცი რააა მივხვდი.... ძაან მოგწონს ხალხის წვალება..... თუ რაშია საქმე.... მიჯაჭვული ვარ ამ ისტორიაზე დღეში ასჯერ ვამოწმებ თუ როდის დადებ ახალ თავს.... იქნებ მოწყალება გაიღო და დაგვინდო ჰააა...... :((((

ძალაინ მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია, მითუმეტეს რომ უამრავი კრიტიკა მოჰყვა მოვლენების ამგვარ განვითარებას.
ვეცდები გავითვალისწინო თქვენი შენიშვნა :)

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მაგარი ისტორიაა და თუ შეგიძლია დღეს დადე❣️❣️

 


№19  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
ძალიან მაგარი ისტორიაა და თუ შეგიძლია დღეს დადე❣️❣️

მადლობა, საღამოს ავტვირთავ ახალ თავს

 


№20 სტუმარი eto

sagamoa ukve da rodis atvirtav?

 


№21 სტუმარი ატბ

დაველოდო თუ არა?

 


№22  offline წევრი თათია-თათა

დაგველია სული :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent