შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.4

22-10-2020, 19:52
ავტორი guroo
ნანახია 3 201

სინათლე მონაცვლეობს. დრო და დრო ღრუბლები ეღობება სილურჯეში მოცურავე ბრდღვიალა ოქროსფერს. ფარდები სქელია და ყავისფერი. ზეცაში ჩაწობილი ფუნჯი ფარდების საღებავთან ზავდება. ოთახში უცნაური, ბუნტი, გამუქებული სინათლე დარბის. ცვალებადია განწყობასავით. წლების მანძილზე გაუშნოებული შპალერი, რომელიც გაცრეცილ მოგონებებს მატიანესავით ინახავს, ოთახის შიშველ კედლებს მოსავს. საზარელი სიცარიელისგან აკანკალებულ ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებული ნახატი ხან ათინათს, ხანაც ბნელ ჩრდილებს მასპინძლობს. კედელი ვერ მშვიდდება. სინათლე თამაშს არ წყვეტს. ვერაფრით ხერხდება, რომ შორეულ ჰორიზონტზე, სადაც რეალობა ჩამავალი მზესავით მომნუსხველ ფერებად იფანტება და არემარეს ედება, ცვალებადობას, ამ დაუძლეველ ტრანსფორმაციებს, დასასრული გამოუჩნდეს.
ნახატი ნოემ აჩუქა ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ორივეს ჰყოფნიდა მოთმინება და სიყვარულის უნარი, რომ ნაკერზე მორღვეული ძაფივით ჩამოშლილი და აბლანდული ურთიერთობის სიღრმიდან ამოხეთქილი წყენა, გულის წყრომა, ჩუმად მოფუთფუთე ემოციები ერთმანეთისთვის დაემალათ; ვიდრე ყველა ბზარი იმდენად არ გაღრმავდა, რომ მათი მიჩქმალვა საკუთარი თავისგანაც მოუწიათ და უკვე ამ ზღვრამდე მისულებმა, უკვე უფსკრულის კიდეს მიღწეულებმა თვალი ვეღარ აარიდეს ყველა იმ საშინელებას, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვდა.
თუმცა, გამოსავალი, რომელიც ნებიერად თვლემდა, სადღაც ხომ უნდა ყოფილიყო? ის ადგილი, გამოსავალს სადაც ეძინა, ნამდვილად ის ადგილი უნდა მოეძებნა მიას და მძინარე გამოეფხიზლებინა.
ოთახის კედლები, მოგონებათა მატიანეები ინახავდა კლიტულთა საერთო გასაღებს.
***
ნოესთან გატარებული დროის განმავლობაში იმ დღეს გათენებული დილა არაფრით იყო გამორჩეული. ზღვა ჩვეული რიტმებით ცეკვავდა, ჩიტები ისევ ხმაურით ეჯახებოდნენ ფანჯარას, მეზობლები ადრე იღვიძებდნენ, როგოც ყოველთვის, და გარეთ ჟრიამული, ფეიერვერკული განწყობა ბობოქრობდა.
ბედნიერს გაეღვიძა. უკვე შესჩვეოდა მსბუქ და ფაქიზ ჰარმონიას, არნახული სინაზით რომ ეღვრებოდა ხოლმე მთელ სხეულში და აღარ უკვირდა, რომ თავს კარგად გრძნობდა, უფრო ლაღი იყო და ხალისიანი, მეტი სიყვარულითა და სიამოვნებით გაჯერებული... ბედნიერება ხელთ ჰქონდა, საიმედოდ მობღუჯული ეკავა და უდარდელად დაჰფოფინებდა.
ფანჯარა გამოაღო და სახეზე სითბონაპკურებმა შიშველი ლავიწები მზეს მიუშვირა.
- დილამშვიდობის, მანანა დეიდა. დღეს განსაკუთრებით ლამაზი რომ ხართ უკვე გითხრათ ვინმემ, თუ მე პირველი ვარ? - უნდოდა ეგძნობინებინა თვითონ რა ჩინებულ ხასიათზე იყო.
- დიდი მადლობა საყვარელო; - ქალს უმალ გადაედო სასიამოვნო მღელვარება და თვალები, უმანკო მზერა, სიხარულით აევსო; - პირველი ხარ. სხვა ვინ მეტყოდა შენზე ადრე? ქმარი და შვილები საზღვარგარეთ არიან, ხომ მოგიყევი? სახლში მარტო მე და ჩემი ანარეკლი ვართ. ის კი ხმის გამღები არ არის.
- მესტუმრეთ, მანანა დეიდა. ჩემს სახლს ძალიან მოუხდებით.
- თვითონ მესტუმრე. ჩემი სახლიც მოიხდენს და შეიფერებს შენისთანა პოზიტიურ გოგოს. თორემ ხომ ამომხდა სული ანარეკლთან თანაცხოვრებით?!
ღიმილი, როგორც თეთრი ალამი, მიას თვალწინ აფრიალდა მანანა დეიდას სახეზე და მაშინ მიხვდა, სწორედ მაშინ შენიშნა მიამ, რომ უწინ არაფერი ენახა უფრო ლამაზი და მშვენიერი, ნაცნობი და ახლობელი და კეთილშობილური, ვიდრე საკუთარი ნაკვალევი, მსუბუქად ჩაბეჭდილი ნაბიჯებია სხვათა ემოციებზე.
ტალღებმა შეათხელეს ზღვის ქვიშიანი სანაპირო, მტრედებმა შეიფრთხიალეს სახლის სახურავთან და მიას მაჯის ცემას აჰვა ქვეყნიერება, რომლის სხვა ნაწილში, ზღვის ხმაურისგან ძალიან შორს, ჭარბი კვების გამო მუცელატკიებულ ზოის ბავშვივით უვლიდა მათე. გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, გამალებით უძგერდა გული. პირველად მიხვდა, რომ სხვისთვის ბედნიერების ჩუქება შეეძლო.
მაინც რამდენ რამეს ცვლის გაღიმება, რამდენ გამოსავალს გვთავაზობს, რა ძალიან უსაფრთხოა და საიმედო და რა უზადოა მისი სინათლე, მასში მოგიზგიზე სიკეთის ცეცხლი. ღიმილის დრტვილი სიმშვიდე აფენია ყველაფერ უცხოსა და დაუგემოვნებელს, რისკენაც დაუცხრომლად მიილტვიან ჩვენი გულები.
- მოვალ, აუცილებლად გეწვევით; - უთხრა და ფანჯარას მოშორდა.
ნეტავ სად იყო ნოე, რას აკეთებდა? იქნებ ეძინა. თუ არ ეძინა, მასზე ფიქრობდა? ენატრებოდა მია? ამ კითხვების ფონზე, ნოეს შესახებ ცნობისმოყვარე ფიქრებით გაბრუებულმა მოხარშა ყავა და რომ არა მდუღარე სითხე, ყავის მწველი და დამთუთქავი პირველი ყლუპი, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ფანტაზიის ხვეულებში ნაკლებად მრუდე და მისთვის სასურველი გზის გაგნებას.
შუა დღის მძიმე და დაგუბებული მტვერი იდგა ქალაქში, მზე ზენიტში იყო და დედამიწის ანთებულ ჩირაღდნებს ცეცხლს კიდევ უფრო მეტად უღვივებდა, როცა ტკბილეულით ხელდამშვენებულმა მიამ ხის კარზე გამეტებით დააკაკუნა.
- მობრძანდი, საყვარელო, შემოდი; - ძალიან თბილად უთხრა მეზობელმა.
- უმმ, ეს რა სუნია, მანანა დეიდა?
- ვაი, სუნი მართლა დგას? მე ვერ ვგრძნობ სუნებს. ძალიან იშვიათად... თუ ძალიან მძაფრია მარტო მაშინ; - დაიბნა თავის უცნაურობაზე ლაპარაკი რომ მოუწია; - ნამცხვარი გამოვაცხვე, საყვარელო.
ისევ ის კეთილი და მშვიდობისმყოფელი ღიმილი დასთამაშებდა, კვლავ მზრუნველობა ირეკლებოდა ქალის ხმასა და გამომეტყველებაში.
- რატომ შეწუხდით? ტკბილეული მოვიტანე, ნამცხვარი რაღად გვინდოდა; - ახლა კი მიხვდა მია, რომ სჯობდა, დრო უკან დაბრუნებულიყო და სხვა რამის თქმა შესძლებოდა; - ანუ იმას ვამბობ, რომ არ ღირდა ამდენ გარჯად; - ენაზე იკბინა.
უცებ ისე დასცხა, იფიქრა, სახე უვარვარებდა. შეამოწმა კიდეც კვამლი ხომ არსად ხრჩოლავდა. მაგრამ ქალმა საოცარი აღტკინებით წამოიწყო საუბარი და მიამაც შეძლო თავის ხელში აყვანა.
ჯერ გულუბრყვილო და გულწრფელმა ხითხითმა იფეთქა მეზობლის სახლში, სადაც ანარეკლიც ადამიანივით ჩვეულებრივი ბინადარი იყო, თუ მანანას წეღანდელ სიტყვებს ხუმრობას არ დაარქმევდა მია. მერე მღელვარებით სავსე, მჩქეფარე ემოციების აკომპალიმენტზე გაიჟღერა ერთმა სასაცილო ჩანაწერმა, რომელსაც მანანა დეიდა რეცეპტების ძველ რვეულში გადაეყარა თურმე. სიხარულით და ლამის ხტუნაობით გამოურბენინა შავ ყდაში ჩაკერებული ფურცლების სქელტანიანი გროვა, მცირეხნიანი ძებნის შემდეგ მიაგნო იმ კურიოზულ რეცეპტს და მიას ხმამაღლა, თავდაჯერებული მზარეულის როლში შეჭრილმა წაუკითხა:
"კექსი.
ორი სუფრის კოვზი ყველაფერი."
გაეცინა, ოღონდ ქალის აღტკინების გამო, მაგრამ მალევე კრატერივით ამოხეთქა მისმა მხიარულებამაც, სხეული აუცახცახა და მუცელი აატკია გულიანმა სიცილმა, ვერაფრით რომ ვერ მოახერხა მისი შეკავება. წამიერად თითქოს მშვიდდებოდა, მაგრამ ისე დასტრიალებდნენ მისი ფიქრები იმ მარტივ რეცეპტს, რომ ისევ იგივე მეორდებოდა. შეუჩერებლად, გადახვეული კადრივით ახლიდან იწყებოდა ყველაფერი. თითქოს რეცეპტი ბირთვი იყო ატომისა, მიას ფიქრები კი - ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონები.
"ორი სუფრის კოვზი ყველაფერი". მართლა ყველაფერი? მაგალითად სიყვარული და სექსი?
- ვაიმე, მანანა დეიდა, ამდენი არასდროს მიცინია.
- აბა, შენ წარმოიდგინე, მე რა დამემართა თავიდან, როცა ამას გადავაწყდი. ორმოცდახუთი წლის წინ რაებს ვწერდი, არ უყურებ შენ? - მართლა ძალიან ეამაყებოდა; - ჩაი თუ ყავა?
- ორივე ძალიან მიყვარს.
- და რომელი მოგიმზადო?
- მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რომელსაც მიირთმევთ.
ქალმა ჭერს ახედა. ერთხანს იდგა ასე და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჩაის დააყენებდა.
როდესაც ტკბილეულსა და ახლად გამომცხვარ, სურნელოვან ნამცხვარს თეთრ თეფშებზე შემოდგმული სამი ფინჯანიც გვერდით მიუდგა მანანამ და მორცხვად უთხრა, რაკი ორივე გიყვარს, ჩაიც გაგიკეთე და ყავაცო, და ისევ თავისებურად აუტყდა ხითხითი, მიამ თავი ვეღარ შეიკავა, რომ ამ გულითადი და უბოროტო ქალისთვის, ნოეს შესახებ არ მოეყოლა.
- ერთი ბიჭია... - ძალიან გაუბედავად დაიწყო.
- ვიცი; - ხელები ერთმანეთს შეატყუპა, გულთან მიიტანა და ისევ გაუცინა, ოღონდ მშვიდობიანად აღარ გამოიყურებოდა მისი თვალებიდან გამომკრთალი სხივები, რადგან ეს სინათლე, სულ რომ გუგებში ედგა და მხიარულებას მატებდა, აგიზგიზებული ცეცხლის ალს უფრო ჰგავდა, ცნობისმოყვარეობით გაავებულსა და შლეგს; - ვხედავ ხოლმე... მომიყევი, ყველაფერი მომიყევი, რის გამხელასაც ჩემთვის გაიმეტებ.
არასდროს ასე კომფორტულად და თავისუფლად არ უგრძნია თავი. ყველაფერი ძალდაუტანებლად მოუყვა, სიტყვებზე გადამეტებული ფიქრის გარეშე, დაუფარავად, ფაქტების შეუცვლელად და მადლიერი იყო მანანა დეიდასი, ამხელა სიამოვნებას რომ უანგაროდ ჩუქნიდა. გაცნობის საღამოზე უამბო, თავდავიწყებით ცეკვაზე, წითური თმით დაფარულ ნოეს ტანზე, ვნებისგან დახორკლილ თავის სხეულზე, ყველა ცხელი შეხება და კოცნა გაიხსენა, ყველა ჯადოსნური და სანუკვარი სიტყვა, მათ ბაგეებს რომ სწყდებოდა მწიფე ნაყოფებივით, ლაპარაკობდა შემდეგი დღეების შესახებ, ზღვის სანაპიროზე ჯოხით მოხატული მათი სახეების შესახებ, თვითონ ოდნავადაც რომ ვერ მიამსგავსა ქვიშის ნოე ნამდვილ და განუმეორებელ თავის შეყვარებულს - ამის შესახებაც უყვებოდა. გაუმხილა, რომ უიღბლო ქორწინებისგან მოგვრილ ტკივილებს მასთან ურთიერთობაში უმკლავდებოდა, დღეები ნოეზე ფიქრით რომ გაურბოდა და კიდევ იმის მოლოდინშიც, ისევ როდის შეხვდებოდა, როცა სახლის კართან აყუდებული ნაზად კოცნიდა ხოლმე და ემშვიდობებოდა.
- გვრიტებივით ხართ. ყველა ბიჭს არ შეუძლია, რომ გოგო გააბედნიეროს. დააფასე. კარგი ბიჭია; - გატაცებით მოლაპარაკე მიამ ისე დააღალა და გააოგნა, რომ მეტის თქმა აღარ შეეძლო.
ჯერ მხოლოდ შუადღე იდგა და უკვე რადიკალურად შეცვლილიყო ზაფხულის ის დღე, სხვა დანარჩენებივით ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულად რომ დაიწყო.
საღამო ნოეს საჩუქარმა დააგვირგვინა, თეთრ ქაღალდში შეფუთულმა ნახატმა, რომელიც გააფთრებით გახსნა მიამ და გაოცებისგან, უფრო მეტად კი მადლიერებისგან, გველივით შემოეხვია მხატვარს და დახრჩობამდე ეკვროდა, ვიდრე ძალა არ გამოელია ხელებში, რომ ისევ ძლიერად ჩასჭიდებოდა ნოეს სხეულს, შეებოჭა, ზურგზე დაეჩქმიტა, კისერზე ეკბინა. ბედნიერი იყო მია, თავდავიწყებამდე ბედნიერი.
- მოგწონს?
- ძალიან; - თავის ქიცინით უთხრა და თითქოს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აღტაცების გამოსახატავად, კიდევ ერთხელ გაუმეორა; - ძალიან!
- ამაზე უკეთესებიც მაქვს. ცოტახნისწინ დავიწყე დიდ კოლექციაზე მუშაობა და ვნერვიულობ. ჯერ ასეთ საქმეს არ შევჭიდებივარ.
- შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ისე კარგად ხატავ, ყველაფერი გამოგივა.ეჭვი არ მეპარება, ნოე. აი, შენც ნახავ.
უსიამოვნო დუმილი, რომელიც მაშინ ჩამოვარდა, პირველ ბზართაგან ერთ-ერთის გაჩენაზე მიუთითებდა თურმე. ცოტახნის მერე ნოე შეჰპირდა, რომ ნახატებს დაათვალიერებინებდა, როცა დრო მოვიდოდა და ეს ბოლო ხმის გაღება იყო იმ საღამოს, იმ ძალიან განსაკუთრებულ დღეს, რომლის დასაწყისიც ყოველდღიურობას ზედმიწევნით მიყვებოდა, მაგრამ დასრულებამდე, კულმინაციების ფონზე დრამატულად იცვალა სახე.

№1 სტუმარი მოლოდინი

იმდენი ხანი ველოდებოდი, დამავიწყდა მგონი რა ხდებოდა წინა თავში. გადავხედო უნდა. შინაარსის მიმდევრობაში გავიჭედე. მოკლედ მიხარია ზოის გამოჩენა. იმედია ბოლომდე გავალთ.

№2  offline წევრი ნანა73

რა მოულოდნელად დასრულდა?
არ ვიცი რას ველოდი...
არც თავიდან ვიყავი დარწმუნებული რას ვკითხულობდი, იცი შენც.
და... კვლავ გადმოვეშვი შენს ლამაზ სიტყვებში.
მიკვირს და არც ერთ სიტყვას თუ ემოციას არ ვაჭარბებ ახლა რასაც ვამბობ, ან აქამდე ვამბობდი.
განსაკუთრებით ვეწყობი შენი ნაწერების მიმართ და მერე მათში დავფრინავ.
სასიამოვნო წარმოსადგენი იყო მიას და მანანას დამოკიდებულება. თბილი, წრფელი. "ორი სუფრის კოვზი ყველაფერი"...
ნოეს და მიას ურთიერთობაზე არაფერს ვიტყვი.
ჩემთვის მართლაც განსხვავებულია ეს რაც წავიკითხე და ჰოო, სიკეთით გამორჩეული.
დამოკიდებული გამხადე...
❤️❤️❤️

№3  offline მოდერი guroo

მოლოდინი
იმდენი ხანი ველოდებოდი, დამავიწყდა მგონი რა ხდებოდა წინა თავში. გადავხედო უნდა. შინაარსის მიმდევრობაში გავიჭედე. მოკლედ მიხარია ზოის გამოჩენა. იმედია ბოლომდე გავალთ.

წინა თავებისთვის თვალის გადავლება უარესად დაგაბნევს. დრო ძალიან დაუმორჩილებელია ამ ნაწარმოებში და მის მიდინებას თუ დააკვირდები, თუ ანალიზის დადებას შეეცდები, დიდი გარჯა მოგიწევს და დაიღლები. ასე რომ, ჯერ მხოლოდ კითხვით ისიამოვნე.
კიდევ ერთ კომენტარს ველოდები, იცოდე. შენი შთაბეჭდილებები მჭირდება!

ნანა73
რა მოულოდნელად დასრულდა?
არ ვიცი რას ველოდი...
არც თავიდან ვიყავი დარწმუნებული რას ვკითხულობდი, იცი შენც.
და... კვლავ გადმოვეშვი შენს ლამაზ სიტყვებში.
მიკვირს და არც ერთ სიტყვას თუ ემოციას არ ვაჭარბებ ახლა რასაც ვამბობ, ან აქამდე ვამბობდი.
განსაკუთრებით ვეწყობი შენი ნაწერების მიმართ და მერე მათში დავფრინავ.
სასიამოვნო წარმოსადგენი იყო მიას და მანანას დამოკიდებულება. თბილი, წრფელი. "ორი სუფრის კოვზი ყველაფერი"...
ნოეს და მიას ურთიერთობაზე არაფერს ვიტყვი.
ჩემთვის მართლაც განსხვავებულია ეს რაც წავიკითხე და ჰოო, სიკეთით გამორჩეული.
დამოკიდებული გამხადე...
❤️❤️❤️

ხომ გითხარი, სიკეთეზეც შემიძლია, რომ დავწერო-მეთქი.
მადლობა. მიუხედავდ იმისა, რომ "ზოის" სხვა თავები არ წაგიკითხავს და ახლა ჩემი თხოვნით ჩააკოკლოზინე დღევანდელი სიახლე, მაინც გაიმეტე ჩემთვის შენი თბილი სიტყვები, არ დაიშურე ემოციები, არ შეიკავე თავი და არ გაჩუმდი. ისევ მადლობა heart_eyes heart_eyes

№4 სტუმარი ლილიანა,

ეს სიკეთე ნამდვილია თუ რაღაც იმალება კეთილი მეზობლების უკან? იმდენად განსხვავებული თავია, ვერც კი ვიჯერებ.

№5  offline მოდერი guroo

ლილიანა,
ეს სიკეთე ნამდვილია თუ რაღაც იმალება კეთილი მეზობლების უკან? იმდენად განსხვავებული თავია, ვერც კი ვიჯერებ.

გამეხარდა, რომ ისევ მობრუნდი.
სიკეთე ნამდვილია და მანანა დეიდა ბოროტი განზრახვებით არ ხელმძღვანელობს. ეს ქალი იმხელა სევდას მალავას... დრო მოვა და ყველაფერი გამოჩნდება, ჯერ ყველა პერსონაჟის ამბები ერთმანეთში უნდა აიბლანდოს.
დაიჯერე, დაიჯერე!

№6 სტუმარი ლილიანა,

guroo

მთავარია წერა არ შეწყვიტო. მოუთმენლად ველოდებოდი ზოის დაბრუნებას) შენი წერის სტილი რომ მომწონს, შედარებები აღწერები და ა.შ. აღარ ვიტყვი. ისედაც ნათელია.

№7  offline მოდერი guroo

წერას არ შევწყვეტ, ძალიან მიყვარს.

№8 სტუმარი ლილიანა,

ზოის წერა ვიგულისხმე. )) დასასრული მაინტერესებს. რას გვიმზადებ საბოლოოდ. რა ჟანრია, რა მოქმედებაა, რა ვითარებაა დდდ

№9  offline მოდერი guroo

ვიცი, რაც იგულისხმე. თავის დაძვრენა მინდოდა laughing
დასასრული ჯერ არ მომიფიქრებია დეტალებში, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, როგორ შეიძლება დასრულდეს.

№10 სტუმარი ლილიანა,

ეშმაკუნა ბავშვი ????????

№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

ყველაზე ნაკლებად დღეს "ზოის" გაგრძელებას ველოდებოდი. სასიამოვნო სიურპრიზია.
იმედი მაქვს, მოვიდა შენი მუზა და დიდი ხნის პაუზა აღარ გექნება.
ზოგჯერ ამბობენ, 21-ე საუკუნემ "შემოდგომისფერი სულები", "ფიქრების ხეივნები", "ყვავილების ზღვა", "ცრემლების ტბა" და სხვა მსგავსი ფრაზები დიდი ხანია სიჩუმის ყუთში მოისროლა, წებვადი ლენტი მოუჭირა და ძველმანების თაროზე შემოდოო, მაგრამ მე რომ მხატვრული წერა განსაკუთრებულ სიძნელედ და სირთულედ მიმაჩნია და თანამედროვე "ჯაან შვეჩკი ტიპების ნაჯღაპნები" დაღლილ, გაუდაბნოებულ მიწას მაგონებს და ჩვეულებრივი ქუჩური ქართულით მოყოლილი ამბავი მგონია, ძალიან ძველმოდური და უგემოვნო ვარ?
ჰო, კარგი. დაე, ვიყო უგემოვნო. მე ყოველთვის დავრჩები რთულად შესასრულებელი და არამარტივი ენით დაწერილი ნაწარმოების მეხოტბე.
მოკლედ, რომ ვთქვათ, სანამ შენც სხვებივით უდაბნოს მიწასავით არ გამოიფიტები და უწყლო არემარეს არ დაემსგავსები, ჩემი სახით ყოველთვის გეყოლება მკითხველი!
--------------------
When nothing goes right, go left!

№12  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი

ჰო, როგორც იქნა, მივუბრუნდი ამ ძალიან დიდ "ზოის", რომლის მოცულობა ბოლო დროს სულ მაშინებს და მაკომპლექსებს. მგონია, თავს ვერ გავართმევ, ვერ შევაერთებ, გავამრთელებ. ბევრი უზუსტობაა, თანხვედრა სიუჟეტში თითქმის არ არის :დდდ რამდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია, ეჰჰ..! თუმცა ოდესმე ხომ უნდა დასრულებულიყო ეს სიგიჟე? ხომ უნდა აღვდგომოდი შიშებს პირისპირ? ჰოდა, მთელი ბობილიზებით, ლიტერატურული გემოვნების სრული დახარჯვითა და სიზარმაცესთან ბრძოლით, მზად ვარ, რომ უკანასკნელ წერტილამდე მივიყვანო "ზოი".
შენ კი ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაივიწყე და არ მიატოვე.
ერთ რამეს ვერაფრით მივხვდი... გაუდაბნოეუბული ტექსტები ერთხელ მაინც თუ უღიარებიათ მსოფლიო ლიტერატურის კრიტიკოსებს?
რაც თქვი, ყველფერში ზედმიწევნით გეთანხმები. მშრალ თემებს სკოლაშიც ვწერდი საკონტროლოებზე და ისიც საკმარისია, მგონი, ბევრიც არის.

№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვისთვის როგორ, გურამ. ზოგს ის ავანგარდული სტილი ხიბლავს და კარგად შეფუთული კი, უღიარებიათ!
--------------------
When nothing goes right, go left!

№14 სტუმარი სტუმარი ლილე

ისევ არაფერი. უმუზობას ვებრძვით თუ უდროობა გვჩაგრავს?

№15  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
ისევ არაფერი. უმუზობას ვებრძვით თუ უდროობა გვჩაგრავს?

ლილეე❤️
მუზას არ ვაღიარებ. ეგ არაფერ შუაშია.
დრო მაქვს. ხანდახან. სხვა რამეებს ვუთმობ.
დამნაშავე უნებისყოფობაა. მიდი, გურამ, დაწერე!

№16 სტუმარი სტუმარი ლილე

guroo
სტუმარი ლილე
ისევ არაფერი. უმუზობას ვებრძვით თუ უდროობა გვჩაგრავს?

ლილეე❤️
მუზას არ ვაღიარებ. ეგ არაფერ შუაშია.
დრო მაქვს. ხანდახან. სხვა რამეებს ვუთმობ.
დამნაშავე უნებისყოფობაა. მიდი, გურამ, დაწერე!

ვიღაც ნაცნობის სახელია, ალბათ..

ნუ, რაც არის. ნერვებს მიღიზიანებს.

№17  offline მოდერი guroo

ბოდიში, თუკი რამე გაურკვეველია.

№18 სტუმარი სტუმარი ლილე

ნერვებს ის მიღიზიანებს, რომ აღარ ვხედავ შენს ატვირთულ სიახლეს, უმუზობაა, სიზარმაცე, უდროობა თუ რაც არის. მაბრაზუნებს...

№19 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ვფიქრობ, მესამედ მომიწევს ხელახლა წაკითხვა, სანამ დასასრულამდე მივალთ (( მივალ?! არ მივალთ?! საკითხავი აი ეს არის ...
მომასწარ ამის დასასრულს დდდ

№20  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ვფიქრობ, მესამედ მომიწევს ხელახლა წაკითხვა, სანამ დასასრულამდე მივალთ (( მივალ?! არ მივალთ?! საკითხავი აი ეს არის ...
მომასწარ ამის დასასრულს დდდ

ძალიან ბოროტი ხომ არ ვიქნები, თუ გაგიმხელ, რომ შემდეგი თავი დაწერილი მაქვს და რამდენიმე აბზაცის მიმატებაღა უნდა? ოღონდ ერთ თვეზე მეტია, წერა არ მიცდია.

№21 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ახლა ვერც გთხოვ, სად გეცლება) ან კიდევ თხოვნებზე რომ იწერებოდეს))) მაგრამ გავჭაღარავდი დასასრულის ცდაში და იქნებ ცოცხალს მომისწროს :პ

№22  offline მოდერი guroo

სამძიმარზე რომ მოვალ, საჩუქრად მოგიტან ბოლომდე დაწერილს დდდ❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent