შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი XI)


22-10-2020, 21:04
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 4 456

მგზავრობის დროს ვცდილობ არ შევიმჩნიო ისააკისგან მომავალი მხურვალება,რომელიც მადნობს,მისი სურნელი,რომელზეც ასე ვარ გაგიჟებული. ყურსასმენებს ვიკეთებ და ჩემს საყვარელ მელოდიას ვრთავ. თვალებ დახუჭული თითებს ვაყოლებ მელოდიას,თითქოს პიანინოს კლავიშებს ვეხებოდე. ვწყნარდები და ამჯერად მელოდიაზე ვარ კონცენტრირებული,ამ დროს კი ვგრძნობ როგორ მაცლის ვიღაც ცალი ყურიდან ყურსასმენს და უკმაყოფილოდ ვახელ თვალს.
- დებიუსია? - რაღაც საოცრად მიღიმის ისააკი და რამდენიმე წამის განმავლობაში გამოშტერებული სახით შევყურებ,მერე როცა მისი ღიმილი უფრო ფართე ხდება ვფხიზლდები და თავს ვუკრავ,თანხმობის ნიშნად.
- მეც ხშირად ვუსმენ ხოლმე.
- მართლა?
- მჰმ. ხედავ? ერთი საერთო აღმოვაჩინეთ პატარა ქალბატონო. - თვალს მიკრავს და მიღიმისს.
- ხოო. - მეც ვუღიმი საპასუხოდ.
- კარგად ხარ? - აშკარად ამჩნევს ჩემს უხასიათობას.
- მგონი. - მხრებს ვიჩეჩავ.
- მგონი?- იცინის ჩემს პასუხზე.
- არ ვიცი იქ რა იქნება. - თვალებს ვხუჭავ.
- ხომ გითხარი,ყველაფერს მოვაგვარებ თქო? - ხმა უმკაცრდება. - მისმინე ელისაბედ... - თვალებს ხუჭავს და წამსვე ახელს,ამჯერად უფრო დამშვიდებული ჩანს. მაოცებს ეს კაცი,თავისი ხასიათებით. - არ დავუშვებ ვინმემ რამე არასწორად თქვას შენზე ,ან თუნდაც გაფიქრების უფლება მისცეს თავს. გასაგებია? - ამჯერად თვალებში მიყურებს,თითქოს იქ ეძებს პასუხს.
- გასაგებია ისააკ.
- ძალიან კარგი. - სკამზე სწორდება და თვალებს ხუჭავს ისევ. ილია თავისი სკამიდან იხრება ჩემი სახის დასანახად და ხელებით მეკითხება რა მოხდაო.
- „არაფერი“ - ტუჩების მოძრაობით ვპასუხობ,ვუღიმი და საპასუხოდაც ვიღებ მის გულწრფელ ღიმილს.
- რაიმეს ხომ არ მიირთმევთ ბატონო ისააკ? - თავზე გვადგება ლამაზად გამოწყობილი ქალი.
- დიახ. ვისკი თუ შეიძლება.
- ერთი? - კითხულობს ქალი. ისააკი ჩემკენ იხედება და მზერით მისვამს კითხვას,მეც თანხმობის ნიშნად ვუკრავ თავს.
- ორი.
- ახლავე მოგართმევთ. - ამბობს,მიდის და ორ წუთში უკან ბრუნდება ორი ჭიქით.
- მადლობა. - თავს უკრავს ისააკი და თავის ჭიქას იღებს. - შენ გაგიმარჯოს პატარა ქალბატონო. - სერიოზული სახით ამბობს და სასმელს სვამს.
- თქვენ გაგიმარჯოთ. - ვამბობ,სასმელს ვწრუპავ და სახე მემანჭება მის მკვეთრ გემოზე.
- სასაცილო ხარ. - თავს ვერ იკავებს და ეცინება.
- რაა? - გაოცებული შევყურებ. - მწარეა. - ქვედა ტუჩს ვაბრუნებ სასაცილოდ.ისააკს სახიდან ღიმილი უქრება და ჩემს ტუჩებზე უშეშდება მზერა. წამსვე მიმაქვს ტუჩებთან ჭიქა და კიდევ ერთხელ მეკუჭება სახე,რაზეც ისევ დამცინის და ამჯერად მეც მეღიმება საწყლად.
- არ არის ეს შენი საქმე პატარავ. - ხელიდან მართმევს და ერთი მოსმით ცლის ჭიქას,მე კი გაშტერებული ვაკვირდები მის სახეს. წარბიც კი არ უტოკდება,არადა მე ლამის სახეზე ცეცხლი წამეკიდა,რომ დავლიე.
- ცოცხალი ხარ? თუ მოკვდი? - მისკენ ვიხრები და სიცილით ვაკვირდები სახეზე.
- რატომ მეკითხები? - ქვემოდან მიყურებს გაოცებული.
- ერთი მოსმით დალიე...
- მერე რაა? მე დიდი ბიჭი ვარ და შეიძლება. - მიღიმის მისი უსექსუალურესი ღიმილით.
- დიდი ბიჭი. - თავს ვაქნევ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. - უნდა დავიძინო. ძილინებისა ისააკ.
- ძილინებისა ელისაბედ. - მისი ბარიტონი ისე ჩამესმის,როგორც იავნანა. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ არ ვიფიქრო მის მომაკვდინებელ ღიმილზე,რომლითაც წუთის წინ მიღიმოდა.
ოდნავ რხევას ვგრძნობ და თვალებს ვახელ. თავზე ისაკი მადგას.
- ჩამოვედით. - მხოლოდ ამას მეუბნება,მეც თავს ვუკრავ,თვალებს ვიფშვნეტ და ვდგები.
- სამშობლოში ვართ პრინცესა. - ჩვეული მხიარული ტონით მიცხადებს ილია. - წავედით.
- მოვდივარ. - ვუღიმი. აეროპორტიდან ჩანს ჟურნალისტების არმია და აი აქ უკვე „მიშველეთ ვინმეემ “ სახით შევყურებ ორივეს.
- ამათმა საიდან გაიგეს? - მესმის ისააკის განრისხებული ხმა და მის თვალებსაც ვხედავ,ლამის ცეცხლს რომ აფრქვევს.
- აზრზე არ ვარ ეეე. არადა არავინ იცოდა,როდის მოვდიოდით.
- ჯანდაბა! ამის დედაც! ამათი თავი არ მაქვს ახლა. - სახეზე ხელს ისვამს და მერე ილიასკენ ბრუნდება. - მიდი რა ძმაო,უთხარი,რომ უახლოეს დღეებში,მე თვითონ დავიბარებ და მივცემ ინტერვიუს.
- კაი. გავალ, არ ინერვიულოთ თქვენ. - გარეთ გადის და მინის კედლიდან ვხედავ,როგორ უხსნის ხელებით ჟურნალისტებს რაღაცას. ისინიც არ ცხრებიან,მაგრამ ბოლოს მხრებ ჩამოშვებულები მიბუნძულებენ უკან,ილია კი გამარჯვებული სახით შემოდის შენობაში.
- ყველაფერი მზადაა.- იკრიჭება.
- მხეცი ხარ . - მხარზე ხელს ურტყამს ისააკი. - მადლობა.
- კაი რაა. - ისიც იღიმის. - წავედით ახლა მძღოლი გარეთ გველოდება.
- წამო,წამო. - გარეთ მშვიდად გავდივართ. მანქანამდე არ ვართ მისულები,როცა ისააკი ადგის წყდება და მოშორებით მდგომი მანქანისკენ გარბის. - უხ თქვენი. ვინ ხართ? წურბელებო! ესეიგი არ გინდათ არა მშვიდი საუბარი?! - მანქანის უკნიდან მოათრევს ვიღაც ბიჭს და ერთი დარტყმით აგდებს მიწაზე,მერე საყელოთი მისკენ ქაჩავს. - ახლავე წაშალე ეგ ფოტოები და აქედან აორთქლდი სანამ ლამაზი ხარ. - ბიჭი აშკარად შეშინებული ჩანს,მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და ილიას ვუყურებ საწყალი სახით.
- ნუ გეშინია,ყველაფერს მიხედავს.
- კი მაგრამ...
- მართალია ფეთქებადია,მაგრამ არაფერს დაუშავებს. - თავს მიქნევს და მიღიმის. ამასობაში კი ისააკი უკან ბრუნდება,თან პიჯაკს ისწორებს.
- არ მოდიხართ?- ამჯერად ჩვენ გვიყურებს მკაცრად.
- ჩვენც მიგვაჩმორა. - იცინის ილია და წინა სავარძელზე ჯდება.
- ბიჭოო...- მკაცრად ამბობ ისააკი და გვერდით მიჯდება.
- კაი ხოო. - ამბობს ღიმილით. - ჯერ ელი დავტოვოთ ხომ?
- კარგი.
სახლთან მივყავარ და მათი მძღოლი მეხმარება ბარგის გადატანაში.
-მადლობა. - ვუღიმი მას,მერე ფანჯრისკენ ვიხრები და უფროსებს ვემშვიდობები.

- მადლობა,რომ მომიყვანეთ. ნახვამდის.
- ნახვამდის ელისაბედ.
- აბა კარგად ელიიი. - ხელს ღიმილით მიქნევს ილია,პატარა ბავშვს გავს ამ წამს. - ორშაბათს გნახააავთ.
- კაიი.- მისი განწყობა მედება და ასე გაკრეჭილი შევდივარ სახლში. ნაცნობი სურნელით ვივსებ ფილტვებს და ჩემს საყვარელ საწოლზე ვებერტყები.
- სახლიიი. მომნატრებია. - ვამბობ თვალებ დახუჭული. მერე მახსენდება,რომ ანასტასიასთვის და ერეკლესთვის არ მითქვამს ჩამოსვლის ამბავი,ამიტომაც ჩათს ვაკეთებ და ორივეს ერთად ვურეკავ.
- ვააჰ ჩიტუნები ყოფილან აქ... - გვიცინის ერეკლე.
- დაოო.. - ხელს მიქნევს ანასტასია.
- მოიცა,მოიცა ეს შენი ოთახი არაა? - გვაჩერებს ერეკლე.
- ხოო,ამ წამს ჩამოვედი. - თვალებს მაგრად ვაჭერ იმის მოლოდინში,რომ ორივე ჩამქოლავს და მათი რეაქციაც არ აყოვნებს.
- შე მოღალატე ქალო.... არ უნდა გეთქვა? იქნებ სიურპრიზის მოწყობა მინდა ან...
- უიმე ვინ გიშლის მერე? - მეცნება.
- არაფრის ღირსიც არ ხარ. - ვითომ ბრაზდება.
- უიმეე,ჩამაკვეტებინებთ ერთ სიტყვას? - ისმის ჩემი დის ხმა და ჩვენც ვჩერდებით.
- ოჰ.
- ოჰს განახებ ახლა მე შენ თუ მოვედი მანდ. - ემუქრება ერეკლეს.
- რას მერჩის ეს ალქაჯი,ვინმე მეტყვით?
- ვაიი მეეე, ილოცე რომ ახლა ვერ ჩამოვდივარ,თორემ წაგაცლიდი მაგ ლამაზ თავს.
- ოეეე,ვინმეს მოვენატრე მე აქ? - ღნავილით ვაჩერებ ორივეს.
- უი ჩემი სიკვდილი. - სწრაფად ამბობს ერეკლე. - წავედი,ახლა,გამოვდივარ და დამხვდი უნდა შეგჭამო ისე მომენატრეეე.
- კაი მიდიიიი. - ქვედა ტუქს ვაბრუნებ.
- მიდი, მიდი. - ხელს უქნევს ჩემი და. - ჰე ახლა მითხარი,როგორ იმგზავრეთ?
- რავიცი კარგად. - მხრებს ვიჩეჩავ.
- გოგოოოოო.
- მისი სიახლოვე მკლავს და მადნობს. - ტუჩის კუთხეს უკმაყოფილოდ ვტეხავ.
- ვიცი,ხოდა რა ვქნათ? გინდა ჩამოვალ და მოვიტაცოთ. - გენიალურ იდეას აბრეხვებს ჩემი და.
- კაი ერთი,რისი მომტაცებლები ვართ ჩვენ?- მეცინება.
- მერე ხომ გყავს ის შეშლილი ძმაკაცი,თუ რაცაა. - ამჯერად ბოროტად იღიმის.
- გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდაან. - მაინც მეცინება.
- უიმეე,ხუმრობა შენ არ იცი... მართლა წავედი ახლა ლექცია მაქვს.
- მიდი ხოო და მოგწერ მერე.
- კაი,გკოცნი.
- გკოცნი მეც.
სწრაფად ვივლებ წყალს, შორტებს და უბრალო მაისურს ვიცვამ და ზუსტად მაშინ რეკავს კარზე ზარი. კარს ვაღებ და გიჟივით მეტაკება შემი შეშლილი მეგობარი.
- ჩემი მონატრებული გოგო ვინ არისო? ჩემი მანგო,ჩემი პაპაია,ჩემი ანანასი ქალიიიი. - გიჟივით მაბზრიალებს და ლოყებს მიკოცნის,მე კიდევ მისი საქციელით გახალისებული ბოლო ხმაზე ვიცინივარ. ბოლოს დაღლილი მსვამს იატაკზე მუხლებს ეყრდნობა ხელებით.
- ჰუჰ,გამძვრა სული. დედა წელიიიი. რამ გაგასუქა გოგო ასე?
- უნამუსოოო. - მხარზე ვუტყაპუნებ ხელს.
- კაი ხო,ვხუმრობ ტოო.- ხარხარებს.
- მომენატრე ეკეე. - კიდევ ვეხუტები.
- მეც პრინცესა. - თავზე მკოცნის ნაზად. - იცი რამდენი რამ გიყიდე?
- რა საჭირო იყო?
- ვიცოდი საჭმელი რომ არ გექნებოდა ჯერ ნაყიდი. - იცინის. -წამო ახლა შემომატანინე,ყველაფერს მე ხომ არ გავაკეთებ უჰ.
- კაი,კაი მშვიდად. - ვიცინი და მასთან ერთად შემომაქვს ათამდე პოლიეთილენის პარკი.
- ეს თვითონ შენობა ვერ წამოიღე და ცელოფანში ჩაგიდეს დაშლილი თუ რაამბავია? - თვალებს ვუბრიალებ.
- უიმეეე,ესაა გოგო ბევრი?
- აბა არაა? სად წავიღო ამდენი საჭმელი.
- ჭამე და მეც მაჭამე. - კნუტის თვალებით მიყურებს და მეცინება.
- ხო კაი.
საჭმელს ერთად ვამზადებთ,ვჭამთ ცოტა ხნით ანასტასიას ველაპარაკებით. ნუ მე ველაპარაკები,ესენი შხუბობენ და ბოლოს დასაძინებლად ვწვებით.
- მიდი დაიძინე შენ,მე გადავივლებ და დავწვები კაი? - სააბაზანოში შესვლამდე მიბარებს ერეკლე.
- არ ვიძინებ შენს გამოსვლამდე იცოდეეე. - თითს ვუქნევ. - მალე ქენი.
- გასაგებია უფროსო.
ნახევარი საათი „ივლებს წყალს“.

-ერეკლე მოკვდი? - ვღნავი ბოლო ხმახე და ისიც ზუსტად ამ დროს გამოდის საცვლის ამარა.
რა გაღრიალებს გოგო? - თვალებ მოჭუტული მიყურებს.
- ოუუუ რა სექსუალური ხარ გიჟოოო?!
- ცანცარეებ და დაისჯები. - თითს მაღლა წევს,წამში ჩნდება საწოლთან და მიღიტინებს.
- ააააა, ახლა მოვკვდებიიი. - თან ვიცინი თან ვკივი. - ერეკლე მოგკლააავ.
- კი,კი როგორ არა. - ხარხარებს.
- გავიგუდეეე. - ბოლოს უკვე მართლა ცუდად ვხვდები ამდენი სიცილისგან.
- კაი ხო,არ მოკვდე ერთი. - სიცილით წვება ჩემს გვერდით.
- უაზრო. - მეცინება.
- კიდევ გინდა? - თვალ მოჭუტული მიყურებს გვერდიდან.
- არა,არაა. - ხელებს ვაქნევ.
- ხოდა ეგრე. ახლა მოდი ჩემთან დავიძინოთ. - ხელს მხვევს და მასთან ახლოს მწევს.
- დავიძინოთ. - ხელს წელზე ვხვევ და თვალებს ვხუჭავ.
დილით მაღვიძარას ხმა მაფხიზლებს.
- ამიხსენი შაბათ დილით რატომ მაღვიძებს ეს ხმა... - წუწუნებს ერეკლე.
- შაბათია დღეს? - ვბურდღუნებ და მაღვიძარას ვრთავ.
- ხოო. -უკმაყოფილოდ ამბობს.
- უი რაკაია. - ისევ ბალიშზე ვდებ თავს და თვალებს ვხუჭავ.

როგორც ჩანს კიდევ დიდ ხანს მეძინა გადაღლილს,რადგან თვალს რომ ვახელ გარეთ უკვე შებინდებულია.
- მზეთუნახავმაც გაიღვიძააა. - კარს აღებს ერეკლე და ოთახში შემოდის.
- საღამომშვიდობის. - ვიცინი.
- არ მოგშივდა მაინც?
- აუ კიიი. - სიცილით ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. - გამოვალ მალეეე და ვჭამოოთ. - იქედან ვეძახი ერეკლეს.
- კაიი,მიდი მალე,თორემ არ დაგელოდები. - მის მუქარაზე მეცინება. ვიცი შემსრულებელია,ამიტომ მალე ვემზადები და სამზარეულოში გავდივარ,სადაც უკვე ყველაფერი მზად მხვდება.
- ვაჰ ყოჩაღ ერეკლე...
- შევიშვები ოჯახში ხომ? - იცინის.
- კი,კიი. - ცერებს მაღლა ვწევ და მეც ვუღიმი,მერე მაგიდასთან ვჯდები და მასთან ერთად მივირთმევ მისავე მომზადებულ ყველიან მაკარონს.
- გემრიელია...
- ხოო,მეც მომეწონა. - თავს მიქნევს.
- მადლობა,კაი იყო. უუჰ.
- დღეს კლუბში მივდივართ და ბოლომდე ვერთობით იცოდე. - თითს მიქნევს.
- არის სერ. - წელში ვსწორდები და ორივეს სიცილი გვიტყდება. - როდის მივდივართ?
- ახლა. - სწრაფადვე მპასუხობს.
- კაცს არ ამოასუნთქებს რაა...
- ქალსო უნდა გეთქვა მანდ. - თვალს მიკრავს.
- აი კიდევ...- თავს ვაქნევ და ოთახში გავდივარ,ერეკლეც მალე აღებს კარს.
- წავედი მე გამოვიცვლი და მელე გამოგივლი.
- კაიი. - ერეკლე მიდის,მე ღია ცისფერ,ტანზე მომდგარ,მოკლე კაბას ვიცვამ,თმას ცხენის კუდად ვიკრავ,დიდ,მრგვალ ყურსაკიდებს ვიკეთებ და ერეკლეს ვწერ. „ მე მზად ვარ.“ და კოცნის სმაილი. მალევე მომდის პასუხი. „ჩამოო.“ ქვემოთ ჩავდივარ და მანქანის წინა სავარძელზე ვიკავებ ადგილს.
- ჩემი პრინცესააა ვინ არის?
- მეე. - ვიფერებ და ყურებამდე ვიღიმი.
მალევე მივდივართ ნაცნობ ბარში,სასმელს ვუკვეთავთ და კუთხეში მგდარ მაგიდასთან ვსხდებით. მალევე მოაქვთ სასმელი და ჩვენც მოწყურებულებივით ვსვამთ საყვარელ კოქტეილს. მათრობელა სითხე კარგ ხასიათხე გვაყენებს,სხვა მოცეკვავეებთან გავდივართ და სიმღერას ვაყოლებთ სხეუს.

- იმ ტიპს რა ტ*აკი აქვს ნახე რაა. - მუსიკის გადასაფარად ყურში ჩამყვირის ერეკლე და მეცინება.
- კაი რააა.
- ნახე,ნახეე..
- საბა აბა? -მის მზერას ვაყოლებ თვალს. - იიიშ,მართლა შემშურდა. - მე თვითონ მეცინება ჩემს კომენტარზე.
- მოგცხებ ახლა,შენ რომ ვინმესი შეგშურდება.
- კაი,კაი. მიდი და გაეცანი.
- ჰმმმ,კარგი იდეაა. - ტუჩის კუთხე უტყდება.
- მე ბართან ვიქნებიი. - ხელს ვუქნევ და თეძოების რხევით მივდივარ ბართან,ისევ იგივე სასმელს ვუკვეთავ და ნელ-ნელა ვწრუპავ.
ვიღაცის მზერა მიწვავს მხარს,გვერდით ვიხედები და სალომეს ვამჩნევ,რომელიც ძვლივს დგას ფეხზე ისეთი მთვრალია.
- გამარჯობა ძვირფასო. - მთვრალი ღიმილით მიღიმის.
- გამარჯობა. - ვამბობ ხმა ჩამწყდარი და მისი ოდნავ წამოზრდილი მუცლისკენ ვაპარებ თვალს.

თქვენი კომენტერები მახარებს და გულს მითბობს ^_^ მადლობა რომ კითხულობთ და მომყვებით



№1  offline წევრი 《Sunshine》

მალე დადე შემდეგი თავი თორე ვერ გადამირჩები გოგო

 


№2 წევრი მე♥უცნაურე

ანუ, სადღაც 15 სთ-ში გვეღირსა, ამჯერად
პროგრესია აშკარად :D
არ მყოფნის ეს თავები, არადა, კარგად წერ. მსუბუქი და ხალისიანი გამოდის.
ჰო,სალომეს მუცელი უნდოდა ელისაბედს ზუსტად, რომ გამქრალიყო ისააკისგან :D მოკლედ რა...
ეს ერეკლე ცოტა ნერვებს მიშლის, სულ ცოტა :D ეს ზედმეტი მეგობრული ზონა, რაღაცნაირია :/ ან მე ვარ ძალიან კონსერვატიული, მაგრამ არ ვარ ვიცი :D

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ვკითხულობ კი არა სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს . მომწონს ძალიან მსუბუქი და საინტერესოა

 


№4  offline წევრი Marita_G

ჰეჰეე აუუ ორსულადაააა მგონი მშობიარობას გადაყვება და ელის და ისააკს მოუწევთ ბავშვის აღზრდა ;დდდ
არა ისე კაი იდეეაა ხოიცი ხდ
მოკლედ ველოდები შემდეგ თავს და ახალ ინტრიგენს ლავ იუუ♡♡

 


№5 სტუმარი Life is beautiful

ცოტაააა.... არ მყოფნის თვალები მიწყლიანდება როცა ვხედავ მთავრდებააა.. ძაან თავმდაბლად გთხოვთ სულ სულ ცოტა გაზარდეთ თავებიი.. ვიცი ხშირად წერენ ამას მარა მაინც გთხოვთ... მადლობთ რომ გვაბედნიერებთ

 


№6  offline წევრი Mari Orjonia

აუ მალე დადე რა♡

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეხლა ეს????პატარა თავი არაა ???? და კიდევ სალომეს ორსულობა უქნებოდა ეხლა,თან ეს ქალი თუ ორსულადაა როგორ უნდა გამოთვრეს????????ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????????????

 


№8  offline წევრი OKI ME

ოჰოოო, ეს რა იყო? ვაა, საინტერესოდ ვითარდება. ვანხოთ ერთი რა მოხდება შემდეგ თავში. :P

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

მომეკიდა ხავსი დადე შემდეგი????

 


№10  offline წევრი უმადრუკი M

ვკითხულობ კომენტარებს და არ ვიცი რა ვთქვა,ისეთი საყვარლები ხართ ^_^ დღეს ჩემი დაბადების დღეა,ძააალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას :( მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს წერთ ^_^ მიყვარხართ.

 


№11 წევრი მე♥უცნაურე

უმადრუკი M
ვკითხულობ კომენტარებს და არ ვიცი რა ვთქვა,ისეთი საყვარლები ხართ ^_^ დღეს ჩემი დაბადების დღეა,ძააალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას :( მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს წერთ ^_^ მიყვარხართ.

გილოცავ. წარმატებები და ყოველივე სიკეთე ❤️

 


№12  offline წევრი OKI ME

უმადრუკი M
ვკითხულობ კომენტარებს და არ ვიცი რა ვთქვა,ისეთი საყვარლები ხართ ^_^ დღეს ჩემი დაბადების დღეა,ძააალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას :( მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს წერთ ^_^ მიყვარხართ.


გილოცაააავ ❤️❤️ წარმატებები და ყველაფერი კარგი შენ ❣️❣️

 


№13  offline წევრი უმადრუკი M

მე♥უცნაურე
უმადრუკი M
ვკითხულობ კომენტარებს და არ ვიცი რა ვთქვა,ისეთი საყვარლები ხართ ^_^ დღეს ჩემი დაბადების დღეა,ძააალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას :( მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს წერთ ^_^ მიყვარხართ.

გილოცავ. წარმატებები და ყოველივე სიკეთე ❤️

მადლობაა ^_^ <3 <3

Megioki
უმადრუკი M
ვკითხულობ კომენტარებს და არ ვიცი რა ვთქვა,ისეთი საყვარლები ხართ ^_^ დღეს ჩემი დაბადების დღეა,ძააალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას :( მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს წერთ ^_^ მიყვარხართ.


გილოცაააავ ❤️❤️ წარმატებები და ყველაფერი კარგი შენ ❣️❣️

მადლობაა ^_^ <3 <3

მადლობა ყველაფრისთვის ^_^ <3 ახლა ავტვირთე ახალი თავი და იმედია მოგეწონებათ ^_^ <3 <3 ნეტავ მალე დადოოონ :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent