შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი (თავი 1)


24-10-2020, 00:59
ავტორი Bethebestversionofyourself
ნანახია 1 433

დიდი ხანია მარტოობით „ვტკბები“ . რატომღაც მეგონა სიმარტოვე უფრო ბედნიერს, თავისუფალს გამხდიდა, უფრო მეტიც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ვიქნებოდი . ვერასდროს ვიფიქრებდი ეს ასეთი საშინელი თუ აღმოჩნდებოდა, საკუთარ თავთან განმარტოვებით ყოფნა და კითხვების დასმა ისეთ თემებზე რაზეც პასუხი უბრალოდ რა არსებობს და რაღაც უაზრობაა. ფიქრები შიგნიდან გჭამს და გითრევს სრულ სიცარიელში, სადაც უბრალოდ ერთ ოთახში ხარ გამოკეტილი , უიმედოდ და იგივე კითხვებს ატრიალებ გონებაში ... ეს ხდება გამოდმებით. ძილი უფრო ამაზრზენი გახდა, თითქმის ყოველი გაღვიძება იწყებოდა საკუთარ შიშთან გამკლავებით. მომენტი, როცა შენს გონებას ღვიძავს ხოლო სხეული პარალიზებულია ეს უკვე შიშს მგვრიდა, მთელი სხეულით ვგრძნობდი ამას. უმოქმედობაზე ცუდი კი არაფერია, ერთ ადგილას გაშეშებული ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ვიღაც და საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს, მაგრამ მხოლოდ მის სიახლოვეს ვგრძნობდი თუ როგორ აღწევდა ჩემში და მიმათრევდა მასთან სიბნელეში,ქაოსში. მეგობარი ან ახლობელი რომ მყავდეს ალბათ მოვუყვებოდი ამის შესახებ. სამწუხაროდ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო , არის დაველოდო შემდეგ დღეს, წავიდე ჩემს მოსაწყენ სამსახურში და მთელიდღე ჯოის სახეს ვუყურო. გავუძლო მის წუწუნს თუ როგორ დაიღალა ყველაფრისგან , განსაკუთრებით მისი ცოლისგან, რომელიც აღარფერს წარმოადგენს. მის დანახვაზე უბრალოდ ზიზღის გრძნობა ეუფლება ,ეს აშკარაა . რა აკავებს მასთან არ ვიცი, როგორც თვითონ ამბობს შვილები და დღევანდელი გარემოება...ამის შემდეგ კიდევ ვრწმუნდები, რომ ჩემი აქ მუშაობის მიზეზი მხოლოდ ფულია, რითაც დამპალ საჭმელს ვჭამ და დამპალ ბინის ქირას ვიხდი. სამსახურის შემდეგ უბრალოდ ვბრუნდები სახლში ნუთუ შეიძლება ამ სარდაფს სახლი ვუწოდოთ . ასეთია ჩემი, ნილ სპარკსის ყოველი საშინლად მოსაწყენი დღე.

-ნილ, საწყობიდან ახალი პროდუქტი ამოიტანე და თაროებზე დააწყვე.
-ჯოის ხმზე ყოველთვის ეს ფიქრი მაწუხებდა-თუ რას ვაკეთებ აქ.
მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით ოცამდე კაცი თუ შემოვა , უმეტსობა პროდუქტს აშტერდება და ვერ გადაუწყვეტია სადილად მაკარონი მოხარშოს თუ უბრალოდ კონსერვის ლობიო გააცხელოს . ალბათ დამეთანხმებით, რომ არცერთი არ ჟღერს გემრიელად, ამის გაფიქრება და მისი ხმის გაგონება ერთი იყო.
-უკაცრავად, შეგიძლიათ დამეხმაროთ.
-დიახ, გისმენთ.
-ვერსად ვპოულობ , სადღაც მარწყვის ნაყინი უნდა იყოს.
-სამწუხაროდ მარწყვის არ გვაქვს.
- სამწუხაროა , გვერდით მაღაზიაში მომიწევს შესვლა,საშინელ მოხუც ქალთან, რომელსაც კატის სუნი ასდის. დარწმუნებულივარ ათი კატა მაინც ეყოლება სახლში,იქნებ გადამარჩინოთ და იპოვოთ.
გამეღიმა, როგორც ჩვეულებრივ კლიენტების დიალოგს უბრალოდ არც კი ვუსმენ გააზრებაზე ზედმეტია საუბარი. მისი თვალები, თმა, სხეული, ღიმილი... ღმერთო ის ისეთი ლამაზი და მხიარულია.

- სამწუხაროა, მაგრამ არ გვაქვს .
რაღაც უნდა მოვიფირო არ მინდა რომ წავიდეს,მიდი ნილ რამე უთხარი.
- შემიძლია შემოგთავაზოთ გაყინული ხილის ნაყინი.
- არასდროს გამისინჯავს, თუმცა მომწონხართ და უარს არ გეტყვით.
ამ სიტყვებმა დამაბნია, მაგრამ რატომღაც დაბნევაზე მეტად სიამოვნება გამოიწვია. მაღაზიიდან გავიდა ,მოპირდაპირე მხარეს გზა გადაჭრა და იქვე კუთხეში გაუჩინარდა. ვაკვირდებოდი მის მანერებს ,თმები გაშლილი ჰქონდა და გამოდმებით უკან იწევდა, მოკლე კაბა ეცვა , გამომწვევი, მაგრამ მას უხდებოდა. გონებიდან ვერ ამოვიგდე , საღამომდე მასზე ვფიქრობდი... მსგავსი გრძნობა აქამდე არასდროს მქონია, ამიტომაც ვერ ვხვდებოდი რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. მაღაზიიდან სახლამდე მანძილი არც ისე დიდი იყო ფეხით დავდიოდი,ეს თითქოს ერთქვარი შვება იყო. ყველაფრის ხმა ყრუთ ისმოდა და გონებაში ჩემს ირგვლივ არავინ და არაფერი იყო ეს სიჩუმე მალე არ გაგრძელებულა ,ზუსტად ამ დროს გონებამ დატოვა სიცარიელე და სადღაც შორიდან მესმის ნაცნობი ხმა...
ქუჩის ბოლოს სახლია დიდი ფანჯრებით ,სწორედ აქედან გავიგე ხმა...უცებ ვჩერდები და ვხედავ გოგონას მოკლე კაბით, რომელიც გაბრაზებული ტონით ესაუბრება ტელეფონით ვიღაცას ... ხეს ამოვეფარე და ვაკვირდებოდი...გული გამალებით მიცემდა , როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი ლტოლვა გაგაჩნდეს, არ ვიცი ,მაგრამ მის ყურებაში თითქმის ორი საათი გავიდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მის სიახლოვეს ვიყავი, ვეხებოდი მის თმას ,სხეულს...

-ახალგზარდავ აქ რას აკეთებთ?



№1  offline მოდერი guroo

გამოდმებით არა, [/i]გამუდმებით
ყრუთ არა, ყრუდ[i]

საშინლად მომხვდა თვალში და აუცილებლად უნდა გამემახვილებინა ყურადღება, რადგან აშკარაა, რომ მექანიკურად არ შეგშლია.
რაც შეეხება ტექსტს, საინტერესოა. პირველ ნაწილში თითქმის არაფერია, რაზეც დაგეთანხმებოდი, მაგრამ კარგად მესმის, რომ ნებისმიერი ნაწერი სუბიექტურია და არც არის საჭირო, ჩემს აზრებს დაემთხვეს. ეგრე ხომ ყველაფერი უფერული, ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა.
იმის თქმა მინდა, რომ მოვიხიბლე მთავარი გმირის "ამბოხით", ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულებით, სამსახურში რობოტული მუშაობით... და საკმაოდ ეფექტურად გამოგივიდა ამ უინტერესო, უნაპერწკლო არსების ცხოვრებაში რაღაც ახლისა და მოულოდნელის, ამვადროულად ამაღელვებელისა და მომნუსხველის, შემოგდება, რამაც თვითონ ნაწარმოები სასიამოვნო დინამიკაში მოიყვანა და მკითხველსაც გარკვეულ წილად ინტერესი აღუძრა მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ.
ჯერ ერთი, ძალიან ლამაზი რამ არის სიახლეები. მეორე ის, რომ ისინი ჩვენში გარდაქმნებს იწვევენ, გვაიძულებენ შევიცვალოთ, ვტრანსფორმირდეთ. მერწმუნე, დასაწერად არც ერთი თემა არ იქნება უფრო დიდებული და ღირებული, ვიდრე შინაგანი ძვრების, რყევების, ჩამოშლა-ნგრევისა და ახლიდან შენებისა. ასე რომ, გილოცავ წარმატებულ დასაწყისს. მთავარია მწერლური ოსტატობა არ დააკლო ტექსტებს და მკითხველი აუცილებლად გეყოლება.
heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

შემდეგს მალე დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent