ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი XII)
-შეიძლება დავჯდე? - ჩემს გვერდით სკამზე მითითებს. - რა თქმა უნდა. მოდი, დაჯექი, ფრთხილად. - ვდგები და ვეხმარები. - მადლობა. - უცნაურად,მიღიმის თავს მიქნევს და ხელებით ბარს ეყრდნობა. - ერთი ჭიქა ვისკი თუ შეიძლება... - ამჯერად ბარმენს უღიმის. - კი მაგრამ,თქვენ ხომ... - ბარმენი ისეთი გაოცებული თვალებით იყურება,ლამისაა ბუდიდან გადმოსცვივდეს. - დამისხამ თუ უფროსთან გადავრეკო?- წარბს მაღლა წევს. -აამ,არ არის საჭირო... ახლავე დაგისხამთ. - სწრაფათ იწყებს ჭიქის ძებნას და ვისკით სავსეს უდგამს წინ. - მადლობა. - თვალს უკრავს და ამჯერად ჩემკენ ტრიალდება. მე ამ ხნის განმავლობაში გამოშტერებული სახით ვზივარ და ხან სალომეს ვუყურებ,ხანაც მის მუცელს. - რატომ მიყურებ ეგეთი სახით? - შენ... შენ ორსულად ხარ? - ენა მებმება. - დიახ. სამწუხაროდ,თუ საბედნიეროდ. მაგრამ როგორც ჩანს მამამისს შენთან ყოფნა ურჩევნია. - ამბობს მოწყენილი და ქვედა ტუჩს სატირლად ატრიალებს. -რაა? რას ამბობ სალომე? მე და ისააკს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ის მხოლოდ ჩემი უფროსია და მორჩა. - ხოო? აი ინტერნეტში კი სხვა რამეს წერენ. -არააა.არ დაუჯერო მაგათ. ცდილობენ ჭორი ააგორონ და რამე ახალი დაწერონ. - ხელებს ვაფრიალებს. - კი მაგრამ რაც ეგ დაწერეს საერთოდ აღარ მნახულობს ისააკი. ნუ არც ადრე იკლავდა თავს მაგრამ ახლა მით უმეტეს. რა გავაკეთო? - უეცრად ტირილს იწყებს და გული მიკვდება. - კარგი რა სალომე,ნუ ტირიხარ. - ვდგები და ვეხვევი. - შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ხომ იცი არა? არ უნდა სვამდე. შეეშვი ამას. - ხელიდან ვაცლი ჭიქას და ისევ ვიკრავ გულზე. - ისააკს ახლა საქმეები აქვს და მაგიტომ ვერ გნახულობს. აი ნახავ, მალე მოაგვარებს ყველაფერ და გინახულებთ. - თავზე ვუსვამ ხელს და ისე ვესაუბრები. ამ ხნის მანძილზე ბარმენი დაშოკილი სახით შემომყურებს. თავს ვაქნევ მის შესამჩნევად და ვანიშნებ,რომ ყურადღება არ მოგვაქციოს. უცებ ფხიზლდება და სხვა მხარეს იყურება. - მართლა მოვა? - სლუკუნით მეკითხება სალომე. - მოვა. ახლა კი წამოდი, სახლში წაგიყვან. დასვენება გჭირდება. -არააა. არ მინდა... სახლში ასე ვერ მივალ. - თითქმის პანიკაში ვარდება. ძალიან მეცოდება ამ დროს. -კარგი,არ ინერვიულო. წამოდი.. - ფეხზე ვაყენებ. - სად მივდივართ? - საწყლად მიწურებს. -ჩემთან. - არაფერს ამბობს ისე მეყრდნობა. გარეთ გავდივარ, ტაქსს ვაჩერებ და ჩაჯდომაში ვეხმარები. თავს მხარზე მადებს და წამში ეძინება. ტელეფონს ვიღებ და ერეკლეს ვურეკავ, ვიცი ინერვიულებს. - ჰაუუ. - ბოლო ხმაზე ყვირის ყურმილში ერეკლე. - რა გაყვირებს ველურო,გამისკდა გული. - მეც ხმამაღლა ვპასუხობ,რაზეც სალომე იშმუშნება და ტაქსის მძღოლი ისე მიყურებს,თითქოს შეშლილი ვიყო. - რაღაც საქმე გამომიჩნდა და სახლში წავედი. ბევრი არ დალიოოო. ხვალ გნახავ. კარგიი? - ვაგრძელებ ყვირილს. ვიცი ვერაფერს გაიგებს ისე, იმხელა ხმაზე ისმის ელექტრონული მუსიკის ხმა. - ხომ მშვიდობაა? - კი,კიი. - მეღიმება მის მზრუნველობაზე. - კაიიი. გკოცნი აბააა. ჭკუით იცოდე. - როგორც ყოველთვის,საფირმო ფრაზით მემშვიდობება და მითიშავს. მძღოლს უხერხულად ვუღიმი სარკეში და ფანჯრისკენ ვატრიალებ თავს. დაახლოებით ათ წუთში უკვე სახლში ვართ. სალომეს ნახევრად ძინავს და ძვლივს შემყავს ჩემს ოთახში და საკუთარ საწოლზე ვაწვენ. ფუმფულა პლედს ვახურავ და მისაღებ ოთახში ვბრუნდები. დივანზე ვჯდები,თავს ხელებში ვრგავ და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ რა გავაკეთე. - შარში ხარ ელისაბედ. ჯანდაბა! - ვამბობ ჩურჩულით,ტელეფონს ვიღებ და საყვარელ ნომერზე ვრეკავ. - გისმენთ. - ისმის მისი ძილისგან დაბოხებული ხმა და ტანზე ეკლები მაყრის. - გაგაღვიძე? - ელისაბედ? - ამჯერად გაკვირვებული ტონით კითხულობს. - მოხდა რამე? - წარმოვიდგენ,როგორ იზელს ორი თითით,თვალებს შორის ადგილს. - იცი.. - არ ვიცი როგორ ავუხსნა ეს სიტუაცია. - ჩემთან უნდა მოხვიდე. - ბოლოს სამი სიტყვით ვაბრეხვებ სრულ ბომბს და მინდა შუბლზე მთელი ძალით შემოვირტყა ხელი. „ მოხვიდე და ჩემთან დაიძინო. ფუ შე იდიოტო ქალო! თავში ტვინი არ გაქვს.“ გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავ. - ელისაბედ რა ხდება? რა გჭირს? - უკვე მკაცრად კითხულობს,მაგრამ შეშფოთებული ჩანს,რაც სასტიკად მსიამოვნებს. - მე კარგად ვარ.... სალომეა ჩემთან. - რაა? მანდ რა უნდა? რამე გითხრა? - მაყრის კითხვებს და თან ვხვდები,როგორ ემზადება წამოსასვლელად. - არა,არაა. იცი რაა? ის მთვრალია. - ძვლივს ვაბამ სათქმელს თავს. წამით სიჩუმეა და ბოლოს ისმის ისააკის ჩუმი გინება. - ფუ ამის... ჯანდაბა! - ლამის ღრიალებს. - მალე მოვალ. - ამბობს და თიშავს. ჩუმად შევდივარ ოთახში. სალომეს ვაკვირდები სახეზე. აშკარად კარგად გრძნობს თავს,ბავშვივით ძინავს. ვმშვიდდები. ტანსაცმელს ვიცვლი და სამზარეულოში გავდივარ წყლის ასადუღებლად. კარზე ზარის ხმა ისმის და ვხვდები,ისააკი მოვიდა. უცნაურად ვფორიაქდები. არ ვიცი რა რეაქცია ექნება. რას იტყვის? სალომეც მეცოდება. ამ ფიქრებში გართული მივდივარ კართან და ვაღებ. - გამარჯობა. - მესალმება წარბ შეკრული. - გამარჯობა. - თავს ვუკრავ. - მოდი. - განზე ვიწევი და ოთახში ვატარებ. - როგორ არის? - ახლა ვიყავი მასთან,მშვიდად სძინავს. კარგადაა. - კარგია. - თავზე ისვამს ხელს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს. - ყავის დალევას ვაპირებდი. გინდა? - სიამოვნებით. გამოფხიზლება მჭირდება. - დივანზე ჯდება და ხელებში რგავს თავს. - ახლავე მოვალ. - სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვამზადებ. - აი,მიირთვი. -ცხელი ყავით სავსე ფინჯანს ვაწვდი. - მადლობა. -ჭიქას მართმევს და იმ ლამაზ თითებს ხვევს. წამით თვალი მიშეშდება,მის ხელებზე,მერე ვფიზლდები და თვალს ვუსწორებ. - შეიძლება ფოტო გადავუღო? - ვბედავ და ვეკითხები. - რაა? - აშკარად გაოცებული სახით მეკითხება. - ვერ გავიგე. - ხელებზე. - ჭიქაზე შემოხვეულ თითებზე ვუთითებ. - უცნაური ხარ. -წამით ეღიმება. - მიდი. - თავს მიკრავს. - მართლა? - თვალები ისე მიბრწყინდება,თითქოს ბავშვი ვიყო და საყვარელი ტკბილეულის ჭამის უფლებას მაძლევდნენ. - ხოო. - ისევ უტყდება ტუჩის კუთხე,ისე მე რომ მიყვარს. - ახლავეეე. - სწრაფად ვდგები, ფოტო აპარატს ვიღებ, ფოკუსს ვასწორებ და მის ლამაზ თითებს ფირზე აღვბეჭდავ. - ლამაზებია. - საჩვენებელი თითით მისი თითებისკენ ვუთითებ. - სერიოზულად? - ხმით ეცინება და თავს საზურგეზე აგდებს. აი მანდ უკვე მართლა ვკვდები,ისე ლამაზად უჩანს ყელზე ამობურცული ადამის ვაშილი. სურვილი მიჩნდება,მივიდე და ნაზად ვაკოცო. თვალებს სწრაფად ვაფახუნებ,გამოსაფხიზლებლად. სახე ისე მეწვის,ალბათ პომიდვრისფერი ვარ სირცხვილისგან. - ჯანდაბა! - ვამბობ ჩემთვის,მაგრამ როგორც ჩანს ხმამაღლა გამომდის. - რამე მითხარი? - თავს მაღლა წევს და ყავას სვამს. - ამმ,არაა. - მეც მას ვბაძავ და ყავას ვწრუპავ. - უნდა წავიდე უკვე. მადლობა ყავისთვის. - თვალებით ჭიქაზე მანიშნებს. - და იმისთვის,რომ სალომე წამოიყვანე. - სახე უსერიოზულდება. - მაპატიე. - არაფერია. წამოდი გაჩვენებ სადაც არის. - ფეხზე ვდგები და ოთახში გავდივარ. ისააკიც შემოდის და ვამჩნევ,როგორ ავლებს თვალს ჩემს ნივთებს,მერე მზერა ჩემს საწოლზე მწოლიარე სალომეზე უჩერდება. თავს აქნევს და ფრთხილად იყვანს ხელში. სალომე აშკარად გათიშულია,რაგდან არ აპროტესტებს. - წავედით. - გასასვლელ კარამდე ვაცილებ და ვემშვიდობები. - მადლობა. - არაფრის. კარგად. - ღამემშვიდობის. - ღამემშვიდობის. - ხელს ვუქნევ და დახურულ კარს ვეკრობი ზურგით. რამდენიმე წამი ასე ვდგავარ,ვიაზრებ მომხდარს,მერე ჭიქებს ვრეცხავ,ვამშრალებ,მის ადგილზე ვდებ და სააბაზანოში შევდივარ. ბოლოს მოდუნებული და ემოცურად გადაღლილი,მესიჯს ვწერ ჩემს დას,ძილინებისას ვუსურვებ და ვიძინებ. კვირას ერეკლე მახტება თავზე და ისე მაღვიძებს. - აუუუ. რატომ მაღვიძეებ? - ვწუწუნებ და ბალიშს ვიფარებ თავზე. - იცი რომელი საათია გოგო? - ლოგიზე ამოდის და ისე აგრძელებს ჩემს წვალებას. - რომელი? - ვცდილობ დრო გავწელო და მეტ ხანს მქონდეს თვალები დახუჭული. - სამია,სააამიიიი. - თავზე მახტებდა. - ააა, გავიგუდე იდიოტოო. დამემტვრა ძვლებიიი. - ვწივივარ და ვფართხალებ. - ადექი მაშინ. - პატარა ბავშვივით წუწუნებს. - რა გინდა? - ბოლოს ვნებდები,გაბრაზებული ვახელ თვალებს და ლოგინზე ვჯდები. - ხინკალი მშია. - შტერის სახით მიყურებს. - რაა? რა დროს ხინკალია? - თვალებ გაფართოებული ვკივივარ და ბალიშს ვურტყამ. - კაი,კაი დამშვიდდი მეღიტინება. - დამცინის. - მიდი ჰე ახლა,წამოხტი,მე გპატიჟებ. - ოჰ მეც არ ვიყო ახლა ხინკალზე გაგიჟებული. - თვალებს ვატრიალებ. - ფუიიი. კაი და პილმენი ქოთანში? - გამომცდელად მიყურებს. - ამმმ. კაი ჯანდაბას. - მახსენდება გემო და წამსვე ვფხიზლდები. - ხოდა ეგრე რაა... მიდი ახლა წამოხტი და გავიდეთ უცებ. - ვდგები და პირის დასაბანად გავდივარ. - ცოტა თავისუფლად ჩაიცვი,დღეს სიარული მოგვიწევს. - რაოო? რა სიარული? - რაღაცები მაქვს საყიდელი და შენ უნდა გამომყვე ასარჩევად. - უი მართლა? და ვინ გადაწყვიტა ეგ? - თვალებ მოჭუტული ვუყურებ. - მე. - ამბობს აუღელვებლად და მეცინება მის თავდაჯერებულობაზე. - კაი. ჯანდაბას შენს თავს. - ხელს ვუქნევ. სწრაფად ვემზადები და მალევე მივდივართ, ერთერთ ცნობილ რესტორანში. - იიშ რა სუნია? - ღრმად ისუნთქავს ჰაერს ერეკლი. - ახლა იმ მაგიდასთან მივალ და მთლად შევუჭამ იმ ხინკალს. ნახე,ნახე როგორ ჭამს. ღმერთო მიშველე. - ემოციებშია ერეკლე. - უიმეეე,მოითმინე და მოიტანენ. - ვიცინი და ზუსტად მაგ დროს შემოაქვთ ერეკლეს ხინკალი და ჩემი პილმენი. - ლამის სული გამძვრა.სად იყავით ამდენ ხანს? - ბუზღუნებს ერეკლე. - გვაპატიეთ. გემრიელად მიირთვით. - თავს გვიკრავს მიმტანი და მიდის. - გაპატიეთ. - ერთ ხინკალს წამში ჭამს ერეკლე და „ცოდვას“ პატიობს მიმტანს. - დამშვიდდი?- დავცინი. - მაცა რაა,ვმშვიდდები. - ენას მიყოფს და ჭამას აგრძელებს. - ამაზე გულიანად ვიცინი და მეც ვაგემოვნებ ჩემს პილმენს. - კაია? მაჭამეე. - ჩემკენ იხრება და პილმენს მპარავს. - მმმ კაი ყოფილა ესეც. - მეორესაც იღებს და ყბისკენ იქანებს. - გიჟიიი. - თავს ვაქანებ და ვიცინი. საბოლოოდ მშვიდდება ერეკლე და ამჯერად ნელა აგრძელებს ჭამას. -გამოვიხედე თვალებში. - მასაც ეცინება. - უიმე გამოიხედე კიარა,იმდენი ჭამე საერთოდ რანაირად სუნთქავ ეგეც მიკვირს. - დავცინი. -ჰა ჰა.გავიცინოთ? - ენას მიყოფს. მერე ფხიზლდება და ჩემკენ იხრება. - უი ხოო,გუშინ რა მოხდა ისე სწრაფად რომ გავარდი? - სალომე ვნახე კლუბში. -ჰაა? ვინ სალომე, ისააკის საცოლე? - მაზოლზე მაჭერს ფეხს. -ხოო. -მერე? - აშკარად უფრო ინტერესდება. -მოყევი ახლა მოვკვდი. - ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები და ისიც გამოჩერჩეტებული სახით მისმენს. - შოკში ვარ. ეგ გოგო ცოტა შემეცოდა. - შეენც ხომ? რა ბედი მაქვს ღმერთოოო. -ისააკის ვერაფერი გავიგე. მგონია რომ შენ მოსწონხარ,მაგრამ სალომე? - მე მოვწონვარ? -ხუმრობ? ტიპი ჭკუას კარგავს შენზე.აი დარწმუნებული ვარ. - ამბობს გადაჭრით. - არ ვიცი. - მე ვიცი. ახლა კი მორჩი ამ სახით ჯდომას,აწიე ერთი ადგილი,საყიდლებზე მივდივართ. - საჩვენებელ თითს მაღლა წევს და ენერგიულად დგება ფეხზე. მოლში მივდივართ და დაახლოებით საათ ნახევარი ვბოდიალობთ. უამრავ ტანსაცმელს ვყიდულობთ მისთვის. - აი ის კაბა ნააახე. მგონი შენთვის შეკერეს. - ქალების სექციისკენ მიმათრევს და მანეკენზე მიმითითებს. - მართლა ლამაზიააა. - თვალი მიშეშდება მუქი ლურჯი ბარხატის კაბაზე,რომელიც ულამაზესად ადგას მანეკენს ტანზე. მკერდიც საკმაოდ ლამაზად მოუჩანს ოთხკუთხედი გულიდან. - ხოდა მიდი, გაიზომე... - წარბებს ათმაშებს და მეცინება მის ბავშვურობაზე. - კაიი,ესენი დამიკავე. მალე მოვაალ. - ქაღალდის პარკებს ვაწვდი და გასახდელში გავდივარ. - აბაა,როგორია? - უკან დაბრუნებული ერეკლეს წინ ვტრიალებ და ვუცინი. - უუუუულამაზესი ხაარ. ჩემი ფერია ხარ შენ. - ჩემთან მოდის და ლოყებს მიკოცნის გემრიელად. ვკისკისებ,მერე ნაცნობ სილუეტს ვამჩნევ ვიტრინიდან და მზერა მიშეშდება. - რაიყო,გოგო საფრთხობელა დაინახე? - იცინის ისევ. - ისააკი. - ჰაა? სადაა? - არ იმჩნევს ისე მეკითხება. - შენს უკან დგას,ვიტრინასთან. - არ შეხედოოო. მოდი აქ. - ხელებს წელზე მხვევს და ისე მიყურებს. - რა ჯანდაბას აკეთებ? - კბილებში ვცრი. - შენს უფროსს ვამწარებ. - ამბობს კმაყოფილი და იკრიჭება. - აშკარად კარგად გამოგდის. რომ იცოდე რა სახით გვიყურებს. ღმერთოოო. - მეცინება და თავს მხარზე ვადებ ერეკლეს. - აუ ახლა რომ მოვარდეს და ცხვირ-პირი გაგიერთიანოს. ააჰ რამდენს ვიცინებ. - უკვე ხმით ვიცინი. - იდიოტოო. - ისიც ხარხარებს. მერე ვსწორდებით. - მიდი,მიდი გამოიცვალე და ვიყიდოთ. - თვალს მიკრავს. - კაიიი. - თეძოების ქნევით გავდივარ გასახდელში და როცა უკან ვბრუნდები ვხედავ ერეკლეს პირისპირ მდგომ ისააკს და ლამისაა იქვე მოვკვდე. - პრინცესააა,ნახე ვის შევხვდი... . აქამდე რატომ არ ვიცნობდი ამ არაჩვეულებრივ კაცს? - ხელს მხვევს ერეკლე და გვერდიდან მიკრავს გულზე. - ახლა ხომ იცნობ? - ქვემოდან ავყურებ. - ხოო და მოახრული ვარ. - გამარჯობა. - ვუღიმი ისააკს. - როგორ ხარ? - ნაძალადევად მიღიმის ისიც. - მშვენივრად. - აუ ელიი მე გასაქცევი ვარ და ხომ არ გეწყიება? - ტელეფონს დაჰყურებს ერეკლე. - რამე ხდება? - თვალებს ვუბრიალებ. - რაღაც პრობლემაა სამსახუში და... - კარგი,არაუშავს. მიდი და საღამოს გნახავ. - კარგი პატარავ. - თავზე მკოვნის,ნაყიდ ტანსაცმელებს მართმევს და გვშორდება. უხერხულობისგან არ ვიცი საით წავიდე. - გეჩქარება? ყავის დალევას ვაპირებ და ხომ არ შემომიერთდებოდი? - მესმის ისააკის ხმა და გაოცებული ვუსწორებ მზერას,ჩემზე ორი თავით მაღალ მამაკაცს. - ამმ,კარგი იდეაა. - აზრზე მოვდივარ და თავს ვუქნევ. კაფეტერიაში ვსხდებით, ცივ ყავას ვსვამთ და მარწყვის ტარტს ვაყოლებთ. - მმ, გემრიელია. - დაუფიქრებლად ვუშვებ სიამოვნებისგან გამოწვეულ ბგერებს,მერე ვაცნობიერებ სად ვარ და ისააკს ვუსწორებ მზერას. ისააკი დაბინდული მზერით აკვირდება ხან ნამცხვარს,ხან კი ჩემს კრემით დასვრილ ტუჩებს. სიტუაციის განსამუხტავად ვახველებ და ხელსახოცით ვიწმენდ ტუჩებს,რაზეც ეღიმება. - ერთად ცხოვრობთ? - მოულოდნელად მისვამს კითხვას. - რაა? - შენ და ერეკლე. - ამმ,არაა. - დაბნეული ვიწყებ. არ მინდა მოვატყუო. - ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემთან არ ცხოვრობს,მაგრამ გასაღები აქვს და როცა უნდა მაშინ მოდის დ რჩება. - მეგობარია? - აშკარად გაოცებული ჩანს.~ - კიი. საუკეთესო ვინმეა,ვისაც ვიცნობ. - მეც შევამჩნიე,რომ კარგი კაცია. - თითქოს კმაყოფილი იღიმის. - ჩემი წასვლის დროა. - ვდგები და ვემშვიდობები. - მე გაგიყვან. -თვითონაც დგება. - არაა,არ არის საჭირო მართლა. ხვალ შევხვდებით სამსახურში. - სიტყვის თქმას არ ვაცდი ისე ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ,ტაქსს ვაჩერებ და სახლში ვბრუნდები. ჯაკუზს თბილი წყლით ვავსებ, ვწვები,თვალებს ვხუჭავ და კლასიკური სიმღერის ჰანგებს ვაყოლებ ხმას. სამი დღე ისე გადის,ისააკს სამსახურშიც ვერ ვხედავ. ვხვდები,რომ უკვე სიგიჟემდე მენატრება. ფოტოაპარატში არსებულ მის ყველა ფოტოს დღეში ათჯერ მაინც ვათვალიერებ. - მგონი გვრეკე. - ვამბობ ხმამაღლა. უკვე ღამის პირველი საათია,მარტო ვარ სახლში,აივანზე ვზივარ და წითელ ღვინოს ვწრუპავ. ზუსტად ამ დროს მესმის ზარის ხმა. - ახლა ვინ უნდა იყოს?- უკმაყოფილოდ ვდგები,შემოსასვლელში მივფრატუნობ და კარს ვაღებ სადაც საოცრად გადაღლილი სახით დგას ისააკი. - ისააკ? რა დაგემართა? - შეშფოთებული შევყურებ მონატრებულ მამაკაცს. - შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? - ამბობს ბოხი ხმით და ამ დროს მზად ვარ ჯანდაბაშიც წავყვე. ღუნღულაკებოოო, მაპატიეთ ამდენი ხნით,რომ დავიგვიანეეე. მადლობა,რომ კითხულობთ. იმედი მაქვს,მოგეწონებათ ახალი თავი ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.