წერილი საგიჟეთიდან თავი 2
მე დავბრუნდი, ისევ დავბრუნდი ოთხიწლის შემდეგ. ვიცი ჩემი წინა დამშვიდობება მართლაც უსასრულოდ გაიწლელა. აქ ისევ მხიარულებაა, ისევ თეთრი კედლებია, რაც მოსაბეზრებლად გადაიქცა. რომ არა წელიწადის ოთხი დრო, არვიცი ამ ერთფეროვნებას რა ეშველებოდა. ერთხელ დიდი ავტობუსი მოვიდა და ასე ყველა ერთად გადაგვიყვანეს სადღაც, სხვა შენობაში, აქ რემონტი უნდა ჩატარდესო, დიდი სიხარულით ველოდებოდა უკან დაბრუნებას. მინდოდა მენახა ახალი კედლები. ჰოდა ერთ დღესაც დავბრუნდით, ჩემს გონებაში აგებულ ყველა ფერს და წარმოსახვებს ხაზი ისე უცებ გადაუსვეს, დიდი იმედგაცრუება იყო. ისევ სითეთრე. მეორე წელს ახალი ექიმი მოვიდა, მიხაროდა, გავიცანი, ის მხიარული იყო, დიდხანს გვესაუბრებოდა და ფილმებს გავყურებინებდა. ერთხელ ჩვენთვის მთელი ქალაქი ვიდეოთი გადაიღო და ფირზე გადაიტანა ჰოდა ერთ მშვენიერ საღამოს კედლის თეთრ შუქზე გვაყურებინა ისეთი განსხვავებული იყო ჩემი ქალაქი, რომელსაც დილაობით მზესთან ერთად ვხვდებოდი. ორი თვის წინ ჩემი მეგობარი აქედან გავიდა, კი მეგობარი ვთქვი, ის მაშინ გავიცანი როცა დაგემშვიდებეთ, ძალიან ლამაზია, მას ჟანა ჰქვია, არა მართლა არსებობდა ქალი სახელად ჟანა, ეს არარის ჩემი წარმოსახვა. ნეტაა დამანახა ახლა როგორაა და რას აკეთებს. როცა მოვიდა ლამაზად ქონდა თმა დავარცხნილი. მერე ისეთად იქცა როგორებიც ჩვენ ვიყავით. მისი ხვეულები გაიჩეჩა და ალქაჯს დაემსგავსა ის ლამაზი ალქაჯი იყო... ვიღაც მოვიდა ახლავე მოვალ .... ნეტა გუშინ არავინ მოსულიყო, არვიცი როგორ დავიწყო ამის მოყოლა. შემეშინდა ძალიან შემეშინდა, ოთახიდან ისე გამათრიეს თითქოს სიკვდილ მისჯილი ვიყავი. ყველას ერთად მოგვიყარეს თავი. დავიბენი, თავი საცდელი ვირთხა მეგონა, საშინელება იყო, სათითაოდ შეგვიყვანეს ოთახში და რაღაც აპარატში მოგვათავსეს იქაც სითეთრე იყო ამჯერად სხვა სითეთრე, ასეთი მხოლოდ მაშინ ვნახე როცა, ჩიტად ვიქეცი და ვარსკვლავთან ერთად, უსასრულობაში დავიწყე ვარდნა. ჩემი ფერადი წამლები გაქრა, აღარ მოაქვთ, ისევ ველოდიბი მათ მხიარულ ფერებს. იცით როცა პირველად მომიტანეს ასე მითხრეს რომელი ფერი გინდაო, მე კიდევ ისინი ცისარტყელის ფერების მიხედვით დავაწყვე შვიდი მშვენიერი ფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ასე იყო რვა წლის ყოველი დღე. ხოდა ამდენ ხნიანი კავშირის შემდეგ ეს იდიოტები მეუბნებიან აღარ გჭირდებაო. ახალა მხოლოდ დილით ვსვამ ერთ პატარა, თეთრ აბსს, რომელიც არაფრის მთქმელია, საერთოდ არაფრის. გემოც ასეთივე არაფერის მთმქელი აქვს. დღეს ისევ შემსვევს იმ აპარატში, იმდენად აღარ მეშინოდა მხოლოდ თეთრი შუქი მაღიზიანება. წარსულს მახსენებდა და არ მომწონდა მისი გახსენება. ასე მითხრეს ერთი კვირის შემდეგ პასუხს გეტყვითო მაგრამ რისი პასუხი უნდა ეთქვათ ვერ მივხვდი. გავიდა ერთი კვირა, ხელში რაღაც ფურცელი მომაჩეჩეს და მიღიმოდნენ. პირველად მოხდა როცა ისინი იღიმებიან და არა მე. თურმე გამოვკეთდი..... აქაურობა უნდა დავტოვო, მაგრამ როგორ? აქაურობა დიდად აღარ მომწონდა, მაგრამ არც იმისთვის ვიყავი მზად რომ გარეთ გავსულიყავი. ვთხოვე არ გავეშვი მაგრამ ასე მითხრეს შენი ადგილი აქ აღარ არისო. ამ რვა წლის მანძილზე ვერ ვფიქრობდი, თურმე რამდენს ფიქრობს ჯანმრთელი ადამიანი. მომაწოდეს ჩემი ბარგი და დამემშვიდობეს. ჩემი ახალი ცხოვრება დაიწყო ვფიქრობდი და მივაბიჯებდი მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცი. რა უნდა გამეკეთებინა არც ის ვიცოდი. აშკარა მხოლოდ ის იყო, რომ გამოვკეთდი და ეს რეალობა იყო, აღარავინ მიკრავდა ხელს, არც ის თეთრი , მახინჯი პერანგი მეცვა. ერთი თვე გავიდა. ახლა მეცინება ჩემს თავს რომ ვიხსენებ. შუაგელ რომში ვიდექი ბარგით ხელში ხალხი მიდი მოდიოდა, მაგრამ მე დაფეთებული ვიყავი . მერე უცებ ტრევის შადრევანთან აღმოვჩნდი ის ისეთივე ლამაზი იყო როგორიც უწინ. ვიდექი და დიდხანს, დიდხანს ვუყურებდი მას, მასში მონეტები ცურავდნენ რომლებიც ხალხის სურვილებს მალავდა. მეც ჩავაგდე მასში მონეტა.. სურვილი ჩავუთქვი მაგრამ ამ ნატვრას ვერ გაგიმხელთ მერე აღარ ამისრულდება. სახლში დავბრუნდი, არავინ მელოდა სიხარულის ნაცვლად სახეზე გაკვირვება ემჩნეოდათ მე კი ისე ვიდექი და ვუღიმოდი თითქოს საგიჟეთიდან კიარა სადღაც სხვა ქვეყნიდან დავბრუნდი დიდ ხნიანი მოგზაურობის შემდეგ, თავს ვაჩვენებდი, რომ მათ ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, არა მართლა გაუხარდათ, მაგრამ იმ ღამის შიში ახლა სახეზე ჰქონდათ შერჩენილი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ვახშმობის შემდეგ დასაძინებლად წასულს შუაღამისას გამომეღვიძა, წყლის დალევა მომინდა და ავდექი კართან დარაჯი მომიჩინეს სახლის ყველა კარი კი ჩარაზული იყო. მათ ისევ არ სჯეროდათ ჩემი. მაგრამ ჩემთვის ის უფრო დაუჯერებელი იყო , რომ ჩემი ოთახი არა თეთრი არამედ ვარდისფერი იყო მშვენიერი ვარდისფერი, საწოლზე კი ჩემი ღამის პერანგი დამხვდა, რომელსაც ხელები გრძელი არ ქონდა და მას ყვავილი ეხატა, ბევრი ყვავილი. ხოდა ამის შემდეგ გადავწყვიტე ქალი გავმხდარიყავი, ძლიერი ქალი დიდი წარსულით. და გამახსენდა ბავშვობაში წანაკითხი ჟანა დ’ არკი. მაშინ მინდოდა ძლიერი ვყოფილიყავი მაგრამ არ გამომივიდა და გავიფიქრე მაშინ თუარა ახლა გავაკეთებ მე ამას, მაგრამ არ ვაპირებდი ჟანასავით კაცის ტანსაცმლის ტარებას, მე მაღალქუსლიანი ჩავიცვი ისე გამოვეწყვე, როგორც ჩემს ოჯახსა და გვარს შეეფერებოდა. ამაყად ვიდექი წითელი ტუჩსაცხით და ველოდებოდი მზეს, რომ ქალაქს მასთან ერთად შევხვედროდი. გათენდა დარაზული კარები გავაღებინე და ქალაქისკენ გავეშურე ისეთ ადგილას მივდიოდა სადაც ყველას და ყველაფერს დავაკვირდებოდი. მივდიოდი და თავს არავის ვუხრიდი მივაბიჯებდი ისე თითქოს ის წლები არც ყოფილა და უცებ ჰოპ - ელლ, ელიი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.