შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (11)


31-10-2020, 23:37
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 120

როუსი:
გარშემო უცხო "ადამიანების"ხმა ისმოდა,მე კი ჯერ კიდევ არაფხიზელ მდგომარეობაში ვხვდებოდი რომ ამ წამს სრულიად უცხო ადგილას ვიყავი და ამავდროულად დიდ საფრთხეში!
მახსოვს ბოლოს რომ იმ ბიჭს
გავყევი, რომელზეც იმედი მქონდა რომ ჩემმი მსხვერპლი გახდებოდა  და ჩვენი გეგმა გაამართლებდა ,მაგრამ ბოლოს მე აღმოვჩნდი მისი მსხვერპლი.
ძაალიან სუსტად მახსოვს რომ მძიმე საგანი მომხვდა უკნიდან თავში ,გონების დაკარგვის შემდეგ აქ ვიღვიძებ,ნეტავი რას მიპირებს?
ღირს ხმის ამოღება?
თუ სჯობს ისევ ასე ვიყო და თავი უგონოდ მოვაჩვენო?!
მგონი ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები!
-ვიცოდი რომ შენამდეც მოვიდოდა !ვიცოდი, ვიცოდი!
ამ გეგმისათვის იმდენი გავაკეთე ,ჯანდაბა!
მზად ვიყავი სულიც კი გამეყიდა ,ოღონდაც ეს გეგმა გამომსვლოდა და ბოლოს შეხედე,გამომივიდა!
უცხო მამაკაცის ხმა მომესმა ,რომელიც ბედნიერი შეშლილივით გაყვიროდა და ყველაზე მეტად ის მიკვირდა რომ მისი ხმა მეცნობოდა.
-რას უპირებ გოგონას? როგორც წესი იმას ვისაც ვირჩევ ჩემთან ვიტოვებ,იმედია ხვდები ამდენს.
სავარაუდოდ ეს ჩემი გულუბრყვილო “მსხვერპლი"იყო.
-სულელო ,ფულს იმდენს გადაგიხდი რამდენსაც მეტყვი და მეტს რაღას ითხოვ?
ეს გოგონა ჩემმია!
მისნაირს მილიონს იპოვი,თუ ბევრი ფული გექნება...ქალებს მაინც არ იცნობ?
ან რატომ ითხოვ მას?
წარმოდგენა მაინც თუ გააქვს ის ვის ეკუთნის,შენ გგონია ეს თამაშია?
მე მისი ხელში ჩაგდებისთვის ძაალიან ბევრი ვიწვალე და გგონია შენ მოგცემ? მხოლოდ იმიტომ რომ აქ მოიყვანე?
ეს მე დავგეგმე მისი შენამდე მოსვლა და ამაში მთელი ოთხი თვე დამჭირდა ,იცი ეს რა რთულია!?
წარმოდგენა არ გაქვს მე რა სახიფათო არსებასთან მაქვს მტრობა და ვის ვუპირისპირდები!
გააბრაზებული ყვიროდა და იმის მოსმენის შემდეგ რაც თქვა ყველაფერს მიხვდი!
ეს მონადირე ალდენია და მან მოაწყო ეს ყველაფერი!
არ ვიცი როგორ მოახერხა ეს ყოველივე,მაგრამ იმაზე საშიში და ცბიერი ყოფილა ვიდრე მე მეგონა,ახლა კი რა ვქნა არ ვიცი!
მას თავი როგორ უნდა დავახწიო?!
იმედი მაქვს უკვე მეძებს ფრედერიკი,ყველაზე მეტად კი იმის იმედს არ ვკარგავ რომ აქ მიპოვის და გადამარჩენს,არც კი ვიცი რას მიპირებენ!
-მესმის მაგრამ...
ბიჭმა გააგრძელება სცადა,რაზეც ისევ მთელი ყურადღება მათკენ გადავიტანე.
-თუ გესმის პირი მოხურე და წადი აქედან!
ისევ გაღიზიანებულმა უპასუხა ,აქ უკვე ცნობილმა ალდენმა და შემდეგ ამას რამოდენიმე ნაბიჯის ხმა მოჰყვა,რაც იმას ნიშნავდა რომ სავარაუდოდ ბიჭმა შენობა დატოვა,ალდენი კი მგონი ჩემსკენ მოდიოდა ამ წამს!
-თუ ზუსტ დროს არ მოვა შენი ბატონი,დამიჯერე ძაალიან ძაალიან დიდი ტკივილის მოყენება მომიწევს შენთვის.
ისე გაწამებ რომ ბოლო ხმაზე იყვირო და შენმა დემონმა გაიგოს.
ალბათ ხვდებოდა რომ ამ წამს მესმოდა და სწორედ ამიტომ მელაპარაკებოდა!
მძაფრად ვგრძნობდი როგორ ტრიალებდა მის გარშემო მძაფრი სისხლის სუნი და რამის ცუდად გავხდი!
ვცდილობდი თვალები ისევ არ გამეხილა და მჭიდროდ მეხუჭა,მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შიშისაგან ცრემლები ისე მომაწვა თვალებზე,რთული იყო მისი ამ მდგომარეობაში გააჩერება,უკვე წამებს ვითვლიდი და შიგნიდან ვკბენდი ლოყას რომ არც ხმა არ ამომეღო!
ბოლოს წამს კი ძლივს მაქცია ზურგი და დამტოვა.
ეს წამები მგონი დღეებათაც კი გაადაიქცა,სანამ აქ იყო გაურკვეველი დროით ვიტანჯებოდი!
შიში და გაურკვევლობა არ მაძლევდა მოსვენებას.
მე ხომ არაფერი არ დამიშავებია?
მეც მისი მსხვერპლი ვარ,ჩემგან რა უნდა?
ამას რატომ აკეთებს?!

ორი საათის შემდეგ:
სიცივეში და შიმშილში ვერა და ვერ მოვისვენე და ამის შედეგად ვერც დავიძინე,არადა ისე მინდოდა ეს,რომ მოვწყდარიყავი ცოტახანს ამ ამაზრზენ რეალობას!
მაგრამ არა,მე ისევ აქ ვარ,თვალებიდან ვერ ვიყურები ისე ბნელა,გარშემო ვირთხების ხმა მესმის და ისიც როგორ დაძვრებიან ყველგან!
ყოველი ხმა გამძაფრებულად ჩამესმის ყურში და იმაზე მეტადაც კი მეშინია უკვე ვიდრე უნდა მეშინოდეს,იმის მიუხედავად რომ ალდენი ამ წამს აქ არ იყო!
უნდა მეცადა და ყველაფრის მიუხედავად დამეძინა ,ეს იყო ჩემმი ერთადერთი სურვილი ამ წამს.
მინდა დრო გავიყვანო,მინდა დავივიწყო სად ვარ და რა მდგომარეობაში,მჯერა რომ ფრედერიკი მალე მიპოვის,ამის მჯერა.


მეორე დღე:
დილით ცივი წყალი გადამასხეს მთლიან ტანზე და თავზე და ასე გაამეღვიძა.
ამ სიცივეში ასეთი წყლის გადასხმამ საშინლად გამამწარა და გაავახილე თუ არა თვალები დავინახე რომ წინ ვიღაც ორი ბიჭი მედგა,იქნებოდნენ ასე 27-29 წლისები,ისეთი თვალებით მიყურებდნენ როგორც გემრიელ საკვებს,სწორედ ასე გეფიცებით!
-ალდენმა დაგვაბარა რომ ცოტათი გავაბრაზოთ და ვაწვალოთ,რათა მისმა მესაკუთრემ დროულად მოაგნოს,ზედმეტი ჯადოქრობის გარეშე,ისე რომ დასუსტდეს და სხვათაშორის მეტი დრო აღარ გვაქვს,აქ უდიდესი როტუალის ჩატარებას ვაპირებთ რომ ის მოვკლათ,იმის დრო არ გვაქვს რომ მას დაველოდოთ თვეობით!
რააა? რა რიტუალი?!
-იქნებ არც ისეთი ძვირფასია მისთვის?
მეორე ბიჭი აჰყვა მას ,იქამდე სანამ მე ჩემს გონებაში აზრებს ვაწყობდი თუ რას გულისხმობდა ეს ბიჭი!
-რას იძახი?! ანუ ალდენი შეცდა?
შანსი არაა,მას არასოდეს არ ეშლება!
იმ დემონს ეს საცოდავი გოგო უყვარს,ეს მან თქვა.
ღიმილით გადმომხედა წინადადება რომ დაასრულა,რაზეც მეტად დავიბენი მე.
-და გგონია რომ მისნაირ დემონებსაც უყვარდებათ?
სიკვდილს რა უნდა უყვარდეს ადამიანის სიცოცხლის წაღების გარდა?
მეორეც ისე იყო დაბნეული როგორც მე,რადგან მეც არ მესმოდა ეს!
შეუძლებელია ფრედერიკს მე ვუყვარდე,იმ ვიღაც ალდენმა დიდი შეცდომა დაუშვა,მაგრამ ...მაშინ რატომ ვარ იმაში დარწმუნებული რომ ის მოვა?!
ვერ დავიჯერებ რომ შევუყვარდი,მას სიყვარული არ შეუძლია,ის გამოხტომებიც მხოლოდ მისი ხასიათის ბრალია,უბრალოდ მაწვალებდა და მეტი არაფერი!
-გეუბნები რომ ასეა და მოკეტე ეგ პირი,სჯობს ხელსაწყოების ყუთი გახსნა ,აქ გასათევად არ ვართ,გოგონას ატირება გვაქვს დავალებად.
თქვა და მაცდური მზერით გამომხედა,რაზეც უკვე საშინლად ავღელვდი და მოძრაობა დავიწყე,იმის მიუხედავად რომ ვიცოდი თავს ვერ დავიხსნიდი!
მთელი ძალით ვცდილობდი ხელებიდან და ფეხებიდან თოკების მოხსნას,შედეგი არ იყო!
იმის გარდა რომ ჭრილობები მივაყენე საკუთარ თავს,თავი კი მაინც ვერ გავითავისუფლე.
-გთხოვთ,გთხოვთ არ გინდათ,არ გინდათ...ეს არ გააკეთოთ!
ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი,მაგრამ ბიჭი მაინც არ გაჩერებულა,ჩემსკენ რაღაცით ხელში მოემართებოდა და უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ მისი ცოდვით სავსე ღიმილი ჩანდა ,მისი განძრახვა ცხადი იყო ,მაგრამ განა გაამართლებს მათი გეგმა?
მოვა თუ არა ფრედერიკი იქამდე სანამ მე წამებით რაღაცას არ დამიშავებენ!
-მოდი შენი ლამაზი სახით დავიწყოთ.
ესღა ჩაიჩურჩულა ბიჭმა და ბასრი საგანი მთელი ძალით დამაჭირა ლოყაზე ,შემდეგ კი ნელ-ნელა ზემოთ დაიწყო ასმა,ეს საშინელი ტკივილი იმდენად აუტანელი იყო ,ტკივილისაგან მთელი სხეული მიცახცახებდა!
მტკიოდა ისე ძლიერ რომ ვერც კი ვყვიროდი,უბრალოდ სიმწრით ვაჭერდი კბილებს ერთმანეთს და ვგრძნობდი როგორ ეცემოდა სისხლის წვეთები ყველაფერს!
ხელით ვკაწრავდი იატაკს ამ ტანჯვისგან გასათავისუფლებლად და განცდილ ტკივილს ამით გამოვხატავდი.
-შეხედე,შეხედე როგორ სტკივა,მიდი პატარა,მიდი.
მეტად გაბრაზდი,მეტად იტირე რომ ის მალე მოვიდეს!
ბიჭი შეშლილივით იცინოდა და ერთი და იგივეს გაუჩერებლად იმეორებდა,მე კი უკვე რომ ძალაც აღარ მქონდა უბრალოდ მკვდარივით ვეგდე და ცრემლები მდიოდა თვალებიდან!
ტკივილს სულ გამოეცალა ჩემთვის ენერგია ,ისე რომ ყვირილის და შებრძნოლების თავიც აღარ მქონდა...სადდა?
საადა?
მე ის მჭირდება.
ფრედერიკ ,მჭირდები!
ყველაზე მეტად მჭირდები ახლა!
გულში ვიმეორებდი ერთი და იგივეს და სიმწრის ცრემლით ვტიროდი უხმოდ.
-ნახე ამ სისხლში ამოსვრილიც კი როგორი ლამაზია.
მეორე ბიჭის ხმა მომესმა ,რომელმაც წითლად გაფერადებულ ლოყაზე ხელი მომისვა ნაზად,
-ჰეი,ჰეი! ასე ნუ უყურებ,ის ალქაჯიაა! თვით სიკვდილი.
გგონია ეს სილამაზე მას გააჩერებს რომ რამე?!
მან ხალხი დახოცა და ამ ყველაფერთან ერთად ,ის დემონს ემსახურება...ის სიკვდილია!
და აი ისევ...ხალხის ჭორაობამ ყველაზე მოახდინა უკვე ზეგავლენა,მათ ამ სისულელის სჯერათ!
-როუსი დაბრუნდა რათა ადამიანებზე შური იძიოს,ის დაწრწის ჩვენს ქალაქში და თავის მკვლელებს ეძებს,მასზე ეს მაინც არ გსმენია?
სულელი ხარ თუ რა?!
თვალებში ნუ უყურებ!
ბიჭმა ყვირილით ჰკრა ხელი ,რის შედეგათაც მისი ხელი ჩემს ლოყას მოშორდა,მე კი ცოტა მოვისვენე,რადგან მათი კინკლაობის გამო ,ტკივილს აღარ მაყენებდნენ ცოტახანს.
-გეყოფათ ჩხუბი!
სულელები ხართ თუ გასაგებად არ ვთქვი რა გევალებოდათ?!
და აი ყვირილმა შეძრა მთლიანად სიბნელე!
ალდენი დაბრუნდა.
-სასწრაფოთ გააგრძელეთ თქვენი საქმე თორემ თავებს ძირში დააგაჭრით საცოდავო ლაჩრებო!
მრისხანებით ყვიროდა და ბიჭებიც რომლებიც ცოტახნის წინ ჩემმი წამებით ყველაზე ძლიერნი ჩანდნენ ,სუსტ არსებებად ქცეულიყვნენ!
მშიშრებივით ჩაეხარათ თავი და მისთვის თვალის გაასწორებასაც კი ვერ ბედავედნენ...მაინც რა არის შიში?
ყველა ვიღაცის ზემოთ დგას და ყველას ვიღაცის ეშინია,ამ სამყაროში ყოვეთვის არსებობდა ეს ,მაგრამ ხალხი მაინც ისევ ისე ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას,თითქოს ყოველი მათგანი ერთმანეთის ზეგავლენის ქვეშ არ იყოს.
-ბოდიში ბატონო ალდენ,ბოდიში.
თავის დახრით ითხოვეს პატიება და ისევ ხელსაწყოების ყუთს მიუვრუნდნენ,იქამდე კი სანამ ისინი ხელსაწყოს არჩევდნენ,მე მოსალოდნელით შეეშინებული ,უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
ნუთუ როდესმე დასსრულდება ეს კოშმარი!?
-ნუ ცდილობ შენი სილამაზით ვინმე შეაცდინო!
ვიცი ამ უდანაშაულო და გულუბრყვილო თვალების უკან რა იმალება ბინძურო მკვდარო!
შენ აქაურობას აღარ ეკუთნი.
უბრალოდ მოგესვენა იმ შენ ბინძურ საფლავში,რატომ გაადაწყვიტე სიკვდილთან შეთანხმების დადება?
სულ გასულელდი?
რას იტყვი შენ ოჯახზე!?
შენი ძმა უგზო უკვლოდ გაქრა,შენი მშობლები კი ისეთ გასაჭირში არიან ამ აურზაურის გამო,სიკვდილზეც კი თანახმანი არიან.
ეს გინდოდა როუს?!
ამისთვის არჩიეე მეორე სიცოცხლე? ამიტომ მიყიდე შენი სული დემონს?! ფრედერიკი გამოგიყენებს და მარტო ხელცარიელს დაგტოვებს,აი ნახავ...შემდეგ ინანებ ,მაგრამ გვიან იქნება.
გგონია ის შეგიყვარებს ?ვხედავ ,ვხედავ როგორი იმედითა შენი თვალები სავსე,გჯერა რომ ის მოვა?
რა სულელი ხარ,ნუ შენც გრძნობ მის მიმართ რამეს?
ცინიკურად მესაუბრებოდა და ზემოდან მომღიმარი გადმომყურებდა,მისი სიტყვები კი მეტად ზრდიდა ჩემში გამძაფრებულ ემოციებს,რომლებიც შინაგანად მიღებდნენ ბოლოს!
-გეყოფა,შენ არაფერი არ იცი მკვლელო !
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებულმა ვიყვირე,შემდეგ კი წიხლების ქნევა დავიწყე უკონტროლოდ!
მან კი რატომღაც მხოლოდ გაიცინა.
-კიდე მე ვარ მკვლელი?
ნუთუ ეს შენ არ დახოცე უცოდველი ადამიანები?
რას ერჩოდი მათ როუს?
ნუთუ რაიმე დაგიშავეს...რა თქმა უნდა არაფერი,ეს უბრალოდ ფრედერიკმა გიბრძანა!
ბოლო სიტყვა გაბრაზებულმა იყვირა და მთელი ძალით დამაჭირა მუცელზე ფეხი!
-მოკვდები,გპირდები მეორედ მოგკლავ,ვერ ვიტან შენაირებს...სიკვდილი და ასეთი ლამაზი? და თან ამ ლამაზ თვალებს შეხედეთ,ეს უკვე სასაცილოა.
ის მართლა შეშლილი იყო,ამაში კი
ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი!
-ბატონო ალდენ,თუ შეიძლება.
ცოტახანში გააწყვეტინა ბიჭმა სიტყვა და თვალებით
ანიშნა რომ გაწეულიყო,ალდენმაც მომღიმარი გაიწია და ბოლო სიტყვები შემომითვალა.
-წარმატებები ლამაზო,იმედია ძაალიან გეტკინება.
ეს იყო და ეს ,შემდეგ კი ზურგი მაქცია და ბიჭიც გამოემართა ჩემსკენ.
ხელში რაღაც ძაალიან ცხელი ეჭირა,ისეთი რომ ბოლი ასდიოდა და მთელ ოთახს ბინდავდა ამით,ვიცოდი რომ წინ რთული დღე მელოდა...განა გავუძლებ ამას?


ავტორი:
-ამდენი დაეძებთ და ვერცერთმა ვერ მიაგენით?!
რა შეგიძლიათ საერთოდ ,არარაობები ხართ,გამოუსადეგარი არარაობები!
მთელი სასახლე მისი ყვირილით ზანზარებდა,სხვა დანარჩენები კი კანკალებდნენ და შიშით ადგილზეც კი ვერ ჩერდებოდნენ!
გაქცევა უნდოდათ მისი მრისხანებით სავსე თვალებისგან,ყველას რომ სულებში უძვრებოდათ სათითაოდ და ღრნიდათ!
-ყველგან ვნახეთ,არსად არაა,მართლა_
არც კი დააცადა სათქმელი ისე მიანარცხა კედელზე!
ამ წამს ისეთი გაბრაზებული იყო აქ მყოფი თითოეული ადამიანის მოკვლა უნდოდაა ,შეშლილს გავდა,ნამდვილ მონსტრს.
მას ის სჭირდებოდა,ის ამას გრძნობდა,გრძნობდა და იცოდა რომ მას ამ წამს ძაალიან სტკიოდა.
-ისინი მას ეხებიან!
მე მესმის მისი ტირილი და ყვირილი,მე მესმის და ვგიჟდები გესმით?! ვგიჟდები!
სასწრაფოთ მოძებნეთ,თორემ ყველას ცეცხლში ცოცხლად დაგწვავთ,ყველას!
მუქარით სავსე იყო მისი სიტყვები,მაგრამ იცოდა ყველამ რომ ეს მხოლოდ მუქარა არ იყო,ის ამას შეასრულებდა!
რა ჭკვიანი აღმოჩნდა ალდენი...მართლაც კარგად დაგეგმა ყველაფერი,ახლა კი ყველაზე უძლიერესი დემონიც კი დაბნეული და გაკვირვებულია თუ როგორ აღმოჩნდა მის ბინძურ ხაფანგში!
ეცინება კიდევაც მომენტებში თავის თავზე,როგორ ვერ მიხვდა რომ ამდენხანს მისი გაქრობა შეუძლებელი იყო,ის რაღაცას გეგმავდა!
იქამდეც უნდა მოეკლა სანამ ამის შანსი ჰქონდა,მაგრამ მას იმდენი ადამიანი იცავს,მისი დაჯგუფების ყოველი წევრი მისთვის თავისუფლად და დაუფიქრებლად გააწირავს თავს და განაა მზადა ფრედერიკი საკუთარი შვილი მოკლას?
იცის რომ ტენისონი მის დასაცავად იგივეს ჩაიდენს,ის კი მას ვერ მოკლავს...ვერ მოკლავს ,რადგან მას დაჰპირდა რომ არასოდეს არაფერს არ დაუშავებდა მათ შვილს,მაგრამ ახლა რა ქნას არ იცის!
ცხოვრებაში პირველად მართლა არ იცის და ვუღაც უსუსურების იმედზეა!
ფრედერიკმა ვერ იგრძნო მისი ადგილსამყოფელი,იმის მიუხედავად რომ ყველანაირად მოამზადა მისი სხეული ამისათვის,რომ მას სცოდნოდა სად იყო როუსი,მაგრამ ახლა ვერ პოულობს,ვერ აგნებს,არ იცის სადდა,წარმოდგენა არ აქვს,ყველგან ნახა,მართლა ყველგან ნახა!
გიჟს გავს,იცის რომ ეს ყველაფერი ალდენმა წინასწარ ჭკვიანურად დააგეგმა და ეს აგიჟებს,თუ როგირ შეაცდინა ასე!
-ვიპოვი თუ არა ,არც კი დავფიქრდები ისე გავგლეჯ შუაზე.
სიმწრით ჩაილაპარაკა და მისი თვალები სისხლისფრად შეიღება!
მას სისხლისდაღვრა სურს,შურისძიება,სამაგიერო.

-ვერ დავიჯერებ რომ მას ცოლი ვიღაც მოკვდავმა ალდენ ბოია მოსტაცა.
თქვა ერთმა და ცბიერი თვალები ააპყრო ჭერს.
-სისულელეს ნუ იძახით!
გგონია ფრედერიკს ჩვენი დახმარება დასჭირდება?
ისე რომ მოვა და ამას გვთხოვს?
გაბრაზებული აქნევდა ყბას და სიჩქარისაგან ნერწყვებს ყრიდა პირიდან .
-ის პრინციპული ა,ყველაფრის თავისით გაკეთება უყვარს,როდის იყო რამეში დახმარება ეთხოვა ჩვენთვის!
ის დამოუკიდებლად მოქმედებს!
თქვა და მაგიდასთან მჯდარ ყოველ მათგანს გადახედა .
-მესმის,მესმის თქვენი ბატონები,გთხოვთ დამშვიდეთ.
ვიცი რომ ეს წარმოუდგენელია თქვენთვის,ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო თავიდან,მაგრამ ეს სიმართლეა,მას ცოლი მოსტაცეს!
მომღიმარმა წარმოთქვა აქ შემკრებთა
საყურადღებოდ და ხელი ხელს შემოსცხო.
-ის ვიღაც მართლა სულელი ყოფილა,სიკვდილის უძლიერეს დემონს რომ ცოლს სტაცებს,სიკვდილი ასე ძლიერ უნდა განა.
თვალები გაადატრიალა და სკამზე მშვიდად დაჯდა.
-რაც არ უნდა იყოს,ასეთ მომენტს ვეღარასოდეს ვერ ვეღირსებით!
ფრედერიკი როგორც იქნა ჩვენს დახმარებას მოისურვებს,ეს კი სრულებით სასიამოვნო იქნება ,დამერწმუნეთ.
სასიამოვნო ღიმილით ჩაილაპარაკა მაღალმა მამაკაცმა და ფეხი ფეხზე გადადიდო.
-ასე გიხარიათ ფრედერიკის ამ მდგომარეობაში ხილვა?
რა იყოთ გგონიათ რომ როგორც იქნა მისი დაცემის დღესაც ეღირსეთ?
სრულიად იდუმსლებით მოცული ჩრდილივით გამოჩნდა კარებში და ჩაცინებით თქვა ,ცოტახანში კი ბოხი ხმა მეტად ბოხი გაუხდა!
-ეს არაა დასსასრული და იცით რომ ეს ფაქტი მისი ყოვლისშემძლე არსებობას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის,ის ისევ ის ფრედერიკია.
ყველას გაუკვირდა მისი დანახვა და ცოტა შეშინდნენ კიდევაც.
-ოოო,ფრენკლინ,დიდიხანია აქ არ ყოფილხარ,შენ ჩრდილებს თუ არ  ჩავთვლით.
ვიცოდი რომ გიყვარდა ეფექტურად გამოჩენა ,მაგრამ ასეც არ მეგონა.
სიცილით მიეგება კარში მდგარს,მაგრამ ფრენკლინს გამომეტყველება საერთოდ არ შესცვლია.
-თქვენს თავებს ამის შემდეგ დემონებს უწოდებთ?
შენ მეგონა ადამიანებში შიშის დემონი გერქვა,მაგრამ არამგონია შენმა დემონურმა ძალებმა თვით შენ დაგიცვას შიშისგან,როდესაც ფრედერიკი გაიგებს თქვენს ბინძურ და დამცინავ მითქმა მოთქმაზე!
დამიჯერე უნდა გეშინიდეთ ყოველ თქვენგან...შენც კი.
მისი ეს სიტყვა იყო და რატომღაც,ყოველმა მათგანმა თავი ჩახარა და თითქოს დაფიქრდნენ.
ცოტახანს კი უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა მთლიან დარბაზში,სანამ ისევ ფრენკლინმა არ დაარღვია დუმილი.
-ყველა ხვალვე თქვენი ძალების დაახმარებით ეცდებით ფრედერიკის ცოლის მოძებნას.
ყოველი ძალა და ჯადო მოხსენით რაც კი გზად შეგხვდებათ,რომ როუსამდე გზა გააიკვლიოს ფრედერიკმა,თორემ დამიჯერეთ მას რომ რაიმე დაუშავონ ,არცერთს არ გაცოცხლებთ ფრედერიკი!
თქვენი დემონური ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება,გეშინოდეთ.
ყველამ კარგად იცოდა ფრენკლინი რასაც გულისხმობდა და არ აპირებდნენ მის უგულველყოფას,სხვა არჩევანი კი არც ქონდათ.
ფრედერიკი ხომ ყოველთვის თავზარს სცემთა მთელ მათ ბნელ სამყაროს.

იმის პარალელურად კი სანამ ფრენკლინი დემონებთა სამყაროს ამ ინფორმაციას აწვდიდა,ჩარლსი ფურცელზე მიჯღაპნული მისამართისაკენ თავ ჩახრილი მიდიოდა.
უკვე  სამი დღეა რაც ასეა,ხმას არ იღებს და რამისა დანაშაულის გრძნობამ ბოლო მოუღოს!
თავს იდანაშაულებს იმაში რომ როუსი წაიყვანეს,თავს იდანაშაულებს ამ გამოწვეული აურზაურისთვის,რომელიც მისი ბრალია!
უფრო დაკვირვებით უნდა ემოქმედა,მაგრამ იცის უკვე გვიანია სინანული,ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია რომ მისი გამოსწორება სცადოს.
კარს მიუახლოვდა ნელი ნაბიჯებით და ხელი ყოყმანით წაიღო,ბოლოს კი მშვიდად დააკაკუნა ხის მასალაზე,ექოდ გაისმა ცარიელ მშვიდ ქუჩებში ეს ხმა და მეტად გაამძაფრა ეს რამოდენიმე წამი სანამ კარს გაუღებდა მის უკან მდგარი.
-ჩარლს? აქ რას აკეთებ?
ბიჭი ძაალიან დაიბნა მისი ხილვით,ვერ წარმოედგინა რომ გამოძევებული მალევე იხილავდა იმ სახეს, რომელიც მეგობრად ჩათვალა და მიღოო.
-ანდრეი შენი დახმარება მჭირდება.
მის ხმაშიც კი ადვილად ამოიკითხა ანდრეიმ თუ რამდენად სასოწარკვეთილი იყო ჩარლსი!
-რა ხდება? ყველაფერი კარგადაა?
ნერვიულად გაიწია და მთავარი შემოსასვლელისკენ გაუძღვა სტუმარს.
-არაა,არაფერი არაა კარგად.
როუსი ალდენმა გაიტაცა,ვერავინ ვერ პოულობს,ფრედერიკიც კი.
არ ვიცით რა ხდება,მაგრამ ალდენმა აშკარად კარგად დაგეგმა ყველაფერი,ვიღაც ისეთი გვჭირდება ვინც მასზე ბევრი იცის.
ანდრეიმ გაიგო თუ არა სახელი როუსი და გაატაცება ერთ წამსაც არ დაფიქრებულა ისე დათანხმდა!
-გაგიჟდი?
რა თქმა უნდა დაგეხმარები,აქამდე რატომ არ გამაგებინეთ ეს?!
საწყალი როუსი ალბათ როგორ ეშინია, ფრედერიკი ალბათ ახლა კმაყოფილია!
თავიდან მომიშორა როგორც ნაგავი,მხოლოდ იმიტომ რომ როუსი თავისთვის უნდოდა,იცოდა რომ მეც შემიყვარდა,ახლა კი შეხედე რა მოხდა...ვერც კი იცავს თავისივე მტრებისგან!
განრისხებული ლაპარაკობდა და თან პალტოს იცმევდა და უკვე ორიოდე წამში გაასასვლელადაც მზად იყო.
-გეყოფა,მასზე ასე ნუ ლაპარაკობ,ხომ იცი მას ყოველთვის ყველაფერი ესმის ანდრეი.
-მაგისი დედაც.
-გეყოფა,სიკვდილი მოგინდა?
-როუსი მე მართლა მიყვარს,წრფელი სიყვარულით!
აი ის კი მას ბოლოს მოუღებს.
-ის არ დაუშვებს რომ როუსი სხვისი იყოს და ეს შენც კარგად იცი.
-ხო ,ვიცი...გინდაც როუსმა შემიყვაროს ,მაინც არ გამოუშვებს,მიისაკუთრა!
მისააკუთრა როგორც თოჯინა.
-როუსი მეც მეცოდება,მაგრამ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავხდებით.
-ვიცი,სიკვდილის ხომ ყველას ეშინია.

როუსი:
-დედა...დედა.
სუსტად ისმოდა ჩემმი ხმა ცარიელ სივრცეში,სადაც თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა ქრებოდა.
მე კი ტკივილით ატირებული დაბუჟებული სხეულით და ჭრილობებით ადგილზე ვეგდე და დედას ვეძახდი,ცრემლები გაუჩერებლად მდიოდა,ტუჩები სულ დახეთქილი მქონდა,სახე კი დასახიჩრებული!
ამასთან ერთად კარგად ვგრძნობდი მჩხვლეტ ტკივილს მარცხენა ფეხზე და აუტანელ ტკივილს მუცელზე.
არ დამინდეს,საერთოდ არ შეეცოდათ გოგო ,რომელსაც არც კი იცნობენ და არაფერი არ იციან მის შესახებ!
ისინი სასტიკი ჯალათები იყვნენ,რომლებსაც უბრალოდ დააბარეს ჩემმი წამება და მათაც ეს უპრობლემოდ გააკეთეს.
ბოლო ხმაზე ვყვიროდი,ვევედრებოდი,ვტიროდი,მაგრამ მათ წარბიც არ შეუხრიათ!
მთელი ძალით მასობდნენ სხეულზე ბასრ საგნებს და სისხლში გადაღებილს მაძალებდნენ მეტად მეტირა და მეყვირა,არ ჩერდებოდნენ!
იძახდნენ რომ ფრედერიკი უნდა მოსულიყო ჩემს ტირილზე,მაგრამ შედეგს რომ ვერ იღებდნენ ჩემს წამებას აგრძელებდნენ.
ეს კი ერთი კვირაა გაგრძელდა!
დღეში ხუთჯერ მაინც ვკარგავდი გონებას აუტანელი ტკივილის გამო,მაგრამ გონზე მოსულს იგივეს მიკეთებდნენ.
აი დღეს კი მგონი სააბოლოდ გამოვეთიშე იმ სამყაროს...ეს ცუდია?
თუ კარგი?
კარგია ,რადგან ტკივილს ვეღარ მომაყენებენ!
ახლა კი ვიყურები ამ ცარიელ სივრცეში,არ ვიცი სად ვარ ,მაგრამ დატანჯული ამ ერთ კვირაში,დედას ვეძახი,სუსტად გამოვცემ ხმას და ცრემლები მბანენ დასისხლიანებულ სახეს.
-დედა...დ-ე-და...და-მეხმარე.
სუსტად ამოვიჩურჩულე და თან ხელი სიცარიელეს გავუწოდე.
ნუთუ მართლა მეგონა რომ ვინმე ჩემს ხელს აიღებდა და  გადაამარჩენდა?
აქ არავინ არ იყო.
-დედ-ა  მტკი-ვა  დედა მთე-ლი  სხეული მე-წვის!
დეე...დედა მტკივა...მტ-კივა.
ბოლო ხმაზე ავტირდი და ექოდ გაისმა სიცარიელეში ჩემმი სასოწარკვეთილი ტირილი!
-არ მოვკ-ვდი დე...არ მომ-ცეს 
ამის უფლ-ება.
დედ-ა ტკივილ-ს
მაყენებ-დნენ,დედა 
გ-თხოვ...გთხოვ..არ შე-მიძულო.
ხოხვით დავიწყე წინ წასვლა,ისე რომ ხელი არ ჩამომიწევია.
ბოლომდე მეგონა რომ ვინმე გამომიწვდიდა ამ სიცარიელეში დახმარების ხელს..სულელო როუს,ამის გჯერა?

-აქ აღარ დავრჩები!
ვეღარ დავრჩები აქ ფრედერიკ,გთხოვ ნება მომეცი წავიდე!
აქ რატომ მაიძულებ ყოფნას ?!
რატომ არ მაძლევ უფლებას რომ სახლში დავბრუნდე! რატომ!?

უეცრად წინ ნაცნობი ოთახი გაჩნდა,თავიდან დავიბენი და შევშინდი ვერ მივხვდი რა ხდებოდა,მაგრამ ნახულით მთელი ყურადღებით გაავახილე თვალები და  მოთმინებით დაველოდე რა მოხდებოდა,ველოდი რას მიმზადებდა წინ სიცალიერე!
ეს ის ოთახია სადაც ფრედერიკმა მეც გამომკეტა,ეს ზუსტად ვიცი!
მაგრამ რატომ ვხედავ ამას აქ და ახლა?
რისი თქმა უნდა ამ ცარიელ ადგილს?
ჩემს წინ დაბინდული სახეები იდგნენ და რაღაცაზე კამათობდნენ.
გოგონა წინ მდგარ მამაკაცს ბოლო ხმაზე უყვიროდა,ამ გოგონას ვაკვირდებოდი ,მეც კი არ ვიცი რატომ,მეტად მივაშტერდი და ცოტახანში ნაცნობი ყელსაბამი შევნიშნე მის ყელზე!
სწორედ ის რომელიც პირველად აღმოვაჩინე იმ ოთახში,ერთადერთი ადამიანური ნივთი...რა მოხდა?
რას მიმალავს ფრედერიკი!?
რა არის მისი წარსულის საიდუმლო!?

-არა,ვერ გაგიშვებ,ეს არ მოხდება!

მალევე ამოვიცანი ფრედერიკის ხმა.

-რატომ არ გესმის ჩემმი ?!
რასაც გეუბნები გაიგე ფრედერიკ!
ისინი ბოლოს მიღებენ ,ნელ-ნელა ჭკუიდან მშლიან,რატომ არ გესმის რომ აქ შენს გვერდით ვერ გადავრჩები!

რაზეა საუბარი...დაბნეულმა გავიფიქრე და ინტერესით მივაჩერდი ჩემს წინ მდგარ კვამლივით გამოსახულებას.

-რა სისულელებზე ლაპარაკობ!
ჩვენ შვილზე მაინც რას იტყვი?!
მის მიტოვებასაც გეგმავ?!
ფრედერიკი ასეთი სასოწარკვეთილი და გულნატკენი არასოდეს არ მინახავს,მაგრამ ახლა ის ჩემს წინ იდგა...ეს წარსულია?
რა მოხდა მაშინ,ან მე რატომ ვხედავ ამას?

-ის არაა ჩემმი შვილი!
ის დემონიაა,ბოროტება.
მე ვერ გავჩერდები,გესმის!
ვერ გავჩერდები აქ,ვეღარ!


-მაშინ მოკვდი.

სახიფათოდ ჩაილაპარაკა ფრედერიკმა და უეცრად კვამლი მოეკიდა გოგონას მთელ სხეულს!
არ ვიცოდი ეს რა იყო,მაგრამ უეცრად ძაალიან ავღევლდი და შევშინდი!
უკან უკან დავიწყე ხოხვით დახევა და თვალებიდან ცრემლები ვეღარ მოვთოკე...ნუთუ მოკლა!?

-რას აკეთებ ფრედერიკ!?
რას აკეთებ?!

-ან ჩემმი იქნები, ან მოკვდები.

ესღა მისწვდა ჩემს სმენას და შემდეგ მთელი ადგილი სიცარიელემ მოიცვა...გული ისეთი სწრაფათ და ხმამაღლა  მიცემდა მეგონა მთელ სამყაროს ესმოდა ეს!
ნახულით გაკვირვებული და შეძრწუნებული ვიყავი.
ფრედერიკმა ერთ-ერთი მათგანი ,რომელსაც ჩემმი ადგილი ჰქონდა მოკლა,თავისი ხელით მოკლა!
მხოლოდ იმიტომ რომ მისგან უნდოდა წასვლა...ასეთია სინამდვილეში ფრედერიკი?
ვიცოდი რომ მისი ილუზიური სიყვარული საშიში იყო,ის შეპყრობილი ხდება და ყველაფრის გამკეთებელია...ყველაფრის!

-შენ მოკვდები.

-მისგან წადი!
მისგან წადი!
წადი!
წადი!

-ვერ გადარჩები მის გვერდით!

აქეთ იქიდან ჩურჩული მომესმა,ამან კი მეტად შემაშინა,ვინ ან რა იყო ეს?

-არა,არა...არა!
ყურებზე ხელი ავიფარე და ყვირილი დავიწყე!
-არა,გეყოფათ!
გაჩუმდით!
ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა,რა ხდება აქ საერთოდ!
-ყველას მოგიკლავს!
-დედა აღარ გეყოლება!
უეცრად სიცილიც დააემატა ამ ჩურჩულს!
ისინი თითქოს დამცინოდნენ,მე კი უკვე იმდენად შეშინებული ვიყავი ამ ყველაფრით,მერჩივნა გამეღვიძა და ის წამება ამეტანა ისევ!
-მოკალი,მოკალი...ან ის მოგკლავს!
უეცრად თეთრი და ცარიელი გარემო სისხლისფრად გადაიღება და სიჩუმეში შესამჩნევლად გაისმა წვეთების დაცემის ხმა!
-ეს რ-ა არის?
განცვიფრებულმა დავიხედე ძირს და მივხვდი რომ ზემოდან სისხლის წვეთები ეცემოდა ყველაფერს...ხო,ხო სისხლის წვეთები!
წვიმასავით მოდიოდა ზემოდან!
რა ჯანდაბა ხდება!
-ეს იმ ადამიანთა სისხლია,რომლებიც ფრედერიკმა მოკლა.
იგრძენი ეს,იგრძენი მათი ტკივილი,გაიგონე მათი ყვირილი და ტირილი!

-ჩემგან რა გინდათ!?
რა გინდათ!?
მეტად ავტირდი და ბოლო ხმაზე ვიყვირე,რაზეც ვიგრძენი როგორ ჩამივიდა პირში სისხლის წვეთები .

-ჩვენთან მოდი,ჩვენთან მოდი.
მოდი,მოდი!
მეტად და მეტად ხნამაღალი ხდებოდა ხმა და ცოტახანში რამის დამაყრუა და ყურზე ავიფარე მთელი ძალით ხელები!

-მოდი როუს ჩვენთან.
მოდი,მოდი!

-ვინმემ გამიყვანეთ აქედან!დამეხმარეთ!
შეშლილივით ვყვიროდი უკვე!
ცოტაც და ჭკუიდან გადავიდოდი!
შევიშლებოდი!
ნამდვილად შევიშლებოდი!

ფრედერიკი:
თვალები დახუჭული მქონდა მჭიდროდ და იმაზე ვფიქრობდი თუ სად იყო როუსი.
ეს დღეებია ვერაფერს ვერ ვაკეთებ,არაფრის ხალისი არ მაქვს,მხოლოდ იმის გარკვევაზე ვარ ორიენტირებული თუ სად გადამალა ჩემმი ცოლი იმ არაკაცმა ალდენმა!
ერთი სული მაქვს ვიპოვო,წამებით მოვკლავ,წამებით!
როგორ გაბედა და მას შეეხო!

-ჩვენთან მოდი როუს~~~!

უეცრად ყურში სუსტად ჩამესმა ხმა და გაოცებულმა გავახილე თვალები!
-ეს რა ხმა იყო?
უეცრად ძაალიან დავიბენი და  ფეხზე წამოვდექი თუ არა წინ მდგარ ფრენკლინი მივუახლოვდი.
-ფრენკლინ,მათი ხმა მესმის!
ამის თქმა იყო ფრენკლინი რომ გაკვირვებული მომიტრიალდა.
-ვისი ხმა?

-ავი სულები!
ისინი მასთან არიან და ეს მეტად ართულებს სიტუაციას!
ის ჩემგან შორს რომმა მიაგნეს და ახლა ჭკუიდან გაადაიყვანენ!
ვინ იცის რას უზავენ!

-რას იძახი!?
იმ უსულო ნაგვებმა როგორ მოახერხეს იმის ამოცნობა რომ შენთან აღარ იყო?

-იმ იდიოტმა ალდენმა ჩემმი წყევლა ახსნა,რომელიც ჩემს მფარველობაში ამყოფებდა როუს  და რომლის დამსახურებითაც ვიგებდი სად იყო,ახლა კი ამის წყალობით ისინიც მივიდნენ მასთან!

-რა უნდა ვქნათ!?

-არ ვიცი,არ ვიცი ,მაგრამ ასე ვეღარ გავჩერდები!
მათ სამყაროში მივდივარ მორჩა!

-დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ ამჯერად მის პოვნას?

-კი,ვიცი რომ იმ სამყაროშია!
ალდენმა ისე გადამალა თავის სამყაროში რომ მე ვერ მიმეგნო!
მან კარგად იცის რომ ასე მისი მოძებნა გამიჭირდება.

-კარგი ,დღეს შუაღამისთვის დანარჩენი დემონებიც შემოგვიერთდებიან ,ნუ გეშინია ვიპოვით.

-დიდი იმედი მაქვს .

-წავედით?

-წავედით.

ანდრეი:
არც კი მიძინია ეს რამოდენიმე ღამე.
ხან ჩარლსთან და რამოდენიმესთან ერთად გარეთ ვეძებდით როუსის ადგილსამყოფელს ,ხან კი ალდენზე ვცდილობდი ინფორმაცის მოპოვებას!
მე მასზე ბევრი ვიცი და ვიცი ამ წამს ფრედერიკსაც უნდა რომ მასთან მივიდე ,უბრალოდ არ უნდა ამის აღიარება და თავისი სიამაყის გამო ამას არაკეთებს!
მან ხო მტრად ჩამთვალა,მოწინააღმდეგეთ,ვერ დაუშვებს რომ როუსის გადარჩენაში მეც მივიღო მონაწილეობა და დავეხმარო,მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ არ იცნობს ალდენს!
მე მისი ყველა საიდუმლო ვიცი,რადგან ერთ დროს ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო!
მსხვერპლი, რომელიც უნდა მომეკლა.
მე მას დიდხანს ვაკვირდებოდი და მასზე ბევრი რაღაც გავიგე,მაგრამ ბოლოს მისი მოკვლა ვეღარ შევძელით,რადგან ის სულ არ ყოფილა წმინდა სული,პირიქით...ვერც კი ვხვდები მსხვერპლთა სია ასე ხშირად რატომ ცდება!
ან იქნებ ეს არაა შემთხვევითობა და ამას დაგეგმილად და გამიზნულად აკეთებს,გვახვედრებს და გვაცნობს ახალ მტრებს და წინ ახალ-ახალ თავსატეხებს გვიჩენს!
-ალდენ ბოილი...ის პირველად
ერთ-ერთ ბარში აღმოვაჩინე,სულ მარტო იჯდა და სვავდა.
ალკოჰოლიკი მშობელის მსხვერპლი იყო და ასევე ალკოჰოლით ცდილობდა თავისი სევდა მოეკლა.
მწარე სასმელს ისხავდა ყელში და იმედგაცრუებული და უთქმელი თვალებით დაჰყურებდა სასმელს.
გადიოდა დრო...ერთი თვე,ორი თვე,ოთხი თვე,ექვსი თვე!
მე კი ის მეტად და მეტად შევიცანი და აი ბოლო წამს როდესაც გადავწყვიტე რომ მისი მოკვლის დრო იყო ,გაოცებული აღმოვჩნდი!
მან პირიქით სცადა ჩემმი მოკვლა და ეს დამიჯერეთ მხოლოდ თავდაცვის მცდელობა არ იყო!
მან იცოდა ამ დროის მანძილზე რომ ვუყურებდი და თამაშობდა,უბრალოდ ყველაფერს თამაშობდა!
მან ამ დღეს გაიგო ფრედერიკის არსებობის შესახებ და იმის შესახებაც რომ ის მისი დაუძინებელი მტერი უნდა ყოფილიყო.
ის შეიპყრო იმ აზრმა რომ ის უნდა მოეპოვებინა...ვის არ უნდა ეს?
'უკვდავების საიდუმლო მასში იმალება! '
ამ სისულელეს გაყვიროდა გაუჩერებლად და ალბათ ამის დღემდე სჯერა და ამიტომ არ ჩერდება.
ეს ყველაფერი შვიდი წლის წინ იყო,მაგრამ დღევანდელივით მახსოვს,სწორედ მის გამო გავიჭედე ამდენხანს ფრედერიკის ჯოჯოხეთში ,რადგან მსხვერპლთა სიამ შემაცდინა და მსხვერპლი ვერ მოვკალი!
არ ვიცოდი რა მექნა,ეს დასასრული მეგონა ,მაგრამ გამოსავალი აღმოვაჩინეთ...როუსი,ის ახალი მსხვერპლი იყო.
-და აქამდე ფრედერიკმა ის რატომ არ მოკლა!?
გაოცებულმა იკითხა ჩემს წინ მჯდარმა ჩარლსმა.
-რამდენიმე წლის უკან მასთან ფრედერიკის შვილი მივიდა .
18 წლის ახალგააზრდა,რომელსაც საკუთარი მამმა სძულს და დარწმუნებული ვარ როუს რომ ვერ ვაგნებთ მისი პატარა ჯადოქრობის დაამსახურებაა,ის ხომ დემონის და ადამიანის შვილია.

-რას იძახი?! ალდენთან ფრედერიკის შვილი რატომ მივიდოდა?!

-მას სძულდა საკუთარი მამმა და როგორ იტყოდა უარს ალდენი ასეთ ჯეკპოტზე!
მას ხომ არამქვეყნიური ძალა აქვს მემკვიდრეობით მამისგან.

-არ მესმის...ასე როგორ შეუძლია.

-ის დედის სიკვდილში ადანაშაულებს მას.
მისი სახელი ტენისონია, მხოლოდ ეს ვიცი მეც და სხვა ყველამაც მის შესახებ,სხვა დანარჩენი ყველაფერი ბინდითა მოცული,მის შესახებ.

-დედამისი ახლა სადდა?
მართლა მოკვდა?

-კი,ის ადამიანი იყო,მაგრამ დღემდე არავინ არ იცის ფრედერიკის გარდა თუ რამ მოკლა ის.

-ჯანდაბა,რა ჩახლართული ამბავია.

-კი ,ნამდვილად.
ფრედერიკის გარშემო ყოველთვის ყველაფერი ჩახლართულია.

-რა ვქნათ ანდრეი?
დრო აღარაა ,რაღაც მაინც თუ ვერ გაარკვიე ,არ ვიცი რა იქნება.
შეიძლება როუს ვერ მივუსწროთ.

-ეს აღარ თქვა ჩარლს!
ჩვენ მას გაადავარჩენთ.
არ მივცემ უფლებას რომ დაგვტოვოს.
მე ვიცნობდი მათგან ერთს და მიახლოვებით ვიცი სად იკრიბებიან ხოლმე,უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ.

-რას ამბობ?!
მაშინ რას ველოდებით?
ფრედერიკს ვუთხრათ,ის მიაგნებს მათ გინდაც იქ არ იყვნენ,რომელიმე მათგანის კვალით აუცილებლად მიაგნებს!

-დარწმუნებული ხარ?

-სრულებით.


ავტორი:
ნახევარ საათში ყველაფერი ცნობილი იყო ფრედერიკისთვის.
მას გადასცეს ინფორმაცია ანდრეიმ და ჩარლსმა,რის შედეგათაც არც კი მოუცდია ისე მივიდა ადგილზე!
რა თქმა უნდა მოსალოდნელად იქ არავინ არ დახვდა ,მაგრამ მაინც შეძლო კვალი ამოეცნო და ყოველი მათგანი ვინც მის გვერდით იყო ყოველ სავარაუდო ადგილზე გაუშვა,სადაც შესაძლებელი იყო როუსი ყოფილიყო.
ადამიანების გარემოცვაში ამდენი დემონი არასოდეს არ ყოფილა,ამიტომაც ამან ამინდის სავალალოდ ცვლა გამოიწყვია.
წვიმა ღამის საათებში დაიწყო და მთელი ღამე არ გაჩერდა,ყველაფერი დაიტბორა და ბევრი დაშავდა,მაგრამ წვიმა მაინც არ გაჩერებულა ამ მომენტამდე.

განთიადი იყო და ჯერ კიდევ ბნელოდა  მისი ადგილსამყოფელი რომ იპოვეს.
ყველა ერთად დაესხა თავს ამ ადგილს ,მაგრამ მოულოდნელად ნაბიჯის დადგმა იყო და ყველამ თავისი ძალები დაკარგა!
ეს დაუჯერებელი იყო ,მაგრამ მაინც მოხდა.
სუსტად დაეცნენ მიწაზე და გარშემო ყველაფერი წითელმა სანთლებმა გაანათეს,მხოლოდ ფრედერიკი იდგა წრეში რომლის გარშემოც შავებში ჩაცმული ადამიანები სანთლებით რაღაცებს ჩურჩულებდნენ,თითქოს და რაიმე რიტულის დასაწყისიაო.
არც ცდებოდა,ეს რიტუალი იყო რომლის წყალობითაც ,ყველაზე ძლიერსაც კი მალე ძალას წაართმევდნენ,მაგრამ ფრედერიკი ასე ადვილად დანებებას არ აპირებდა!
განრისხებული იდგა წრეში და ბრბოში ნაცნობ სახეს ეძებდა...ალდენი რომლის მოკვლაც ახლა ყველაზე მეტად უნდოდა!

და აი ისიც!


-ფრედერიკ,ფრედერიკ...დიდიხანია ერთმანეთს არ შევხვედრივალთ და იცი ,ამ წამს ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ!
ვამაყობ ჩემმი თავით რომ ამ მომენტამდე არ დავნებდი და შედეგიც სახეზეა.
დღეს ღამით ჩვენი გახდები.
სიცილით უახლოვდებოდა და თვალები სიბნელით ჰქონდა სავსე.
ფრედერიკი კი მეტად გაბრაზებული მისი სიტყვებით უკვე მისკენ მიდიოდა და აპირებდა თავი წაეცალა ძირში,მაგრამ ჯერ არაა...ადრეა!
ჯერ როუსი უნდა იპოვოს!
მას მერეც მიხედავს!
მიუახლოვდა თუ არა მთელი ძალით დაარტყა სახეში,რის შედეგათაც ალდემი ძირს დაეცა,მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.
-როუსი სადა?!
ცოტახანში ღრიალით ასწია ჰაერში მამაკაცი და ხელები მეტად მოუჭირა ყელზე,აპირებდა კედელზე მიენარცხებინა ისე რომ ტვინი  გაესხა,თუ ამაზე პასუხს არ გასცემდა!
-რატ_ომ განაღვლ-ებს ის ასე ?
ძლივს ამოიღო ხმა ალდენმა, რომელსაც უკვე სუნთქვა უჭირდა.
-სადდა?
გამოკვეთით გაიმეორა კითხვა ,რაზეც ალდენმა არსაიდან  გაიცინა.
-ნუთ_უ მზად ხად მის მოსაპოვებლად საკუთარი შვილიც მოკლა?
ერთადერთი რაღაც რაც მისგან დაგრჩა?
ქალი ,რომელიც მართლა შეგიყვარდა!
მის გამო იგრძენი პირველად ემოცია,ნუთუ ამდენად სულელი ხარ?!
მისი მოკვლა მოგიწევს,სხვაგვარად მას ვერ წაიყვან!
უკვე თავისუფლად ალაპარაკდა თითქოს ფრედერიკის ხელები აღარც ახრჩობდა!
ფრედერიკს კი მოსმენილით თვალები გაუფართოვდა...იცოდა რომ ამის უკან ის იდგა,საკუთარი შვილი უღებს ბოლოს.
-სად არის ტენისონი?
ესღა იკითხა და უკვე უინტერესოდ გაუშვა ალდენს ხელი.
-რა იყო?
აპირებ მართლა მოკლა?
სიცილით გააგრძელა ალდენმა მისი გამწარება,არ აპირებდა გაჩერებას!
-კი,კი!
ყველას მოვკლავ ვინც ეცდება რომ ის წამართვას,ყველას!
ბოლო ხმაზე იღრიალა და
აქეთ-იქიდან სათლების ალიც უეცრად ზედმეტად აალდა და ხელში მჭერთა კივილი გამოიწვია შიშისგან !
-და რატომ?!
მიპასუხე,რატომ უნდა გინდოდეს შენ დემონს ,რომელსაც სიკვდილის მეტი არაფერი არ მოგაქვს,უგრძნობ და ბოროტ დემონს ჩვეულებრივი მოკვდავი,ადამიანი!
ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი ალდენმავ და ფეხზე წამოდგა.
ფრედერიკი კი თითქოს დადუმდა,ვერ უპასუხებდა...რატომ?
ამაში თვითონაც ვერ უგებდა თავის თავს.
-რატო არ მცემ პასუხს?
რა იყო გეშინია საკუთარი სიმართლის?
მეტად აუწია ხმას დ მისკენ გაემართა.
-დემონი ხარ ადამიანის გრძნობებით!
საცოდავი დემონი ხარ და იმის შემდეგ რაც ადამიანი შეიყვარე და შემდეგ დაკარგე ყველაზე საბრალო მონსტრი გახდი!

-მოკეტე!

-არა,არაა...არა,უნდა მიპასუხო,უნდა მიპასუხო!

-არ ვაპირებ საცოდავო მოკვდავო!
არ ვაპირებ გიპასუხო!

-მე გიპასუხებ მაშინ!
მეეე!
იყვირა და ცოტახანს გაჩუმდა,სანამ ისევ არ გააგრძელა ცოტახანში წინადადება.
-მარტოსული ხარ.
ესა პასუხი ამ კითხვაზე!
ამიტომ იტაცებ ლამაზ გოგოებს,მარტო ყოფნა არ გინდა.
არ მოგწონს რომ ვერაფერს ვერ გრძნობ!
რა სასაცილოა,დემონი და ასეთი ემოციური?
მას უნდა რომ ადამიანური გრძნობები ჰქონდეს,არაა მისთვის ამხელა ძალაუფლება საკმარისი!
ეს მისთვის არაფერი არაა,მას უნდა რომ იგრძნოს,უნდა შეუყვარდეს.
ამის გამო უნგრევს ცხოვრებას უცოდველ ლამაზ ქალებს!
უცოდველ ხალხს აკვლევინებს ასევე უცოდველ ადამიანებს და ამით ცდილობს სინანული მაინც  იგრძნოს ან შეებრალოს,მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობს,მარტოსული არარაობა და ეს იცის...სწორედ ეგ აგიჟებს და ბოლოს უღებს.
ამის გაგონება იყო ფრედერიკმა რომ სისუსტე იგრძნო მთელ სხეულში.
ნუთუ ეს იყო ერთადერთი რაც მართლა მათ უფლებას მისცემდათ მისი დაუჯერებელი და არამქვეყნიური ძალები წაეღოთ,ნუთუ ეს იყო მისი სისუსტე?
ნუთუ დემონს მართლა გააჩნდა სისუსტები და თან ეს ერთი დიდი ემოცია იყო,რომელიც წესით მას არ უნდა ეგრძნო.
სიბრალული საკუთარი თავისა,რადგან სულ მარტო იყო ამ უდიდეს სიცარიელეში...ყველაფერი ჰქონდა,მაგრამ მაინც რაღაც ეკლდა!
მარტოსული იყო და ვიღაც ან რაღაც სჭირდებოდა,ამას ვინ წარმოიდგენდა!
ნუთუ დემონებსაც სჭირდებათ სიყვარული?
-გამოიყვანეთ!
მთლიანი კედლები ალდენის ხმამ შეძრა და ეს იყო და ეს ,უეცრად არსაიდან რომ როუსი გამოჩნდა!
ის დიდი რკინის ჯაჭვებით იყო დაბმული და გარშემო მამაკაცემს ეკავათ როგორც ცხოველი!
სისხლისგან დასვრილს აღარც სახე უჩანდა ნორმალურად და აღარც სხეული.
ეს იყო და ეს დემონმა რომ ყველაზე ძლიერი ტკივილი იგრძნო გულში,ეს რა იყო?
ნუთუ შეძლებენ და ამით ძალას წაართმევენ?
თუ პირიქით შესძენენ,რათა ყოველი მათგანი ამოხოცოს და საყვარელი ქალი იხსნას.

ვერ ხვდებოდა თავიდან რა უნდა ეგრძნო...მრისხანება რომ ამდენის უფლება მისცა უბრალო მოკვდავ ადამიანს ,რომლის მოკვლის შანსიც ათასჯერ ჰქონდა თუ სევდა რომ საკუთარმა შვილმა უღალატა და ამისთვის გაწირა საკუთარი მამა!
მისთვის ერთი შამსიც კი არ მიუცია რომ აეხსნა რა მოხდა სინამდვილეში.
მის მოსისხლე მტერს შეუერთდა და მის წინააღმდეგ დაგეგმა მისი განადგურება!
ამდენხანს კი ისიც კი ვერ გაიაზრა რომ უძლიერეს დემონს მილიონჯერ შეეძლო მათი სათითაოდ ამოხოცვა,მან ეს უბრალოდ მისთვის არ გააკეთა.
საკუთარი შვილისთვის არ მოკლა მტერი და ახლა თვითონ აღმოჩნდა მათი მსხვერპლი.
ნანობს?
კი ,ნამდვილად ნანობს ამას.
ნანობს რომ ასე მისცა საკუთარ გრძნობებს იგი გაეკონტროლრბინათ და ამ სავალალო შედეგამდე მიეყვანა,მაგრამ უკვე გვიანია სინანული!
ახლა ძალა სჭირდება რომ გაძლიერდეს,რადგან მის წინ მომაკვდავი ქალი დგას ,რომელიც შეუყვარდა!
ხო ,ამდენხნის შემდეგ ,როდესაც ეგონა რომ ვეღარასოდეს ვერ განიცდიდა იგივეს რაც პირველად იგრძნო,ისევ იგრძნო!
მას დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ სხვები,რადგან იმის შემდეგ რაც სასტიკმა და ბოროტმა დემონმა სიყვარული შეძლო,ადამიანურმა გრძნობებმა იმატეს მასში,თითქოს და საერთოდ აღარც ჰქონდა მის სახელს რეალური მნიშვნელობა მის არსებობაში,რადგან პირველ ადგილას ყოველთვის გულს აყენებდა,იმის შემდეგ რაც პირველად შეუყვარდა და იმედებიც კი გაუცრუვდა.
ალდენი მართალი იყო,ის მარტოსულია ამ უდიდეს სამყაროში,მაგრამ განა ყველა ასე არაა?
ყველაფერი ჰქონდა,ის ყველაფერი რაზეც ალდენი მხოლოდ ოცნებობდა,მაგრამ მან ეს უსუსური გრძნობა არჩია ,ყველაზე უძლიერესად ყოფნას!
მან მისცა შანსი ყველა თავის მსხვერპლს რათა გააეგრძელებინათ ცხოვრება ისე თითქოს და არაფერი არ მომხდარა!
ეს სიცრუე იყო...სიცრუე ,რომლითაც ცდილობდა სახელი შეენარჩუნებინა!
რა აზრი ჰქონდა მსხვერპლისთვის სულის წართმევას, როდესაც აძლევდა ნებას ყველაფრის შემდეგ ისევ ისე გააეგრძელებინა ცხოვრება!
ამას ყველა ვერ ხედავდა ,რადგან ფრედერიკი ამ ყველაფერს კარგად შენიღბული აკეთებდა!
სინამდვილეში კი მან ბევრი კარგი გააკეთა და ბევრს სრულიად უკეთესი ცხოვრება აჩუქა...ბოლოს და ბოლოს დემონი იყო თუ ანგელოზი?
სხვის თვალში დემონი ,ხოლო იმათვის ვინც მასზე რაიმე იცოდა ,ანგელოზი!
სააბოლოდ კი მკვლელი ანგელოზი გამოდიოდა.
ახლა კი ძირს დაეცა,ყველა ზემოდან დამცინავი გამომეტყველებით დაყურებს,ისე როგორც მატლს!
ყველაზე უსუსურს!
როდესაც ის ყველაზე ძლიერი იყო,საკუთარმა გრძნობებმა და ადამიანურობამ გაანადგურა,თორემ ახლა აქ არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში!
მის გარშემო ყველა გაოცებული იყო,მისი მეგობრები,მისი მოკავშიირები და ისეთი დემონებიც კი,რომლებსაც ფრედერიკის დიდიხნის მანძილზე შურდათ!
დაბნეულები და გაკვირვებულები არიან რომ ფრედერიკი ,ეს უძლიერესი დემონი დაეცა!
ვერ იჯერებენ რომ ეს ყოვლისშემძლე არსება ვიღაც ადამიანმა დაამარცხა!
მას ფეხები მოეკვეთა და ცივ მიწას ეხება ხელებით,თავი ჩახრილი აქვს და თმები უფარავს არაფრისმთქმელ თვალებს,ამ დროს კი ყველა მის თვალებში ეძებს პასუხს...მართლა დანებდა?
თუ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია?
ნაბიჯების ხმა გაისმა დადუმებულ ადგილას და ყველამ იმ ერთისაკენ გაიხედა,რომელიც მშვიდად და ამაყად მიაბიჯებდა ფრედერიკის მიმრთულებით,მისი გამომეტყველება ცივი იყო,თვალები კი უემოციო,კანი ფერმკრთალი,მზერა კი ამაყი.
კი ,ის ამაყობდა თავისი თავით,რადგან ბოლოს საკუთარი მამა თავისივე ხელით გაანადგურა!
ახლა კი ძირს დაცემულა მის წინ და მის ხელშია გააგრძელებს თუ არა თავის არსებობას როგორც დემონი!
თუ წააერთმევა ყველა ძალა და უბრალო მოკვდავი გახდება...ხო ,მას ესეც შეუძლია,სწორედ ამიტომა ფრედერიკის შვილი!
მისი სისხლი და ხორცი,მის დეენემში მამის ზეგავლენა მეტია ვიდრე დედის,ამიტომაცა ის უფრო დემონი ვიდრე ადამიანი.
სისატიკეში საკუთარ მამასაც კი აჯობა!
-ფრედერიკ დორმერ.
მშვიდად მიუგო საკუთარ მამას სახელით,რაზეც ფრედერიკმა არ დააყოვნა და თავი ნელა ასწია...თვალები ჯერ კიდევ იმ ძალაუფლებით ჰქობდა სავსე როგორიც ადრე იყო,სწორედ ამიტომ შეკრთა უეცრად ტენისონი,რასგან არ ეგონა თუ ამ მდგომარეობაშიც კი მისი გამოხედვა ამდენად ძლიერი და ამაყი იქნებოდა,თითქოს და ამ წამს თვითონ არ ნადგურდებოდესო !
-ფრედერიკ დორმერ,დიდიხანი გავიდა.
ვიცი მიცანი ,ვიცი იცანი ჩვილი ბავშვის თვალები ,რომელიც დედის სითბოს ნატრულობდა.
დედის, რომელიც შენ წაართვი.
ბოლო სიტყვები სიმწრით დაასრულა და მუშტები შეკრა ბრაზისგან,ფრედერიკი კი ისევ იგივე უემოციო მზერით უყურებდა,ელოდა მშვიდად როდის მორჩებოდა თავის სათქმელს.
-მე დიდი დრო დამჭირდა ამ ყველაფრისთვის.
ღაამებს ვათევდი!
ვტიროდი ,ვყვიროდი,
ვბრაზობდი,ვამტვრევდი,
ვანადგურებდი, ვწვავვდი!
ვეძებდი პასუხებს და მიზეზებს თუ რატომ?
რატომ მარგუნა ბედნა შენი შვილობა,რატომ მარგუნა ბედმა უდედოდ გაზრდა ამ ამოუცნობი და გამძაფრებული ემოციების ზღვარზე,რადგან ვგრძნობდი მე სხვა ბავშვებს არ ვგავდი...ეს შენ იყავი მიზეზი!
ამას მერეღა მივხვდი!
მივხვდი,მალევე მივხვდი რომ ჩემმი ბედი ასე სწორედ შენ შემოატრიალე და ყველაფერში დამნაშავე შენ იყავი!
მე გამოვიქეცი შენი საპყრობილედან სადაც რობოტებივით ცდილობდნენ ჩვენს აღზრდას!
ხო ,გამოვიქეცი და საკუთარი გადაწყვეტიებით შენი გაანადგურება დავგეგმე.
აი ხედავ,მეც აქ ვარ,შენც და ყოველი მათგანიც!
ისინი დღეს შენს დაცემას იხილავენ.
სამუდამოდ გაქრები ამ სამყაროდან!
ყოველ სიტყვაში და ასოში სიძულვილი ჩანდა,აღუწერელი სიძულვილი და მრისხანება!
ფრედერიკი კი ცარიელი თვალებით უყურებდა შვილს და მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა.
-ამხელა სიძულვილი საიდან?
კითხვა მშვიდად დასვა და ტენისონის პასუხს მოთმინებით დაელოდა,მაგრამ ამ კითხვამ მხოლოდ მისი გააღიზიანება გამოიწვია!
უეცრად იღრიალა და მგონი მზადაც კი იყო რომ ამ წამსვე გაენადგურებინა ფრედერიკი!
-საიდან?!საიდან?!
იცი მაინც რა გამოვიარე შენ გამოო მამა?!
ბოლო სიტყვა "მამა"ცინიკურად წარმოთქვა და გაბრაზებულმა გააგრძელა ღრიალი.
-მე არ ამირჩევია რომ ვყოფილიყავი ასეთი და მეცხოვრა ასე,მაგრამ შენ არჩევანიც კი არ მოგიცია!
ყველაფერი ცხადი იყო, ტენისონს უკვე ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები და ისე ყვიროდა ნერწყვებს ყრიდა პირიდან !
-ეს არ იყო ჩემმი არჩევანი,არ იყო!
ისევ გააგრძელა ყვირილი და უეცრად კედლები შეიძრნენ,რამაც ხალხის დაპანიკება გამოიწვია რაღაც მომენტში!
-აჰ,მოკეტეთ!
გაღიზიანებული მიუბრუნდა ტენისონი ყველას და შემდეგ გაჩუმებულებიდან ისევ ფრედერიკის სახეზე გადავიდა.
-რას იტყვი ?! არ მოელოდი ხო?!
ვიცი რომ საერთოდ არც გქონდა წარმოდგენა რას გავაკეთებდი.
სიცილით წარმოთქვა ბედნიერმა ეს სიტყვები და ხელები დაიტკაცუნა.
-ბოლო სიტყვა თქვი მამა.
ღიმილით დაასრულა და მისკენ სახიფათოთ ახლოს მიიწია,მაგრამ ყველას გასაკვირად ფრედერიკმა მხოლოდ ჩაიცინა ,ხო ჩაიცინა!
ყველა გაშტერდა უცბად,რადგან ამას საერთოდ არავინ არ მოელოდა!
ტენისონიც კი ცოტახანს გაქვავდა მისი ღიმილი რომ დაინახა,სიკვდილის წინაც კი ასე იქცევა?!
-სასაცილო ხარ.
მართლა სასაცილო ხარ!
არ მეგონა თუ ამდენად სულელი იყავი,მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მიკვირს?
იცი?
მე მიკვირს რომ ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ გაგჩენია სურვილი რომ ჩემგან ეს პასუხები მოგესმინა,რომელზეც ასეთი ინტერესი გკლავდა,რომლის გამოც ასე შეგძულდი.
არ მომეცი შანსი რომ მომეყოლა შენთვის რა მოხდა!
არც ერთი შანსი.
თქვა და თავი მომღიმარმა გააქნია იმდგაცრუების გამოსახატავად,რაზეც ტენისონი ბრაზისაგან სულ გაწითლდა.
-რა შანსზე საუბრობ?!
რა ახსნაზე?! დედა მომიკალი ეს ყველამ იცის!
ყველამ!
ბოლო ხმაზე უღრიალებდა,მაგრამ ფრედერიკს ამაზე რეაქციაც არ არ გქონდა ,რაც მეტად აბრაზებდა ტენისონს.
-მე ის არ მომიკლავს.
მხოლოდ ეს თქვა მომღიმარმა ფრედერიკმა,რამაც ტენისონის დაბნევა გამოიწვია.
რა თქმა უნდა არ სჯეროდა მისი სიტყვების ,მაგრამ ამავდროულად აკვირვებდა ეს...ფრედერიკი არ იყო ისეთი რომ თავის გადასარჩენად რაიმე ტყუილისთვის მიემართა და დანაშაული დაემალა.
ის ამაყი და პრინციპულია,მას არ სჩვევია სილაჩრე,ეს კი ტენისონმა მის შესახებ დანამდვილებით იცის.
-რაღას ელოდები ტენისონ!?
მოკალი!
სანამ ფრედერიკის სიტყვებით დაბნეული ტენისონი თავის თავში აზრებს ალაგებდა,ალდენი ყვირილი გაისმა,რაზეც ტენისონი გაღიზიანებული მიუტრიალდა უკან მდგომს!
-მოკეტე ალდენ!
მე მივხედავ ყველაფერს,მინდა მოვუსმინო რას იტყვის!
ასე გააჩუმა ალდენი და ისევ ფრედერიკს მიუბრუნდა აგდებული და ზიზღით სავსე გამომეტყველებით.
-ახსენი შენი სიტყვები.
თქვა და ცოტახანს გაჩუმდა ,სანამ არ მიამატა ცოტახანში .
-მინდა მოვისმინო თუ რას იტყვი.
ამჯერად მეტად დამშვიდებული ჩანდა,რაც თვითონ ტენისონსაც აკვირვებდა,მაგრამ ეს იყო სიმართლე!
ამდენიხსნის შემდეგ რაც მასთან მტრობს,ბევრი ისწავლა მასზე და საკუთარი თავივით იცნობს,იცის რომ მან თუ ასე თქვა ,მაშინ ამ სიტყვებში
რაღაც სიმართლე იმალება!
-მე დედაშენს ვერ მოვკლავდი,ჯერ აქედან დავიწყებ ახსნას.
ხო ,ვერ მოვკლავდი ,რადგან საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.
მან მასწავლა სიყვარული ,მან აღმომაჩენინა ემოციები,მან მასწვლა ღიმილი და სიცილი,მან სულ სხვა სამყარო დამანახა ,სულ სხვა მე!
ის უბრალოდ იდეალური იყო,მე ის მიყვარდა,სწორედ ამიტომ გავუშვი.
ეს იყო და ეს ყველას რომ თვალები გაუფართოვდა და აჩურჩულდა,რადგან ყველამ იცოდა რომ მან ის მოკლა!
როუსაც კი ასე ეგონა,იმის შემდეგ რაც იხილა ,მაგრამ ყველა სულელი აღმოჩნდა.
ფრედერიკმა ყველას რეაქცია დაინახა და ჩაიცინა.
-გეგონათ იმ ერთადერთ ქალს მოვკლავდი ,რომელიც შემიყვარდა?
მე ის გავუშვი!
ხო სწორად გაიგეთ,მას თავისუფლება უნდოდა ,უნდოდა ჩვეულებრივად ეცხოვრა და მე მას ამის უფლება მივეცი.
თქვა და სევდიანი ღიმილით ჩახარა თავი.
ამას ვინ წარმოიდგენდა,ვინ წარმოიდგენდა რომ ფრედერიკს ასეთი სიყვარული შეეძლო?!
ყველას უგულო სასტიკი დემონი ეგონა და ამ დროს ყველაფერი სხვაგვარად შემოტრიალდა.
-გავბოროტდი და საკუთარ თავთან და ემოციებთან დავიწყე ბრძოლა,რადგან მტკიოდა.
ხო ,მეც კი შემიძლია ტკივილი ვიგრძნო.
ყველა ჩუმად იყო და ხმას არავინ არ იღებდა,უბრალოდ არ იცოდნენ რა ეთქვათ!
ტენისონიც კი დამუნჯებულიყო და გაოცებული და განცვიფრებული უყურებდა წინ ჩამუხლულ მამაკაცს, რომელიც სულ სხვა აღმოჩნდა.
ის სიცრუეში ცხოვრობდა ამ დროის მანძილზე!
-არა,არა!არ მინდა ეს დავიჯერო!
ვერ დავიჯერებ,ნუ ტყუი!
ტენისონი პანიკას აჰყვა და ცოტახანში განწირულმა დაიწყო ღრიალი როგორც მხეცმა,ისე რომ დიდიხნის შეუგრძნობი ცრემლები ეცემოდა მის ბაგეს!
-არ ვტყუი.
ის ცოცხალია და თქვენს  შორის აგრძელებს ცხოვრებას ,ისე რომ ყველას ამ დროის მანძილზე მკვდარი გეგონათ...ის ბედნიერია და ჰყავს შვილები,ასევე მამაკაცი ,რომელიც გვერდში უდგას და ათბობს.
ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
ნუთუ ჯერ კიდევ გრძნობს მის მიმართ რაიმეს?
-საკმარისია,მორჩა!
ყველას დუმილი მისმა ღრიალმა დაარღვია,შემდეგ კი ამას მოჰყვა ქალის განწირული კივილი,სხეულის დაცემა და ალდენის შეშლილი და ბოროტი სიცილი!
ფრედერიკმა თავი ასწია თუ არა თვალში სისხლის გუბეში მოტივტივე როუსი მოხვდა,მის წინ მდგარი ალდენი კი სისხლიან დანას ლოკავდა და მაცდური ღიმილით უცქერდა შორიდან!
-მოგკლავ,მოგკლავ!
მხოლოდ ესღა ჩაიჩურჩულა და ყველასთვის მოულოდნელად ჰაერში აიჭრა!
აიჭრა ჰაერში და მას აჰყვა მთლიანი შენობაც!
ყველაფერმა ნგრევა დაიწყეს,ბევრი ადამიანი ნანგრევებში მოყვა,ზოგმა კი გაქცევა მოასწრო.
დემონებიც გათავისუფლდნენ და ძალები დაიბრუნეს და აი ფრედერიკიც !
ის ჰაერში აღიმართა და მის გარშემო ყველაფერი ნადგურდება!
თვალები ცეცხლივით წითელი აქვს,ისეთი წითელი ,რომელიც გაფრთხილებს რომ ამ დღეს სისხლი აუცილებლად დაიღვრება!
-ალდენ ბოილ...შენ ჩემმი ერთადერთი მსხვერპლი იქნები ,რომელსაც მეორე შანსს არ მივცემ.
მხოლოდ ეს თქვა და ჰაერში ასწია კაცი,შემდეგ კი ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია,შუაზე გაგლიჯა!
მისი სისხლით შეიღება ყველაფერი , ტენისონი კი მშვიდად მიაბიჯებდა ისე რომ უკანაც არ იხედებოდა.
სახე წვიმად წამოსული ,ალდენის სისხლის წვეთებით ჰქონდა დაფარული და უემოციო გამომეტყველებით მიაბიჯებდა წინ.
ის მორჩა მამმასთან ბრძოლას,პასუხები გაიგო და ახლა დაკარგულია საკუთარ თავში .
დაფიქრება სჭირდება ,რადგან ყველაფერი რისთვისაც ამდენხანს იბრძოდა ,სიცრუე აღმოჩნდა.
-როუს,როუს!
გთხოვ თვალი გაახილე,როუს!
არ წახვიდე...არ წახვიდე!
ანდრეი მომტირალი ჩაჩოქილი ევედრებიდა უგონო სხეულს რომ თვალი გაეხილა,იმედი კი არსად არ ჩანდა.
ნუთუ ფრედერიკმა როუსი დაკარგა უკვე?
-როუს.
და აი ამდენი ხნის შემდეგ,ფრედერიკს თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა!
უგრძნობი დემონი მის წინ მუხლებზე დაეცა და გულში ჩაიკრა უსულო სხეული.
ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა რომ ასე ძლიერ ეტკინებოდა იმის შემდეგ,მაგრამ მან ეს იგრძნო.
იგრძნო რომ მას საკუთარი სამყარო თავზე ექცეოდა.
-როუს!

როუსი:
უეცრად დედას ხმაზე მეღვიძება ,ვახელ თვალს და ჩემს ოთახში ვარ.
ვერ ვხვდები,ნუთუ ყველაფერი დამესიზმრა?
არადა ყველაფერი ისე ნათლად მახსოვს...მისი სახე,მისი თვალები,შეხება,კოცნა.
თითოეული ემოცია და განცდილი შიში!
ეს ყველაფერი მხოლოდ დამესიზმრა?
-როუს,საყვარელო გათენდა,აღარ ადგები?
-ხო, დეე ვდგები,ვდგები.

რა უცნაურია...ჩემს სიზმარში კი ყველა და ყველაფერი დავკარგე.

()()()()()) ()()()()()) ()()()()()) ()()()()())
ყველაფერს აგიხსნით შემდეგ თავში,მაგრამ გული რომ არ გაგისკდეთ გეტყვით რომ როუს არაფერი არ დასიზმრებია,ეს ის არაა რასაც ფიქრობთ,პასუხები შემდეგ თავში იქნება! 
და მალე დავამთავრებ!



№1 სტუმარი ატბ

აუ არ მოკვდეეეს, მალე დადე რᲐ

 


№2  offline წევრი ოცნება

მალე დადეეე.♥️♥️♥️მე უკვე წარმოვიდგინე რომ არსებობს დროის დემონი რომელმაც დრო წარსულში დააბრუნა. გოგონა დემონებიც გვაჩვენე ძალიან მაინტერესებს. ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

უკვე ორი საათია ტელეფონის გამოშტერებული ვუყურებ და არეულ დარეული ვარ კიდევკარგი სიზმარი არ ყოფილა წარმატებები და მალე დადე რა

 


№4 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

ახალ თავს როდის დაამატებ პეპელავ ?

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

ატბ
აუ არ მოკვდეეეს, მალე დადე რᲐ

არა,არ მოკვდება ^^
კი,მალე დავდებ❤️

ოცნება
მალე დადეეე.♥️♥️♥️მე უკვე წარმოვიდგინე რომ არსებობს დროის დემონი რომელმაც დრო წარსულში დააბრუნა. გოგონა დემონებიც გვაჩვენე ძალიან მაინტერესებს. ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

უფრო სხვა სიტუააცია,მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონება ისეც ^^ ❤️
ვერ დაგპირდები,მაგრამ ვეცდები გოგონა დემონებიც სადმე გამოვაჩინო ❤️

ატბ
როდის დადებ

მალე დავდებ❤️

《Sunshine》
ახალ თავს როდის დაამატებ პეპელავ ?

მალე საყვარელო❤️❤️

 


№7 სტუმარი ანუ

ეგ მალე როდისაა? -_-

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ვარ. კი ვიცოდი კარგად რომ წერდი მაგრამ მოლოდინს გადააჭარბე. ამდენი ემოცია, გრძნობა ვაუ... შენ ნათლად გვაჩვენებ რომ ყველაზე ძლიერი არსებაც კი უძლურია იმ წრფელი გრძნობის წინაშე რასაც სიყვარული ჰქვია... უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ!

 


№9  offline წევრი Butterfly122334455

ანუ
ეგ მალე როდისაა? -_-

ვერ მოვახერხე რაღაცების გამო,მაგრამ უკვე დადებულია ^^
ადმინისტრაცია ამოწმებს.

სტუმარი თიკო
პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ვარ. კი ვიცოდი კარგად რომ წერდი მაგრამ მოლოდინს გადააჭარბე. ამდენი ემოცია, გრძნობა ვაუ... შენ ნათლად გვაჩვენებ რომ ყველაზე ძლიერი არსებაც კი უძლურია იმ წრფელი გრძნობის წინაშე რასაც სიყვარული ჰქვია... უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ!

ძაალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️❤️
მიხარია რომ ასე მოიხიბლე და სწორედ გაიგე აზრი რაც ჩავდე ^^❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent