შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია ( ნაწილი 4)


3-11-2020, 12:17
ავტორი სესილია
ნანახია 2 063

***
ზაფხული ყველაზე კარგი დროა დიდი შეკრებებისთვის მეგობრებთან ერთად.
- ვახ, ვახ, რა ხალხი, რა საზოგადეობა. - ჭიშკართან შეეგება სარა მის მეგობრებს, - ბავშვები სად არიან?
- ბებია - ბაბუასთან, დიდი ბავშვი კი წამოვიყვანე. - გაიცინა მართამ.
სწორი გადაწყვეტილებაა, აქ მხოლოდ დიდი ბავშვები ვართ. - ხელი მოხვია გაბრიელმა სარას, - მაგრამ აი, შენი და კესანეს „დიდი ბავშვები“, როდის მეღირსება, ხომ ვერ მეტყვით?
- დაიწყო, - ხელი გააწევინა სიძეს, - შეგიძლია იქეთ მამაკაცებს შეურთდეთ ბატონო გაბრიელ. თქვენ კი წამომყევით, სახლში შევიდეთ.
- რა კარგია განტვირთვა, ისე გადავიღალე ეს დღეებია. - სავარძელში ჩაჯდა მართა, - შენ რა გჭირს ხმას, რომ არ იღებ? - მიუბრუნდა კესანეს.
- გაბრაზებული ვარ.
- რატომ?
- ჩემზეა გაბუსული, ლექსოს რომ შევატოვე. - გადაიკისკისა სარამ და სალათის ჭრა გააგრძელა.
- აბა მე, რომ მასე მექნა არ გაბრაზდებოდი?
- შეირგე, ეს ცხოვრება დაო, შეირგე. მიეცი თავს უფლება, რომ გაიხსნა, დატკბე ურთიერთობებით, არ გამოვა, არაუშავს.
- მართალია, კესანე, სარა. - ხელი ხელზე მოუჭირა მეგობარს, - გთხოვ, ყველაფერზე ნუ იძაბები, იქნებ არაფერია, ჩვენ გველანდება და მას მხოლოდ მეგობრობა სურს, ნუ იქნები ასეთი ხისტი და უხეში. არ გახსოვს, მე და გაბრიელი როგორ ვიყავით? მაგრამ ხომ ხედავ, ახლა ერთად ვართ.
- არ შემიძლია, უფროსია გესმით, უფროსი.
- გავიგეთ, მაგრამ ნუ ეუხეშები, ნურც ცივად ესაუბრები. არ ხარ შენ მასეთი. შეიძლება ფიქრობს, რომ შენ ცივი უკარება გოგოს, როლს თამაშობ და იმედი აქვს.
- არაფერსაც არ ვთამაშობ, ასეთი ვარ მე.
- კი, მასეთი ხარ უკარება და წუნკალი, - ხელები გაიმშრალა სარამ და ფანჯარაში გაიხედა. - ოჰ, ბიჭობა მოსულა.
- ვინ ბიჭობა? - გოგონებიც მივიდნენ ფანჯარასთან.
- დავითა, თემური და მურადი.
- მოიცა მურადი, რომელია?
- აი, ის გვერდით ლიზას ნათესავი ნაზი, რომ უზის.
- ვაა, არაა ცუდი ტიპი. - მოეწონა მართას.
- ის ნაზი გაუბურღავს ახლა ტვინს, - გაეცინა კესანეს. - მაგარი ტიპია ეს გოგო, ჩემს ძმასაც როგორ ეპრანჭებოდა.
- კიი მახსოვს ეგ. - გაეცინა სარას, - ე.ი სალათები მზად არის და გავიტანოთ გოგოებო.
ხელდამშვენებული გოგოები ამაყი და მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მაგიდას:
- მოგესალმებით.
- სარაა, როგორ ხარ? - წამოდგა დავითა.
- მე კარგად და შენ?
- მეც კარგად, რა ჯობია მეგობრებთან ერთად ასეთ კარგ გარემოში ყოფნას.
- ნამდვილად, გეთანხმები.
- შენს მეგობრებს არ გაგვაცნობ? - იკითხა დავითამ.
- კი, როგორ არა , გაიცანით ჩემი საუკეთესო მეგობრები კესანე და მართა. - წარუდგინა მათი თავი, - ესენი კი გეგას მეგობრები დავითა, თემური და მურადი.
- ძალიან სასიამოვნო.
- მურადი ვინ არიის? - წამოიძახა ნაზიმ.
- მე, - ჩუმად თქვა მურკამ.
- აბა მურკაო?
- მურკას ახლობლები მეძახიან. - ქვემოდან ახედა სარას.
- კარგი, მაშინ მე მურკას დაგიძახებ.
- კარგი. – „თემო ამ გოგოს მოცილებაში, დამეხმარე რაა“ გადაჩურჩულა მეგობარს.
- ძმაო, აშკარად მოეწონე მაგ გოგოს და ხელი კარგად ჩაჭიდე, - იმანაც ჩუმად უპასუხა.
- მოგკლავ. - ჩუმად ჩაილაპარაკა მურკამ.
- სარაა, შენ კიდევ ვერ გადაეჩვიე მოკლე შორტებს? ასაკი გემატება, ბავშვი ხომ არ ხარ? - ირონიულობა სცადა ნაზიმ.
- ოო, ქალბატონო ნაზი, - ცინიზმა იფეთქა სარაში, - ალბათ თქვენს ასაკს, რომ მივაღწევ, მერე დავფიქრდები მაგ საკითხზე, ჯერ კიდევ მიწყობს აღნაგობა და სხეული, რომ ვიცვამდე ისე, რომ მისი გრძელი სამოსით დაფარვა არ მჭირდებოდეს, მაგალითად, თქვენსავით. - გველურად ჩაიღიმა და მზის სათვალე გაისწორა.
- ჩაგეთვალა, - ჩაიჩურჩულა მართამ.
- გეუბნები, ამას თუ თავს შეაყვარებ, ძეგლს დაგიდგამ, - ჩაილაპარაკა თემომ მურკას გასაგონად.
- ცხელი მწვადები მოვიდა, აბა ვის უნდა? - შაფურები მაგიდაზე დააწყო გაბრილემა, გეგამ კი გიტარა აიღო ხელში და სასიამოვნო მუსიკის ფონი შექმნა. საღამო მხიარულად მიდიოდა.
- არა, რაა უნდა გაცინოთ, - ჭიქა დადგა სარამ, - ე.ი დღეს მყავდა კლიენტი, რომელიც მელოდებოდა და თან რაღაც კურიოზებს მიყვებოდა, ერთზე იმდენი ვიცინე, მერე შემრცხვა იმ კაცის.
- აბა რა იყო ასეთი, გაგვაცინე ჩვენც. - თქვა მურკამ, რომელიც გოგოს თვალს არ აცილებდა.
- ე.ი ადრე სოფლებში გასვენებზე ქელეხი, სანამ მიცვალებულს გამოასვენებდნენ, მანამდე იმართებოდა, ხოდა ერთი მეზობლის კაცი კარგად დამთვრალა და მოუნდა ცეკვა, მაგრამ იცის, რომ გასვენებაშია და ასე ვერ გაშლის ხელს.
- მერე?
- მერე, თავიკაცისთვის უთქვამს, მიცვალებულს, რომ გამოიყვანებენ დოლ-მუზიკაზე არ აცეკვონ, სანამ მე არ გამოვიცეკებო. გამოუსვენებიათ საწყალი მიცვალებული, ამ კაცს გაუშლია ხელები, სამი წრე ჩამოუვლია და გასმებით მისულა მიცვალებულთან, თავი დაუკრია და გამოუცეკვია, ფაქტიურად დაისი იცეკვეს, ხოდა მიცვალებულის ცოლი გაქცეულა, მეც არ ამაცეკვონ ქმრის დაკრძალვაზეო.
- ვაიმეე, არ არსებობს... - ძლივს ითქვამდნე სულს მეგობრები.
- აი, შენ ხომ უნდა მოისმინო ყველაფერი სასწაული.
- სასტაული, რომ იქნები აი, მაგიტომ. - გულიანად იცინოდა სარა.
- რადგანაც ასე კარგად ვერთობით, იდეა მაქვს. - წამოდგა დავითა.
- აბა თქვი, ძამაო.
- კარგი ტური მოვაწყოთ, წავიდეთ სადმე ერთად.
- ვაა, რა კარგი იდეაა. - გადახედა ლიზამ მეგობრებს, - მგონი უმრავლესობა წამოვა.
- კიი, ჩვენი სასტუმროს მინივენებით წავიდეთ სადმე ლამაზ ადგილას, მთაში ან ზღვაზე. სწრაფი კვება შენზე იყოს გეგა, მაგ ბიზნესში ხარ და ა.შ. - მხარზე ხელი მოხვია მეგობარს დავითამ.
- არ არის პრობლემა, მიგულეთ თქვენს გვერდით.
- და შენ რას გაგვიკეთებ, სარა?
- და, მე რა უნდა გაგიკეთოთ? - გვერდულად გახედა ბიჭს, - ჩემს ლამაზ და მოვლილ თითებს გაზქურაზე ვერ დავიწვავ.
- მერე მაგიტომ ვერ თხოვდები, ხომ ხედაავ. - გადაიკისკისა ნაზიმ და მურკას გადახედა.
- ოჰ, რას მელაპარაკები? - ირონიულად ჩაეცინა სარას, - შენ თუ გაქვს ბოტოტა თითები და ტრიალებ სამზარეულოში, მიტომ გამოიცვალე, ხომ სამი ქმარი?! - ცალი წარბი აწია და ჩაეცინა.
- სარა, გეყოფა. - კბილებში გამოცრა გეგამ.
- ჩუმად ვარ, ნუ მიწვევს თვითონ, - გადახედა ძმას, - თორემ, ხომ იცი სასტიკად ცინიკური ვხდები ხოლმე. - თქვა ეს და ტელეფონში მოსულ შეტყობინებას დახედა.
- „გაბრაზებენ ხო?“
- „ცდილობენ, მაგრამ არ და ვერ გამოდით“.
- „ისე მეც მხუთავს ეს გოგო, ტკიპასავით მომეკრა“.
- „გილოცავ, მალე გაბედნიერდები.“
- „ოო, ოღონდ ამაზე არა“.
- „მაშინ უნდა გაიქცე.“
- „ერთად გავიქცეთ“.
- „......“
- „არა, ცუდად არ გამიგო, ახლა იქნებ დამეხმარო, რომ ამ ნაზიდან თავი დავაღწიო“.
- „ok. მე გავალ და მერე შენც გამოდი.“ - სარა წამოდგა, სახლის უკანა ეზოში გავიდა და საქანელაში მოკალათდა.
- აქ ხარ? - სიბნელეში მურკას სილუეტი გამოჩნდა.
- აჰა, აქ ვარ.
- რატომ გიწვევს ის გოგო? - ხის მორზე ჩამოჯდა მურკა და ცდილობდა სარას ნაკვთები კარგად შეესწავლა.
- რავიცი, ხომ იცი დაოჯახებაზე ჩაციკლული გოგონები? - გახედა მურკას, - ეგაა ზუსტად.
- გამოდის, რომ მისთვის გათხოვებაა მნიშვნელოვანი.
- სუუ. ვერ ვიტან სიტყვა „გათხოვებას“! რა ნივთი ვარ, რომ გამათხოვონ? ან ვითხოვე რას ნიშნავს, ბიჭები რომ ამბობენ? ქალები, რა ნივთები ვართ? უნდა გვითხოვებენ და მერე თუ მოუნდებათ დაგვაბრუნებენ? ნწ! მშვენიერი სიტყვები გვაქვს ქართულ ენაში, დაქორწინება, შეუღლება... ამ ეტაპზე კი არ ვაპირებ.
- რა სწორად თქვი, მაგ საკითხზე არასოდეს დავფიქრებულვარ. სწორი შენიშვნა. ჭკვიანი გოგო ხარ, შენ.
- ვიცი, ჭკვიანი, რომ ვარ. - ცას შესცინა სარამ.

***
სიტყვები ისრებივითაა, დაუფიქრებლად გასროლილი სიტყვები კი სამუდამოდ კვალს ტოვებს ჩემს, შენს, მის გულში... მერე ბევრჯერ ვინანებთ, ვეცდბით გამოსწორებას, ბევრჯერ გამოვასწორებთ, ბევრჯერ კი ვეღარ შევცვლით იმ გარემოებას, რასაც ჩვენი ქმედება გამოიწვევს.
- ეს რა ყუთია? - მაგიდაზე ლამაზად შეფუთულ ყუთს შორიდან ათვალიერებდა კესანე, მერე ფრთხილად აიღო, ლენტი გახსნა და ყავის ჭიქა ამოიღო, - კესანები, რა ლამაზია.
- როგორც ვხედავ, საჩუქარი ძალიან მოგეწონა. - ოთახში ლექსო შემოვიდა.
- ძალიან, ვგიჟდები ამ ყვავილებზე. - თითებით ნაზად შეეხო კესანებით მოჭედილ ჭიქას. - ხომ არ იცით ვინ მოიტანა?
- ჰმ, - ჩაეღიმა ბიჭს და სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო. - ნეტა ვინ?
- თქვენ? - ღიმილი სახიდან გაუქარა კესანეს. - რატომ? არ იყო საჭირო, - სწრაფად ჩადო ყუთში ჭიქა და ცივი მზერა სტყორცნა.
- რატომ? - გული ჩასწყდა ლექსოს, - მითხარი რატომ მექცევი ასე უხეშად? საიდან არ ვცდილობ, რომ მოგიდგე, რომ შენი კეთილგანწყობა დავიმსახურო, რომ ვიმეგობროთ მაინც და რატომ? - გოგონას პასუხს არც დალოდებია, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, კესანე კი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
- სარა, სად ხარ?
- შეხვედრაზე ვარ, კესანე.
- საღამოს გამოიარე ჩემთან კარგი?
- კარგი.

***
როცა გიყვარს, გიყვარს. სიყვარული, ბევრჯერ, დაუკითხავად მოდის, გიღებს გულის კარს და სამუდამოდ იქ ესახლება. მერე ნელნელა მისი საცეცებით მთელს გულს, სხეულს და ბოლოს გონებას იპყრობს და არ გაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. გირევს დღეს, ღამეს, გირევს ყველა განრიგს და ვერ ჩერდები, სანამ არ იტყვი : მე შენ მიყვარხარ.
- სარა.
- მურად, აქ საიდან? - გადაკოცნა ბიჭი.
- ხომ, არ დაგავიწყდა ჩვენი სასტუმრო სად მდებარეობს?
- უი, ხო. ეგ არც გამხსენებია. - გაიღიმა, - აბა როგორ ხარ?
- მე კარგად და შენ?
- მე ცოტა დაღლილი, მთელი დღეა შეხვედრაზე ვარ თარჯიმნად და ტვინი გადამიდუღდა. - თმები გადაიწია სარამ.
- ყავაზე შემიძლია დაგპატიჟო.
- არა, მადლობა. სხვა დროს იყოს.
- მე სულ მზად ვარ გიმასპინძლო. - როცა მასთან ასე ახლოს, იყო გულის ცემა სხვანაირად ძლიერდებოდა.
- ვაა, ეს რა არის?
- ეს? - ჭრელი ბურთები ხელში ააწკარუნა მურკამ, - მუსიკალური ბურთებია, თუ მოგწონს, აიღე გჩუქნი.
- მართლაა? დიდი მადლობა. - ბურთები ხელში დააწკარუნა, დაბზრიალდა და უცებ მურკას მკლავებში აღმოჩნდა. - რა კარგი ხმები აქვს. - უხერხულად, ჩაილაპარაკა სარამ.
- მე შენ... - თვალებში ჩასცქეროდა საყვარელ ქალს.
- რა შენ? - ჩუმად დაიჩურჩულა სარამ.
- მე შენ მიყვარხარ. - უცებ ამოთქვა და სუნთქვა გაუჩერდა თითქოს.
- გიყვარვარ? - თავი გაითავისუფლა ბიჭის მკლავებიდან, ღრმად ამოისუნთქა სარამ, - მაგრამ, მაგრამ მე არ მიყვარხარ, მურად.
- ვიცი... - ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ცას გახედა, თითქოს იქ ეძებდა ხსნას.
- აიღე, ამას ვერ ავიღებ. - მუსიკალური საკრავი ბურთები უკან გაუწოდა.
- არა, - ხმა, სადღაც შორიდან მოესმა. - მე გაჩუქე და უკან არ ავიღებ. - ცდილობდა სახეშიც არ შეეხედა, არ უნდოდა მისი ტკივილი სარას ამოეკითხა. სარა იდგა, აკვირდებოდა, თუ როგორი განადგურებული იყო მურადი, როგორ ცდილობდა ტკივილი არ გამოეხატა, რაღაცანაირი გრძნობა დაეუფლა, უცნაური, არ უნდოდა მისთვის გული ისევ ეტკინა.
- მისმინე, მურად. - წინ დაუდგა, - მოდი ეს ერთი ბურთი შენ დაიტოვე, მეორე ბურთს კი მე წავიღებ. - ხელის გულში ჩაუდო.
- რატომ? - ტკივლიანი თვალებით შეხედა.
- რა იცი, რა ხდება? იქნებ გამოვიდეს რამე და თუ რამე გამოვა, ეს ორი ბურთი ისევ ერთად იქნება, შევაერთებთ. - იმედიანად შესცინა და დაუმშვიდობებლად გაიქცა მანქანისკენ.

***
მანქანა ნელა მიუყვებოდა ქუჩას, ფიქრები მიღებულ ემოციებს ვერ აკონტროლებდა, ორივე მიღებულ საჩუქრებზე ფიქრობდა, სარას ეღიმებოდა მურკას იმედიან ღიმილზე, კესანე კი ლექსოს იმედგაცრუელბულ მზერას ვერ ივიწყებდა.
- მოხვედი? - კარები გაუღო კესანემ.
- არა ჯერ კიდევ გზაში ვარ, - გაიცინა სარამ, - მოიცა, შენ რა გჭირს? - წარბები შეკრა. - ისევ რამე მოხდა? ისევ გაწყენინა?
- ავიდეთ ჩემთან, საძინებელში და ვილაპარაკოთ. - ზოზინით აუყვა კიბეებს კესანე, სარამ მობილური მოიმარჯვა და მართას დაურეკა:
- მართა ხომ გცალია?
- კი, ხომ მშვიდობაა? რა ხმით რეკავ?
- კესანეს აქვს მოსაყოლი ამბავი და მეც.
- აბა დაიწყეთ, გისმენთ.
- თქვი ახლა, - მიუბრუნდა კესანეს სარა.
- დღეს, სამსახურში, რომ მივედი საჩუქარი დამხვდა. - ამოიხვნეშა კესანემ, - ძალიან ლამაზი კესანებით მოხატული ჭიქა, თურმე ლექსოს გაუკეთებია ჩემთვის და მე ძალიან ცივად და უხეშად გამომივიდა, ის კიდევ ისე გაბრაზდა, ასე მითხრა : „მითხარი რატომ მექცევი ასე უხეშად? საიდან არ ვცდილობ, რომ მოგიდგე, რომ შენი კეთილგანწყობა დავიმსახურო, რომ ვიმეგობროთ მაინც და რატომ?“.
- ოო, - დაქალებმა ერთად ამოიხვნეშნეს და თვალებით ერთმანეთს, რაღაცეები ანიშნეს. - მისმინე, კეს. - თქვა მართამ, - ნუ ფაქტია, ეს ბიჭი რაღაცას ცდილობს, უნდა შენთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მითხარი შენ არ მოგწონს? სულ არა?
- ნწ, არ მომწონს და რა ვქნა. - ბალიში ჩაიხუტა გულთან.
- მერე უხეშობა არაა საჭირო, ნეიტრალური ურთიერთბა დაიკავე და იქნებ მიხვდეს თვითონაც, რომ შენ მასთან არ გსურს არანაირი სხვა ურთიერთობა, გარდა უფროსისა და თანამშრომელისა.
- მასეც ვაკეთებ, მაგრამ სხვებთან თუ ხარ ასე ახლოს, მე რა დაგიშავეო?
- ნუ ახლა მაგაში მართალია, ცოტა გაიხსენი შენც. - წამოჯდა სარა, - აი, მაგალითად ჩემსავით.
- შენ ვისთან იხსნები? არ გამაცინო. - გაეცინათ გოგოებს, - ყველას ეგველები.
- აი, დღეს მურადმა, რომ მითხრა მიყვარხარო, სულ არ მიგველია.
- რა თქვიი? - ერთდროულად შესძახეს დაქალებმა.
- ხო, კარგით, რა გაყვირებთ? -ყურებზე ხელები აიფარა სარამ.
- ვაა, უყურე მურადს. - ნიკაპით ხელს ჩამოეყრდნო კესანე, - მოიცა ასე, უცებ როგორ შეუყვარდი? ორი თვეც არაა, რომ იცნობ?
- ალბათ, ერთი ნახვით შევუყვარდი. - გადაიკისკისა სარამ.
- დაიწყო მისებური ცინიზმი. - ამოიხვნეშა მართამ, - მეცოდება ის ბიჭი, იმედია ეგრევე არა არ აჯახე.
- არა, მინდოდა მეთქვა მასე, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა, შემეცოდა და მეთქი ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებსთქო და შევატყვე, როგორ გაუხარდა.
- კეს, შუბლზე ხელი მიადე, სიცხე ხომ არ აქვს? - უთხრა მართამ, კესანემაც არ დაყოვნა.
- არა, დაო. აშკარად არ აქვს სიცხე.
- ე.ი ადამიანურად მოვიქეცი, სიცხე ხომ არ გაქვსო? - წამოხტა სარა, - არადამიანურად მოვიქცევი და გული არ გაქვსო, რა ვქნა რაღაცნაირად შემეცოდა, ისე უცებ ჩამოყარა მხრები. - სივრცეს გახედა და ჩაეღიმა სარას.
- იღიმის, დაო. - მართას უთხრა, კესანემ.
- კარგია, ე.ი რაღაც იწყება... - ტაში შემოკრა მართამ.

***
მთელი საღამო გადაუღებლად წვიმდა, როგორც იტყვიან ცა ჩამოდიოდა.
- ოჰ, ახლა მოუნდა წვიმა, ხვალ რომ პიკნიკზე მივდივართ, - ბუტბუტით გადაწია ფარდა სარამ და ცას გახედა. - არადა იქნებ კარგიცაა, რომ წვიმს. ჩაიშლება პიკნიკი და მურადსაც არ ვნახავ. - თვალები მოწკურა, - აჰამ, თავხედი. მითხრა „მიყვარხარო“ და გაქრა, პირველ მოსული თოვლივით. თუ? - ბოლთის ცემა დაიწყო, - მოიცა, იქნებ მცდის? უნდა ამაფორიქოს? მასზე ვიფიქრო, როგორც ახლა და გული მომილბოს ჰა? უყურე, რა ეშმაკია. ნწ, წვიმა არ მაწყობს, - აივნის კარები გამოაღო, ცას ახედა და დაიძახა, - ჰეი, მანდ ზემოთ ვინც ხართ, მოკეტეთ ეს ონკანი და გადაიღოს წვიმამ.


- როგორ წვიმს? თან ახლა, ყველაზე არაშესაფერის დროს. - ცას გასცქეროდა მურკა, - გთხოვ, გადაიღე, ხვალ ჩემი გოგო უნდა ვნახო, გთხოვ.
- ძმაო, კარგად ხარ? - გაოცებული სახით მიუახლოვდა თემო მურადს და მანაც ცას გახედა.
- თუ ასე იწვიმებს, არა. - საწყალი სახით შეხედა მეგობარს.
- აჰამ, მივხვდი. - ცხვირთან მოიქავა თემომ, - მაგრამ თავს დავდებ, რომ ხვალ კარგი მზიანი ამინდი იქნება და პიკნიკიც არ ჩაიშლება, შენს გოგოსაც ნახავ და მერე იცოდე მეჯვარედ გავიჩითები ქორწილში.
- იმედია, დამელაპარაკება.
- რატომ არ უნდა დაგელაპარაკოს?
- ვუთხარი მიყვარხართქო და მერე დავიკარგე, - ხელები გაშალა უიმედოდ, - წარმომიდგენია, რას ფიქრობს ჩემზე და ხვალ როგორ შემხვდება?
- ახლა წინასაწრ თვალებს ნუ დაითხრი, ხვალ დიდი დღეა, ძმაო, დიდი.

***
მზიანი და უღრუბლო დილა გათენდა. სარა თავისი მანქანით კესანეს და დიმას ელოდებოდა.
- გამოანათეს და-ძმამ. - სათვალეები შეისწორა.
- აბა როგორ ხაარ?
- მშვენივრად, ისე სიმართლე გითხრათ ასეთ კარგ ამინდს არ ველოდი.
- წინ იყურე შენ, როცა მანქანას მართავ. - უკნიდან გასცა ბრძანება, დიმამ.
- ეს ჩვენთან ერთად უნდა იყოს მთელი გზა? - სასოწარკვეთილი სახით გადახედა სარამ კესანეს.
- შეგიძლია, ვინმეს გადაუსვა მანქანაში.
- კარგი აზრია.

მურკა ნერვიულად დააბიჯებდა მანქანის ირგვლივ, ეშინოდა შეხვედრის, თან გეგასთანაც უხერხულად იყო, ერთი ფიქრი ისიც იფიქრა, ხომ არ დავრჩეო და გეგმაც შეიმუშავა გონებაში.
- შენ, დღეს ასე უნდა ინერვიულო? - მიუახლოვდა თემო.
- ძაან მეტყობა? - შეჩერდა.
- კი, ამიტომ ცოტა დინჯად, მე შენს გვერდით ვარ. - თვალი ჩაუკრა, - აჰა, ისიც მოვიდა.
- Hi, - ხელი დაუქნია ყველას სარამ, - გიგზავნით ჰაეროვან კოცნებს.
- როგორც იქნა მოხვედით, - ჩაეხუტა მართა მეგობრებს. - თქვენ გელოდით და გავალთ.
- აბა ვინ ვის მანქანაში ჯდება? - იკითხა დავითამ.
- მე ჩემი მანქანით მოვდივარ და ვისაც უნდა წამომყვეს. - ხელი ასწია სარამ.
- მგონი ჯობია ბიჭების მანქანით წამოხვიდეთ გოგოებო, - თქვა თემომ.
- ეგ, არ უნდა გეთქვა, - თქვა დიმამ, - ჩემი გოგო ვერ იტანს მგზავრობას, როცა სხვა ზის საჭესთან, გულისრევები ეწყება. - შუბლზე აკოცა დიმამ სარას.
- გეთანხმები, ჩემო ბიჭო. - თმები აუჩეჩა მეგობარს, მურკამ კი ბრაზისგან მუშტები მომუჭა და ამოხვნეშა.
- გეგა, ჩემს ძმას და შენს დას უთხარი შეწყვიტონ, თორემ თუ ჩაირთვებიან, ხომ იცი, რომ არ ირთვებიან?
- კარგით გეყოფათ, ნუ ბავშვობთ. - ხელით ანიშნა გეგამ, - ე.ი
- ე.ი გოგოები ჩემთან სხდებიან, ბიჭები კიდე გეგასთან, - თქვა სარამ და მანქანისკენ გაემართა.
- დღეს ეს, მე შემიწირავს, - ჩაილაპარაკა მურკამ.
- კარგი გადმოვიტან ჩემს ნივთებს, - წამოეწია დიმა სარას, - მისმინე იმ ტიპს უყვარხარ?
- რომელს? - სცადა გაკვირვებული სახე მიეღო სარამ.
- ნწ, - თითი დაუქნია დიმამ, - ჩემთან ეგ თამაშები არ გაგივა, გეგა არ ვარ.
- როგორ მიხვდი? - დანებდა სარა.
- მზერა, მზერა და კიდევ მზერა. - თვალი ჩაუკრა. - ხელი, რომ მოგვიხიე და ვთქვი ჩემი გოგოთქო, იქვე მოკვდა.
- ოჰ, რას მელაპარაკები? ძალიანაც კარგი, იჯავროს, გაბრაზდეს და მიხვდეს, როგორია ჯერ, რომ ამბობ მიყვარხარო და მერე იკარგები.

რაჭა. შაორის ტბა. სიმწვანე. ჩიტების ჭიკჭიკი. სიმშვიდე. მანქანები სადგომზე გააჩერეს და მთელი ჟრიამულით მოედნენ ტერიტორიას, სარამ კი მყუდრო ადგილი მოძებნა და რუჯის მისაღებად გაწვა.
- როგორ ხარ?
- მე კარგად და შენ? - ადგილიდან არ დაძრულა სარა.
- უკეთ.
- კარგია.
- ასე უნდა ვიყოთ?
- როგორ?
- ვითომ არაფერი მომხდარა...
- და რამე მოხდა? - სათვალეები მოიძრო და ახედა მურკას.
- არა, ეგ თვალები არ არის ცისფერი, მაგ შენი თვალების ფერია ცა... - თვალებში ჩახედა ბიჭმა გოგოს და თითქოს წამით გაირინდა მთელი სამყარო.
- სარა, სად ხარ? - გაისმა კესანეს ხმა.
- აქ ვარ, - წამოდგა, - ხო, - მიუბრუნდა დაქალს, - შეგიძლია მურადს უთხრა, რომ მწვანე თვალები მაქვს და არა ცისფერი. - თქვა ეს და სწრაფი ნაბიჯებით გაერიდა მათ.
- კი, ნამდვილად მწვანე თვალები აქვს. - დაეთანხმა კესანე სარას და გაოგნებულ მურადს მიუახლოვდა. - მისმინე, თუ მართლა გიყვარს, ასეთ ირონიას და ცინიზმს უნდა გაუძლო და შეძლებ მიხვიდე მის გულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დამარცხდები, ისევე როგორც სხვები.
- მადლობა, კესანე, - გაუღიმა მურკამ, - ბევრი მსმენია სარას ცივ ხასიათზე, მაგრამ ვიცი ეს ერთგვარი თავდაცვის სახეა და მის გულთან აუცილებლად მივალ.
- ყოჩაღ, მომწონს შენი ესეთი შემართება.
- როცა გიყვარს ასეა, არ მეთანხმები?
- ხო, ალბათ. - მხრები აიჩეჩა კესანემ.
- ანუ ჯერ არ გყვარებია, - თვალი ჩაუკრა მურკამ.
- აჰამ, ეგრეა. - გაეღიმა გოგოს, - წავედით, მწვადები მზად იქნება და მერე ჩემი მართას უგემრიელესი კექსები დავაგემოვნოთ, ცივ ყავას მე გაგიკეთებ.
- წავედით.
სუფრა გაიშალა, მწვადები ნაკვერცხალზე აშიშხინდა, გეგამ გიტარის სიმებს თითები ჩამოჰკრა და ბიჭებმა მშვენიერი სიმღერა შემოსძახეს. სარამ ლიზას ხელი მოჰკიდა და ცეკვა დაიწყო.
- მიდი, რძალუკა, ამყევი. - მთელი სხეულით როკავდა სარა.
- რა გოგოები, რა ნიჭი... - ტაშს უკრავდნენ მეგობრები.
- მოიცათ, ახლა უნდა ვითამაშოთ, გავიხსენოთ რა ბავშვობა. - წამოდგა მართა.
- ჰე, აბა რა ვითამაშოთ?
- „ვისი სული გსურს“ ხომ გახსოვთ?
- კიი, - ერთად შესძახეს.
- მაშინ გავიყოთ და ვითამაშოთ, ბიჭები გოგოების წინააღმდეგ.
- ოჰ, მასე წავაგებთ. - დაიყვირა ლიზამ.
- აბა, წყვილები ერთად და დანარჩენი ერთად.
ტრიალ მინდორზე გაიშალნენ.
- ისე არათანაბრად ვართ, წყვილები ოთხნი და ჩვენ შვიდნი.
- მე და სარა გადავალთ წყვილებში, - ხელი ჩაკიდა დიმამ მეგობარს და მეორე მხარეს გადავიდნენ, მურკამ ღრმად ამოისუნთქა „დამშვიდდი, დამშვიდდი“, თავს შემოუძახა.
- აბა, ვისი სული გსურთ? - დაიძახა სარამ.
- სარას, სარას სული მსურს. - თქვა მურკამ და სიყვარულით სავსე თვალებით გახედა.
- აჰა, აბა მოვდივარ. - ორი ნაბიჯით უკან დაიხია სარამ და მთელი ძალით გაიქცა, მურკამ თემოს მთელი ძალით ჩასჭიდა ხელი და სარა მათთან დარჩა.
როცა საყვარელი ქალის ხელს ჩასჭდებ ხელს, მთელი სხეული სითბოთი და ნეტარებით ივსება, გრძნობ გული როგორ სწრაფად იწყებს ფეთქვას და სუნთქვაც გიხშირდება, გინდა გულთან ჩაიკრა და არსად გაუშვა, მისი სხეულის სურნელი ბოლომდე შეიგრძნო.
- ჰეი, - ხელი უჯიკა სარამ, - გამოფხიზლდი.
- ფხიზლად ვარ, - შეცბა მურკა.
- ნუ მატყუებ, - შესცინა.
- არ გატყუებ, უბრალოდ, ვცდილობ შენი ისრები ავიცილო.
- ოჰ, ხომ არ შეგაშინე? - მხარეზე ჩამოეყრდნო.
- არა, ჩემო ყვავილო, მე მხოლოდ შენი დაკარგვა მაშინებს.
- ოო, და შენი როდის მერე ვარ, დაკარგვა რომ გაშინებს ჩემი?
- სულ, მალე იქნები, ჩემი. - ყურში ჩასჩურჩულა სარას და მისი თმის სურნელი შეისრუტა.
- მომწონს შემართება, - ცივად ჩაილაპარაკა სარამ და გაეცალა ბიჭს, არ უნდოდა შეემჩნია, თუ როგორ ათთრდოლდა მის სიახლოვეზე.

***
როცა იბრძვი, ბევრჯერ მარცხდები. ომი მუდამ გამარჯვებით არ მთავრდება, არც ზავით, ხანდახან ფინალი - დამარცხებაა. მთავარია, არ შეეგუო. ფეხზე წამოდგე და შეძლო წინ, ახალი გამარჯვებისთვის ბრძოლა.
- დილა მშვიდობის, კესანე.
- დილა მშვიდობისა.
- დღეს თათბირზე 12 საათის ნაცვლად, ახლა შემოდით, კარგი?
- კარგი, ვეტყვი ტატოს და სოფოს. - ჩათში მიიწერა კესანემ და ლექსოს გაჰყვა.
- მოგესალმებით ბატონო ლექსო, - შემოვდნენ თანამშრომლები.
- გაგიმარჯოთ. - სავარძელში გასწორდა, - ე.ი ტურების გაყიდვა საკმაოდ წარმატებულად მიდის, მალე სავარაუდოდ საუდის არაბეთიც დაგვემატება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ახლა რაც შეეხება შიდა ტურებს, რაჭის ტურს დავამატებთ ორ-სამ დღიანს, ანუ მხოლოდ ერთ დღიანით არ შემოვფარგლებით.
- ანუ ვიპოვეთ კარგი სასტუმროები? - იკითხა ტატომ.
- კი, კოტეჯების ტიპის საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, სადაც საკმაოდ მისაღებ ფასებზე შევთანხმდი, ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ მალე.
- რა კარგია, სულ იყო სურვილი სვანეთის მსგავად რაჭაში ორ-სამ დღიანი ტურები. - აღნიშნა ტატომ.
- და აი, ესეც გვექნება. - გაეღიმა ლექსოს, - კარგით, აბა რაჭის ტურები ორ დღიანი და სამ დღიანი დამიგეგმეთ და მაჩვენეთ. თავისუფლები ხართ.
- კარგით, ბატონო ლექსო. - წამოდგნენ.
- კესანე, შენ დარჩი.
- დიახ.
- ე.ი არაბებთან შეხვედრა ჩაინიშნე ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე, წყალტუბოში
- ისვე წყალტუბო... - ჩაიბუტბუტა კესანემ.
- უკაცრავად? რამე მითხარი?
- არა, არაფერი, ისე უბრალოდ ჩემთვის. - წამოწითლდა გოგო.
- ხო, სად გავჩერდი?
- წყალტუბოზე...
- ხო, წყალტუბოში სასტუმრო „მურდათე პლაზაში“.
- მურდათე?
- ხო, იცი?
- არა, რა უშნო სახელია? - დაბრიცა ტუჩები.
- შენ, რომ გახსნი უკეთესი დაარქვი. - თვალი ჩაუკრა ლექსომ და ჩაეღიმა, კესანეს შეცბუნებულ სახეზე.
- კარგი, ე.ი 8 საათზე.
- მისამართი არ გინდა, თუ მოაგნებ ინტუიციით?
- მოვაგნებ! -იხტიბარი არ გაიტეხა კესანემ და ამაყი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
- მაგიჟებს, - ჩაილაპარაკა ლექსომ და მუშაობა განაგრძო.

***
ფიქრები სხვაზე, მასზე, ნელნელა იწყებენ ჩვენში შემოსვლას, შემოჭრას... ჯერ ვაიგნორებთ, გავურბივართ, ვკრძალავთ, ვებრძვით... მაგრამ, ხშირად ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ, ჩვენივე დაგეგმილ ომში ვმარცხდებით... ან პირიქით ვზავდებით ან კიდევ ვიმარჯვებთ... სიყვარულის ომში ყველაფერია მოსალოდნელი, მთავარია, როგორ ვიბრძვით, სწორი გზით თუ პირიქით. ბევრჯერ სიყვარული ერთი ნახვითაა, ბევრჯერ კი წლები სჭირდება, ბევრჯერ სულ ცოტა დროც საკმარისია...
- სარა, როგორ ხარ?
- მადლობა, კარგად და თავად?
- ეს ოფიციალურად უნდა ვისაუბროთ?
- და არაოფიციალურად როდის ვსაუბრობ? მითხარი რატომ მირეკავ? არ მაქვს ბევრი დრო. - სიცივე გაისმა ხმაში.
- ე.ი პირველი : - ძალიან მიყვარხარ და მეორე: - ხვალ მჭირდებით შეხვედრაზე.
- პასუხი პირველზე - მე არ მიყვარხართ და მეორე საკითხს რაც შეეხება, დეტალები დამიზუსტეთ და ვიფიქრებ.
- დეტალებს რაც შეეხება, ხვალ არაბებთან გვაქვს შეხვედრა და მინდა, რომ ჩვენი თარჯიმანი იყოთ.
- მომსახურეობა ფასიანია, ხომ იცით?
- დიახ, ინვოისი მომაწოდეთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
- ნებისმიერი? - ცუღლუტობის ხასიათზე მოვიდა სარა.
- ჰმ, - ჩაეცინა სარას ირონიაზე მურკას. - ვატყობ ჩემს ნერვებს ცდი.
- ახლა მიხვდი მაგას? - გადაიკისკისა, - კარგია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
- ე.ი ხვალ გამოგივლი და
- Stop, stop!!! - გაბრაზდა, - რატომ უნდა გამომიარო? მითხარი სად მოვიდე და მოვალ.
- კარგი, კარგი. - უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა მურკამ, - ჩვენს ახალ სასტუმროში „მურდათე პლაზაში“ 8 საათისთვის იყავი, წყლატუბოში.
- Ok. აბა დროებით. - მობილური გათიშა სარამ, - ეს მურდათე რა სახელია? - დაიჭყანა, - სხვა ვერ მოიფიქრეს? ანუ წყალტუბოშიც აქვთ სასტუმრო? ნეტა რა ადგილასაა? არ მჭირდება, ჩემით მივაგნებ. ჰგონია, რომ დავურეკავ. - დახედა მობილურს და თან კესანემ დარეკა. - ხო კესანე... მე კარგად და შენ? ... მოიცა შენც? ვაა, ეტყობა ლექსო და მურადი ახლობლობენ და რამე... არა, არც მე ვიცი, მაგრამ რა უნდა მაგის გაგებას, რომ ჩავალთ ვიკითხავთ და გვეტყვიან... ხო ერთად გავიდეთ... კარგი, აბა ხვალამდე...



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმეე.... ანუ ძალიან მომწონს ეს მოთხრობა.
ძალიან კარგად წერ... სახალისოა და არ მოიწყენ კითხვისას... ძალიან მომწონს ერთ თავში ამდენი რამე რომ ხდება... მთავარ წყვილებში დიალოგი... მეგობრული ამბებიც კარგად არის გადმოცემული...
იდეალური მოთხრობა....რაც მთავარია უკმაყოფილების შეგრძნება არ დაგრჩება იმიტომ რომ საინტერესოდ წერ და მოცულობითაც არ არის პატარა... ველოდები შემდეგ თავს.. იმედია დაიდება ხვამ..
წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი დიანა

დაიკარგებიან :D

 


№3  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
ვაიმეე.... ანუ ძალიან მომწონს ეს მოთხრობა.
ძალიან კარგად წერ... სახალისოა და არ მოიწყენ კითხვისას... ძალიან მომწონს ერთ თავში ამდენი რამე რომ ხდება... მთავარ წყვილებში დიალოგი... მეგობრული ამბებიც კარგად არის გადმოცემული...
იდეალური მოთხრობა....რაც მთავარია უკმაყოფილების შეგრძნება არ დაგრჩება იმიტომ რომ საინტერესოდ წერ და მოცულობითაც არ არის პატარა... ველოდები შემდეგ თავს.. იმედია დაიდება ხვამ..
წარმატებები


დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის <3 მადლობა, რომ ასე ელოდები <3

სტუმარი დიანა
დაიკარგებიან :D


ვნახოთ ;) თუ დაიკარგებიან ;)

 


№4  offline წევრი EllaTriss

საინტერესოა.. ❤
მომწონს უკვე ეს ისტორია❤
წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

დღეს დადებ?

 


№6  offline წევრი სესილია

EllaTriss
საინტერესოა.. ❤
მომწონს უკვე ეს ისტორია❤
წარმატებები



მადლობა <3 blush

სტუმარი ანა
დღეს დადებ?


კი დავდებ blush

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადეეებ

 


№8  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
როდის დადეეებ

მე დილითვე ვდებ, უბრალოდ ადმინისტრაცია ამოწმებს და მერე ადასტურებს, იმედია მალე დაადასტურებენ :)

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

მაშინ ველოდები ✨✨

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent