შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (1 თავი)

4-11-2020, 15:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 447

ტელეფონი რეკავს დაუსრულებლად, დამძიმებულ ქუთუთოებს წვალებით ვახელ შუადღის ძილისგან გაბრუებული და სანამ აზრზე მოვალ ითიშება, მეც მომენტალურად თვალებს ვხუჭავ, მაგრამ არა!... ისევ რეკავს და არ ჩუნდება, საწოლში ტელეფონის ძებნას ვიწყებ და როგორც იქნა ვპოულობ, მაშინვე ვპასუხობ
-მარიამ დედა ჩემი სიკვდილი გინდა?-მესმის დედაჩემის ბუზღუნა ხმა
-არა დედა შენი სიკვდილი რატომ უნდა
მინდოდეს-ვეკითხები გაოცებული
-მაშინ რატომ არ მპასუხობდი ამდენი ხანი?
-დედა მეძინა-ვაუბნები ბუზღუნით
-ამდენი ხანი?-ისეთი გაოცებული მეკითხება თითქოს ორი დღედაღამეა გადაბმულად მძინავს
-ხო დედა ძალიან დაღლილი ვიყავი
-კარგი კარგი, შენ ის მითხარი აბა როგორ ამინდია ბათუმში-სხვა თემაზე გადააქვს ლაპარაკი, სულ ასე იცის როცა დამნაშავეა
-ცუდი, როგორც ყოველთვის მოღრუბლულია და გრილა
-გეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და არ დამიჯერე
-დედა ხო იცი რომ აქ თათიას გამო წამოვედი არა?
-მისმინე ქალბატონო-გაბრაზდა ნანა და ჩხუბზე გდავიდა -ამინდს რომ თავი გავანებოთ, ვის გაუგია რომ რესტორნის მფლობელს თავისი თანამშრომლები ბათუმში, საკუთარ სასტუმროში მიჰყავდეს დასასვენებლად! უფასოდ! თან სამი დღით! -ყვირილზე გადავიდა
-დედა ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?-მასთან ჩხუბის თავი არ მაქვს და ვცდილობ არ ავყვე
-მარიამ! -მიყვირის ბოლო ხმაზე
-დედა რა გინდა? მთელი კვირა ამაზე ვჩხუბობდით, ჩამოვედი და იგივეს აგრძელებ გითხარი ათასჯერ რომ აქ თათიას გამო წამოვედი
-თათია ვინაა? მის გამო რატომ წახვედი!
-დედა ანა როგორაა? სადაა? დამალაპარაკე-სიტყვას ბანზე ვუგდებ და ვცდილობ ეს თემა დავხურო
-სად იქნება, ეზოშია ბებოს სუნთქვა
-ტელეფონი თან აქვს?
-არა სახლში დატოვა დამჯდარი ჰქონდა
-რომ ამოვა უთხარი დამირეკოს
-ვეტყვი-მეუბნება ბრაზნარევი ტონით
-დედა ნუ მიბრაზდები, ხოიცი რომ ძალიან
მიყვარხარ-ვეუბნები მაქსიმალურად თბილი ტონით
-მარიამ დედა ხოიცი რომ ძალინ ვნერვიულობ შენზე? ხოიცი იმ ყველაფრის მერე რისი გადატანაც მე და შენ ერთად მოგვიხდა მიჭირს ცხოვრების გაგრძელება...მითუმეტეს უშენოდ, მითუმეტეს რომ ამხელა გზაზე წახვედი და მარტო დაგვტოვე მე და ანა
-დედა სულ სამი დღით, ხვალ არა და ზეგ მანდ ვიქნები, ნუ ნერვიულობ ,ნუ გეშინია
-მარიამ იცოდე ჭკვიანად იყავი დედა, არ მანერვიულო, მაგ დათოსგან კიდე თავი შორს დაიჭირე
-ნე ნერვიულობ და მეც ნუ მანერვიულებ, ცალკე ანას ნუ ანერვიულებ რა დედა, დამშვიდდი კარგად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, მე მალე ჩამოვალ, ჩემს პატარას აკოცე ჩემს მაგივრად
-ნეტა იცოდე როგორ მოენატრე ერთი სული აქვს როდის ჩამოხვალ
-კაი მიდი გაკოცე
-მეც გაკოცე
-მერე დაგირეკავ-ვეუბნები მშვიდი ტონით და ტელეფონს ვთიშავ, მგრამ მაინც ნაწყენი ვარ მასზე, მართლა არ მესმის ასე რატომ იქცევა. თითქოს ოცდარვა წლის კიარა თვრამეტი წლოს გოგო ვიყო ისე მაკონტროლებს, თან რომ ვერც მაკონტროლებს ალბათ ამიტომ ნერვიულობს ასე, საწოლიდან ჯერ ისევ გაბრუებული ვდგები, აივანზე გავდივარ და მღელვარე ზღვაში ჩამავალი მზის ყურებით ვტკბები რომელიც, ღრუბლებში მიმალული როგორც ყოველთვის წითელია, სიგარეტის კოლოფს ვიღებ მაგიდიდან და ბოლო ღერს ვიღებ, სანთებელას ვერ ვპოულობ და ოთახში ვბრუნდები, კარგახნის ძებნის მერე ჩანთაში ვპოულობ და ისევ აივანზე გავდივარ, მაგრამ სანამ მოვუკიდებ ტელეფონი იწყებ რეკვას და ისევ ოთახში შევდივარ, ისევ ვეძებ ტელეფონს და სანამ ვიპოვი კვლავ ითიშება, ღმერთო რატომ ვარ ასეთი უწესრიგო? რატომ ვარ ასეთი დაუდევარი? ჰო მართლა უწესრიგო თათიამ დამარქვა, თათიას გახსენებაზე მეცინება და ტელეფონის ძებნას ვაგრძელებ რომელიც როგორც მახსოვს სანამ ავდგებოდი საწოლზევე მივაგდე, ისევ რეკავს და როგორც იქნა ვაგნებ ჩემს კუთხე მომტვრეულ ტელეფონს და სწრაფად ვპასუხობ
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?-მესმის თათიას კისკისი
-მერე შენ რა?!-ვბრაზდები მის სიცილზე
-ზღვაზე ვართ ყველა ჩამოდი რა შენც-მეუბნება სერიოზული ტონით
-ახლა თქვენი თავი არ მაქვს-ვეუბნები მკაცრი ტონით, ისევ მისი კისკისის ხმა მესმის
-უიმე რა უჟმურ ხასიათზე ხარ გოგო
-კაი წავედი მე-გათიშვას ვაპირებ მაგრამ დათოს ხმა მესმის და მაშინვე სმენად გადავიქეცი, მაგრამ ვერ გავიგე რას ეუბნება თათიას
-მარიამ ჩამოდი რა-ხვეწნაზე გადავიდა მომენტალურად
-ეგ იდიოტიც მანდაა ?!-თან ვეკითხები თან ვუბრაზდები
-კი
-მითუმეტეს არ ჩამოვალ და შენც გირჩევნია თავი შორს დაიჭირო მაგ სირ.სგან-ვეუბნები გაღიზიანებული ტონით და ვუთიშავ, ნაბიჭვ.რი ნაგავი, როგორ ცდილობს რომ თათია დააშტეროს, გამოსდის კიდეც, ალბათ ნებისმიერს დააშტერებდა ის ხომ რესტორნების ქსელის და სასტუმროს მფლობელია... ოცდაერთი წლის გოგოს გადაეკიდა მაინცადამაინც, რატომ გადაეკიდა ჩემს თათიას? რაუნდა ამ პატარა გოგოსგან? ზუსტად ვიცი რომ არ უყვარს, მაგრამ თავს მაინც არ ანებებს... რის მიღწევას ცდილობს? მართლა ვერ ვხვდები, მათზე ფიქრისგან უკვე თავი ამტკივდა და სიგარეტის ბოლო ღერს მოვუკიდე, ისევ ტელეფონი რეკავს და ისე რომ არც დამიხედია ვპასუხობ გაბრაზებული ტონით, მგონია რომ ისევ თათიაა
-მა როგორ ხარ?-მესმის მამაჩემის თბილი ხმა
-კარგად ვარ მა-მაშინვე მითბება გაყინული გული
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა დედამ გამაღვიძა-შევჩივლე საცოდავად
-ხმა უნდა გაგეთიშა მა, რატომ არ დამიჯერე, ხო გითხარი დედაშენი ვერ მოისვენებს და გაგაღვოძებს-მეთქი
-მერე უფრო გადაირეოდა რომ არ მეპასუხა
-ხო ეგეთია, რაქნას ნერვიულობს... ეს ერთიღა დაგვრჩი -ამის თქმაზე მამას ხმა უწყდება, მე კი სული მეყინება წამის
მეასედში -მაპატიე მა- მესმის მისი ჩავარდნილი ხმა
-არაუშავს-მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით ვეწინააღმდეგები
-მარიამ არ ინერვიულო-მამას ხმაში უსაზღვრო ტკივილი იგრძნობა -არ მინდოდა ამის თქმა, არ მინდოდა შენთვის ხასიათის გაფუჭება
-არა რას ამბობ მამა
-მარიამ კარგად დაისვენე დამშვიდდი, ამ ბოლო დროს ძალიან ხარ გაღიზიანებული
-მამა ხომ იცი... ალექსანდრე ცამეტში ციხიდან გამოდის
-ნე ნერვიულობ, ის ვერ გვიპოვის
-ის არ გაჩერდება სანამ არ გვიპოვის
-ვერ გვიპოვის ნუ გეშინია-მამშვიდებდა მამა, მაგრამ ამაოდ, მე ზუსტად ვიცოდი რომ ალექსანდრე გვიპოვიდა, იქამდე არ გაჩერდებოდა სანამ არ გვიპოვიდა
-მამა ძალინ ვნერვიულობ
-მარიამ ვერ გვიპოვის-მეთქი-გაბრაზდა მამა როცა მიხვდა რომ ხმა მოწოლილმა ცრემლებმა დამიხშო
-მამა ანაზე რომ გაიგოს?
-ვერაფერს ვერ გაიგებს და ვერც გვიპოვის, რომც გვიპოვოს ანაზე ვერასდროს ვერაფერს გაიგებს
-რომ ჩამოვალ გამოგივლით შენ და თინიკოს და ვილაპარაკოთ
-გამოგვიარე, ანაც მოიყვანე ძალიან მოგვენატრა ჩევენი გადარეული გოგო
-მოვიყვან აბა რას ვიზავ
-დედაშენის გადამკიდე გლდანშიც კი ვერ ვადგავთ ფეხს მე და თინა
-ჰო დედა დღემდე ვერ შეეგუა შენს მეორე ქორწინებას
-ვიცი შვილო, კიარ ვადანაშაულებ, არაა ვალდებული აგვიტანოს მე და თინი, მაგრამ შვილიშვილთან მიახლოების უფლება ხომ მაქ არა?
-კაი მამა დედასავით შენც ნუ გაჭედავ ახლა, მე მოგიყვან ხოლმე როცა დრო მექნება
-შენ დრო არასდროს არ გაქ-ბუზღუნებს ჩემი ფუმფულა მამა -რესტორანში რაც დაიწყე მუშაობა საერთოდ ვეღარ გნახულობთ ვერც შენ და ვერც ანას, თან მიმტანად რამ დაგაწყებინა მუშაობა
-რავქნა მამა არც მე მომწონს მიმტანად მუშაობა რესტორანში მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ფული მჭირდება , იქ კი მაღალი ანაზღაურებაა და კარგი სიტუაციაა
-შვილო მიმტანობაზე კი არ მაქვს პრობლემა, შენ ექიმი ხარ...
-ჰო ექიმი! ლიცენზია შეჩერებული ექიმი-ვუდასტურებ გაბრაზებული ტონით
-მერე რა! შენს სფეროში მოძებნე სამსახური, აფთიაქში ან სადმე სხვაგან
-კაი რა მამა, ასეთი ადვილი არაა
-მარიამ-მესმის თინიკოს ხმა-როგორ ხარ საყვარელო?-თინიკო ისეთი თბილი, ტკბილი და კეთილი ქალია რომ საერთოდ არ მიკვირს მამა მასთან რომ წავიდა, არც მწყენია და არც ტრაგედია ყოფილა ჩვენთვის, სახლი დაგვიტოვა მამამ და საყვარელ ქალთან ისე წავიდა, ყველაფერი აგვიხსნა თავიდანვე და ისე წავიდა ოჯახიდან
-კარგად მადლობთ თქვენ როგორ ბრძანდებით?-ვეუბნები ცოტა არ იყოს და დაბნეული
-როგორცკი ჩამოხვალ მაშინვე მოდი ჩვენთან მამაშენს ძალაინ მოენატრეთ
-აუცილებლად მოვალ-ვეუბნები ფიქრებში წასული
და ისევ წარსულზე ვფიქრობ... დედასთვის რათქმაუნდა ეს ტრაგედია იყო მაგრამ რას იზავდა? გაჩუმდა და გაუშვა მამა... თუმცა მას მერე ძალიან შეიცვალა დედა უფრო ნერვიული და მშფითვარე გახდა... თხუთმეტის ვიყავი მამა რომ წავიდა, ჩემი დაიკო ნათია კი ჩვიდმეტის... მან უფრო განიცადა ვიდრე მე, საერთოდ ნათია ბევრად უფრო მგრძნობიარე და სუსტი იყო ვიდრე მე, ყველაფერს ზედმეტად განიცდიდა ყველაფერს, მისთვის ყველაფერი ტრაგედია იყო ჩემთვის კი ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ განსხვავებული ხასითების მიუხედავად ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის და მიდამ გვერდში ვედექით ერთმანეთს, ნათიას გახსენებას სული მომიწამლა და თინიკოს ნალაპარაკებიდან ვერაფერი გავიგე, თუმცა ზრდილობიანად ვუხდიდი მადლობებს რაღაცისთვის, რაც ნამდვილად არ ვიცოდი რა იყო
-კაი მე წავედი გაკოცეთ -ვეუბნები განერვიულებული და ტელეფონს ვთიშავ, მაშინვე ჩემს ჩემოდანს ვიღებ, საწოლზე ვდებ და მასში დედაჩემის მიერ ლამაზად დაკეცილ ტანსაცმელს საწოლზე ვყრი, კარგახნის ფიქრის მერე იმ კაბას ვარჩევ რომელიც ძალინ მიყვარს სწრაფად ვიცმევ და სარკის წინ ვდგები, ძალიან მომწონს ეს კაბა, განსაკუთრებით ჩემს ტანზე, თმას რომელიც ცხენის კუდად მაქვს შეკრული ვიშლი და ხელით ვისწორებ, კედებს ვიცმევ და ნომრიდან გავდივარ სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიყოდო სიგარეტი და მოვწიო, თორემ გული გამისკდება აქვე და მოვკვდები, ვფიქრობ ჩემთვის კიბეებზე სწრაფად ჩავდივარ და უკვე პირველ სართულზე ჩასულს მახსენდება რომ ფული არ წამომიღია და საერთოდ, ნომრის კარიც არ ჩამიკეტია, ღმერთო ჩემო რა ჯანდაბა მჭირს? რა მემართება? უკან ავდივარ და ნომერში დაბრუნებულს პირველივე მანქანის გასღები მხვდება თვალში, არა არა და არა! საკუთარ თავს ვუმტკიცებ რომ გზები არ ვიცი და ბათუმში მანქანით ბოდიალი სისულელეა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩემი მეამბოხე სული იმარჯვებს გასაღებს, მობილურს და საფულე ვიღებ და ნომრიდან კვლავ ისე გავდივარ რომ კარის დაკეტვა კვლავ მავიწყდება, კიბეებს სწრაფად ჩავდივარ და გარეთ გასული მიწისქვეშა ავტოსადგომისაკენ ვიღებ გეზს, აჟიტირებული სწრაფი ნაბიჯებით მივემართები ჩემი მანქანისაკენ და მოულოდნელად ვჩერდები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც მომყვება, ამიტომ უკან ვტრიალდები, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არაა ამხელა ავტოსადგომში და ცოტა არ იყოს და ვიძაბები, უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება და ფეხს ვუჩქარებ, მანქანას შორიდანვე ვაღებ პულტით და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები ჩემს ნისან მარჩის და კარის სახელურს რომ ვკიდებ ხელს შიშველ ზურგზე ვგრძნობ ერთ წერტილში რაღაც ცივის შეხებას, ეს რაღაც დიდი ალბათობით ცეცხლსასროლი იარაღი უნდა იყოს და როგორც კი ამას ვაცნობიერებ წამის მეასედში ჩემი გული იწყებს გამალებულ ცემას, სუნთქვა აჩქარებას, სხეული კი კანკალს
-მანქანაში ჩაჯექი-მესმის ჩემს უკან მდგომის ჩავარდნილი ხმა, მე ისეთი დაბნეული და შეშინებული ვარ რომ ვერ ვიაზრებ რას
მეუბნება რათქმაუნდა ხვდება ეს იდიოტი და მშვიდი ტონით მიმეორებს -მანქანაში ჩაჯექი მარიამ! -მარიამო? ასე თქვა? ჩემი სახელი თქვა? ვიღაც ნაცნობი ნეკაიფება თუ რა
ჯანდაბაა? საკუთარ თავთან დიალოგს არ მაცდის და ფიქრებიდან მის მბრძანებლურ კილოს გამოვყავარ -ჯანდაბა მანქანაში დაჯექი-მიყვირის ყურთან ახლოს, მოულოდნელობისაგან ადგილზე ვხტები და მანქანის კარს ვაღებ აკანკალებული თითებით, მანქანაში ვჯდები და ვხვდები რომ ჩემი საქმე წასულია და ეს ნაცნობის დებილური ხუმრობა არაა, მითუმეტეს რომ ის უკანა სავარძალეში ჯდება და იარაღს მხარზე მადებს -მანქანა დაქოქე და ნელა წადი... და თუ შეიძლება შენი მობილური მომეცი -ხელს მიწვდის, მე უხეშად ვუდებ ხელისგულზე ტელეფონს და მანქანას
ვქოქავ აკანკალებული თითებით, ნელ-ნელა გამომყავს და მისი სურვილისამებრ ქუჩაში ნელა გამყავს ჩემი მარჩი, ვგრძნობ ფეხები როგორ მიკანკალებს ამიტომ ძალიან ნელა მივდივარ
-კარგი გოგო ხარ -მეუბნება დამცინავი ტონით და მიმართულებას მეუბნება, საზიზღარი, ნაგავი, ნაბიჭვა.ი, არაკაცი, როგორ მინდა რომ ახლა გაზს მივაჭირო და პირველივე ხეს ან კედელს შევასკდე მაგრამ ამას მხოლოდ ანას და დედაჩემისგამო არ ვაკეთებ, მხოლოდ მათგამო ვჩუქნი სიცოცხლეს ამ ნაგავს, მხოლოდ მათგამო არ ვიქცევი ასე, ისინი რომ არა ახლა უკვე ორივე მკვდარი ვიქნებოდით, ფიქრებიდან ისევ მის საზიზღარ ხმას
გამოვყევარ -სისულელეების გარეშე-ისე მეუბნება თითქოს მიხვდა რასაც ვფიქრობდი, მე გაბრაზებული სარკეს ისე ვასწორებ რომ მისი დანახვა შევძლო და ძალიან მიკვირს როცა ამას არ აპროტესტებს, როცა სარკიდან მისი დანახვა შევძელი თავადაც გამომხედა სარკეში და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა -ლამაზი თვალები გაქვს მარიამ-ისე მეუბნება თითქოს რომანტიულ ვახშამზე მივდივართ ახლა და არა სადღაც ჯანდაბაში
-რა საყვარელი ხარ-ვეუბნები ირონიული ტონით და თვალს ვარიდებ, მიკვირს სახეზე რომ არც ქუდი აქვს ჩამოფხატებული და არც სათვალე უკეთია, საერთოდ არ მალავს სახეს და არ ეშინია რომ მე მისი სახე დავინახე, რახდება? ასე რატომ იქცევა? უნდა მომკლას? ღმერთო ჩემო ალბათ მანიაკია და უნდა მომკლას, მერე დამმარხავს და რა მნიშვნელობა ექნება დავინახავ მის სახეს თუ არა, ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ მეყინება სისხლი ძარღვებში და როგორ ვკარგავ არამარტო მოძრაობის, მეტყვების და აზროვნების უნარს არამედ მხედველობის უნარსაც, ნელ-ნელა ყველაფერი ბინდისფერი გახდა და მოულოდნელად მეც არვიცი როგორ დავამუხრუჭე და შუა გზაზე გავაჩერე მანქანა რასაც მოყვა სიგნალების და ყვირილის ხმა, მაგრამ მე იმდენად დათრგუნული და შეშინებული ვიყავი რომ აზრზე მისვლა ვერ შევძელი, საქარე მინას გავუშტერე თვალი მაგრამ ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა
-მარიამ არაფერს დაგიშავებ-მესმის უცნობის ნაცნობი ხმა, მაგრამ იმდენად დაძაბული და შეშინებული ვარ რომ ვერ ვიაზრებ რას
მეუბნება -მარიამ შემომხედე-უცნობი უკანა სავარძელიდან წინა სავარძელზე გადმოდის და ნიკაპს მიჭერს უხეშად, თავს თავისკენ მატრიალებინებს და მშვიდი ტონით მეუბნება
-მარიამ მანქანა გადააყენე-მე ალბათ ისეთი სულელური მზერით ვუყურებ რომ ცოტა
იბნევა -ჯანდაბა მარიამ -ხელს მიშვებს, და ნახევრად ჩემს სავარძელში ჯდება , გაზის პედალს აჭერს ფეხს და მანქანა გზიდან გადაჰყავს, აჩერებ და თავის ადგილს უბრუნდება -მარიამ არაფერს დაგიშავებ დაწყნარდი-მეუბნება მოთმინება დაკარგული ბიჭი -შემომხედე-ცდილობს ძალიან არ მიყვიროს მაგრამ არ გამოსდის -ჯანდაბა-ყვირის ისევ და მე უნებურად მისკენ ვატრიალებ თავს და უკვე აზრზე მოსული პირდაპირ თვალებში ვუყურებ
-არ წამოვალ შენთან ერთად არსად არ
წამოვალ! -ვყვირი ბოლო ხმაზე და მანქანიდან გადასვლას ვაპირებ, მაგრამ ის უხეშად მავლებს მაჯაში ხელს და მაიძულებს მანქანაში დარჩენას
-მანქანა დაქოქე და იქ წადი სადაც გეტყვი-მეუბნება მბრძანებლური ტონით და უფრო მეტად მიჭერს ცივ თითებს მაჯაზე
-მტკივა
-უფრო გეტკინება თუ იმას არ გააკეთებ რასაც მე გეუბნები-მეუბნება მკაცრი ტონით და იქამდე არ მიშვებს ხელს სანამ ტკივილისგან გაწამებულს ცრემლებით არ მევსება თვალები
-კარგი-ვამბობ ჩავარდნილი ხმით და თვალს ვარიდებ მის ჭაობისფერ მრისხანე თვალებს
-იცოდე სისულელეების გარეშე-მაფრთხილებს და ხელს მიშვებს, დაწითლებულ მაჯას ვისრესავ მეორე ხელით და მანქანას ვქოქავ, იმ მიმართულებთ მივდივარ საითაც ის მიმითითებს, ზედმეტად ხმას არ ვიღებ, ვხვდები რომ ის სიტყვები რაც მითხრა ,,არაფერს დაგიშავებ" მხოლოდ დამამშვიდებელი სიტყვები იყო, სინამდვილეში დამიშავებს და თან ძალინ დამიშავებს, ისევ ამიყოლია შიშმა, შფოთმა და კანკალმა -თუ ჭკვიანად იქნები და იმას გააკეთებ რაც მინდა, არაფერს დაგიშავე და უკან დაბრუნდები -ეს სიტყვები ისეთი ტონით მითხრა მართლა გავოგნდი, გაოცებულმა მისკენ მივიხედე მანაც მოიხედა ჩემსკენ და ჩვენი თავალები ერთმანეთს შეეფეთა კვლავ, დიდხანს ვუყურებდი თვალებში და ვცდილობდი მისი სულის დანახვას, მინდოდა გამეგო მისი ნათქვამი სიტყევი გონებიდან მოდიოდა დააზრებულად თუ ხასიათიდან გამომდინარე, უბრალო წამოძახილი იყო თითქოს მიხვდა რაზეც ვფიქრობდი და გაეცინა, მერე კი მზერა ამარიდა და ხმადაბლა
მითხრა -გზას უყურე მარიამ- მე საქარე მინას გავუშტერე თვალი და კარგახნის ფიქრის მერე გავბედე და ხმა ამოვიღე
-თუ იმას არ გავაკეთებ რაც შენ გინდა მაშინ რა მოხდება?-ვითხარი სუნთქვა არეულმა და სიჩქარეს მოვუმატე
-ის რაც ძალიან არ მოგეწონება-მეუბნება ისეთი დამაჯერებელი ტონით რომ ამჯერად ეჭვიც არ მეპარება მის სიტყვებში
-მომკლავ?-ვეკითხები შეშინებული
-სიკვდილზე უარესი რაღაცეებიც არსებობს-ისე მშვიდად მეუბნება თითქოს მისი მოსწავლე ვიყო და ცდილობს კრიმინალური სამყარო გამაცნოს
-მაგალითად?-მეც არვიცი საიდან მაქვს ამდენი დამბედაობა
-მარიამ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ჯობს გაზს მიაჭირო-მეუბნება მშვიდი ტონით და მეც მის მოთხოვნას ვასრულებ.
რამდენ ხანს ვიარეთ, სად ვიარეთ წარმოდგენა არ მქონდა, საერთოდ ვერ დავიმახსოვრე გზა, მხოლოდ იმას მივხვდი რომ რაღაც სოფელში ვიყავით და ბათუმიდან ძალიან შორს, რადგან ერთი საათი ვიარეთ. მწვანე ღია რკინის ჭიშკარში შემაყვანინა მანქანა და გამაჩერებინა
-გადმოდი-მითხრა მკაცრი ტონით და მანქანიდან გადავედი მაშინვე, ისე ციოდა რომ გამაჟრჟოლა და მაშინვე კანკალი ამივარდა -წამოდი-მკლავზე ხელი წამავლო უხეშად და სახლისაკენ წამიყვანა, კიბეები ავიარეთ და სახლში ჯერ მე შემაგდო და მერე თვითონ შემოვიდა თან კარები გასაღებით ჩაკეტა, მე უარესად ავკანკალდი ალბათ უფრო შიშისგან ვიდრე სიცივისგან და ჩემი გამტაცებლიდან მზერა მისაღებ ოთაზე გადავიტანე, უარესი დამემართა როცა სამი ბიჭის დაჟინებული და გაოცებული მზერა დამეტაკა, ძალიან შემეშინდა და ჩემი გამტაცებლის ოდნავ უკან დავდექი და თავი დავხარე
-როგორაა?-იკითხა ჩემმა გამტაცებელმა და წინ წავიდა
-უარესად-გამოეპასუხ იმ სამიდან ერთერთი და ინსტიქტურად მას შევხედე მე, ის ისეთი მკვლელი მზერით მიყურებდა ვიფიქრე რომ ახლა აქვე მიმახრჩობდა
-ეს ვინაა? -იკითხა მათ შორის ყველაზე მაღალმა და უტიფრად ამათვალიერ-ჩამათვალიერა
-ექიმი-ჩემმა გამტაცებელმა დივნის წინ დადგმული პატარა მაგიდიდან ვისკის ბოთლი აიღო, ჭიქაში ჩამოასხა მჟავე სითხე და ერთი მოყუდებით დალია
-ექიმი?-გაეცინა მას და განზრახ გამომწვევად ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე
-ჰო ექიმი-გაბრაზდა ჩემი გამტაცებელი
-ზედმეტად სექსუალური ექიმია -ისევ იმ მაღალმა თქვა და ისევ მე გამომხედა, მეგონა გული გამისკდებოდა, ისე ამიჩქარდ აგულისცემა რომ საკუთარი გულის გამალებული ფეთქვის ხმა მესმოდა, სუნთქვა გამიხშირდა მაგრამ მაინც არ მყოფნიდა ჰაერი,ისეთი შეგრძნება მქნდა თითქოს მახრჩობდნენ, ამღვრეული სისიხლი არტერიებში ადუღდა და მთელი ძალით საფეთქლებს მიასკდა, თვალთ დამიბნელდა და რომ არ დავვარდნილიყავი იქვე მდგარ სავარძელს დავეყრდენი, ვერაფრით მივხვდი აქ რატომ მომიყვანეს ჩემგან რა უნდოდათ, ჩემი ექიმობა რა შუაში იყო
-მგონი შენი გოგო ცუდადაა-თქვა იმ მაღალმა
-კარგად ხარ?-იკადრა და ჩემსკენ მობრუნდა ჩემი გამტაცებული
-უკეთესს ვერ ვინატრებდი-მივახალე გაღიზიანებულმა და თვალი თავლში გავუყარე
-დაჯექი-სავარძელზე დამსვა, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მაშინვე ჩემი ზედმეტად მოკლე კაბა ქვემოთ დავქაჩე და თავზე წამომდგარ გამტაცებელს ავხედე
-შეიძლება მოვწიო?-ვკითხე დაძაბულმა და მის სახეზე აშკარა გაოცება ამოვიკითხე, დაბნეულმა სიგარეტის კოლოფი ჯიბიდან ამოიღო და გამომიწოდა, მე აკანკალებული თითებით ამოვიღე ბოლო ღერი და ნერვიულად მოვუკიდე, ვიგრძენი ოთხივე როგორ გაოცებული მიყურებდა, მაგრამ მე ყველას მზერა დავაიგნორე და დამშვიდება ვცადე, ერთი ღერი არ მეყო და ისევ გამტაცებელს ავხედე
-კიდევ ერთი ღერი თუ შეიძლება-ისეთი გაოცებული მიყურებდა თითქოს სამუზეუმო ექსპონატს უყურებდა, იმ მაღალმა მაგიდაზე დადო თავისი სიგარეტი, მე ერთი ღერი ამოვიღე ჯერ ისევ მთრთოლარე თითებით და ისევ ნერვიულად მოვუკიდე
-ჯანდაბა, ესაა ექიმი?-აყვირდა ის მაღალი და ზიზღიანი მზერა მესროლა
-რა არ მოგწონს?-გაცეცხლდა ჩემი გამტაცებელი
-ის რომ არ გავს ექიმს-დაუღრინა მან
-თოკა ხოიცი ვაჩე ძაან ციდადაა-უთხრა ჩემს გამტაცებელს აქამდე ჩუმად მჯდომმა ქერამ
-მარიამი მიხედავს-დაუღრინა თოკამ ბიჭებს და მე შემომხედა -ჩემს მეგობარს ტყვია აქვს მკლავში მინდა ამოუღო-ამისხნა მარტივად და ისე გავოგნდი პირი დავაღე გაოცებისგან
-რაა?-გაოცებული ფეხზე წამოვვარდი-ამას ვერ გავაკეთებ
-გააკეთებ-დამიყვირა თოკამ
-მე ქირურგი არ ვარ იდიოტო-დავუყვირე ბოლო ხმაზე
-, ექიმი ხარ და ტყვიას ამოუღებ !-მიყვირა ბოლო ხმაზე
-ამის დედაც, ესაა ექიმი ? ეს ვინ მოათრიე?-ის მაღალი ფეხზე წამოვარდა და თორნიკეს წინ დაუდგა
-შენ ნუ ერევი-თორნიკემ მისი გვერძე გაწევა სცადა მაგრამ მან მისი ხელი მოიშორა და საჩხუბრად გაიწია მაგრამ იმ ორმა შეაჩერეს
-შენ მერე დაგელაპარაკები-დაემუქრა თორნიკე მაღალს, მერე მე მეცა მკალვზე ხელი წამავლო და გამათრია იმ ოთახისკენ სადაც სავარაუდოდ ის ტყვია გაჭედილი პიროვნება იწვა -ტყვიას ამოუღებ და ნაკერს დაადებ-დამიღრინა გაღიზიანებულმა
-მე ქირურგი არ ვარ-ვცდილობ მშვიდად აბვუხსნა
-მკიდა!-მიყვირის გაღიზიანებული და სააბაზანო ოთახში შევყავარ -ხელები დაიბანე და საქმეს მიხედე -მიყვირის გაღიზიანებული, მე ხელებს ვიბან და საძინებელში შევდივარ -ყველაფერი აქაა რაც დაგჭირდება- რაღაც ჩანთას ხსნის და გაოგნებული ვუყურებ, ყველაფერი აქვს რაც საჭიროა ამ პირობებში რომ ასეთი სახის ოპერაცია ჩაატარო
-ღმერთმა დაგსაჯოს არანორმალურო-ვეუბნები ზიზღით თორნიკეს და უგონოდ მყოფ ბიჭს ვიახლოვდები, ისეთი გაღიზიანებული და გაცეცხლებული ვარ რომ მიჭირს აზრებს თავი მოვუყარო, მითუმეტეს გავიხსენო რადაროგორ გავაკეთო, მე ხომ დერმატოლოგი ვიყავი და არ ქირურგი? ღმერთო რა დავაშავე? თან ლიცენზია შემიჩერეს... ღმერთო ჩემო, სახვევს ვხსნი უგონოდ მყოფ ბიჭს როცა ვახერხებ დამშვიდებას და ჭრილობას ვუთვალიერებ, არცისე ღრმადაა ტყვია და მიხარია რომ ამ ჯოჯოხეთს მალე მოვრჩები
-დახმარება მჭირდება-ავხედე თავზე წამომდგარ თორნიკეს, რომელიც გაოცებული
მომაშტერდა -რას მიყურებ მიდი ხელები დაიბანე და მოდი აქ, ხომ გინდა შენი მეგობარი გადავარჩინო? -რა სასიამოვნოა ბრაძანებების გაცემა და და იმის ყურება თუ რა შეშინებული სახე აქვს ამ იდიოტს, ჩემა ბრძანებას ასრულებს და მალევე მოდის ჩემთან
-ხელთათმანების ჩაცმაში დამეხმარე-ბრძანებებს ვაძლევ და ისიც უსიტყვოდ მემორჩილება, ზუსტად არ მახსოვს როგორ მოვახერხე ტყვიის ამოღება და მითუმეტეს მისი გაკერვა მაგრამ როცა ყველაფერს მოვრჩი მაში ამიკანკალდა შიშისგან თითები და ხელთათმანებიც კი ვერ მოვიხსენი
-ლუკა-გასძახა თორნიკემ რომელიღაცას, ოთახში ქერა შემოვიდა -მარიამს მიხედე -ეუბნება დაძაბული ტონით და ხელთათმანებს იხსნის და ოთახიდან გიჟივით გარბის დიდი ალბათობით რწყევისგან მოკვდება, საერთოდ არ დამწყდება გული, ღირსია ასეთი სიკვდილისთვის... ლუკა ფეხზე ადგომაში მეხმარება და სააბაზანოში შევყავარ, თავადაც ვერ ვხვდები ასე რატომ დამემართა, რატომ ამიკანკალდა მთელი სხეული
-დამშვიდდი გთხოვ-მესმის ლუკას ხმა შორიდან თითქოს ჩემს გვერდით კიარა ძალიან შორსაა, ხელთათმანებს მხსნის და ხელებს მაბანინებს, ბუნდოვნად მახსოვს მომხდარი... ნელნელა აზრზე რომ მოვედი სიგარეტი მოვითხოვე მაშინვე და რამდენიმე ღერი ზედიზედ მოვწიე მისაღებში სადაც მარტო მე და ლუკა ვიჯექით დივანზე
-რა სჭირს?-ლუკამ დიდი ალბათობით თორნიკეზე ჰკითხაა იმ მაღალს რომელიც ჩემს პირდაპირ სავარძელში დაჯდა
-რწყევით მოკვდა -გაიცინა გიჟივით და ვისკის ბოთლს მიწვდა, ჭიქაში დაასხა და ერთი მოყუდებით დალია
-აბა რა ეგონა -ეღიმება ლუკას
-როგორაა?-პირდაპირ თვალებში მიყურებს ის მაღალი და ისე მეკითხება
-მგონი არ მოკვდება-მხრებს ვიჩეჩავ და უემოციო სახით ვუყურებ
-როგორი პირდაპირი და დაუნდობელი ხართ ქალბატონო ექიმო-მეუბნება დამცინავი ტონით
-ნიკა -ლუკა თვალებს უბრიალებს
-იცი თუ მოკვდებ რა მოხდება?-გამომწვევად მიყირებს
-მორჩი სისულელეებს -სახე გადაფითრებული თორნიკე შემოდის ოთახში და ჩემს გვერდით ჯდება დივანზე
-იკა სადაა?-ეიკითხა დაძაბულმა ლუკამ
-იკა სიგარეტის საყიდლად წავიდა
-შენი გოგო იმდენს ეწევა ჩემი ერთი კვირის მარაგი გაანადგურა -ბოროტად იღიმის ნიკა
-მე არავის გოგო არვარ წესიერად
ილაპარაკე -ვყირი ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოვხტი გაცეცხლებული
-მშვიდად-თორნიკეც ფეხზე წამოვარდა როცა ნიკაც ფეხზე წამომივარდა
-შენ გოგოს უთხარი ჭკვიანად იყოს
-ჩემი გოგო არაა-უხსნის თორნიკე და მაჯაში მავლებს ხელს და გარეთ გავყავარ
-ხვალ გაგიშვებ, მანამდე კი ჭკვიანად იყავი
-ჩემი საქმე გავაკეთე, ტყვია ამოვუღე, ჭრილობა გავუკერე, ანტიბიოტიკები დავალევინე, გამიშვი გთხოვ
-ამ ღამეს აქ დარჩები-პირდაპირ თვალებში მიყურებს
-არ დავრჩები! არ მინდა! შენს არანორმალურ მეგობრებთან დარჩების მეშინია!-ვეუბნები გულწრფელად
-დამშვიდდი არავინ არაფერს დაგიშავებს-მეუბნება ისე თითქოს მე გავიტაცე ოთხოვე ერთად
-შენ რა მეკაიფები?-გიჟივით მეცინება -იარაღის მუქარით აქ მომათრიე, მაიძულე შენი ძამაკცისთვის ტყვია ამომეღო... და მარწმუნებ რომ არავინ არაფერს დამიშავებთ
-სხვაგვარად არ გამომყვებოდი!-მიყვირის გაღიზიანებული
-საავადმყოფოში წაგეყვანათ!
-არ შეიძლებოდა
-რატომ? კრიმინალები ხართ?
-აი ეგ შენინსაქმე არაა! -თითს მიქნევს გამაფრთხილებლად
-წასვლა მინდა
-მაშინ წახვალ როცა მე ჩავთვლი საჭიროდ
-გთხოვ სასტუმროში წამიყვანე-ხვეწნაზე გადავედი
-არა ჯერ ისევ მჭირდები!-მეუბნება მკაცრი ტონით
-ყველაფერი გავაკეთე რაც გინდოდა -ვეუბნები მშვიდი ტონით
-ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ კარგადაა, რამე რომ გართულდეს მერე ვიცი აღარ გამომყვები
-რაიცი რომ არ გამოგყვები?
-თავოდან რომ მეთხოვა გამომყვებოდი?
-არა რათქმაუნდა-ვეუბნები დარწმუნებით
-ხოდა მაგიტომაც მოგიყვანე იარაღის მუქარით, ზუსტად ვიცოდი სხვაგვარრად არ გამომყვებოდი! და ზუსტად ვიცი რომ არც ახლა
გამომყვები!- დამიღრინა გაღიზიანებულმა და რომ შემატყო სიცივისგან ავკანკალდი და გადავფითრდი თავის შავი მოსაცმელი გაიხადა და მომახურა, ეს იმდენად მოულოდნელად გააკეთა რომ ცოტა დავიბენი, არ მეგონა ადამინურად მოქცევა თუ შეეძლო
-მადლობა-ვეუბნები გულწრფელად და ვიცმევ, ელვა შესაკრავს ბოლომდე ვწევ და ცხვირს მასში ვმალავ, ღმერთო რა სასიამოვნო სურნელი აქვს, მაშინვე მაბრუებს და ცხვირს მაღლა ვწევ
-შევიდეთ თორემ გაიყინები-მეუბნება ჩავარდნილი ხმით და მისაღებში შევდივართ -წამოდი -გზას აგრძელებს და ოთახში შედის, ინსტიქტურად შევყევი -თუ გინდა დაწექი და დაისვენე-საწოლზე მითითებს, მე შეშინებული თვალებით ვუყურებ
-არ მინდა
-ნუ გეშინია, არავინ არაფერს დაგიშავებს-პირდაპირ თვალებში მიყირებს და ისე მეუბნება, ძალიან ვიძაბები მისი დაჟინებული მზერის გამო და თავს ვხრი -თუ რამე დაგჭირდა აქვე ვიქნები-მეუბნება ისევ ჩავარდნილი ხმით და ოთახიდან გადის კარს კი ღიას ტოვებს, კარგახნის ფიქრის მერე საწოლზე ჩამოვჯექი და მოულოდნელად თავაი დამარტყა იმაზე ფიქრმა რომ არც დედამ არც მამა და არც თათიამ არაფერი იციან ჩემზე, ოთახიდან გავვარდი და თორნიკეს თავზე წამოვადექი
-ტელეფონი მომეცი გთხოვ ჩემებს უნდა დავურეკო და გავაგებინო რომ კარგად ვარ-ჩემდა გასაკვირად ტელეფონს მიწვდის მე ვართმევ ტელეფონს და ოთახში შევდივარ, მაშინვე თათიას ვურეკავ და ვარწმუნებ რომ კარგად ვარ, ცოცხალი და უვნებელი ვარ და ჩემი მანქანით ვსეირნობ ღამის ბათუმში, მერე იგივე დედასთან, მერე მამასთან, ღმერთო რამდენი ტყუილი ვთქვი ხუთ წუთში, რამდენი ადამინი გავასულელე... ვერ ვიჯერებდი რომ ეს მე ვიყავი და ასე კარგად ვმსახიობობდი... გული დამწყდა ანას რომ ვერ დაველაპარაკე და ისე დაეძინა ჩემმა პატარა გოგომ, ცალკე ამაზე გალანძღა ნანამ და წამიკითხა ორსაათიანი ლექცია.
ლაპარაკი რომ დავამთავრე, საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე, არ მინდოდა დამეძინა უბრალოდ დასვენება მინდოდა მაგრამ მაინც ძილმა წამართვა თავი

№1  offline მოდერი ნეაკო

მოკლეთ გადავწყვიტე ისევ დავწერო...
შეცდომების მიუხედავად...
მიყვარს წერა და დიდხანს ვერ გავძელი უთქვენოთ :)

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან კარგად ვითარდება ყველაფერი და მგონი ოდნავ უფრო მსუბუქი წასაკითხი იქნება

№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ძალიან კარგად ვითარდება ყველაფერი და მგონი ოდნავ უფრო მსუბუქი წასაკითხი იქნება

მაქსიმალურად ვეცდები რომ სასიამოვნო წასაკითხი იყოს და ზედმეტად არ დავძაბო სიტუაცია.
მადლობა

№4 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ მიყვარს შენი მოთხრობები????რაც შეიძლება მალე დადე ხოლმე რაა????❤❤

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინა
როგორ მიყვარს შენი მოთხრობები????რაც შეიძლება მალე დადე ხოლმე რაა????❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები, რაც შეეხება ახალ თავს 3-4 დღის ინტერვალით დავდებ ხოლმე

№6  offline აქტიური მკითხველი grafo

გავიბადრე შენი ნიკი რომ დავინახე, მართლა :*.
სულ მქონდა მე შენი მუზის (იმედია სწორი ფორმაა) იმედი :D.
შენებური, ბობოქარი ისტორიაა.

ამ ბოლო დროს ათასში ერთხელ სიგარეტისკენ მეც გამირბის ხელი, მაგრამ ამ გოგოს მერე ეჭვი მაქვს კარგა ხანს არ გავეკარები ან საერთოდ.

№7 სტუმარი ია

ოღონდ ამ გვერძეს ნუ წერ რაა...რა გახდა ასეთი რომ ვერ დაიმახსოვრეთ ამ ახალბედებმა )))

№8  offline მოდერი ნეაკო

grafo
გავიბადრე შენი ნიკი რომ დავინახე, მართლა :*.
სულ მქონდა მე შენი მუზის (იმედია სწორი ფორმაა) იმედი :D.
შენებური, ბობოქარი ისტორიაა.

ამ ბოლო დროს ათასში ერთხელ სიგარეტისკენ მეც გამირბის ხელი, მაგრამ ამ გოგოს მერე ეჭვი მაქვს კარგა ხანს არ გავეკარები ან საერთოდ.

ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ გამეგრძელებინა წერა, შეცდომების მიუხედავად ...
ჩემი მუზა დეპრესიიდან გამოვიდა, თან იმდენმა მკითხველმა მიეჩიეთ წერეო გადავწყვიტე ვწერო.
სიგარეტს რაც შეეხება ვფიქრობ საერთოდ არაა მოწევა მაგარი ტიპობა და უბრალოდ მავნე ჩვევაა, იმედია ხელი აღარ გაგექცევა :)

ია
ოღონდ ამ გვერძეს ნუ წერ რაა...რა გახდა ასეთი რომ ვერ დაიმახსოვრეთ ამ ახალბედებმა )))

ვეცდები გავითვალისწინო მადლობა

№9  offline აქტიური მკითხველი grafo

არა, მე მართლა მაგარი ტიპობის გამო ვეწევი ათასში ერთხელ. ოღონდ დახურულ სივრცეში გამორიცხულია და ასევე ისე უნდა ვიჯდე/ვიდგე რომ სიგარეტის სუნმა არ შემაწუხოს :)).

როგორც კი ვგრძნობ რაღაცას ვეჩვევი, ეგრევე დისტანციან ვიცავ ყოველთვის.

მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, ისტორიას ასეთი სასოწარკვეთილი სათაური რატომ აქვს.

№10  offline მოდერი ნეაკო

მოწევას საერთოდ არ მივიჩნევ მე პირადად მაგარ ტიპობად, თუმცა მესმის რატომ იწყებენ მოწევას, ცდილობენ სხვა ადამიანებს დაანახონ რომ ისინი თავისუფლები არიან და შეუძლიათ აკეთონ ის რაც უნდათ ჩვენნაირი მოკვდავებისგან განსხვავებით :) თუმცა მაინც მგონია რომ მოწევა მავნე ჩვევაა და მეტი არაფერი.
იმას ნუ იფიქრებ ნებისყოფა მაქვს და როცა მინდა მოვწევ და როცა მინდა არაო, რადგან ფაქტია ნებისყოფაზე ძლიერი მიჩვევადა დამოკიდებულებაა, ცუდად არ გამიგო უბრალოდ ჩემს აზრს გიზიარებ :).
რაც შეეხება სათაურს სასოწარკვეთილია ნამდვილად, მაგრამ დასასრული არ იქნება მტკივნეული, ნუ კაი ხო ძალიან მტკივნეული :)

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ნეაკო

კიი, მაგიტომ იწყებენ მაგრამ მე არაფერი მსგავსი არ მაწუხებს, კარგი წიგნების წყალობით(არამარტო ოღონდ). ფეტიშის მომენტი მაქვს უფრო. არის რაღაც მომენტები რაც სხვაში მომწონს როცა ეწევა და ვცდილობ გავიმეორო ანუ ნეტარებაში ვარ:)).
ნებისყოფას რაც შეეხება, კი ეგრეა მაგრამ მე არ მჯერა მაგის. მამაჩემი წლები ეწეოდა, მაგრამ ერთ დღეს რომ თქვა სიგარეტზე უარი, მას მერე არასდროს არ გაკარებია. მერე მეორე, როცა სიგარეტის დამოკიდებუკებაზე მესაუბრებიან და მიხსნიან, რომ რთულია და ა.შ, მე ვპასუხობ რა სირთულეზე ლაპარაკობთ გაუგებარია, როცა დედებს შვილები უკვდებათმეთქი და ჩუმდებიან ეგრევე.
დასკვნა: ადამიანებმა პრიორიტები საკუთარი სურვილებით რომ გადაანაწილონ და არა სხვისი მიბაძვით/მოდით ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.

№12  offline მოდერი ნეაკო

აბსოლიტურად გეთანხმები უბრალოდ ერთს ავღნიშნავ რომ ყველას ერთნაირი ნებისყოფა არ აქვს და ყველა ერთნაირად ძლიერი არაა, რომ თქვას და ნათქვამი სისრულეში მოიყვანოს

და კიდევ ერთი ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო როგორც შენ გინდა და როგორც შენ გისწორდება და არა ისე როგორც სხვებს უნდათ, ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნები...

№13 სტუმარი sofo

kargi iyo sasiamovno wasakitxi

№14 სტუმარი wero

როგორ გამახარე ნეტავ იცოდეეეე! ძალინ საასიააამოვნოა რომ ახალი ისტორით დაგვიბრუნდი.წარმატებები.

№15  offline მოდერი ნეაკო

sofo
kargi iyo sasiamovno wasakitxi

მიხარია რომ მოგეწონათ

wero
როგორ გამახარე ნეტავ იცოდეეეე! ძალინ საასიააამოვნოა რომ ახალი ისტორით დაგვიბრუნდი.წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა :)

№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდი შენს გამოჩენას ძალიან გამიხარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდი შენს გამოჩენას ძალიან გამიხარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

ძალიან დიდი მადობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent