ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი XIV)
თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ ისე მაფრიალებს ჰაერში,დივანზე ჯდება და კალთაში მისვამს. - ისააკ... რას აკეთებ? - თვალების ფახუნით ვუყურებ და მის ეშმაკურ გამოხედვაზე მეც მეღიმება. - რას ვაკეთებ? - წარბს მაღლა წევს და ტუჩის კუთხე უტყდება. ვხვდები,რომ მეთამაშება. „ ასე? კარგი ბატონო ისააკ. თუ თამაში გინდა ვითამაშოთ. „ მისკენ ვიხრები,გაყინულ ხელს პერანგის ქვეშ ვუცურებ და პრესზე ვეხები. ვგრძნობ მის გახურებულ და დაჭიმულ სხეულს. ტუჩებს ნაზად ვახებ ყელზე,თან გულში ვფიქრობ,რა მაძლევს ამხელა გამბედაობას. - რას... რას აკეთებ პატარავ? - ხმა ჩამწყდარი ძვლივს აბამს თავს სიტყვებს. - რას ვაკეთებ? - ვიმეორებ მის კითხვას,სწრაფად ვშორდები და ფეხზე ვდგები. - ჩემი სამუშაო საათები დამთავრდა ბატონო ისააკ. აბა კარგაად. - თვალს ვუკრავ და ჯერ კიდევ დივანზე მჯდომ ისააკს ვტოვებ გამოშტერებულს. ლიფტის სარკეში კმაყოფილი სახით ვუყურებ საკუთარ ანარეკლს. - ოჰოოო. ყოჩაღ ელისაბედ... - თმებს ღიმილით ვიყრი ზურგს უკან. - ანასტასია იამაყებს ჩემით. - ჩემს თავს თვალს ვუკრავ და ლიფტიდან გავდივარ. კომპანია თითქმის დაცლილია,მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ვხედავ აქა-იქ და მათ შორის ვამჩნევ ილიას,რომელიც ჩემკენ ისე მორბის თითქოს ძაღლი იყოს,რომელიც მონატრებულ პატრონს ხედავს. ლამის ტანზე მასკდება,ხელში ავყავარ და მატრიალებს. - ელისაბეეედ. აუ ძაან მომენატრე ტოო. - ამბობს ისე გაწელილად,როგორც სჩვევია ხოლმე და მეც ყურებამდე მეღიმება. - მეც ძალიან მომენატრე ილიი. სად დამეკარგე? - ლოყაზე გემრიელად ვკოცნი და ისიც ძირს მსვამს. - აუ გოგო, საქმეებზე გამიშვა შენმა უფროსმა და ახლახანს ჩამოვედი. არ მჯერა,რომ სახლში ვარ პრინცესა. - აჟიტირებული სახით ისევ მატრიალებს ბევრჯერ. - ახლა წავიქცევი. - სიცილით ვეყრდნობი მხრებზე და ისიც მიჭერს,რომ არ წავიქცე,მერე სწრაფად მიშვებს ხელს და სადღაც მირბის,ვერაფერს ვხედავ,ყველაფერი ტრიალებს და მეც იატაკზე ვიშხლართები. - ისაააკ,ჩემი მონატრებული კაცი. - მესმის ილიას აჟიტირებული ხმა. - გამატარე! - სწრაფად პასუხობს ისააკი. - უიმეეე,სულ არ მოგენატრე? ვინ არის ეს ქვა კაცი რა... - ჯუჯღუნს აგრძელებს. - ქვა იქნება ახლა,რომ მოგდებს გემრიელად. უკან არ უნდა მოიხედო იდიოტო? - ჩემთან მოდის და ფეხზე ფრთხილად მაყენებს. - კარგად ხარ? - თვალებში მიყურებს. - კი,კიი. - თავს ვუქნევ,ისე რომ მის სხეულს არ ვშორდები. - რა დაგემართა? - ოდნავ უკან მწევს და მაკვირდება. - ორსულადაა. - აბრეხვებს ილია. - რაო? - თვალებ გაფართოებული გვიყურებს ორივეს,მერე ილიას ხარხარი უტყდება და ცოტა უმშვიდდება სახე. - ცანცარა. - თავს აქნევს. - მაბზრიალებდა,მერე შენკენ გამოიქცა და თავი ვეღარ შევიკავე. - ვუხსნი მომხდარს. - ხედავ ძმაო? შენი ბრალია ყველაფერი. - ხარხარს აგრძელებს ილია და მეც მეცინება. - შენს დანახვაზე ქალები ეცემიან. რა ხარ ასეთი შარმიანი? ვინ ხარ ასეთი მოდური? - ახლა ავყირავდები,რომ გიპასუხოს: „ვინ ვარ.. ვინ ვარ და მე მქვია ნოდარი“ - ხმით ვბაძავ ერთერთ ტიპს,სასაცილო ვიდეოდან და ილია შავდება სიცილისგან. - ვახ ჩემი,ცუდად ვაარ. - წარბ აწეულ ისააკს ეყრდნობა მხარზე და ხველა უტყდება. - კვდები ? - ზურგზე ურტყამს ხელს,მოსასულიერებლად. - არ ვაპირებდი ჯერ,მარა ეგრე თუ გააგრძელებ,ძვლები დამემტვრევა. - ღიმილით სწორდება მხრებში. - აუ ახლა იცი რა ვქნათ? დავიშალოთ და ცხრისკენ კლუბში დავაწვეთ. - თითს მაღლა წევს და თვალს მიკრავს. გონებაში ბოროტულად მეღიმება ილიას შემოთავაზებაზე. - ჰმმ,კარგი იდეაა ილიკო. წავედი მეე. შეხვედრამდე. - ჯერ ილის ვკოცნი ლოყაზე,მერე ისააკს ტუჩის კუთხეში და ვტოვებ გამოშტერებულს. - მე გამოგივლი პრინცეეეს. - მეძახის ილია. - კაიი. - უკან არ ვბრუნდები ისე გავდივარ შენობიდან,ტაქსს ვაჩერებ და სახლში მივდივარ. საჭმელს ვამზადებ ჩემთვის. შესანიშნავ ხასიათზე ვარ. ალბათ იმის ბრალია,რომ ისააკი ვნახე,თან ილიაც ჩამოვიდა. მართლა მენატრებოდა ეგ გიჟი. საჭმლის ჭამას ვიწყებ და თან ჩემს დას ვურეკავ. - ჰოუ. - ისიც პირ გამოტენილი მპასუხობს და მეცინება. - შენც ჭამ?- სიცილით ვეკითხები. - ხოოო. - ისევ იტენის ახალ ლუკმას. - სახლში ხარ უკვე? - ახლახანს მოვედი და ეგრევე საჭმელს ვეცი,თან ყავა მინდა,თან ჭამას ვერ ვანებებ თავს. - - უიმეეე,რამდენს ჭამ გოგო... აბა მე,რომ მაგდენი ვჭამო ეგრევე ორასი კილო გავხდები. - თვალებს ატრიალებს და მუცელზე ირტყამს ხელს. - გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან. - ვიცინი. -დღეს ისააკი ვნახე. - სწრაფად ვცვლი თემას. - მერე? - ვაკოცე. - შეგეპარებინა მაინც გოგო. - სიცილით იდებს გულზე ხელს. - დებილო. - მეც ვიცინი. - უიმეეე,რომ გენახა როგორ უხდებოდა ის პერანგი და პიჯაკი... ლამის შევჭამე. - გოგოოო.. - სიცილით მიბრიალებს თვალებს. - ხოდა,ილიამ დღეს კლუბში წავიდეთო... ცხრაზე გამომივლის. - ტაშს ვუკრავ. - ვაახ,არ ხუმრობთ უკვე. - დიახ.- თვალებს ვაფახუნებ. - იცოდე ილიასთან ახლოს იყავი და ვინმე იდიოტებს არ ეცეკვო. - მარიგებს და მეღიმება ისეთი საყვარელია ამ დროს. - კარგი დედიკო. - საჰაერო კოცნას ვუგზავნი. - მართლა იცოდე. - თვალებ მოჭუტული შემომყურებს. - მართლა,მართლა. - თავს ღიმილით ვუკრავ. - რა ჩავიცვა. რაღაც შავი მინდა. - თითს ტუჩზე ვიდებ და ვფიქრობ. - ის ჩაიცვი ატლასის,სამკუთხედი გულით. - შეძლებისდაგვარად მიკრავს თვალს. ანასტასიაც ჩემსავითაა და მაგაზე მეცინება. - კარგი იდეაა,მაგრამ მაგას ძაან ღრმა ჭრილი აქვს. - ტუჩის კუთხეს უკმაყოფილოდ ვტეხავ. - უიმეეე,მომკალი შენ.. ძაანაც კარგი გული აქვს. გიხდება თან. - ხო კაიი. თუ მიხდება..- ვიცინი ეშმაურად. - ველური. - ისიც იცინის. - მიდი ახლა დაისვენე და რომ მოემზადები სურათი ჩამიგდე. - კაიიი,გკოცნი. - ჭკუიით. - ხელს მიქნევს და თიშავს. ყავისთვის წყალს ვადგამ და ჩემი ტელეფონის ზარის ხმაც ისმის. - როგორ არის ჩემი მარწყვი? - შესანიშნავად ჩემო სიმპათიუროო. სად ხარ? - პრინცესა,დღეს ძაან ბევრი საქმე მაქვს და ვერ გამოვალ. - ამბობს მოწყენილი ხმით. - ჩემი დატანჯულიიი. მე კლუბში მივდივაარ. - მარტო? - არაამ... ილიას მივყავარ. თან.... ისააკიც იქნება. - ვამბობ და მეცინება ჩემს ბავშვურობაზე. - უიმე ძაან კაია,მარა ძაანაც ნუ გააგიჟებ მაგ კაცს,არ მინდა ვინმე ვცემო. - ბოლოს ხითხითებს. - ერეკლეეე. - ვიცინი მეც. - ხო კაი,ჭკუით იყავი პაწკუუ. გინდა მერე მოგაკითხო? - არაა.არამგონია ქუჩაში დამტოვონ.... თუ დამტოვებენ,დაგირეკავ. - ყოყმანის მერე ვამატებ და ორივე სიცილს ვიწყებთ. - ხო კაი,გავიქეცი ახლა,საქმეები მაქვს. გკოცნიი. - გკოცნიი. - ვამბობ და ვუთიშავ. შხაპს ვიღებ, ტანზე სურნელოვან ზეთს ვისვამ,თმას ვისწორებ და ტანზე მომდგარი, შავი ატლასის კაბას ვიცვამ,რომელიც მუხლს ოდნავ ქვემოთა. ისეა ტანზე მომდგარი,რომ სხეულის ფორმებს იდეალურად გამოკვეთს. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,მაღალ ქუსლიან სანდლებს ვიცვამ და მისაღებში გავდივარ. ტელეფონის კამერას დროზე ვაყენებ,სარკესთან ვდებ და წინა კამერით ისე ვიღებ ფოტოს,რომ მთლიანად ვჩანდე. კმაყოფილი სახით დავყურებ ფოტოს და მერე ჩემს დას ვუგზავნი. საათს დავყურებ,უკვე ათის წუთებია. თავს უკმაყოფილოდ ვიქნევ და ჩემი ტელეფონიც რეკავს. ილიაა. - პრინცესა,ცოტა შემაგვიანდა... მიდი ჩამოცუნცულდი,შენს სახლთან ვგდავარ. - ხმის ამოღებას არ მაცდის,ისე სწრაფად აყრის სიტყვებს და თავს იმართლებს. - მოვდივარ... - პატარა ქლარჩს ვიღებ და გარეთ გავდივარ,სადაც ყურებამდე გაკრეჭილი ილია მხვდება. - ვააახ ელიიი,ნუ როგორც ყოველთვის მაგარ ვიდხე ხარ ეე. - ლოყაზე მკოცნის და მანქანის კარს მიღებს,მერე თვითონაც ჯდება. - ნუ გადარევ ერთ კაცს. - სიცილით მიკრავს თვალს. - რაა?- ისე ვკითხულობ,თითქოს ვერ მივხვდი,არადა გულში ყურებამდე მეწელება პირი. - არაფერი,არაფერი. - სიცილით აქნევს თავს და სწრაფად ძრავს მანქანას. კლუბში შევდივართ,სადაც კარგი გარემო გვხვდება. მდიდრულად მოწყობილი ინტერიერი,კარგი განათება და ხარისხიანი მუსიკა. ბართან მივდივართ, სასმელს ვუკვეთავთ,მერე კი ერთ-ერთ მაგიდასთან მივდივართ,სადაც ისააკი გვხვდება,რომელიც გამჭოლი მხერით მაკვირდება. ისეთი თვალებით მიყურებს,ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს სხეულზე. „რა გჭირს ელისაბედ? დამშვიდდი,დამშვიდდი.“ გულში საკუთარ თავს ვამშვიდებ,სახეზე ღიმილს ვიკრავ და ისააკისკენ გადახრილი,ნაზად ვკოცნი ლოყაზე. ვგრძნობ,როგორ იყნოსავს ჩემს სურნელს და ძვლივს ვსწორდები. - როგორ ხარ? - მეკითხება მისი მომაკვდინებელი ხმით. - შესანიშნავად. - ისე ვპასუხობ,თითქოს არ ვიწვოდე და წუთი წუთზე არ ვაპირებდე დადნობას,მისი მზერისგან. - შენ? - თვალს ვუსწორებ და მომხიბვლელად ვუღიმი. - მგონი კარგად. - ისიც იღიმის და უკვე ვერ ვუძლებ. სწრაფად ვსვამ სასმელს და ილიასკენ ვიხედები,რომელიც ვიღაც ქერა გოგოს უყურებს. - ილიას ვიღაც მოეწონააა. - მისკენ ვიხრები და მხარზე ვადებ თავს. - მღუპავ გოგო? - სწრაფად მიშორებს მხრიდან და იცინის. მეც მეცინება და მსუბუქად ვურტყამ ხელს მხარზე. - მიდი ჰე... თორემ სხვა დაგასწრებს. - თავით,ჩვენს მოპირდაპირედ მჯდარი ტიპისკენ ვუთითებ,ისიც სწრაფად დგება ფეხზე და გოგოსკენ მიიწევს მტაცებლის ნაბიჯებით. - გიჟი. - თავს ღიმილით ვაქნევ,მერე ისააკისკენ ვაპარებ მზერას,რომელიც მე მაკვირდება. - რაა? - წამოდი,ვიცეკვოთ. - ფეხზე დგება,ჩემთან მოდის და ხელს მიწვდის. - ვიცეკვოთ. - მხრებს უდარდელად ვიჩეჩავ,არადა ისე ვნერვიულობ,ლამისაა გული საგულედან ამომივარდეს. დანარჩენ წყვილებს ვუერთდებით და მუსიკას ვაყოლებთ სხეულებს. ისააკი ზემოდან დამყურებს, მისი მზერით მბურღავს,მაჯადოებს,ისე რომ თვალს ვერ ვწყვეტ. მერე მის ძლიერი ხელის შეხებას ვგრძნობ ჩემს წვრილ წელზე და მთლიანად მის სხეულზე მიკრავს. ჯერ გაკვირვებული შევყურებ,მერე კი ყელზე ვხვევ ხელებს და მისგან მომავალ სურნელს ვისუნთქავ. წამით თვალები მელულება,ისეთი სასიამოვნოა,მასთან ასე ახლოს ყოფნა. სასმელი აშკარად მოქმედებს და ისააკის სიახლოვესთან ერთად მეტად მოქმედებს ჩემზე. ისააკისკენ ზურგით ვდგები,სხეულზე ვეკვრი და ისე ვაგრძელებ ცეკვას. თმას გვერდით მიწევს,ჩემკენ იხრება და ყელხე ნაზად მახებს ტუჩებს. ცხელი ტალღა მივლის მთელს სხეულში და თავს მის მხარზე ვაგდებ. წელიდან ნელ ნელა ზემოთ ასრიალებს ხელებს და ოდნავ მიჭერს უბიუსჰალტერო მკერზე. წამით კვნესა მცდება,მისკენ ვბრუნდები და წამსვე ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემსაზე. ჯერ გაოგნებული ვერაფერს ვაკეთებ,მერე გონს მოვდივარ,ხელს თმებში ვუცურებ და კოცნაში ვყვები. - მაგიჟებ. - კოცნეს შორის ყურში ჩამჩურჩულებს ისააკი,რაც მეტად მიკიდებს ცეცხლს. - ჩემი პატარა. ულამაზესი ხარ. - ყელზე მაკრობს ტუჩებს. - ჩემი გემრიელი... - ისააკ...- ძვლივს ვწყდები მის ტუჩებს. ვგრძნობ,რომ ეს კაცი მინდა მაგრამ ამისთვის მზად არ ვარ. - რაო პატარავ. - შუბლს შუბლზე მადებს და ღრმად სუნთქავს. თვალებში მიყურებს,თითქოს ჩემს ემოციებს კითხულობს. - ნუ გეშინია,მე არაფერს გავაკეთებ ისეთს,რისთვისაც მზად არ ხარ. - შუბლზე ხანგრძლივად მაკრობს მის გახურებულ ტუჩებს და გულში სითბო მეღვრება. ვხვდები,რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ის კაცია. ჩემი კაცი. - გონებას სიამოვნებს ამ სიტყვების მოსმენა. - მადლობა. - ნაზად ვკოცნი ლოყაზე. - მართლა პატარა ხარ. - სიცილით აქნევს თავს და მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე. ყურებამდე გაღიმებული ავყურებ,ჩემზე ბევრად მაღალ კაცს და ვხვდები,რომ მიყვარს. - დავსხდეთ ხომ? - დაწოლა შენ არ გინდა და დავსხდეთ. - მხრებს იჩეჩავს და ბოროტულად მიღიმის. - რა მწარე ხაარ. - მეც მეღიმება და იდაყვს ვურტყამ გვერდში. - ოუ პატარაავ,რა ძლიერი ყოფილხარ. - გვერდს სიცილით იზელს. - ეგრე ნუ მიღიმი,თორემ შეგჭამ. - ვეუბნები და გამომეტყველება ეცვლება. - აჰჰ,ჯანდაბა! ეგრე ნუ მიყურეეებ პატარავ. - სწრაფად მისვამს მუხლებზე და ვნებიანად მიკოცნის ტუჩებს. ახალი და გემრიელი თავიც მოვიდააა :3 იმედია მოგეწონებათ ღუნღულაკებო ^_^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.