მინდვრის ყვავილები (ნაწილი V)
დილით მარიამს გარედან ხმაური შემოესმა. როგორც სჩანს დაბრუნდა ვაჟბატონი, გაიფიქრა და გვერდით გადაბრუნდა. როგორ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს რა უნდა ეთქვათ ან როგორ უნდა გაეგრძელებინათ ერთ სახლში ცხოვრება, ეს ფიქრები წამოეშალა და ტირილი მოუნდა. დილის ძილი ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა სირცხვილის გრძნობა სტანჯავდა, თავს ძალა დაატანა და წამოდგა. მისი საყვარელი გვირილებიანი კაბა იქვე სკამზე იყო გადაფენილი. ამან ცოტა გუნება გამოუკეთა, მოწესრიგდა და გარეთ გავიდა. ზიზი და გაგა გრძელ სარწეველა სკამზე ჩამომსხდარიყვნენ. ბიჭს თავი დედის მუხლებზე დაედო და მზის სხივებს უშვერდა სახეს.ზიზი თმაზე ეფერებოდა და რაღაცას ხმადაბლა ღიღინებდა. საოცარი სურათის მომსწრე გახდა მარიამი. ასეთი სულიერი სიახლოვე თავად არ განეცადა არავისთან. ღრმა დედაშვილური სიყვარული ერთი შეხედვითაც ცხადად იგრძნობოდა. მოუნდა მათთან მისულიყო და თავად შეერთებოდა ამ საოცარ სანახაობას. ფიქრობდა რამხელა კავშირი უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან ამ ორ ადამიანს და რა ბედნიერების განცდებით უნდა ეცხოვრათ. უცებ შეკრთა, გაგა მას უყურებდა. მხოლოდ ახლა შეამჩნია მისი ულამაზესი, მწვანე თვალები. რომელშიც ერთნაირად დაესადგურებინა, სიმშვიდის და დანაშაულის მზერას. მშვიდობიანი დღე უსურვა ორივეს და სახლში შებრუნება დააპირა. საუზმე მაგიდაზეა შვილო, მოესმა ზიზის ხმა. ჩვენც ახლავე მოვალთ. გაგა ადექი. შეუძახა შვილს და თავადაც ნელა წამოდგა. -დავასწარი და ოთახში შევედი. ჩაის ფინჯანი ავიღე, ერთი ნაჭერი ჯემიანი პური და უკან საძინებელში დავბრუნდი. არ შემეძლო ამ ადამიანებთან ერთად ჯდომა და საუზმობა. ჩემი თავმოყვარეობა ამას ვერ გაუძლებდა. კარზე კაკუნი გაისმა. გაგა იყო, -შეიძლება ვისაუბროთ? - ცოტათი დაბნეული ჩანდა. -არ შეიძლება. მე დედათქვენს ვუთხარი რომ თქვენი ნახვა არ მსურს და სანამ აქ ვიქნები ვეცდები ძალიან არ შეგაწუხოთ, მივუგე გულგრილად და საკუთარი თავის შემრცხვა. ასე არასდროს, არავისთან მილაპარაკია და ახლაც გონება ერთს მეუბნებოდა, გული მეორეს. მე გულს ზოგადად, ძალიან იშვიათად ვუსმენდი და ამჯერადაც ცივი გონებით ვმოქმედებდი. -გასაგებია. კარი უხმოდ გაიხურა. ვერ ამოვიცანი მისი ემოციური მდგომარეობა.ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის. -დედა შენ რამე უთხარი მარიამს? ხმაში ოდნავ სიცივე ჰქონდა შეპარული ბიჭს. -არა გაგა, მე თავადაც არვიცი არაფერი, შენ ეს იცი კარგად. მხოლოდ ის ვუთხარი რომ მას აქ არაფერი ემუქრება და შეუძლია წასვლამდე მშვიდად იყოს. რეზის ამბავი დაუმალა ქალმა, რადგან იცოდა რომ ამას შესაძლოა გაგას მხრიდან კარგი რეაქცია არ ჰქონოდა, იცოდა შვილის ხასიათი, რამდენადაც მშვიდი და გაწონასწორებული იყო , იმდენად შეეძლო უცებ აფეთქებულიყო იმ ადამიანების დასაცავად ვინც უყვარდა. გადაწყვიტა ცოტა მოგვიანებით ეთქვა. რატომ ვკითხულობ რა სჭირს, განა თავად არვიცი რა მდგომარეობაში იქნება ახლა? მე მისი თავმოყვარეობა არაფრად ჩავაგდე, ისე მოვიყვანე არაფერი მითქვამს, ისე ვაიძულებ დარჩენას, სრულად სიმართლის თქმაც არ შემიძლია და ახლა ვბრაზობ სხვებზე. ფიქრობდა გაგა და გული უფრო ძლიერად უცემდა. არასდროს ასე არ გასჭირვებია გადაწყვეტილების მიღება, ახლა რა ხდებოდა მის თავს, ვერაფერი გაეგო. ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მარიამი ამ სახლში მოხვდა და მისთვის უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობდა. გაგას ძალიან იშვიათად ნახულობდა. არც ისე ხშირად გადიოდა ოთახიდან, გაგაც იშვიათად თუ შემოდოდა სახლში და ალბათ ამიტომ. ერთ დღესაც ზიზიმ შემოუღო ოთახის კარი და მისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავი ამცნო. მისი და ავად გამხადრიყო და ერთი თვით სოფელში მიდიოდა მის მოსავლელად. ამ ხნის განმავლობაში მარიამი მას ძალიან შეეჩვია. ხშირად საუბრობდა ამ ქალთან, ბევრი რამ მოუყვა საკუთარი ცხოვრებიდან. გული ეუბნებოდა რომ შეიძლებოდა მას ნდობოდა და ეს ძალიან ამშვიდებდა. ახლა ამ ამბის მოსმენით გული აუჩუყდა, ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. არ უნდოდა გაშვება. ახლა სულ მარტო რჩებოდა. დაემშვიდობა, გზა მშვიდობისა უსურვა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. რამდენიმე დღე ისე გავიდა ოთახიდან არ გასულა. მხოლოდ ცოტაოდენ საჭმელს შემოიტანდა და მისთვის ეს სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. ბოლოს ვეღარ გაძლო. ერთ საღამოს ეზოში გავიდა , სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა , ზიზის ჩაბარებულ ყვავილებს წყალი დაუსხა და ჩამავალ მზის სხივებს სახე მიუშვირა. გაგა სახლის გვერდით სკამზე იჯდა და მარიამს აკვირდებოდა. მისვლა ვერ გაებედა. არც დალაპარაკება შეეძლო. ძალიან გაუხარდა მისი დანახვა. არ უნდოდა გოგოს შეემჩნია რომ უყურებდა , თავი მოატრიალა და თავადაც დახუჭა თვალები. უცებ, გვერდით სიახლოვე იგრძნო. თვალები სწრაფად გაახილა და მარიამი დაინახა, რომელიც მის გვერდით ჩამომჯდარიყო. -მარიამ, სოფელში ეჭვობენ რომ აქ ძალით მოგიყვანე, ეს თავისებური სოფელია, თავიანთი წესები აქვთ და ზოგი ამას მკაცრად ემორჩილება, ვინც ამ წესრიგს არღვევს მკაცრად ისჯება. ვფიქრობ ჩვენამდეც მალე მოვლენ. უნდა იფიქრონ რომ ჩვენ ერთად ვართ და შენ აქ ჩემი საცოლის სტატუსით ხარ. ბოლო სიტყვები სიფრთხილით წარმოსთქვა, მარიამს ეს არ გამოჰპარვია და რატომღაც ძალიან ეამა. საღამოს შეკრებაა, სოფლის მაცხოვრებლები ზაფხულის გაცილებას ზეიმობენ და ყვავილების ფესტივალს აწყობენ. თუ სურვილი გაქვს შეგვიძლია წავიდეთ. თქვა და გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა, იცოდა რომ მარიამი ამას არ დასთანხმებოდა და არც მისთვის იყო მარტივი რამე დაეძალებინა. -წავიდეთ, ჩაილაპარაკა მარიამმა და თავი ჩახარა. გადაევლო იმ სიფიცხეს და ფიქრებიც დამშვიდებული ჰქონდა. იცოდა რომ რამდენიმე თვეში აქედან წავიდოდა და თავს აღარ აიძულებდა ისეც ცუდზე ეფიქრა. გაგასთვის ეს თანხმობა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო. თუმცა მისმა თვალებმა ვერ დაფარა ეს პატარა სიხარული და ისეთი სიყვარულით მიაშტერდა მარიამს , პატარა ბავშვს ჰგავდა. სანამ კარგად დაბნელდებოდა, მარიამი და გაგა სახლიდან გავიდნენ. დამთხვევითობა იყო თუ არა არცერთმა არ იცოდა, თუმცა რატომღაც ორივეს ზუსტად მსგავსი ტანსაცმელი ეცვა და რაზეც ერთმანეთის დანახვისას ორივეს ჩაეღიმა. მანქანაში რომ ჩასხდნენ , მხოლოდ მაშინ იგრძნო მარიამმა რომ ამდენი ხანი სახლიდან არ გასულა და ისე ესიამოვნა გარეთ ყოფნა , გადაწყვიტა მადლობა ეთქვა გაგასთვის. გაგამ ამის საპასუხოდ მხოლოდ ბოდიში მოიხადა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ფესტივალზე მისულებს, საოცარი სანახობა დახვდა მარიამს. უამრავ ხალხს მოეყარა თავი შეკრების ადგილას.ყვავილებით იყო იქაურობა გადაჭედილი, ამდენი გასაოცარი და უცხო მცენარე არ ენახა და ისეთი აღფრთოვანებული შეჰყურებდა თითქოს ყველაფერს პირველად ხედავდა. არც გაგას გამოჰპარვია მარიამის ასეთი აღელვება და თავადაც გულში საოცარი სითბო იგრძნო. -გაგა, როგორც იქნა გამოჩნდი. ასე უნდა დამივიწყო? ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ასე ხანგრძლივად არასდროს დავშორდებოდით ერთმანეთს, გაუცინა და ხელკავი გაუარა გოგომ. ეს შეძახილი გაიგო მარიამმაც და თავი მოატრიალა, უცნაური განცდა გაუჩნდა, რატომღაც არ ესიამოვნა ასე ხელჩაკიდებული მათი დანახვა. რა სჭირდა ვერ გაეგო. ამ ოთხი თვის განმავლობაში არც დაფიქრებულა რას გრძნობდა, როგორ შეიცვალა მისი გრძნობები. გაახსენდა, როგორი სითბოთი უყურებდა ხოლმე მაას გაგა და რა სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას ამჟღავნებდა მის მიმართ. მაგრამ მისი ცივი და ოდნავ ირონიული იშვიათი კომუნიკაცია ამ ყველაფრის დანახვის შესაძლებლობას ართმევდა. ახლა ამ სურათის შემსწრე კი საშინლად გრძნობდა თავს. სახლში დაბრუნება და ტირილი მოუნდა. არც ისე შორს ცხოვრობდნენ, გადაწყვიტა ფეხით დაბრუნებულიყო შინ. გაგას მისი წასვლა არ შეუნიშნავს, სწორედ მაშინ შეტრიალდა თავისი კოლეგისკენ, როდესაც მარიამი სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ხუთიოდე წუთის შემდეგ, მარიამის ნახვა დააპირა, მაგრამ ვეღარ დაინახა. როდესაც გაიგო რომ ის უკან სახლში წასულიყო , გაფითრდა, გულმა ცუდი უგრძნო. სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით დაძრა მანქანა. სამწუხაროდ მისი გული არ ტყუოდა. შინისკენ მიმავალ მარიამს, მანქანამ გზა გადაუჭრა.შებინდებულზე კარგად ვერ გაარკვია ადამიანის სახეები. შემდეგ ოდნავ თვალების წვა იგრძნო და გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.