როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია ( დასასრული)
*** - დილიდან საოცრებები ხდება ჩემს თავს... - ყავა და ვაშლის კექსი დაალაგა, მართამ, მაგიდაზე. - ჯერ მარიკამ, ეთომ და დედაჩემმა ერთობლივი დაკითხვა მომიწყვეს, ახლა თქვენ მოდიხართ თქვენი ამბებით... ისე არ მინდა ყავა, ისედაც აჩაქრებული მაქვს გულის ცემა... - ტუჩთან მიტანილი ყავა, ისევ ლანგარზე დააბრუნა. - არ თქვა... წუხელ საოცრება იყო, აი, რავი როგორ გითხრათ... - მხრები აიწურა სარამ, სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუპო, - ალბათ ესაა სიყვარული... რომ ჩამიხუტა, თითქოს სადღაც დავფარფატებდი... ახლაც მუცელი მეწვის, რომ მახსენდება... - შენ რატომ ხარ ჩუმად? - მიუბრუნდნენ კესანეს. - არ ვიცი, მე ცოტა გაოცებული ვარ... აი, მანამდე თუ მეხებოდა, ვცდილობდი მომეცილებინა, ახლა კი, თითქოს მესიამოვნა კიდეც... უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა მითხრა : „იმის გული ვინც შენს წინ დგას, ძალიან სწრაფად ფეთქავს, ყვირის, რომ უყვარხარ, ნუთუ ამას ვერ გრძნობ?“ - ვაიმეე, ახლა ვიტირეებ... გაბრიეელ, სად ხარ? - ჩვენი ბიჭები... მგონი გაბრიელს, მალე ავუხდენთ ოცნებებს, ცოლისძმებთან დაკავშირებით, - გადაიკისკისა სარამ. - აბაა... თან რა ბიჭები გვყაავს... - იცინოდა მართა. - რაო ეთომ და მარიკამ? გამოგკითხეს დეტალ-დეტალ? - ოჰ, მაგ ჭკუაზე ვიყავი ყველა ინფორმაცია გამეცა. - ცალი წარბი ასწია, - მე ვინ გგონივართ? ხომ იცით როგორი მესაიდუმლე და სანდო ვარ. - არაუშავს, ნელნელა გაიცნობენ. - რაზე ჩაფიქრდი? - რაღაც გამახსენდა, - სახე მოექუფრა სარას. - რა? - წუხელ მესიზმრა, რომ ავარიაში მოვყევი... - სუუ, ნუღარ იმეორებ, ხო იცი მეამინე დადის და შეიძლება ამინ თქვას. - რა მეამინე? - გაეცინა სარას. - ბებიაჩემი მეუბნება, ხოლმე არასოდეს თქვა ცუდი, რადგან შეიძლება იმ დროს ანგელოზმა ჩამოიაროს და თქვას „ამინ“ და ახდეს ყველაფერი ცუდიო... - კაი, მე ხო სიზმარს ვყვები... - ნუ ყვები!... - გაბრაზდა კესანე. - სასიამოვნო ამბებს ვყვებით და კარგზე ვიფიქროთ, ისე გურამმა კი არ მიპასუხა. იმედია წუხელ რაც მელაპარაკა არ დაავიწყდა. - ეგ თუ დაავიწყდა კარგად ყოფილა საქმე. -ადგა სარა, - წამო, წავედით, ძაანაც ხო არ უნდა დავაგვიანოთ სამსახურში. - კარგი, წავედით. - მართა, ალუბალი გაქვს? - კარებში გასვლისას შემობრუნდა სარა. - კი, მაქვს შენახული. - იცოდე ამ კვირაში დააცხვე ალუბლის კექსი და გამოგივლი. - გასცა ბრძანება დედოფალმა, უნდა დავმორჩილდეთ. - თავი დახარა მართამ, - კარგით გოგოებო, ჩათში მოიწერეთ ახალი ამბები. - დროებიით. ადამიანებს საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ, ისინი ხანდახან იმდენად იჯერებენ თავიანთ გამოგონილ ისტორიებს, რომ მოგონილი და ნამდვილი ამბები ერთმანეთში ერევათ და ასე ცხოვრობენ, თავიანთ გამოგონილ ისტორიებში... - გოგოებო, გამარჯობათ. - ოთახში ქალი შემოვიდა. - მობრძანდით, ქალბატონო ქეთინო. - როგორ ხარ, ჩემო ლამაზო, გოგო? - გმადლობთ, მე კარგად და თქვენ? - რავიცი, შვილო, როგორ ვიქნები? აგერ ეს საბუთები გადამიქსეროქსე ორ-ორ ცალად. - კარგით, მომაწოდეთ. - გამოართვა სარამ და დაქსეროქსება დაიწყო, - რომ გიყურებ გული მწყდება, თავადის გვარი, რომ არ გაქვს, თორე კარგ თავადის ბიჭს გაგირიგებდი... ჩვენ ბაგრატიონები დიდ პატივს ვცემთ გლეხებს, მაგრამ შთამომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სარა, მხოლოდ თავს უქნევდა, სიტყვის ჩაკვეხებას ვერც ახერხებდა. - აი, ჩემი დიდი ბებია ქეთევან წამებული, ისეთი ქალი იყო, სასწაული. ხომ იცი თარხან მოურავი, ტელევიზორში, რომ გამოდის? ისე ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ ნაწყენი ვარ, რატომ? იმიტომ, რომ საქვეყნოდ გამოვიდა და თქვა, მე აშოტ კურაპალატის შვილთაშვილი ვარო და მეშინია, მტრებმა არ მოკლან. - მტრებმა? - ხო, თურქებმა ან რუსებმა, არ უნდათ მაგათ მონარქიის აღდგენა. - აჰა, გასაგებია. - გაცინებოდა თუ გაოცებულიყო ვერ გაერკვია სარას. - სარა, - დოკუმენტები დაულაგა თეომ, თან სასწაულად ახველებდა. - შვილო? - შეიცხადა ქეთევანმა, - ასე რატომ გახველებთ? ალერგია გაქვთ თუ ბრონხიტი? - ალერგია... - ვაიმეე, მე გასწავლით სასწაულ წამალს, რომ დალევ ხველა, აღარც გაგახსენდება. ე.ი ვიღებთ წითელ მატლებს, ვასხამთ არაყს, ვაყოვნებთ და შემდეგ წვენს ვსვამთ... - მატლებს და მერე წვენს ვსვამთ... - თვალები გაუფართოვდა თეოს. - კი, შვილო, - დაეთანხმა და წავიდა. - ეს ქალი მაოცებს, თუმცა უფრო და უფრო მარწმუნებს, რომ ცოტა აფრენს... - უიმედოდ გადააქნია თავი სარამ. - ხან დედა არ ყავს, ხან დედა ყავს, ეჰ... ცოდოა. *** ადამიანებს ბევრჯერ გვჯერა, რომ ჩვენი სიზმრები სავსეა მინიშნებებით, მომავლის შესახებ. სიზმარი ბევრჯერ ჩვენი ქვეცნობიერის გამოხატულებაა, ამიტომ ის, რომ ჩვენი ღამის კოშმარები რეალურად იქცევა, უნდა გავფანტოთ და არ დავიჯეროთ... - აჰა, შუქი არ არის? - ახედა სარამ შუქნიშანს, - ნელა უნდა გავიდე, ნეტა სად არის საპატრულო პოლიცია, ამ დროს არ უნდა დარეგულირდეს მოძრაობა? ნელნელა დაიწყო მოძრაობა, მარჯვენა მხარეს გაიხედა და მისკენ სწრაფად მომავალი ტრაილერი დაინახა... თვალები დახუჭა, წამებში გაირბინა მთელმა ცხოვრებამ... დიდი დაჯახების ხმამ წამიერად ყველაფერი გარინდა... სიცოცხლე და სიკვდილი ხშირად კვეთენ გზებს, როდესაც ამ გზაჯვარედინზე დგახარ, შენს წინ დიდი სინათლის სვეტი ლივლივებს, მისკენ გიხმობს... მთავარია, სიცოცხლის ანგელოზი როგორ გიხსნის სიკვდილის ანგელოზის კლანჭებისგან... ამ უთანასწორო ბრძოლაში შენი სხეული და სული სადღაც ჰაერში ლივლივებს განაჩენის მოლოდინში... შიში, იმისა, რომ სიცოცხლე დამარცხდება გულს უფრო და უფრო გიხუთავს, თუ ფიქრობ ჯერ დედამიწაზე შენი მისია არ დაგისრულებია, იწყებ ბრძოლას, ბრძოლას სიკვდილის დაუძინებელ ანგელოზთან... - მარიკა, სად ხარ? გოგონა შემოიყვანეს, ავარიაში მოხვდა... - კარგი ახლავე მოვალ, - ხალათი შეისწორა ექიმმა და საავადმყოფოს მისაღებში სწრაფი ნაბიჯებით წავიდა, პაციენტს ექთნები გარს ეხვივნენ, - გამოიწეთ, მიმიშვით, - უცებ მარიკა გაშეშდა, ხმა წარეთვა, სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, - სარა, - ამოხდა საოსწარკვეთილს, - ეთო ექიმის შვილია, - დაიძახა განწირული ხმით, - სასწრაფოდ ტომოგრაფია გადაუღეთ, ანალიზები აიღეთ, ჩქარა, ჩქარა... - გულზე ხელი მიიჭირა, სუნთქვას ვეღარ ახერხებდა ნერვიული სპაზმის გამო. - მარიკა ექიმო, - მიეშველა ექთანი და წყალი მიაწოდა. - სად არის ტელეფონი, - ძლივს აკრიბა კესანეს ნომერი. - ხო, დედი. - შვილო, - ხმაწართმეულმა ძლივს ამოთქვა მარიკამ. - დედა, რა მოხდა? - შეშფოთება დაეტყო კესანეს. - სარა, სარა... - რა სარა? - ავარიაში მოხვდა და უგონოდ შემოიყვანეს ჩემთან... - მარცვალ-მარცვალ ამოღერღა მარიკამ, - დაურეკე ყველას... მე სარას უნდა მივხედო, გითიშავ. - ცრემლები მოიწმინდა და სარასკენ გაიქცა. ავარიის ამბავი სწრაფად გავრცელდა ქალაქში, საავადმყოფოს ეზო გადავსებული იყო ხალხით. - სად არის? - გააფთრებული შემოვარდა მურადი, უკან თემო და დავითა მოჰყვებოდნენ... - სად არის, ჩემი სიფრიფანა გოგო? - გეგას წინ დადგა, - სად? მას იქ რა უნდა? მე უნდა ვიყო, მე უფრო გავუძლებდი... - ხმა აუთრთოლდა... - ააა, - დაიღრიალა. - მოდი აქ, - მხარზე ხელი მოხვია და გულთან ჩაიკრა გეგამ მურკა, - ჩვენი სიფრიფანა გოგო, კარგად იქნება... ის ამას შეძლება, ის ამას გადაიტანს... გესმის? - ცრემლებს ვერ იკავებდნენ. - ბიჭებო, გთხოვთ, დამშვიდდეთ, ხომ იცით ცრემლებს ვერ იტანს ჩვენი სარა, იცის, რომ აქ უამრავი გულშემატკივარი და საყვარელი ადამიანი ველოდებით და იცის, რომ არ უნდა მიგვატოვოს... - ცრემლებს იწმენდდა ლიზა. მოლოდინი, ყველაზე დამტანჯველი... დრო, რომელიც საერთოდ არ მიდის, დრო რომელიც გულს გიხუთავს, დრო, რომელიც ჭკუიდან გშლის... დრო, რომელიც სიცოცხლის და სიკვდილის უთანასწორო ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია... - ეთო დეიდა, გამოვიდა, - დაიძახა მართამ და ყველა მას შემოეხვია გარს. - პასუხები მოვიდა... - ენერგია გამოცლილი ძლივს საუბრობდა, - საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქი ბზარი აქვს ერთ-ერთ ნეკნზე, სისხლჩაქცევებიც აღენიშნება, თუმცა ისიც მსუბუქად... უბრალოდ, ჯერ გონზე არ მოსულა, სავარაუდოდ, შოკშია... - ხმა აუკანკალდა, - იმედია, მალე მოვა გონს... - ყველაფერი კარგად იქნება, - მოეხვივნენ გოგოები, - ჩვენი სარა მალე გაიღვიძებს. - აუცილებლად, - ცრემლებს იწმედნენ ბიჭები. - როგორ არის? - მისაღებში გურამი შემოვიდა. - გურამ... - მისკენ წავიდა კესანე, - ჯერ უგონოდაა, მაგრამ მალე მოვა გონს. - ნუ ტირი, - ცრემლები მოსწმინდა, - ხომ იცი სარას თქვენი ცრემლები არ გაუხარდება, ძლიერად უნდა იყოთ. - ნამდვილად... მიხარია, აქ რომ ხარ... - მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები... - თბილად გაუღიმა, - აბა, მეგობრებო, ასე მხრებ ჩამოყრილი ნუ ხართ. სარა, რომ გამოჯანმრთელდება, იცოდეთ, კარგი მოგზაურობა დავგეგმოთ ერთად. - მართალი ხარ, გურამ. - თქვა გაბრიელმა, - უიმედობა არ შეიძლება, სარა იმედს არასოდეს კარგავს და ჩვენ, მის მეგობრებს ამის უფლება არ გვაქვს, რომ იოლად დავნებდეთ და მოვიწყინოთ. და ერთ დღეს დგება მომენტი, როდესაც ვკარგავთ წარსულს, აწყმოს და მომავალს... მოლოდინი და გაურკვევლობა თავგზას რევს... განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცი როდემდე გაგრძელდება უჰაერო ბუშტით ფრენა - ერთი დღე? ორი თვე? იქნებ სამი წელი ან მთელი ცხოვრება? საკუთარ თავს ეკითხები : „მზად ხარ?“, მაგრამ კითხვას ჩიხიდან გამოყვანის ნაცვლად, ისევ ჩიხში შეყავხარ, უფრო და უფრო ბურუსით მოცული და ლაბირინთული ხდება გარემო. სუნთქვას კი უფრო მეტად ვეღარ ახერხებ, ყოველი ამოსუნთქვა დიდ ძალას და ტკივილის მოთმენას მოითხოვს, დრო რაც უფრო გადის, მით მეტად რთულდება მდგომარეობა, სინათლე არსად ჩანს... თითქოს ეს დასასრულია, მაგრამ რისი? ნუთუ ასე მარტივად სრულდება ამ ქვეყნად ჩვენი მისია? შეგვიძლია კი შევცვალოთ ჩვენი მომავალი? შეგვიძლია დრო შევწყვიტოთ ან გავაგრძელოთ? იქნებ მაშინ ვწყვეტთ დროს, როდესაც ვნებდებით, წამიერად, მაგრამ მაინც ვნებდებით და უკუკავშირი ამიერ და იმიერ ქვეყანაში ამ წამის ძალით წყდება? არადა მგონი მართლაც ასეა, რამდენჯერ მოგვისმენია „ერთი წუთი“ და ყველაფერი კარგად იქნებოდა... ჩვენ კი დროს ფასი საერთოდ არ ვიცით, დროს ფასი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების მოწყობაში... - ცუდად ხომ არ ხარ? - თემომ მხარზე ხელი დაადო გაფითრებულ მურადს, - ექიმს, ხომ არ დავუძახო? ფერი არ გადევს სახეზე. - არა, იყოს. - სადღაც შორიდან ამოილაპარაკა მურკამ. - ყველაფერი კარგად იქნება, რწმენა არ დაკარგო, გესმის? - რწმენა? რწმენა, რომელიც არ მაქვს? - უიმედოდ ახედა მეგობარს... - ნუ ამბობ მაგას? ეს რა ლაპარაკია? - გაბრაზდა თემო, - ისე იქცევი, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ეს შენ არ გგავს, ასეთი პესიმისტი როდიდან გახდი? - რა კარგი იქნებოდა, დროის უკან დაბრუნება, რომ შეგვეძლოს, არა? - მეგობრებს მიუახლოვდა გეგა, - მაგრამ, რას ვიზამთ? ეს ჩვენს ძალებს აღემატება... ცრემლებით ვერაფერს ვუშელით, ახლა იმედი გვჭირდება და რწმენა, ჩვენ სარა გვჭირდება, ჩვენ კი სარას... ამიტომ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ, მჯერა გონზეც მალე მოვა... უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება, გვგონია სამი საათი კი არა სამი წელი გავიდა, დრო უძარვადაა გაჩერებული, ეს გულს და სულს მიხუთავს... მაგრამ, არა არ დანებდება, იბრძოლებს... ის ბუნებით ოპტიმისტი და მებრძოლია... იცის, რომ არ უნდა დანებდეს... - ცრემლები მოიწმინდა გეგამ, - ჩვენ დროის მთელი ვაგონი გვაქვს, მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ და ვილოცოთ, მალე მოვიდეს გონს ჩვენი სარა... *** შეგრძნება, როდესაც სული სხეულს უბრუნდება, პირველ დაბადებას ჰგავს... როდესაც ახალ დაბადებული დედის მუცელს ცილდები, დამოუკიდებლად ჩაისუნთქავ ჟანგბადს, ფილტვები საშინლად გტკივდება და მთელი ძალით დასჭექ, შენი ტირილის ხმა ყველას ახარებს... ასეა მაშინაც, როდესაც სიკვდილის გამოცდილებას მიიღებ და დაბრუნდები... ყველას ახარებს შენი ამქვეყნად დაბრუნება. - ეთო ექიმო, ეთო ექიმო. - დერეფანში ექთანი გარბოდა, - თქვენი შვილი გონს მოვიდა, ეთო ექიმო... - დედი, - ცრემლებს ვერ იკავებდა ეთო. - დეე, - ჩუმად ამოილაპარაკა სარამ, - ჩემი მანქანა როგორაა? - ვაიმე, შვილო... - თმებზე მოეფერა შვილს, - რადგან გონს მოდი და კარგად ხარ, მანქანაც კარგად იქნება. ჩემო ფერია, როგორ გვანერვიულე... ჩვენი გზა, დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ჭიდილია ორ სამყაროს შორის... თითოეული მათგანი, ყოველდღე, სიცოცხლისა და სიკვდილის ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ ვიცით, ხიდი რომელ მხარეს ჩაწყდება : - სიცოცხლის თუ სიკვდილის... გზა ძალიან ფაქიზია, სული კი ძალიან მძიმე... სულის სიმსუბუქეს უანგარო სიყვარული და სიკეთე განაპირობებს... რაც მეტად მსუბუქია ჩვენი სული, სხეულიც მსუბუქდება და ცხოვრების გზაც შესაბამისად გრძელდება... - სარა, ჩემო გოგო. - აცრემლებული იჯდა ლიზა. - ყველა, რატომ ტირით? - იცინოდა სარა. - 5 დღე უგონოდ იყავი, არ ვიცი ვინ რას ვაკეთებდით, ან როგორ ვიყავით ეს დღეები. არც მინდა გისურვო ეს გაიარო, ყოჩაღ ყველას ვინც ამას თვეები უძლებს... წყალი, რომ წყალია იმასაც ვერ ვსვამდით... ღამეც კი არ გვძინებია ნორმალურად და შენ ახელ თვალს და პირველად რას კითხულობ? ჩემი მანქანა როგორ არისო, გიჟი არ ხარ? - ბედნიერების სიცილი წასკდა. - კარგით ახლა, მე მეგონა 5 წუთი თუ ვიყავი გათიშული, იმ ქვეყნად დროის შეგრძნება არ არის. - იცინოდა სარაც. - ანტონი და თეა ძლივს გავაჩერეთ, თორემ მოფრინავდნენ და ეს აქ ღლაბუცობს. - თმები აუწეწა გეგამ. - კარგით რაა, ახლა ვიტირებ. რატომ მტუქსავთ? - ძმიშვილები გელოდებიან, მამიდა როდის მოვაო, ხოდა ახლა მალე გამოჯანმრთელდი, რომ სახლში წაგიყვანოთ. - არის, უფროსო. - ჩვენ წავალთ, ქვემოთ იმდენი ხალხი გიცდის. ისე ვიდეო მიმართვა ხომ არ ჩავწეროთ? - გეგაა? რას ამბობ? მურადს, რომ ვიდეო მიმართვა ჩავუტანო, მისი ცოდვიდან ვერასდროს ვერ ამოვალთ. - როგორ დამეტანჯა, ჩემი სიძე. - თავი გადააქნია გეგამ, - ე.ი დღე და ღამ აქ იყო, მანქანაში ეძინა და გიცდიდა, როდის გამოიღვიძებდი. ახლა, დავრწმუნდი, რომ მართლა გულით უყვარხარ... - მართლა? - თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა სარას. - მას ამოვუშვებთ, ვიცი, ვგრძნობ თუ როგორ გამოფიტულია ემოციურად... და რომ დაგინახავს, უკეთ გახდება. - კარგი, ველოდები... ალბათ ეს სიყვარულია, როცა გული უცნაურად, სასიამოვნოდ ფეთქავს, ცრემლი თავისით მოდის, სუნთქვა გიხშირდება, სხეულის კანკალს ვერ იმორჩილებ, თითქოს სხეული შენ არ გეკუთვნის, გიჟივით ფეთქავს და ხტუნავს, მის დანახვას ელოდება. მისი ფეხის ხმას ათას ფეხის ხმაში ანსხვავებ, ის მოდის, მორბის... წამით ჩერდება, ცდილობს სხეულის ათრთოლებული სიმები დაიმორჩილოს და ფრთხილად იღება პალატის კარები: - მოხვედი... - ბედნიერმა გაიღიმა. - ჩემო პრინცესა, - მურადმა მასთან მიირბინა და შუბლზე ნაზად ეამბორა. - შეგაშინე? - თან როგორ, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს... - სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა, როგორ უნდოდა გულში მაგრად ჩაეკრა და არსად გაეშვა. - ახლა აქ ვარ... - ვიცი და არსად აღარ გაგიშვებ, მუდამ შენს გვერდით ვიქნები, მე დაგიცავ... - მე არსად არ წავსულვარ, აქ ვიყავი. - გაეცინა. - ვერსადაც ვერ წახვალ, სანამ ცოცხალი ვარ, შენც ცოცხალი იქნები, თან ჩემთან ერთად. - მოიცა, - დაეჭვდა სარა, - ავარიამდე ცოლად გამოგყევი და არ მახსოვს? ამნეზია მაქვს? - თვალები გაუფართოვდა. - ისე კარგი იქნებოდა... - რა იქნებოდა კარგი ამნეზია თუ ცოლად გამოყოლა? - ეშმაკურად გაიცინა სარამ. - მეორე ვარიანტი, პირდაპირ სახლში წაგიყვანდი და ჩემთან მეყოლებოდი. - ავარიის მერე გეძინა საერთოდ? - ძალიან ცოტა, რატომ მეკითხები? - რატომ მეკითხებიო? - გადაიკისკისა, - ბოდავ, ალბათ ძილბურანში ხარ ჰა? - ნწ, არანაირ ძილბურანში. კარგად ვიცი რა მინდა და რა მიზანი მაქვს. ცოტა გამიგრძელდება პროცესები, მაგრამ მაინც ჩემი დედოფალი იქნები, ხომ იცი? - აჰ, კიდე. - ნუ მიყურებ მასეთი თვალებით, მე ვხედავ შენი გულის ცემას. ჩემს ოცენებებში ყველაფერს შენს ფერებს ანიჭებ, ეს ყველაფერი უბრალოდ არ დაწყებულა, რომ უბრალოდ დასრულდეს... შენ ჩემი დედოფალი იქნები, მე კი შენი მეფე. - რატომ ხარ ასეთი? - როგორი? - თმები ნაზად გადაუწია. - ასეთი საყვარელი, - ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა და ნიკაპთან შეკრა კამარა, - როცა გხედავ გული უცნაურად რატომ ფეთქავს? სხეული რატომ მთხოვს მაგრად ჩაგეხუტო გულთან? როცა ჩემს გვერდით ხარ ჩემი სხეული ასე უცნაურად რატომ თრთის? ღამე ჩემს სიზმრებში რატომ მოდიხარ? შენი სურნელი რატომ მცემს, როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ? ნუთუ ეს... - კი, ეს სიყვარულია... - მისკენ დაიხარა მურადი, ორივეს გული გიჟურად ფეთქავდა, სხეულები ლტოლვისგან იწვოდნენ, სარამ თვალები დახუჭა, ბიჭი კი მთელი გრძნობით დაეწაფა საყვარელი ქალის მოწყურებულ ტუჩებს. - აქ რა ხდება? - ღია კარებში კესანე და გურამი იდგა. - აჰ, არაფერი. - უცებ წელში გასწორდა მურადი. - ოხ, თქვე ცუღლუტებო. - თითის ქნევით მიუახლოვდა მეგობრებს გურამი, - ხედავ კესანე რა ხდება? ჩვენ ვნერვიულობთ, ესენი კი აქ ჟღურტულებენ. ისე მეც ხო არ მოვხდე ავარიაში? იქნებ ასე უფრო მალე შემიყვარო ჰა? - ნუ სულელობ, ავარია რა საჭიროა? - ანუ ისეც გიყვარვარ ხომ? - წარბები აათამაშა გურამმა. - ე.ი მე და სარას გვეუბნებოდით ნუ ცუღლუტობთო და თქვენ რა დღეში ხართ? - გავიგებ, სიყვარულმა ასე იცის. - მეგობრებო, დარწმუნებული ხართ, რომ ხუთი დღე ვიყავი უგონოდ? - კი, ასე იყო, რატომ კითხულობ? - რავიცი შენ და გურამი ავარიამდე ასე არ იყავით და ამ ხუთ დღეში რა მოხდა? - ამ ხუთ დღეში მოხდა რაც მოხდა, დღე და ღამ ერთად იყვნენ, ამან კი გრძნობებზე იმოქმედა. - თვალი ჩაუკრა მურკამ. - ანუ ჩემი მანქანის დამტვრევა და ავარია ამად ღირდა. - ალბათ... - თუ ალბათ ვალში ხართ, მე უმანქანო გოგო ვარ და რადგან ჩემმა ავარიამ თქვენ ასე დაგაახლოვათ, მორჩა ორი მძღოლი მყავს უკვე კესანე და გურამი. - არის უფროსო, - გაიჯგიმა გურამი, - ისე, - სარასთან დაიხარა, - თუ ჩემს თავს შეაყვარებ, გეფიცები მანქანას გაჩუქებ. - გგონია დაქალს მანქანაში გავცვლი? - ენა გადმოუტიტა, - თუ მაგარი ბიჭი ხარ შენ შეაყვარე თავი! - ყოჩაღ, დაო. იცის და ყველაფერი. - თვალი ჩაუკრა დაქალს. - გურამ, არ იდარდო. მოვა შენი დროც, ბედი შენც გაგიღიმებს ერთხელ, ისევე როგორც მე. ერთ დღეს კესანე შენც გეტყვის, რომ უყვარხარ. - იცოდე ჩემი მეჯვარე იქნები. - ვინ ვისი მეჯვარე იქნება? - კარებში გაბრიელი და მართა იდგა, - შეიძლება? - რა კარგია, აქ რომ ხართ ყველა. - ბედნიერი იყო სარა. - მთავარია, შენ ხარ აქ, ჩვენთან ჯანმრთელად და კარგად. ასე ერთად კი ბევრჯერ შევიკრიბებით, მითუმეტეს გურამი დაგვპირდა, რომ როცა შენ კარგად იქნებოდი, კარგი სამოგზაურო ტური უნდა მოგვეწყო. - ეგ როდის ვთქვი? - აჰ, არ თქვა, რომ დაგავიწყდა?! - გახედა მართამ. - შეიძლება დამავიწყდა, მაგრამ მთავარია, რომ შენ გახსოვს და no problem! - It’s okey. *** - დეე, ვახშამი მზად არის? - თვალების ფშვნეტით შევიდა სამზარეულოში სარა. - ისე ჯერ ხალათი ჩაიცვი... - ყრუდ გაისმა გეგას ხმა, სარამ ოთახში მსხდომ ბიჭებს შეხედა, მერე თავისი თავი აითვალიერა და კივილით შევარდა საძინებელში. - ღმერთო ჩემო, ეს რა დამემართა. - თავი ჩარგო ხელებში, სირცხვლისგან იწვოდა,- საცვლების ამარა რამ გამატანტალა? - მე ვარ, გამიღე კარები. - გეგა, ჩემს გალანძღვას თუ აპირებ, იცოდე ისედაც საკმარისია რაც დამემართა. ველოდები მიწა როდის გასკდება, რომ ჩამიტანოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე ჯიუტად მყარად დგას და არ აპირებს ჩემს ჩაყლაპვას. - ნუ ბჟუტურებ მანდ რაღაცეებს, გამიღე კარები. - შემოდი. - თავდახრილი იდგა სარა. - კარგი, არაუშავს. ხდება ხოლმე. - მხარზე მოხვია ძმამ ხელი. - რა ხდება, რა? - ვითომ ზღვაზე იყავი, საცურაო კოსტუმით. - სიცილს ძლივს იკავებდა გეგა, დის აწითლებული სახის დანახვაზე. - დამცინე ხო დამცინე, ისე რა არის ეს? ყოველდღე რატომ არის ჩვენს სახლში მურადი? თავისუფლად ხომ ვეღარ გამივლია? - ხელები გულთან ჩაიმწყვდია. - კარგი რა სარა, მალე შენი ქმარი გახდება. დიდი ამბავი საცვლებით თუ დაგინახა. - რაა? - თვალები გაუფართოვდა სარას, ძმას მიუახლოვდა, შუბლზე ხელი დაადო. - სიცხე არ გაქვს და ასე რატომ საუბრობ? - სიცხე რა შუაშია? - ხელი მოიშორა შუბლიდან, - ერთმანეთი გიყვართ, ერთად ხართ და ხო დაქორწინდებით არა? - და იქნებ არ მინდა დაქორწინება ან სანამ დავქორწინდები არ მინდა მანამდე ასე მნახოს. - რომელ საუკუნეში ცხოვრობ? - ვერ გავიგე? - დღეს წყვილები ჯერ ერთად ცხოვრობენ და მერე ქორწინდებიან, დაგავიწყდა მე და ლიზაც ესე ვიყავით. - რა იყავით? - ერთად... - აჰ, მიგიხვდი. პირდაპირ ვერ მეკითხები და ასე შორიდან მივლი და გაინტერესებს ერთად ვიყავით თუ არა მე და მურადი? - თვალები მოწკურა სარამ. - ვერ ხარ ცოტა. რა ჩემი საქმეა ერთად იყავით თუ არა? ეს შენი პირადი ცხოვრებაა, მე ჩემი პირადიც მკმარა, სადაც ბედნიერი ვარ. - მგონი ძილბურანში ვარ. - იბწკინა სარამ, - ვაიჰ, მეტკინა. - გავალ და მურადს გამოვუშვებ. - სად? აქ? ჩემს საძინებელში? - სარა, ნერვებს მიშლი უკვე. სიძე ჯავრით მიკვდება, ვერ ჭამს, ვერ სვამს და შენ აქ 5 წლის ბავშვივით წიკვინებ. - ამ ავარიის შემდეგ, ასე უცნაურად რატომ მექცევიან? - სარკეში თმები შეისწორა, კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. - შეიძლება? - მოდი, მოდი. - შესცინა. - ცოტა უხერხულად გამომივიდა, მაგრამ ეს ჩემი ცუდი ჩვევაა, ესე დავტანტალებ ხოლმე. - ვიცი, მითხრა უკვე გეგამ. - გეგა, გაჩვევს ჩემს წიკებს? - გაეცინა, - ეშინია მერე სახლში არ მომაბრუნო ხომ? - ანუ მომყვები? - თვალი ჩაუკრა. - ოხ, დამიჭირე ხომ სიტყვაში? ნუ აყვები შენ ზოგიერთებს. - ანუ უარს მეუბნები? - თქვენ რამე ერთად დალიეთ ან იქნებ მოწიეთ? - გაბუსხა ტუჩები, - რა დროს ქორწილზე საუბარია, ერთი თვეც არაა რაც იმიერ ქვეყნიდან დავბრუნდი. გამაგიჟებთ თქვენ, მე ,ყველა ერთად. *** ახალი წლის მოახლოება ადამიანებს ახალ იმედებს უსახავს... თუ ფიქრობს, რომ ძველი წელი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ფიქრობდა, ახალი წელი მას ახალ მომავალს პირდება... არავინ იცის, ის უკეთესი იქნება თუ არა, მაგრამ ახალი წლის ღამეს როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს, გულის სიღრმეში ყველა უკეთეს მომავალს ხედავს, მთავარია ირწმუნო სასწაულების, ხელიც შეუწყო მას და აუცილებლად გამოვა. - რა ლამაზად თოვს, - ფარდები გადასწია კესანემ, - მიყვარს, ახალი წლის ღამეს ფიფქები. - სპეციალურად შენთვის შევუკვეთე. - წელზე ხელი მოხვია გურამმა. - რას მელაპარაკები, გადარეკე თუ როგორ? - არა, ელექტრონულად მივწერე. - ძვირი დაგიჯდა? - ხომ იცი, საქმე შენს ბედნიერებას, რომ ეხება ფულს არ ვითვლი. - გაიჯგიმა გურამ. - ძალიან საყვარელი ხარ. - ვიცი. - გვრიტებო, მორჩით ახლა ამ სიყვარულობანას და მომეხმარეთ. - შეშით ხელში იდგა დიმა, - ბუხარი შევანთოთ, მწვადები მოვამზადოთ. მივდგეთ-მოვდგეთ. თორემ ამდენი სიყვარულის ცქერა მე და დავითას არ შეგვიძლია და წავალთ, დაგტოვებთ. - არ ინერვიულოთ, თქვენზე თოვლის ბაბუას მივწერე წერილი, რომ წელს მაინც გამოგიგზავნოთ სიყვარული. - შენი მიწერილი არ მჭირდება, მეც ვიცი წერა. - შეშა შეაწყო ბუხარში დიმამ. - რა კარგი ჰაერია გარეეთ, - ცხვირ აწითლებული შემოვიდა სარა. - მაგრამ მე მაინც ზაფხული მირჩევნია. - მეც, მაგრამ სანამ ზაფხული მოვა, ახალი წელი მოდის, ამიტომ წამოდი, სუფრა გავშალოთ. საჩუქრებიც დავაწყოთ ბუხართან, უკვე 11 საათი ხდება. - ჩაკიდა მართამ ხელი სარას და სასადილო ოთახში გავიდნენ. - როგორ მიყვარს ახალი წელი, - ღიღინით შემოვიდა ლიზა, - თან სამეგობრო ერთად ვართ, ბუხარი, გარეთ თოვლი. აი, ნამდვილად საახალწლო განწყობა და ემოციები მაქვს. - თვალები მილულა. - შვილი, დამშვიდდი. ახალი წელიც ჩეულებრივი დღეა, განსაკუთრებული არაფერი. - ცივი წყალი გადაასხა რძალს, სარამ. - არ გჯერა, ახალი წლის სასწაულების? - ნწ. - ხელსახოცები მაგიდის შუა ცენტრში ჩადგა სარამ. - და რომ მოხდეს, მაშინ? - არ ეშვებოდა ლიზა. - რძალო, 3 წლის აღარ ვარ თოვლის ბაბუის, რომ მჯეროდეს. დაწყნარდი, რატომ ხარ ასე აცანცარებული? - ახალი წელია, ახალი ემოციები, ახალი იმედების აფეთქება და ამიტომაცაა ასე, - კარებში, ღვინით ხელში იდგა, გეგა. - აკვდებით ერთმანეთს. - ცივად ჩაილაპარაკა სარამ, - სასწაულები, იმედები, ისე ლაპარაკობთ ... ჩემები, რომ არ იყოთ კარგად დაგცინებდით. - 12 საათს 5 წუთი აკლია, სად ხართ? გამოდით გარეთ... - შემოვარდა გურამი, კესანეს ხელი დაავლო და გარეთ გაცვივდნენ. - ისე, ეს მურადი სად გაქრა? - გასვლისას უკან იხედებოდა სარა. - აქ ვარ, - თვალებზე ხელი ააფარა. - რას აკეთებ? - ხელების მოცილება სცადა სარამ. - მენდე, წამომყევი და ნახავ რასაც ვაკეთებ. - თოვლში ფრთხილად მიაბიჯებდნენ, - აბა, ვითვლით მეგობრებო, ერთი, ორი, სამი და გიშვებ ხელს, გაახილე თვალები. - რააა? ჩემი ოცნები მანქანა. - სიხარულისგან კიოდა სარა, - არ არსებობს, ნუთუ ეს ცხადია? არ მესიზმრება, ხომ? - შემობრუნდა მეგობრებისკენ, სადაც მუხლჩახრილი მურადი ბეჭდით ელოდა, - არაა ?! - გაოცებისგან ტუჩებზე ხელი აიფარა. - ჩემო ქალბატონო, იცი, რომ შენ ხარ მიზეზი ჩემი ბედნიერების, იცი, რომ შეი სიყვარული ჩემს ცხოვრებას სხვა აზრს აძლევს. იცი, როცა გიყვარს, მხოლოდ შენს თავზე აღარ ფიქრობ, ფიქრობ მასზე ვინც შენი გული, გონება, სხეულის ყველა უჯრედი დაიპყრო! შენ ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ, ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ დრო ვერაფერს დააკლებს. იცი, როცა მიღიმი, მთელს სხეულში პეპლები დაფრინავენ. მინდა სულ ბედნიერს და მომღიმარს გხედავდე და მზად ხარ ჩვენი პარალელური გზები ერთ გზად ვაქციოთ? მზად ხარ, ჩვენი სიყვარულის სიზმრები კი რეალობად? ჩემო ქალბატონო, თანახმა ხარ, გახდე ჩემი მეუღლე? - კი, კი, კი... - საყვარელი მამაკაცისკენ გაიქცა და მთელი ძალით ჩაკრა გულში, - ჩემო ბიჭო, თანახამა ვარ ჩენი პარალელური გზები ერთ ფართო გზად ვაქციო და ერთად, ბედნიერად, განვლოთ ის. *** ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ამას გააზრებულად აკეთებ. მე თუ მკითხავთ ქორწინებას სპონატურება არ უხდება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გათვლი, მთავარია, როდესაც იგრძნობ მზად ყოფნას, ეს ნაბიჯი გულწრფელად უნდა გადადგა და ბევრი ლამაზი მოგონებები შემოინახო. - გურო, სად ხარ? - დარბაზში შევიდა კესანე. - შენ აქ რას აკეთებ? - დედოფალი ღელავს, გადახედე ყველაფერი ხომ მიდის განრიგის მიხედვითო. - ჰალსტუხი შეუსწორა. - ასე, რომ მიკეთებ, გული მიფანცქალებს. - ხელებზე ეამბორა, - შენს გადარეულ დაქალს გადაეცი, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის. - კარგი, წავალ, დავამშვიდებ. - კარებისკენ გაიქცა კესანე და მამაკაცს შეეჯახა. - უკაცრავად, ვერ დაგინახეთ. - კესანე? - ლექსო? - სუნთქვა შეუგუბდა მოულოდნელობისგან, - აქ როგორ მოხვდი? - მოსწავევით. - აჩვენა. - ვაა, ლექსოო. - მეგობარს მიესალმა გურამი, - როგორ გაუხარდება სიძე-დედოფალს, აქ რომ ხარ. არა, საყვარელო? - წელზე მოხვია ხელი კესანეს. - კი, ნამდვილად. - თქვენ? - კი, ჩვენ ერთად ვართ. - მიუხვდა კითხვას გურამი. - მიხარია, ძალიან მიხარია. - ნერვიულად შეისწორა თმები ლექსომ. სიყვარული ბევრჯერ ტკივილს გვაყენებს, რატომ? ტკივილია, როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს, უნდა გაუშვა. რასაც არ ვუფრთხილდებით, ვკარგავთ კიდეც. ძნელია, ადამიანი, რომელიც შენი მომავალი უნდა ყოფილიყო, წარსული ხდება, მაგრამ წრფელი სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის შენი ბედნიერება უნდა დათმო. - კესანე, რა სახე გაქვს? - წამოხტა სარა, - არ მითხრა, რომ ყველაფერი ცუდადაა. - არა, უბრალოდ, გული ამიჩქარდა. - სავარძელში ჩაჯდა, - ისე ყველაფერი ფანტასტიკურადაა. - ქმარუკაა, იდეალური ქორწილი გველოდება. - გაიბადრა სარა. - გთხოვ, ამას ნუ მიკეთებ. - გულზე ხელი მიიდო მურდმა, - მასე, რომ მეძახი სუნთქვა მეკვირს, მერე გონებას ჟანგბადი არ მიეწოდება და გული მიმდის. - მურად, როდის აქეთ დასუსტდა შენი გული? - რაც შენ გაგიცანი, - თვალები ააფახულა სიძემ. - სანამ ხელს მოვაწერთ, მანამდე აღარ დამიძახო მასე, თორემ ჩემი გული ვეღარ გაუძლებს. - ნწ, მერეც არ დაგიძახებ, ხომ იცი ზაფხულში ჯვრისწერა გველოდება. - ისე, დღეს რატომ არ დავიწერეთ? - შეწუხებული სახე მიიღო მურადმა. - გერგეთის მონასტერში ამ ზამთარში შემცივდებოდა, ისე ხელი იახტაზე ხომ არ მოვაწეროთ? - სარა, გთხოვ, დამშვიდდი, სტუმრები გველოდებიან და მთლად ნუ გამაგიჟებ. - ხო, მართა? - უპასუხა მობილურს კესანემ, - წამოვიდეთ უკვე? კარგი. - ვაიმე, გული ამიჩქარდა. - გულზე ხელი მიიდო სარამ. - გილოცავ, მურად, გული ჰქონია. - თვალი ჩაუკრა კესანემ სიძეს. - ე.ი ჯერ მეჯვარეები შედიხართ, შემდეგ ჩვენ და ვალსს ვცეკვავთ. - არის. - სამხედრო პირივით გაიჯგიმა თემო. - სტუმრებო, გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ, სიძე-დედოფალი მობრძანდება. დარბაზში ნელი სვლით შევიდნენ, ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა, ზემოდან ვარდის ფურცლები ცვიოდა, მუსიკა სასიამოვნოდ ჟღერდა. - ვიცეკვოთ? - ვიცეკვოთ. - იცი, ვერ დაგპირდები, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები, რადგან სამწუხაროდ ცხოვრება კიბეს გავს, ხან ზემოდ ავდივართ, ხან კიდევ ქვემოთ. არც ია-ვარდითაა ფენილი გზები, შიგ და შიგ ეკლებიც გამოერევიან, მაგრამ გპირდები, რთულ მომენტებში შენს გვერდით ვიქნები, ერთად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და ცხოვრებას ბევრ ბედნიერ წუთებს გამოვსტაცებთ. - მურად, იცოდი, რომ როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია? - ვიცოდი... მე აღმოვაჩინე პირველად... _________________________________________ მადლობა ყველას ვინც ელოდით, ვინც კითხულობდით, ვინც მწერდით, მიკომენტარებდით. ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რომ ისევ ვწერო და არ გავჩერდე. მინდა ყველას წარმატება, ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.