შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” 3 თავი


6-11-2020, 23:30
ავტორი mancho1
ნანახია 976

სანდროსთან შეხვედრამ რატომღაც გამაბედნიერა, საკმაოდ საინტერესო პიროვნება ჩანს, ჯერ კიდევ პირველი დანახვისას მივხვდი ამას.
როგორც იქნა, ფრენა დასრულდა და საქართველოში ჩამოვედით, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
ანუკის დავურეკე, თბილისში ჩამოსვლა ვახარე, ისიც აღტაცებული დაეთხოვა უფროსს და სახლში ადრე წამოსვლა გადაწყვიტა.
სახლში ავედი და მოვწესრიგდი. ძალიან მშიოდა მაცივარი კი ცარიელი დამხვდა, ქვემოთ ჩავირბინე, ყველაზე ახლო მაღაზიაში, პროდუქტებით დატვირთული კი უკან დავბრუნდი. სახლს ვუახლოვდებოდი ესემესი რომ მოვიდა, ძალიან ჩვეულებრივ გავხსენი, აღარც მახსოვდა საშინელი თამაშის მონაწილე რომ ვარ. ესემესში ეწერა: “გიხდება იასამნისფერი ზედა, ტყუილები კი არა.” საშინლად შევშინდი, გარშემო მიმოვიხედე, ქუჩაში ხალხი ირეოდა, ზოგს ტელეფონი ეჭირა, ზოგი უბრალოდ გზას უყურებდა. გავშეშდი, გაოცებული ვატრიალებდი თვალებს თუმცა ვერაფერს ვხედავდი. ვიღაც ნამდვილად მითვალთვალებდა, თუმცა ვინ, ეს არავინ იცის.
ვეცადე თავი გამეკონტროლებინა და პანიკას არ ავყოლოდი. აუჩქარებლად გავყევი ქუჩას და თან გარშემო ყველა ადამიანს ვაკვირდებოდი.
სახლში მივედი, კარი და ფანჯრები ჩავკეტე. ღამის ფარდები გადავწიე და აივნის კარიც გასაღებით გადავკეტე. მისაღებში მდგარ დივანზე დავჯექი მოკეცილი, ახლა ყველაზე უსუსურად ვგრძნობდი თავს, მეგონა ყველა კუთხიდან მხედავდნენ, გულის ცემა იმატებდა და სუნთქვა მიხშირდებოდა, მივხვდი პანიკა მეწყებოდა და სასწრაფოდ დამშვიდება მჭირდებოდა. თუმცა სიმშვიდის მოპივებას ესემესების უცნობი ავტორი ნამდვილად არ მაძლევდა. ისევ გაისმა ტელეფონის ხმა. ამჯერად ხელის კანკალით გავხსენი ესემესი:
“-ნუთუ გგონია ესემესის დაიგნორებით და არმოწერით თავს დაიძვრენ? ჩვენ ხომ ახლა დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა?”
ახლა ნამდვილად ვიაზრებდი რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი. ამ ჭაობიდან ვერავინ ამომიყვანდა, რადგან აქ ყოფნა თვითონ მოვინდომე, ჩემს თავს მიზანმიმართულად შევუქმენი ძალიან დიდი საფრთხე, ამიტომ ვალდებული ვარ აქედან თვითონ ვიხსნა ჩემი სიცოცხლე.
გამბედაობა მოვიკრიბე და ესემესი ავკრიფე:
“-მართლა? ამას გაცნობას ვერ დავარქმევ, გაცნობა ორმხრივია, შენ კი მხოლოდ ჩემზე აგროვებ ინფორმაციას”
გულამოვარდნილი ველოდი როდის მოვიდოდა ესემესი, თუმცა ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ხაფანგში გაბმულ ბავშვებზე ვფიქრიბდი. წარმოვიდგინე რომ ამ წამს, ჩემს გარდა კიდევ ათას ადამიანს უგრევს ფსიქიკას ეს ავადმყოფი და მათი 90% ბავშვია. საშინელი სიბრაზე ვიგრძენი, უფრო მრისხანება. მომინდა ბოლომდე გამეგო მის შესახებ ყველაფერი და გამენადგურებინა.
ესემესმაც არ დააყოვნა და მალე პასუხი მოვიდა.
“-კარგი, რა გაინტერესებს ჩემს შესახებ?”
მაშინვე მოვამზადე კითხვები, თუმცა ცოტახანში დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემი კითხვებით მას დავანახებდი რომ დაინტერესებული ვარ მისით. ამიტომ ტაქტიკა შევიმუშავე. ისევ მის კითხვებს დაველოდე.
“-შენ ნაკლებად მაინტერესებ”
ახლა ისეთი ძლიერი და გამბედავი ვიყავი, შემეძლო პირისპირაც მესაუბრა ერთ-ერთ “მკვლელთან”.
“-ფისო აგრესია არ გამოგადება. ჯობს ის მითხრა ახლა რას აკეთებ.”
და დაიწყო... აქ უკვე ნამდვილად ავამოქმედებ ჩემს გეგმას.
“-ახლა ერთ უცნობ ბიჭს ვწერ, ალბათ ასე 25 წლის იქნება, საკმაოდ საინტერესო პიროვნება ჩანს.”
“-ასეთი ახალგაზრდა ბოლოს მგონი ხუთი წლის წინ ვიყავი, მაგრამ არაუშავს.”
მან ის ფაქტი არ უარყო რომ მამაკაცია, ხოლო ასაკი კი ზუსტად დამიდასტურა.
აშკარად გეგმამ იმოქმედა.
“-შენზე მომიყევი, სად მუშაობ, რას საქმიანობ, ოჯახის წევრები სად არიან?”
“-ეს ხომ უკვე გითხარი, გაყიდვების სააგენტოში ვმუშაობ, ოჯახი კი არ მყავს. მხოლოდ ბებია მყავს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.”
“-იმედია არ მატყუებ, ხომ იცი ყველაფერს გავარკვევ”
“-პრობლემა არ არის. მაგრამ ჩემს სამსახურამდე ცოტა უცნაური გზაა, ამიტომ შეიძლება მიგნება გაგიჭირდეს.”
“-მართლა? სად არის მაშინ კარგად ამიხსენი”
ქუჩა დავუსახელე, რა თქმა უნდა შეცდომით, და ვეცადე გამეგო მისი ადგილმდებარეობა.
“-ანუ მარკეტთან არის ეგ შენობა?”
“-კი, მარჯვნივ”
“-ნუ ცდილობ მომატყუო, მარჯვნივ პატარა მაღაზიაა, მარცხნივ რაღაც ტანსაცმლის ბუწიკი და მოპირდაპირედ ბანკი. მაგ ადგილს შენ ნამდვილად ვერ მასწავლი”
და მგონი სავარაუდო საცხოვრებელიც ვიპოვე. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდია.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა, ჩემდაუნებურად საშინლად შევკრთი და გული ამიჩქარდა. კართან ჩუმი ნაბიჯით მივედი და აკანკალებულმა დავიძახე
-ვინ არის?
-მე ვარ სესი, გააღე.
ანუკის ხმის გაგონება მზის ამოსვლასავით იყო ახლა ჩემთვის. თითქოს უსაფრთხოება ვიგრძენი. ადამიანებს მარტო ყოფნა გვიყვარს, გვგონია, რომ მარტოობა ჩვენი კომფორტის ერთ-ერთი ზონაა, თუმცა დგება მომენტები, როცა ჩვენს კომფორტს თვითონ ადამიანები ქმნიან და არა სიმარტოეში დარჩენილი ჩვენი თავი.
კარი გავაღე და ისე ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს, რომ პროდუქტები სულ ძირს დავაყრევინე.
-როგორ მომენატრე ან
-მეც მომენატრე პატარავ, სახლში შემომიშვი თორემ გარეთ გავიყინე უკვე... ასეთ სიბნელეში რატომ ზიხარ?
-მეძინა და ცოტახნით გადავწიე... მოვიტყუე, რადგან ანუკიც არ შემეშინებინა ჩემი ამბით.
-მოყევი რახდებოდა იტალიაში, ყველაფერი მაინტერესებს. როგორ გაერთე როგორ იმუშავე, ყველაფერი აბსოლუტურად... მოუთმენლად მიყურებს და კითხვებს ამოსუნთქვის გარეშე მაყრის.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომი ფანტასტიურია, ძალიან მომეწონა, მუშაობით დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი, მაგრამ გამოკითხვამ კარგად ჩაიარა. ხო, კიდევ საჩუქრებიც ჩამოგიტანე.
ჩანთიდან “ზარას” შეფუთვა ამოვიღე და ანუკის გავუწოდე. სასწრაფოდ გახსნა შეფუთვა და შიგნით მოთავსებული კაბაც მაშინვე მოსაზომად წაიღო.
მობილურმა ისევ დაიწკარუნა, გული საშინლად შემეკუმშა, უჰერობას ვგრძნობდი. იმ მანიაკთან კონტაქტი საშინლად მთრგუნავდა. თუმცა ამჯერად გამიმართლა. ესემესი სანდროსგან იყო.
“-როგორ იმგზავრე, ძალიან ხომ არ დაიღალე?”
ამის დანახვისას შვებით ამოვისუნთქე. უფრო მეტიც, იმდენად მესიამოვნა მისი ყურადღება რომ ყურებამდე გამეღიმა.
“-მადლობა, კარგად ვიმგზავრე. ცოტა დავიღალე, მაგრამ მალე აღვიდგენ ძალებს”
“-ვიფიქრე დღეს გავისეირნებდით, თუ თავისუფალი ხარ”
საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, ამიტომ ცოტა დავიბენი.
ამასობაში ანუკიმ კაბა მოიზომა და მისაღებში როგორც პოდიუმზე ისე გამოშრიალდა.
-რა გაცინებს? მთელი სერიოზულიბით მეკითხება...-არ მიხდება?
-კიი, გიხდება თან ძალიან. ესემესზე გამეღიმა.
-რა? ვის წერ... აღტაცებას ვერ მალავდა და ლამის ტელეფონში ჩამიძვრა
-სანდრო ჰქვია, აეროპორტში გავიცანი, პილოტია. ძალიან კარგი ადამიანია.
-ვაუ, როგორც იქნება შენი გულის კარიც გაიღო ხო?
-რას სულელობ, უბრალოდ კარგი ადამიანია... შეხვედრა მთხოვა დღეს, საღამოს... გაუბედავად შევაპარე
-ძალიან მაგარია, აუცილებლად უნდა შეხვდე. მაგრამ ჯერ ფოტოები მაჩვენე.
რა თქმა უნდა ჩემს მეგობარს სანდრო იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა მის მოსანახულებლად საღამოს კაბით და ქუსლიანი ფეხსაცმლით გავეშვი, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე და ჩვეული სტილი მოვირგე.
-მაკიაჟი მაინც გაიკეთე რა... პატარა ბავშვივით მეწუწუნება და ცდილობს თავისი ყელსაბამი გამიკეთოს, თუმცა ამაზეც უარს ვამბობ.
-პაემანზე კი არ მივდივარ, უბრალოდ შევხვდებით, დაწყნარდი
გაბუტულმა ხელებში მომაგდო ყელსაბამი და სავარძელში მთელი ძალით დაეშვა.
-კარგი ხო, წითელ ტუჩსაცხს წავისვამ შენი ხათრით... ვუთხარი და ჰაერივანი კოცნა ვაჩუქე.
***
სანდროს მივწერე რომ საღამოს გაგვესეირნა და რა თქმა უნდა დამეთანხმა. რვა საათზე დამირეკა, მისი ხმის გაგონებისას დავიბენი და სიტყვებს ძლივს ვაბამდი. როგორც იქნა ჩავაღწიე და ვიგრძენი როგორ მიჩქარდებოდა გული ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. მანქანასთან იდგა და მელოდა.
-მეგონა ფეხით გავისეირნებდით... დანახვისთანავე საყვედურით დავიწყე და მგონი შევაშინე
-თუ გინდა აქ დავტოვებ მანქნას და წავიდეთ, პრობლემა არ არის. უბრალოდ ვიფიქრე რომ გარეთ ეციებოდა და ჯობდა მანქანით გაგვესეირნა.
-პრობლემა არ არის, როგორც გინდა...
გამიღიმა და მანქანის კარი გამიღო, მეც ბედნიერებისგან სახე გაბადრული ჩავჯექი და კომფორტულად მოვკალათდი.
-კარგი, სად მივდივართ? დუმილი დავარღვიე და მის მზერას კარგად დავაკვირდი.
-შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ... თვალები საოცრად უბრწყინავდა, ასე არასდროს მიგრძვნია თავი, მესამედ ვხვდებოდი, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ყველაზე ნაცნობი იყო ჩემთვის.
-მაშინ გააჩერე და თავისუფლებაზე ფეხით ვისეირნოთ... საშინლად ბანალური ვარ ვიცი, მაგრამ სხვა იდეა არ მაქვს... ორივეს გაგვეცინა და რა თქმა უნდა მაშინვე გასაჩერებელი ადგილის ძებნა დაიწყო.
მანქანის კარი თავაზიანად გამიღო და ხელი გამომიწოდა.
-ხომ არ გცივა? მეკითხება და ჩემს გამზრალ ხელებს მზერას არ აცილებს
-ცოტა, მაგრამ არაფერია... ვცდილობ ხელები უკეთ დავმალო და მისი მზერა ავირიდო.
-გინდა ერთი კარგი ადგილი გაჩვენო?
-რატომაც არა
-მაგრამ ჩვენ შორის იქნება
-რატო?
-იმიტომ, რომ აქ სხვა არასდროს მომიყვანია. პირველი შენ იქნები
-დიდი პატივია... გავუღიმე, ცოტა ირონიულად და მის ნაბიჯებს მივყევი.
ულამაზეს ადგილს მივედით, მთლიანი ქალაქის პეიზაჟი ჩემს თვალწინ იშლებოდა. საოცრად ზღაპრული იყო, თითქოს შემეძლო ხელით შევხებოდი ყველა ციმციმა მნათობს.
ცივ ბალახზე მოკეცით დავსხედით და ქალაქვს გადავხედეთ.
-მოგწონს?
-ულამაზესია... აღტაცებას ვერ ვმალავდი.
-ეს ადგილი ჩემმა ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი არ იციან
-რატო? ასეთი მესაკუთრე ხარ?
-მესაკუთრე ნამდვილად ვარ. მაგრამ ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია ჩემთვის და იმედია შენთვისაც. ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავიტოვე უსაფრთხოების ნაწილი.
-ანუ საფრთხე გემუქრება?
-ეს ვინ თქვა?
-შენ თქვი, რომ უსაფრთხო ადგილი გჭირდება, უსაფრთხოება კი მათ სჭირდებათ ვისაც რამის ეშინიათ.
-სესი, საფრთხე ყველგანაა. ყველა ადამიანის გვერდით ერთი საფრთხე დადის და არ ვიცით როდის გამოაჩენს თავის ბრჭყალებს.
-შენ მგონი აბსტრაქტულ საგნებზე საუბრობ
-კი, სწორად მიხვდი. შიშიც კი საფრთხეა. ყველა უარყოფითი შეგრძნება საფრთხეა ჩვენი სიცოცხლის. ამიტომ სულ ვცდილობ არაფრის მეშინოდეს. შიშს შეუძლია ყველაზე დიდი პრობლემები შეგიქმნას და უფსკრულში ჩაგაგდოს.
-საინტერესოა... ანუ ამბობ, რომ ნებისმიერ მომენტში, შიში დამღუპველია.
-კი, ზუსტად.
-აშკარად გაქვს რაღაც გამოცდილება, რაც ამის თქმის საფუძველს გაძლევს.
-ბუნებრივია, ამის გამოცდილება ყველას გვაქვს. ყველას გვეშინია
-მე არ მეშინია სანდრო... ამ დროს ვიგრძენი როგორ გამიმკაცრდა ხმა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მან ჩემს სულში ჩაიხედა და ჩემი შიშები სააშკარაოზე გამოიტანა.
-მაშ, ყველაზე ძლიერი ყოფილხარ... გამიღიმა და კაპივშონი თავზე გადაიხურა.
ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენს ბავშვიბაზე, სამსახურზე, კარიერაზე და ზოგადად ცხოვრებაზე. აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი საერთო გვაქვს ვიდრე წარმოგბედგინა.
-როგორია იყო პილოტი? მომიყევი ცოტა შენს პროფესიაზე
-საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ საშიშიც
-მშურს შენი... გავუღიმე და მის მზერას სახე გავუსწორე
-დამიჯერე ჩემს ადგილას ყოფნა არასდროს მოგეწონება
-რატო... წარმომიდგენია რა სილამაზეს უყურებ თითქმის ყოველ დღე თვითმფრინავიდან. თან პილოტის კაბინიდან ხედი უკეთესად ჩანს, როგორც ვიცი.
-ხედი შესანიშნავია, მაგრამ მე სიმაღლის მეშინია... პატარა ბავშვივით გაიცინა და თავი მუხლებში ჩარგო...
-არ არსებობს, რანაირი პილოტი ხარ? დავცინე და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა
-აი ასეთი. მშიშარა პილოტი ვარ.
-სიმაღლის მეც მეშინია, მაგრამ ახლა აქედან ხედს რომ ვუყურებ შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობ.
-შიშის გადაფარვა ბევრი სხვა გრძნობით შეიძლება
-მაგალითად?
-მაგალითად პასუხისმგებლობით. ის რომ შენზე ასობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, არ გაძლევს უფლებას შიშს აყვე და პანიკაში ჩავარდე.
-კი პასუხისმგებლობა ნამდვილად ფარავს... ახლა ამ სიტყვების თქმა ჩემს სულში სულ სხვა ემოციებს იწვევდა. სანდრო იმ ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი ვისაც საერთოდ არ იცნობს, მე კი მათზე ვაგებ პასუხს ვინც ძალიან მიყვარს. ამიტომ არ მაქვს უფლება მეშინოდეს მანიაკის, რომელსაც შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.
ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ორივე წამოვდექით და კიდევ ერთხელ გადავხედეთ აბრჭყვიალებულ ქალაქს.
-ისევ გცივა? ჩუმად მაგრამ გასაგონად მკითხა
-კი ცოტა
ჩუმად და გაუბედავად მომიახლოვდა, ჩემი აკანკალებული თითები თავის თბილ ხელებში მოაქცია და თვალებში მჭიდროდ დამაკვირდა.
-რა თბილი ხარ... ისე წამომცდა არც დავფიქრებულვარ, თვალები ავარიდე და მის თითებს დავაკვირდი, რომელიც ჩემს გაყინულ ხელებს რაღაც საოცარ ბედნიერებას გადასცემდა.
-შენ კიდევ ლამაზი... მითხრა და ბავშვურად გაიცინა...-როცა სიცივეს იგრძნობ, ლამაზ თითებს ნუღარ დამალავ, მე გაგათბობ.
-კარგი... გაუბედავად ამოვღერღე და მის ღიმილს მზერა გავაყოლე.
მანქანამდე ხელჩაკიდებულმა ვიარეთ. არც ერთს გვითქვამს სიტყვა. სიჩუმეს მხოლოდ ხანდახან გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა.
მანქანაში ჩავსხედით და თბილად მოვკალათდი.
-გათბობა ხომ არ ჩავრთო? მითხრა და ისევ ხელებზე დამაკვირდა.
-არა, თბილად ვარ... შენს გვერდით
-მართლა? ისე გამიღიმა მეგონა სადაცაა თვალებიდან ვარსკვლავებს გადმოაფრქვევდა.
ჩემი მოულოდნელი წამოძახილის თვითონ გამიკვირდა და უხერხულობისგან გავწითლი.
მთელი გზა ვისაუბრეთ, ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. სახლს მივუახლოვდით, მანქანა გააჩერა და რამდენიმე წამით ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
-კიდევ შევხვდებით, ხო? შემომხედა და ნაზად გამიღიმა
-რა თქმა უნდა... მეც გავუღიმე და ღვედი გავხსენი.
-კარგი იყო შემთან გატარებული დრო.
-ჩემთვისაც ძალიან... ვუთხარი და თვალები ავუციმციმე... -შეხვედრამდე
-შეხვედრამდე სესი.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ყველა უარყოფითი შეგრძნება გაქრა. საერთოდ არ მახსოვდა თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ვინარის ეს ბიჭი, რატომ მავიწყებს პრობლემებს, ნუთუ ჩემს გულს შეეხო? საკუთარ თავს ვეკითხები და პასუხს თვალებ დახუჭული, ჩემს ფიქრებში ვეძებ.


იმედია მოგეწონებათ, ესეც მესამე თავი ^_^



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი მომწონს,სულ დაძაბული ვკითხულობდი.საინტერესოა.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

მომეწონა თან ძალიან ლურჯი ვეშაპი კიდევ აქტუალურია და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3  offline წევრი mancho1

სტუმარი nancho
კი მომწონს,სულ დაძაბული ვკითხულობდი.საინტერესოა.


მადლობა ^_^

სტუმარი მაკო
მომეწონა თან ძალიან ლურჯი ვეშაპი კიდევ აქტუალურია და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები


ვეცდები უფრო მეტად დაგაინტერესოთ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent