შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (12)


7-11-2020, 11:59
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 035

როუსი:
მაგიდის გარშემო  მთელი ჩემმი ოჯახი იჯდა,ჩემმი განძი და ჩემმი ბედნიერების გასაღები!
ხო,ყველა აქ იყო.
მომღიმარი და ბედნიერი საახებით ,არც გასაჭირი ჩანდა და არც რაიმე პრობლემა და აი მეც მაგიდის ბოლოში რომ ვზივარ და თავს მეტად უცნაურად ვგრძნობ,რადგან თუ ყველაფერი რიგზეა ,რა მაწუხებს მაშინ?
დაბნეული ვარ და თვალწინ ისევ უცხო ადამიანის სახე მიტრიალებს,მაგრამ განა ადამიანია?
გონებაში მიტივტივდება მასთან დააკავშირებული მოგონებები,სადაც რაღაც აღუწერელი ძალის პატრონია და მისი სახე კი უმშვენიერესია,იდეალურია თითქოს და ნაკლი საერთოდ არც აქვსო!
სწორედ ამაზე ვფიქრობდი და გამოთიშული ვიყავი ამ სამყაროდან!
არც ვჭამდი და გაყინული თვალებით მივჩერებოდი კედელს.
ეს მხოლოდ სიზმარი იყო,ეს მხოლოდ სიზმარი იყო!
ამას ვუმეორებ რაც გავიღვიძე ჩემმს თავს,მაგრამ ვერაფერი ვერ მოვუხერხე საკუთარ ფიქრებს და განცდებს,თავს მესხმის ეს ემოციები და მეტ საგონებელში მაგდებს,შემდეგ კი ვფიქრდები...ნუთუ არის იმის შანსი რომ ეს სიზმარი არ ყოფილიყო?
-როუს,რას გაშეშდი ?
ჭამე შვილო.
მალევე გამომაფხიზლა დედას ხმამ,რაზეც უხერხული ღიმილით  დავუქნიე თავი და უხასიათოდ შევუდექი ლუკმების პირში ჩადებას.
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს საჭმელმაც კი დაკარგა გემო!
რა მჭირს?
რა დამემართა?

სამი თვის შემდეგ:
იცით იყო მომენტები როდესაც მავიწყდებოდა ეს ყველაფერი და ვცდილობდი სხვა რააღაცებზე გაადამეტანა ყურადღება,რათა თავი კმაყოფილად მეგრძნო და არა ცარიელ სივრცედ სადაც აღარაფერი არ დარჩა.
მუშაობა პატარა კაფეში მიმტანად დავიწყე ,კაფე კი იმდენად ნაზ და მშვიდ ფერებში იყო რომ სულ ვმშვიდებოდი და ეს ჩემმი უცნაური პრობლემაც მავიწყდებოდა...მეგობრები?
კი მყავს ,მაგრამ ვერცერთ ვერ ველაპარაკები ამაზე,რადგან მგონია რომ ვუთხრა გიჟად ჩამთვლიან და სერიოზულად მაინც არ მიღეებენ,ამიტომ ჩემმს თავში ვარ ჩაკეტილი და ამ უაზრო ყალბი ღიმილით მივყვები ცხოვრების დინებას,ისე თითქოს ყველაფერი რიგზეა!
მაგრამ ვგრძნობ,მთელი არსებით ვგრძნობ რომ რაღაც რიგზე ვერაა და მე ვიღაც ან რაღაც მაკლია...გესმით?
ვერ ვიქმები ბედნიერი თუ ეს რაღაც არ ვიპოვე,ვერ მოვისვენებ ,ვერ დავმშვიდდები,მაგრამ სად ვეძებო პასუხები?
მე ხომ ისიც კი არ ვიცი ეს სიმართლე იყო თუ არა,მაგრამ გრძნობები?
შეიძლება ერთ ღამეში გამოგონილი არსების მიმართ გრძნობები გაგიჩნდეს?
შეგიძლია ერთ ჩვეულებრივ სიზმარში თავდავიწყებით შეიყვარო?
არამგონია...აქ რაღარ დიდი საიდუმლოებაა!
ეს გრძნობები რაც მე მაქვს ,ერთ ღამეში ნახულ სიზმარს არ გამოუწვევია,ვიღაცამ უნდა იცოდეს ამაზე რაიმე პასუხი,ახსნა!
მე ამ პასუხებს ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი.

-საყვარელო ,ძამიკომ მოგაკითხა!
ამ ფიქრებიდან ჩემმი თანამშრომელის ხმამ გამომიყვანა ,რაზეც თავი დაბნეულმა ავწიე.
-როუს!
და აი დავინახე ივანიც , რომელიც მანქანიდან მიქნევდა მომღიმარი ხელს.
მეც მეტად ავუჩქარე საქმეს და სწრაფათ გადავიკიდე ჩანდა,შემდეგ ყველას გავლით გამოვემშვიდობე და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით დავიძარი.
ისეთი ქარი იყო მეგონა მალე თუ არ ჩავჯდებოდი მანქანაში,ქარი წამიღებდა!
-სწრაფად,სწრაფად!
კარი მოხურე!
სიცილით გამამხნევა ივანმა და კარი მოვხურე თუ არა მომღიმარმა მოიმარჯვა გასაღები,რაზეც მე ღვედი შევიკარი და ასევე მომღიმარმა შევხედე ,შემდეგ კი მანქანაც დაიძრა და გავუყევით ცარიელ გზას ,სადაც ფოთლები ჰაერში აეწია ქარს და ისეთ დღეში ჩაეგდო გარემო თითქოს და მზადდა ყველაფერი ცაში აიტანოსო!
-მითხარი რომ იცი სად შეგვიძლია ტორტის ყიდვა.
მშვიდდი ღიმილით გადავულაპარაკე ,რაზეც მომღიმარმა მიპასუხა,ისე რომ თვალი გზისთვის არ მოუცილებია.
-კი ვიცი,წამოსვლისას შევათვალიერე ქუჩები.
ეს მიპასუხა თუ არა კმაყოფილმა დავუქნიე თავი და შემდეგ დამშვიდებული მივეყრდენი შუშას,ეს იყო და ეს ისევ რომ უცნაურმა ფიქრებმა მომიცვეს.
ქარი,არეულობა,ძალა...ყველაფერი ჰაერშია!
ამომიტივტივდა გონებაში დაბნელებული მოგონებები და მინდოდა თუ არა ეს შევკრთი!
შევკრთი ,რადგან მივხვდი  ეს მოგონებები დღემდე არ მასვენებდნენ,მოგონებები სიზმრიდან!
შეუძლებელია!
შეუძლებელი!
-როუს,რა ხდება,კარგად ხარ?
აღელვებული ივანის ხმა მომესმა,რაზეც ისევ ამ სამყაროს დავუბრუნდი და უკვე გააწვალებულმა ამ ყველაფრით მას სასოწარკვეთილი მივუბრუნდი!
-ივან მეშინია,ძაალიან მეშინია.
ვგიჟდები მგონი,გეფიცები რაღაც რიგზე ვერ მაქვს!
მეტს ვეღარ გავუძელი და რაც უკვე ეს ბოლო სამი თვე მაწუხებს გამოვუშვი!
დრო იყო ვინმესთვის მეთქვა და ვინ იქნებოდა ეს თუ არა ჩემმი ძმა!
თავიდან დაიბნა და ვერ მიხვდა რა მჭირდა,მანამ ცოტახანში კიდევ არ მივამატე.
-ივან რაღაც ძაალიან უცნაური მესიზმრა და იმის მერე ფიქრები არ მასვენებენ!
ყოველ წამს ამ სიზმარზე ვფიქრობ და სულ მგონია რომ რაღაც დავკარგე იმის შემდეგ რაც გამომეღვიძა.
ვიცი გაგიკვირდება ახლა და მეტყვი რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო,მაგრამ გეფიცები ეს ფიქრები უკვე ბოლოს მიღებენ,ვგიჟდები!
მართლა ვგიჟდები.
უკვე ხმას ავუწიე და ჩემმი სახეც პანიკამ მოიცვა.
ცოტაც და მართლა კონტროლს დავკარგავდი თავზე,ძაალიან დაბნეული ვიყავი ამ ყველაფრით!
ივანი კი უბრალოდ პირღია მიყურებდა, მის მზერაში კი აშკარა შოკი ამოიკითხებოდა,მაგრამ მე ჯერ კიდევ მძიმედ ვსუნთქავდი და ანერვიულებული ველოდი მის პასუხს,მინდოდა რომ გაეგო ჩემმი ტკივილი და რამით მაინც დამხმარებოდა.
-რ_ოუს,რა სიზმარზე ლაპარაკობ?
ბოლოს ხმა ამოიღო და წინადადების დასაწყისში ხმა აუკანკალდა კიდეც!
არ ვიცოდი ეს რისი ბრალი იყო,მეტად შევაშინე ჩემმი საქციელით ,თუ მანაც იცის ამაზე რამე?
-მოგიყვები ,მაგრამ დამპირდი რომ გიჟად არ ჩამთვი და ამას სერიოზულად გაიაზრებ ივან!
გთხოვ ,დამპირდი!
უკვე ცრემლებით ამევსო თვალები ,რაზეც მანაც არ დააყოვნა და უკვე გაჩერებული მანქანიდან ჩემსკენ გადმოწევა დაიწყო,შემდეგ კი გულში ჩამიკრა და მითხრა.
-ნუ გეშინია ,მე შენი მჯერა.
ვერ მივხვდი თავიდან ჩემმს დამშვიდებას ცდილობს?
თუ რას ნიშნავს ეს!?
-გ_ჯერა?
ხმის კანკალით ვკითხე,რაზეც დაუყონებლივ მიპასუხა.
-მეც იგივე მაწუხებს.
ეს იყო და ეს რომ დავრწმუნდი რომ ეს არ იყო ჩემმი ფაანტაზია,არაფერი არ მეჩვენებოდა !
ეს გრძნობები რეალური იყო და  ის სიზმარიც მხოლოდ მე არ მაკვირვებდა ასე!
მანქანიდან ცოტახანს გადმოვედით და ამაზე ვილაპარაკეთ,ივანმა კი მომიყვა რომ მანაც ნახა რაღაც უცნაური,მაგრამ ვერც იხსენებს ზუსტად რა!
მხოლოდ ის ახსოვს რომ ეს განცდები რაც იგრძნო ზედმეტად რეალური იყო სიზმრისთვის.
მან მითხრა რომ დრო და დრო მასაც უტივტივდება გონებაში რაღაც ნაწყვეტები ,მაგრამ მან ზუსტად იცის რომ ამ მოგონებებიდან არც ერთი მომენტი არ ახსოვს ,რაც იმას ახსნის რომ ჩვენ ორივე იგივე მდგომარეობაში ვართ!
ორივეს რაღაც მივიწყებული მოგონებები გვახსენებს დრო და დრო თავს ,მაგრამ საკითხავი ისსა თუ საიდან შეიქმნა ეს მოგონებები,სად და ვისთან ერთად.
ამ საუბრის შემდეგ ცოტა დავმშვიდდი და გადავწყვიტეთ ორივემ რომ ამაზე უფრო ვრცლად მერე ვისაუბროთ,რადგან ახლა დედას დაბადების დღეა და სახლში გვეჩქარება,ამიტომ ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავიტანეთ,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ რაღაც მაინც გაავარკვიე ამაზე და ეს ჩემმი წარმოსახვის ნაწილი არ ყოფილა მხოლოდ...გიპოვი,აუცილებლად გიპოვი.

იმავე საღამოს:

-შენ ჭურჭელს მიხედე ,მე მაგიდებს ავალაგებ.
მომღიმარმა გამომძახა ივანმა და ცოტახანში ცელოფნით ხელში გამოვიდა ოთახიდან,რაზეც ღიმილით დავეთანხმე და საამზარეულოსკენ გავემართე,ოთახში არ შესულს კი დედას ხმაც მომესმა .
-აი მესმის შვილები,დედას ასეთი სიუპრიზი გაუკეთეს ,ახლა კი არეულობასაც თვითონ ალაგებენ,ეს რა შვილები ავღზარდეთ.
ღიმილით გაადახედა მამას და შემდეგ ჩემსკენ გაბრწყინებული მზერა გადმოიტანა.
-როუს საყვარელო თუ დაიღლები მითხარი ,კარგი?
ეს რომ მითხრა მეც მომღიმარმა დავუქნიე თავი ,შემდეგ კი ჭურჭლის რეცხვა გაავაგრძელე.
ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი წესრიგში იყო და ბრწყინავდა,მაგრამ როგორც ჩანს ბოლომდე საქმე არ იყო დასრულებული.
-აუუ,სულ დამავიწყდა ესენი! ცოტახანში ივანის წუწუნი მომესმა,რაზეც სიცილით მივმართე.
-რა ხდება? რა გაწუწუნებს ამხელა კაცს?
-მამას ბრალია,ამდენი ღვინო რომ ამოიტანა ,ვინ იყო ამის დამლევი?
-ეს ღვინო ბაბუაჩემის საჩუქარი იყო სანამ გარდაიცვლებოდა,შენზე  დიდიხანია არსებობს ,ისეთი ძველია!
მამამაც არ დააყოვნა და ისევ ღვინოების დიდი ისტოორის მოყოლას შეუდგა.
-კარგი დასაწყისია.
ესღა ჩაილაპარაკა ივანმა და დეეპრესიული სახით მიუჯდა გვერდით  ,შემდეგ კი მისი მოსმენა დაიწო .
-კაი ,დაწყნარდი .
მე ჩავიტან უკან და მერე გიხსი !სიცილით გადავულაპარაკე და იქვე მდგარი რამოდენიმე ბოთლი ხელებში მოვიქციე,შემდეგ კი ჩვენი უდიდესი სარდაფისკენ დავიძარი.
კიბეზე დავდგი თუ არა ფეხი,იმ წამსვე უკუნითი სიბნელე მეჯახა თვალებში,იმის მიუხედავად რომ სინათლე ავანთე ეს სარდაფი მაინც ყოველთვის ძაალიან ბნელია და თან უზარმაზარი!
მახსოვს ბავშვობაში კარამდე მოსვლასაც ვერ ვბედავდი ისე მეშინოდა,მაგრამ შემდეგ გავიზარდე და სულ დავკარგე შიში!
ყველაფრის მიუხედავად ახლა უცნაურად ვგრძნობ თავს,თითქოს მეშინია კიდეც!
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს სიბნელეში რაღაც მელოდება,ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მაკვირდებიან !
ეს გრძნობა კი ძაალიან მეცნობა,ადრეც განმიცდია?
მაგრამ არ მახსოვს...საერთოდ არ მახსოვს.
ფეხი ცოტახანს ფიქრის შემდეგ ჩავდგი შემდეგ საფეხურზე,რაზეც უკვე სარდაფის ბნელ კედლებს შუა აღმოვჩნდი.
მეც კი არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ემოციები რასაც ახლა განვიცდიდი ,მაგრამ თავს ძალა დავატანე და კიდე შემდეგი რამოდენიმე საფეხური ჩავიარე,თან მთელი ძალით ვუჭერდი შუშის ბოთლებს ხელებს!
ეს იყო და უკვე კიბის ბოლო საფეხურისთვის უნდა გადამევლო,უეცრად რომ ჩემს უკან მთელი ძალით მიჯახუნდა კარი,ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ უნებურად ვიკივლე ,შემდეგ კი სრულიად უეცრად შუქის წასვლამ მეტად შემაშინა.
არ ვიცოდი ეს რა იყო ,მაგრამ გული მიგრძნობდა რომ არ იქნებოდა დამთხვევა!
-დ_ედა,მამა? ივან!
მაინც იმედს არ ვკარგავდი და ვვარაუდობდი რომ რომელიმე მათგანმა გააკეთა ეს,რათა შევეშინებინე,მაგრამ ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ!
ამაში მაშინ მეტად დავრწმუნდი, როდესაც უეცარი შეხება ვიგრძენი ფეხზე,ამ შეხების შედეგად კი რაღაცამ მთელი ძალით დამანარცხა იატაკზე,შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით მიალეწა ბოთლები კედელს!
საშინელმა ხმაურმა მოიცვა სიბნელე,საშინელმა და ამაზრზენმა ხმაურმა ,რომელიც თითქოს და მე მეძახდა,ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა!
-დედა,დედა!
განწირული ხმით დავიწყე ბოლო ხმაზე კივილი!
შიშისაგან კინაღამ გული წამივიდა,მაგრამ რატომ არავის არ ესმის ჩემი!?
რატომ არ მეხმარებიან?!
მიწამ ძვრა დაიწყო,ისე ძლიერ თითქოს გაიბზარებოდა და შემდეგ ჩემს ჩაყლაპვას ეცდებოდა!
ამის გააცნობიერებაზე რაც ხელში მომხვდა იმას მოვეჭიდე და ყვირილს მეტად ვუმატე!
-მამა,მამა !
ივან!
ვინმე...გთხოვთ,გთხოვთ!
ეს ყველაფერი გააჩერეთ,დამეხმარეთ!
მეც კი ვერ ვხვდებოდი უკვე რას ვყვიროდი და რაც პირზე მომადგებოდა ხმის კანკალით გამოვცემდი ჩაბნელებულ სარდაფში!
-ფრედერიკ,ფრედერიკ!
ყველაფერი გაჩერდა...სინათლე დაბრუნდა,მიწამაც ძვრა შეწყვიტა და საშინელი ხმებიც სადღაც გაქრა.
მე კი ვიჯექი ოთახის შუაში და ცრემლიანი შეშინებული თვალებით ვათვალიერებდი ყოველ კუთხეს...ვერ გამეგო რა მოხდა?
ან ეს რა სახელი დავიყვირე?
-ფრედ_ერიკი.
ესღა ჩავიჩურჩულე და ცრემლები წამსკდა!
მერეღა გავიგე დედას და მამას ხმა, რომლებიც კიბეებიდან შეშინებულები მოემართებოდნენ ჩემსკენ ,ვერ გაეგოთ რა დამემართა,მაგრამ ვაი რომ მეც არ ვიცოდი.
რა ხდება ჩემს თავს?
რა იმალება ჩემმი გონების ბნელ მხარეს?
იქ სადაც დიდი ხნის უკან ერთ-ერთი ადამიანის სახე განძივით შევინახე.

ფრედერიკი :
განრისხებულმა შევაღე ოთახის მძიმე კარი და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი გზას ფრენკლინისკენ ,რომელიც იქვე მშვიდად იჯდა ,გულზე რაინა ჰყავდა მიკრული და მაცდური ღიმილით ეფერებოდა თმაზე.
-კარგი,აღარაფერი არ თქვა!
ვიცი უკვე ყველაფერი.
ამ სიტყვით გავაჩუმე ფრენკლინი,რომელიც უკვე ჩემთვის ჭკუის სწავლებას აპირებდა,მაგრამ როგორც ჩანს ამანაც ვერ გააჩერა.
-შენ თქვი რომ მას უშვებდი და მასთან ახლოსაც კი არ გამოჩნდებოდი.
ისეთი მტკიცეთ განაცხადე ეს არ მეგონა თუ მართლა როდესმე ამაზე წახვიდოდი.
ვიცოდი რომ ეს ყველაფერი რაც მან თქვა სიმართლე იყო,მაგრამ რა მექნა?!
რა უნდა მექნა?!
ის საფრთხეში იყო!
ასე ვერ დავტოვებდი,თან...
-მან მე დამიძახა ფრენკლინ.
ამის გაგონებაზე ფრენკლინს თვალები გაუფართოვდა და მძინარე რაინას სხეული ნაზად მიაწვინა თავის გვერდით,შემდეგ კი გაოცებული თვალებით მომიახლოვდა.
-მოიცა ,ვერ გავიგე.
ვერ გავიგე,მას ხომ ყველაფერი დაავიწყე!?
შენი სახელი როგორ გაახსენდა? როგორ?
ეს რომ იკითხა მეც დავდუმდი.
რა პასუხი უნდა გამეცა, როდესაც მეც არ ვიცოდი თუ როგორ.
-ისეთი დაბნეული ვარ რომ არ ვიცი რა გავაკეთო.
მე ეს მისთვის გავაკეთე,მინდოდა რომ ჩვეულებრივად და უსაფრთხოდ ეცხოვრა ,მაგრამ იმ ნაგვის ჭიებმა მაინც მიაგნეს !
ისევ მრისხანება მომაწვა და თვალები სისხლივით წითელ ბინდში დამეკარგა!
-დამშვიდდი,ხომ იცი გამოსავალი სულ არის.
ჩემმს დამშვიდებას ეცადა ფრენკლინი,მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ჰქონია.
-და გამოსავალი?! ავი სულები თუ მას გააგიჟებენ მე ვერაფერს ვეღარ ვიზავ გესმის?
არ შემიძლია ეს ყველაფერი ასე დავტოვო.
მე ის იმისთვის არ გამიშვია ,იმისთვის არ დამიკარგავს რომ ავმა სულებმა წაიყვანონ!
მთელი გული სევდამ მოიცვა ამის გააზრებაზე,რადგან ეს მტკივნეული იყო,ძაალიან მტკივნეული.
მე ამდენი გავაკეთე მისი ბედნიერებისთვის და ბოლოს მაინც რაღაცამ შეუშალა ხელი ამაში .
-არის ძმობილო, არის გამოსავალი.
მაცდური ღიმილით ჩაილაპარაკა ფრენკლინმა ,რაზეც მეც დაბნეულმა ესღა ვიკითხე.
-რაზე ლაპარაკობ?
-შეგიძლია მასთან შენი კავშირი გაწყვიტო.
-გავწყვიტო?
-ხო,ანუ ის აღარ უნდა იყოს შენი ცოლი.
ამის გაგებაზე არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა,რადგან ეს საშინლად არ მინდოდა,მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ამაზეც კი წამსვლელი ვიყავი მისთვის.
უბრალოდ მაინც ვერ ვხვდებოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა?
მე არ გამიგია დემონი ,რომელმაც შეძლო და კავშირი გაწყვიტა ცოლთან,ეს შეუძლებელია...მანამ...
-ფრენკლინ მზად ვარ ეს გავაკეთო,მაგრამ ხომ იცი ამისთვის რისი გაკეთება მომიწევს!
არ ვიცი თუ შევძლებ ისევ .
-ვიცი გიჭირს ,მაგრამ მოგიწევს ფრედერიკ,ესაა ერთადერთი გზა რომ თავისუფლად გააგრძელოს მან ცხოვრება.
მოიყვანე და დაპირებული შვილი მიღეე მისგან.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ  გაწყვიტო კავშირი!
-ანუ ისევ ყველაფერი უნდა გავახსენო.
ჩავილაპარაკე მოწყენილმა,რადგან მე ეს ძაალიან არ მინდოდა.
არ მინდოდა კიდევ მენახა მისი სახე,რადგან ერთხელ შევძელი მისი გაშვება ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას მეორეთაც შევძლებ,მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არ არის.
როუს მალე ყველაფერი იგივე ადგილას დადგება შენს ცხოვრებაში და გპირდები ორივე ბედნიერები ვიქნებით!
შენ შენი სრულფასოვანი და ჩვეულებრივი ცხოვრებით,ხოლო მე ჩვენი შვილით ,რომელიც შენგან დამრჩება.
როუსი:
გაუნძრევლად ვიწექი საწოლზე და ხმას არ ვიღებდი,მგონი რომ აღარც ვიყავი ამ სამყაროში ისე ვგრძნობდი თავს!
დაბნეული და შეშინებული ვიყავი მომხდარის გამო,რადგან ვიცოდი არ იყო ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევა!
-როუს,გღვიძავს?
კარი ნელა შემოაღო ჩემმა ძმამ და მშვიდად იკითხა,რაზეც მისკენ გადავტრიალდი.
-მღვიძავს ივან.
ყველაფერი ისეთი არეული იყო ამ წამს ჩემმს გონებაში რომ ვინმესთან ლაპარაკი მჭირდებოდა!
-როგორ გრძნობ თავს,შედარებით უკეთ ხარ?
დარდიანი მზერით იკითხა და იქვე საწოლთან ჩამოჯდა,შემდეგ კი ჩემმი რატომღაც გაყინული ხელები თავის დიდ ხელებში მოიქცია.
-ძალიან ვნერვიულობ შენზე როუს,არ მინდა ასეთ დღეში გხედავდე.
მითხარი თუ რამით შემიძლია შენი დახმარება,რა დაინახე გთხოვ მომიყევი.
თავიდან გული გამითბა მისი სიტყვები რომ მოვისმინე ,მაგრამ ბოლო წინადადებამ შუაში გამტეხა!
რადგან მიჭირდა ამის გახსენება,ან უბრალოდ თვითნებურად არ ვაკეთებდი ამას!
არ მინდოდა ცოტახნის უკან მომხდარი გაამეხსენებინა,კოშმარი რომელიც რეალობაში ვიხილე!
რაღაც რაც მებრძვის,ჩემს ჩათრევას
ცდილობს ჯოჯოხეთში,მაგიჟებს,მაშინებს,
მატერორებს!
-ივან, ახლა ამაზე ვერ დაგელაპარაკები,თავს ძაალიან ცუდად ვგრძნობ,მინდა რომ რაღაცეებზე დავფიქრდე რომ ბოლოს არ გავგიჟდე მართლა.
დროა გავარკვიო ზღვარი რეალობასა და სიცრუეს შორის,მე კი ამას ყველაფრის ფასად გავაკეთებ!
გული გამალებით მიცემდა და თავში გაუჩერებლად მიტრიალებდა მისი სახელი.
-ფრედერიკი...შენ გაგიგია ივან ეს სახელი?
მშვიდი მზერით ავხედე ივანს და გამალებით დაველოდე მის პასუხს.
მან კი შუბლი შეკრა და დაბნეულობა დაეტყო სახეზე.
-ამმ...ფრედერიკი,ფრედერიკი.
საიდანღაც მეცნობა ,მაგრამ ვერანაირად ვერ ვიხსენებ საიდან.
ეცნობა?
ეცნობა,მასაც ეცნობა.
-რა ხდება? რატომ გაგახსენდა ეს სახელი,ვინნა?
-ის მოგონებაა.
ყველაზე ძლიერი და ძვირფასი მოგონება.
ჩემს სიტყვებზე ივანი დაიბნა ,მაგრამ აღარაფერი არ უთქვამს,უბრალოდ საბანი შემისწორა სხეულის გარშემო და შუბლზე მაკოცა.
-დაიძინე ,დასვენება გჭირდება.
დღეს რთული დღე გქონდა,ხვალ გავაგრძელოთ ,ტკბილი სიზმრები როუს.
თქვა და მომღიმარმა გაიხურა კარი,მე კი გაყინული თვალებით მივაჩერდი ჭერს .
ტკბილი სიზმრები?
ბოლოს როდის ვნახე ნორმალური სიზმარი?
სადაც სისხლი და ნგრევა არ იყო,სადაც ტკივილი და ცრემლი არ იყო!
დიდიხანია ნორმალური სიზმარი არ მინახავს!
სიზმარი სადაც მას არ ვეძახი...ფრედერიკი.


ფრედერიკი:
არ ვიცოდი როგორ დამეწყო,როგორ გგონიათ ადვილია ეს ჩემთვის?
მე ისე მიჭირს მისი ისევ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნება,რადგან ვიცი ორმაგად მეტკინება ისევ მისი გაშვება,მაგრამ თუ მისი კეთილდღეობისთვის კეთდება ეს,მე ამას გავაკეთებ.
ყველას უკვირს ასეთ ფრედერიკს რომ მხედავენ და კი მართლებიც არიან,მე შევიცვალე!
შევცვალე ჩემი ქცევა ყველა აქ მყოფის მიმართ,ადრე თუ რაღაც კარგს მალულად ვაკეთებდი,ისე რომ ჩემს მიმართ მაინც ყველა შიშით იყო განწყობილი,ამჯერად ამას თავისუფლად და ღიად ვაკეთებ.
მე აღარ მინდა ვიყო მარტოხელა დემონი ,რომელიც საკუთარი შეცდომებისგან დაგროვილი ბოროტება ახრჩობს!
მე გადავწყვიტე ვიყო თავისუფალი და რაც ყველაზე მთავარია,ვისწავლე როგორ ვიპოვო წვრილმანებში ბედნიერება.
სიკვდილი...ოუ ,რა თქმა უნდა ისევ სიკვდილი მომაქვს ყველასთვის,მაგრამ მათთან პატარა მოლაპარაკების შემდეგ ყველაფერი ორივე მხარესთვის სასარგებლოდ სრულდება.
გავბედე და როუსთან მოვედი.
მის ოთახში ვარ ამ წამს და ზემოდან დავყურებ თუ როგორი მშვიდად სძინავს,როგორ ნელა და მელოდიურად სუნთქავს,როგორ ნაზად იწევა მისი მკერდი ,უმშვენიერესია.
ვუყურებ და მისი ცქერით ვერ ვძღები!
მე ისე ძლიერ მომენატრა ის,მისი კანი ,მისი ტუჩები,მისი ღიმილი,შეხება,ხმა ,სურნელი ,
საერთოდ ყველაფერი!
ისევ მინდა ჩემმი იყოს,მინდა მივისაკუთრო და აღარასოდეს გავუშვა,ეგოისტური აზრები მაწუხებს !
მინდა ხელი მოვკიდო და უბრალოდ წავიყვანო,შემდეგ კი აღარასოდეს არ გამოვუშვა,მაგრამ თუ ის უბედური იქნება და თუ სულ საფრთხეში მოუწევს ცხოვრება,მე არ მიღირს ამად.
საკმაოდ დიდხანს ვიყავი ეგოისტი და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ვფიქრობდი,აი ახლა კი უკვე აღარ.
-საყვარელო,როუს რომ გაიღვიძებ ყველაფერი გაგახსენდება.
გაგახსენდები მე,გააგახხსენდება ჩვენი სახლი,ჩვენი სიყვარული,ჩვენი ურთიერთობა.
გაგახსენდება ვისი ხარ!
გთხოვ ,არ შეგეშინდეს და მომძებნე,მე შენ გელოდები.
ჩუმად ვჩურჩულებდი და თან იმ შელიცვას ვხსნიდი ,რომელიც ბოლოს დავადე მის გონებას,რათა ყველაფერი დავიწყებოდა,ამის მიუხედავად კი მან ჩემმი სახელი გაიხსენა.
უცნაურია ,მაგრამ როგორც ჩანს გონება არაა ერთადერთი რაც მოგონებებს ინახავს,მან გულით გამიხსენა.
ამაზე ვფიქრობდი და ისევ მშვენიერ როუს ვუყურებდი თვალის დაუხამხამებლად,მაგრამ მოძრაობა რომ დაიწყო შიში გამიჩნდა რომ გამოეღვიძებოდა და უკან დავიხიე!
ბოლო წამს კი მართლაც თვალები გაახილა,მე კი საბედნიეროს მოვასწარი და გავქრი.
ჩემო სიყვარულო ,დრო დადგა ისევ ჩემთან მოხვიდე,მე შენ გელოდები.


როუსი::
უცნაური გრძნობის გამო არსაიდან გამომეღვიძა,მაგრამ გაღვიძებულს მხოლოდ სიცარიელე და სიჩუმე დამხვდა!
ცოტა შემეშინდა ,რადგან მეგონა ისევ ის რაღაცები დაბრუნდნენ ჩემთან რაც გუშინ ვნახე.
არ ვიცი რეები არიან,მაგრამ ძაალიან შეშინებული ვარ მათ გამო!
ამის გააზრებაზე ისევ თვალები მოვხუჭე და იმ წამსვე ძილში გაადავეშვი,მაგრამ ჩაძინებულიც კი ვგრძნობდი რომ ჩემში რაღაცები იცვლებოდა,თითქოს რაღაც თავის ადგილს უბრუნდებიდა ჩემში.

ჩემმი დილა უცნაურად დაიწყო,რადგან გამოღვიძებულს ჩემს წინ უცხო მამაკაცი დამხვდა.
მას თეთრი ხალათი ეცვა და ვინ იყო ამას აღარ უნდოდა მეტი ფიქრი...ფსიქიატრია.
დედას წინ იდგა და რაღაცაზე საუბრობდნენ ჩუმად,რათა არ გავეღვიძებინე.
მესმის რომ ჩემმი მშობლები ამას ჩემთვის აკეთებენ,მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია!
მე არაფერი არ მომჩვენებია,რაც ვნახე ნამდვილია!
ავი სულები ნამდვილები არიან და ისინი ფრედერიკის გამო გამომყვნენ აქ,რადგან მე მისი ცოლი ვარ.

ფრედერიკი...ფრედერიკი.
ფრედერიკი,არა.
არაა,არა!
-ფრედერიკ!
ეს იყო და ეს რომ მივხვდი რომ ყველაფერი გამახსენდა!
ფეხზე ყვირილით და ტირილით წამოვდექი და გასასვლელი კარისაკენ გავიქეცი.
ეს რაღაც პანიკურ შეტევას გავდა,რადგან ბოლო მომენტი გამახსენდა სადაც ფრედერიკის გაანადგურებას აპირებდნენ,შემდეგ ალდენის წყალობით გონება დავკარგე!
მაგრამ ფრედერიკი!?
ის სადდაა?! ცოცხალია?!
გადარჩა?
მოკლეს?!
ასე რატომ გამომიშვა?
მე ხომ ჩემმი დავალებაც არ მქონდა დამთავრებული!
აღარაფერი არ მახსოვდა და დღეს რატომღაც გამახსენდა,რა მოხდა!?
-არაა,არაა! არ მოკლათ!
გთხოვთ, არ მოკლათ!
მეტად ვუმატე ტირილს როს შედეგათაც თეთრებში გამოწყობილმა მამაკაცმა ხელით შემაჩერა კარებში და ჩემმი საწოლისკენ წაყვანა დაიწყო,რაზეც მეტად გავგიჟდი!
რადგან ამ წამს ემოციები მაკონტროლებდნენ და მგონი საკუთარი თავისაც კი მეშინოდა!
ყველაფერი ისე უეცრად გამახსემდა,მე დაბნეული და შეშინებული ვარ.
-გამიშვით,მას მოკლავენ!
მე მასთან მინდა,მის გვერდით მირჩევნია მოვკვდე!
გამიშვით მასთან!
დედა,დედა! მას მოკლავენ,მოკლავენ დედა!
დაეხ-მარ-ეთ!
ვერ ვხვდებოდი უკვე რას ვაკეთებდი და ჩემს წინ მდგარ ექიმს, რომელიც ჩემს გაჩერებას ცდილობდა გამალებით ვუტყავდი!
-არა,არა ,არა!
გთხოვთ ,გაადარჩინეთ,გთხოვთ დაეხმარეთ!
ხმის კანკალით ერთი და იგივეს ვჩურჩულებდი,რაზეც უკვე დედასაც მოვკარი თვალი ,რომელიც ტიროდა,აშკარად ჩემზე ღელავდა.
მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ რამენაირად თავი უნდა გამეკონტროლებინა!
მათ არ იციან ვინაა ფრედერიკი,ამ წამს კი ყველაფერს ვართულებ და იმის მიზეზს ვაძლევ რომ გიჟი ვეგონო !
-როუს,როუს! დამშვიდდი,მიყურე!
მე მიყურე,მხედავ?
ფსიქიატრი თვალებში მიყურებდა და ცდილობდა რაიმე დარღვევა ამოეკითხა ჩემმი სხეულის ენით,რადგან მხოლოდ საქციელი არ იყო საკმარისი.
თუ ამ დარღვევასაც შეამჩნევს ,ალბათ საგიჟეთში ამოვყობ თავს!
-მე...არ ვარ გიჟი,კარგად ვარ!
გესმით?!
ანერვიულებულმა ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვები,რაზეც დედა მეტად ატირდა.
არ ვიცოდი რა მექნა და უბრალოდ გავჩუმდი და მოძრაობაც შევწყვიტე!
საკუთარი ფეხით დავბრუნდი საწოლში და ჩემი თვალები სიცივემ და სიცარიელემ მოიცვა,აღარც ვყვიროდი და აღარც იმ ტკივილს ვუშვებდი გარეთ რასაც ამ წამს განვიცდიდი,რადგან მივხვდი ამ წამს მგონი ასე სჯობდა.

ჩემზე ცოტახანს დაკვირვების შემდეგ მამაკაცმა ჩემმი ოთახი დატოვა,რაზეც დედაც უკან გაჰყვა.
მე კი ვიწექი გააშეშებული  და ვერც კი ვმოძრაობდი!
იმდენი საფიქრალი გამიჩნდა ერთ წამში რომ აღარ ვიცოდი რომელ ერთზე მეფიქრა და მენერვიულა,მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი!
მე უნდა გაავარკვიო ფრედერიკი თუ გადარჩა.
მე ის უნდა მოვძებნო,ვერ მოვისვენებ სხვაგვარად,მაგრამ იმის შემდეგ რაც მოხდა ,არამგონია სახლიდან ვინმემ გამიშვას,ამიტომ დღეს ღამით მომიწევს გავიპარო!
მაგრამ ერთს ვერ ვხვდები...ის რატომ არ მოდის ჩემთან?
რატომ ?

ფრედერიკი:
მოუსვენრად ვიყავი და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი...ველოდი,მას ველოდი!
ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ჩემს ძებნას დაიწყებდა,მე კი მინდა რომ ეს ერთხელ  თვითონვე მიპოვოს,არ მინდა მე მივიდე მასთან .
-რატომ აწვალებ ფრედერიკ გოგოს? უბრალოდ მიდი და წამოიყვანე.
ფრენკლინის ხმა მომესმა უკნიდან ,რაზეც სიარული შევწყვიტე და მისკენ მივტრიალდი.
-არ შემიძლია.
მინდა რომ რაღაცაში დავრწმუნდე.
მშვიდად ვუპასუხე მეც.
-რაში უნდა დარწმუნდე?
-მინდა დავრწმუნდე რომ მასაც ისე ძლიერ უნდა ჩემს გვერდით ყოფნა როგორც მე.
აღარ მინდა მივიდე და უნებართვოდ წამოვიყვანო.
მინდა რომ თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ჩემმი მოძებნა!
-და რომ არ ისურვოს ეს,რას იზავ?
-არაფერს,მაგრამ ვიცი,დაარწმუნებული ვარ რომ მოვა.
-გეყოფა ფრედერიკ!
იცი როგორ საფრთხეშია!
მოკიდე ხელი და წამოიყვანე უბრალოდ.

-ვიცი ,მაგრამ რა გავაკეთო ფრენკლინ?
ცოტა ხმას ავუწიე ,რადგან ემოციებმა ერთად შემომიტიეს.
-რა უნდა გავაკეთო? დავაძალო რომ ჩემთან იყოს?
აღარ მინდა,მორჩა !
აღარ ვაპირებ რაიმე დავაძალო,თვითონ გადაწყვიტოს რას მოიმოქმედებს.
-სულელივით იქცევი ფრედერიკ.
კარგად იცი რომ ასე ვერ გადარჩება!
ადრე თუ გვიან მის გონებაში ისე შეძვრებიან რომ აზროვნების უნარს დააკარგვინებენ და გაგიჟდება...გაგიჟდება გესმის?
-გადარჩება...მე არ მივცემ სიკვდილის უფლებას.
მე არ მივცემ უფლებას რომ გაგიჟდეს.
-ყველაფერს ყოველთვის ვერ გააკონტროლებ.
-ცდა ღირს.
მე მას დაველოდები!


როუსი:
ღამის სამ საათს სულ რაღაც შვიდი წუთი ეკლდა.
ყველას ეძინა,მე კი ჯერ კიდევ მეღვიძა და შესაბამის მომენტს ველოდებოდი გასაქცევას.
სულ რაღაც შვიდ წუთში ,ზუსტად სამ საათზე მე ფანჯრიდან ვეცდები სახლიდან გაპარვას და ტყეში გავემართები !
პირდაპირ იმ ადგილას სადაც იყოფა ზღვარი ჩვენს სამყაროს და მათ სამყაროს შორის,შემდეგ კი დაველოდები.
არ მანაღვლებს თუ ასე დიდ საფრთხეში ჩავიგდებ თავს,მე საერთოდ არ მეშინია!
მას იქამდე დაველოდები სანამ არ მოვა .
-დროა.
ჩუმად ჩავილაპარაკე და უკვე ჩაცმულმა საბანი სწრაფათ გადავიხადე ,ორიოდე წამში კი უკვე ღია ფანჯარასთან ვიდექი.
კი ,ვაღიარებ ეს საკმაოდ საშიში იყო,რადგან საკმაოდ დიდი იყო მანძილი მიწასა და ჩემმს შორის,მაგრამ ვფიქრობდი როგორ ჩავსულიყავი ისე რომ არაფერი არ დამშავებოდა!
მაგრამ თუ ამ გზას ვერ ვიპოვი არ მაინტერესებს ,გადავხტები.
აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს და იმაში ვრწმუნდებოდი რომ აქედან უსაფრთხოდ ჩასვლას ვერანაირად ვერ მოვახერხებდი,ამის შესაძლებლობა არ იყო.
ამიტომ დროის ზედმეტად კარგვას ვარჩიე რომ პირდაპირ გადავმხტარიყავი.
დავშავდები?!
დავშავდე!
მეტკინება?!
მეტკინოს!
მოვკვდები?
მოვკვდე.

სამამდე დავითვლი და ჰაერში გადავეშვები.
მე ამას შევძლებ,მაქვს ამის ძალა...ფრედერიკის გამო როუს,მის გამო.
-ერთი,ორი...ორი...სამი!
სიმწრით დავითვალე და მესამეზე თვალები მჭიდროდ მოვხუჭე,შემდეგ კი ჰაერში გადავეშვი!
დავინახე ცაა ,რომელზეც ვარსკვლავები ცეკვავდნენ,ნაზი სიო კი მეჩურჩულებოდა,მიმღეროდა მივიწყებულ სიმღერებს,სიბნელეში ანათებდა სავსე მთვარე და მპირდებოდა რომ დღეს გავიმარჯვებდი,ეს ჩემმი ღამე იყო...ჩემმი გამარჯვების ღამე!
სულ რაღაც ხუთი წამი ვიყავი ჰაერში ,მაგრამ ჩემმა გონებამ კარგად აღიქვა ეს ყოველივე და უმიზეზოდ მმატა სიმამაცე ამ სრულიად უსუსურ მდგომარეობაშიც კი!
და აი დაენარცხა კიდევ მიწაზე ჩემმი სხეული.
ტკივილმა მომიცვა სულის შეძვრამდე,სიმწრით დავაჭირე კბილები ერთმანეთს და ყვირილის შეკავება ვეცადე!
მთელი ძალით ჩავასე ფრჩხილები ფხვიერ მიწას და დედამიწას ვაგრძნობინე ჩემმი გაუსაძლიდი ტკივილი ,რომელსაც ამ მომენტში ყვირილითაც კი ვერ გამოვხატავდი,რათა ვინმეს არ გაეგო.

ფეხი ვიღრძე და ძვლები ამტკივდა,სისხლი წამომედინა ჭრილობებიდან ,რომელიც დაცემამ მომაყენა,მაგრამ მაინც გავუყევი გზას ტყისკენ.
ტკივილის მიუხედავად არ ვჩერდებოდი და ფეხის თრევით შევდიოდი უფრო და უფრო ღრმად .

და აი მეც აქ ვარ...სულ რაღაც ერთი საათი დამჭირდა აქამდე მოსაღწევად ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ მე ეს შევძელი,აქ ვარ.
მე მასთან მოვედი ჩემმი ფეხით,მასთან ვისაც ამდენხანს გავურბოდი ,ჩემმი ფეხით მოვედი!
ხედავთ როგორ იცვლებიან ადამიანები და მათი დამოკიდებულება?
ყველაფერს ველოდი ,მაგრამ არაა ამას!
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ის შემიყვარდებოდა.

-მ_ე აქ ვარ ფრედერიკ.
აქ ვარ...შენთან მოვედი.
სუსტად ვჩურჩულებდი და ძლივს ვიღიმოდი,ტკივილისგან კი უკვე ვკანკალებდი.
-აქ ვარ.

-გთხოვ,გამოჩნდი.
მტკიოდა...ძაალიან მტკიოდა,რადგან მეშინოდა რომ ცოცხალი აღარ იყო...მოკვდა?
-რატომ არ ჩნდები?
ცრემლებმა გაიკვლიეს უკვე გზა ჩემმი თვალებიდან ჩემმს სახეზე...მეშინოდა ,მისი დაკარგვის.
ნელ-ნელა მთლიანად მეცლებოდა ძალა და სხეულსაც ადგილზე ვერ ვიკავებდი ,ბოლო წამამდე ვცდილობდი ფხიზლად ყოფნას ,მაგრამ მე ადამიანი ვარ და მეტად შეუძლებელი იყო ჩემთვის ასეთ მდგომარეობაში ფეხზე დგომა.
სიბნელემ გადაკვეთა ზღვარი ჩემმს გონებასა და ამ სამყაროს შორის და ეს იყო ბოლო წვეთი ჩემმი შესაძლებლობების ,გონება დავკარგე და მიწაზე უგონოდ დავეცი,ჩემმი თვალები კი დაიხუჭა.

ფრედერიკი:
-რა არის ასეთი რომ ასე იღიმი მანიაკო?
გაღიზიანებული მეკითხებოდა ჩემს წინ მჯდარი ფრენკლინი,მაგრამ მან უკვე ჩემმი პასუხი ძაალიან კარგად იცოდა!
-ის მოვიდა.

ის ჩემთან მოვიდა...ამდენი ხნის შემდეგ,ისევ ვიგრძენი რომ ვიღაცისთვის რაღაც ვნიშნავ,მითუმეტეს ისეთი ვიღაცისთვის ვინც ჩემთვის ცაზე და დედამიწაზე მაღლა დგას.
სევდა აღარ მღრნის ,აღარ აფერადებს მოსაწყენ ფერებში ჩემს დღეებს ,რადგან ვიცი ყველაფერი ამ წამიდან შეიცვლება.
ის თუ ჩემს გვერდით იქნება,მე ყველაფერი მექნება,იმდენი რომ შურით გვიყურონ ყოველმა ცოცხალმა და მკვდარმა,ეს კი სიყვარულია!
ეს ჩემთვის მთელი ძაალაუფლებაა,ყველაზე ძვირფასი და რთული მოსაპოვებელი.

იძახიან რომ დემონმა თუ ერთხელ მაინც იგრძნო რაღაც ადამიანური ,თავისი წარსულიდან რაღააცები ახსენდებაო, სწორედ რომ იმ წარსულიდან რომელშიც როგორც ადამიანი ისე ცხოვრობდა!
ხოდა ჩემთანაც იმატა პატარა მოგონებებმა თავის შეხსენება.
უმანკო და უდანაშაულო პატარა ბიჭს ვხედავ ,რომელიც მინდორში ყველაზე მშვენიერ და გამორჩეულ ყვავილებს კრეფს.
მეცინება ,რადგან ვაცნობიერებ რომ ყოველთვის ასეთი ვიყავი...ყოველთვის!
ყოველთვის საუკეთესო მინდა,ყველაზე ლამაზი და ყველაზე გამორჩეული.

როუსი...განა არ მივიღე ყველაზე მშვენიერი ყვავილი?
ის ჩემმია,ამიერიდან მართლა ჩემია,რადგან მისი გულიც უკვე ჩემთვის ფეთქავს,მისი სიყვარული მოვიპოვე.
ხელებში მიწვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ,თავს ვიდანაშაულებ ,რადგან ვხედავ როგორი დაშავებულია,სუსტად სუნთქავს და მისი პულსიც სუსტია.
სულელი ვარ რომ ასეთი რთული გზა ავურჩიე მას,მაგრამ სხვაგვარად ვერ გავიგებდი მას რა უნდოდა.
-არაუშავრს როუს,მე მოგარჩენ.
შენს ყველა ჭრილობას საკუთარი ხელით მოვუვლი !
კარგად იქნები გპირდები.
მშვიდად ვუჩურჩულე და ნაზად ვაკოცე შუბლზე,შემდეგ კი მასთან ერთად გადავკვეთე მეორე სამყაროს ზღურბლი.

-რა მოუვიდა?
დაბნეული და ანერვიულებული შემეგება სახლში შესულს ფრენკლინი და მშვიდად რომ გავეცი პასუხი მიხვდა.
-ჩემამდე მოსვლა მისთვის რთული აღმოჩნდა,მაგრამ მაინც მოვიდა.
ღიმილი გაადამეფინა მთელ სახეზე,რადგან თავს უბედნიერესად ვგრძნობდი.
ფრენკლინმაც ღიმილით მიპასუხა ამაზე.
-მაინც მიღეე ხო რაც გინდოდა?
მშვენიერია!
წავალ რაინას გავაგებინებ რომ როუსი ისევ აქაა,ძაალიან გაუხარდება!აღტაცებულმა მიპასუხა და აღელვებული აუყვა გრძელ კიბეს.
მე კი ვუყურებდი შორიდან და ვფიქრობდი თუ როგორ გაგვიმართლა ორივეს...მოგვეცა შანსი რომ ამ სახითაც კი სიყვარული გვეგრძნო!
ამ დემონური და ბოროტი სახითაც კი.

როუსი საწოლზე დავაწვინე და ნელა დავიწყე მისი ტანისთვის ტანსაცმლის გახდა,ნაზად ვხდიდი და თან მის სხეულს ვაკვირდებოდი.
ფაიფურის თოჯინას გავდა,მშვენიერი და ნაზი იყო,მაგრამ იმდენად ნაზი იყო რომ მასთან რაც შეიძლება ფრთხილად მოპყრობა იყო საჭირო.
-შემიძლია ეს განა.
ჩემთვის ჩავიცინე და უკვე ნახევრად შიშველს ტანზე საბანი გადავაფარე რათა სიცივე არ ეგრძნო,სიცივე რომელიც აქ ყოველთვისა.
-აქ არ არსებობს გაზაფხული როუს.
აქ ყოველთვის ცივი ზამთარია.
ასე რომ არც ყვავილები არ არსებობენ.
შენ ხარ ერთადერთი ყვავილი,რომელმაც აქ არსებობა შეძლო და ასევე ერთადერთი ყვავილი იქნები რომელიც აქ გაყვავდება.
სახეზე ვეფერებოდი და თვალს ვერ ვწყვეტდი!
ალბათ ეს წამები სამუდამოდ დარჩება ჩემში,არასოდეს არ დამავიწყდება ,არასოდეს! 

როუსი:
სად ვარ?
რა სიზმარია ეს?
ასეთი სიზმარი არასოდეს არ მინახავს.
აღარც ტკივილია და აღარც სევდა,გარშემო სიმშვიდეა და სილამაზე !
მშვიდად მივაბიჯებ და გარემოს ვაკვირდები ,რომელიც ყვავილებშია ჩაძირული!
ასეთი არაფერი არ მიგრძვნია,თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობ!
ვგრძნობ რომ ბედნიერება ახლოოსაა!
გავიმარჯვე?
თვალები გაავახილე და უეცრად ყველაფერი გაქრა,წინ კი ნაცნობი ოთახის კედლები დამხვდა,მეც იმ წამსვე მივხვდი სად ვიყავი და ემოციებით სავსე საწოლზე სწრაფათ წამოვჯექი...წინ კი ვინ დამხვდა?
-რაინა,რაინაა...რაინააა!
არც კი დავფიქრდი ისე ჩავიკარი გულში მონატრებული მეგობარი!
იმდენიხანი გავიდა ,მაგრამ მის მკლავებში ისევ იმ ნაცნობ და ოჯახურ სითბოს ვგრძნობ როგორსაც ადრე ვგრძნობდი!
რაინაც უბედნიერესი იყო ჩემმი ხილვით და მგონი რამოდენიმე ცრემლიც გამოეპარა თვალებიდან!
რა თქმა უნდა ბედნიერების ცრემლები.
-რაინა,ვერ ვიჯერებ.
ეს მართლა შენ ხარ!
მე კი...მე კი აქ ვარ,ისევ აქ ვარ!
ბედნიერებამ და გაოცებამ ერთად იმატეს ჩემში,აქ როგორ მოვხვდი?
-როუს,ამდენიხანი გავიდა!
ამდენი ხანი გავიდა და მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემმი მონატრების დაკმაყოფილენა შენი ნახვით,მაგრამ ეს მოხდა და ისევ გიხილე.
ვერც წარმოვიდგენდი რამოდენიმე დღის უკან რომ ისევ აქ გნახავდი,ჩემს წინ.
ვეღარ მოითმინა რაინამ და კრისტალებივით გადმოყარა ცრემლები,მე კი ამაზე მეტად ამიჩუყდა გული და კიდევ ერთხელ ჩავიკარი გულში!
სიტყვები ზედმეტი იყო იმის გამოსახატად თუ რას განვიცდიდი ამ წამს.
-რაინა,აქმე...
უეცრად კი დამკრა თავში გუშინდელმა დღემ და ყველაფერი გამახსენდა...მე გავითიშე ,აქ ვინ მომიყვანა?
ფრედერიკი სადდა?
-რაინა,ფრედერიკი..ის,ის ცოცხალია ხო?
ხმის კანკალით ვიკითხე,რაზეც რაინას სახე ეცვალა და ცოტა დაიბნა.
-გთხოვ მითხარი რომ არ მომკვდარა!სუნთქვა დამიმძიმდა და გულმა ფეთქვას უმატა,ვერც კი მოვასწარი გააზრება ისე წამომივიდა ცრემლები თვალებიდან.
-როუს,დამშვიდდი ფრედერიკ_
დასრულებული არ  ჰქონდა კარი რომ გაიღო,იქიდან კი ის შემოვიდა ვისაც საერთოდ არ ველოდი.
ის მონატრებული ხმა მისწვდა ჩემმს სმენას,რომელსაც საერთოდ არ მოველოდი!
-რა ხდება ? როუს,რატომ ტირი?
აღელვებული და ანერვიულებული ფრედერიკი მიყურებდა შორიდან ,მე კი ხმას ვეღარ ვიღებდი...უბრალოდ დავმუნჯდი!
-სულელო,იდიოტოო!
ფეხზე ყვირილით წამოვხტი და მისკენ სწრაფათ გავემართე მუშტ მოღერებული!
-მეგონა მოკვდი!
რატომ არ მოხვედი ჩემთან!?
რატომ არ წამომიყვანე!
ეს რატომ გააკეთე?!
იცი როგორი ცუდად ვიყავი?
იცი?!
გავგიჟდი კინაღამ რომ გამახსენდა რომ ბოლო წამს ყველაზე სახიფათო მომენტში დაგტოვე!
მეგონა რომ მოგკლეს!
მუშტებს ვურტყავდი მკერდზე და თან ბრაზით და თან ბედნიერებით გაგიჟებული ემოციურ ფონზე ბოლო ხმაზე ვუყვიროდი!
ის კი იდგა და არ ინძრეოდა უბრალოდ მიყურებდა და მისმენდა.
-რა აღარ ვიფიქრე,რა აღარ !
რომ მოეკალი მათ გეფიცები მეც გამოგყვებოდი და მეც მოვკვდებოდი!
ამაზე არ იფიქრე?!
როგორ გაბედე დანებება!?
გინდოდა მათ მოეკალი ხო ?
გაოცებული გვიყურებდა რაინა შორიდან და ბოლოში გაბედა და ხმაც ამოიღო.
-ფრედერიკ,იქნებ_
ეცადა ჩვენს შორის წარმოქმნილი რთული სიტუაცია დაეშოშმინებინა,მაგრამ ფრედერიკმა გააჩერა.
-დააცადე,დაიცალოს.
ეს რომ გავიგე მეტად გავბრაზდი მასზე!
-დაიცალოს ხო!?
შენ გგონია მხოლოდ დაცლა იქნება საკმარისი ჩემთვის!?
იდიოტი ხარ,იდიოტიი!
აქ არ გავჩერდები წავალ,წავალ!
ღრმად ჩაიხვნეშა ფრედერიკმა და თვალები გაადატრიალა.
მეც უკვე დავიღალე ამდენი ყვირილით და ხელების ქნევით და უბრალოდ გავჩერდი,ხელები დავუშვი და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით ავხედე ჩემზე სამჯერ მაღალს.
-მორჩი?
მშვიდად მკითხა წარბის აწევით,რაზეც თავი ჩავხარე ისევ და დასჯილი ბავშვივით ჩავიბურტყუნე.
-იცი მაინც როგორ მომენატრე.
ეს იყო და ეს მთელი ძალით რომ მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა ,მეც არ დავრჩი ვალში და მის მკერდში ჩავდე თავი,ხელები კი ძლიერ მოვხვიე მის ტანს ,ისე ვეხუტებოდი თითქოს მეშინოდა რომ ისევ წავიდოდა .
-გეყოფათ ახლა ჩემმი ცოლის წინ ამ ინტიმური სცენების გაცოცხლება,ის მგრძნობიარეა ხო ხვდებით!
გავიგე თუ არა ხმა და თან მისი ნათქვამის შინაარსიც მივხვდი ვინც იყო.
-ფრენკლინ,რეეებს ბოდავ,რა გემართებაა საერთოდ ?
დააცადე ბავშვებს.
წუწუნით გაემართა რაინა ფრენკლინისკენ,რაზეც მე ფრედერიკის მკერდზე მედო თავი და ისე ვიცინოდი ჩუმად ,ფრედერიკი კი მომღიმარი მკოცნიდა შუბლზე.
-მეც დამაცადეთ ხოდა!
წამოდი რაინა მე და შენ_
რაინამ უეცრად პირზე ააფარა ხელი და ჩხუბით გაათრია ოთახიიდან,რაზეც უკვე ხმამაღლა გამეცინა!
-რა საყვარლები არიან.
ფრედერიკმა ამაზე პასუხი არ გამცა და უბრალოდ ჩემმი მოფერება გაანაგრძო.
რა მშვენიერი დღე გამითენდა,ვერ ვიჯერებ რომ მის გვერდით ვარ.

ფრედერიკი:
ისეთი ბედნიერია როუსი...მე კი ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ უფრო ბედნიერი ვხდები,რადგან ვიცი რომ მე მოვუტანე ეს სიხარული.
ხო ,სიხარული და არა სევდა და შიში ,ტკივილი და ცრემლი,რაც ადრე მომქონდა მისთვის.
თავს ისეთი დამნაშავედ ვგრძნობ,მაგრამ ვიცი ეს უკვე მაპატია,მაგრამ რასაც ახლა ვაპირებ იმას მაპატიებს?
მე ხომ ვაპირებ რომ მასთან კავშირი გავწყვიტო,რათა როდესაც დედამიწაზე დაბრუნდება ჩვეულებრივად იცხოვროს,სწორედ ამიტომ დავაბრუნე აქ.
აქ დავაბრუნე,მაგრამ მისი ადგილი ვიცი რომ სხვაგაანაა ,ის მეტს იმსახურებს.
ვიცი ეს რომ გაიგოს ძაალიან გაბრაზდება და გული გაუტყდება,მაგრამ საქმეც იმაშია რომ ვერ გაიგებს...როუს ამას შენთვის ვაკეთებ,მაგრამ რამდენჯერმე მეც დავფიქრდი და ეგოისტურმა აზრებმა შემახსენეს თავი...იქნებ არ გავუშვა?
იქნებ აქ დავტოოვო!
თავის ოჯახს დაივიწყებს და ჩემს გვერდით დარჩება,რადგან მეშინია!
მეშინია რომ ის შენთან მოვა...როდესაც ადამიანური ცხოვრებით იცხოვრებ მეშინია რომ ისიც შენი ცხოვრების რაღაც ნაწილში შეიტანს წვლილს...ანდრეი.


მოგონება:
-გავიგე რომ მის სანახავად იყავი და ისიც გავიგე რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
სიბნელეში ვიჯექი და ისეთი მრისხანებით ვიყავი სავსე რომ როგორც ურჩხული ისე ვძვინვარებდი,ანდრეი კი ჩემს წინ უემოციოდ იდგა და ზედაც არ მიყურებდა.
-ხო,ეს სიმართლეა ,მე მის სანახავ ვიყავი.
-მერე მე რა ვთქვი?!
არ ვბრძანე რომ არავინ არ მისულიყო მასთან,თავი დააანებეე!
ფეხზე წამოვდექი და მაგიდას ისე დავარტყი ხელები რომ ბზარი გაუჩნდა.
ის კი რაღაც მომენტში შეხტა ჩემმი მოულოდნელი საქციელით,მაგრამ შემდეგ ისევ დამშვიდა და ასევე მშვიდად მომიგო.
-განა რა დაავაშავე? მან მაინც არ იცის ვინ ვარ და არც დავუნახივარ!
-აჰა ,გასაგებია!
ყველაფერი გავიგე!
ანუ რა გაქვს გეგმაში საცოდავო არსებავ!?
გინდა რომ ეს შესაძლებლობა შენთვის სასარგებლოდ გამოიყენო?!
რას აპირებ?!
მისკენ ღრინვით წავედი და თვალი თვალში გავუყარე.
-ალბათ ფიქრობ რომ არ ვიცი რა განძრახვა გამოძრავებს,მაგრამ მე ვიცი.
გინდა რომ მასთან ახალი ურთიერთობა სცადო,ეს ხომ შენთვის ახალი შანსია...შანსი რომ მის გვერდით იყო.
ამის გააზრებაც კი სურვილს მიჩენდა რომ შუაზე გაამეგლიჯა !
-ხო,სწორედ მიხვდი .
კარგი იქნება თუ ის სწორედ იმ ადამიანის გვერდით იქნება ვინც მას მართლა მოუფრთხილდება და შეიყვარებს.
თავდაჯერებულმა უყოყმანოდ მიპასუხა,რაზეც ჩემს ბრაზს ვეღარ მოვერიე და საყელოში
ვწვდი ,შემდეგ კი გავაფრთხილე!
-არც კი გაბედო მასთან მიახლოვება და მითუმეტეს ამ განძრახვით!
ის მხოლოდ ჩემმია...გესმის?
ჩემი.
-მაგასაც ვნახავთ.
ხელი გამაშვებინა და თავ აწეული გავიდა ოთახიდან,მე კი შორიდან ვუყურებდი მუშტ შეკრული და ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მომეკლა!
რატომ ვიკავებ საერთოდ თავს?
მე ხომ ასე იოლად შემიძლია მისი მოკვლა...ხო,გამახსენდა!
მისი სულიც მე მეკუთნის,მისი მოკვლა კი  ჩემში რაღაც ნაწილის სიკვდილსაც ნიშნავს...!

მოგონების დასსასრული.

მის წინ ვიწექი და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.
მისი თვალები რაღაც საოცრება იყო,მართლაც რომ სულის სარკე,ის კი ისეთი მშვენიერი სულის პატრონია რომ არ მოგწყინდება მისთვის თვალებში ყურება.
-ფრედერიკ როდესაც ადამიანს დემონი უყვარდება ეს დანაშაულია?
მშვიდი ხმით იკითხა,რაზეც გავოცდი და ავღელვდი,ის ამ წამს სიყვარულში გამომიტყდა?
გამეცინა მის საყვარელ კითხვაზე.
-თუ სიყვარული დანაშაულია,მაშინ წარმოგიდგენია ახლა ჩვენ რამხელა დანაშაულს ჩავდივართ?
ამაზე მასაც გაეღიმა და ნაზად წამოიღო ხელი ჩემმი ლოყისკენ. -ფრედერიკ,შემიყვარდი.

გააფრთხილება!
ახლ დაიწყება ცოტა ისეთი სცენა
(ხო ხვდებით)
ხოდა ვისაც არ გსიამოვნებთ არ წაიკითხოთ)

ავტორის:
ფრედერიკი გაჩუმდა, სრულებით დადუმდა, იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა, გრძნობდა, რომ წყვდიადით მიცულ გულში სინათლის სხივი გაუკრთა, სიხარულს ერთიანად მოეცვა მისი გონება, მთელი არსებით სურდა  თავადაც ეთქვა, რომ უყვარდა, უნდოდა ეყვირა, უნდოდა მთელი დედამიწა შეეძრა, მაგრამ მხოლოდ როუსის წინ იდგა და მდუმარედ უმზერდა აწყლიანებულ თვალებში.
ბოლოს დემონმაც გაბედა და თავისი გრძელი თითები გოგონას ლოყაზე შეაცურა როუსის სხეულშიც უმალ იჭექა ბედნიერებამ და იგრძნო რაღაც, პეპლების მსგავსი.
თვალები მოხუჭა და მეტად შეიგრძნო მისი ხელების სიცივე.
არ სურდა თვალების გახელა, თითქოს ეშინოდა, ეშინოდა რომ ყველაფერი გაქრებოდა, რომ  სიზმარი იქნებოდა და თავს ისევ ბნელ ოთახში ამოყოფდა, ბოლოს გაბედა,  ნელა მოაშორა წამწამი წამწამს და დაინახა დემონის მშვენიერი სახე, მისი ვიწრო თვალის ჭრილი, მშვენიერი ცხვირი და და სოკოცნელად გამზადებული ბაგეები, ხედავდა თუ როგორ მიიწევდნენ მისი ტუჩები მისკენ. და აი, იგრძნეს შეხება.
იმ წამს არ ახსოვდათ ტკივილი, არც წარსულის მარტოობა, აღარც ადამიანები და აღარც დემონები.
ეს არ იყო მხოლოდ კოცნა, ეს იყო ზეცისა და დედამიწის შეერთება, ვარსკვლავთა შეჯახება, ეს იყო ადამიანისა და დემონიდ ამბორი.

ფრედერიკმა მალევე აიტაცა როუსი ხელებში და მანაც მალევე შემოაჭდო ფეხები მშვენიერ წელზე, ისე რომ, მათი ბაგეები არ დაშორებულან ერთმანეთს!
გოგონამ ფრთხილად შეაცურა ხელი ფრედერიკი თმაში და ორივე მიესვენნენ მათ უკან მდგარ სავარძელზე.
დემონმა ერთი ხელის მოსმით მოიცილა სამოსი სხეულიდან და ვნებააშლილი თვალები როუს მიაპყრო.
-ნამდვილად გინდა ამის გაკეთება?
-იმაზე მეტად ვიდრო ოდესმე რაიმე მდომებია",
აღელვებულმა უპასუხა ის რაც ფრედერიკს სურდა და მანაც უმალ ჩარგო ტუჩები როუსის ყელში, ერთი ხელი მის წელზე მოხვია მეორე  ხელი კი თეძოზე გამოსახულ ტატუს გადაატარა, რომერლიც საშინლად გაწითლდა და ადგილიდან გაქრა.
ფრედერიკი კოცნით ჩაუყვა როუსის სხეულს, ნაზად ეხებოდა მის თითოეულ კონტურს, თითქოს სურდა გონებაში ღრმად ჩაებეჭდა.
როუსაც ფრთხილად ჩაეცურებინა  ხელები ფრედერიკის ზურგზე, ეხებოდა მის დასერილ კანს, ნაიარევად დარჩენილ ჭრილობებს, მაგრამ უეცრად ჰაერში გაიჭრა მისი დაუძლურებული კვნესა და  სიმწრით ჩაასო ფრჩხილები, როდესაც ისინი ერთ მთლიანობად იქცნენ.
ცაზე არ ჩანდა ვარსკვლავები და არც  მოკაშკაშე მთვარე, იმ ღამეს ადამიანთა ცაზე ისმოდა მათი სიყვარულის ხმა,  ირხეოდა მიწა და იხსნებოდა ცა, იყო ქარი და იყო წვიმა, იყო სიყვარული და იყო ვნება.
ხოლო ზეციურ სამფლობელოში ადამიანისა და დემონის სხეულნი ერთ მთლიანობად იქცნენ.

/////////////////////////////////////////////////////////////////
დიდი ბოდიში რომ ასე დავაგვიანე :(
რაღაც პრობლემა შემექმა,მაგრამ სააბოლოდ მთავარია დავდე ^^
შემდეგი თავი სააბოლოდ ბოლო იქნება



№1  offline წევრი 《Sunshine》

მოკლედ ვამაყობ შენით ! ძალიან მაგარი თავია ლოდინად ღირდა პეპელავ <3

 


№2 სტუმარი ატბ

აუუუუ ეს ახლა სისულელეა, როუსმა ახლავე უნდა გაიგოს რა ჯანდაბაც ჩაიფიქრა ფრედერიკმაააა.
ძალიან უსამართლობა იქნება ფრედერიკის მხრიდან ეს და იმედია ან გადაიფიქრებს ან როუსი გადააფიქრებინებს.
პ.ს "ჩემმი" აი ასე რატო წერ?
პ.ს სხვანაირ სახელებს რომ იყეენებდე Უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა, ნუ მაგრამ ეგ შენი ნებაა.

 


№3 სტუმარი Marimari

Ki mikvirda ise amdeni xani ro ar dade, ar icodi ase, rogorc gamochnda problema gqonia, araushavs gapatiebt mkitxvelebi, girda es ravi dagvianebas chemo kargi, dzaan momewona, mec minda ro gaigos rousma simartle misi dabrunebis, ratomgac vfiqrob gaubrazdeba cota da mainc sabolood darcheba frederiktan :-) nuu minda ro darches:-D

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

ატბ
აუუუუ ეს ახლა სისულელეა, როუსმა ახლავე უნდა გაიგოს რა ჯანდაბაც ჩაიფიქრა ფრედერიკმაააა.
ძალიან უსამართლობა იქნება ფრედერიკის მხრიდან ეს და იმედია ან გადაიფიქრებს ან როუსი გადააფიქრებინებს.
პ.ს "ჩემმი" აი ასე რატო წერ?
პ.ს სხვანაირ სახელებს რომ იყეენებდე Უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა, ნუ მაგრამ ეგ შენი ნებაა.

ატბ
აუუუუ ეს ახლა სისულელეა, როუსმა ახლავე უნდა გაიგოს რა ჯანდაბაც ჩაიფიქრა ფრედერიკმაააა.
ძალიან უსამართლობა იქნება ფრედერიკის მხრიდან ეს და იმედია ან გადაიფიქრებს ან როუსი გადააფიქრებინებს.
პ.ს "ჩემმი" აი ასე რატო წერ?
პ.ს სხვანაირ სახელებს რომ იყეენებდე Უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა, ნუ მაგრამ ეგ შენი ნებაა.

ცუდია რომ არ მოგეწონა,მაგრამ სამწუხაროდ ყველას გემოვნებას და მოლოდინებს თავისთავად ვერ მოერგება^^
სახელებს რაც შეეხება მე მომწონს და არც სხვას ჰქონია პრობლემა ❤️
სამწუხაროდ რაღაც უაზრო ჩვევები მაქვს წერასთან დაკავშირებით :(
ერთ-ერთი ჩვევა ეგაა და კიდე ბევრი შეცდომა,რომელსაც გამოვასწორებ დროთა განმავლობაში❤️
არ ვიცი ჯერ ზუსტად რას გადავწყვეტ,შემდეგ თავებში გაირკვევა ❤️❤️❤️

《Sunshine》
მოკლედ ვამაყობ შენით ! ძალიან მაგარი თავია ლოდინად ღირდა პეპელავ <3

საყვარელო,დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️

Marimari
Ki mikvirda ise amdeni xani ro ar dade, ar icodi ase, rogorc gamochnda problema gqonia, araushavs gapatiebt mkitxvelebi, girda es ravi dagvianebas chemo kargi, dzaan momewona, mec minda ro gaigos rousma simartle misi dabrunebis, ratomgac vfiqrob gaubrazdeba cota da mainc sabolood darcheba frederiktan :-) nuu minda ro darches:-D

ხო,რაღაც პრობლემა მქონდა და მადლობა დალოდებისთვის❤️❤️❤️
ერთი თავი წინა და ვფიქრობ იმდეგაცრუებული არავინ არ დარჩება❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ატბ

როდის დადეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent