შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი VI)


8-11-2020, 01:17
ავტორი Maltuza71
ნანახია 8 876

თვალები საავადმყოფოში გაახილა. ხელოვნური სუნთქვის აპარატი აუტანლად წიკწიკებდა. სახე დაცვარული ჰქონდა. ირგვლივ არავინ იყო. სურდა სახიდან მოეშორებინა ეს აუტანელი ნიღაბი, მაგრამ ხელის აწევაც კი არ შეეძლო. რა მოხდა. აქ როგორ აღმოვჩნდი. ეცადა ბოლო წუთები გაეხსენებინა, მაგრამ ისიც კი არ ახსოვდა ბოლოს სად იყო და რას აკეთებდა. კარი ექთანმა შემოაღო, პაციენტის გამოფხიზლებამ ძლიერ გაახარა, მაშინვე ექიმს გასძახა და სანამ ის მოვიდოდა მაჯისცემა შეუმოწმა. პალატაში პეტრე ექიმი შემოვიდა, სახეზე აღელვება ემჩნეოდა.
-გაგა, როგორ ხარ, ჩემო ბიჭო ? კეთილი იყოს შენი ჩვენთან დაბრუნება. ისეთი სიმშვიდით სავსე ხმა ჰქონდა , იფიქრებდით არაფერი მომხდარაო.
-სად ვარ, აქ როგორ მოვხვდი? ლაპარაკს ცდილობდა, მაგრამ ნიღაბი ამის საშუალებას არ აძლევდა. პეტრემ ფრთხილად მოხსნა და ანიშნა ბევრი არ ელაპარაკა. ახლა შენთვის ბევრი საუბარი არ შეიძლება. თავს უნდა გაუფრთხილდე , რამდენიმე საათში მოვალ და ყველაფერს მოგიყვები, იქამდე შეეცადე ცოტა დაისვენო.
ექიმი გავიდა თუ არა, გაგა ყველაფრის თავიდან გახსენებას შეეცადა. გაახსენდა როგორ მიდიოდა ძლიერი სისწრაფით, მეორეხარისხოვანი გზიდან სწრაფად მომავალი მანქანა გაახსენდა, რომელმაც უცებ გადაუჭრა გზა... აქ უკვე ყველაფერი წყდებოდა. გადაწყვიტა პეტრეს დალოდებოდა და მისგან მოესმინა ყველაფერი.
საღამოს ხანს პეტრე ისევ შევიდა გაგას პალატაში, მისი საწოლის გვერდით სკამზე ჩამოჯდა და ალერსიანი მზერა მიაპყრო მას.
-გაგა, შენ ფესტივალიდან ბრუნდებოდი, როდესაც შესახვევიდან გამოვარდნილმა მანქანამ გზა გადაგიჭრა, შენ ეცადე აგერიდებინა, მანქანა მოცურდა და 70 მეტრის სიმაღლიდან გადავარდი. ეს საქმე უკვე გამოიძია ადგილობრივმა პოლიციამ, იმ მანქანაში ნასვამი იჯდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ახლა ციხეშია და მალე სასამართლო იქნება. შენ ვეღარ დაგკითხეს ამ მდგომარეობის გამო, როდესაც სრულად გამოჯანმრთელდები, უბრალოდ დაზარალებულის ჩვენებას დაწერ და სულ ეგაა.
- რამდენი ხანია რაც აქ ვარ? აღელვებულმა ჩაილაპარაკა.
-დღეს სამი კვირა გახდება. ნამდვილი სასწაულია შენი ჩვენთან დაბრუნება. როდესაც მანქანიდან გადმოგიყვანეს, გული გაჩერებული გქონდა. პულსი არ გესინჯებოდა. ვერავინ იფიქრებდა რომ ასე იბრძოლებდი სიცოცხლისთვის. დედაშენმა არაფერი იცის. არ ვიცით როგორ უნდა გვეთქვა ის, რომ მისი შვილი მომაკვდავი იწვა საავადმყოფოში. ის ამას ვერ გადაიტანდა. გვაპატიე შვილო, ეს ამბავი რომ დავუმალეთ.
-მადლობა პეტრე ექიმო.
-ახლა დაისვენე, ხვალ ისევ ვილაპარაკოთ. ხელზე მოეფერა და პალატიდან გავიდა.
მეორე დღეს გაგა პალატაში გადაიყვანეს, გულის რიტმი დამშვიდებული ჰქონდა, დამოუკიდებლად სუნთქავდა. მხოლოდ მოძრაობა ჰქონდა შეზღუუდული. როგორც უთხრეს ერთი კვირა კიდევ გააჩერებდნენ საავადმყოფოში და შემდეგ უკვე სახლში გააგრძელებდა მკურნალობას.
შუადღეს პეტრე ექიმმა დახედა ისევ. მოიკითხა და თბილად გაუღიმა.
-გაგა, შენ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მე სხვა სოფელში გამომიძახეს, პაციენტს ვჭირდები, მაპატიე უნდა დაგტოვო. თავს გაუფრთხილდი და ფხიზლად იყავი. ჭიქით წყალი იქვე ტუმბოზე დაუდო და გასვლა დააპირა რომ გაგამ ხელი წაავლო.
- სად არის მარიამი?
პეტრე ელოდა ამ კითხვას და დიდად არც გაჰკვირვებია. მოტრიალდა და მშვიდი ხმით უპასუხა.
- მარიამი ახლა რეზისთანაა. მან იმ დღეს გაიტაცა, როდესაც შენ ეს ამბავი შეგემთხვა. უკვე სამი კვირაა არაფერი ისმის მათგან. ვეცადე რამე გამერკვია, მაგრამ ძალიან გასაიდუმლოებულია ეს ამბავი. არავინ არაფერი იცის. ისიც არ ვიცით სად არიან ან რას აპირებს.
- სამი კვირა მწარედ ენიშნა გაგას. წარმოიდგინა მარიამისთვის რამხელა ტანჯვა უნდა ყოფილიყო. ამის გაფიქრებამ და დანაშაულის გრძნობამ გონება აუმღვრია. რა შეეძლო გაეკეთებინა ამ მდგომარეობაში. ფეხზე ადგომაც კი არ შეეძლო ნორმალურად. ცრემლები თავისთავად წამოუვიდა.
- პეტრემ იგრძნო გაგას აღელვება და ხმის ამოუღებლად გავიდა პალატიდან.
გაგა მარტო დარჩა თუ არა გრძნობებს გზა გაუხსნა. არც ტირილის შეკავება შეეძლო. გულში რაღაც მწარედ ესობოდა. რამდენიმე წუთი ტიროდა. აუტანელი იყო ეს მდგომარეობა.
ეს რა გავაკეთე, რა ჩავიდინე. ყოველ წამს ადანაშაულებდა საკუთარ თავს. მე ვალდებული ვიყავი მეზრუნა მასზე, სანამ ის გარეთ იყო და საფრთხე არსებობდა. ამის მაგიერ კი ყურადღება მოვადუნე. მე არაფრის მოთხოვნის უფლება აღარ მაქვს მისგან. ის მე გავაუბედურე და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მე მას წამოვიყვან. გადაწყვიტა აქედან როგორც გავიდოდა, მათი ძებნა დაეწყო. ეპოვნა მარიამი და უკან თბილისში დაებრუნებინა რაც შეიძლება მალე. მე მისი სიყვარულის ღირსი არ ვარ და ამ ტანჯვას მთელი ცხოვრება ჩემს მხრებზე ვზიდავ. როგორც იქნა დამშვიდდაა, თუმცა გული ისე მძაფრად უცემდა ეგონა სადაცაა გაუსკდებოდა.
ექთანმა საღამოს გულისცემა შეუმოწმა , არ მოეწონა მისი ასეთი მდგომარეობა და დამამშვიდებელი გაუკეთა. ცოტა ხანში მისი მდგომარეობაც დასტაბილურდა და სანამ ღრმად ჩაეძინებოდა ,მორიდებით ითხოვა ქრიზანთემები შემოეტანათ მის ოთახში.
სანამ პეტრე საავადმყოფოდან გავიდოდა, მორიგე ექიმმა გაგას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არც თუ კარგი ამბავი ამცნო. ავარიის დროს მისი გული საკმაოდ დაშავებულიყო და სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა შედეგს ვეღარ მოიტანდა. ბიჭს მხოლოდ ისღა შეეძლო რომ სიმშვიდეში გაეტარებინა დრო, რათა მისი სიცოცხლე ცოტა მეტად გახანგრძლივებულიყო. ამ ამბის გაგონება თავზარდამცემი აღმოჩნდა გაგას უფროსი კოლეგისთვის. თავი ვეღარ შეიკავა და იქვე სკამზე ჩამოჯდა აღელვებული. 31 წლის ასაკში ასეთი დიაგნოზი განაჩენს უფრო ჰგავდა.
ექიმმს სთხოვა გაგასთვის არაფერი ეთქვა. როცა დრო მოვიდოდა თავად დაელაპარაკებოდა მას ამის შესახებ და გაფითრებულმა კლინიკა დატოვა.



№1  offline წევრი nisaka

ძალიან მომწონს ოღონდ გაგა არ მოკლა რა????????მალმალე დადე რა????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა .გელოდები,

 


№3  offline წევრი Maltuza71

სტუმარი nancho
საინტერესოა .გელოდები,

მადლობა ნანჩო გამოხმაურებისთვის <3

nisaka
ძალიან მომწონს ოღონდ გაგა არ მოკლა რა????????მალმალე დადე რა????????????


მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველო უკუკავშირისთვის. გათვალისწინებული იქნება შენი აზრი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent