ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი XV)
-ოპ,ოპპპ გვრიტებოოო,მაპატიეთ...- თვალებზე ხელებ აფარებული,ყურებამდე გაკრეჭილი გვიდგება წინ ილია,რომელსაც ცალი ხელი ლამაზმანის წელზე აქვს მოხვეული. -ღმერთო ჩემო... - სირცხვილისგან არ ვიცი სად წავიდე. ადგომას ვაპირებ მაგრამ ისააკი უკან მაბრუნებს და ხელებს ძლიერად მიჭერს წელზე. -სირცხვილი თქვენ! - ვითომ გაბრაზებული ხმით ამბობს და მე უკვე ფართხალს ვიწყებ,თავისუფლების მოსაპოვებლად,მერე რომ გავიქცე და სადმე ბნელ კუთხეში თავი მოვიკლა. - ნუ ცანცარებ,თორემ ავდგები და ცხვირ-პირს გაგიერთიანებ. - მშვიდად ამბობს ისააკი და მერე მე დამყურებს ზემოდან. - ოოოო,კაი ხო. მაინც ხომ გავაწითლე შენი გოგო. - გამარჯვების ნიშნად ხელებს ჰაერში წევს. - გაიცანით,ეს სოფიოა. - სწრაფად ფხიზლდება და საყვარლად უღიმის გოგოს. - სოფიო ეს ისააკია,ჩემი ძმა,ეს უმშვენიერესი პრინცესა კი მისი ქალიშვილია. - ისეთი სახე აქვს,ლამისაა გასკდეს ემოციებისგან და რომ ხედავს წამოსადგომად გამზადებულ ისააკს,სოფიოს უკან იმალება და ხარხარს იწყებს. - აუ ჩემიიი. - არაფერი გეშველება. - თავს აქნევს ისააკი, მის გვერდით მდგომ სკამზე მსვამს მარტივი მოძრაობით,მერე მკრთალად უღუიმის გოგოს. - მე ისააკი ვარ,ილიას დეიდაშვილი,ეს კი ელისაბედია,ჩემი ქალი. -ბოლო სიტყვებს მტკიცედ ამბობს დაა ჩემს გაოცებას იწვევს. შინაგანად ისეთ ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ,შეიძლება მოვკვდე ემოციებისგან. წამით თვალებში ჩავყურებ და მერე ნაზად ვუღიმი,ის კი თვალს მიკრავს. -სასიამოვნოა,საყვარელი წყვილი ხართ. - საყვარლად გვიღიმის და მერე მსუბუქად ურტყამს მხარზე ხელს ილიას. -შენ რა ნაზი ყოფილხარ ტოო. - ილია სიცილით კოცნის ლოყაზე გოგოს,მერე ჩემკენ იყურება თვალებ მოჭუტული. - ჩუმჩუმელა. -აუუუ. - წუწუნს ვიწყებ და ისააკის ყელში ვრგავ თავს. - ვერ გადამიეჩები. - უბღვერს ისააკი. - ვხუმრობ ხოოო. კაი რა პრინცესა,ხომ იცი,რომ სერიოზულად არ ვამბობ?! ჰე ახლა დაგვენახვე. - ხელებს ერთმანეთზე ურყამს და მეც გამოვდივარ ჩემი „სამალავიდან“ სადაც სიმართლე რომ ვთქვა,უკეთ ვგრძნობდი თავს. - მართლა? - საწყლად ვკითხულობ. - ხო აბაა?! - თავს მიქნევს ენერგიულად,რაზეც მეღიმაბა. -ჩემი პატარა. - თავს ხელებით მიკავებს ისააკი და შუბლზე მკოცნის. - არ დავლიოთ? - აშკარად კარგ ხასიათზეა. - დავლიოთ! - ილიაც და სოფიოც ერთად ამბობენ და ჩვენც გვეღიმება. - ერთნაირები. - ღიმილით აქნევს თავს ისაააკი და სასმელს უკვეთავს. გვიანობამდე ვრჩებით კლუბში. ვსვამთ,ნუ მე ვწრუპავ,მაგრამ ისე მეკიდება სასმელი,ლამისაა ისიც გავიხადო,რაც მაცვია. მთელი საღამო ილიას და სოფიოს ხუმრობახე სიცილით,პირის აპარატი მეწელება. ისააკიც იღიმის ხოლმე ჩვენს სიცილზე და ისეთი სრულყოფილი ჩანს ამ დროს,მინდა,რომ დავუკოცნო ის გემრიელი ტუჩები. - წამოდი ბეეიბიი, ვიცეკვოთ,თორემ ჯდომისგან ტ*აკი დამიბრტყელდა. - სიცილით ამბობს ილია და სოფიოს მიათრევს. - საყვარლები არიან. - ღიმილით ვამბობ და ემოციისგან დაღლილი ისააკის მხარზე ვდებ თავს. - დაიღალე? - ამ დროს ისეთი თბილი მეჩვენება ისააკის ხმა... - ცოტა. - წავედით. დასვენება გჭირდება. - ამბობს, დგება,მეც მაყენებს და მაგიდაზე თანხას ტოვებს. როგორც ჩანს წყვილი გვამჩნევს და სინათლის სისწრაფით ჩნდება ჩვენთან. - მიდიხართ უკვეე? აუ კარგით რაა... დარჩით კიდევ ცოტა ხნით. - ილია ბავშივით იწყებს წუწუნს. - უთხარი სოფიოოო. - გოგოს ეხვეწება ამჯერად. - ხოო,დარჩით რაა. - ისიც სასმლისგან გათამამებული,ღიმილით გვიკრავს თვალს. - ელისაბედი დაიღალა. უნდა წავიდეთ. თან მეც ადრე უნდა ავდგე ხვალ. - ბოლოს ამატებს საქმიანი ხმით. - კაი რა ,შენი არაა ეგ კომპანია? დიდი ამბავი ერთ დღეს თუ არ მიხვალ. - ილია...- წარბ აწეული უყურებს ისააკი და ისიც მხრებს დაბლა წევს დანებების ნიშნად. - კაი ხოოო. მიდი პრინცეს დაისვენე და გნახავთ... - ჩემთან მოდის,შუბლზე მკოცნის და თვალს მიკრავს. - კაიი. - მეც ვუღიმი. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,იმედია ისევ შევხვდებით. - სოფიოსთან მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი. - ჩემთვისაც. - მორცხვად იღიმის ისევ და ილიას შესციცინებს თვალებში. უუუსაყვარლესები არიან. - არ იცუღლუტოოოთ. - თითქმის გარეთ გასულებს ილია უკნიდან გვაწევს სიტყვას და მთვრალი ღიმილით იღიმის. ისააკის მანქანაში ვსხდებით. მისი ხელით მიკრავს ღვედს და ძრავს რთავს.ირგვლივ მისი გასაგიჟებელი სურნელი ტრიალებს,რაც მეტად მთენთავს. - გრილა უკვე,გინდა გათბობა ჩავრთო? - წამით ჩემკენ აბრუნებს თავს. - ხუმრობ? ისე მცხელა,იმას ვფიქრობ რა გავიხადო. - ვერც კი ვიაზრებ ისე ვამბობ. მერე ქვედა ტუჩს კბილებს ვაჭერ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. წამსვე მესმის ისააკის სიცილის ხმა და გაოცებული ვახელ თვალებს. - რაა? დამცინით უფროსო? - ვხვდები,რომ გამომიჭირა და ფარ-ხმალს არ ვყრი. მისკენ ვიწევი და ხელს მუხლზე ვადებ. მისი ღიმილიც ქრება და ამჯერად ჩამუქებული თვალებით შემომყურებს და კმაყოფილს მეღიმება. - რაა? - არ გირჩევ პატარა ქალბატონო. - წარბ აწეული იღებს ფეხიდან ჩემს ხელს და ამჯერად მის დაძარღვულ ხელს ვგრძნობ ბარძაყზე და ვკრთები. ხელს ნელნელა ზემოთ ასრიალებს და მიჭერს. - რას... რას აკეთებ? - ძვლივს ვაბამ სათქმელს თავს და ვცდილობ სიამოვნებისგან არ გავითიშო. - შენს თამაშს ვიგებ. - თვალს მიკრავს,ხელს ფეხიდან მაშორებს და მანქანას უცხო სახლის წინ აჩერებს. წამით გაშეშებული ვზივარ,მერე თვალებს ვახამხამებ და ვცდილობ ენერგია მოვიკრიბო. - სად ვართ? - ჩემს სახლში. - ვითომც არაფერი,ისე ამბობს. - აქ რა გვინდა? - გაოცებული ვუყურებ. - მარტო ვერ დაგტოვებდი ასეთ მდგომარეობაში. - წარბ აწეული მიყურებს. - ხო მაგრამ ერეკლე მოვიდოდა. - არა! - ამბობს მკაცრად და მინდა შევჭამო ისეთი საყვარელია ამ დროს. მგონი სასმელი მოქმედებს. სახლში შევდივართ,სადაც ყველაფერი იდეალურია. მინის კედლები თხელი ფარდებით, ხის ავეჯი, ნახატები კედლებზე,სასმლის კოლექცია ბარში. ერთი სიტყვით ირგვლივ საოცარი სიმყუდროვე სუფევს. ხის სუნს შერეული ისააკის სურნელი ტრიალებს,რაც საოცრად მსიამოვნებს. -აქ მარტო ცხოვრობ? - ვეკითხები ბარის დახლთან მდგომ ისააკს,რომელიც ჩემთვის ფორთოხლის წვენს ასხამს. მასთან მივდივარ და მაღალ სკამზე გაჭირვებით ვჯდები,რაზეც ღიმილს ვერ იკავებს. - აუ ნუ დამცინიი. - ვამბობ გაბუსხული. - პატარა ხარ. - იღიმის მომაკვდინებლად და მეც გამოშტერებული სახით შევყურებ ამ სანახაობას. - დალიე,ცოტათი გამოგაფხიზლებს. - წვენს ჩემკენ ასრიალებს ხის ზედაპირზე. - მადლობა. - წვენს ვწრუპავ და ინტერესიანი მზერით შევყურებ. ხვდება რატომაც და ღიმილით მპაუხობს. - ეს სახლი მხოლოდ ჩემია. ძირითადად აქ ვარ,მაგრამ ზოგჯერ ირინასთანაც ვრჩები. დამაკმაყოფილებელი პასუხია პატარა ქალბატონო? -სრულებით. - ვუღიმი. -უსაყვარლესი ქალია. -გეთანხმები. - კმაყოფილებისგან ტუჩის კუთხე უტყდება. - შეიძლება რაღაც გკითხო? - ლაპარაკს არ ვწყვეტ. -შეიძლება. - სალომეს დაშორდი? - დამნაშავის მზერით ავყურებ ქვემოდან. არ შემეძლო არ მეკითხა ის,რაც ამდენი ხანია მაწუხებს. - ეგ არც უნდა გეკითხა. - ამბობს წარბშეხრილი. -როგორ არის? - რაც არ უნდა იყოს,მასზე ვღელავ. რა ვქნა ასეთი ვარ. - არ მინდა მასზე საუბარი. - მკაცრად ამბობს და აივანზე გადის. ვგრძნობ მის ტკივილს. არ მინდოდა ამის მისთვის გახსენება,მაგრამ თავი ვერ შევიკავე. „ ჯანდაბა!“ წვენს ბოლომდე ვსვამ და აივანზე გავდივარ. ისააკი მოაჯირს ეყრდნობა და თავი აქვს დახრილი. თეთრ,ტანზე მომდგარ პერანგში ისე მადისაღმძვრელად მოუჩანს ზურგის ზედაპირული კუნთები,რომ მინდა ხელით შევეხო. მასთან ახლოს მივდივარ და ნახად ცკოცნი ბეჭზე. კრთება,მაგრამ არაფერს ამბობს. ორივე ხელს ვადებ მხარზე და ნაზად ვუსმევ ზურგზე,მერე მკერდთან ვასრიალებ და უკნიდან ვეხვევევი. - მაპატიე. - ვამბობ ჩუმად. თავს მაღლა წევს ჩემკენ ტრიალდება და შუბლს შუბლზე მადებს. - არაუშავს. მე უბრალოდ არ მინდა ამის გახსენება. არასდროს დამავიწყდება,მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. ვერასდროს ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილს. - მაგრად ხუჭავს თვალებს. ისეთი ტკივილი იგრძნობა მის ხმაში,გული მეფლითება. არ მინდა ტკიოდეს. მინდა სულ იღიმოდეს,მისი გასაგიჟებელი ღიმილით. ძალას ვიკრებ, თითის წვერებზე ვწევი და ნაზად ვახებ მის ტუჩებს ჩემას. თითქოს ეს სჭირდებოდაო,წელზე ხელს მიცურებს,სხეულზე მჭირდროდ მიკრავს და გიჟივით მაცხრება ტუჩებზე. კანზე ცეცხლი მეკიდება,როცა ხელებს ჩემს სხეულზე დაატარებს. ტუჩებს ამჯერად ყბის ძვალზე მაკრობს,მერე ყურთან და სიამოვნებისგან თავი უკან მივარდება. ამჯერად მის ცხელ კოცნას ყელზე ვგრძნობ და გაუცნობიერებლად კვნესა მცდება. ეს თითქოს უფრო ახელებს,სწრაფად მისვამს წელზე და მის ოთახში ავყავარ. ძირს მსვამს,კარზე მაკრავს და ისე აგრძელებს ჩემს გაგიჟებას. ბარძაყზე ვგრძნობ მისი ხელის შეხებას,რომელიც ნელნელა ზემოთ მიიწევს და მენჯზე მიჭერს,ტკივილისგან ხმას ვერ ვიმორჩილებ. ხელებს მისი პრესისკენ ვაცოცებ და ვგრძნობ,როგორ ეჭიმება სხეული. ღილებს ძვლივს ვხსნი და მატერიისგან ვათავისუფლებ მის უნაკლო სხეულს. ხელებს მხრებზე ვადებ და ისე ვაგრძელებ კოცნას. კოცნით ყელიდან ქვემოთ მიუყვება და მოშიშვლებულ გულ-მკერდს მიკოცნის,წამით წარბ-შეხრილი დაჰყურებს მკერდზე მომდგარ კაბას,მერე ხელს კაბის ჭრილში ყოფს და მკერდზე მეფერება,მერე მიჭერს. - აუ,მეტკინა! - კივილი მცდება და შურისძიების მიზნით ქვედა ტუჩზე ვკბენ. - დაისჯებით პატარა ქალბატონო! - ჩემი ღიმილით მიღიმის,ხელს კაბის შესაკრავისკენ აცოცებს და ელვას ხსნის. კაბის სახელურს ნაზად მიწევს მხარზე და იქვე მკოცნის. თვალებში მიყურებს,თითქოს იქ ელის პასუხს. მეორე სახელურს ვიცილებ მხრიდან და ატლასის კაბა ძირს ეცემა. ისააკი დანისლული თვალებით დამყურებს ზემოდან. - იდეალური ხარ. - ჩურჩულებს და ფრთხილად მაწვენს საწოლზე. გახურებულ სხეულზე ცივი მატერიის შეხება მსიამოვნებს და თვალები მენაბება. ვგრძნობ,ისააკის ტუჩებს ბარძაყზე,რომელიც ნელნელა ზემოთ მოუყვება და ზემოდან ექცევა ჩემს სხეულს. ხელებს მის ზურგზე ვასრიალებ და ჩემკენ ვწევ. - დარწმუნებული ხარ პატარავ? - ჩამჩურჩულებს ყურში და თვალებში მიყურებს. ხელებს მისი შარვლის შესაკრავისკენ ვაცოცებ და ქამრის გახსნას ვცდილობ. ხვდება რომ ეს თანხმობაა და მოხერხებულად იშორებს შარვალს სხეულიდან. ნაზად დაატარებს ხელებს და ტუჩებს ჩემს სხეულზე,ბოლოს ქვედა საცვალსაც მაშორებს და ჩვენს სხეულებს აერთიანებს. ვგრძნობ ტკივილს,რომელსაც გასაოცარი სიამოვნება ანაცვლებს,რომელშიც თავით ვეშვები ისააკთან ერთად. დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს. თავიდან მიჭირს იმის აღქმა თუ სად ვარ. ტანზე ვიხედები და ვხედავ ჩემს შიშველ სხეულზე შემოხვეულ დაძარღვულ ხელს,წინა ღამე მახსენდება და ლოყები მიწითლდება. ისააკს,რომ არ გაეღვიძოს,ფრთხილად ვდგები,სწრაფად ვიცვამ ისააკის პერანგს,ტელეფონს ვიღებ,მეორე ოთახში გავდივარ და ვპასუხობ. - სად ხარ გოგო? ლამის გული გამისკდა სახლში რომ არ დამხვდი. - მესმის ერეკლეს აფორიაქებული ხმა. - დამშვიდდი ტკბილო. არ ვარ სახლში. - კაი,მართლა? მაგას მეც მშვენივრად ვხედავ. სად ხარ? - ემოციურად საუბარს აგრძელებს. - ისააკთან. - ისევ მივარდისფერდება ლოყები. - სერიოზულად? - ხარხარს იწყებს. - შოკში ვარ. მთლად გააგიჟე ხომ ეგ კაცი. მოხდა რამე? - ხმას უწევს და ლამის ჩურჩულით მეუბნება. - ერეკლეეე! ისეც ვკვდები სირცხვილით და შენ კიდევ ზემოდან მიმატებ. - აჰაა,ყველაფერი გასაგებია. ჭკვიანად იყავი იცოდე. - სერიოზულად მარიგებს. - გიჟი ხარ. მსოფლიოში ყველაზე გიჟი მეგობარი. - მეცინება,მის რეაქციაზე. - წავედი ახლა,თორემ გაეღვიძება. - მიდი,მიდი და თუ გადარჩები შემეხმიანე. - სიცილით ამბობს და სანამ გამოვლანძღავ მითიშავს. სიცილით ვაქნევ თავს და ჩუმად შევდივარ ოთახში. - პატარას გაუღვიძიაა.. ოჰ მე მაპატიეთ,უკვე დიდი ხარ. - ძილისგან დაბოხებული ხმით ამბობს ისააკი და მომაკვდინებლად მიღიმის. - დამცინით უფროსო? - მეც ვყვები და კეკლუცად ვუღიმი. - რას ბრძანებთ. მოდი ჩემთან. - საწოლზე იწევა და იდაყვს ეყრდნობა. ნელი ნაბიებით მივიწევ მისკენ და საწოლზე ავდივარ. ვეღარ ითმენს წელზე მკიდებს ხელს და კალთაში მისვამს. - ჩემი პერანგი საოცრად გიხდება პატარავ. - მადლობაა. - ვუღიმი და ხელებით მხრებზე ვეყრდნობი. - მაგრამ,შეკრული რომ არის არ მომწონს. - წარბებს კრავს,სწრაფად ხსნის ღილებს,ჩემკენ იხრება და მოშიშვლებულ მკერდზე ტუჩებს მაკრობს. - ისააკ... - სიამოვნებისგან ხმა მიწყდება. - რაო პატარავ? - კოცნას არ წყვეტს ისე მეკითება. - სამსახურში დავაგვიანებთ. - კბილებს მსუბუქად მიჭერს მკერდზე და კვნესა მცდება. - არ უთქვამს უფროსს,რომ დღეს ისვენებ? - მესმის მისი ჩაცინების ხმა,მერე მისი თითების შეხებას ვგრძნობ ფეხებს შორის და თავი უკან მივარდება სიამოვნებისგან. - ღმერთო,როგორ გინდივარ პატარავ. - ამბობს დაბოხებული ხმით და სწრაფად მექცევა ზემოდან. ფიზიკურად და ემოციებისგან გადაღლილი ვემხობი მის სხეულს და ღრმად ვსუნთქავ. - კარგად ხარ პარატავ? - შიშველ წელზე მეფერება ისააკი. - შესანიშნავად. - მოწყვეტით ვკოცნი და ისევ გულზე ვადებ თავს. -სიგიჟე იყო. - მეცინება ჩემს სიტყვებზე. - ჯერ სად ხარ პატარავ. - ხელს ქვემოთ აცოცებს და საჯდომზე მიჭერს. - აუუ. - ტკივილისგან თავს მაღლა ვწევ და წარბ შეხრილი დავყურებ. - მეტკინა ისააკ. - მაპატიე. - იღიმის და ცხვირზე მკოცნის. - სიცილით ვაქნევ თავს და ისევ მის მკერდზე ვდებ. - ასე კაია? - ამჯერად ნაზად მისვამს ხელს და თავიდან მაგიჟებს. - ისააკ,ხელები გააჩერე! - ხელზე ხელს ვადებ,მაგრამ მაინც არ ჩერდება. ვიწევი,ხელებით მხრებზე მეყრდნობი და თვალებ დაწვრილებული დავყურებ. - რაა? - ისე მიყურებ,თითქოს არ მაგიჟებდეს. - სააბაზანოში უნდა შევიდე. - სწრაფად ვიწევი და მის სხეულს ვშორდები. - სად არის? - ზემოდან დავყურებ და ვხვდები,როგორ დაატარებს თვალებს ჩემს შიშველ სხეულზე. სწრაფად ვაძრობ საბანს და სხეულზე ვიფარებ. - ის კარია. - სიცილით აქნევს თავს. - გინდა შემოვიდე და დაგეხმარო? - არაა,მადლობა. - ვიცინი და სწრაფად შევდივარ სააბაზანოში. თბილი წყალი საოცრად მსიამოვნებს და უსიამოვნო შეგრძნებაც თითქმის მიქრება. სხეულზე პირსაწმენდს ვიხვევ და საძინებელში გავდივარ. - შეგიძლია შენი მაისური მათხოვო?- საწყლად ავყურებ კარადასთან მდგომ ისააკს. - საერთოდ არ გჭირდება. - უდარდელად ამობობს. - ისააკ! - კარგი ხოო. - იღიმის და მის მაისურს მიწვდის. - ჩემი საცვალი სადაა? - თვალებით ვეძებ. - არამგონია მთელი იყოს. - ფხუკუნებს. - ველური... - ვჩურჩულებ ჩემთვის. - რა მითხარი? - გამომცდელად მიყურებს. - არაამ... არაფერი. - ტუჩს ვიკვნეტ. - შეგიძლია შენი მათხოვო?- იდეალური აზრი მებადება და თვალებ გაბრწყინებული შევყურებ რაზეც მასაც ეცინება. - პირველ უჯრაშია,აიღე. მე წყალს გადავივლებ და მალე გამოვალ. - ნაზად მკოცნის და კარს იქეთ უჩინარდება. ვიცვამ, სამზარეულოში ჩავდივარ და უკეთ ვათვალიერებ იქაურობას. ცხელა,მაცივრიდან ცივ წვენს ვიღებ და სულმოუთქმელად ვსვამ. ჩემს თავზე მეცინება. შიმშილს ვგრძნობ და საჭმლის მომზადებას ვიწყებ. მაცივარში ნაპოვნ ინგრედიენტებს ვჭრი,სუნელს ვაყრი,მაიონეზს ვასხამ და ვაგემოვნებ. ისეთი კარგი გამოვიდა,ჩემი თავით ვოცდები. მაგიდაზე ორ თეფშს ვდებ,ჭიქის მოსატანად გავდივარ,მაგრამ ისე მაღლა დევს თაროზე,რომ ვერ ვწვდები. ზურგს უკან ფხუკუნი მესმის,მერე ცხელ სხეულს ვგრძნობ,რომელიც თითქმის მადნობს. - აიღე პატარავ. - ლოყაზე მკოცნის და მშორდება. გაშეშებულს მისი ხმა მაფხიზლებს. - ეს შენ გააკეთე პატარავ? - ჩანგლით სალათზე მითითებს,მერე ცოტას იღებს და აგემოვნებს. - მმმმ,გემრიელია. - თვალებს ხუჭავს და მანდ უკვე ვეღარ ვითმენ,სწტაფად ვესვეტები წინ და ტუჩებს ვუკოცნი. - ხოო,გემრიელი ყოფილა. - ქვემოდან ავყურებ და ვუღიმი. - შენზე გემრიელი მაინც არ არის. - რა თქმა უნდა. - ვუღიმი, კურტუმოს ქნევით მივდივარ მაგიდამდე და ვჯდები. გემრიელად მივირთმევთ,წვენს ვაყოლებთ და ამ დროს ისმის კარზე ზარი. - ვინმეს ელი? - თვალებ გაფართოებული შევყურებ. - წესით არა. - ისიც გაოცებული ჩანს. სწრაფად დგება,ყელში მკოცნის და კარისკენ დინჯად მიიწევს. - გავაღებ და მოვალ. შემოსასვლელში გადის. ვერ ვხედავ ვინ მოვიდა,მაგრამ ქალის ხმას ვარჩევ და ადგილზე ვშეშდები. აბა ღუნღულაკებო,მოვიდა ახალი გემრიელობა თავი :დდდ მგონი ზედმეტად :3 მალე დავასრულებ,თქვენც დაისვენებთ და მეც :დ მადლობა,რომ კითხულობთ და თქვენი კომენტარებით მაბედნიერებთ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.