შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლე სიცრუეში (თავი 5)


10-11-2020, 21:15
ავტორი keti_one
ნანახია 2 656

ცარიელ ოთახში იწვა გამომძიებელი, სიჩუმეს როგორც ყოველთვის საათის წიკწიკი არღვევდა. რატომ არ ახსენდებოდა დილით ამ დამპალი საათის ჩამოხსნა?! საკუთარი თავი ეუცხოებოდა, ის ხომ მუდამ ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო? დღეს კი შუა ქუჩაში ლამის ისტერიკა გამართა.
საათის წიკწიკის ხმა, კარებზე ბრახუნმა გადაფარა. გულში იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა, ვინ უნდა ყოფილიყო სხვა გარდა სესილისა? იმედები მალევე გაუცრუვდა. მის წინ საყვარელი ქალის დედა იდგა, ქალი განრისხებული მზერით ათვალიერებდა
-გამარჯობა! - მიპატიჟებას არც კი დაელოდა ისე შევიდა შინ, გამომძიებელიც ფეხ და ფეხ მიყვა მას.
-დაბრძანდით.. ამ შუაღამე რამ მოგიყვანათ? სესილის სჭირს რამე?
-დაჯდომა არ მინდა, მალე უნდა წავიდე. და დიახ! სესილის რაღაც ჭირს.
-რა?- ნუთუ ისევ საძილე წამლები დალია? ოთარმა იგრძნო როგორ დაეკარგა ფერი
-თქვენ!
-უკაცრავად? -გაოგნდა
-მითხარით, რამდენი წლის ხართ?
-35- გამომძიებელი მიხვდა საითაც მიყავდა ქალს საქმე
-სესილი რამდენი წლისაა?
-23. - მოუჭრა მოკლედ
-ოჰო! გცოდნიათ. ძალიან მაინტერესებს, თუ თქვენი ასაკიც კარგად გახსოვთ და მისიც, მაშინ როგორ ბედავთ ამ ყველაფერს?!
-მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ სესილი პატარა გოგო არ არის.
-პატარაა! თქვენთან შედარებით ნამდვილად პატარაა!-ხმას აუწია განრისხებულმა
-გთხოვთ დაწყნარდეთ, მშვიდად ვისაუბროთ.
-ჩვენ თქვენ გენდობოდით, მისი საქმე განდეთ! თქვენ კი რას აკეთებთ?-უკვე ყვირილზე გადავიდა ქალი
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს- ქალი უცებ გაჩუმდა, ჯერ გაფართოებული თვალებით შეხედა, მერე მოულოდნელად ხმამაღლა გაეცინა
-რა კარგად გამაცინეთ! როგორ გეტყობათ რომ მას არ იცნობთ
-რას გულისხმობთ?- ოთარს უკვე ეგონა ქალი შოკში იყო
-სესილის გეგმებში სიყვარული სულაც არ შედის, მან უბრალოდ დაინახა მზრუნველი კაცი, თავი კარგად იგრძნო თქვენთან ესაა და ეს. დარწმუნებული იყავით, როგორც კი ეს გრძნობა გაქრება, როგორც კი დაინახავს ვალდებულებების კორიანტელს, მაშინვე წაგშლით მისი ცხოვრებიდან
-სისულელეა! თქვენზე უკეთ მე ვიცნობ თქვენს შვილს. იქნებ მასთან მეტი კომუნიკაცია რომ გქონოდათ, ასე აღარ გეფიქრათ მასზე. - ქალს ისევ გაეღიმა, განრისხებამაც უკვალოდ გადაუარა
-ის მე გავაჩინე,დედამისი ვარ გახსოვთ? ჩემი შვილი საკუთარ თავისუფლებას არასდროს დათმობს, სიყვარულის გამო კი, მითუმეტეს.
-მე არც ვითხოვ მისგან, თავისუფლების დათმობას
-ამას ყველა კაცი ითხოვს ჩვენგან. კარგი მოდი აგიხსნით, 37 წლის ხართ, ნუთუ არ გინდათ ის ცოლად მოიყვანოთ? შვილი გყავდეთ?
-არ დავფიქრებულვარ.
-მალე დაფიქრდებით, როგორც კი ამას თვითონაც მიხვდება, დაგტოვებთ. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
-ეს მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა, თქვენი მესმის, მაგრამ უკვე ზედმეტად ერევით.
-გირჩევთ ვინმე თქვენი ასაკის იპოვოთ, თორემ ეს ამბავი კარგად არ დასრულდება.
-მემუქრებით?
-დიახ, გემუქრებით. ჩემს შვილს ახლოსაც აღარ გაეკაროთ, თორემ მეორეჯერ აქ კი არა, სხვაგან მივალ საჩივრით ხელში! ნახვამდის.
კარი ხმაურით გაიჯახუნა. ოთარი მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელზე, ხელები სიმწრისგან აუკანკალდა. მისი მუქარა არც კი გახსენებია, უფრო სესილიზე წუხდა. ნუთუ მართლა წავა? ცდილობდა გამოსავალი ეპოვა, ცდილობდა ეპოვა რამე ისეთი რაც საყვარელ ქალთან დარჩენას გაამართლებდა. სიმართლის მარცვალი ყელში გასჩხეროდა და მოსვენება მთლიანად დაუკარგა.
***
საყვარელ კაფეში საათზე მეტ ხანს ვიჯექი, უაზროდ გავყურებდი გზას სადაც ოთარი მელოდებოდა ხოლმე. ვიცოდი, ტყუილად ველოდი. მად დაგვიანება არასდროს სჩვეოდა, ჩემი ნახვა რომ სდომოდა უკვე ჩემს გვერდით იჯდებოდა. ტელეფონს ხელი ვტაცე, გამბედაობა მოვიკრიბე და დავურეკე
-გისმენ-მიპასუხა საქმიანი ტონით
-გცალია?
-არა, ვმუშაობ... ხომ კარგად ხარ?
-კი, მადლობა. საღამოსაც არ გცალია?
-გვიანობამდე ვმუშაობ- მომიჭრა მოკლედ
-კარგი...
ვიცოდი ასე იქნებოდა! რაღატომ დავრეკე?! ვლანძღავდი გულში საკუთარ თავს. მისი მესმოდა, ცუდად გამომივიდა. რას მოვითხოვდი მისგან, მაშინ როცა თვითონ არ ვიცოდი რა მსურდა? ერთადერთი რაც თავში მომდიოდა და ზუსტად ვიცოდი, არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გასაჯაროვებულიყო. რისი უფრო მეშინოდა? ხალხის რეაქციის? თუ იმის რომ გრძნობები შემეცვლებოდა ამის მერე? ჯანდაბა! რატომ არ შეიძლება ყველაფერი ისე დარჩეს როგორც ეს ურთიერთობის დასაწყისშია?!
სერიოზულისთვის არაფრისთვის ვიყავი მზად, მე ხომ ამდენი რამ მსურდა? ერთსაათიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი და იყო პრობლემა, მზარვდა იმის წარმოდგენაც კი, რომ როდესმე ვინმეს ცოლი, ან დედა უნდა გავმხდარიყავი. ეს ხომ ჩემთვის თავისუფლების დაკარგვას ნიშნავდა? ასაკობრივი სხვაობა კი უფრო და უფრო მაწუხებდა, მივხვდი რას გულისხმობდა დედაჩემი. იქნებ ოთარს ცოლიც უნდოდა და შვილებიც?
თვალები ამეხილა. ნათლად დავინახე ჩვენს შორის რამხელა უფსკრული იყო გაჩენილი. თითქოს ცივი წყალი ერთიანად გადამაქციეს თავზე, სხეული გამეყინა. ერთადერთი იმედიღა მრჩებოდა, იქნებ წინასწარ ვდგამდი დრამას თავში და ოთარს სულაც არ სურდა ოჯახი?
სახლის კარი ხმაურით შევაღე, დედა შინ დამხვდა.
-აბა? დღეს როგორ განწყობაზე ხარ? - ვკითხე მხიარულად, ჩემმა განწყობამ გააკვირვა
-მეჩვენება თუ კარგ ხასიათზე ხარ?
-რატომ გიკვირს?- დაეჭვებულმა შევათვალიერე
-ისე... ყავას დალევ?
-სიამოვნებით- პატარა მაგიდას მივუსხედით
-დღემ როგორ ჩაიარა?
-ჩვეულებრივად, შენმა? -ცხელმა ყავამ გაყინული სხეული ოდნავ გამითბო
-ჩემმაც... გუშინდელ ჩემს ნათქვამზე იფიქრე? -ჩემი ხელი ნაზად მოიქცია თავისაში. პირველად შევეხე მას თვეების შემდეგ, ნაცნობი თითქოს მონატრებული სითბო ვიგრძენი. უცნაურად დავაშტერდი მის თითებს, შემდეგ ჩემებს
-ეე... კი, ცოტა
-ცოტა? მერე რა გადაწყვიტე?
-გადაწყვეტით არაფერი
-ოთარს ელაპარაკე?
-რაზე?
-არ გითხრა? - დაბნეულმა შემომხედა
-რა უნდა ეთქვა? - მიახლოებით მივხვდი რაც ჩაიდინა, ხასიათი წამებში წამიხდა
-არა, არაფერი
-მითხარი!
-ოღონდ არ გაბრაზდე
-კარგი, არ გავბრაზდები. მოყევი
-მასთან ვიყავი მისული
-ოჰ დედა! ეს რატომ გააკეთე?!
-მას ჰგონია რადგან გიყვარს, ყველაფერს დათმობ მის გამო!
-რას დავთმობ?! საიდან მოიტანე?!
-ეჩხუბე?
-არა, უბრალოდ რაც საჭირო იყო ის ვუთხარი
-დაემუქრე?
-კი სესილი, დავემუქრე! - ისევ ეს ყველაფრის მცოდნე სახე მიიღო
-შემომხედე, პატარას ვგავარ? როგორ ფიქრობ, თვითონ არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე?!
-რომ გცოდნოდა მასთან რომანს არ გააბამდი.
-წარმოუდგენელია! არ მჯერა, რომ ასე მოიქეცი!
გაბრაზებული გავბრუნდი ოთახში, მთელი ღამე ბოლთას ვცემდი. მინდოდა მისთვის დამერეკა, მაგრამ მრცხვენოდა. წარმომიდგენია მათი დიალოგი! ნეტავ რა უთხრა?! ან მან რა პასუხი გასცა? ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტანდი და სულ ამ მდგომარეობაში ვიყავი! მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი გაურკვევლობა იყო!
-ჯანდაბა! რაც იქნება იქნება!
შავ კარებზე დამფრთხალმა დავაკაკუნე. არც შერიგება მინდოდა, არც დაშორება. მასთან ლაპარაკი მინდოდა, ნებისმიერ თემაზე ოღონდ არა ასაკზე და „არასწორ საქციელზე“. ვიცოდი, რადგან აქ მოვედი ამ თემას ვერ ავცდებოდი
-გამარჯობა... - მივესალმე ზღურბლზე მდგარს, დაღლილი სახე ჰქონდა. უპეები ჩაშავებოდა, რომ დამინახა ოდნავ გაეღიმა, ჩემსკენ გამოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა
-გამარჯობა- მშვიდი ხმა ჰქონდა, ნაცნობმა სურნელმა თავბრუ დამახვია, მინდოდა მივკრობოდი და აღარ მოვცილებოდი.
ჩემთვის ნაცნობ მისაღებში შევაბიჯე
-დაღლილი ჩანხარ
-კი, დღეს ბევრი საქმე მქონდა
-გავიგე დედაჩემი ყოფილა შენთან
-ცოტა ვისაუბრეთ- ირონიულად ჩაეღიმა
-უსიამოვნო საუბარი გამოდგა არა? - მეც ოდნავ გამეღიმა, მივხვდი ეს ფაქტი იმ მომენტში არც ერთს გვადარდებდა
-ბევრად უსიამოვნო საუბრებიც მქონია, ათიდან ექვსს დავუწერდი - ორივეს გაგვეცინა
-ჩემზე ისევ ნაწყენი ხარ?
-უკვე აღარ - დივანზე ჩამოჯდა, დიდხანს აღარ მიფიქრია, მის კალთაში მოვთავსდი
-შავ ტანსაცმელში ძალიან ს*ქსუალური ხარ -ეშმაკური მზერით შემათვალიერა და ხელები წელზე მომხვია, დაღლილი სახე წამში შეეცვალა
-მგონი არც ისე დაღლილი ხარ! - კისერზე მაგრად შემოვხვიე ხელები და მის ტუჩებს ხარბად დავეწაფე.
ოთარის გულის ცემა სიჩუმეს არღვევდა, მთელი სხეულით მომკრობოდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
-რაზე ფიქრობ? - მკითხა მოულოდნელად
-არაფერზე
-საერთოდ?
-სახლში უნდა წავიდე - წამოვხტი უცებ და ჩაცმა დავიწყე
-არ დარჩები?
-ვერა, თუ არ გინდა დედაჩემი კიდევ გესტუმროს
-სესილი- ჩემი სახელი უცნაურად დაიძახა, მისკენ მივბრუნდი
-მთელი დღე ვფიქრობდი...
-რაზე?
-ყველაფერი ნელ-ნელა რთულდება. ვხედავ, თავს ცუდად გრძნობ. ურთიერთობას მალავ, თუმცა მესმის რატომაც...
-ოთარ. - შემაწყვეტინა
-ვალდებულებები, კამათი და დაძაბულობა... მხოლოდ ეს მომაქვს შენთვის.
-რატომ არ შეგვიძლია ერთად ვიყოთ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე? - დავუსვი კითხვა, რომელიც მთელი დღე ენის წვერზე მედგა
-ადამიანები ვართ, ქალი და კაცი სესილია. ყველა ურთიერთობა ასეთია
-უცნაურია... მეგონა მე და შენ განვსხვავდებოდით სხვებისგან.
ოთარმა პასუხი არ გამცა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ დუმილი არჩია
-ცხოვრება არჩევანია, მე აქ ვარ შენს გვერდით. ან აქ დავრჩები, ან წავალ და ეს შენი არჩევანი იქნება, მე ისე მოვიქცევი როგორც შენ გადაწყვეტ
-მე შენ მიყვარხარ. -წარმოთქვა სიტყვები რომლებმაც თავზარი დამცა, უცნაურად შევხედე. ასე რამ შემაშინა?! ენა ჩამივარდა
-ეგოისტური საქციელი იქნება, ჩემთან დარჩენა გთხოვო, გამოვა რომ საკუთარი თავი უფრო მიყვარს ვიდრე შენ
ამ კაცს ვუყვარდი! ის ჩემზე ზრუნავდა? ნუთუ მან ჩემი თავისუფლება მის სურვილებზე მაღლა დააყენა? ცხოვრება მწარედ დამცინოდა! რა გამოდიოდა? მე ის უნდა დამეტოვებინა, რომ თავისუფლება დამბრუნებოდა, ან დავრჩენილიყავი მასთან და დავმშვიდებოდი ყველაფერს რაც აქამდე მსურდა.
-აღიარე, რომ შენც წასვლას ირჩევ- სახე მშვიდი ჰქონდა, მაგრამ ხმაში ვერ ფარავდა ტკივილს
-ვიცი, ყველაფერი რაც მსურს ერთად ვერ მექნება... -ვუპასუხე, ჩემი გაგუდული ხმა თითქოს შორიდან მესმოდა. იმ წამს რაღაც უხილავი დავინახე, დავინახე როგორ ჩასწყდა რაღაც გულში. მივიწიე და მის სახეს ნაზად შევეხე, ნაკვთებს ღრმად ვიბეჭდავდი გონებაში რომ რაც შეიძლება დიდხანს მხსომებოდა.
-როდესმე თუ გავქრი, იცი სადაც უნდა მომძებნო - ჩავჩურჩულე ყურში, ნაზად ვაკოცე და სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი იქაურობას.
სული მეხუთებოდა, ფეხები უკან მექაჩებოდნენ. მეგონა, ჩემი გადაწყვეტილება იმდენად მტკიცე იყო, ვერანაირი მონატრება და ტკივილი დამაბრუნებდა უკან.

რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ხასიათი დღეში ათასჯერ მეცვლებოდა, ხან ვბრაზობდი ასე ადვილად რომ დამტოვა, ხანაც მიხაროდა რომ ჩემი ინტერესები საკუთარ გრძნობებზე მაღლა დააყენა. და მაინც რა სურდა ოთარს? ჩემი გალიაში გამომწყვდევა? უნდოდა ფრენის საშუალება არ მქონოდა, მე კი ფრთები ახალი შესხმული მქონდა. ბოლოს როგორც იქნა ერთ აზრზე ჩამოვყალიბდი, მივხვდი, მისთვის ჩემი გაშვება უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე დარჩენა და იცით რატომ? რომ დავრჩენილიყავი, მას ისევ მოუწევდა ჩემთან კამათი,მალვა. მას მე მთლიანად ვჭირდებოდი, ვუნდოდი მისი საკუთრება გავმხდარიყავი. ვერ აიტანდა მისი ნახევრად ვყოფილიყავი. ოთარმა ჩემი ინტერესები კი არ დააყენა წინ, საკუთარ თავზე იზრუნა, შესაძლოა ამას ახლა თვითონაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ მომავალში აუცილებლად მიხვდებოდა.
***
გამომძიებელი ყოველდღიურობას გაურბოდა, საშინლად უჭირდა საქმეზე ან ნებისმიერ სხვა საკითხზე კონცენტრირება, რაც სესილის არ შეეხებოდა. სწორად მოიქცა თუ არა? ეკითხებოდა საკუთარ თავს, თვალებს ხუჭავდა და სესილის სახე, კანი, თმა ყველაფერს ცხადად ხედავდა.
-რა გჭირს? - კობას ხმა შორიდან
-არაფერი...
-როგორ არაფერი, მთელი ათი წუთია გელაპარაკები და ხმა არ გაგიცია
-ხოდა ნუ მელაპარკები - თვალები გადაატრიალა ოთარმა
-გასაგებია, ეს იმ გოგოს ეხება არა?
-შენ გგონია ვერ ვხვდები? საერთოდ შეცვლილი ხარ…- კობას ხმა აღარ ესმოდა, სწრაფად წამოდგა
-რამოდენიმე დღე არ ვიქნები
-რაა? ოთარ მიცადე!
ფეხებმა თავისით მიიყვანა უნივერსიტეტთან, მოუთმენლობამ შეიპყო, თავს ვერ აკონტროლებდა ისე უნდოდა მისი ნახვა. მისდა გასაკვირად სესილი გარეთ მეგობრებთან ერთად გამოვიდა, ეზოდანაც აღარ გამოსულა სწრაფი ნაბიჯებით, უდარდელად იცინოდა და ლაპარაკობდა. ჯანელიძე გოგოს აკვირდებოდა, უდარდელისიცილის უკან მაინც შეამჩნია ჩამქრალი, არაფრისმთქმელი თვალები. ისეთივე მზერ ჰქონდა, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა. შავი ყელიანი ზედა და მუქი ჯინსი ეცვა. ხვეული თმა შეეკრა, პირველად ნახა თმააკრული, მასში რაღაც შეცვლილიყო, მაგრამ რა ვერაფრით მიხვდა. თითქოს წლები გავიდა მას შემდეგ რაც მის კალთაში ედო თავი.
ბნელ ოთახში იწვა, იცოდა გოგოს სიცილი უბრალოდ ნიღაბი იყო და თავი დამნაშავედ იგრძნო. მან ხომ იცოდა?! იცოდა, რომ ქალი, რომელიც ასე უყვარდა ძლიერი იყო... იცოდა, რომ ტკივილი მიაყენა, მაგრამ მას ამშვიდებდა მისი სიძლიერე და თავს არასოდეს მისცემდა უფლებას დაცემულიყო. სინდისი? საშინლად აწუხებდა. ცდილობდა დაევიწყებინა, დაევიწყებინა მისი გამოხედვა წყენის დროს, რომელიც ოთარმა მიაყენა. ცდილობდა დაევიწყებინა მისი ბედნიერი მზერა რომელსაც ასევე ოთარი იწვევდა. მოგონებებს ვერსად გაურბოდა, სესილის გამოჩენამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, უწინდებურად აღარაფერი იქნებოდა. თავს იწყევლიდა, რაში სჭირდებოდა მისი „საკუთრებაში“ ყოფნა? რატომ არ იცხოვრა დღევანდელი დღით? რატომ გაუშვა ერთადერთი ადამიანი რომელიც შეუყვარდა ასე ადვილად? რატომ არ შეეზლო ვალდებულებების გარეშე ყოფნა?! „ის კარგადაა“ არწმუნებდა საკუთარ თავს და ცდილობდა ცუდი აზრები უკუეგდო, გული კი სადღაც სიბნელეში უყვიროდა გონებას „შენ ის მოკალი“ !
-მე ის მოვკალი - აღიარა ბოლოს თვითონაც და საკუთარი თავი შესძულდა ისე როგორც, არც ერთ სულიერს არასდროს შესძულებია.
ღამის ოთხი ხდებოდა და ძილი ახლოსაც არ მიკარებია, დრო იმდენად გაიწელა თითქოს საუკუნო სიბნელეს შთაენთქა სამყარო. არა! არა! ამ სიჩუმეს და შტორმივით მოვარდნილ ფიქრებს ვეღარ გაუძლებდა. წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა, ლამპიონებით სავსე ქალაქი მიმზიდველად და მშვიდად გამოიყურებოდა. ამ ბნელ ოთახსი წოლას და გაგიჟებას ისევ გარეთ სეირნობა ერჩივნა, იქნებ სუსხიან ამინდს გამოეფხიზლებინა მაინც.
მართალი აღმოჩნდა. გარეთ გასულს ყინულივით ცივმა ჰაერმა გონს მოიყვანა და ფიქრებიც დაუფრთხო. მიდიოდა ქალაქის ცენტრისკენ, მიდიოდა იქ საიდანაც ხმაური ისმოდა. რაღაცას ეძებდა, იცოდა აუცილებლად გადაეყრებოდა რაღაც უჩვეულოს. ალღო არასდროს ღალატობდა, მიიწევდა კლუბებით გატენილი ქუჩებისკენ, ყურადღებას არ აქცევდა უგონოდ მთვრალ ხალხს, ერთმანეთზე ჩამწკრივებულ შენობებს შეავლო თვალი და გულწრფელად გაუკვირდა როგორ ახერხებდა აქ მცხოვრები ხალხი ძილს. შემდეგ თვალში მთვრალი წყვილი მოხვდა, ქალი აშკარად ქართველი იყო, კაცი კი ირანელს წააგავდა. რაღაცაზე ჩხუბობდა, ოთარს არ ესმოდა რას ამბობდა თუმცა მიხვდა კარგი სიტყვები არ გადმოსდიოდა პირიდან. მზერა უფრო შორს გადაიტანა და ადგილზე გაქვავდა. შორს ქალის სილუეტი დალანდა, ვიღაც კაპიუშონიანს რაღაცაზე გაცხარებით ეკამათებოდა. საკუთარი გულისცემა გაიგო ჯანელიძემ, თვალები დაუწვრილდა უკეთ რომ გაერჩია, მერე ოდნავ მოიფშვნიტა იფიქრა მეჩვენებაო, მაგრამ არა! ის იქ იყო! სწრაფად მიიწევდა წინ, სუნთქვა გაუხშირდა.
-სესილი? - მაგრამ ქერა თმა რატომ ქონდა?! არა ნამდვილად ის იყო, მისი სახე, მისი ტანი! უცებ კაპიუშონიანმა და „გოგომ“ ერთმანეთს ზურგი აქციეს, გოგო წინ წავიდა ბიჭი კი სადღაც გაუხვია.
-ჯანდაბა!- ნაბიჯს აუჩქარა, უცებ რომელიღაც კლუბიდან ხალხის ნაკადი გამოვარდა, თითქოს სპეციალურად გამოვარდნენ მაინც და მაინც მაშინ! გალეშილი ახალგაზრდები, უსწორმასწოროდ სიცილ-ხარხარით მოაბიჯებდნენ. სესილის უცნაურმა ორეულმა ოთარს ცივი, ირონიული მზერით წამიერად შეავლო მზერა. ეს მზერა სრულიად განსხვავდებოდა საყვარელი ქალის გამოხედვისგან. ოთარი წამით ადგილზე გაიყინა, მერე კი, ცხელმა ოფლმა დაუარა სხეულში. სანამ ნაკადს შორის გაიკვლია გზა, გოგო უკვალოდ გაუჩინარდა.
-ამის დედაც! - წამოიყვირა გაბრაზებულმა, ტელეფონს დაუწყო ძებნა, სახლში დარჩენია! წინ გაიჭრა იქ სადაც ბიჭმა შეუხვია, არაფერი იყო ჩიხის გარდა. აქედან როგორ გავიდა? იქაურობა მოათვალიერა, მის გარდა არავინ იყო. მწარედ შეიკურთხა მოთმინება დაკარგულმა და სახლში ლამის სირბილით დაბრუნდა. სესილის ნომერი სწრაფად აკრიფა, რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა
-ოთარ? - გაკვირვებული, ნამძინარევი ხმით უპასუხა გოგომ
-გეძინა?- ოთარი სმენად იყო ქცეული, ქუჩის, მანქანების ხმას ამაოდ ელოდა, სესილი აშკარად სახლში იყო.
-რა თქმა უნდა მეძინა, დილიდ ექვსი საათია...
ოთარი ისევ უსმენდა, ასე მალე როგორ მოახერხებდა სახლში მისვლას?
-რამე ხდება?- იკითხა ისევ გაკვირვებული ხმით
-არა, არაფერი...
-აბა რატომ დამირეკე?
-ისე, უბრალოდ... მაპატიე რომ გაგაღვიძე, ძილინებისა. - ყურმილი დაკიდა. ვინ იყო ის ვინც იქ დაინახა? სესილი ასეთ მცირე დროში სახლში ვერ დაბრუნდებოდა! ქერა თმა? ოთარმა ვიდეოკამერებიდან ამობეჭდილ ფოტოს დაუწყო ძებნა. შავ-თეთრ ფოტოს დააშტერდა, დღეს ნანახი გოგო და ფოტოზე მყოფი ნამდვილად ერთი იყო! რა ხდებოდა? ყველაფერი ერთმანეთში აერია. სურათი ჯიბეში ჩაიკუჭა და სესილისკენ მიმავალი სახლის გზას დაადგა. ეჭვი ღრღნიდა, უნდოდა გაერკვია ნამდვილად სახლში იყო, თუ არა. უნდა მოეფიქრებინა ეს როგორ გაერკვია ისე, რომ თვითონ არ გამოჩენილიყო, არ სურდა სესილის რამე ეეჭვა. თანაც ერთად აღარ იყვნენ, რით ახსნიდა დილინდელ ზარს? ფიქრებში გარტულს ფანჯრის მინაზე ვიღაცამ მიუკაკუნა, პატარა ბიჭს ხელში ვარდები ჩაებღუჯა და სთხოვდა ეყიდა.
წამში მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა, ეშმაკურად ჩაეღიმა და ფანჯარა ჩამოსწია
-ამ ყვავილებს სულ ვიყიდი და კიდევ დაგიმატებ ცოტა ფულს თუ ერთ პატარა საქმეს გააკეთებ - ბიჭს თვალები აუციმციმდა, ჯანელიძეს წყალობით მშვენიერი დღე გაუთენდა
***
-სესო- დედაჩემის ფრთხილმა შეძახილმა გამომაფხიზლა. მრისხანებამ შემიპყრო, ჯერ იყო და ოთარმა დარეკა, ძილი დამიფრთხო და ამაფორიაქა, თან არც არაფერი მითხრა! ახლა კიდევ ეს
-რა ხდება? რა არის?!- წამოვხტი გაბუსხული, ხალათი მოვიცვი და ნახევრად მძინარე გავბობღდი ოთახიდან.
-შენთან არიან- შემომხედა გაბადრული სახით და მზერით კარისკენ მიმანიშნა
-ამ დილაუთენია? - მის მზერას თვალი გავაყოლე, ზღურბლზე ყვავილებით ხელში პატარა ბიჭი იდგა და ინტერესით მათვალიერებდა
-ეს მე? - გულწრფელად გავოგნდი
-დიახ- პატარა ხელით გამომიწოდა თაიგული
-ვისგან? - მესიამოვნა, გულმა სწრაფად დაიწყო ცემა, მეგონა ოთარისგან იყო
-საიდუმლოა- ყვავილები სწრაფად მომაჩეჩა ხელში და გაიქცა
-ვინაა? - ინტერესით იკითხა დედამ.
-არ ვიცი, ბარათი არ დევს
ვარდებს სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ლარნაკში ჩავაწყვე და ოთახში შევიტანე. აივანზე გავედი და ეზო შევათვალიერე, გარეთ მხოლოდ ერთი-ორი მეეზოვე დავლანდე.
-უცნაურია- ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვარდის სურნელით გაჟღენთილ ოთახში შევაბიჯე.
***
ოთარი ჩაფიქრებული სცემდა ბოლთას. რა ხდებოდა?! ყველაფერი ერთმანეთსი აერია, სესილი თუ სახლში იყო და მშვიდად ეძინა, მაშინ ვინ დაინახა თვითონ გამთენიისას? ასეთი დამთხვევები არ არსებობდა. ეს გოგო ბათუმშიც დააფიქსირ კამერებმა, როცა სესილი უკვალოდ გაუჩინარდა. ოთარმა თვალები მოხუჭა და ეცადა ქერა ქალის მზერა გაეხსენებინა. არა! სესილი არ იყო, ამაში დარწმუნებულია! მისთვის ერთხელ შეხედვაც კი კმაროდა ამისთვის, საკუთარ თავზე ბრაზობდა მისი გადამოწმება რომ მოუწია.
ტელეფონს ხელი სტაცა და ძველ მეგობარს დაურეკა
-ლაშა გამარჯობა, ოთარი ვარ
-ოთარ! როგორ ხარ?
-გცალია რომ გნახო?
-კი რა თქმა უნდა.
მოკლე დიალოგის შემდეგ სწრაფად მოიცვა ქურთუკი და ნახევარ საათში თითქმის დავიწყებული მეგობრის ზღურბლზე იდგა.
-უნდა დამეხმარო - პირდაპირ საქმეზე გადავიდა. საშუალო ასაკის ჩასუქებულმა ბიჭმა თვალებით ანიშნა გისმენო
-მინდა მოძებნო რამდენი ორეული ჰყავს ამ გოგოს- წინ ფოტო დაუდო, ბიჭმა სურათს წამით შეავლო თვალი
-იმედია ბევრი, ძაან ლამაზია- უთხრა სიცილით, საპასუხოდ ოთარმა შეუბღვირა.
-კარგი... -მოუბოდიშასავით ბიჭმა და კომპიუტერს მიუჯდა
-რა უცნაურია - თავი ნერვულად მოიფხანა ბიჭმა
-რა ხდება?
-როგორც ასეთი ორეული, ანუ 99% მსგავსება არ არსებობს
-აბა?
-ახლავე განახებ ფოტოებს- ეკრანზე სულ სამი სურათი გამოჩნდა
-რა სისულელეა! დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი სწორად ქენი? - ბიჭმა თვალები გადაატრიალა
-ესენი ხომ ოდნავადაც არ გვანან მას?
-მეც ასე ვფიქრობ
უკვე მერამდენე მარცხი უნდა ეწვნია ოთარს დღის განმავლობაში? სიმწრისგან კბილებს აკრაჭუნებდა. მისი უძლურება ცოტაც და ჭკუიდან შეშლიდა.ისევ უკან სახლში დაბრუნდა. სიცივე და უამინდობა სრულებით შეეფერებოდა მის ხასიათს. სადარბაზოში შესულს ნაცნობმა სუნმა წამით თავბრუ დაახვია
-აქ არის - ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და სწრაფად აირბინა კიბეები. მართლაც ! კარებთან იდგა და უაზროდ გაჰყურებდა ცარიელ სივრცეს.
-სესილი - თავი ნელა მოაბრუნა და სევდიანად გაუღიმა
-გამარჯობა, მორბოდი? - უფრო გაეღიმა გოგოს, ოთარმა მასთან მიახლოება ვერ გაბედა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და გაჩერდა
-ხო, ცივა... აქ რას აკეთებ? - ჯანელიძე გოგოს ფერმკრთალ სახეს დააკვირდა, როგორ შეეძლო? როგორ შეეძლო ასეთი ლამაზი ყოფილიყო?
-ვიფიქრე, ჩაის დალევდით
-კი, რა თქმა უნდა... მაპატიე არ გელოდი - სწრაფად გააღო კარი, თვალებს არ უჯერებდა. ბოლო საუბრის მერე ვეღარც კი წარმოედგინა რომ მას ისევ თავის სახლში ნახავდა.
სესილი დაუკითხავად შევიდა სამზარეულოში, ჩვეულად ამოალაგა ჩანთიდან ლიმონი და ჩაის ორი ცალი პაკეტი. ჩაიდანი ჩართო, ფეხის წვერებზე აიწია რომ ჭიქებს მიწვდომოდა. ოთარი ენაჩავარდნილი აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას რომელიც გონებაში უკვე დაეზეპირებინა. მაგიდას მიუსხდნენ, სესილის ჩაისთვის პირი არ დაუკარებია, თითქოს არც ადარდებდა სად იყო, ისევ საკუთარ ფიქრებში იყო თავით გადაშვებული
-რაზე ფიქრობ?
-ყველაფერზე და თან არაფერზე...- უფერული ტუჩების მოძრაობას თვალს ვერ აშორებდა
-ზოგჯერ როდესაც მძინავს და შუაღამე მეღვიძება, ან ვლაპარაკობ ან თუნდაც ვზივარ და აქეთ-იქით ვიყურები... თითქოს ვიღაცა ჩემში უხილავ ღილაკს აჭერს ხელს და მეც ვითიშები. კიდურები მეკვეთება,აზრს, ფიქრებს ვკარგავ... იცი როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს სული სხეულიდან გადის და არავინ იცის სად მიქრის...
-ასეთი რაღაც არასდროს დამმართნია- უპასუხა გულწრფელად ოთარმა
-რა თქმა უნდა, შენ ძლიერი ხარ. -ღიმილით შეხედა ოთარს
-როგორ შეგილია ასეთი იყო?
-როგორი? - სესილი თითქოს ისევ უკან დაბრუნდა, ჩუმად მოსვა ჩაი და ინტერესით მიანათა თვალები მოასაუბრეს
-შენში თითქოს მრავალი ადამიანი ცხოვრობს ერთად...ბავშვური და დაბნეული ზოგჯერ კი, მხიარული, ცბიერი და მიმზიდველი?
-ამაზე არც მიფიქრია- გაეცინა გოგოს
-რაღაც უნდა გითხრა... - ოთარმა გადაწყვიტა დილით ნანახი მოეყოლა მისთვის, მაგრამ გოგომ გააწყვეტინა
-ვიცი, შენ გამომიგზავნე ყვავილები
-კი ასეა... - ოთარი მიხვდა გოგომ ყველაფერი სხვანაირად გაიგო, მაგრამ იმასაც ხოარ ეტყოდა შენში ეჭვი შემეპარა და გადაგამოწმეო?!
სესილი მოულოდნელად წამოდგა, ოთარს მხარზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. უსიტყვოდ წავიდა საძინებლისკენ და მშვიდად ჩაესვენა ოთარის საწოლში. ისეთი მზერა ქონდა თთქოს საუკუნე არ ეძინა და ერთადერთი რაც ადარდებდა გამოძინება იყო. ოთარი გვერდით მიუწვა
-როგორ ხარ? - ჩაეკითხა ჩურჩულით, სახეზე გადმოწეული კულული ყურს უკან გადაუწია.
-უკვე კი - თავი მხარზე დაადო, უპასუხა ხმადაბლა და მშვიდად ჩაეძინა. მისი სუსტი, გახშირებული სუნთქვა სიჩუმეს ერწყმოდა, სიბნელეშიც კი ხედავდა თოვლივით თეთრ კანს. რას გრძნობდა სესილი მის გვერდით? ის ხომ რამდენიმე დღის წინ აემშვიდობა? რატომ ედო მის მხარზე თავი ახლა? ნუთუ ოთარი მასაც უყვარდა? მის სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა. რა ტრიალებდა მის გონებაში? ამ ყველაფერზე პასუხი არასდროს არ ჰქონდა. გოგოს საქციელებით ვერასდროს ვერანაირ დასკვნამდე ვერ მიდიოდა. ნუთუ სწორედ მისი ასეთი საქციელების გამო უყვარდა ასე? რა ჰქონდა ისეთი რამაც ასე მიაჯაჭვა მასზე?
ყინულივით ცივ სხეულს მაგრად შემოხვია ხელები, კითხვები ისევე სწრაფად გაუქრა გონებიდან როგორც მოაიქრდა. ტკბებოდა მისი კანისა და თმის სურნელით რომელიც ოთარისთვის საკმარისი არასდროს არ იყო.
-მიყვარხარ - პირველად უთხრა ხმამაღლა და გაბედულად ეს სიტყვა, გოგოს ძილში ოდნავ გაეღიმა. ნუთუ გაიგო მისი ნათქვამი? თუმცა არც ამ კითხვაზე მიუღია პასუხი, მეორე დილას როგორც კი თვალი გაახილა ოთახი ცარიელი დახვდა, სესილის არსებობაშიც კი შეეპარა წამით ეჭვი, იმდენად ადრე წასულიყო მისი სახლიდან.
***
წვიმის წვეთების ხმამ გამომაღვიძა, ოთახს თვალი მოვავლე. ნუთუ სიზმარი იყო? ნუთუ ოთართან არ ვყოფილვარ? აქ როგორ აღმოვჩნდი? იმედგაცრუებულმა გავხედე ამინდს ფანჯრიდან. ცა საშინლად შავი იყო, ვიცოდი ამაოდ ველოდი თოვლს. ერთადერთი რაც შემეძლო ბუნებისგან მიმეღო უსასრულო წვიმადა ტალახი იყო. როგორც ყოველთვის უღიმღამო ახალი წელი მელოდა წინ, ისევ მარტო ვიქნებოდი. წამით გავბედე წარმომედგინა ახალი წელი ოთართან ერთად, სადმე თოვლიან ადგილას, პატარა ლამაზ, ნათურებით აციმციმებულ ქოხში და სიმცრისგან გაჩხერილი ნერწყვი სწრაფად გადავყლაპე.
კეფეში მეგობრებთან ერთად, ისევ იგივე ტანსაცმლით რაც გუშინ, თმა აკრული და უმაკიაჟო ჩაშავებული თვალებით ვიჯექი და უაზროდ გავყურებდი წვიმიან ქუჩებს
-სესო, დღეს არ მომწონხარ - შემომანთა მწვანე თვალები მარიამმა
-უბრალოდ არ მიძინია- არადა მთელი ღამე მეძინა, ჩაშავებული უპეები ნამდვილად არ ვიცოდი რისი ბრალი იყო
-რატომ? რამეზე ნერვიულობ?
-არა, რაზე უნდა ვნერვიულობდე?!
-რავიცი, მაგალითად იმ კაცზე გარეთ წვიმაში რომ დგას და გიყურებს - თავი ისე სწრაფად გავატრიალე ლამის კისერი მომტყდა. სიხარულისგან წამოვფრინდი, სწრაფად ავხიკე ჩემი ნივთები და გარეთ გავვარდი
-ოთარ!
-გამარჯობა - გამიღიმა თბილად
-აქ რას აკეთებ?
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი - მხრები აიჩეჩა
-რა მნიშვნელობააქ! - მხრები ავიჩეჩე მეც და ბავშვივით ჩამოვეკიდე, ჩემს რეაციაზე უფრო გამხიარულდა, გამბედაობა შეემატა
-დაღლილი ჩანხარ
-ხო, არადა კარგად მეძინა
-დილას რატომ გაიქეცი?-შავი თვალები ინტერესით მომაპყრო
-მოიცა... ანუ ეს სიზმარი არ იყო?
-არა, რა თქმა უნდა - გაუკვირდა ჩემი კითხვა
-მაპატიე, უბრალოდ არეული მაქვს რამოდენიმე დღეა თავში ყველაფერი
-შენი ჩვეული მდგომარეობა - ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. ბედნიერებისგან მეგონა ბრჭყვიალა ნაპერწკლებს გადმოვყრიდი თვალებიდან. თვითონვე ვგრძნობდი როგორ გამინათდა სახე მისი დანახვისას.
რას ნიშნავდა მისი გამოჩენა? ნუთუ უსტატუსო ურთიერთობას ეთანხმებოდა? ნუთუ ჩემი დაკარგვ იმდენად არ უნდოდა რომ თანახმა იყო დღევანდელი დღით ეცხოვრა? აღარ სურდა ჩემი გალიაში გამომწყვდევა?
-რაზე ფიქრობს შენი პატარა თავი?
-იმაზე რომ მშია- ვიცრუე და მაგრად ჩამოვეკიდე მკლავზე
ყველაფერი ისევ ისე იყო, თითქოს ის ლაპარაკი ორივემ დავივიწყეთ. თითქოს ყველაფერი გაქრა, დრო უკან დაბრუნდა, მის გრძელ თითებს ისე ჩავფრენოდი თითქოს ბოლოჯერ ვნახულობდი. გვერდით იდგა და მენატრებოდა, აღტაცებული შევყურებდი მეგონა ყველა გამვლელს შურდა გვერდით ასეთი კაცი რომ მომყვებოდა, სიამაყის გრძნობა დამეუფლა
-იცი რა? მიყვარხარ - ეს სიტყვა ერთდროულად თავზარსამცემი და ამაღელვებელი იყო ჩემთვის. პირველად წარმოვთქვი ასე ხმამარლა და გაბედულად
-მეც მიყვარხარ - ხელზე ნაზად მაკოცა და უდარდელად გამიღიმა.
დღეები გადის, მისი ნახვა კი მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდა. იმ დღის შემდეგ ვცდილობდი შორს გავქცეულიყავი მისგან, არ ვიცოდი ამას რატომ ვაკეთებდი მაგრამ რაც უფრო შორს ვიყავი მისგან მით უფრო ახლოს ვგრძნობდი საკუთარ თავს შიგნიდან. წვიმა ისევ უმოწყალოდ ეცემოდა ქალაქს, ავისმომასწავლებელი სიმშვიდე დაბუდებულიყო ჩემში. რას ველოდი?! ასე რატომ ვიქცეოდი?! პასუხი კითხვებზე როგორც ყოველთვის რ მქონდა.



ხმაურიან ქალაქს ყველაზე დიდი შენობის სახურავიდან გადავყურებდი. შორიდან ყველაფერი ისეთი ლამაზი ჩანს, ჩემს თავზე მკრთალად მოელვარე ვარსკვლავებს და მთვარეს ავხედე, ისეთი ახლო მეჩვენა მეგონა ხელის ერთი გაწვდენით ჩამოვწყვეტდი.ამ სამყაროში ცხოვრება აქედან უფრო ადვილი და თავისუფალი მეჩვენებოდა.
-სესილი- საყვარელი კაცის ხმა მომესმა და მისკენ მივბრუნდი
-მოხვედი
-მოვედი- გვერით მომიჯდა და ხელი ნაზად ჩამჭიდა
-ხომ ლამაზია?
თბილი მზერით შემომხედა, ხელზე მაკოცა და ღიმილით ისე, თითქოს პირველად მხედავდა მიპასუხა
-ნამდვილად ლამაზია. - მივიწიე მისკენ და პატარა ბავშვივით მივეხუტე.
ჩვენს დაბლა სამყარო დარჩა ჩვენ კი სადღაც სხვაგან ვიყავით, ვარსკვლავების და მთვარის სამშობლოში...
-არ მკითხავ ასე რატომ ვიქცევი? - ცერად ავხედე
-არა - მომიჭრა მოკლედ და უფრო მაგრად მომეხუტა. უცებ მისი სხეული თითქოს გაქვავდა, შეშფოთებულმა შემომხედა და შავ სვიტერზე რაღაცას უფრო ინტერესით დააკვირდა
-ეს რა არის? - ქერა თმის ღერს გაოგნებული უყურებდა
-ეე... თმა - ვერ მივხვდი ასე რამ გააოცა
-ვისი?
-არ ვიცი... ალბათ რომელიმე ჯგუფელის ან დედაჩემის. - გულწრფელად გავოგნდი, სიბნელეში საიდან შეამჩნია? ან რატომ მიიპყრო ასეთი ყურადღება?
-დედაშენი ქერა არაა - თვალებით მბურღავდა
-მაშინ ჯგუფელის... არ ვიცი რატომ ჩამაცივდი?!
გაუნძრევლად იჯდა, ფიქრებში იყო წასული. წამით გაოგნებული შემათვალიერებდა მერე მზერა ისევ სადღაც უსასრულობისკენ გაურბოდა.
***
შეშინებული წამოვხტი საწოლიდან, პირველი რასაც მოვკარი თვალი ოთახში დაკიდებული კალენდარი იყო. 23 დეკემბერი წითლად მქონდა შემოხაზული. შაბათი, ნეტა დღეს რა ხდებოდა? გული გამალებით მიცემდა. ლექციაზე წასვლა საშინლად მეზარებოდა თუმცა ტანსაცმელს დაპროგრამებული რობოტივით ვიცვამდი. ისევ ფანჯარას მივადექი, წვიმა უფრო გაძლიერებულიყო, მთელი ჩემი არსება მეხვეწებოდა სახლში დავრჩენილიყავი, მე კი მას ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი! გადავწყვიტე ყელიანი თეთრი სვიტერი ჩამეცვა, ჯინსი ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
-რა გემრიელი სუნია!- შევუქე დედაჩემს ნახელავი, კეკსის პატარა ნაჭერი მოვიჭერი, მაგრამ ერთი ლუკმის შემდეგ ჭამა შევწყვიტე, საშინელი გულისრევის შეგრძნება მქონდა. დედაჩემისთვის ეს უკვე ჩვეული მოვლენა იყო, იცოდა ერთი ლუკმაც კი მაძღობდა. თავიდან ამაზე ყოველთვის ღელავდა, ახლა კი ხმა არ ამოუღია. ჩემს უაზროდ გამხდარ ფეხებს დავაშტერდი
-უკვე ზედმეტად დასუსტდი- მაინც ვერ სძლია საკუთარ თავს და ისე უმზერდა ჩემს სხეულს თითქოს პირველად ხედავდა
-მითხარი, დღეს ვინმეს დაბადებისდღე აქვს? ანუ ახლობელს.
-არა, არავინ მახსენდება
-დარწმუნებული ხარ?
-კი, რატომ კითხულობ? - დაეჭვებულმა შემომხედა
-ისე... ისეთი გრძნბა მაქვს თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დამავიწყდა
-იქნებ შენს რომელიმე მეგობარს აქვს?
-შეიძლება...
-ეს ნაჭერი მაინც დაამთავრე.. -დანანებით შეავლო მთვალი მოჭმული კეკსის ნაჭერს
-აღარ მინდა, მეჩქარება... საღამომდე
-გვიან მოხვალ?
-არამგონია... -წასვლისას ჩემდა გასაკვირად მივუბრუნდი და გადავეხვიე. ნაცნობმა სუნმა თავბრუ დამახვია, ჩემი საქციელით გაოგნებულმა თვითონაც მომხვია ხელები.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, წვიმა თითქოს გზას მითმობდა, გადაეღო და მხოლოდ ალაგ-ალაგ წინწკლავდა. ტრანსპორტი კუს ნაბიჯებით მიღოღავდა, მოთმინების ფიალა მევსებოდა ისე გაიწელა გზა. იმ ადგილას ჩამოვედი სადაც ოთარი მელოდა ხოლმე, იმედი გამიცრუვდა, არსად ჩანდა. წამით დავფიქრდი, რომელი უფრო ცუდია, იმედი თუ უიმედობა? აქამდე იმედისკენ ვიხრებოდი, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, უიმედობა ბევრად უკეთესი თავდაცვის საშუალება იყო. როდესაც რაღაცის ან ვიღაცის იმედი არ გაქვს, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა რჩები და ადამიანები ვეღარ ახერხებენ ის ტკივილი მოგაყენონ, რომელიც მათ მიმართ გაჩენილ იმედს და მისი გარდაუვალი გაცრუების შემდეგ რჩება.
იმედგაცრუებაც და იმედიც, წამებში ჩაყლაპა რაღაც დიდის მოლოდინმა, საშინელმა წინათგრძნობამ ყველა ზემოთხსენებული განცდები გამიქრო. კიბეებზე ავდიოდი და მთელი ჩემი სხეული ძალით უკან მექაჩებოდა, შინაგანი სამყარო ხმამაღლა ყვიროდა „არ შეხვიდე“-ს მაგრამ რაღაც გაუგებარმა ძალმ, ყველაფერზე ძლიერმა შიგნით შემათრია.
მიყვარდა შაბათი, ნაკლებად გადატვირთული იყო ბავშვებით, ირგვლივ მიმოვიხედე, საშიში ვერაფერი დავინახე (ხალხის გარდა).
ჩემი ცუდი წინათგრძნობა დეპრესიულ განწყობას მივაწერე და მშვიდად შევაბიჯე აუდიტორიაში. საათი საათს მიჰყვა, ირგვლივ კი სიწყნარე სუფევდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა შფოთვის მიზეზის არარსებობაში.
-სესო! - დერეფანში მათე შემომეფეთა, გადავეხვიე.
-რა სახე გაქვს, მათემატიკის ლექციაზე იყავი?
-რაღაც უხასიათოდ ვარ - გავუცინე
-წამოდი ყავა დავლიოთ, არ გინდა?
-სიამოვნებით, იქნებ გამოვფხიზლდე
-როგორ მოხდა? - გაოცებულმა შემომხედა
-რა?
-გზის იქითა კაფეზე უარი რომ თქვი?
-მეზარება, ისეთი ამინდია თანახმა ვარ საყვარელ ყავაზეც უარი ვთქვა
-შენ შენ არ ხარ! - მითხრა ხუმრობით, თუმცა ეს სიტყვები ყურში უცნაურად ცუდად მომხვდა
-მაგიდას მივუსხედით, უზარმაზარ მინებს წვიმის წვეთები ხმაურიანად ეხეთქებოდა, რატომ არ წავედი სახლში? ყავაც ისეთი უგემური იყო ვერ დავლიე
-აუ რა უაზრო ამინდია! -ჩაიფრუტუნა მათემ მოუსვენრად
-თან უფრო და უფრო უარესდება - ავუბი მხარი მეც
მაგიდას რამდენიმე მეგობარიც შემოუერთდა, ცოტახანში მათი ლაპარაკის ხმა საერთოდ აღარ მესმოდა. გონებაში მხოლოდ ხალხის დაუსრულებელი ყაყანი და წვიმის ხმა ჩამესმოდა.
-ხო კარგად ხარ?! - ყველა, ყოველთვის ამას რატომ მეკითხებოდა?!
-კი, საპირფარეშოში გავალ
-მართლა კარგად ხარ? - ჩამაცივდა მწვანე თვალებით
-კი! რამდენჯერ უნდა მკითხო? - ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ მართლა მაღიზიანებდა ეს კითხვა
-კარგი... - ხელები აწია მათემ ბოდიშის ნიშნად.
სახეზე ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაშტერდი. წამით იმდენად უცხო მეჩვენა, შემეშინდა
-მართლა არ ვარ კარგად - სარკეში გაბრაზებულმა შევუბღვირე ჩემს თავს, თმა უკან გადავიწიე, ხელები შევიმშრალე და სახელურს ვტაცე ხელი.
საშინელი ხმაური. აფეთქების ხმა. განწირული ყვირილი. ვიღაც ისვრის.
ისვრის?! შიშმა ადგილზე გამაქვავა, ყურები ხმაურისგან დამეხშო
-რა ხდება? ყვიროდნენ საპირფარეშოში ჩემს უკან მდგარი გოგოები
-ღმერთო! ეს სროლის ხმაა?! - იკითხა განწირული ხმით ერთ-ერთმა. მისკენ მივბრუნდი, ყველას თვალები გაგვფართოებოდა შიშისგან. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, დერეფანში გავედი. ბავშვები ზღვის ტალღებს გავდნენ, ყველა ჩვენს მხარეს მორბოდა, სროლის ხმა კი უფრო და უფრო ახლოს ისმოდა.
-გაიქეცით! - გვიყვირა ვიღაცამ წინიდან. თავბრუ მეხვეოდა, ვერ გავინძერი. გამხეცებული ხალხი ცოტაც და გადამივლიდა. უცებ ვიღაცამ ძლიერად ჩამავლო მხარში ხელი, შეშინებულმა შევავლე თვალი
-ირაკლი?!- ნაცნობ ბიჭს, სირბილით გავყევი უკან
-რა ხდება?!
-ვიღაც ნიღბიანები შემოვარდნენ- ენა დამება, ცივმა, სუსხიანმა ტალღამ დამიარა სხეულში. ხალხის ტალღას გამოვეყავით, სადღაც სხვაგან გავრბოდით
-აქეთ რატომ მივდივართ? - ვერ ვაზროვნებდი
-ისინი ხალხის დიდ მასას გაეკიდებიან, ასე უფრო უსაფრთხოა. მათთან წასვლა სისულელე იქნება!
-კი მაგრამ...
-ახლა ამის დრო არაა! მიდი შეძვერი! - საკუჭნაოზე უფრო პატარა, ბნელ, უკარებო ოთახში შევძვერით
-ეს რა ადგილია?
-ჩუმად! - მითხრა ხმადაბლა და ტუჩებზე ხელი ამაფარა
რამოდენიმე წამში ნაბიჯების ხმა გავიგეთ, ის უფრო და უფრო ახლოვდებოდა. პანიკისგან ჩემმა სხეულმა კანკალი დაიწყო, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ირაკლიმ მძლავრად მომხვია ხელი, ცდილობდა ჩუმად დავემშვიდებინე.
-ჩშშ1 ყველაფერი კარგად იქნე... - უცებ ლაპარაკი შეწყვიტა, ნაბიჯების და ხმამაღალი სუნთქვის ხმა უკვე ოთახთან ისმოდა. გული ისე მიცემდა მეგონა სწორედ ეს ბაგა-ბუგი გამცემდა.
-რას აკეთებ?! - მოგვესმა უცნობის ბოხი ხმა
-აუდიტორიებს დაუარეო არ მითხარი?! - გაღიზიაებულმა შეუბრუნა კითხვა ოთახთან მდგომმა
-მერე აქ დაეყუდეთქო ეგეც გითხარი?! მიდი დროზე ყველა დაბლა ჩამოათრიე ვისაც ნახავ!
-ცოცხალი თუ მკვდარი? - იკითხა მხიარულად
-მუხლები მომეკვეთა, ირაკლი ერთი ხელით მიჭერდა მეორეთი კი ცდილობდა გავეჩუმებინე
-იმისგან მაგრად მოგხვდება დაჭრილი ხალხის გამო! *ლეო შენ, არავის არაფერი დაუშაო!
-კარგი ნუ გამიტრაკეთ1 მხარში ნასროლ ტყვიას ვინ მოუკლავს?
საზიზღრულად გაიცინა და ხმაურით გადააფურთხა ნერწყვი.
-ბევრს ნუ ლაყბობ!
ცოტახანში გავიგეთ კარის შეტეხვის ხმა, რასაც ხალხის ყვირილი და სროლის ხმა მოჰყვა თან.
-აბა მდიდარო ნაბიჭვრებო! დაბლა დაეშვით! - იგინებოდა ვიღაც, ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა თითქოს ამაზე უკეთეს გასართობს ვერსად იპოვიდა.
-რამდენი სართულია ეს დამპალი შენობა?! უფრო დიდი ვერაფერი იპოვეთ?! - არ წყვეტდა ლაპარაკს ერთი.
-თვითმფრინავის დასმას სად აპირებ ჭკვიანო? ორსართულიან შენობაში? - დასცინა მეორემ
-ეეეე! წყნარად ბიჭო! თორე შენივე კვერცხებს დაგაჭერინებ ხელში! - უყვირა ვიღაცას და ისევ ისროლა. შეშინებული ბავშვების გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ირაკლის შევხედე, უძრავად იდგა და სმენად იყო ქცეული
-შემდეგ ჯერზე აღარ ავაცდენ! გასაგებია?!
პასუხი არავინ გასცა, კითხვა ისევ გაიმეორა
-აბა ყველამ ერთად თქვით გასაგებიაა! - ისევ მხიარული ხმა
-გასაგებია! - ყველამ ერთად წაიჩურჩულა
-უფრო ხმამაღლააა!
-გ ა ს ა გ ე ბ ი ა! -იყვირეს ბავშვებმა
ათეული ნაბიჯის ხმა ერთმანეთში ირეოდა, რამოდენიმე წუთიც და სრულიად მიწყნარდა. ირაკლიმ პირზე აფარებული ხელი ჩამოუშვა და ღრმად ამოისუნთქა
-თავი ხელში უნდა აიყვანო - მიჩურჩულა ხმადაბლა
-ვინ არიან?! ტერორისტები?! მძარცველები?! რა უნდათ?!
-*ლეები არიან ! დარბაზში შემოცვივდნენ, სამნი იყვნენ მაგრამ სროლის ხმა დაბლაც ისმოდა
-დაცვა სადაა? ვინ დაჭრეს?!
-არ ვიცი, მაგრამ დავინახე როგორ დავარდა ძირს რამოდენიმე ადამიანი სროლის დროს
-ეს... ეს დაუჯერებელია! ასეტი რამ ხომ არასდროს მომხდარა?! ეს საქართველოა! არ მჯერა! - ვჩურჩულებდი გაუაზრებლად, შოკირებული
-ეეე! შემომხედე! გესმის?! - ორივე ხელით ჩამაფრინდა
-უნდა დაწყნარდე! ეს არაფერში დაგეხმარება გესმის?!
-ჩვენც გვესვრიან, მოგვკლავენ - ვჩურჩულებდი ტირილით.
-ხომ გაიგე რა თქვეს? ამ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე უნდა ჩაიაროს! არ მოგვკლავენ. შენი ყურით ხომ გაიგე?
-კი... კი ასე თქვეს! - ნელ-ნელა გონს მოვდიოდი
-არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეში ხდება - სხეული მომიმჩატდა, ძირს ჩამოვჯექი, ირაკლიც გვერდით მომიჯდა
-აქედან უნდა გავიდეთ
-ვერ გავალთ
-ისინი დაბრუნდებიან!
-აქ რაღა უნდათ? ყველა ქვემოთ ჩაიყვანეს
-ქვემოთ... რას გულისხმობნენ?
-სავარაუდოდ პირველ სართულს. ალბათ ბიბლიოთეკას
-რატომ?!
-ერთადერთი დაფარული ადგილია
-სადაც შუშებიანი კედლები არაა! - დავასრულე მისი წინადადება
-კი, ასე უკეთ შეძლებენ სპეცნაზმს და პოლიციას დაემალონ
-შენიაზრით უკვე გაიგეს?
-რა თქმა უნდა... სროლის ხმა, ყვირილი, ალბათ შენობა უკვე ალყაშია
-ტელეფონი! -წამოიყვირა უცებ და ჯიბეები მოიჩხრიკა
რაღაც ნომერი სწრაფად აკრიფა, პირველივე ზარზე გვიპასუხეს, ირაკლიმ თითქოს წინასწარ დაზეპირებული წინადადებები სწრაფად გადააბა ერთმანეთს
-დიახ სტუდენტები ვართ... არა! მე სამი დავთვალე. კი, კი კიდევ არიან, დაჭრილებიც გვყავს. არა მსხვერპლი როგორც ვიცი არ არის. სავარაუდოდ, დაბლა ჰყავთ ხალხი, ბიბლიოთეკაში. არა.. არა სახეები არ დაგვინახავს.
-რა ხდება? - ვეღარ ვითმენდი
-უნივერსიტეტი ალყაშია
-ღმერთო! მითხარი რომ შემოვლენ და გაგვიყვანენ აქედან!
ირაკლის სახე შეეცვალა, თავი უარის ნიშნად გააქნია
-მსხვერპლი იქნება... მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
-ხალხს ხომ ისედაც ესვრიან? რა დროს მოლაპარაკებებია?!
თავიმუხლებში ჩარგო
-ჩვენ არაფერი შეგვიძლია ლოდინის გარდა - მითხრა მოგუდული, დაღლილი ხმით. ორივენი ჩუმად ვისხედით, არ გვჯეროდა რომ ეს რეალობა იყო. საშინლად მაინტერესებდა დაბლა რა ხდებოდა, სიბნელეში ჩუმად ყოფნას ვეღარ ვუძლებდი. რატომ არ დავრჩი სახლში? მე ხომ ასეთი ცუდი წინათგრძნობა მქონდა?! საკუთარ თავს ვლანძღავდი გულში
-სახლში უნდა დავრჩენილიყავი - ვჩურჩულებდი ხმადაბლა
-ალბათ ახლა ყველა ამას ფიქრობს
რამოდენიმე საათი გავიდა, ჯდომისგან უკვე მთელი სხეული მტკიოდა. ლოდინი აღარ შემეძლო. უცებ ორივენი შევკრთით, ნაბიჯების ხმა ახლოდან მოგვესმა, შიშის გრძნობამ გულისრევამდე მიმიყვანა. ვიღაცა შიგნით შემოვიდა, ირაკლი სწრაფად წამოხტა და წინ რაღაც ხელსაწყოთი შეიარაღებული გაიჭრა
-ჯანდაბა! დააგდე რას აკეთებ?!- იჩურჩულა ვიღაცამ
-თემო?! - იცნო ნაცნობი ირაკლიმ
-ჩამოსწიე დაბლა ბიჭო ეგ რაღაც შ*იგ ხოარ გაქ! - ეს ყველაფერი ფილმის სიუჟეტს ისე ჰგავდა გაშტერებული, ინტერესით ვადევნებდი თვალს ორივეს
-მეგონა დაგიჭირეს
-არა გადავრჩით, ყველაფერი გადაქექეს ამ ახვრებმა! ძლივს დავუსხლტით ხელიდან
-აქ როგორ შემოხვედი? კამერები არ გაფიქსირებენ?
-არა ვიცი სადაც აყენია და გამოვძვერი როგორღაც
-ადგილზე რატო არ დარჩი? რას დახეტიალობ!
-კლინიკამდე უნდა მივაღწიო
-რა ხდება?
-სალომეა დაჭრილი, ტკივილისგან გაგიჟდება რამე თუარ ვქენით
-კლინიკა პირველ სართულზეა! ყველა მანდაა, როგორ აპირებ შეპარვას?
-აზრზე არ ვარ! - უპასუხა გულწრფელად
ორივე გაჩუმდა, ვიღაც სისხლისგან იცლებოდა! პოლიცია გარეთ იდგა და ვერაფრით გვეხმარებოდა...
-წავედით - ვუთხარი ორივეს ხმადაბლა
-არა! შენ აქ იყავი - მომიბრუნდა ირაკლი
-არა! რამე უნდა ვიღონოთ, აქ დარჩენას არ ვაპირებ
-შენ მათთან წადი, გეტყვი სადაც არიან იქ დაგველოდე - ჩაერთო ლაპარაკში უცნობიც
-ვერ მომიშორებთ, მეც მოვდივარ - განვუცხადე მტკიცედ ორივეს. ირაკლიმ გადამარჩინა, არ ვაპირებდი მის მარტო გაშვებას. გაბრაზებულმა რამდენჯერმე შემომიბღვირა, მაგრამ მიხვდა ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა. უცნობი ბიჭი წინ გაგვიძღვა, მე უკან მივდიოდი ირაკლის ზურგს ამოფარებული. ცარიელ დერეფნებში სამარისებული სიჩუმე იყო გამეფებული. ვერც კი გავაცნობიერე ისე ჩავებღაუჭე ირაკლის ხელს, მანაც მაგრად ჩამკიდა, თუმცა ჩემსკენ არ გამოუხედავს. მაოცებდა მისი სიმშვიდე, თავი შესანიშნავად ეჭირა ასეთ მძიმე მომენტშიც კი.
-ამათი დედაც! - აღმოხდა ორივეს ერთდროულად, სწრაფად მივეფარეთ კიბეს. ბიბლიოთეკა და კლინიკის მეორე სართული სავსე იყო დატყვევებული ხალხით.
-ახლა რა ვქნათ? -სამივემ ერთმანეთს შევხედეთ, გამოსავალი არსად ჩანდა.
***
საბუთებში თავით ჩაფლული ოთარი გულიანად ადევნებდა თვალს ახალი საკმის თითოეულ დეტალს. საზიზღარ ამინდს წამით თვალი შეავლო და ზიზღით მოაცილა ფანჯარას მზერა. უცებ კარი ხმაურით გაიღო და ოთახში სირბილისგან აქოშინებული კობა შემოვარდა
-გაიგე რა ხდება?!- ჰკითხა სუნთქვაშეკრულმა . ოთარმა ცალი წალბი ასწია და ახალშემოსულს კითხვანარევი მზერა მიაპყრო.
-უნივერსიტეტი... - ქოშინებდა ისევ არაბული
-რა უნივერსიტეტი? - ჯანელიძემ ვერაფერი გაიგო
-ის.. შენ რომ ჩაიციკლე იმ გოგოს საქმეზე... სესილი!
-მერე?! - სავარძლიდან წამოხდა გამომძიებელი
-ვიღაცეები შევარდნენ - იარაღებით და მთელი ამბებით
-კობა ზედმეტად უნიჭო ხუმრობაა
-ნეტა ვხუმრობდე! - ძალიან ბევრი ბავშვი ყავთ ტყვედ აყვანილი, ზუსტი რიცხვიც კი არ იციან. მთელი გზა გადაკეტილია, უნივერსიტეტი ალყაშია.
ჯანელიძე კობას დააკვირდა, წამით აზრზე ვერ მოვიდა. არა... ის ნამდვილად არ ხუმრობდა, ელვისსისწრაფით გავარდა კაბინეტიდან. კაბა ფეხდადეხ მისდევდა
-ასე ვინ შეიშალა? - ყვიროდა ოთარი ხმამაღლა. ვის მოუვიდა მსგავსი იდეა თავში?! ოთარს ეჩვენებოდა, რომ ცხოვრება მწარედ დასცინოდა, ამდენი უნივერსიტეტიდან მაინც და მაინც იმას დაესხნენ თავს სადაც მისი საყვარელი ქალი სწავლობდა.
სასწავლებლისკენ მიმავალი გზა სრულიად გადაეკეტათ, ირგვლივ საშინელება ტრიალებდა. პოლიციელების არმია, სპეცნაზმი, ექიმები, სტუდენტების შეშინებული მშობლები ერთმანეთში ირეოდნენ. ჟურნალისტები კამერებით დაქროდნენ და ცდილობდნენ პირველებს შეეტყოთ ახალი ამბები.
-გამომძიებელი ვარ! -უჩვენა საბუთი პოლიციელებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მათი კოლონის გარღვევა. სამართალდამცავებს ერთ-ერთ შენობაში მოეწყოთ ბუდე და შიგნით გაცხარებით ბჭობდნენ რა მოემოქმედებინათ. ოთარმა უნივერსიტეტის უზარმაზარ შენობას ახედა. იცოდა რომ სესილი იქ იყო. მისი ლექციების დროები ზეპირად იცოდა. ტელეფონს ხელი სტაცა და გოგოს ნომერი აკრიფა, იქნებ დღეს მოსვლა დაეზარა? იქნებ იქ არ იყო? იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა გულში. რამდენჯერმე დარეკა, პასუხი ასაიდან ჩანდა. სისხლი გაეყინა, უნდოდა ტელეფონი ძირს დაენარცხებინა, ამ დროს უცხო ნომერმა დაურეკა. პასუხი აფორიაებულმა გასცა
-ოთარ! - მოესმა გოგოს ხმა
-სესილი! თქვი რომ შიგნით არ ხარ!
-აქ ვარ...
-ჯანდაბა! საიდან რეკავ?
-აქ... რამდენიმე ბავშვია, ჩვენ დამალვა მოვასწარით
-მომისმინე, სამალავიდან ცხვირი არ გამოყო გესმის?!
-არ შემიძლია, აქ დაჭრილი გვყავს სისხლისგან იცლება, არ ვიცით რა ვქნათ. კლინიკასთან მიახლოება შეუძლებელია ყველა იქაა. ოთარი შენობაში შევარდა, სესილის ლაპარაკი ყველას მოასმენინა
-გთხოვთ მსვიდად იყოთ, ზუსტად გვითხარიღ რამდენი მძარცველი დათვალეთ? - ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა ოთარს პოლიციის უფროსმა
-ზუსტად არ ვიცი... ხუთი, ან ექვსი.
-თქვენი მოვალებაა, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სამალავიდან არ გამოხვიდეთ - აფრთხილებდა უფროსი ისევ
-თქვენ რა არ გესმით?! აქ დაჭრილი გვყავს!
-ძალიან ვწუხვარ, ვცდილობთ პრობლემა მალე მოვაგვაროთ, გთხოვთ მოთმინება იქონიოთ
-ოთარ! - იჩურჩულა ხმადაბლა მოთმინებადაკარგულმა სესილიმ. ჯანელიძემ ტელეფონი დაიბრუნა
-სესილი, როგორ მინდა მე ვიყო შენს მაგივრად მანდ! - უთხრა ხმადაბლა უმოქმედობისგან გაგიჟებულმა
-ოთარ, ვერ დავუშვებ ვინმე მოკვდეს
-შენ რომ რამე დაგემართოს... გთხოვ თავს მოუფრთხილდი. არ დატოვო ის ტერიტორია სადაც ხარ, გესმის?
-ამას ვერ შევძლებ... გთხოვთ მალე იღონეთ რამე. - სანამ ოთარი რამის თქმას მოასწრებდა ყურმილი დაკიდა.
ეს როგორ მოხდა?! რატომ მაინც და მაინც ის?! რატომ ცდილობდა ცხოვრება მის წართმევას ყველანაირი გზით? ირგვლივ მიმოიხედა, შიგნით ხომ არ შესულიყო?! რა მოემოქმედებინა?!
***
სუნთქვაშეკრული ვუცერდი იატაკზე მწოლიარე, გაფითრებულ გოგოს რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მეგობრები გარს შემოხვეოდნენ და რაღაც სიტყვებით რაც ალაგ-ალაგ სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას ამშვიდებდნენ. ნერთმანეთს ჩუმად, ქურდულად გადახედავდნენ და თვალებით კითხულობდნენ რა ეღონათ, პასუხი არცერთს ჰქონდა და ერთმანეთს მზერას ისევე სწრაფად არიდებდნენ. წამოვდექი, მივხვდი ცივი გონება და საღი აზროვნება გვჭირდებოდა, სახეზე წყალი შევისხი და თავი გამოვაფხიზლე.დაჭრილისკენ დავიხარე და ხმამაღლა შევძახე
-არ გაბედო და თვალები არ დახუჭო გესმის?! - შემდეგ დანარჩენებს მივუბრუნდი
-სპირტი და სუფთა სახვევები გვჭირდება
-ხო მაგრამ კლინიკამდე მიღწევის შანსი არ გვაქ
-ვიცი, საერთო საცხოვრებელი ერთადერთი გამოსავალია... მალე მოვალ
-მეც მოვდივარ- გამომყვა ირაკლი უკან
-არა შენ აქ უფრო საჭირო ხარ, დარჩი!
-არა, მარტო არ გაგიშვებ
გულის სიღრმეში გამიხარდა რომ მან ჩემთან ერთად წამოსვლა გადაწყვიტა, მარტო ალბათ საშინლად გამიჭირდებოდა. საერთო საცხოვრებელი თითქმის ბოლო სართულზე იყო, ირგვლის სიჩუმე გამეფებულიყო, იქაურობა აპოკალიფსის შემდეგ მიტოვებულ უსულო ადგილს ჰგავდა.
-აქ არასდროს ვყოფილვარ- ჩავიჩურჩულე ჩუმად, ირაკლის ოდნავ გაეღიმა
-მე ვყოფილვარ
-ჰო რა თქმა უნდა! რაღაც მაინტერესებს - ოდნავ მეც ჩამეცინა, წამით დამავიწყდა სად და რისთვის ვიყავით
-აბა გისმენ
-მითხრი როგორ ახერხებ რამოდენიმე გოგოს ყოლას ერთ უნივერსიტეტში და ამის შესახებ არც ერთმა იცის?! - სერიოზულად ვიყავი გაოცებული მისი მოხერხებულობით. ყველა გოგო ხომ ბუნებითაა გამომძიებელი? ჩვენს თვალს მცირედი დეტალიც კი არ გამოეპარება მაშინ როცა საქმე ჩვენს საყვარელ კაცს ეხება (ან ქალს) წარმოიდგინეთ როგორი მოხერხებული უნდა ყოფილიყო! აღფრთოვანებულმა შევავლე მზერა. კითხვაზე ისევ გაეღიმა, ამასობაში კარადებს ვეცი და სუფთა პირსახოცებს დავუწყე ძებნა
-და ვინ გითხრა რომ არ იციან?
-იციან და თანახმა არიან?!
-არიან. - მხრები აიჩეჩა
-ასეთი სიმპათიურიც არ ხარ, რა აშტერებთ?!
-ანუ აღიარებ რომ სიმპათიური ვარ?
-რა თქმა უნდა.
-მაშინ ასე მოულოდნელად რატო გაქრი? გამარჯობააც კი არ იძახდი მთელი ეს დრო!
-სერიოზულად? ამ სიტუაციაში გინდა ამის გარკვევა? - გამეცინა, თვითონ სერიოზული მზერით მიყურებდა
-რატომაც არა?! ახლა მაინც დავრჩით მარტო.
-გული მიგრძნობს მალე იტყვი „სანამ ცოცხლები ვართ სურვილები ავისრულოთო“ - ვეცადე მეხუმრა, უკვე თვითონაც ეცინებოდა
-არა, არა მაგას არ ვიტყვი. არც ისეთი მოსახერხებელი საწოლია რომ იცოდე
-რატომ ფიქრობთ ყველა სიტუაციაში ს*ქსზე კაცების უმეტესობა?!
-სურვილების ასრულებაზე ლაპარაკი შენ დაიწყე, სულ რაღ აც ორი წამის წინ. ისე სიტყვა ს*ქსიც იცი? ყოჩაღ! - ორივეს ისე გვეცინებოდა თითქოს შეშლილ ადამიანებს მთელი უნივერსიტეტი არ აეყვანათ მძევლად და სადმე კაფეში ყავის საწრუპად ვიყავით გამოსულები.
-კარგი მოდი დამეხმარე - რეალობაში მალევე დავბრუნდით, თითის წვერებზე აწეულიც კი ვერ ვწვდებოდი კარადის ბოლოო უჯრას. ირაკლის ამისთვის მხოლოდ ხელის ოდნავ აწევა დასჭირდა.
-ახლა კი სასმელის დროა!
გასასვლელი ჩუმად დავზვერეთ და სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები. ნარინჯისფერ დიდ დარბაზსი შევაბიჯეთ. იქაურობა ნაომარს ჰგავდა, მაგიდები გადაებრუნებინათ, სკამები ძირს დამტვრეული ეყარა. წიგნები, სტუნდენტების ჩანთები ყველაფერი ძირს ეყარა. კედლებს ნატყვიარები ემჩნეოდათ
-მგონია რაღაც უნიჭოდ გადაღებულ ფილმში ვარ - აღმოხდა ირაკლის, მეც სწორედ ეს შეგრზნება მქონდა. შიდა სამზარეულოში შევიჭყიტეთ, სუფთა სპირტი ბოთლში ისე კოხტად იყო ჩასხმული თოთქოს ვიღაცამ წინასწარ იცოდა რომ დაგვჭირდებოდა და დაგვიტოვა
-რა იცოდი რომ აქ იქნებოდა?!- შევხედე ირაკლის
-აბა დალევის გარეშე მთელი დღე ამ თავხედ სტუდენტებს რა გაუძლებდა?
-სპირტის?!
-ნუ ხო ერთ-ერთი სპირტსაც სვამს - კუჭი საშინლდ ამეწვა, ლოთი გვიმზადებდა საკვებს?
-ყველაფერიიცი, ყველაზე ხო?
-შენზე არა. ისე ბევრი რამე გაგაოცებდა ერთი შანსი რომ მოგეცა ჩემთვის
-კიდევ ამაზე ვლაპარაკობთ?
-დღემდე ვფიქრობ რა არ მოგეწონა
-მაგალითად ის რომ ალფონსი ხარ
-რა იცი რომ ალფონსი ვარ?
-მეკითხები კიდეც?
-ანუ შენც ფიქრობდი ჩემზე
-არა უბრალოდ გხედავდი სხვადასხვა გოგოებთან ერთად
მოულოდნელად ხმაურიანი ნაბიჯებით ვიღაცეები შემოჯლაგუნდნენ
-დახლის ქვეშ შეძვერი, დროზე!
სპირტს ხელი დავტაცე და გაჭირვებით გავძვერი დახლისქვეშ.
ირაკლიმ წყლის ბოცები უხმაუროდ ააფარა ცარიელ ადგილს და სმენად გადავიქეცით. წამის მეასედში უკვე ოთახში შემოვიდნენ
-აუ გამოვ*ლევდი რა გოგოები ყოფილან ამ უნივერსიტეტში ნახე შენ?
-აბა ჩვენთან ყველა წვერიანია - ორივეს ხმამაღლა გაეცინათ
-კი გაერთობოდა რამოდენიმესთან კაცი
-ხო მაგრამ ჩვენი ბოსი ძაან უ*ლევებს
-ბიჭოო! ყველას რატო გეშინიათ მაგის?
-ვერ ნახე ზურას რა უქნა?! ლამის კვერცხები დააძრო დაჭრილების გამო
-თან როგორ მბრძანებლობს! მე ვიცი მაგას რასაც ვუზამ მოიცა ჯერ ფული ჩავიჯიბოთ
-ძირში არ მოჭამო რა! მე მაგრად მევასება, ეგ რო არა ახლაც იმ წუმპეში ვეგდებოდით
-ახლა უკეთესში ვართ?
-ეს საქმე თუ გამოვიდა, ვიქნებით
-ისე მართლა როგორ უნდა ვიპოვოთ, აზრზე არ ვართ ვინაა.
-ისე ეგ მაგარი მოიფიქრა!
-ხო ვინმე თუ ჩავვარდით, ვერც ერთი ვიტყვით ვინაა
-ტიპი მაგარი ჭკვიანია - მოლაპარაკეთაგან ერთ-ერთი აშკარად აღტაცებული იყო ადამიანით ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა
-კიდევ კაი საჭმელი ბლომადაა -რაღაცას დაუნდობლად ცოხნიდნენ. ირაკლის შევხედე, დაინტერესებული უგდებდა ყურს მათ საუბარს
-ის ქერა გოგოა მინისტრის შვილი? - ლუკმით სავსე პირით ლაპარაკობდა
- კი , დიდი მკერდი რომ აქვს
-ისე ჩვენც მაგრები ვართ, ბარემ ეგ მარტო გაგვეტაცა და ეს სპექტაკლი არ მოგვეწყო’
-ეს საქმე თუ გამოვიდა, საქართველოს ისტორიაში შევალთ - უპასუხა ამაყად მეორემ
-აუ რა სი*რი ხარ! რათ გინდა საქართველოს ისტორიაში შესვლა?- გადაბჟირდა მეორე
-რავი ბიჭო, ასწორებს რა
-წყალი მომაწოდე ერთი თუ ძმა ხარ! -განაგრძობდა სიცილს მეორე
კუჭამოვსებულებმა როგორც იქნა იქაურობა დატოვეს, მე და ირაკლი კიდევ რამოდენიმე წუთი, ჩუმად ვისხედით. გარედან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა
-წავედით - წყლის ბოცები ისევ ჩუმად გაწია და გამოსვლაში დამეხმარა, ფეხები საშინლად მტკიოდა. ხელზე მაგრად ჩავებღაუჭე და მალვით მივაღწიეთ სამალავს.
სისხლი. გადაფითრებული სახე. დაბნეული დაღლილი თვალები.
ჭრილობა შეძლებისდაგვარად დავუმუშავე, სუფთა ნაჭრებით შევუხვიე. ჩემს თავს თითქოს შორიდან დავცქეროდი და არ მჯეროდა რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ბავშვები დაძაბულები ადევნებდნენ თვალს ჩემს აკანკალებულ ხელებს, ერთ-ერთი თვალებდახუჭული იჯდა ზურგშექცევით და ხმადაბლა სლუკუნებდა.
-გთხოვ, ფხიზლად იყავი კარგი?! - ვევედრებოდი დაჭრილ გოგოს, დაღლილი მიქნევდა თავს. სისხლდენა თითქმის შეჩერებული ჰქონდა, საკუთარი თავით ვამაყობდი. ღრმად ამოვისუნთქე და იატაკზე მოწყვეტით დავჯექი, გულისრევის შეგრძნება ერთიანად დამეუფლა
ტელეფონს ხელი დავტაცე და ოთარის ნომერი ავკრიფე
-სესილი!
-ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერია, როგორც ლაპარაკიდან გავიგეთ არავინ იცის ვინაა, თვითონ შემოჭრილებმაც კი. ერთ-ერთს ზურა ჰქვია
-საიდან იცი?
-ყველაფერი მთავარის დაგეგმილია, მიზანში მინისტრის შვილი ჰყავთ. ამიტომაც არიან ასე დარწმუნებულები რომ ფულს მისცემთ
-ფულს?
-კი, თუ არ მოუთხოვიათ მალე მოითხოვენ.
-სესილი! შენ რა სამალავიდან გამოხვედი?
-ასე იყო საჭირო. ოთარ, მითხარი რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება
-აქ ვარ საყვარელო, კავშირზე იყავი გესმის? თუ საჭირო გახდება მე თვითონ შემოვალ მძევლად
-შენ იქ უფრო საჭირო ხარ, ამაზე არც კი იფიქრო - გული სიყვარულით ამევსო, ამ მომენტშიც კი იმაზე უფრო ვღელავდი, როგორ ნერვიულობდა ოთარი ჩემზე
-რამე ხომ არ გჭირს? დაშავებული ხარ? - მეკითხებოდა აფორიქებული ხმით, რომლის დამალვასაც ასე ცდილობდა
-არა, მე კარგად ვარ. დაჭრილს ჭრილობა გადავუხვიე, რამე უნდა ვიღონოთ და აქედან გავიყვანოთ
-რამეს მოვიფიქრებ რომ იქიდან გამოგიყვანოთ, შენ კი შემპირდი რომ მანამდე არ დატოვებ სამალავს - მითხრა ვედრებანარევი ხმით
-გპირდები - ვიცრუე მეც და ტელეფონი გავთიშე.
-ჯდება - მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი დანარჩენებს და ტელეფონი ირაკლის დავუბრუნე.
ოთარმა განრისხებულმა შეაჭრა კარავში, პოლიციელების უმოქმედობა აგიჟებდა, თუმცა ალბათ საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა რადგან მასაც არაფერი შეეძლო. სესილის ნათქვამი სიტყვა სიტყვით გადასცა ყველას.
-დაჭრილიც ყავთ, მალე თუარ გამოვიყვანთ სისხლისგან დაიცლება
-ბატონო ოთაარ, ეგ ჩვენც ვიცით. მის გარდა უამრავი დაჭრილია - უპასუხა უფროსმა გაღიზიანებულმა
-ესენი იმალებიან, თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყვანა!
-ხომ ვერ მეტყვით შენობაში შეუსვლელად როგორ?!
ოთარი დაფიქრდა, შენობას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა. გონება დაძაბა და წამებში გაუნათდა
-მაგალითად თვითმფრინავით! -უფროსმა წარბაწეულმა შეხედა.
-შეუძლებელია
-მაინც რატომ?! ხომ შეგვიძლია ისინი მაინც დავიხსნათ დროულად ვინც მძარცველების ხელში არაა?!
-მართალს ამბობს - საიდანღაც მაღალი, გაფითრებული კაცი დაადგათ თავს
-ბატონო მინისტრო - შეკამათება უნდოდა უფროსს
-ჩვენ შეგვიძლია ისინი მაინც დავიხსნათ დროულად! - ოთარს ცივმა ოლმა დაასხა
საათზე მეტ ხანს ბჭობდნენ, გადაწყვიტეს შენობაში შეჭრილი ხალხის ზარს დალოდებოდნენ და მერე ემოქმედათ. ოთარი მოუთმენლად ასცქეროდა მაღალ შენობას. გულსსი ერთადერტი სახელი უტრიალებდა, სცხვენოდა საკუთარი თავის მაგრამ ერთადერთი ვისზეც ღელავდა სესილი იყო.
***
შუაღამე მოახლოვდა, შველა კი არსაიდან იყო. ძილმორეული გავწექი ცივ იატაკზე. დანარჩენებმაც მომბაძეს. თვალები როგორც კი დავხუჭე ძილმა მაშინვე დამტოვა, რამოდენიმე წუთი ვიტრიალე და ისევ წამოვჯექი. ირაკლი ჩემს მოპირდაპირედ იჯდა დაჭრილს მის კალთაზე ედო თავი, ირაკლი წამში ხუთასჯერ ამოწმებდა მისი გულის ცემას
-ვერ იძინებ? -მომიბრუნდა მე
-ვერა...
-შენი აზრით რა იქნება?
-წარმოდგენაც კი არ მაქვს
წამოვდექი, სუფთა პირსახოცი დავასველე და სალომეს შუბლზე დავადე. გაფითრებული გოგო ულამაზესი იყო, ყოველთვის როდესაც ვხედავდი ერთადერთი აზრი მომდიოდა თავში „რა ლამაზია“ . ნაზად დავადე საფენი და ირაკლის გვერდზე მივუჯექი
-რატომ დაშორდით?- ვიცოდი რომ მასთან რაღაც აკავშირებდა
-სალომეზეც იცი? - ოდნავ გაეღიმა
-ლამაზი წყვილი იყავით - ირაკლიმ გოგოს დახედა, დარწმუნდა რომ ეძინა და განაგრძო
-ამდენ გოგოსთან იმიტომ ვიყავი, რომ რაღაცას ვეძებდი. რაღაც ისეთს რაც ვერავისში ვიპოვე
-ეგ უკვე პრობლემაა
-სულაც არა, გინდა სიმართლე გითხრა? - სიტყვა სიმართლის გაგონებაზე ოდნავ შემეშინდა, მაგრამ თავი მაინც დავუქნიე დასტურის ნიშნად
-ყველასთან, შენზე ვფიქრობდი
-ირაკლი, მგონი შენი აკვიატება ვარ
-ასეა.
-იმიტომ რომ ჩემსა და შენს შორის არაფერი მომხდარა. დამიჯერე მეც არაფრით განვსხვავდები სხვა გოგოებისგან
-განსხვავდები, სწორედ იმიტომ რომ ასე ფიქრობ.
სიბნელეში დავინახე როგორ გაანათა ირაკლის მობილურმა
-რეკავენ! - სწრაფად ვტაცე ხელი
-გისმენთ
-სესილი - ოთარის ხმა მაშინვე ვიცანი
-სწრაფად, ვინც ხართ ყველანი მაღლა ადით რაც შეიძლება ჩუმად
-რ-რაა?
-თვითმფრინავი დაჯდება, ვინც ხართ წამოგიყვანენ,ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ.
-კი, მაგრამ.. სხვები?
-სხვებზე მოლაპარაკება მიდის, უბრალოდ ადექით და ის გააკეთეთ რასაც გეუბნები.
-კარგი, კარგი!
სწრაფად გავაღვიძეთ ყველა, ახსნის დრო არ გვქონდა დაბნეულები მოგვყვებოდნენ მე და ირაკლის. დაჭრილი ირაკლიმ ხელში აიტაცა და ისე განაგრძო სვლა. თითოეულ გფაცუნებაზე გული საგულედან მივარდებოდა, ვცდილობდი ყურადღება არ გამფანტვოდა. ნუთუ ასე ადვილად დავაღწევდით თავს აქაურობას? სხვები? მათ რა ეშველებოდათ? ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცოდი მათ დახმარებას მე ვერაფრით შევძლებდი მაგრამ ისიც ვიცოდი აქედან გაღწევის შემდეგ თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი.
-ჯანდაბა!
-რახდება?
-სახურავის კარი ბოქლომითაა ჩაკეტილი
თავი თითქოს ხორცის საკეპში გამიტარეს, ყურები დამიგუბდა ნერვიულობისგან. სადღაც შორიდან ყრუდ მოისმოდა ვერტმფრენის ხმა. ირაკლიმ რაღაც ხელსაწყო მოიტანა
-სად იშოვე? - გაუკვირდა თემოს
-აქვე იდო - ბედი თითქოს ჩვენს მხარეს იყო, გული იმედით ამევსო. ხელსაწყოს ჭკრიალმა სიჩუმე დაარღვია, ხმაური ასმაგად უფრო ხმამაღლა ისმოდა
-ცოტა ჩუმად - ჩავუჩურჩულე ირაკლის
-ვცდილობ! - გამოსცრა კბილებში, გამაყრუებელი ხმა და სახურავზე ასასვლელი კარი გაიღპ
-არის! - გაუხარდათ ბავშვებს
ცივმა ჰაერმა ერთიანად გამოგვაფხიზლა, თვალები ფართოდ გავახილე. დაბლიდან, სადღაც შორიდან პოლიციელების სირენების ხმა ისმოდა, ხალხის შეძახილებიც მისწვდა ჩვენს ყურთასმენას.
-სადაა ვერტმფრენი? - იკითხეს ხმადაბლა ბავშვებმა
-მოვა- ვუპასუხე თავდაჯერებულმა. სულისშემძვრელად გაიწელა წამები.
სახურავის წვერს მივუახლოვდი და დაბლა გადავიხედე. ხალხი, მანქანები, ყველაფერი ჭიანჭველის ზომისანი იყვნენ. ნეტა ოთარი სად იდგა? უცებ სასინელმა შიშის გრძნობა დამეუფლა, მეგონა ვიღაც ხელს მკრავდა და წამის მეასედში გავერთხმეოდი ძირს. უცებ მოვცილდი იქაურობას და ისევ მყარად დავდექი ფეხზე.
აი ისიც! თვითმფრინავის გამაყრუებელი ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ბავშვები სიხარულისგან ხტუნაობდნენ, დაჭრილმაც კი ფართოდ გაახილა თვალები, იმედის ნაპერწკალმა თითქოს ახალი სიცოცხლე ჩაბერა. თვითმფრინავის ხმის მიღმა რაღაც სხვა ხმა მოხვდა ჩემს ყურთასმენას.
-ჯანდაბა!
-რა არის? - შემომხედა ირაკლიმ დაეჭვებულმა
-არაფერი, არ მჯერა რომ მივდივართ.
-არც მე! -სალომე ისევ ხელში აიყვანა, ნაბიჯებს ნელ-ნელა უკან ვადგამდი რომ არავის შეემჩნია
თვითმფრინავი ადგილზე დაჯდა
-სესილი ადი - შემომძახა ირაკლიმ
-არა ჯერ შენ ადი! სალომე პირველი აიყვანეთ - ვუთხარი ხმამაღლა, ირაკლი ვერაფერს მიხვდა, დაჭრილი შიგნით შეიყვანეს. რკინის კარები ხმაურით გამოვიხურე და რაც ძალა მქონდა მოვუჭირე ხელი. ამით რამოდენიმე წამს მოვიგებდით. ვიღაცამ მაგრად ჩამოსწია სახელური. ვეღარაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ დრო გამეყვანა. ბოლო ბავშვიც ავიდა შიგნით
-სესილი! - იყვირა ვიღაცამ ჩემი სახელი. კარებს ვიღაც ძლიერად დაეტაკა, იმდენად ძლიერად რომ სადღაც უკან გადამისროლა. ძალისგან დაცლილი ძირს ვეგდე, რამოდენიმე გასროლის ხმა ყრუდ მომესმა ყურებში...
თვალები გავახილე და შორს მფრინავი, თითქმის გაუჩინარებული თვითმფრინავი დავინახე.
თავზე სამი ნიღბიანი ადამიანი წამომადგა
-ამის დედაც! - იგინებოდა ერთ-ერთი მათგანი.
-სიარული შეგიძლია? - მკითხა მეორემ. თავი ოდნავ გავაქნიე. რომელიღაცამ ხელში ამიყვანა.
ნაბიჯების ხმა. ქოშინი. ლანძღვა.
გაბრაზებულმა მომათავსა რაღაც რბილ საწოლზე. ტკივილმა მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი, ლოყაზე ხელი მოვიკიდე, საშინლად მიხურდა
-გამოფხიზლდი! - ისევ ილანძღებოდა სამიდან ერთ-ერთი. ოთახში მიმოვიხედე, უნივერსიტეტის კლინიკაში ვიყავით. მოშორებით კიდევ ერთი ნიღბიანი იჯდა, ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა
-რამდენი ადამიანი გაიყვანეს?! - მიყვირა ისევ ერთმა
-ხუთი - ვუპასუხე გულწრფელად
-ეს როგორ მოახერხეთ? პოლიციას რა უთხარით?!
-არაფერი გვითქვამს - ვიცრუე
-მართლა?! აბა დაესიზმრათ რომ ზურა მქვია?! - მიღრიალა ერთ-ერთმა და ჩემსკენ გამოიწია. შორიდან მომზირალი წამებში ჩვენთან გაჩნდა, ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა
-აქ ეგდე! - შემომიღრინა მეორემ და დანარჩენებიც მათ გაყვნენ.
არ ვიცი რა მჭირდა, ვერ ვინძრეოდი. ვერაფერზე ვფიქრობდ, ვიჯექი ისე როგორც დამტოვეს და სადღაც შორს ვიყურებოდი.
საათის წიკწიკი. ისევ ეს წყეული საატის წიკწიკი რომელიც ყველგან და ყოველთვის ნერვებს მიშლიდა! ნეტა ბავშვები რას აკეთებდნენ? გული სიხარულით ამევსო რომ წარმოვიდგინე სამშვიდობოს იყვნენ გასულები, იმან უფრო ამაყი გამხადა რომ მე დავეხმარე მათ ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაში. შემდეგ ისევ ოთარი გამახსენდა, წარმოვიდგინე როგორი სახით მელოდა ვერტმფრენთან, როგორ ათვალიერებდა ყველას ვინც იქიდან ფეხს ჩამოადგამდა, წარმოვიდგინე მისი გამწარებული თვალები და იმედგაცრუებული მზერა როცა ვერ დამინახავდა.
ხომ შემეძლო იქ ასვლა? რატომ გადავწყვიტე გმირობა? ყოველთვის ბოლო ადგილას ჩემს თავს რატომ ვაყენებდი?! აქედან ცოცხალი გავიდოდი თუ არა არ ვიცოდი. მაშინ რატომ გავრისკე ასე სიცოცხლე? ნუთუ ის არაფრად მიღირს? ნუთუ ასე მომბეზრდა ცხოვრება? ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასი იყო?
ოთახის კარი ვიღაცამ შემოაღო, ჩემდა გასაკვირად სენდვიჩი და ცხელი ყავა გამომიწოდა
-რით დავიმსახურე? - ისევ არ ვაჩერებდი ენას. არაფერი მიპასუხა და ისევე მალე გავიდა როგორც შემოვიდა. გავიგე როგორ გადაატრიალა გასაღებით საკეტი
ცხელ ყავა ხმაურით მოვსვი, გაყინული სხეული გამითბო. სენდვიჩს პირი ვერ დავაკარე, გულისრევის შეგრძნება მაშინვე მიმძაფრდებოდა როგორც კი რაიმე საკვებს მივეკარებოდი. დრო ისე სწრაფად გადიოდა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე გახდა 12 საათი.
ნეტავ გარეთ რა ხდებოდა? ან ბავშვების ხმა რატომ არ ისმოდა? რატომ იყო ყველა ასე ჩუმად? მხოლოდ გარედან შემოსლი ხალხის ყაყანის ხმა არღვევდა სიჩუმეს. ფრუტუნით წამოვწექი და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
სისხლის გუბეში ვცურავ, თეთრი ტანსაცმელი მხოლოდ ალაგ ალაგღა მომიჩანდა სუფთად. იარაღიანი კაცები ყველას ხოცავენ ირგვლივ ჩემს გარდა, თითქოს ბოლოსთვის მიტოვებენ, თითქოს უნდატ ყველაზე მეტად მე დამტანჯონ, გვამების მთაზე ტირილი მივიკვლევ გზას. ნაცნობი, გაციებული სახეებით და გაყინული თვალებით მიმზერენ. გვამების მთაზე სინათლე მოჩანს, იმედის ნაპერწკლები ჰაერში ვარდისფრად ცვივა, ნუთუ გადავრჩები?! მთავარია სინათლესთან მივიდე, მთავარია მას მივუახლოვდე! სისხლიანი ხელები უფრო და უფრო ცურავენ ჯერ კიდევ თბილ სხეულებზე. ზურგით მდგომ, ერთადერთ ცოცხალ უცნობს ვეხვეწები ხელი გამომიწოდოს, დამეხმაროს სინატლის პოვნაში. კაცი ქრება, იმედის ნაპერწკლებიც თან მიყვებიან.
-დამეხმარე! - ვეხვეწები ძალღონე გამოცლილი.
ქალის ნაზი, თეთრი ხელი ჩნება სინათლიდან და ჩემსკენ მოიწევს, სისხლიან ხელს ვუწვდი ბოლო იმედს. ძლიერად ავყავარ მაღლა, ჯერ ფეხებს ვხედავ ბოლოს კი სახეს
-არა! - ვღრიალებ ხმამაღლა, შიშისგან ისევ დაბლა ვვარდები. ჩემივე თავი დამყურებს სინათლიდან, თვალები უცნაურად უელავს და მშვიდი, მკაცრი ხმით მეძახის
-არ გაჩერდე! აქ სინათლეა!
თვალები ისე მალე გავახილე მეტკინა, ოთახს თვალი მოვავლე, ისევ მარტო ვიყავი. ესენი რა ჩემი ამ ოთახში სამუდამოდ გამომწყვდევას აპირებდნენ?! საათს დავხედე, ღამის ცხრა ხდებოდა. უკვე მეორე დღე მთავრდებოდა, შველა კი არსაიდან ჩანდა. ოთახის ტითოეული კუთხე კუნჭული გადავქექე, სულ პატარა სანიავებელი ფანჯარა ვიპოვე. იქიდან თაგვიც კი ძლივს გაეტეოდა
-რას ეძებ? - მომესმა უცნაურად მშვიდი ხმა. საშინლად მეცნო, მისკენ მივბრუნდი
-სუფთა ჰაერი მჭირდება. -ნეწყვი ძლივს გადავყლაპე, ნუტუ ეს იყო ის „მთავარი“?
-ახლა დაჯდები და მოყვები რა უთხარი პოლიციელებს გარდა ერთ-ერთის სახელისა
-არაფერ მითქვამს - გავიმეორე უფრო მტკიცედ ტყუილი
საიდანღაც იარაღი ამოიღო და დამიმიზნა
-დაჯექი - მის ნებას დავყევი.
-მოყევი
-ჩვენ... ჩვენ მართლა არაფერი ვიცოდით, მხოლოდ სახელი გავიგე და ვთქვი
-კითხვას მეტჯერ აღარ დაგისვავ - იარაღი შუბლზე მომადო, სიბნელეში მის თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი ხმა! ნუთუ მას ვიცონობდი?
-ვუთხარით რომ ორნი სტუდენტები არიან, ერთ-ერთ სტუდენტს ზურა ჰქვია. კიდევ ვუთხარით რომ ხუთნი ან ექვსნი ხართ სულ
-კიდევ? - იარარი ისევ არ ჩამოუწევია
-კიდევ ყველა რომ კლინიკისა და ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გყავთ
-მეტი არაფერი?!
-არა... არა დამიჯერე მეტი არაფერი
-ადექი
-რატომ? სად მივდივართ?!
-გაჩუმდი და უბრალოდ ადექი - ხელი მაგრად მომიჭირა და ძალით წამომაყენა
მისი კანის სუნმა წამით თავბრუ დამახვია, რა ხდებოდა ჩემს თავს?! ვინ იყო ეს ბიჭი?! კარი ხმაურით გააღო და ტყვეებით სავსე დარბაზში გამიყვანა. მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა მაგრამ თავს მარიდებდა, ხელი მკრა და ძირს დამაგდო
-აქ იყავი და ხმა არ ამოიღო
-პრინცესასაც გაუღვიძია!
-გმირი პრინცესაა! ბევრ თქვენგანზე დიდი *ვერები აღმოაჩნდა - გადახედა ერთ-ერთმა დარბაზში მჯდომ ბიჭებს.
-თან ლამაზი, თან გამბედავი... -ღიღინებდა ყველაზე საზიზღარი
-თან შტერი! ყველა გააპარა და თვითონ აქ დარჩა - ყველა ახარხარდა „უფროსის“ გარდა.
ბავშვებს თვალი გადავავლე, მათე შორიდან მეკითხებოდა როგორ ხარო. მისკნ გადავბობღდი, გვერდით მივუჯექი
-მათე!
-როგორ ხარ - ხელი ჩამკიდა
-კარგად, კარგად! შენ? წარბზე რა გჭირს
-გავიბრძოლეთ და ცოტა მოგვხვდა. აქედან რატოარ გაიქეცი?! - შემომხედა გაბრაზებულმა
-დაჭრილი ყავდათ... მე რომ არ დამეჭირა კარი ვეღარავინ წავიდოდა
-ბიჭები სად იყვნენ?!
-თვითმფრინავში, მე ავუშვი მე მოვინდომე ასე.
-ყოჩაღ! -თვალები გადაატრიალა
-ეს ყველაფერი მალე დამთავრდება... ფულს მისცემენ და წავლენ - ვამბობდი უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად
-იმედია მალე დამთავრდება
მათეს მხარზე თავი ჩამოვადე, იმ სიზმრის მერე თვალის მოხუჭვა მიჭირდა. რა ბედის ირონია იყო არა?! ცხადშიც ჯოჯოხეთში ვიყავი და სიზმარშიც.
-შენ, შენ და შენ ადექით
მოგვმართა მე და კიდევ ორ გოგოს მძარცველმა. მათე წამოიწია
-რა ხდება? სად მიგყავთ?
-შენ კიდევ გინდა? *რაკი მიაყენე
-არსად არ წამოვა! -წამოხტა მათე, მეც მასთან ერთად
-მათე არ გინდა!
სამი შეიარაღებული კაცი დაგვადგა თავს
-მათე! ჩვენთვის რამის დაშავება რომ უნდოდეთ აქამდე დაგვიშავებდნენ, დაწყნარდი
-დაუჯერე, ჭკვიანურს გეუბნება!
წინ წავედი, წინ უფროსი მიდიოდა, შუაში ჩვენ, ბოლოში კი კიდევ ერთი იარაღიანი.
კიბეებზე ნელა ავდიოდით, უკან მყოფმა ლაპარაკი დაიწყო
-გოგოებო, მდიდრები ხართ?
-არც ისე - უპასუხა წითელთმიანმა, ხუჭუჭა გოგომ.
-ერთმანეთს იცნობთ?
-შორიდან - ალაპარაკდა მეორე ქერა, რომელიც შიშისგან ალბათ ყველაფერს გააკეთებდა
-შენ რატო ხარ ჩუმად? - მისკენ არც გამიხედავს, უპასუხოდ დავტოვე
-ეს უეჭველი მდიდარია, ისეტი კუდაბზიკაა - ზურგზა ოდნავ მომადო იარაღი
-შეეშვი! - შეუღრინა უფროსმა. შენიშვნა აშკარად არ ესიამოვნა, მაგრამ ცოტახნით გაჩუმდა. თავი ისევ სამზარეულოში ამოვყავი
-აბა თქვენი იცით და თქვენმა ქალობამ, შენ საგმირო საქმეები უფრო გიყვარს ვიცი მაგრამ, სენდვიჩის გაკეთება შეგხვდა ამაღამ წილად
-რამდენიც ხართ იმდენი გააკეთეთ
-ხუმრობ არა? - მივუბრუნდი „ბოსს“ ვიგრძენი როგორ გაეღიმა ნიღბის შიგნითაც. დრო ვიხელთე და მის თვალებს დავაკვირდი. არა, ასე ვერ ვცნობდი. ხელთათმანები რაღაზე ეკეთა? მეორეს შევხედე იმას შისველი ხელები ჰქონდა.
-ნუ მაშტერდები! საქმეს შეუდექი - გამოსცრა კბილებში
ამდენი საჭმელი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად აღებული არ გამიკეთებია. პურს წვრილად ვჭრიდიტ რომ ბევრი გამოსულიყო. გაგვაფრთხილეს ასე მოვქცეულიყავით, რადგან არ იცოდნენ ეს რამდენ ხანს გასტანდა, თუ დიდხანს გაგრძელდებოდა საკვების მოცემას შეწყვეტდნენ რომ მათ ჰყოფნიდათ და ეს ყველაფრი პოლიციის ბრალი იქნებოდა.
-ყველა ზიზღის თვალით მიყურებს - უცებ ამოხეთქა წითურმა და ტირილი დაიწყო
-რაა? რატომ?! - კითხა მეორე ქერამ
-აქ მამაჩემის გამო ვარ, მე რომ მინისტრის შვილი არ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა.
-სისულელეს ამბობ, ეს ყველა შემთხვევაში მოხდებოდა, აქ თუარა სხვაგან მაინც! არავინ გიყურებს ზიზღიანი თვალებით - ჩავერიე საუბარში მეც და ცრემლების მოსამშრალებლად სალფეთქი მივაწიდე
-ასე ფიქრობ?
-რა თქმა უნდა! შენ არაფერ შუაში ხარ - ნაზად გადავუსვი ხელი თავზე
-გული ამიჩუყდაა - წაიღიღინა იქვე მჯდომმა ერთ-ერთმა.
საქმეს ერთ საათში მოვრცით, დაბლა ჩასულებს საოცარი სანახაობა დაგვხვდა. დიდი ეკრანი დარბაზის შუაში გადმოეტანათ, ისე რომ ყველას დაგვენახა.
-ეს შეშლილები ფილმის საყურებლად ემზადებიან
-რა? - ვერ გავიგე რას ამბობდნენ
-ხო, მოიწყინეთ და ცოტა გავერთოთო. თქვენ სად იყავით?
-ყველასთვის სენდვიჩები გაგვაკეთებინეს
ვერავინ ვერ ვხვდებოდით, გვეხუმრებოდნენ თუ მართლა აპირებდნენ ასე მშვიდად ფილმის ჩვენებას. სენდვიჩები ჩამოატარეს და მართლაც! ფილმი ჩართეს.
ჯერ შოკირებულები ვადევნებდით თვქლს მათ საქციელს, ჯერ ერთმა ბავშვმა ჩაკბიჩა მოშიებულმა სენდვიჩს ლუკმა, შემდეგ მეორე მიყვა. ბოლოს ყველანი გემრიელად
შევექცეოდით საჭმელს და ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდით. დაძაბულობა სადღაც გაქრა, ცოტათი ყველა მოდუნდა. მხოლოდ მე ვცქმუტავდი ადგილზე, მზერას კუთხეში მდგომ უფროსზე ვაპარებდი რომელიც რაღაცაზე მშვიდად ბჭობდა ერთ-ერთთან.
ფილმი მორჩა, დამშვიდებული ხალხი რეალობას დაუბრუნდა. ვეღარ გაერკვიათ თავი რა შარში გაყვეს და საერთოდ რა ხდებოდა მათ თავებს.
-ახლა კი, ძილის დროა!
მონიტორი უკან გაახრიგინეს, სამი თავზე დაგვდგომოდა იარაღით ხელში. ალბათ ღამე სადარაჯოდ ეგ დარჩებოდა.
სიჩუმეში ტელეფონის ზარის ხმა გავიგე, ნახევარ ხალხს ეძინა. მეორე ნახევარი, კი ჩემსავით თვალებდაჭყეტილი ისმენდა ზარის ხმას. უფროსი და მეორე სხვაგან გავიდნენ.
-ნეტა რა უნდათ?
-ფული. - ვუპასუხე ბავშვებს
-თქვენ იმალებოდით ხო? ძალიან მაგარი გოგო ხარ ადამიანის სიცოცხლე იხსენი - მითხრა ერთ-ერთმა ჩუმად
-ვიმალებოდი. სანამ ფულს არ მისცემენ აქედან არ გაგვიშვებენ
-რამდენს ითხოვენ? -ჩამეკითხა მოკლეთმიანი გოგო
-არ ვიცი.
-უკაცრავად, შეიძლება საპირფარეშოში გავიდე? -ვთხოვე იარაღიანს
-არა!
-ძალიან გთხოვთ! მეტს ვეღარ მოვითმენ
-რას აპირებ? -ჩამეკითხა მათე სწრაფად
-იქნებ რამე გავიგო.
-კარგი წამოდი! ეი მოდი აქ მიხედე ამათ! -უყვირა ოდნავ შორს მდგომ მძარცველს
იმ ოთახისკენ წავედით სადაც ლაპარაკობდნენ. ღია კარიდან ყური მოვკარი რამოდენიმე სიტყვას
-თანხის ნახევარს მოგვაწვდით და მძევლების უმეტესობას გამოვუშვებთ! -მტკიცედ ლაპარაკობდა ნაცნობი ხმა ყურმილში.
-ფეხი გაადგი! - იარაღით მიჯიკა წინ წავსულიყავი.
გაგვიშვებდნენ? ნუთუ აქედან გავაღწევდი? გული სიხარულით ამევსო. უკან დაბრუნებულმა ყველას მოვუყევი რაც გავიგე. ბავშვები მოუტმენლობისგან ცქმუტავდნენ.
მესამე დილა გათენდა, უმრავლესობას ეძინა, გულში იმედით რომ დღეს აქაურობას თავს დააღწევდნენ. დარბაზში ერთი დიდი ჩანთით შემოვიდა მძარცველი.
-ადექით!- იყვირა ხმამაღლა.
-დაჭრილები წინ - განაგრძო ბრძანების გაცემა „უფროსმა“. რამოდენიმე ადამიანი ნაბიჯით წინ გავიდა.
-შენ მარჟვნივ გადადი - მიმართა წითურ გოგოს. დაბნეულმა შემომხედა
-ნუ გეშინია - ვუჩურჩულე ხმადაბლა, ბრძანებას დაემორჩილა
-ყველა ბიჭი წინ, დაჭრილების მხარეს
ხმაურით გადაინაცვლეს წინ. მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა, მძევლად გოგოებს იტოვებდნენ, ბიჭებს კი თავიდან იცილებდნენ რადგან ზედმეტი ძალა და შეჯახება არ აწყობდათ.
-ახლა, წითურის გვერდიდან გადათვალეთ, ყოველი მეორე მას მიუდგება გვერდით.
დამფრთხალი გოგოები უცნაურად უყურებდნენ ერთმანეთს, არავის არ უნდოდა ამის გაკეთება. ყოველი მეორე აქ რჩებოდა. ვეცადე გამომეთვალა, სანამ გონებაში ტვლა დავიწყე მძარცველმა დამასწრო. თვლის ხმა ყურში ზარივით ჩამესმოდა
-მეორე! - შემომხედა მე. სიცხის ტალღამ დამიარა სხეულში, ფეხები ამიკანკალდა
-გადადი! - მიყვირა ხმამაღლა
-მე დავრჩები! - მათე ჩემს გვერდით დადგა
-ამან უკვე თავი მომაბეზრა, რა ვქნა? -შეხედა ერთ-ერთმა უფროსს, მან ოდნავ დაუქნია თავი. წამის მეასედში, ვერც მოვასწარი თავის გატრიალება მისკენ, იარარი ჩაარტყა და გათიშა
-არა! -მისკენ დავიხარე
-შენც იგივე მოგელის! დროზე გადადი!
-ცხოველო! მოკალი!! - ვყვიროდი ხმამაღლა, ცრემლები ვეღარ შევიკავე.
-არ მოკვდება! გადაიყვანეთ! - ვიღაცამ ხელი დამავლო.
-წამოაყენეთ! -უბრძანა მეორემ სხვა მძევლებს. გატიშული მათეს ორმა მძევალმა ამოსდო მხარსი ხელი და წამოაყენა.
-მოდი ჩემთან - მიბრძანა უფროსმა, მივუახლოვდი. იგივე გააკეტეს სხვებმაც. დარჩენილებთან ერთი მძარცველი დარჩა, დანარჩენმა ხუთმა კი წინ გაგვიყვანა. ხალხის ტალღა სწრაფი ნაბიჯებით მიიკვლევდა გასასვლელისკენ გზას.
-ერთი ზედმეტი მოძრაობა და გესვრით! -ღრიალებდა უკნიდან ყველაზე საზიზღარი.
გასასვლელ, ღია დარბაზში შევაბიჯეთ და გაოგნებულმა მოვავლე თვალი, ზღვა ხალხს რომელიც გარეთ გველოდა. ჟურნალისტები კამერებიანად ელვისსისწრაფით დარბოდნენ წინ და უკან.პოლიციელებს შენობისტვის ალყა შემოერტყათ. გამტაცებლების უფროსმა წელზე ძლიერად მომხვია ხელი და იარაღი მომადო, მეორე კი ყელზე მომხვია. დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეს. თითქოს დრო გაჩერდა, გაიყინა. თითოეული ადამიანის სუნთქვა ჩამესმოდა ყურებში.
ნაბიჯების ხმა სიჩუმეში ხმამაღლა ისმოდა, დახუჭული თვალები გავახილე. ოთარი! უზარმაზარი, ორი შავი ჩანთით ხელში შემოვიდა შიგნით
-ხელები ასწიე! - ზიზღნარევი ხმით უბრძანა ჩემს უკან მდგომმა ჯანელიძეს.
ოთარი მის ნებას დაჰყვა, საშინლად მშვიდი და ცივი გამომეტყველება ჰქონდა. ფეხზე დგომა არ შემეძლო, ისე მინდოდა მისკენ გავქანებულიყავი. სუნთქვა მეკვროდა, ვიცოდი განგებ არ მიყურებოდა რომ საღიდან სიმშვიდე არ გაჰქრობოდა, საქმე ჩემში არ იყო, ამდენი ადამიანის თავისუფლება მასზე იყო დამოკიდებული. ვუყურებდი და გული მიკვდებოდა ისე მინდოდა შეხება.
-მე ოთარ ჯანელიძე ვარ, თქვენი ფული ჩანთაში მიდევს
-სახელი არავის უკითხავს, ფული სრულადაა?! - ისევ ზიზღით სავსე ხმით იკითხა
-კი, სრულადაა. ცეცხლს არავინ გაგიხსნით! იქნებ ეგ იარაღები მძევლებისთვის მოგეშორებინათ? ნაბიჯი წინ გადმოდგა ხელებაწეულმა ოთარმა
-ადგილზე დარჩი! -ხელი უფრო მარად მომხვია გამტაცებელმა
-ფული გამოართვი! - უბრძანა ერთ-ერთს. ოთარს მიუახლოვდა და სავსე ჩანთები გამოართვა. ჯანელიძემ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და თვალები შემომანათა, ვეცადე მაგარი გოგოს სახით დავხვედროდი და ცრემლი არ გადმომეგდო. ვიცოდი საშინლად ნერვიულობდა, ვიცოდი ყველაფერს მისცემდა ოღონდ ახლა ის ყოფილიყო ჩემს მაგივრად. ეს ყველაფერი მის მზერაში ამოვიკითხე, მტკიცე და ცივი თვალები მაშინვე შეეცვალა. სასოწარკვეთილმა მომავლო მზერა, მივხვდი ეშინოდა. პირველად ვნახე ადამიანის თვალებში ჩემი დაკარგვის ასეთი შიში.
-მიყვარხარ - პირის მოძრაობით, უხმოდ ვუთხარი. ხელები მომუშტა და მზერით ისევ გამტეცებლისკენ გადაინაცვლა.
-ესენიც გაუშვი, ხომ ხედავთ თქვენს თხოვნებს ვასრულებთ
-ამაზე არ შევთანხმებულვართ!
-ხოდა ახლა შევთანხმდეთ
-ან აქედან გახვალ, ან ამათაც არ გამოვუშვებ - გამოსცრა კბილებში გამტაცებელმა
თვალებით ვანიშნე წასულიყო, ადგილიდან არ იძვროდა
-სამამდე ვითვლი. აქედან ან მარტო გახვალ ან ხალხთან ერთად თუ დროულად იმოქმედებ!
-წადი! - ვთხოვე ხმადაბლა, ძლიერმა ხელმა ყელზე საშინლად მომიჭირა
-გაჩუმდი! - შემომიღრინა.
-ერთი! ორი! ... -ხალხი პანიკაში ჩავარდა, ყველა ჯანელიძეს მიშტერებოდა. ალბათ მისი ტვინი ერთს ამბობდა გული კი უფლებას არ აძლევდა დავეტოვებინე. ბოლოს იმან გაიმარჯვა რაც მასში მიყვარდა, გონებამ. გასასვლელი კარი გააღო და ხალხს გაუძღვა. პოლიციელებს სწრაფად გაჰყავდათ მძევლები გარეთ, ხალხის ყიჟინის და აპლოდისმენტების ხმა უფრო ძლიერდებოდა. როგორც კი გარეთ სვლა დაიწყეს, მაშინვე მივეფარეთ თვალს.
განადგურებული, უღონოდ დავეცი იატაკზე და ვეცადე სიმწრისგან წამოსული ცრემლები როგორმე შემეკავებინა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Yvela ertad cavikitxe axlaa. Zalian magaria. Ishviati personaji gyavs. Tagacnairi gogoa. Martosuli. Vfiqrob siyvaruli aklia da sakutari adgilis povnas cdilobs. Iset adgilas gatishee. Moutmenlad veli gagrzelebass. Chveulebriv dinamiut moqmedebebsac ksimzafris feri dayvebaa.yochagg

 


№2 სტუმარი Marimari

Mec momwons, sxvanairi istoriaa:-) am gogos mgoni gaoreba chirs da ver xdeba jer, tyupiscalic sheidzleba yavdes ise ro ar icodes, magram me ufro gaoreba mgonia an raime fsiqologiuri tramva romelic ragac mogonebebs blokavs. :-) warmatebebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

რა კარგად წერ, გამართულად, სხვანაირად...
მეხუთე თავს ვკითხულობ უკვე და რომ მგონია რეალობას ვკითხულობ, უცებ გამოგონილი მგონია და პირიქით :).

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

რა საინტერესოა ახლა ეავიკითხე ყველა ერთად და მომეწონა არ ქვია ისე მომეწონა ტოდის დადებ შემდეგ თავს იმედია მალე

 


№5  offline წევრი keti_one

მადლობა blush მალე იქნება ბოლო თავიც. :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია სევდიანი.მარტო სული მაინც ვერ ჩავწვდი ამ გოგოს ხასიათს უყვარს მაგრ თავისუფლების დაკარგვის ეშინია,გმირიბაკი გამოსდის.ოთარი

შემეცოდა ძალიან ველოდები შემდეგ თავს წარმატებები მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent