შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი თვალების მეგობარი


12-11-2020, 15:07
ავტორი kaaatiushaaa
ნანახია 1 139

თავი 1
როდესაც საოპერაციო ოთახის კარები იხურება და განურჩევლად ყველა, იმედის და სიამაყის თვალებით შესქცერის ქირურგს, საუკუნოდ იწელება სულ რაღაც ერთი წამი.. წამი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ყველაფერს... ერთ შანსს, იმედებს ან შესაძლოა იმედგაცრუებასაც, სიძლიერეს და ამავდროულად უდიდეს სისუსტეს, სიამაყეს და მეორე მხრივ შიშს... ამ წამის შემდეგ ახალი ბრძოლა იწყება.. ისევ და ისევ ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ.. წრფელი ემოციით და მარჯვე ხელებით სულ ახალ ომში ერთვები და სანამ გულმხურვალე და თვალებანთებული საბოლოო წერტილს არ მიუახლოვდები ვერც აცნობიერებ რომ რამდენიმე საათით სამყარო ზუსტად შენს გარშემო ტრიალებს.. რომ აქ სრულიად მარტო ხარ და სასწაულის მომსწრე და თანამონაწილე ხარ... მხოლოდ ერთი მიზანი გიტრიალებს თავში–ამ ერთხელაც გავიმარჯვო..

და ზუსტად მაშინ, როდესაც ბოლო ნაკერს დაადებ, როდესაც ხვდები, რომ მოგებული ისევ შენ ხარ .. იმ საუკუნო დუმილს, იმ ერთ წამს უერთდება ახალი ემოცია... ეს უკვე სიხარულის და გამარჯვების წამებია .. კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეზე, კიდევ ერთ იმედით სავსე თვალებზე და იმ გრძნობაზე მეტი, რომ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიგიძღვის , რა უნდა იყოს..

სიამაყის გრძნობა მძაფრდება იმით, რომ როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ შეასრულე პირობა. მიეცი იმ ადამიანს სიცოცხლე, რომელმაც ხელი გამოგიწოდა და მთლიანად მიგენდო...

...ვუყურებ, როგორ აქვს მის მშვენიერ ტუჩებს ჩაჩრილი ჟანგბადის მილი, ვუყურებ და ვიტანჯები.. ათასობით ადამიანი მინახავს ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ის გამონაკლისია, ის ყველაზე მეტად იმსახურებს სიცოცხლეს... საუკუნოდ იწელება წამები მის მოლოდინში. მიუხედავად იმისა, რომ მისი პალატის კარს იქით კიდევ უამრავი ადამიანი მელოდება, მე მაინც გაუნძრევლად საათებია ვიცდი მის საწოლთან.. არ ვიცი რატომ?!..ალბათ იმიტომ, რომ მას აქვს რაღაც სხვა, რაღაც ისეთი რაც სხვას არ გააჩნია...ისევ ვზივარ სრულიად უცხო ადამიანის საწოლთან და ველოდები მას. მას, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია ამ წამს!

სწრაფ ძილში ჩაფლულს მაღვიძებს კარის ხმა, რომელშიც მორიგე ექთანი გავიდა. ჩაძინებულს ჩემი ხელი მაგრად ჩაუჭიდავს და მთლიანად ჩემზე იყო მოტმასნილი. ჩემს მოძრაობაზე თითქოს ისიც ირხევა, გარედანაც იგრძნობა მისი თვალების მოძრაობა ქუთუთოების ქვეშ, ნელ-ნელა მისი წამწამები ერთმანეთს შორდება და ისევ ერწყმის. ის ძალას ატანს თავს, ხელში ვგრძნობ, როგორ ეძაბება მთელი სხეული, ის ძლივს თვალებს ახელს და პირველივე მზერას ჩემსკენ მომართავს მისი თაფლისფერი თვალები. მილისგან განთავისუფლებული გამომშრალი ტუჩები დუმს, მაგრამ მისი თვალები თითქოს არ ჩუმდება. გამოვფხიზლდი ამ "არ ვიცი რა არის" გრძნობიდან და ჩემი მოვალეობის შესრულებას ვიწყებ. წნევა ნორმაშია, გულის ცემა აჩქარებული, სუნთქვა კი გახშირებული რაშიც საშიში არაფერია...პალატის კარის ხმაზე ვიხედები და წინ მეჩრება, მისი ოჯახი. ჩემი დანახვისას მათ სახეებზე გაკვირვება და შიში აღიბეჭდება, ქალი ჩემსკენ ნელი ნაბიჯით მოდის, თან თვალებით მთხოვს, რომ ცუდი არაფერი ვუთხრა.
საოპერაციო ოთახის კარებიდან გამოსულს კიდევ ერთი ომის ველი გელოდება წინ. პაციენტის ოჯახი, ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ რა მოხდა იმ კარს მიღმა, როგორ წარიმართა მდგომარეობა, რა გადაიტანე შენ და რისი გადატანა მოუწია მათ ახლობელს. აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ, და სვავენ მხოლოდ ერთ კითხვას "გადარჩება?".



№1  offline წევრი OKI ME

ჰოო, საინტერესო დასაწყისია. იმედია გააგრძელებ. ❤️❤️❤️ ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ისტორია ❣️❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

საუკეთესო ხარ, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს????????????

 


№3 სტუმარი Tako

გაგრძელებას ველი????❤️❤️❤️ უმაგრესია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent