შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One snowy day(1)


12-11-2020, 21:53
ავტორი It’s olivia
ნანახია 775

One snowy day(1)
დათოვლილ ბილიკს მივუყვებოდი და თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა. ჯანდაბა... ჯანდაბა ისევ მისი სახე გამახსენდა, მორჩი მასზე ფიქრს, ჩემს თავს ყოველ წუთს ამას ვუმეორებდი, არ გამომდის ჯანდაბა,ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე რომ უკვე ბინის წინ ვიდექი. კარები გავაღე და სითბოს ის ტალღა რომელიც პირდაპირ სახეში მომხდა საშინლად მესიამოვნა, ქურთუკი და ჩანთა თავის ადგილას მოვათავსე და სამზარეულოში გავედი, ისე მშიოდა რომ არაფრის მომზადების თავი არ მქონდა, მაცივარში კი როგორც აღმოჩნდა სალათა მქონდა, ასე ძალიან მგონი არასდროს გამხარებია სალათის დანახვა, მაგიდასთან მოვთავსდი და სოციალურ ქსელები გადავამოწმე, რათქმაუნდა ეკატერინეს აფეთქებული ქონდა ტელეფონი, მივხვდი რომ ისევ რაღაც მოხდა და დავურეკე.
-მადლობა ღმერთს შენი გამოვენისთვის.-თვალები აატრიალა.
-რა მოხდა? მეზარება იმდენი შეტყობინების წაკითხვა მომიყევი.-პირგამოტენილმა ვუთხარი.
-შენ ის იკითხე რა აღარ ხდება.-სიმწრის სიცილი ქონდა.-ათ წუთში შენთან ვიქნები და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.
-კარგი მალე თორე ინტერესით ვკვდები, იმედია გასალანძღი არ იქნები.-გავეკრიჭა კამერაში.
-მაგის იმედი ნუ გექნება.-ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
-ოხ ეკო ეკო.-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
მოდით სანამ ჩემი დაქალი მოვა,მანამდე ჩემს შესახებ მოგიყვებით. მე ვარ ეკატერინე მამარდაშვილი 19 წლის, ამჟამად თბილისში ვცოხვრობ თუმცა წარმოშობით იმერეთიდან ვარ, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვსწავლობ ინგლისურენოვან მენეჯმენტზე SEU_ში. სხვა რაამებს კი თანდათან შეიტყობთ. უი და იმის თქმა დამავიწყდა რომ ეკატერინე მიმინოშვილი ჩემის ბავშვობის დაქალია აი წეხან რომ ველაპარაკებოდი.
-ეკო ერთი ჭიქა წყალი მინდა დროზე.-გულამოვარდნილი შემოვიდა და მდივანზე მიესვენა.
-რა მოხდა?-სამზარეულოდან ჭიქით გამოვედი.
-ამომასუნთქე ერთ წუთს.-ძლივს მოსულიერდა და მოყოლა დაიწყო.-ხო იცი ჩემი ახალი მეზობლები ეგენი მგონი მიდიან მაგრამ ახლა მაგას ვინ დაეძებს, ჯერ რაღაც უნდა მოგიყვე თორე ვერ გაიგებ ისე.-კიდევ მოსვლა წყალი.
-მალე მალე მოვკვი ინტერესით.-ვეღარ ვითმენდი უკვე.
-გუშინ ღამე იმ ვაჟბატონის ინსტაგრამზე შევედი და მერე მესიჯებში, არაფრის მიწერას არ ვაპირებდი ჩემი ჭკუით მაგრამ რაღაცამ წამომიარა და წერტილები მივწერე და მაშინვე წავშალე, ანუ რო შლი ესემესი ხო აღარ მიდის და მეთქი ჯანდაბას მაინც ხო ვერ გაიგებსთქო და იმ დღეს მეტი არაფერი. ახლა კი დღეს რა მოხდა, მე ხომ დღეს დასვენების დღე მქონდა ხოდა სახლში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი, თან შენ გელოდებოდი როდის მოხვიდოდი. შენთან რომ მოვდიოდი სადარბაზოში გიგი შემხვდა და მომესალმა, გარეთ კი კატო დავინახე და მასთან მივდიოდი მაგრამ მოულოდნელად ვინ გამოხტებოდა თუ არა ბატონი ნადა, კედელი ეფარებოდა და არ ჩანდა, არც კი მიმიქცევია ყურადღება პირდაპირ კატოსთან მივედი, მეთქი დავემშვიდობებითქო, წამოსვლას ვაპირებდი და ნადა უცებ ჩემკენ გამოიწია და მკითხა:-გუშინ რამე მომწერეო?-ამის გაგონებაზე ხო ყველანაირმა ფერმა გადამიარა სახეზე, რა სისულელე ვუპასუხე იცი? ხელი დამეჭირათქო, ეს როგორ ვუთხარი ღმერთო რა დებილი ვარ, მაშინვე წამოვედი არაფრის თქმა არ დავაცადე და ბოლოს კულმინაციის დროც დადგა, შენს ბინასთან ვიყავი თავში დამკრა რაღაცამ ტელეფონი ამოვიღე და იმის ჩათი გავხსენი და რა სისულელე ჩავიდინე. -ხელი არ დამეჭირა სხვა რამის თქმას ვაპირებდითქო.-აი ასე მივწერე, მალევე დამსინა და არაფერი აღარ მოუწერია და მე მაშივნე დავბლოკე, ღმერთო რა სირცხვილი ვჭამეე, რა საშინელებააა, ვერასდროს ვეღარ შევხედავ მაგას თვალებში, ნეტა საერთოდ წავიდეს აქედან.
-ახლა მართლა არ ვიცი რა გითხრა, რომ გეჩხუბო რა აზრი აქვს, მაინც ვერ გამოვასწორებ მდგომარეობას, შენით ალბათ ხვდები რასაც ვფიქრობ, ერთი გამოსავალი ისაა რომ ჭკუა უნდა ისწავლო მაგ შეცდომაზე, თანაც დიდ შეცდომაზე.
-მართლა არ ვიცი რა ჯანდაბა მეტაკა, ეშმაკი შემიჩდა მგონი, პატარა ბავშვივით მოვიქეცი ამხელა გოგო, რა სულელი ვარ.-ლაპარაკს არ წყვეტდა.
-კაი ახლა დამშვიდი და მაგაზე აღარ იფიქრო, თორო უარესია.-ვეცადე დამემშვიდებინა.-ანუ გიგი და მისი ცოლი წავიდნენ?
-როგორც ჩანს ყველაფერი მიქონდათ, ისე ძაან მომენატრებიან, პატარა კატო მომენატრება ძალიან.-გულდაწყვეტილმა მითხრა.
-კატოზე მეც მწყდება გული, რა მეზობლები წაგივიდნენ, ნეტა შემდეგი ვინ იქნება.-სიცილით ვუთხარი და სამზარეულოში გავედით.
-დღეს მარტო ხარ?-სკამი გამოწია და ჩამოჯდა.
-კი ჩემები არ იქნებიან და შეგიძლია დარჩე.
-რათქმაუნდა.-გამეკრიჭა და ტკბილეულს მიადგა.-შენთან რა ხდება?
-არაფერი ისეთი კარგი დღე იყო.
-ნუ გამოიშტერებ თავს იმასთან რა ხდებათქო.-თვალები აატრიალა.
-კარგი დღე იყოთქო ხომ გითხარი ესეიგი რაღაცეები მაქვს მოსაყოლი.-სიცილით შევხედე.
-ეს უკვე საინტერესოა.-ეშმაკურად გამიღიმა.
-მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ სხვა მოსწონს და მე არაფერ შუაში ვარ, თეო მოვა ცოტახანში და ისიც მომეხმარება მოყოლაში.-ჩაიდანი დავადგი.-ყავას დალევ?
-ჩაი მირჩევნია.-ტელეფონიდან ამოყო თავი.
-კარგი მიდი დაურეკე თეოს რას შვება ამდენ ხანს, თან კითხე ყაბა უნდა თუ ჩაი?-თან ბლინების მასალას ვაკეთებდი.
-ოქეი ეკოო.
ცოტახანში სამივე მისაღებში ვიყავით და “ვთათბირობდით”.
-კაიი რაა და ამის მერე კიდე იმას ამბობ რო სხვა მოსწონს?-გაბრაზებულია სახით შემომხედა ეკატერინემ.
-აუ კაით მართლა მადებილებთ ახლა თქვნე? სხვა გოგოზე მეუბნება რომ მოსწონს და მე რანაირად...-სიტყვა არ დამამთავრებინა თეომ.
-მოიცა მე ვიტყვი რაღაცას ჩემი აზრით შენს მიმართ გულგრილი არ არის იმას არ გეუბნები გიჟივითაა შეყვარებულითქო მაგრამ აშკარაა რომ რაღაც გრძნობა აქვს, შენი ტიპაჟი ასე თუ ისე იცის და ფიქრობს რომ გამოგიტყდეს უარს მიიღებს შენგან და იმ მეგობრობის გაფუჭებისიც ეშინია რაც ახლა გაქვთ, იმ გოგოს რაც შეეხება, იმასთან ახალი დამყარებული აქვს ურთიერთობა და მასზე გადაერთო ახლა, თანაც დამიანე ისეთი ტიპია რომ არამგონა მაგ გოგოსთან რამე გამოუვიდეს. მე ასე ვფიქრობ მაგრამ რამე იმედებიც არ მინდა გქონდეს ბოლოს რომ მართლაც და არაფერი მოხდეს იმედგაცრუებული არ მინდა დარჩე.-სერიოზული სახით ლაპარაკობდა თეო.
-ვერ შევედავები.-ხელები მაღლა აწია ეკომ.
-აი არ ვიცი და არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი უკვე ძალიან დავიღალე, არც მაგაზე ფიქრი მინდა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ რა.-უკმაყოფილო სახით ვთქვი.
-ჰო მართალი ხარ, მოდით რამე ფილმს ვუყუროთ.-თეო წამოხტა ფეხზე.
-კაი აზრია.-ჩვენც დავეთანხმეთ.
საღამომ კარგად ჩაირა, ბევრი ვილაპარკეთ და ძველი ამბები გავიხსენეთ, თეოც გავაცილეთ სახლში და ბოლოს დასაძინებლად წავედით.



№1  offline წევრი OKI ME

საინტერესოა დასაწყისი ჩანს.❤️❤️❤️ იმედია გააგრძელებ და გაგრძელებაც საინტერესო ექნება ❣️❣️

 


№2  offline წევრი It’s olivia

Megioki
საინტერესოა დასაწყისი ჩანს.❤️❤️❤️ იმედია გააგრძელებ და გაგრძელებაც საინტერესო ექნება ❣️❣️

კი კი აუცილებლად გავაგრძელებ, ვეცდები მალე დავდო❣️

 


№3  offline წევრი OKI ME

აბა მაშინ წარმატებები ❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი It’s olivia

Megioki
აბა მაშინ წარმატებები ❤️❤️❤️❤️

მადლობა შენც ასევე❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent