შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” 5 თავი


13-11-2020, 20:38
ავტორი mancho1
ნანახია 889

სანდრო წავიდა და დრო მოვიდა დავუბრუნდე ჩემს კოშმარულ რეალობას.
გონებაში მომხდარს ვიაზრებ, როგორი მზრუნველი და თბილია ჩემს მიმართ,მისი სიტყვები... მგონი ისიც გრძნობს რაღაც ამოუცნობს.
მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ. მობილური გავთიშე და ვეცადე სიმშვიდე მომეპოვებინა. ჩემი საყვარელი სერიალი ჩავრთე და მთელი დღე მას მივუძღვენი. საღამოს ანუკი მოვიდა. დაღლილი და მოთენთილი იყო, თუმცა ჩემთან ჩხუბის ენერგია მაინც ჰქონდა შემორჩენილი.
ბევრი ბუზღუნის შემდეგ მითხრა:
-ღმერთს მადლობა მოუხადე რომ ახლა ძალიან დაღლილი ვარ და სათანადოთ ვერ გეჩხუბე.-ო
გაბუტული სახით ოთახში გაიქცა და კარი მიიჯახუნა, მე კი მეორე ოთახიდან გავძახე:
“-ძილინების ანჩოოო”
ალბათ გონებაში მკლავს, დარწმუნებული ვარ ძალიან ინერვიულა, თუმცა გამოსწორებას შევძლებ.
ტელეფონი ჩავრთე რადგან სანდროსთვის მიმეწერა.
ჩავრთე თუ არა ათასი შეტყობინება ერთად მოვიდა. განწყობის გაფუჭება არ მინდოდა, ამიტომ დროებით თავი შევიკავე უცნობის ესემესების გახსნისგან.
წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და დავწექი.
თვალები დავხუჭე თუ არა ყველა საშინელი ფიქრი ერთად წამოიშალა გონებაში. ძალიან მეშინია, აღარ მინდა ასე ცხოვრება. ძველი რუტინული და მოსაწყენი ცხოვრება მენატრება.
დიდხანს ვიბორგე საწოლში მოუსვენრად, ძილი ვერ მოვიკარე. ავდექი, ფანჯარა გავაღე და ქალაქის ჰაერი ჩავისუნთქე. ცოტახნით თვალები დავხუჭე და ვეცადე სიმშვიდე მომეპოვებინა, თუმცა ასეთ მომენტებს ყოველთვის გრძნობს მანიაკი და მოსვენებას არ მაცლის. ესემესი მოვიდა.
“-მთელი დღე არ ჩანხარ, ეს კარგი არ არის.”
“-ამას გაპატიებ, მაგრამ მეორე დავალების შესრულების დროა!”

დავალება 2
ღამის ორის ნახევარი

“-იქიდან გამომდინარე რომ წინა დავალება გემარტივა, ვეცდები გაგირთულო”
“-სააბაზონოში შედი!”
მიბრძანებს მენტორი.
“-რაიმე ბასრი საგანი აიღე”
“-ავიღე!”
ჩემი პასუხებიც კონკრეტულია.
“-კარგი. ახლა მაისური გაიხადე.”
ძალიან ვიძაბები, ვგრძნობ საშინელება უნდა გამაკეთებინოს. მაისური გავიხადე და მის მითითებას დაველოდე.
“-ლავიწის ძვალზე, ბასრი საგნით ამოიტვიფრე Whale-ვეშაპი”
მის სურვილს უსიტყვოდ დავემორჩილე. სარკის წინ რამდენიმე წამს ვუყურე ჩემს გაფითრებულ სახეს, შემდეგ აკანკალებული ხელით ავიღე სამართებელი და პირველი ასო ამოვიტვიფრე “W” თვალებიდან სიმწრის და ტკივილის ცრემლები გადმომცვივდა.
-არაა, არ შემიძლია ვერ შევძებ.
სხეული დაუმორჩულებლად მიკანკალებდა, სახიდან ცრემლები მოვიშორე და განვაგრძე დანარჩენი ოთხი ასოს დაწერა. სისხლი ჩემს ტანზე წვეთებად ჩამოდიოდა, რომელიც ფეხებთან საშინელ “გუბეს” ქმნიდა.
აკანკალებული ხელებით წარწერას ფოტო გადავუღე და გავუგზავნე.
“-ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!”
აბაზანაში ცხელი წყალი მოვუშვი და მოკეცილი დავჯექი წყლის ქვეშ. ტკივილი და უსუსურიბა ერთდროულად მატირებდა. ნეტავ ახლა სანდრო მყავდეს გვერდით, ვიხსენებ მას და მის თბილ ჩახუტებას, მის სურნელს. ის სამყაროში ერთადერთია ვინც ამ კოშმარს მავიწყებს.

დილით საშინლად სველმა გავიღვიძე, მთელს ტანზე ცივი ოფლი მასხამდა. ფიზიკურად ვერ შევძელი ადგომა და ანუკისთვის დახმარების თხოვნა.
ასეთ მდგომარეობაში ვერც სამსახურში წავიდოდი, უნდა დავისვენო. ანუკი ჩემს ოთახში გიჟივით შემოვარდა
-სესიი, ადექი ჩქარა დაგვეძინა.
-ანუკი არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ.
-რა გჭირს? ტუჩებს შიბლზე მადებს და ჩემთან კდება...-სიცხე გაქვს?
-არ ვიცი, მგონი. მიდი შენ მოემზადე და წადი, მივხედავ თავს.
-ახლავე თერმომეტრს მოვიტან.
სასწრაფოდ გამიზომა სიცხე და წამლები მომიმარაგა, ჩაიც მომიმზადა და საახაწლო საჩუქარივით ათას პლედში შემფუთა.
-კარგად ვარ ან, ნუ გეშინია... ვეუბნები აღელვებულ მეგობარს.
-დავურეკავ ეკას და ვეტყვი რომ ვერ მივალ, ასე როგორ დაგტოვო?
საწყლად მიყურებს და ცდილობს გამოსავალი იპოვოს.
-არ არის საჭირო, მართლა. კარგად ვარ, მალე გამივლის გპირდები.
-კარგი მაშინ დამირეკე თუ რამე დაგჭირდება კარგი?
ბოლოს მთანხმდება ყოყმანით და ოთახიდან გადის.
ძალიან ცუდად ვარ, ძვალსა რბილში ერთნაირად ატანს სიცივე. საწოლზე წამოვჯექი და მობილური ავიღე. დედას და სანდროს ნარეკი დამხვდა. რა თქმა უნდა დედას ჩემი მობილურით ვერ დავუკავშირდებოდი, ამიტომ სანდროსთან დარეკვა გადავწყვიტე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს უცნობი ვერაფერს იგებს სანდროს შესახებ, ან იგებს და საგულდაგულოდ მალავს რომ შემდეგ ყველაზე დიდი დარტყმა განახორციელოს.
-სანდრო მირეკავდი? ვეუბნები მაქსიმალურად მშვიდი ტონით.
-ხო სესი, მაინტერესებდა როგორ იყავი. სამსახურში არ ხარ?
-არა, დღეს გადავწყვიტე არ ვიმუშაო
-რატო? რამე მოხდა?
-ისეთი არაფერია, სიცხე მაქვს, მგონი გავცივცდი.
-ოხ სესილია, ოოხ. ჩავიცვამ და გამოვალ ახლავე, რა წამოგიყო? ამოსუნთქვის გარეშე ლაპარაკობს სანდრო
-არა, არ გინდა, ახლა ჩავდივარ, წამლები უნდა ვიყიდო.
-არ გახვიდე, მითხარი რა არის საჭორო და მე ამოგიტან.
-უკვე გავედი... ვუთხარი და გავუთიშე, რა თქმა უნდა მოვატყუე, რადგან ჩემთან არ მოსულიყო და ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე. ეკას დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს სამსახურში არ ვიქნებოდი და სავარაუდოდ არც ხვალ. საუკეთესო კი არა უკვე რიგითი თანამშრომლის ტიტულიც ჩამომეხსნება მალე.
ჭრილობისთვის არაფერი მქონდა, ბინტიც კი. ამიტომ ზემოდან მხოლოდ თბილი ჰუდი გადავიცი და ქურთუკი მოვიხურე. თმა შევისწორე , თეთრი კედები შევიკარი და ქვემოთ ჩავედი.
ჭრილობიდან მომდინარე სითხე მთელ სხეულზე წვეთებად მივლოდა და საშინელ ჟრუანტელს მგვრიდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა და ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა კიდურები.
ყველაზე ახლო აფთიაქში შევედი, ჭრილობისთვის წამლები და სახვევი ვიყიდე. თავბრუ ისე მესხმოდა მეგონა სადაცაა წამაქცევდა. ტროტუარზე ჩაფიქრებული და აფორიაქებული მივაბიჯებდი სანდროს ხმამ რომ გამომაფხიზლა.
-სესი, ჩაჯექი.
მანქანა ტროტუართან მოაჩერა, მე კი ინსტინქტურად უკანა კარი გავაღე და ჩავჯექი.
-კარგად ხარ? სარკიდან მიყურებს და ცდილობს მღელვარება დამალოს.
მანქანას კორპუსებთან აჩერებს, დაფარულ ადგილას და უკანა სავარძელზე გადმოდის.
-სესი რა გჭირს, სიცხე გაქვს?
საოცრად თბილ და ნაზ თითებს კისერზე მისვამს, ცერა თითებით ლოყებზე მეფერება და შემდეგ შუბლზე ნაზი მოძრაობით მკოცნის.
-ძალიან ცხელი ხარ, რატო გამოხვედი, ხომ გითხარი მე მოგიტანდი ყველაფერს. ჯანდაბა არც არაფერი მაქვს რომ მოგახურო... მღელვარებისგან ხელები და ხმა ერთნაირად უკანკალებდა.
-დაწყნარდი მართლა კარგად ვარ... ძლივს გასაგონად ამოვღერღე და ვეცადე ოდნავ გავსწორებულიყავი.
-მოიცადე, ეს რა არის? მეკითხება გაოცებული და მზერა ჩემს ჰუდზე გადააქვს
-რაა? ვეკითხები ისეთი გაოცებული, თითქოს ვერ ვხვდებოდე რას გულისხმობს.
-სესილია მხარზე რა გჭირს! მეკითხება მკაცრად და მღელვარებისგან სუნთქვა უხშირდება
-არაფერია ალბათ გავიოფლე... ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
-დამცინი? მხოლოდ ერთი ადგილი გაქვს სველი, აშკარაა რაღაც გჭირს.
ახლა ჩემს წამლების შეფუთვას სტაცა ხელი, გამწარებულმა ერთნაირად გადმოყარა მანქანის სავარძელზე.
-სახვევები რატო იყიდე თუ არაფერი გჭირს... ხმას უწევს და სახვევს მიჩვენებს.
-ჰუდი აიწიე! მეუბნეა ისე რომ სახეში არც მიყურებს
-რაა? გაოცებისგან პირი ღია მრჩება
-ჰუდი აიწიეთქო! უფრო მტკიცედ მეუბნება და თვალებს მისწორებს
-არ არის საჭორო,
-კარგი! ჩემს ზედას ეჭიდება და ცდილობს ამაწევინოს.
-რას აკეთებ გაგიჟდი? ვცდილობ გავუძალიანდე და ჰუდს მაგრად ვეჭიდები.
-იდიოტო, ხელი გამიშვი, ნუ მეხები. ვუყვირი გამწარებულ სანდროს და ვცდილობ ხელები გავაშვებინო.
-სესილია ჭრილობა მაჩვენე, ნუ მაგიჟებ! უკვე ყვირილზე გადადის, მღელვარებისგან ყელზე და ხელებზე ძარღვები ეჭიმება. ამ დროს საოცრად ლამაზი მეჩვენება და ჩემ და უნებურად ვნებდები.
ჰუდი ავიწიე და სანდროს მოშიშვლებული ბიუსჰალტერიანი მკერდი მორცხვად ვაჩვენე. ლავიწზე ამოტვიფრული წარწერა რომ დაინახა თითქოს ადგილზე გაქვავდა. სახე მთლად გაუთეთრდა და სუნთქვა უარესად გაუხშირდა.
-კმაყოფილი ხარ? ვუთხარი და ჰუდი ჩამოვიწიე.
როგორც იქნა გონს მოვიდა, სახეზე ხელები მგარად აიფარა, შემდეგ თმა აიჩეჩა და ნერვიულად დაიწყო საფეთქლებზე ხელის გულების რტყმა.
-კარგი, წავედი მე. ვუთხარი და კარის სახელურს დავეჭიდე.
უცებ მისი ხელი ჩემს მაჯაზე ვიგრძენი, ძლიერად დამეჭიდა და მისკენ მიმიზიდა.
-ვერსად ვერ წახვალ, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
-არა სანდრო, არანაირი საავადმყოფო! ვუთხარი და ისევ გადასასვლელად მოვემზადე, მან კი კვლავ თავისკენ მიმიზიდა. ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოვიდა და თითქმის ჩურჩულით მითხრა
-სესილია საავადმყოფოში წავალთ ახლა და ექიმი გაგსინჯავს. საშიში არაფერია, შეიძლება ინფექცია შეიჭრა და მაგიტომ გაქვს ახლა სიცხე...
-ვერ წავალთ სანდრო, მაშინ მომიწევს ამის ახსნა მათთვის და პოლიციისთვის...ლამის ტირილით შევჩივლე და სახეზე ხელი ავიფარე.
-ამის ახსნა ჩემთვისაც მოგიწევს... გაცოფებული სახით მიყურებს და ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს...
-ჯანდაბა, აბა რა ვქნათ? უეცრად ისევ გამოდის მდგომარეობიდან და ყვირის.
-არ ვიცი, შენ ნუ ღელავ მივხედავ საკუთარ თავს.
-კარგად ჩანს როგორც უფრთხილდები საკუთარ თავს... ამბობს და სველი ჰუდისკენ მანიშნებს.
-თუ გინდა დაწექი, კომფორტულად მოეწყვე, როგორც უკეთ იგრძნობ თავს...
უკანა სავარძლიდან გადავიდა და საჭეს დაუბრუნდა. მანქანა სასწრაფოდ დაძრა და უცნობი მიმართულებით წავიდა.
-სად მივდივართ?
-ჩემს ბინაში
-მართლა კარგად ვარ, სახლში მიმიყვანე და მოვუვლი თავს, გთხოვ
ხვეწნაზე გადავედი თუმცა ამანაც ვერ იმოქმედა.

მეშვიდე სართულზე ლიფტით ავედი, ძალა გამოცლილი, უღონოდ ვეყრდნობოდი მის ძლიერ მკლავებს, ის კი ზურგიდან მეხუტებოდა და ცდილობდა ჩემი წონასწორობა შეენარჩუნებინა.
ხელი მაგრად ჩამკიდა,გამაგრდიო მანიშნა და ნაზი ამბორი დამიტოვა ხელზე.
იმის მიუხედავად რომ თავბრუ მესხმოდა და გონება დაბინდული მქონდა ოთახის მაქსიმალურ სისუფთავესა და მშვენიერებას მაინც ვგრძნობდი.მისი სურნელი ყველა კუთხე კუნჭულს გამჯდარი ქონდა. ხელი გავუშვი და საწოლზე მძიმედ ჩამოვჯექი.ირგვლივ ყველაფერი ტრიალევდა.არაფრის თქმა შემეძლო,არაფრის გაკეთება.თუმცა თავში ბევრი რამ მიტრიალებდა.სანდრო მომიახლოვდა და ჩემი ქურთუკის გახსნას ეცადა,მე კი მისმა სურნელმა საფეთქლები ამატკია და თავბრუსხვევა გამიმძაფრა.მეგონა სადაცაა გული წამივიდოდა.თუმცა თავი გავიმაგრე და ვეცადე ყურადღება არ მიმექცია ამ მოვლენისთვის.
სადღაც წავიკითხე -მხოლოდ იმ ადამიანის სურნელს შეუძლია გული გაგიჩეროს რომელიც გიყვარსო...ანუ რა გამოდის,სანდრო შემიყვარდა?
არა რა სისულელეა,სანდროს მომხიბვლელობა თავს ვერ დამაკარგვინებს.
ქურთუკის გახდაში დამეხმარა და ჩემთან ერთად ჩუმად ჩამოჯდა საწოლის კიდეზე.
-მიდი, ცხელი წყალი გადაივლე, გიშველის. მე ჩაის მოგიმზადებ.
შემდეგ საწოლიდან ავდექი და აბაზანის კარამდე მიმაცილა.
-აქ დაგელოდები, თუ ცუდად იგრძნობ თავს დამიძახე.
თანხმობის ნიშნად თავი დავხარე და სააბაზანოში შევედი.კონცენრაციის უნარს ვკარგავდი.აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა,სანდროს თვალებზე თუ ჩემს სულელურ საქციელზე,რომელმაც აქამდე მიმიყვანა.
დიდხანს ვიყავი წყლის ქვეშ გარინდული, სანდროს ხმადაბლა დავუძახე რათა გამეგო ისევ კართან იდგა თუ არა.მისი ხმა რომ გავიგე,პირსახოცი მოვიხურე, წყალი გამოვრთე და იქვე დაკიდული ხალათი მოვიცვი.
-კარგად ხარ? მეკითხება და ცდილობს სველი თმა უკან გადამიწიოს.
-კი უკეთესად.
-მოდი ჭრილობა ვნახოთ... ისეთი თბილია მიჭირს წინააღმდეგობა გავუწიო.
საწოლზე ვჯდები, ცივი თითებით გვერდით მიწევს ხალათის კიდეს. ერთ მომენტში თითქოს მხარზე მეფერება და ცოტახანს ასე მტოვებს.
ოთახში დიდი წამლების ყუთი მოიტანა და ჩემს წინ ჩამოდგა. ჯერ ხსნარით გამისუფთავა ჭრილობა, შემდეგ სახვევს რაღაც წამალი წაუსვა და გადახვევა დაიწყო. საოცარ ჟრუანტელს მგვრიდა მისი თითოეული შეხება. ახლა ვხვდები რომ ამ ყველაფრის დამალვა დღითიდღე გამანდგურებს, ჯობს ყველაფერი მოვუყვე. და ვიწყებ საუბარს, ძლივს გასაგონი ტონით.
-შენ რომ შეგხვდი იტალიაში მივდიოდი, რომში გამოკითხვა უნდა ჩამეტარებინა “ლურჯი ვეშაპის შესახებ”.
ამ დროს იძაბება და ჩემს მუხლებთან, იატაკზე ჯდება.
-სამსახურში საუკეთესო თანამშრომელად დამასახელეს და უფლება მომცეს კვლევა საზღვარგარეთ ჩამეტარებინა, ამიტომ უფლება არ მქონდა იქიდან ინფორმაციის გარეშე დავბრუნებულიყავი. როცა ჩავედი გამოკითხვა ჩავატარე თუმცა ვერაფერი გავიგე, ამიტომ ვფქრე თუ გავრისკავდი და თვითონ გამოვცდიდი ამ ყველაფერს კვლევა ძალიან მაგარი გამოვიდოდა.
მზერას არ მაცილებდა. ცივი თითები ჩემს მუხლებზე ელაგა და ინტერესით მაკვირდებოდა.
-შემდეგ?
-შემდეგ თამაში დავიწყე. თავიდან უაზრო დიალოგი გვქონდა, ვხვდებოდი რომ ის ჩემს გაცნობას ცდილობდა, ამიტომ ცრუ ინფორმაციას ვაწვდიდი, არც ის იცოდა რეალურად სად ვმუშაობდი, სად ვცხოვრობდი რას ვსაქმიანობდი და ზოგადად არაფერი იცოდა რეალური ჩემს შესახებ, ყველაფერი მოგონილი. არ ვიცი საიდან, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი გაარკვია, ახლა მხოლოდ შენ და დედა რჩებით უცნობი. ან იცის თქვენ შენსახებ და თქვენით ბოლოს კონტრშეტევას განახორციელებს ჩემს ფსიქოლოგიაზე.
მოკლედ, თავიდან უაზროდ დავიწყეთ, შემდეგ მაშინებდა, უკან დამდევდა და ყველა ჩემს ნაბიჯს აკონტროლებდა, შემდეგ დავალება მომცა, ღამის პირველის ნახევარზე სადღაც ქალაქგარეთ გამიშვა და კორპუსის კედელი მომახატინა, მთელი ღამე ფეხით ვირბინე კილომეტრები და ისე მივაღწიე სახლში. მეორე დავალება მარტო ფსიქოლოგიური კი არა ფიზიკური ტკივილიც იყო. მითხრა რომ სიტყვა “ვეშაპი” ამომეტვიფრა სხეულზე ბასრი საგნით. მე კი აშკარად ძალიან ღრმად მომივიდა.
ასე აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში.
ვიცი რომ სისულელე გავაკეთე, ვიცი ახლა გაბრაზდები, მეჩხუბები მაგრამ მართლა არ მეგინა თუ ეს სერიოზული იყო, თუ მართლა დამიწყებდა ვინმე დევნას ან დამაშინებდა.
ახლა ის დამრჩა რომ ყველა მისი დავალება შევასრულო და დავამთავრო ეს თამაში.
ცოტახანს შოკირებული მისმენდა, შემდეგ წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
-ესემესები აღარ გახსნა. მომეცი ტელეფონი.ამით საერთოდ აღარ ისარგებლო
საშინლად აღელვებული ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა
-ეგ არაფერს ცვლის სანდრო, მითვალთვალებს, ყველა ჩემი ნაბიჯი იცის. რა აზრი აქვს მობილურის მოშორებას
-აქვს სესილია, დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ მობილურით არავის ეკონტაქტო მის გარდა.
-დედას ანუკის ტელეფონით ველაპარაკები და ამიტომ არ იცის მასზე არაფერი... ვთქვი და თითქოს გონება გამინათდა. -ის ჩემს ტელეფონს უსმენს?
-კი შეიძლება უსმენდეს.
-მის შესახებ რაღაც ინფორმაციებს ვაგროვებ, თუ მომკლავს, სამხილებს მაინც დავტოვებ რომ დაიჭირონ ის ნაბი*ვარი.
-ვერაფერს გიზამს, ვერ მოგეკარება.
ჩაფიქრებული ერთ ადგილას არ ჩერდებოდა აქეთ-იქით დადიოდა და საფეთქლებს ხელის გულებით იზელდა.
-ეგ ინფორმაციები მჭირდება, ყველაფერს გავარკვევთ, მაგრამ შენ თამაშს წყვეტ!
-თამაში რომ შევწყვიტო ყველა დაზარალდება.
კარზე კაკუნის ხმამ საუბარი შეგვაწყვეტინა, სახლში ახალგაზრდა გოგო შემოვიდა, სანდროს გადაეხვია და ოთახის კარი გააღო
-სესილია, ეს ლიკა ექიმია, ჩემი დიდი ხნის მეგობარი. შეუძლია რომ დაგეხმაროს.
ლიკა მომიახლოვდა, ჩემს გვერდით დაჯდა ჭრილობის ნახვა მოინდომა, უეცრად ისიც შეკრთა, სახიდან ფერი დაკარგა. სანდროს სთხოვა მეორე ოთახში გასულიყვნენ და ისიც უჩუმრად გაყვა. კარი გაიხურეს და მისაღებში რაღაცას საუბრობდნენ. შიგნით არაფერი მესმოდა, დიდი ინტერესის მიუხედავად ვერ შევძელი კართან მისვლა და მათი მოსმენა.
ლიკა ისევ უკან დაბრუნდა და დამნაშავის სახით შემოყვა სანდროც.
ჭრილობა დამიმუშავა და სახვევები დამადო.
-ახლა უნდა დაისვენო, ცოტა დაიძინე. ინფექცია წავიდა ჭრილობაში, სიცხე ამიტომ გაქვს. ანტიბიოტიკები მოგიტანე, ოთხი დღე უნდა დალიო, დღეში ორჯერ. სახვევებს დილა-საღამო გამოიცვლი. ანტიბიოტიკებს რომ დაამთავრებ კიდევ შეგხედავ.
-დიდი მადლობა, ფაქტობრივად გადამაფჩინეთ. ვუთხარი და გულწრფელად გავუღიმე.
-მე არა, სანდრომ გადაგარჩინა...მანაც გამიღიმა და მეგობრულად მომეხვია
-არ ინერვიულო, მალე გამოკეთდები. მთავარია წამლები მიიღო.
ლიკა გააცილა სანდრომ და ისევ ჩემთან დაბრუნდა.
კარადა გამოაღო და თავისი ტანისამოსი მომაწოდა
-თუ გინდა გავალ ოთახიდან.
-არა სანდრო,იყავი გთხოვ...
მუდარის თვალებით შევხედე და ვთხოვე ზურგით დამდგარიყო ჩემგან.
-შეგიძლია მოტრიალდე.
-თავს როგორ გრძნობ სესი
-უკედ
სველ თმაზე კიდევ ერთხელ მომეფერა და მანიშნა დავწოლილიყავი.თბილად ჩაწოლილს საბანი შემისწორა და ნელა წამოდგა საწოლის კუთხიდან.სინათლე ჩააქრო და უშველებელ ფანჯარასთან ნელი ნაბიჯით მივიდა.მის ლამაზ თვალებს მთვარის შუქზეც კი ვხედავდი.ვერ ვიგებდი რა მინდოდა იმ ადამიანისგან რომელსაც ნორმალურად არც კი ვიცნობდი.
-მე წავალ კარგი? შენ კი ტკბილად დაიძინე...თითქმის ჩურჩულით მითხრა. -შუქს ანთებულს დავტოვებ
-ჩემთან დარჩი, გთხოვ
-სხვა საწოლიც მაქვს, ნუგეშინია იატაკზე არ მომიწევს ძილი...თითქმის სიცილით მითხრა და ჩემს სახესთან კიდევ უფრო ახლოს მოიწია.
-არაუშავს.უბრალოდ დარჩი.
საწოლის ერთი მხარე გავანთავისუფლე და ვანიშნე ჩემს გვერდით დაწოლილიყო.
-ძალიან დაიღალე? ვკითხე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მყოფს
-არა არაფერია.უბრალოდ მგზავრობამ მომთენთა...თუმცა ვიცოდი სამსახურმა და მე ერთად გადავღალეთ ბატონი სანდრო.
პაუზის შემდეგ საკმაოდ სულელური კითხვით სიჩუმე მე დავარღვიე.
-სანდრო,რამხელა მანძილია სიცოცხლესა და თვითმკვლელიბას შორის?
-...იმხელა მანძილია რამხელაც ახლა ჩვენს შორის.მე თუ შენსკენ მოვიწევი და საწოლის სიცარიელეს შევავსებ შენამდე, სიცოცხლე და თვითმკვლელობაც შეერთდება და მათ შორის მანძილი ჰაერსაც ვეღარ დაიტევს.
-შეგიძლია ჩამეხუტო?
ჩემსკენ მოიწია და ნამდვილად აღარ დატოვა ჰაერი ჩვენს შორის.მისი მკლავები ჩემს სხეულს შემოეკრა და უსაფრთხოებამ და სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს სულში...
არ ვიცოდი სანდროსგან რა მინდოდა,მაგრამ ახლა ვხვდები რომ თურმე ვიცი,მე მისი სითბო მინდა,მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.ახლა ზედმეტია ფიქრი სხვა ყველაფერზე
-არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ შენ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდი, ამიტომ ვერ მოგცემ უფლებას შენს თან კიდევ რაიმე ავნო სესი...
ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა, მისი მკლავები ჩემს წელს მჭიდროდ იყო შემოხველი რაც უფრო დაცულად მაგრძნობინებდა თავს.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგია მომეწონა იმედია მალე იქნება შემდეგი ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

აქამდე სად ვიყავიი ყველა თავი ერთად წავიკითხე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩიი, მიხარია რომ ამ პრობლემაზე გადაწყვიტე დაწერა, რეალურად ვეშაპის გამო ვინც თავი მოიკლაა მათაც სანდრო რომ ყოლოდათ გადარჩებოდენ, ძალიან კარგი ისტორიაა და მიხარია რომ აღმოვაჩინეე, აწი დაგელოდები სულმოუთქმელად ახალი თავით, წარმატებები.

 


№3  offline წევრი mancho1

სტუმარი მარი
ძალიან კარგია მომეწონა იმედია მალე იქნება შემდეგი ❤️


ძალიან მალე დავდებ შემდეგ თავს ^_^ ❤️

სტუმარი დარინა
აქამდე სად ვიყავიი ყველა თავი ერთად წავიკითხე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩიი, მიხარია რომ ამ პრობლემაზე გადაწყვიტე დაწერა, რეალურად ვეშაპის გამო ვინც თავი მოიკლაა მათაც სანდრო რომ ყოლოდათ გადარჩებოდენ, ძალიან კარგი ისტორიაა და მიხარია რომ აღმოვაჩინეე, აწი დაგელოდები სულმოუთქმელად ახალი თავით, წარმატებები.



ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ ^_^ ჯერ ყველაფერი წინ არის, ვეცდები დავანახო ადამიანებს რომ ამ თამაშის გამო საფრთხის შექმნა საკუთარი თავისთვის არ ღირს და სიცოცხლე უფრო ღირებულია ვიდრე პრობლემები ^_^ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent