შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (დასასრული)+18


14-11-2020, 06:11
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 7 531

- ხომ არ გაგაღვიძე დედიკო? - ისმის ირინას ხმა და იმას ვოცნებობ, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს,ან ასტეროიდი ჩამოვარდეს. „ ტაბურეტკა მესროლეთ ვინმეეეემ.“ პანიკებს აწყობს ჩემი მეორე მე.
- არაა დედა, მოდი. - ისმის ისააკის პასუხიც და დედა-შვილი ერთად შემოდის სამზარეულოში. - მარტო არ ვარ ირინა. - ამბობს დინჯად და ირინას თვალებსაც ვეჩეხები.
- გამარჯობა... - ვამბობ კნუტის მზერით.
- ელისაბედ? - ქალი აშკარად გაოცებულია.
- დედა,მე და ელისაბედი ერთად ვართ. - ისააკი გვერდით მიდგება და მხარზე მხვევს ხელს. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ,თითქოს ძალა მომემატა.
- ვხედავ დედი. - ცოტა ხნით ჩაფიქრებული გვაკვირდება,მერე უეცრად სახე ებადრება,სწრაფად მოდის ჩემთან და ძლიერად მიკრავს გულზე. - პირველივე დანახვისას მივხვდი,რომ თქვენს შორის რაღაც ქიმია იყო. შენ არ იცი როგორ მიხარია დედიკო. - ლოყებს მიკოცნის და ისევ მიხუტებს. უდედმამოდ დარჩენილს მისი სითბო საშინლად მსიამოვნებს და ტირილისგან თავს ვერ ვიკავებ. ამას მაშინვე ამჩნევს და შეშფოთებული მიყურებს ისააკთან ერთად. - რა მოგივიდა დედიკო?
- ელისაბედ,რა მოხდა? - მათი მზრუნველი ტონი მალამოდ მედება გულზე და მეღიმება.
- ბედნიერების ცრემლებია. თავი ვერ შევიკავე,მაპატიეთ. - ვტყუი და სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს.
- ვუიმეე,შენ შემოგევლე მეე. - ისევ მკოცნის ირინა,მერე მასში დედა იღვიძებს და ფორიაქს იწყებს. - რამე ჭამეთ ბავშვებო? გავაკეთებ საჭმელს უცებ და გაჭმევთ... ახლავე,ახლავე. - თითქმის ადგილზე ბრუნვას იწყებს აჟიტირებული. ამ სანახაობაზე ხმით გვეცინება მეც და ისააკსაც.
- დამშვიდდი დედა,ელისაბედმა სალათი მოამზადა და ვჭამეთ უკვე. მოდი გასინჯე,მოგეწონება. - მაგიდასთან ბრუნდება ისააკი და დარჩენილ სალათს ჭამს. - მმმ, საოცრებაა,მართლა.
- ელისაბედმა? - წამწამების ფახუნით კითხულობს.
- ხოო, ნიჭიერი გოგო მყავს. - სიცილით მიკრავს თვალს.
ირინა ჩემს სალათს აგემოვნებს და უამრავ კომპლიმენტს მეუბნება,რეცეპტსაც კი იწერს,ბოლოს ყავას ვსვამთ ერთად,სანამ ისააკი საქმეზეა გასული კომპანიაში.
- ძალიან მიხარია,ერთად რომ გხედავთ. - მეუბნება თვალებ გაბრწყინებული და ხელზე თავის ხელს მითათუნებს.
- ვერ ვიჯერებ,რომ მის გვერდით ვარ. - სახეზე ხელებს ვიფარებ.
- მაგას რატომ ამბობ? - ამბობს მტკიცე ხმით. - თქვენ ერთმანეთის მონაპოვრები ხართ. თქვენ ერთმაეთი იპოვეთ და მინდა,რომ ბედნიერები იყოთ. როგორც კი გაგიცანი,მაშინვე მივხვდი,რომ სხვებს არ გავდი. ვაფასებ ამას და მიხარია,რომ ჩემს ერთადერთ ვაჟს შენნაირი ქალი ჰყავს გვერდით. დიახაც ქალი!
- მადლობა. - ისევ ვერ ვიკავებ ცრემლებს და მაგრად ვეხუტები.
- არაფრის საყვარელო. - თმაზე ნაზად მეფერება. - ერთმანეთი გააბედნიერეთ. - თვალს მისწორებს და ამბობს.
- ვეცდები. - ვუღიმი.
- აი ასე, ჩემო გოგო, ნახე როგორ გიხდება ღიმილი. პატარა ფერია ხარ. - ამჩნევს როგორ ვბრზდები „პატარას“ რომ მეძახის და ეღიმება. - ამმ,მაპატიე,დიდი ფერია. - ორივეს ერთდროულად გვეცინება. - უი რა დრო გასულა... ჩემი წასვლის დროა. იმედია არ მოიწყენ,მალე დაბრუნდება ისააკი. - თვალს მიკრავს და დგება.
ირინას ვაცილებს და გაბადრული სახით ვალაგებ სამზარეულოს. თეფშებს და ჭიქებს ვრეცხავ,ვამშრალებ და თავის ადგილზე ვაბრუნებ,იმ განსხვავებით,რომ ჭიქებს ამჯერად ერთი თაროთ ქვემოთ ვინახავ.
ისააკის ოთახში ავდივარ,წყალს ვივლებ და მისი ტანსაცმელების კარადასთან ვდგები. უამრავი ტანსაცმელი აქვს,ლამაზად გაუთოვებული,კოხტად დაკეცილი და ისე დაწყობილი. როგორც ჩანს დამხმარე ჰყავს. „იმედია!“ მიტევს ქალური ფიქრები. მერე ჩემს თავზე მეღიმება,მის ერთ-ერთ შავ მოკლე მკლავიან მაისურს ვიცვამ,რომელიც კაბასავით მაქვს. სარკეში ვიხედები და მეღიმება სიამოვნებისგან. ზუსტად ამ დროს იღება ოთახის კარი და ისააკი შემოდის გადაღლილი სახით.
- აქ ხარ პატარავ? - მიღიმის.
- ხოო,ახლახანს წავიდა ირინა,მივალაგე და ამოვედი,წყალი გადავივლე. - მოკლედ ვუყვები.
- ჩემი საქმიანი. - ჩემთან მოდის, წელზე მხვევს ხელს და ზემოდან დამყურებს.
- დაიღალე? - ნაზად ვეფერები სახეზე,რაზეთ თვალები ელულება.
- ჯანდაბა პატარავ... საშინლად! ისე,რომ არაფრის თავი არ მაქვს. - ბოლოს მომაკვდინებლად იღიმის.
- ხომ გაგაფრთხილე აღარ ქნა ეგრე თქო?! - სახიდან ხელი მის ყელზე დაგამაქვს,ფეხის თითებზე ვიწევი და ნაზად ვუკოცნი ტუჩებს.
- ძალით მიკეთებ არა? - ამბობს ჩახლეჩილი ხმით.
- მეე? მე მეკითხები კიდევ? - მეცინება და ისევ ვკოცნი.
- ელისაბედ....
- კარგი,კარგი მაპატიე. - ვკისკისებ. - მოდი მართლა,გამოიცვალე და დავიძინოთ.
- დარჩები? - თვალები ბავშვივით უბრწყიდება.
- ხოო. - თვალს ვუკრავ და პერანგის ღილებს ჩემი ხელით ვუხსნი. მის აწ უკვე შიშველ სხეულს ვუყურებ და გაჭირვებით ვყლაპავ ნერწყვს.
- დამშვიდდი პატარავ. - დამცინის.
- ვიღაც დაღლილი იყო მგონი. - კაპასი ცოლივით ავყურებ ქვემოდან.
- კარგი,ნუ ბრაზდები... მოდი ჩემთან,დავიძინოთ. - ხელში მაფრიალებს და საწოლზე მაწვენს,მერე თვითონაც წვება და გულზე მიკრავს.
- მოიცადე,გავიჭყლიტეეე... ისააკ!
- რაა?
- ძალა აკონტროლე. - სიცილით ვაქნევ თავს,ლოგინიდან ვიწევი და ტელეფონს ვიღებ.
- არ იძინებ? - უკმაყოფილოდ დამყურებს ისააკი და ლამის ბუზღუნით მეუბნება.
- ჩემს დას მივწერ და კიი. - ვუღიმი და ცხვირის წვერზე ვკოცნი,მერე ერეკლეს და ანასტასიას ჩათში ვწერ,რომ ხვალ შევეხმიანები და ყველაფერს დაწვრილებით ავუხსნი. ტელეფონს უკან ვაბრუნებ,ისააკისკენ ვბრუნდები და მის ყელში ვრგავ თავს. წამსვე ვგრძნობ მის ძლიერ ხელებს წელზე და კმაყოფილს მეძინება.

დილით ისააკის ტუჩების შეხება მაღვიძებს. სიამოვნებისგან მაჟრჟოლებს,მაგრამ არ ვიმჩნევ და ბუზღუნს ვიწყებ.
- აუ კარგი რაააა. - საწოლში ვიწელები.
- გაიღვიძე რააა. - კოცნას არ წყვეტს ისააკი.
- მმმ... ვისვენებთ დღეეეს. - სასაცილოდ ვაბრუნებ ქვედა ტუჩს.
- მატრაკეცა. - იცინის და ყელში მიტოვებს კოცნას. - გემრიელი მატრაკვეცა. - მაისურის ყელს ქვემოთ ქაჩავს და ამჯერად ლავიწზე მკოცნის ნაზად,მე წუწუნს ვწყვეტ და თვალ დახუჭული,გატრუნული ვუგდებ ყურს,მისი შეხებისგან აჩქარებულ გულისცემას. უკვე შიშველ წელზე ვგრძნობ მის მხურვალე ხელს,რომელიც ნელ-ნელა ზემოთ მიიწევს და ლამისაა გული საგულედან ამომმვარდეს. მკერდის ძვალზე ცერს ნაზად მისვამს,მერე მკერდს იმწყვდევს მუჭში და მიჭერს. თავს ვერ ვიკავებ და თვალებს ვახელ,ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. - აი ასე... ჭკვიანი გოგო ხარ. - მიღიმის ჩემი ღიმილით,თავს ვერ ვიკავებ,მისკენ ვიხრები და გიჟივით ვაცხრები ტუჩებზე. ისიც მკოცნის მომთხოვნად თან ჩემს ფერებას არ წყვეტს. ვხვდები,რომ უკვე ჰაერი აღარ მტოფნის და ქვედა ტუჩზე ვკბენ.
- გოგოოო! - წარბ შეხრილი დამყურებს.
- გეკუთვნის. - ეშმაკურად ვუღიმი.
- ასე ხომ?! მე შენ გაჩვენებ... - მუქარას არ ვასრულებინებ,ისე ვაცხრები ხელმეორედ ტუჩებზე. ისიც ჯერ გაბრაზებული მკოცნის,მაგრამ მერე ტკბება,რაზეც მეღიმება. ხვდება ჩემი ღიმილის მიზეზს და ხელს უკანალზე მარტყამს.
- ველურო!
- რა დამიძახე?- თვალებ მოჭუტული მიყურებს.
- რაა? - ტუჩს ვიკვნეტ,რომ არ გამეცინოს.
- ველური არა? - ეცინება,ზემოდან ექცევა ჩემს სცეულს და მიღიტინებს.
- არააააა... ისაააკ. ახლა მოვკვდებიიი. არ შეიძლება ასე... უსამართლობა... ხალხო მიშვეეელეეეთ...- ფართხალს ვიწყებ,ბოლო ხმაზე გავკივი და თან ვიცინი მის სიცილზე.
- ვერ გიშველის ვერავინ ისე შეგახრამუნებ. - ღიტინს წყვეტს,ღიმილით დამყურებს და მერე სწრაფად მაკვდება ტუჩებზე. მაისურის ბოლოებში ავლებს ხელს და მარტივი მოქმედებით მხდის. წამით ზემოდან დამყურებს დაბინდული მზერით. - მშვენიერი ხარ. - ამბობს და ისევ მკოცნის. ამ დროს კი ვიღაც ისე აკაკუნებს კარებზე,ლამისაა ჩამოიღოს.
- ვიღაც არის. - ვამბობ სუნთქვა აჩქარებული,თან არ ვწყვეტ მის ფერებას.
- ალბათ ფოსტიდან არიან. -სწრაფად მპასუხობს.
- იქნებ რამე სასწრაფოა?
- ჯანდაბა! ვინ არის ამ დროს? - ამბობს წარბ შეხრილი,ჩემს სხეულს შორდება და მეორე მხარეს წვება. - ჯანდაბა! მოვდივაააარ. - იძახის ხმამაღლა და ლოგინიდან დგება. - ვნახავ ვინ არის და მალე მოვალ პარატავ. - მოწყვეტით მკოცნის, შარვალს იცმევს და ქვემოთ ჩადის.
უკმაყოფილო სახით ვრგავ ბალიშში თავს და თვალებს ვხუჭავ,ამ დროს კი ქვემოთა სართულიდან მომავალი ილიას როხროხი მესმის.
- რა დროს ძილია ძმაო? გარეთ სიცოცხლე ჩქეფს. - ჩვეული ენერგიული ტონით ამბობს.
- მითხარი,რომ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს და ტყუილ უბრალოდ არ დამადექი,თორემ კისერს მოგიგრეხ,ისე რომ ხელიც არ ამიკანკალდება. - ისააკის ტონზე მეცინება.
- უიმეეე,ვინ არის ეს უჟმური... - წარმოვიდგენ,როგორ ატრიალებს თვალებს. - რა იყო,ვინმე ნაშა გყავს? - ამ წინადადებას უფრო ხმადაბლა ამბობს,მაგრამ მაინც მესმის და ბრაზისგან ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს სახეზე.
- გამასწარი ახლა! - მესმის ისააკის ღრიალი და ვხვდები,რომ უადგილოა ჩემი ეჭვიანობა,ვდგები, სწრაფად ვიცვამ შიშველ ტანზე ისააკის ხალათს და ქვემოთ ჩავდივარ.
- ვააჰ,ილიიი? აქ რას აკეთებ ამ დილა უთენია? - ვიღიმი ისე თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს ჩემი ამ ფორმაში ყოფნა.
- ელისაბედ? - თვალებს ხელით ისრესს სასაცილოდ. - ხომ ვამბობდიიი? - მერე გონება ეხსნება და ჩვეულ ფორმას უბრუნდება.
- ცანცარა ხარ ამხელა კაცი. - თავს აქნევს ისააკი,მერე ჩემს ჩაცმულობას აკვირდება და სამზარეულოში გადის. - იდექით ახლა მანდ! - იქედანაც გვიბღვერს.
- წამოდი,სანამ დაგვჭამა. - სიცილით მიკრავს თვალს ილია,სამზარეულოში შედის და პარკებს მაგიდაზე აწყობს.
- რა არის ეს? - ვკითხულობ და ინტერესით ვძვრები პარკებში.
- საჭმელი მოვიტანე. ამან კიდევ დამცოფა ამ დილადრიან. - ტუჩს უკმაყოფილოდ ტეხს.
- არ გეწყინოს ილიკო,შიოდა და ალბათ მაგის ბრალია ხასიათზე რომ არ არის. - ლოყებს ვუკოცნი და ისააკს ეშმაკურად ვუღიმი.
- ხოო,მშიერი. - ორაზროვნად ამბობს ისააკი და საჭმელს ალაგებს მაგიდაზე.

საჭმელს ვჭამთ, ვერთობით,მერე ვერანდაზე ცივ ყავას მივირთმევთ და ილიას მოყოლილ ამბებზე ვიცინით.
- სოფიო როგორ არის? - მახსენდება უცებ.
- ცოცხალია. - იცინის ილია.
- იდიოტო.- მეც მეცინება.
- ვხუმრობ გოგო.
- ოჰ კაი ერთი,მივხვდი როგორმე. - ენას ვუყოფ.
- ამას ნახე რააა.... ნახე ძმაო,როგორ გამითამამდა? - ვითომ გაბრაზებული ეუბნება ისააკს.
- ორი ბავშვი. - უკმაყოფილოდ აქნევს თავს.
- ბავშვი ხომ? - ვიბუტები და სწრაფად ვდგები ფეხზე. - მივდივარ მე. რადგან დღეს კომპანია არ მუშაობს,სახლში წავალ და დავისვენებ. - სწრაფად ვდგები ფეხზე და ისააკი ოთახში ავრბივარ. ჩემს კაბას ვიღებ და ისააკიც ჩემოდის გაცეცხლებული სახით.
- რა მოხდა? - ცხვირ წინ მიდგება.
- არაფერი. უნდა წავიდე. - არც ვუყურებ ისე ვამბობ.
- შემომხედე და ისე მელაპარაკე! - აშკარად გაღიზიანებულია.
- ნუ ყვირიხარ. - თვალს ვუსწორებ. - გადი უნდა გამოვიცვალო.
- არა. - თვალს არ მწყვეტს ისე ამბობს.
- კარგი. - მხრებს უდარდელად ვიჩეჩავ და მის წინ ვიხდი მისივე ხალათს,მერე ზურგს ვაქცევ და კაბას ვიღებ,რომ ჩავიცვა, მაგრამ არ მაცდის ისე სწრაფად მეკრობა მისი გახურებული სხეული ზურგიდან. ხელებს მუცელთან კრავს და ჩემს ყელში რგავს თავს. - რას აკეთებ? - ვეკითხები გამტყდარი ხმით.
- მაპატიე. - ჩამჩურჩულებს და ნაზად მკოცნის იქვე. - ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ,როცა მისი თითები მუცლიდან ნელე-ნელა ქვემოთ სრიალდებიან და საცვალში უჩინარდებიან. სიამოვნებისგან კვნესას ვერ ვიკავებ და თავით მის მხარს ვეკრობი. ნაზად მეფერება.მისი თითოეული მოძრაობა ჩემში, საშინლად მახელებს. ხელს ყელზე ვხვევ და თითებს მის თმაში ვაცურებ. მეორე ხელს მკერდზე მიჭერს და რიტმულად აგრძელებს ფერებას. - მიდი პატარავ. - ჩამჩურჩულებს ყურში და თითქოს მეც ეს მჭირდებოდა,იმ წამს ვგრძნობ სრულ აღმაფრენას. სხეული მიდუნდება და მის გულ-მკერდს ვეყრდნობი მთელი ტანით. - ყოჩაღ. - მისკენ მაბრუნებს და ტუჩებზე მაკვდება. მერე შუბლს შუბლზე მადებს და ცოტა ხნით ასე ვჩერდებთ,ერთმანეთის ჰაერს ვიზიარებთ. ბოლოს თვალებს ვახელ და მორცხვად ავყურებ.აამაზე ეღიმება და შუბლზე მკოცნის.
- ჩემი გრცხვენია ტოო? - გულში მიკრავს. - ჩემი პატარა. - ყელში გემრიელად მკოცნის,მერე თვალებში ჩამყურებს. - ჩემი არასდროს შეგრცხვეს,კარგი? - ცხვირს ცხვირზე მიხაახუნებს.
- კარგი. - მეღიმება მის საყვარე საქციელზე. - ახლა ამრთლა უნდა წავიდე,თორემ ერეკლე გააფრენს. - სახეს სასაცილოდ ვმანჭავ. - თან ილია?
- წავიდა ილია. და საერთოდ ამ ერეკლემ სადამდე უნდა გაკონტროლოს? - წარბს მაღლა წევს.
- ბავშვი ვარ ჯერ. - თვალებს ვუბრიალებ, სწრაფად ვკრეფ ნივთებს,მოწყვეტით ვკოცნი და ქვემოთ ჩავრბივარ.
ისააკს სახლში მივყავარ,დიდხანს მკოცნის და ძვლივს ვაღწევ მის გემრიელ ტუჩებს თავს.
- ხვალ გნახავ პატარავ. - თვალს მიკრავს.
- ხვალამდეეე. - საჰაერო კოცნას ვუგზავნი და სახლში შევდივარ.
საშინაო ტანსაცმელებს ვიცვამ,ყავას ვიმზადებ და ჩემს დასთან ვრეკავ.
- ოჰ ცეცხლოვანმა ქალბატონმა გვიკადრა! ცოცხალი ხარ შენ საერთოდ? - ეგრევე შეტევაზე გადმოდის ანასტასია.
- კარგად ვარ დაო. შენ? მოიცა რაოო? შენ საიდან იცი? - მის სიტყვებს ვიაზრებ და თვალები მიფართოვდება.
- შენ რა გგონია,რომ შენი ძვირფასი „მეგობარი არსება“ ენას გააჩერებდა? ღამის პირველზე დამირეკა აჟიტირებულმა. შეშლილები ხართ საერთოდ ფუუუ. - იმანჭება სასაცილოდ და სიცილი მიტყდება.
- გიჟია.
- თქვი ახლა...
- ოჰ რომ კითხო „ფუუ“_ა - სიცილით ვამბობ.
- ოოო. - მობეზრებულად ატრიალებს თვალებს. - მასთან როგორ აღმოჩნდი? - გემრიელად ეწყობა და ინტერესიანი თვალებით შემომყურებს.
- ცოტა დავლიეთ კლუბში და მარტო არ დამტოვა სახლში.
- ოჰ,ჯენტლმენი. - ხარხარებს.
- დამპალოოო. - მეც მეცინება.
- მერე?
- ღმერთო... დოლით დედამისი დაგვადგა. - მახსენდება დილის ემოციები.
- რააა? - თვალები ლამის ბუდიდან უცვივდება.
- ხოოო.
- მერე?
- ისააკმა უთხრა ერთად ვართო. - სწრაფად მითბება ხმა.
- არ ჩამოდნე მანდ. - ტუჩებს პრუწავს.
- ნუ დამცინიიი. - ვწუწუნებ.
- ხო,ხოოო. რაო ირინამ მერე?
- გაგიჟდა ისე გაუხარდა. ისეთი საყვარელი ქალია,მოკლედ არ ვიცი რააა...
- იცი რა ვიფიქრე? - ტუჩზე თითს იდებს ანასტასია.
- რაა? - ვინტრიგდები.
- საახალწლოდ რომ ჩამოვალ,ნაძვისხე არ დავდგათ,ისე ანათებ,აღარ დაგვჭირდება. - აყრის სწრაფად და ისე კივის სიცილისგან,ლამის სკამიდან გადავარდეს.
- ჰა,ჰა იუმორის დედა. - თვალებს ვატრილებ,მაგრამ მის „სიცილზე“ მაინც მეცინება. ამ დროს კი ერეკლე შემორბის ოთახში.
- ოჰ, ქალიშვილი არაქალიშვილის წინააღმდეგ? - იკრიჭება და მერე უკან გარბის,რამე რომ არ ჩავარტყა თავში.
- მოდი,მოდიიი. თავი უნდა წაგაცალო მხოლოდ. - ვემუქრები და მივსდევ.
- მხოლოდო ხალხოოო. მხოლოდ თავიო,მადლობა ღმერთოოოო... - ხელებს ზეცისკენ წევს და ისე გარბის ამჯერად. ბოლოს ძალიან ვიღლები და მუხლებს ხელებით ვეყრდნობი.
- ააჰჰჰ, ჯანდაბა,რა ენერგია გაქვს,გამძვრა სული. - ძვლივს ვამბობ.
- ეს ხარ სულ გოგო? - ეშმაკურად მიყურებს და ხარხარებს.
- ძმა ხაააარ. - ტელეფონიდან ანასტასიას სიცილი ისმის. - გულზე მუშტი მივირტყი და ორი თითი წინ გავიშვირე ერეკლეეეე.
- მეეც ბრააატ. - ესეც აქედან გაკრეჭილი პასუხობს.
- გააეთრიეთ ჩემი ცხოვრებიდააან. - სიცილით ვამბობ,ორივეს მისამართით.
- აღარ ვჭირდებით გოგოს. - სასაცილო მიმიკით ამბობს ერეკლე,მე თავს ვერ ვიკავებ და ლოყებს ხმაურიანად ვუკოცნი. - გამიხეთქე გოგო გული! მეთქი მახრჩობს... - იცინის,მერე დივანზე ჯდება და მეც კალთაში ვუჯდები. - ჰუჰ,მეც დავიღალე. მგონი დავბერდი. - შეშფოთებული ხმით ამბობს.
- ნუ ხარ იდიოტი! - ხელს მხარზე ვურტყამ და ვიცინი.
- ხოო,რა დროს ჩემი სიბერეა. - ძველი ერეკლე ბრუნდება ისევ.
- მხეცებო წავედი მეეეეე, ლექცია მაააქვს. - ჩემი ტელეფონიდან ისმის ანასტასიას ხმა.
- კაიიი დაო,გკოცნიით.
- მე არ ვკოცნი. - იცინის ერეკლე.
- ჩუმად. - ხელზე ვბწკენ.
- გავიგონე! ჭკვიანად იყავით და მომწერეეეთ. - ამბობს და გვითიშავს.
- აუ ძაან დავიღალე,დღეს კიდევ ადრე გამაღვიძეს და დავიძინებ რააა. - საწ....დ ავყურებ ქვემოდან.
- უიმეეე,ჩემი შაქარყინული.... წამოდი დავწვეთ. - ცხვირზე მკოცნის და აგდომას აპირებს.
- აუ ასე დავიძინოოთ. - ვამბობ გაბუსხული.
- პაწაწინა. - სიცილით აქნევს თავს,მერე მაგრად მხვევს ხელებს,მე მის მხარზე ვდებ თავს და თვალებს ვხუჭავ.
თვალებს ვახელ და ვხვდები,რომ ჩემს ოთახში ვწევარ,მარტო. ნელა ვიზლაზნები ლოგინიდან, ფეხებს ჩუსტებში ვუყრი,ხალათს ვიცვამ და ნახევრად თვალ დახუჭული მივფრატუნებ მისაღებში.
- ჰაიმე! გული გამისკდა გოგო! რა სახით მოძრაობ? - ჯერ ერეკლეს შეყვირებაზე თვალები მიფართოვდება,მერე მისი სიცილის ხმა მესმის და ვხვდები,რომ დამცინის.
- გული დამიხეთქე. - ისევ უემოციოდ ვამბობ და წყალს ვისხამ.
- უჰ რას ამბობ,შიშისგან კანკალებ და არ იცი საით გაიქცე. - როხროხს იწყებს.
- ჰა,ჰა. - ენას ვუყიფ. - საჭმელი არის რამე,რომ იჭმებოდეს? - ჩემს სიტყვებზე მე თვითონ მეცინება. - მგონი კიდევ მძინავს.
- კიდევ კარგი ლოგინით,რომ არ გამოხვედი. - იცინის და მეც მეცინება.
ერეკლე საჭმელს მაჭმევ,მერე ჩაის ვიმზადებთ და ტელევიზორთან ვსხდებით,ფილმის საყურებლად.
დილით წელის ტკივილი მაღვიძებს,თვალს ვახელ და ვაანალიზებ,რომ ხალიჩაზე ვზივარ და თავი დივანზე მაქვს მიყრდნობილი,რომელზეც ერეკლეს ტკბილად ძინავს.
- ჯანდაბა. - კისერს ვიზელ და მეცინება ჩვენს მდგომარეობაზე. ტელეფონის ეკრანს დავყურებ,კარგია,ჯერ არ ვაგვიანებ სამსახურში. შემოსულ მესიჯს ვამოწმებ. ისააკისგანა. „ ძილინებისა ტკბილო. „ მეღიმება და ეკრანს ვკოცნი.
- მთლად გავრეკე. - თავს ვაქნევ ღიმილით და ფეხზე გაჭირვებით ვდგები. - მძინარე მზეთუნახავოოო.... გაიღვიძე... სამსახურში გაგვიანდება... - რეაგირება არ აქვს ერეკლეს. - ბზზზზზ.... ბბბზზზზ. ბზზზ... ბზ.. ბზზზზზ. - მის ყურთან ვიხრები და ბუზის ხმას გამოვცემ,თან ბოროტულად ვიცინი.
- ახლა ავდგები და ამ ბუზს მივაკლავ კედელზე! - ჩემი როგორც „ბუზის“ მისამართით იმუქრება ერეკლე და ლამისაა სიცილით გავიგუდო.
- ბზზზზ... ბზ.. ბზ.. - ვაგრძელებ,მაგრამ უეცრად ფეხზე ხტება ჩემი მხეცი მეგობარი,როგორც ანასტასია ამბობს და იატაზე მატყეპებს.
- უჰ,დაისვენა ყურებმა. - წელში სწორდება და იკრიჭება.
- აუუუუ, დამელეწა გვერდები იდიოტო... - ვწუწუნებ.
- ოჰ, ფრთები,რომ არ გადიზიანდა? - მაყენებს და ზურგზე მაკვირდება.
- ახლა გაგწეწააავ. - მუქარით ვუქნევ თითს.
- საკმარისად ვერ დაგაკალი მგონი. - ამბობს და ჩემს შეცვლილ სახეზე ხარხარს იწყებს.
- იდიოტო. - ვხვდები,რომ ხუმრობს და მეცმეცინება. - ირბინე ახლა,თორემ დავაგვიანეეეებთ.
- ჯანდაბა,ჯანდაბააა! - სწრაფად მოდის გონზე და მართლა სირბილს ვიწყებთ. სწრაფად ვიქვამ ჭრელ კაბა-ხალათს და მასთან ერთად გავდივარ გარეთ. სამსახურში მტოვებს და სწრაფარ მიდის.
კომპანიაში შევდივარ სადაც მომღიმარი თეა მხვდება.
- დილამშვიდობს ელისაბედ. როგორ ხარ?
- მშვენივრად. შენ? - მეც ვუღიმი.
- გადასარევად. ბატონმა ისააკმა დაიბარა,ელისაბედი როგორც კი მოვა,ჩემთან ამოვიდესო. - ამბობს და თვალები უბრწყინდება.
- კარგი,მადლობა. შესვენებაზე გნახაავ.
- კაიი.
ისააკის კაბინეტში ავდივარ. სავარძელში ზის სერიოზული სახით. სათვალეები უკეთია. მიკვირს,მანამდე არასდროს მინახავს სათვალით,მაგრამ უნდა ვაღიარო სასტიკად უხდება. ტუჩს ვიკვნეტ ფიქრის დროს. ისეა საბუთებში ჩაფლული,რომ ვერც ამჩნევს ჩემს იქ ყოფნას. ვახველებ და მის ყურადღებასაც ვიპყრობ. თავს მაღლა სწევს და მიღიმის.
- თეამ მითხრა,რომ მიბარებდი. - ვამბობ წამწამების ფახუნით.
- მოდი აქ. - სათვალეს იხსნის და ტყავის სავარძელს უკან წევს. ვხვდები რაც უნდა. მის მაგიდასთან მივდივარ ისე,რომ მინის კედლისკენ არ ვიყურები და კალთაში ვუჯდები. - ეს კაბა ძალიან გიხდება პატარავ. - ყბის ძვალზე მეფერება და მერე ნაზად მკოცნის ქვედა ტუჩზე.
- შენ კიდევ სათვალე. უფრო სექსუალური ხარ. - ყურში ჩავჩურცულებ.
- ჯანდაბა პატარავ. - იცინის და თავს სავარძლის საზურგეს ადებს. მისი ყელი ისე მადისაღმძვრელად ჩანს,რომ თავს ვერ ვიკავებს და ვკოცნი. თვალს ახელს, დაბინდული მზერით მაკვირდება და სწრაფად მაცხრება ტუჩებზე. ხელებს ჩემს მოშიშვლებულ ბარძაყებზე ასრიალებს და თეძოებზე მიჭერს. უკეთ ვეწყობი მის კალთაზე და ყელზე ვუცურებ ხელებს,მერე რემოდენიმე ღილს ვუხსნი პერანგზე და მოშიშვლებულ მკერდზე ვასრიალებ თითებს. კოცნას არ წყვეტს ისე ასრიალებს ჩემი თეძოებიდან ხელებს უფრო ზემოთ,მკერდთან ჩერდება,მერე ზემოდან დამყურებს და ღილების ჩახსნას იწყებს. მკერდს მიშიშვლებს და ზედ კოცნით მაკვდება. კვნესას ვერ ვიკავებ და ხმის ჩასახშობად ამჯერად ტუჩებზე მკოცნის. ჩემს მკერდს ხელებში იმწყვდევს და მეფერება. ხელებს მის პრესზე ვასრიალებ და მელოდიასავით ჩამესმის მისი გმინვა,რომელსაც ტელეფონის ხმა ცვლის.
- ჯანდაბა! - ძვლივს წყდება ჩემს ტუჩებს და ყურმილს იღებს. - გისმენ. - ვნებისგან დაბოხებული ხმით, მკაცრად პასუხობს. მე არ ვწყვეტ მის ფერებას,ყელს ვუკოცნი და უმისამართოდ დავასრიალებ თითებს მის უნაკლო სხეულზე.
- ბატონო ისააკ,შეხვედრა,რომ დანიშნეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლიენტთან ,მოვიდა უკვე და გარეთ გელოდებათ. - დინამიკში ისმის თეას ხმა. უკმაყოფილოდ ვკრავ წარბებს,მერე ბოროტული აზრი მომდის და ნაზად ვაცურებ ხელს ისააკის შაქვლის უბეში.
- ჯანდაბა! - ლამის ოხრავს ისააკი. მერე ჩახველებით ცდილობს ხმის დაწმენდას. - უთხარი... უთხარი,რომ რაღაც პრობლემა მაქვს... და ხუთ წუთში გამოვალ. - ძვლივს ამბობს.
- კარგით ბატონო ისააკ. - ამბობს თეა და თიშავს.
- ჯანდაბა პატარავ! - ამბობს ისააკი სწრაფად მაფრიალებს ხელში,დივანზე მაწვენს და ზემოდან მექცევა. - საშინლად მინდიხარ.
- აქ ვარ... შენი ვარ.
- ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად. - ამბობს დაბალი ხმით და კაბის ღილების ჩახსნას ამთავრებს.
- ვინ გადაწყვიტა? - არ ვთმობ პოზიციას.
- მე! - ამბობს მტკიცედ და ჩვენს სხეულებს აერთიანებს.
ისააკთან გადამაქვს ბარგი ერეკლეს ჭიჭყინის მიუხედავათ ერთად თანაცხოვრებას ვიწყებთ. ასე გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. მასთან ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ თავს. მართალია ცვალებადი ხასიათი აქვს,მაგრამ ცდილობს რაც შეიძლება ნაზი იყოს ჩემთან.
დილით რაღაც მძიმე მაწვება სხეულზე.
- ააააუ - სახეს ვმანჭავ და თვალებს ვახელ.
- გაიღვიძე პრინცასააა. - ყურში ერეკლე ჩამყვირის.
- გააფრინე? აქ რა გინდა ამ დროს? - მეცინება მაინც.
- ამ დროს? - პირველი საათია ძილისგუდავ. მეთქი,ხომ არ მოკვდა თქო და მაგიტომ ამოვედი. თან მე და შენმა ბიჭმა დიდხანს გავუძელით ერთმენეთს,მერე კბილების კრაჭუნი დაიწყო და გამოვექეცი. - სიცილით დგება ფეზე.
- რაო? პირველი საათია? - ტელეფონზე ვამოწმებ და თვალები მიფართოვდება. - აქამდე როგორ მეძინა?
- მეც მაგას არ ვამბობ? მიდი ახლა, წამოხტი და მაჭამე რამე. - თვალებს მიფახუნებს.
- ოოო საჭმელი? მეც საშინლად მშიაააა. - ბავშვივით ვიწყებ წუწუნს,მერე ვხვდები,რომ ერეკლე არ მყვება,მისკენ ვიყურები და ვხედავ,როგორ მიყურებს თვალებ მოჭუტული. - რაა?
- რაღაც მოპუტკუნებული ხარ შენ ხომ?
- რაა? აუ არაააა. - თავს ბალიშში ვრგავ და ტირილი მიტყდება.
- რა დაგემართა პრინცესაა? ვიხუმრე გოგო. - ცდილობს დამამშვიდოს, გვერდით მიჯდება და თმაზე მისვამს ხელს.
- მართლა? - ბალიშიდან ვწევ თავს და ვეხუტები.
- ხო აბააა. - შუბლზე მკოცნის. - რამე ხომ არ გინდა მითხრა? - ტვალებში მაშტერდება.
- ამმმ...
- ეს ის არის რაც მე მგონია? - თვალები უბრწყინდება და სახე ებადრება.
- ხოოო. - თავს ვუქნევ და ვიცინი.
- აუუუუ ახლა გავგიჟდებიიიიი. რა მაგარია ეეეეეე. - ფეხზე ხტება და ყვირილს იწყებს,ისე უხარია,ლამისაა ხტუნვა დაიწყოს.
- ჩუუუუ,რა გაღრიალებს იდიოტოოო,ისააკი გაიგებს.
- რაა? არ იცის ჯერ? როდის უნდა უთხრა? - შეთქმულივით უწევს ხმას,გვერდით მიჯდება ისევ და თვალებში მაკვირდება.
- მინდა რამე ორიგინალური მოვიფიქრო.
- ოჰ თორემ ეგეც არ მყავდეს ემოციების მამა. - მობეზრებულად ამბობს და მერე ერთად გვიტყდება სიცილი. კარი იღება, ისააკი შემოდის და წარბ აწეული გვაკვირდება.
- რა მოხდა?
- ამმ... არაფერი,ელიმ,რომ გაიღვიძა გამიხარდა და ემოცია ვერ დავმალე. - იკრიჭება ერეკლე. - დარწმუნებული ვარ ვერც შენ ვერ დამალავ. - აბრეხვებს ბოლოს.
- რაა? - ვერ ხვდება ისააკი და გაკვირვებული აკვირდება.
- არაფერი გვრიტებოოო. წავედი ახლა მეეე და გნახავთ მალე. - სწრაფარ დგება საწოლიდან.
- და ჭამა? ხომ გშიოდა? - ბუზღუნით ვეკითხები.
- აღარ მშია. ჩაოოო. - ამბობს გაკრეჭილი და ოთახიდან გარბის.
- გიჟი. - ეღიმება ისააკს.
- არ არის გიჟი ჩემი ერეკლე. - გაბუტული ვეუბნები.
- ჩემი ქალბატონი გამებუტა? - საწოლზე ამოდის და ეშმაკურად დამყურებს.
- დიახ. - თავს კედლისკენ ვატრიალებ.
- უნდა გამოვისყიდო დანაშაული რამენაირად. - პერანგის ქვეშ მიცურებს თითებს და თეძოზე მიჭერს. ღიმილს ვერ მიკავებ მის საქციელზე. პერანგს ნელ-ნელა ზემოთ წევს და ამჯერად მკერდზე მეფერება,ვეღარ ვითმენ და თავს მისკენ ვაბრუნებ, მაგრამ სიტყვის თქმას არ მაცდის ისე მაცხრება ტუჩებზე. ხელს მის თმებში ვაცურებ და უკან ვქაჩავ.
- მშია მე. - ვამბობ სწრაფად, ხელიდან ვუსხლტები, ხალათს ვავლებ ხელს და ქვემოთ ფრთხილად ჩავრბივარ. მაცივრიდან სალათს ვიღებ, სამზარეულოს დახლზე ვჯდები და პირდაპირ კონტეინერიდან ვიწყებ ჭამას. ამ დროს კი ისააკი შემოდის წარბშეკრული.
- თვითონ ჭამს და მე დამტოვა მშიერი.
- მოდი მერე, შენც გაჭმევ. - ისე ვამბობ,თითქოს ვერ მივხვდი რასაც გულისხმობდა. ჩემთან მოდის და ფეხებსშორის მიდგება. - აი,ჭამეე. ნახე რა გემრიელობაა. - ერთ ლუკმას ვაჭმევ და მეც ვჭამ.
- ხოო,გემრიელია,მაგრამ შენსავით არა. - ტუჩებს ილოკავს,ჩემკენ იხრება და ყელში მკოცნის. მერე ნაზად მიხსნის ხალათის ქამარს და პერანგის შიგნით,შიშველ წელზე მეფერება. - მეჩვენება თუ ცოტათი მოიმატე?! ამბობს ,თან ყელში მკოცნის.
- გავსუქდი? ესეიგი მართლა გავსუქდი. - კონტეინერს დახლზე ვაგდებ და ტირილს ვიწყებ.
- პატარავ... რა დაგემართა? - გაკვირვებული მხვევს ხელებს ისააკი.
- ერეკლემაც მითხრა. მე რა,მსუქანი ვარ? აღარ მოგწონვარ? - სლუკუნით ვამბობ და ქვემოდან ავყურებ.
- ნუ სულელობ. ძალიან ლამაზი ხარ.
- აჰა,ანუ სულელიც ვარ? -უფრო ვუმატებ ტირილს.
- ელისაბედ! ახლა არ გამაგიჟო გოგო. რა დაგემართა? - ხელებს ჩემს გარშემო აყრდნობს მაგიდას და ისე დამყურებს. - რატომ მიჭედავ ყველაფერზე? შენ რაა, გინდა რომ მთლად გამაგიჟო? - ვუყურებ მის გაბრაზებულ სახეს და რაღაცნაირად მსიამოვნებს,ვმშვიდდები,ცრემლებს ვიწმენდ და სლუკუნით ვეუბნები.
- შენი ბაავშვი მოქმედებს ჩემზე და მაგის ბრალია. - ცოტა ხნით თავდახრილი დგას,მერე მზერას მისწორებს და ისე მაკვირდება. თვალებში მთელი გალაქტიკა მოუჩანს, მთელი სამყარო და ეს მზერა უზომოდ მაბედნიერებს.
- გაიმეორე... - ამბობს ჩამწყდარი ხმით.
- შენი და ჩვენი შვილის ბრალია ყველაფერი. - ვამბობ,ვიკრიჭები და მის რეაქციას ვაკვირდები. სწრაფად იაზრებს ნათქვამს და ჰაერში მაფრიალებს.
- მე... მე მამა გავხდები! მამა... - ღრიალებს ბოლო ხმაზე და ჰაერში მაბზრიალებს. ბედნიერებისგან სიცილს ვერ ვწყვეტ,მაგრამ მერე უსიამოვნო გრძნობა მახსენებს თაბს.
- ისააააკ.. დამსვი სწრაფააად... გული მერევა. - ვყვირი და მხრებზე ვუტყაპუნებ ხელს.
- ჯანდაბა,ჯანდაბა პატარავ. მაპატიე. - სწრაფად მსვამს ძირს და ჩემთან ერთად შემორბის სააბაზანოში.
************************************************************************************************************************
დილით სახეზე პატარა ხელების შეხება მაღვიძებს. თვალს ვახელ და ღიმილით ვუყურებ ნიკოლოზს,რომელიც ლამის თავზე მაზის და მისი თათუნიებით ცდილობს გამაღვიძოს.
- რაო დეე... გაიღვიძე უკვე? - პასუხად ყურებამდე იღიმის და რაღაცას მეუბნება მის ენაზე.
- აჰააა,გასაგენია,ესე იგი გინდა რომ დედიკომ შეგჭამოს? არის უფროსო,ახლავე. - ვამბობ, ნიკოლოზს საწოლზე ვაწვენ და გემრიელ ლოყებთან ერთად მთელს სხეულს ვუკოცნი. ისიც კისკისიც იქნევს ხელ-ფეხს. - შეგჭამ,დედას მსუქოოო ბავშვოოო. - მასთან ერთად ვიცინი და ამ დროს სააბაზანდან წელს ზემოთ შიშველი ისააკი გამოდის და ღიმილით გვაკვირდება. - დეე ნახე,შენი სექსუალური მამაც მოვიდა... - სიცილით ვამბობ და ტუჩს ვიკვნეტ.
- რეებს ასწავლი ბავშვს? - თავს აქანებს. - ამისთვის დაისჯებით პატარა ქალბატონო. - საწოლზე ამოდის და ტუჩებს ვნებიანად მიკოცნის. მერე ბავშვს კოცნის მუცელზე,საწოლის მეორე მხარეს წვება და ნიკოლოზს გულზე იწვენს. - რაო მააა? კიდევ კარგი მალე გამოვედი,თორემ დედაშენი შეგახრამუნებდააა. - მუცელზე უღიტინებს და ნიკოლოზიც კისკისებს. მერე მსუქანა ხელებს უტყაპუნებს მკერდზე. - შეგჭამ,შეგჭაამ. - კბილებს აკრაჭუნებს და ყელს გემრიელად უკოცნის. ამ სანახაობას გვერდიდან, ვაკვირდები და ღიმილს ვერ ვიკავებ. ისააკი ჩემკენ აბრუნებს თავს და გამომწვევად მიღიმის. - რაო ქალბატონო,ეგრე რატომ გვიყურებ ვაჩნაძეების ბიჭებს?
- თქვენ დიდი ხანია რაც შაქარიშვილის ბიჭები ხართ. - ღიმილით ვუკრავ თვალს,სწრაფად ვდგები და კურტუმოს ქნევით გავდივარ ოთახიდან.
- შენ ღამით მოგივლი ქალბატონო. - მესმის ისააკის ხმა.
- დღეს ბავშვს შენ აძინებ პატარააავ. - კისკისით ვუბრუნებ პასუხს და ვცდილობ ეზოში გავექცე ნიკოლოზით მორბენალ ისააკს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი .



დადააააამ ^_^ ღუნღულაკებოოო,ესეც დასასრული ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს კომენტარებს ^_^ მადლობა,რომ კითხულობდით და თქვენს ემოციებს მიზიარებდით



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ძალიან მაგარი ისტორია იყო საყვარელოო

 


№2  offline წევრი sandlena

სასწაული იყოოო

არაჩვეულებრივად წერ

ველი შენს ახლა ისტორიას

 


№3  offline წევრი OKI ME

ჰაჰ, არადა წინა თავზე ისეთი ამბავი ავტეხეთ ხალხმა არიქა სალომეა კარზეო და არ შეგვრჩა ირინა? :D

მართლა ძალიან კარგი იყო მაგრამ დიდი იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით დაბრუნდები ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი stt

ძალიან კარგი იყო, იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით <33

 


№5 სტუმარი Life is beautiful

ტიტუჰ.. ეს რა იყო ქალო დანაპიები შესრილე მართლა ამაფეთქე... რა საყვარლები არიან სამივეე აი წარმოვიდგინე და რა გემრიელი იყო პეპლები დაფრინავენ მუცელში და სახეზე ღიმილი დამთამაშებს ძააან ძაან კაი იყო... თენქსსს.... მალე შექმენი შენი ახალი სიგიჟე და გაგვაგიჟე ასევე ჩვენცც.... დედა კი არ ჩამოცხა გავიყინე იმდენად გადამეწვა რეფლექსი ორგანუზმში... აუ რა ვიმხიარულეე... ორ პანტერას დააგლეჯინე ერთმანეთი..
ერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ ისე კაი იყოო.... ბომბ...
კაი ველოდები ახალ და სენსაციურ ისტოს<3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარია მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგარი დასასრულით,ისეთი ტკბილი თბილი უმაგრესი წყვილი თავისი პატარა თუ,ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№7 სტუმარი Marimari

Auu kargi iyo, fuli Damwyda ro dasrulda, magram arc gawelilibiyo dzaan da arc patara, chaetia yvelanairad:-) magram sxva sami damaklda mainc :-)warmatebebi

 


№8  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ვაუ ძალიან მაგარი ისტორია იყო საყვარელოო

მადლობა სანშაინ ^_^ <3

sandlena
სასწაული იყოოო

არაჩვეულებრივად წერ

ველი შენს ახლა ისტორიას


ძალიან დიდი მადლობა ^_^ <3

Megioki
ჰაჰ, არადა წინა თავზე ისეთი ამბავი ავტეხეთ ხალხმა არიქა სალომეა კარზეო და არ შეგვრჩა ირინა? :D

მართლა ძალიან კარგი იყო მაგრამ დიდი იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით დაბრუნდები ❤️❤️❤️❤️❤️

მადლობააა ^_^ <3 <3

stt
ძალიან კარგი იყო, იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით <33


მადლობაა ^_^ <3

Life is beautiful
ტიტუჰ.. ეს რა იყო ქალო დანაპიები შესრილე მართლა ამაფეთქე... რა საყვარლები არიან სამივეე აი წარმოვიდგინე და რა გემრიელი იყო პეპლები დაფრინავენ მუცელში და სახეზე ღიმილი დამთამაშებს ძააან ძაან კაი იყო... თენქსსს.... მალე შექმენი შენი ახალი სიგიჟე და გაგვაგიჟე ასევე ჩვენცც.... დედა კი არ ჩამოცხა გავიყინე იმდენად გადამეწვა რეფლექსი ორგანუზმში... აუ რა ვიმხიარულეე... ორ პანტერას დააგლეჯინე ერთმანეთი..
ერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ ისე კაი იყოო.... ბომბ...
კაი ველოდები ახალ და სენსაციურ ისტოს<3

:დდდ ძალიან დიდი მადლობა ^_^ <3 <3

სტუმარი ნესტანი
მაგარია მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგარი დასასრულით,ისეთი ტკბილი თბილი უმაგრესი წყვილი თავისი პატარა თუ,ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????


დიდი მადლობა ^_^ <3

Marimari
Auu kargi iyo, fuli Damwyda ro dasrulda, magram arc gawelilibiyo dzaan da arc patara, chaetia yvelanairad:-) magram sxva sami damaklda mainc :-)warmatebebi


მადლობა ^_^ <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მაგარი ისტორია იყო

 


№10  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი მარი
ძაან მაგარი ისტორია იყო

მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent