კალპთა ნაამბობი [თავი 1/2]
პროლოგი ლაბირინთს 50 შესასვლელი ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცოდა გამოსასვლელების ზუსტი ოდენობა. კუნძულ ჯაინზე მდებარე ამ უძველეს ადგილს კალპების სამყარაროში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მრავალი წლის წინ კალპთა პირველი თაობა სწორედ ამ ლაბირინთის შიგნით, სამყაროს ყველაზე უკაცრიელ ადგილას დასახლდა და მას შემდეგაც კი როცა ეს ადგილი დატოვეს და საცხოვრებლად ახალ, უფრო დიდ ტრიტორიაზე გადავიდნენ ლაბირინთს და კუნძულ ჯაინს საკულტო დანიშნულების მაინც შეუნარჩუნეს. ლაბირინთის შიგნით იყო ჩაფლული მქმნელი ქვა, ნივთი რომელიც ადამიანს კალპად აქცევდა, თანაც ყველა გარდაცვლილი კალპი ამ კუნძულზე, ლაბირინთის გარშემო იმარხებოდა. სწორედ ამიტომაც შეარქვეს კალპებმა კუნძულს თავიანთ ენაზე ჯაინი ანუ სულების მიწაა, ხოლო თავად ლაბირინთს კროქსი- ათვლის სათავე. მართლაც ეს ადგილი ყველაფრის ათვლის სათავე იყო მათ სამყაროში. ყველა კალპის ისტორია აქ იწყებოდა და წლების შემდეგ ისევ აქ მთავრდებოდა. კროქსის ფართობი ათეულობით კილომეტრს მოიცავდე და მთელს კალპთა სამყაროში ყველაზე მისტიურ ადგილად ითვლებოდა. მთასავით წამომართული ლაბირინთის კედლებს უზარმაზარი ეკლიანი მცენარეები შემოხვეოდა და ახლოს მისვლისთანავე გაშინებდა. შიგნით შესვლაზე საუბარი აღარმაქვს. უზარმაზარი კედლების გამო კროქსში სინათლე ძნელად აღწევდა. არ ყოფილა შემთხვევა იქ გაუბრთხილებლად შესული უკან დაბრუნებულიყოს, ამოტომაც ამ ადგილს ყველა შიშით უყურებდა. 4 დარაჯის გარდა, რომლებიც ამ კედლებში გაიზარდნენ არავინ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა კროქსში. მიუხედავად ამ ყველაფრისა არ მოიძებნებოდა კალპი რომელიც ლაბირინთში ერთხელ მაინც არ ყოფილა. როგორც გითხარით ეს ყველა კალპის ათვლის სათავე იყო, ადგილი სადაც ადამიანი კალპი ხდებოდა. კროქსში დღეს სულების სამსჯავრო უნდა დაწყებულიყო. ქვეყნიერება ბოროტებას მოეცვა. ომიც დღედღეზე განახლდებოდა და ალბათ ფიქრობთ რა დროს სამსჯავრო იყოო, მაგრამ ეს ის სამსჯავროა რომელსაც მომავლის ბედი უნდა გადაეწყვიტა. სამსჯავრო რომელსაც არაფერი გამოეპარებოდა და რომელიც ჭეშმარიტებას დაადგენდა. თანაც ლაბირინთში შეპარულებს სამსჯავროს გარეშე ვინ გამოუშვებდა გარეთ. ან საერთოდაც ვინ იპარებოდა ლაბირინთში. -1- -ყველაფერი ჩემი ბრალია- ანა ადგილს ვერ პოულობდა და ლაბირინთის ერთერთ ჩიხში გამომწყვდეული მეგობრების წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა - აქ შემოპარვა ჩემი გეგმა იყო. ასე არ უნდა გამერისკა -ამაში ჩვენც დაგეთანხმეთ - ბაკას ანასკენ არც კი გაუხედია. სრულიად განადგურებული და ძალა გამოცლილი იყო იმ კვირაში განვითარებული მოვლენების შემდეგ - კაცმა რომ თქვას ვიცოდით კიდეც ეს ამბავი რომ კარგად არ დამთავრდებოდა -ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - დაუსისინა თალიმ. დადებული პირობის შესრულება და სამეფოს გადასარჩენად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა ყველაზე წმინდა მოვალეობად მიაჩნდა და რაც არ უნდა მომხდარიყო უკან არ დაიხევდა. თან იმდენი რამ დაკარგა, უკვე შეჩვეული იყო ტკივილის ყველაზე მწარე ფორმებს - ხომ ამბობდით მათ სამსჯავროზე თუ ამოვყოფთ თავს არ უნდა დავნებდეთო. ასე არ იყო ? შენ დანებდი ანა? ბრისიც კი გაჩუმებულია. ან შენ რაღა დაგემართა ქოროლ? -თალი მართალია - ანამ მუშტები შეკრა და სხეულზე ერთი წამით ლურჯი ალი მოედო - აქ ცუდი მიზნით არ შემოვპარულვართ, ამას გაგვიგებენ მთავარია ყველაფერი წესისამებრ მოვყვეთ, აზრიანად და დალაგებულად თანაც ქვის წაღებას ნუ დაივიწყებთ. ამ მიზნით შემოვედით და ვცადოთ რომ შევასრულოთ -ამას შენ ვერ გადაწყვეტ - ჩაილაპარაკა საპიმ -რა ? -რა და რას მოყვები ამას შენ ვერ გადაწყვეტ. სამსჯავროზე ბევრი რამ არ გამიგია, მაგრამ იმაზე მეტი ნამდვილად ვიცი ვიდრე ნებისმიერმა თქვენგანმა. ოდესღაც ამ საკითხს შევისწავლიდი - შენ და შენი შესწავლები - ბაკამ წარბები შეკრა და ცაში ისე აიხედა თითქოს ხსნას იქედან ელისო -მოგვიყევი - თქვა გიომ და გოგონას მიუბრუნდა -სამსჯავრო ბოლოს 3 საუკუნის წინ გაიმართა - დაიწყო საპიმ თავისი მშვიდი ტონით - როცა შავი სამეული ქვის მოსაპარად შემოვიდა კროქსში. -ვერაფერს იტყვი - შეაწყვეტინა თალიმ - დამთხვევები მართლაც არსებობს -მათ აქ ერთი თვე დაჰყვეს, ისე რომ ვერც კი შეამჩნიეს დროის სვლა. ცდილობდნენ ქვის მიგნებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს იმდენად განრისხდნენ რომ ლაბირინთის გადაწვა განიზრახეს, მაგრამ ცეცხლი მათსავე წინააღმდეგ დატრიალდა. ხაფანგში საკუთარი ნებით გაყვეს თავი. 3 უძლიერესი კალპი მალე არაადამიანურმა ტკივილმა მოიცვა. ყვიროდნენ. თავს იწყევლიდნენ და ერთმანეთს წყევლიდნენ აქ შემოსვლის გამო. ბოლოს დარაჯები გამოჩდნენ თეთრი როსებით შემოსილები. თეთრ როსებს მხოლოდ სამსჯავროზე იცვამენ. ჯაინზე მყოფი სულების დიდ ნაწილს იწვევენ სამსჯავროზე... -სულების ? -ისევ გააჩერა თალიმ -სულების სამსჯავრო შენი აზრით რატომ ქვია -მე რავიცი. მასე ამ ადგილს სულების მიწას ეძახით მაგრამ მე ერთი სულიც არ მინახია - თალიმ ხელი ჰაერში აიქნია - არსად... თქვენ, კალპებს ძალიან გიყვართ ამ სიტყვის ხსენება -სულების დანახვა რომ შეგეძლოს დარაჯი იქნებოდი - გიომ ისეთი სახით გახედა თალის თითქოს ეუბნებოდა რა სისულელეებს ლაპარაკობო -ერთი მე შემიძლია მაგ სულების დანახვა და მეორე იმ მოხუცებს - თქვა განაწყენებულმა თალიმ -გააგრძელე საპ - უთხრა ბრისმა. იმდენი ხანი იჯდა ჩუმად რომ სხვებს მისი ხმის გაგონება ეუცნაურათ -მოკლედ სამეული სულების სამსჯავროზე წაიყვენეს. მთელი ცხოვრება ზედმიწევნით მოაყოლეს რადგან სულებს უყვართ დიდი ამბების მოსმენა და ადამიანის ბუნებას ასე უფრო კარგად ეცნობიან -კიდევ სულებზე ლაპარაკობს - თალის დანარჩენებმა ისეთი სახით გახედეს გოგონამ ხელი ტუჩებზე აიფარა იმის ნიშნად რომ მეტს არაფერს იტყოდა -ზედმიწევნით როგორ უნდა მოვყვე - შეაწყვეტინა ქოროლმა - მასეთი მახსოვრობა რომ მქონდეს დაფაზე ბოლო კიარ ვიქნებოდი -აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა - გააგრძელა საპიმ - შენ გონებას აკონტროლებენ და ყველაფერს დეტალურად გაყოლებენ. თუ საჭიროა ძალიან დაწვრილმანებითაც. ვერაფერს დაუმალავ, ვერაფერს მოატყუებ და ყველაფერს ისე გაგახსენებენ თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს უყურებდე -მაინც სისულელეა და ძალიან ფუჭი - ჩაილაპარაკა ბრისმა -სისულელე არ არის. ასე ისინი შენი თვალით იწყებენ ხედვას, შენს ადგილას წარმოიდგენენ თავს და კარგად ხედავენ სწორი ხარ თუ არა -ხო მაგრამ მთელი ცხოვრება კიარ ვგეგმავდი ამ ლაბირინთში შემოპარვას - თქვა ქოროლმა - რა ჯანდაბაში აინტერესებთ ლაპარაკი როდის ვისწავლე -ასე ადრეული ასაკიდან არ გაწყებინებენ. თვითონ გადაწყვეტენ საიდან დაიწყებ და რას მოყვები -გაოცებული ვარ - ჩიხში სრულიად არსაიდან და უეცრად ერთერთი დარაჯი გამოჩნდა - მართლაც ბევრი გცოდნია. მეგონა ლაბირინთიდან ბევრი ამბავი არ ჟონავდა მაგრამ როგორც ჩანს კარგად გამოგიკვლევია საპი ისე შეკრთა ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედა -ყველას არ მოგიწევთ სამსჯავროზე გასვლა - დარაჯმა პატარა კონვერტი გახსნა და სახელები კითხვას შეუდგა - ანა ბარეიძე - ანას გახედა - ჩვენი დაკვირვებით აქ შემობრძანების მოთავე შენ უნდა იყო, ასე რომ შენ საპი, ბაკა, ქოროლი და გიოს წარმომადგენელი იქნები, რახან ყველანი კალპები ხართ და თითქმის ერთიდაიგივე გზა გამოიარეთ არ ვაპირებთ თითოეულზე ცალ-ცალკე დავხარჯოთ დრო... ბრისი არიესის გვარიდან - ახლა ბრისს გადახედა - შენ კალპი არ ხარ, საკუთარ თავს თვითონვე წარმოადგენ. შენს მსგავსად, საკუთარ თავს წარმოადგენს თალი ქარების სამეფოდან და ბოლო მოსაუბრე იქნება სქირი გორეიების მიწიდან - სქირი ყველაზე ბნელ კუთხეში იჯდა. ამდენი ხანი ხმა არ ამოუღია. თავისთვის იჯდა და ფიქრობდა ამ გაუგებრობაში როგორ ამოყო თავი. - გამომყევით - დარაჯმა ლაბირინთის ერთერთ ეკლიან კედელს ხელი აატარა და იქაც იმ წამს პატარა ოვალური კარი გაიხსნა - აქეთ დაკლაკნილ ბილიკებს ცხრა ადამიანი მიუყვებოდა. აქედან ყველაზე ასაკოვანი უცნაურ მხიარულებას მოეცვა. მიუხედავად იმისა რომ ლაბირინთში უამრავი წელი გაატარა სულების სამსჯავროს პირველად დაესწრებოდა. როგორც იქნა კროქსი გამოცოცხლდა. მოწყენილობისა და სიჩუმის სხივებს ძალიან დიდი დაკვირვების გარეშე ვეღარ შეამჩნევდი. დარაჯებს ისევე უყვარდათ გრძელი ამბების მოსმენა, როგორც თავად სულებს და დიდი მღელვარებით ფუსფუსებდნენ სამსჯავროს წესისამებრ მოსაწყობად. დარაჯები ლაბირინთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მათი სიცოცხლე ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი იყო კროქსის დაცვა და ქვის დახმარება იმაში რომ ქვეყნიერება ახალი კალპებით მოემარაგებინა. ლაბირინთის ტვინი ქვა იყო, ხოლო კიდურები დარაჯები. ეს ოთხი უხუცესი კროქსის ყველა კუთხე კუნჭულს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა. მიუხედავად იმისა რომ დარაჯები კალპთა საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ, მათ ასე მაინც არავინ მოიხსენიებდა. ოთხივეს აერთიანებდა ერთი ძალა, ეს იყო სულების დანახვა. დარაჯების გარდა არცერთ კალპს არ ქონდა სულების დანახვის ნიჭი. არსებობდნენ კალპები რომლებიც გარდაცვლილებს ხედავდნენ, მაგრამ უბრალო გარდაცლილსა და კუნძულ ჯაინის სულებს შორის დიდი განსხვავებაა. დარაჯები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ. ლაბირინთიდან იშვიათად გამოდიოდნენ და თუ გამოდიოდნენ, კუნძულ ჯაინს მაინც არასოდეს ტოვებდნენ. ოთხი დარაჯიდან ყველაზე უხუცესიც კი არ მოსწრებია სულების სამსჯავროს ასე რომ მღელვარების სხივებს ადვილად ამოიკითხავდით მათ თვალებში. -2- -მოვედით - დარაჯი ლაბირინთის ერთ კედელთან გაჩერდა. კედელი იმხელა იყო იფიქრებდი ცას აკავებსო. კროქსის ყველა კედელი ეკლიან-სუროებიანი და ძალიან მაღალი იყო მაგრამ ამასთან შედარებით დანარჩენები პატარა ღობეებად გამოჩნდნენ -სამყაროში არ დადის ადამიანი ვინც ამ კედლის იქეთაა ნამყოფი - დარაჯი დანარჩენების სახეებს დააკვირდა და როცა მათი ინტერესი იგრძნო ბავშვურმა კმაყოფილებამ მოიცვა - რათქმაუნდა ჩვენი,დარაჯების გარდა. სიმართლე რომ ითქვას დღეს თუ არ გაგამართლეს ეს ადგილი უკანასკნელი იქნება რასაც ნახავთ - კაცმა მარცხენა ხელის გული დანით გაისერა და ლაბირინთის კედელს მოუსვა -ამდენი ეკლებია, ხელი ისედაც გაეჭრებოდა - გადაუჩურჩულა თალიმ ქოროლს -რას გაიგებ. უცნაურები არიან -სასაცილოა მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ კალპების პირველი თაობა ამ ლაბირინთში დასახლდა - გააგრძელა დარაჯმა - სინამდვილეში ისინი ჯერ დასახლდნენ და უზარმაზარი კედლით შემოსაზღვრეს სოფელი, მერე კიდევ ლაბირინთი გააშენეს. -ალბათ მეზღაპრეების ბრალია - დაეთანხმა საპი - მეც მსმენია ლაბირინთის შექმნის ეს ვერსია -ეს ყველაზე ჭკვიანი უნდა იყოს - დარაჯმა თითი საპისკენ ისე გაიშვირა თითქოს ვიღაცას აჩვენებდა - აქაურობა მოგეწონებათ - კედელი ნელნელა იხსნებოდა. სულ რაღაც ორიოდე წამში იქ შეკრებილებს პატარა სოფელი გადაეშალათ თვალწი -ესეც სოფელი ჯაინი -სოფელსაც ჯაინს ეძახით ? - დაინტერესდა ანა -სოფელსაც ? რათქმაუნდა. პირველად სოფელს დაარქვეს ჯაინი, მერე კიდევ მთლიანად კუნძულს სოფელი ჯაინი ძალიან პატარა იყო და იმ შემაღლებული ადგილიდან სადაც ეს 9 ადამიანი იდგა ხელისგულივით გადაშლილი ჩანდა. პატარპატარა სახლები. ზოგი დანგრეული, ზოგი დამწვარი ზოგი სუროებით დაფარული. აქაიქ უცნაურად სქელტანიანი ხეები, იასამნისფერი ყვავილებით დაფარული ბუჩქები. პატარა გორაკები. ამ ადგილს მისტიური ელფერი დაჰკრავდა და ეს არც იყო გასაკვირი. ნისლი არ იდგა, მაგრამ ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს ბურუსს მოეცვა და მაინც, ლაბირინთის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით მზის სხივები ყველაზე ადვილად აქ აღწევდა. -კალპების აზრით სიტყვა ჯაინი ძველი კალპური ენიდან მოდის და სულების მიწას ნიშნავს- საუბარი გააგრძელა ლაპარაკს მოწყურებულმა დარაჯმა - მაგრამ... -მაგრამ სინამდვილეში ძველი ბენდლიდან მომდინარე სიტყვაა - წინადადება დაასრულა საპიმ და დარაჯის გაკვირვებულ მზერას თვალი აარიდა -ზუსტად ასეა - განცვიფრებით შესძახა კაცმა - ამ სიტყვას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე უბრალოდ სულების მიწაა -მაინც რა - ჰკითხა თალიმ. დარაჯმა არაფერი უპასუხა და ჯაინისკენ მიმავალ ბილიკს ღიმილით ჩაუყვა -სად მივდივართ ? - იკითხა ბაკამ -ყველა იმ ადგილს რაც რაიმის საწყისად ითვლება ერთი საერთო აქვთ -კიდევ ერთი გამოცანა - ჩაიბურტყუნა თალიმ -გამოცანა არ არის - უპასუხა საპიმ - ეს ძველი გამოთქმაა. ყველა იმ ადგილს რაც რაიმის საწყისად ითვლება ერთი საერთო აქვთ და ეს არის ხე. რომლის ფესვებიც ისე ღრმად არის რომ მიწის გულს სცდება ხოლო ტოტები ისე მაღლა რომ ცას ფარავს -ოუჰ -ძველ კალპურ ენაზე უფრო ლამაზად ჟღერს -ამდენი რამე საიდან იცი - გოგონას მიუბრუნდა დარაჯი -შტაბის ბიბლიოთეკაშია გაზრდილი - საპის მაგივრად უპასუხა ბაკამ -ხე რომლისკენაც მივდივართ იმ გორაკს რომ გადავივლით მალე შეგვხვდება - დარაჯმა ისე გააგრძელა თითქოს ბაკას სიტყვები არც გაუგონია ამ რვა ადამიანს, რომელიც დარაჯს უკან მიყვებოდა იშვიათად თუ გააკვირვებდათ რამე. პატარა ასაკის მიუხედავად ცხოვრების მანძილზე უკვე ბევრი რამ ენახათ და გადაეტანათ, მაგრამ სოფელი ჯაინი ყველაფრის მნახველი ადამიანისთვისაც კი საოცარი ადგილი იყო. საოცარი იმიტომ კიარ იყო რომ ერთი ნახვით შეგიყვარდებოდა, მისი სილამაზე ენას წაგართმევდა ან გულს სითბოთი გაგივსებდა. არა. საოცარი არც თავისი მისტიურობის გამო არ იყო. არც იმ საშიში ელფერის რაც მას დაჰკრავდა და არც იმ უცნაურად თხელი ბურუსის გამო. არა. საოცარი ადგილი იმიტომ იყო რომ იქ მოხვედრილს გრძნობა გეუფლებოდა. გრძნობა თითქოს ძალიან წმინდა ადგილას მიაბიჯებდი. ადგილას სადაც ვერაფერს ხედავდი, მაგრამ გრძნობდი რომ ბევრი თვალი გიყურებდა. სიტყვებით ახსნა ძნელია, მაგრამ ეს რვა ადამიანი ზუსტად ამ გრძნობას მოეცვა. გრძნობდნენ რომ უამრავი თვალი აკვირდებოდათ, მაგრამ დანახვით კი ვერავის ხედავდნენ. ყოელთვის მოსაუბრე თალისაც კი ენა ჩავარდნოდა და აქეთ იქეთ სიზმრიდან ახალ გამოსულივით იყურებოდა. -ფრთხილად - დარაჯმა ისე შესძახა რომ უკან მომავლებს გული ერთიანად შეეკუმშათ - დარაჯი ანასთან წამის მეათასედში გაჩნდა და ხელით შეაჩერა - ამ ქვას ფეხი არ დაადგა -კარგი - ანამ უკან დაიხია - ბოდიში. უბრალო ქვა მეგონა -აქ უბრალო არაფერია - მიუგო განაწყენებულმა დარაჯმა - ყველაფერს თავისი მიზანი და მიზეზი აქვს, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში - კაცმა ორი წამით სიცარიელეში გაიხედე, მერე უცებ სახე შეეცვალა და ისევ ღიმილმა მოიცვა - არაუშავს. წამოდით, წამოდით. აღმართი მალე დასრულდა და დაპირებული ხეც გამოჩნდა -ზუსტად ისეა როგორც მაგ შენს ანდაზაში - თალიმ საპის გადაულაპარაკა და უზარმაზარ ხეს თვალი ააყოლო. თან ფიქრობდა ამხელა რამ აქამდე როგორ ვერ დავინახეო, წესით ლაბირინთის ყველა წერტილიდან უნდა გამოჩენილიყო. -ანდაზა არ არის. ძველი გამონათქვამია - უპასუხა საპიმ - მაგრამ კი. ზუსტად ისეა - თვითონაც გაოცებული იყო ხის სიდიდით. მისი უზარმაზარი ტოტებით და ხასხასა ყვითელი ფოთლებით. სქირის გარდა ყველ მაღლა იყურებოდა და ხის უზარმაზარ, ცაში აწვდენილ ტოტებს ენაჩავარდნილები მისჩერებოდნენ. სქირი კი პირიქით, მიწას გაფართოებული თვალებით დაჰყურებდა ადგილ-ადგილ დაიხრებოდა, თვალებს ხუჭავდა და ხელს ისე უსვამდა თითქოს ეფერებაო. ხესთან ქვის ხუთი ტახტი იდო. არ ვიცი ტახტი რამდენად ეთქმის უხეშად გამოჭრილი ქვის ხუთ სკამს, მაგრამ დარაჯები კი ასე მოიხსენიებდნენ. ოდნავ მოშორებით კიდევ ერთი ძალიან დიდი ქვის ლოდი იყო, რომლის შუაგულიდან რაღაც ბლანტი სითხე წვეთავდა. სიმართლე რომ ითქვას ყველგან ქვები იყო, ოღონდ შედარებით მომცრო ზომის, დიდ ბალახებში ჩაფლული. დანარჩენი სამი დარაჯიც იქვე იყო, მათაც თეთრი როსები ეცვათ და თვალები მღელვარებით უციმციმებდათ. ხის ირგვლივ სქელი ნისლი ნელ-ნელა გროვდებოდა და ისედაც უცნაურ გარმოს კიდევ უფრო მისტიურ ელფერს აძლევდა. ცენტრში მდგარი ქვის ტახტის გვერდზე ჩირაღდანი აინთო. პირველმა დარაჯმა, რომელიც აქამდე მოაცილებდა განსასჯელებს ანას ანიშნა ტახტზე დამჯდარიყო. დანარჩენებს კი იქვე ხის ერთ-ერთ ამოზნექილ ფესვზე მიუთითა. მეორე დარაჯი ქვის ლოდთან მივიდა და ბლანტი სითხე პატარა ჯამში შეაგროვა, მერე ანას მიუახლოვდა და ჯამი გაუწოდა -ბოლომდე გამოცალე -ეს რა არის ? -ის რისი წყალობითაც მხოლოდ ჭეშმარიტებას ილაპარაკებ და რაც წარსულის დავიწყებულ ამბებსაც კი დეტალურად გაგახსენებს - მიუგო დარაჯმა, ბოხი და ჩახრინწული ხმით. გოგონა დაემორჩილა და სითხე ბოლომდე დალია. რამოდენიმე წუთში თვალის გუგები გაუფართოვდა და სახეზე ყველანაირი ემოცია ისე წაეშალა გეგონებოდა რობოტად იქცაო. -მემგონი დროა დავიწყოთ - ერთერთმა დარაჯმა ხის უკან სიცარიელეში მოავლო თვალი და ხმამაღლა წარმოთქვა. დანარჩენებმა მაშინვე დაიკავეს ქვის ტახტზე თავიანთი ადგილები. მოსაუბრე დარაჯმაც დაიკავა თავისი ადგილი და ანას მიაჩერდა - მე დარაჯი ნომერი ერთი ვარ - გააგრძელა მან - არი, ძველ კალპურ ენაზე ერთს ნიშნავს და ეს ჩემი სახელია. ესენი კი ურმი, ნისე, და ნირი არიან - სათითაოდ გადახედა დანარჩენ დარაჯებს მათი სახელის ხსენებისას. დარაჯი რომელიც განსასჯელებს აქამდე მოაცილებდა ნომერი სამი, ანუ ნისე გახლდათ. ამ ოთხეულში მხოლოდ ერთი ქალი ერია, ნირი, ანუ ნომერი ოთხი. ძალიან გრძელი ჭაღარა თმები წელამდე სწვდებოდა და თეთრ როსს ორგანულად ერწყმოდა. ქალს უცნაურად ცარიელი, თითქოს უგუგო თვალები ქონდა და პირველი დანახვისას ცოტა გაშინებდა - ჩვენ დღეს სულების სამსჯავროს წარვუძღვებით და სულებს წარმოვადგენთ. ახლა თქვენი ჯერია. გაგვეცანი - არიმ ხელი ანასკენ გაიშვირა. გოგონა ხმას არ იღებდა. თვალები გაშტერებოდა ძეგლივით გაშეშებული იჯდა. დანარჩენებმა იფიქრეს რომ სუნთქვაც შეწყვიტა -ცოტა ვაცადოთ - თქვა ურმიმ - სითხე მოქმედებას იწყებს. მის გონებაში დიდი აურზაური იქნება ურმი მართალი იყო ანას გონებაში მართლაც დიდი არეულობა იყო. გოგონას თვალწინ თავისი ცხოვრების უამრავი მომენტი უცოცხლდებოდა, თითქოს მილიონ კინოკადრს ერთდროულად უყურებდა. ჯაჭვიდან ამოგლეჯილ ამ ისტორიებს თავს და ბოლოს ვერ უძებნიდა და წესისამებრ ვერ აკავშირებდა. თითქოს ვიღაცამ ისტორიაში არსებული ყველაზე რთული და ჩახლართული ფაზლი მიაწოდა ასაწყობად. ფაზლი რომელსაც მილიარდი პატარა ნაწილი აქვს. -მე ანა ვარ - ამოილუღლულა იმდენად ჟუმად რომ საუკეთესო სმენის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა მისი გაგონება -თუ შეიძლება გაიმეორეთ - უთხრა არიმ -მე ანა ვარ, - ამჯერად უფრო ხმამაღლა წარმოთქვა - კალპთა მიწებიდან -რომელი ქალაქიდან ? - შეეკითხა არი -ზეადან დარაჯებმა ერთანეთს კმაყოფილი სახეებით გადახედეს. სითხემ იმოქმედა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.