... რომ არ უნდა გიყვარდეს (3 თავი)
აღარ მინდოდა, კარებს მოვშორდი და დივანზე დავჯექი. ვერ გავიაზრე მოსმენილი. ხელებს, სახეზე უმისამართოდ ვისვამდი. ვერ გამოვერკვიე საერსხეული გამეყინა, არაფრის მოსმენა თოდ, რატომ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ იმ ღამით შემთხვევით, დიმა დავინახე იარაღით ხელში თუ, ეს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა. ხელახალი ფიქრთა ომი დაიწყო ჩემს ტვინში.მომენტებს და ფაქტებს ვიხსენებდი, ვაჯამებდი, მაგრამ ვერ მივხვდი მართლა რა მიზეზი ამოზრავებდა დიმა აბაშიძეს. ან, ახლა რაღა აზრი ჰქონდა ამ მიზეზს. შედეგი უტყუარი იყო, მე მისი ნების ტყვე ვიყავი. –გამარჯობა! –მომესალმენ . ავიხედე, დიმა და ჩემი ბადრაგები მადგნენ თავზე. –გამარჯობა!– ზრდილობის გამო ვუპასუხე, ისედაც მათ რას ვერჩოდი. –რა ფერი გაქვს ცუდად ხარ?- მკითხა დიმამ – კარგად ყოფნის მიზეზი მაქვს? –კითხვით ვუპასუხე –კარგად იქნები თუ არა ეგ შენზეა დამოკიდებული. ლალიკოს ვთხოვ ყავა მოგიტანოს,იქნებ ხასიათი გამოგიკეთოს. –სამი კოვზი შაქარით თხოვე. - მართლა მჭირდებოდა იმ წუთას ყავა. – რაიყო სიროფს სვავ? –რაიყო გენანება? –ხო. არ მინდა გასუქდე. –ხოდა გავსუქდები. იქნებ შეგრცხვეს ჩემ გამო და გამიშვა. – რა პრობლემაა, არ გამოგაჩენ. –ისედაც არსად ვაპირებ შენ გვერდით გამოჩენას.... ცივი თვალებით შემომხედა, აღარაფერი უთქვამს. ლალის, ყავის მოტანა სთხოვა და მერე სამივენი ჩემს წინ, მსაჯულებივით ჩამოსხდნენ. მე, ისევ ჩემს ფიქრებში გავიხლართე. იქ მათ არსებობას ყურადღებას არ ვაქცევდი. თავადაც მგონი სამსახურის საკითხზე საუბრობდნენ. დიმა, მართალია ყოველწუთს მე არ მიყურებდა, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემს მოძრაობას და სახის ცვლილებას ამჩნევდა. მერე ერთხანს, ყველანი ჩუმად ვიჯექით.მხოლოდ ჩემი ყავის ჭიქა არღვევდა სიჩუმეს. რომელსაც ყოველი ყლუპის მოსმის შემდეგ, ხმაურიანად ვდგავდი, ჩემს წინ მდგარ მინის მაგიდაზე, რომელზედაც სხვა ძვირფას სუვენირებთან ერთად, სპეციალური ჭიქის დასადებიც იყო. მაგრამ მე მაინც დემონსტრაციულად ვაბრახუნებდი მინაზე. ინტერესი მკლავდა გამეგო –რა მოხდა სასტუმროში, ბილიარდის ოთახში მანამ, სანამ მე შევიდოდი. ყავის სმისა და ბრახუნის რაოდენობას ვუმატე, აშკარად მიმტყუნებდა ნერვები. ის, რათმაუნდა ამასაც ამჩნევდა და მგონი ჩემს დასამშვიდებლად მკითხა: –გინდა თბილისში წავიდეთ? სამსახურის საქმეც მაქვს და შენ თუ რამე გჭირდება ვიყიდოთ. უარის თქმა არც მიფიქრია, პირიქით გამეხარდა.რისი იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ რამე, ისეთი მომხდარიყო, რაც დამეხმარებოდა, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“. ისე ვუპასუხე წავიდეთთქო, თითქოს ვამადლიდი კიდეც საერთოდ, რომ მივყვებოდი. ოთახში ავედი, წყლის გადავლება მინდოდა. დაძაბული საათის შემდეგ შხაპი მესიამოვნა და დამამშვიდა კიდეც. აბაზანიდან გამოვედი და გადავწყვიტე საგულდაგულოდ მოვწესრიგებულიყავი. ზოგადად ძალიან მიყვარს თავის მოვლა და მუდმივად კარგ ფორმაში ყოფნა, მაგრამ იმ წუთას მიზეზი ნამდვილად არ მქონდა. თუმცა, რატომღაც ასე მომინდა. თმა გავიშალე და ბოლოები ისე დავიხვიე ბუნებრივობა, რომ არ დაეკარგა.ტანზე შავი, ღია ფერის ყვავილებით გაწყობილი, გრძელი კაბა ჩავიცვი . მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თვალებზე მხოლოდ ტუში და ტუჩებზე ღია ვარდისფერი კონტური, ლოყები ოდნავ რუმიანით გავიმუქე. საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე ამ ყველაფერს, სპეციალურად ვაჭიანურებდი, მინდოდა მოთმინება დაეკარგა. როდესაც ყველა მიზეზი ამოვწურე მისაღებში ჩავედი. –მზად ვარ, წავიდეთ. –ყოველთვის ასე დააგვიანებ?–მკითხა და ისე მომაშტერდა უხერხულობა ვიგრძენი, ისევ რენდგენში გამატარა. სახეზე ხელი მოისვა და წარბები მაღლა ასწია. –თუ არ მოგწონს არავინ გაძალებს ! –ბავშვებო ჩვენ ეზოში გავალთ.–გვითხრა ზურამ, რომელიც დიმას უყურებდა და ღიმილს ვერ მალავდა. – აქ დიდხანს უნდა ვიდგეთ თუ, ჩვენც მივდივართ? – ვკითხე და უფრო ახლოს მივედი, მიდოდა მეტად დამებნია. –წავიდეთ ! – შორიდან მომიარა და ეზოში ისე გავიდა. –რა გაცინებთ, რამე უკუღმა მაცვია ? – ჰკითხა ბიჭებს მკაცრად. –რას ერჩი, თავი დაანებე, აბა შენსავით სულ გაბრაზებული სახეებით უნდა იყვნენ? –დაცვა გამოუჩნდათ. აბა სულ კლოუნებივით უნდა იყვნენ? –თუ თავად უნდათ იყვნენ. შენ მდგომარეობას ნამდვილად ჯობია! –ვაუ ! ვიღაც შენ ენაზე გელაპარაკება. უკვე მომწონს ჩვენი რძალი! –თქვა კმაყოფილი სახით გუგამ. –ჩემს ნერვებს ნუ ცდით! – ხელის ჟესტით დაემუქრა და მერე, ნახევრად მობრუნებული თავით მითხრა : – ჩაჯექი მანქანაში. –შენთვის არავის უსწავლებია, როდესაც ქალი მანქანაში ჯდება მამაკაცი კარს, რომ უღებს? –რატომ, ქალს არ შეუძლია კარის გაღება? –მითხრა და ორონიული სახით შემომხედა. –რატომ ველოდი შენგან სხვა პასუხს, არ ვიცი. –ნელ–ნელა სწავლობ ადვოკატო, კარგია!– მითხრა და კმაყოფილი სახით სიჩქარეს მოუმატა. –ადვოკატოთი, რომ მომიხსენიებ დამცინი თუ რა? –არა, რატო! პატივისცემას გამოვხატავ. –არ გინდა რა ეს ცინიზმი, იცი რაც მქვია და შეგიძლია სახელით მომმართო. –როგორც თქვენ ინებებთ ქალბატონო თამარ ! ახლობლებისთვის თაკო ხო? –დიახ ! –კარგი სახელია თაკო ! –შენთვის თამარი ! – ჩემთვის მითუმეტეს თაკო! ბოლოს და ბოლოს ერთ საათში ჩემი კანონიერი ცოლი უნდა გახდე. –რა კანონიერი, ვერ გავიგე? –ხელის მოსაწერათ მივდივართ. ძალიან გთხოვ ისტერიკას ნუ მოაწყობ ახლა ხომ იცი, აზრი არ აქვს. –ესეიგი წინასწარ დაგეგმე ყველაფერი და თბილისში წასვლა ვითომ შემთხვევით შემომთავაზე ხო? –არაფერი არ დამიგეგამავს. ხელის მოწერა ამ მოვლენების გაგრძელებაა და გასაკვირიც არაფერია ამაში. თანაც, დარწმუნებული ვარ შენც, არ გენდომებაა უსტატუსოდ ჩემს სახლში , ჩემს გვერდით ცხოვრება. . ისე, დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი შენ წაყვანას. უბრალოთ ასე გამოვიდა. ჯერ ქორწინება გავაფორმოთ,მერე საყიდლებზე გავიაროთ. ან, თუ გინდა პირიქით. იქნებ თეთრი კაბის ჩაცმა გინდა. – ბოლო სიტყებზე სახის გამომეტყველება არ შეცვლია. ვერ გავიგე, დამცინოდა და თუ, მართლა მეუბნებოდა. –ნუთუ არ იცი, როგორი მნიშვნელოვანია ეს საკითხი ადამიანისთვის და შენ ისე უგულოდ საუბრობ, თითქოს უბრალო შეთანხმებას ვაფორმებდეთ.... თეთრი კაბა? ნუ მაცინებ... სასიკვდილო განაჩენზე მაწერინებ ხელს და სუდარა უფრო შემეფერება. მკლავ, ცხოვრებას მართმევ გესმის? – ნერვიულობით ისტერიკა მეწყებოდა –გამიჩერე მანქანა ! გამიჩერე ! იცოდე გადავხტები ! გააჩერა. კარი გავაღე და სწრაფად გადავედი, ტირილი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავქვითინდი. თვითონაც გადმოვიდა. –არ გინდა გთხოვ ! თუ გინდა დაგიჩოქებ, ოღონდ გადაიფიქრე.–ვუთხრი და მისკენ წავედი. –არ გაბედო! არ გაბედო! არასდროს არავისთან!_მითხრა და ხელებით დამიჭირა, სანამ მის ფეხებთან ჩავიმუხლებოდი. ტირილით მუხლები მეკვეთებოდა,მანქანამდე გულზე აკრული მიმიყვანა და ჩამსვა. თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა. ხელები საბარგულს დააყრდნო და რამდენიმე წუთი მიწას დაჩერებოდა. რაც არ უნდა მეტირა და მემუდარა უშედეგო იყო. მას, გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე ყველაფერი. თანაც ჩემს, უსიტყვოდ დასათანხმებლად ხელში კოზირი ეჭირა. მდგომარეობა კიდევ ერთხელ, სწორად შევაფას, ასე მხოლოდ ნერვებს გავიფუჭებდი. თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი. ჩემთან მოვიდა, ნიკაპი ხელით ამიწია, თავისი გიშრის თვალებით ჩამაჩერდა, რომლებიც ბრაზისგან უფრო შავი და დაუნდობელი მომეჩვენა. შეშინებული ვუყურებდი. რამდენიმე წამი ასე გავიდა და ბოლოს მითხრა: –ჩემი ნუ გეშინია! არასდროს არაფერს დაგიშავებ თუ შენ, არ მომცემ მიზეზს. შენზეა დამოკიდებული, როგორი ვიქნები შენს მიმართ. გთხოვ ნუ მაიძულებ ცუდი ვიყო, არ მინდა... და კიდევ, ასე მეორედ არ მოიქცე. არცერთი კაცი არ არის ღირსი მის ფეხებთან ქალმა დაიჩოქოს. დააშავე . არ ვიცოდი რა მეპასუხა ან რა უნდა გამეკეთებია. ცრემლები უნებურად მოგორავდნენ ლოყებზე.გაშეშებული ვიყავი და ვუყურები უძირო, შავ თვალებში, რომლებიც სათქმელს უთქმელადაც ამბობდნენ. – როგორ შეიძლება, ასეთი ლამაზი და სევდიანი თვალების პატრონი,ასეთი უგულო იყოს?!– ვფიქრობდი გულში. –ცრემლები მოიწმინდე და მოწესრიგდი ! –არ მოვწესრიგდები! ასეც კარგად ვარ. –შენი ნებაა. მე პრობლემა არ მაქ.მაგრამ მერე, თავად მოგინდება კარგად გამოიყურებოდე. აღარ გამახსენდა, მთელს ქვეყანასა და თბილისში, ესოდენ ცნობილი, რომ იყო. რათქმაუნდა ქალს, რომელსაც მის გვერდით დაინახავდენ, დიდი ინტერესი და ყურადღება ხვდებოდა წილად. ნამდვილად არ მესიამოვნა ის აზრი, რომ შეიძლებოდა ვინმეს არ მოვწონებოდი. ქალი ყველა სიტოაციაში, ჯერ მაინც ქალია... ჩემს ჩანთას გადავწვდი, საჭირო ნივთები ამოვიღე, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის თან დამაქვს ხოლმე და სწრაფად მოვწესრიგდი. –წავიდეთ. – ვუთხარი დაბალი და დაღლილი ტონით. –კარგი, მაგრამ მნამდე კიდევ რღაც უნდა გითხრა. –ამჯერად რა უნდა მიბრძანო ! – ისე ვუთხარი მისკენ არ გამიხედავს, მარჯვენა ხელი კარებს დავაყრდენი, ნიკაპი თითებით დავიჭირე და ფანჯრის მინაში გავიხედე. –მოკლეთ, ყველამ უნდა იფიქროს, რომ სიყვარულით დავქორწინდით. ჩემი ოჯახის წევრები ბევრ კითხვას არ დაგისვავენ, არ ერევიან ჩემს ცხოვრებაში და სხვა დანარჩენთან შენს პასუხს ვენდობი. ვიცი რამეს მოიფიქრებ. შენს ოჯახთან კი, როგროც შენთვის იქნება უკეთესი ისე მოაგვარე, ოღონდ ჯერ მე შემითანხმდი. ისე აჯობებს თუ ყველასთან ერთი ვერსია გვექნება. ჩვენი პრობლემები მხოლოდ ჩვენია და არაა საჭირო სხვებმაც გაიგონ. იმედია გამეორება არ დაგჭირდება. –ისეთი მშვიდი და ამავდროულად კატეგორიული იყო მისი ტონი. ყველა ფრაზას პაუზა მოსდევდა. ერთია იძულებით იყო ადამიანთან და მეორე ბედნიერის როლი ითამაშო. –სიყვარულით? შენი აზრით ასე ადვილია სიყვარულის და ბედნიერების თამაში? და რომ ვერ გიტან მაგ გრძნობას რა ვუყო? შენი მშობლების არ ვიცი მაგრამ ჩემებს ვერ მოვატყუებ, მიხვდებიან. ისედაც შიშით ველოდები დედის ზარს. არ ვიცი, როგორ ვუპასუხებ, ან რას ვეტყვი. ის დედა და უთქმელად, ხმაზეც კი შეუძლია მიხვდეს როგორ ვარ. თუ დაფიქრდი მაინც რას მთხოვ? –დავფიქრდი და ვიცი მარტივი არ არის, მაგრამ საჭიროა.ყველასთვის ასე აჯობებს. ამიტომ ცოტახანს მათთან შეხვედრას გავაჭიანურებთ. დამშვიდდები, მომხდარს შეეგუები და იქნებ მომეჩვიო კიდეც. –მოგეჩვიო? ხო ნამდვილად მისაჩვევია შენი სიუხეშე და საერთოდ გაუგებარი ხასითი. არა რა, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე მემართება. ნეტავ დროის დაბუნება შეიძლებოდეს. იმ ოთახის კარი, რომ არ შემომეღო ვერასდროს გაგიცნობდი და შენი ატანა არ მომიწევდა. ვერ ვგებულობ რას მერჩი. ჩემი ოჯახით, რომ დამმუქრებოდი და უბრალოდ გეთქვა ენას კბილი დააჭირეო ეგეც მეყოფოდა გასაჩუმებლად. დარწმუნებული ვარ შენი საცეცები იმხელაზე წვდება, ყველგან შეძლებდი ჩემს გაკონტროლებას. რატომ წამომიყვანე, ჩემგან რა გინდა? და საერთოდ რათ გინდა ისეთი ქალი გვერდით, რომელიც ვერ გიტანს, იმდროს, როცა ნებისმიერი სხვა ჩამოგეკიდება კისერზე?! - ლამის ერთი ამოსუნქვით ვუთხარი ეს ყველაფერი. –ვინ იცის. –რამდენიმე წუთის წინ ხომ მითხარი, არ მინდა ცუდად მოგექცეო? –გითხარი. –და შენი აზრით ახლა, როგორც მექცევი აბა მაგას რა ქვია? ამას თუ კარგი ქვია,ცუდი რაღა უნდა იყოს? ამაზე მეტი რა უნდა გამიკეთო რომ მატკინო? მკლავში ხელი ჩამავლო , თავისკენ მომქაჩა და უხეში, ირონიული ხმით მიპასუხა: –დამიჯერე არ გენდომება გაიგო, მე ცუდს რას ვეძახი. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას ნიშნავს ტკივილი, რისი მოყენებაც შემიძლია. ალბათ, საერთოდ არც კი იცი ნამდვილი ტკივილი. მართლა არ მინდა და ნუ მაიძულებ. გასაგებია? – ხელი მეტკინა, გამიშვი! ვერ ვხვდები რა ადამიანი ხარ... –არაუშავს, მალე გაგივლის ! –შენ რა გტკივა ასეთი, რომ არ გაგიარა და ასეთი ბოროტი გაგხადა? ისეთი თვალებით შემომხედა სიტყვის შებრუნება ვერ გავბედე. მე მართალი ვიყავი, სწორად მივხვდი, მისი გულცივობის უკან, რაღაც მიზეზი იდგა. იმწუთას, მის მიმართ, ჩემს უცნაურ გრძნობებს კიდევ ერთი დაემატა.ეს ადამიანი ერთდროულად: მიზიდავდა, მძულდა და ახლა მეცოდებოდა კიდეც. მთელი გზა ხმა ამომიღია, არც ქონდა აზრი, არაფერი შეიცვლებოდა . ხელი 5 წუთში მოვაწერეთ, ყველა საკითხი წინასწარ ქონდა მოგვარებული, ყველგან იყენებდა გავლენას. მარიონეტივით ვიდექი მის გვერდით, ყველაფერი შეწინააღმდეგების გარეშე გავაკეთე. ისეთი უემოციო ვიყავი საერთოდ დამავიწყდა სული თუ მედგა. ბევრი გულთბილი მილოცვა მივიღეთ და ბევრი ზრდილობით ნათქვამიც, უკანასკნელი უფრო ქალბატონებისაგან. დიმას, ნამდვილად ყველაფერი ჰქონდა სასურველი სასიძოს სტატუსის სატარებლად. ალბათ როგორ შურდათ ჩემი. მე კი, ნებისმიერს გავუცვლიდი ადგილს უფლება, რომ მქონოდა... მთელს ენერგიას ვიკრებდი ბედნიერი სახით, რომ ვყოფილიყავი. მასაც თბილი მზერა და ხელი არ მოუშორებია ჩემს წელზე. ისე ბუნებრივად გამოგვდიოდა და ჩანდა ეს ყველაფერი, ეჭვს ვერავინ შეიტანდა. გამოსვლის წინ ყველა გააფრთხილა, ეს ამბავი არ გახმაურდეს ,ჯერჯერობით ასეა საჭიროვო. ბიუროს ხელმძვანელმა, ისე დაუქნია თავი, უსიტყოდ ნიშნავდა „შენ თუ არ გინდა თქმას ვინ გაბედავსო“. როგორც იქნა დამთავრდა ეს ფარსი და მანქანამდე მივედით . ბევრი უარის მიუხედავად საყიდლებზე მაინც წამიყვანა, თან გამაფრთხილა: ან ყველაფერს ვიყიდდი რაც საჭირო იყო, ან თავად გამოიტანდა მთელს მაღაზიას. საუკესო სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები მომატარა, დიზაინერთან წასვლაც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მისი ასეთი „ზრუნვა“ არც გამკვირვებია, რადგან ვფიქრობდი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად აკეთებდა ამას. დიმა აბაშიძის ცოლი, რათქმაუნდა საუკეთესო ბრენდის სამოსით უნდა ყოფილიყო ჩაცმული. კარგად მოვლილი და შეფუთული „ღირსეული მეუღლის“ ფუნქცია მქონდა. მისთვის, ამ ყველაფრის მნიშვნელობაში უფრო ვრწმუნდებოდი, მართლაც რომ მთელი ქალაქი ჩვენ გვიყურებდა. ბოლოს ყველაზე ცნობილ ბუტიკში მიმიყვანა. ერთი თეთრი კაბა თავად შეარჩია და მთხოვა, თუ მიბრძანა : –ეს ჩაიცვი, აქედან რესტორანში წავალთო. – ძალიან ლამაზი იყო, მომიხდა და ბრძანებას არ შევეწინააღმდეგე. გასვლას ვაპირებდით. –დიმა, აქედან ისე მიდიოდი არ უნდა გენახე? – გამომწვევად ჩაცმული ქალი წინ გადაგვიდგა. – ნინა ? მეგონა არ იქნებოდი. როგორ ხარ? –დავიჯერო გაინტერესებს? მშვენივრად. სად დაიკარგე? – მე, თითქოს ვერ მამჩნევდა. – დაკავებული ვარ ნინა ხომ იცი... – ვიცი და გპატიობ – უთხრა ქალმა და გაეკეკლუცა. ლამაზი იყო. თავი ზედმეტად ვიგრძენი და წასვლა დავაპირე. სანამ ნაბიჯს გადვდგავდი მიხვდა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. –როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები !– შეაქო და მე გადმომხედა. –შენ კი როგორც ყოველთვის სიმპატიური და ყურადღებიანი ხარ! დავიძაბე. ჩემ თავზე გავბრაზდი, აქ რას ვაკეთებთქო და ხელი გამოვქაჩე.უფრო ძლიერად მომიჭირა და თავისკენ მიმწია. ნინამ ამჯერად ვეღარ დამაიგნორა, კარგად ამათვალიერა, მაგრამ „მეგობრისთვის“ არ უკითხავს ვინ არისო. – დროებით ნინა. როგორც კი გარეთ გავედით, ხელი ისე უხეშად გავაშვებინე გაკვირვებულმა შემომხედა. – ჩაჯექი, რესტორანში მივდივართ. – რაიყო იქაც გყავს მეგობრები და მონახულება გადაწყვიტე? –ჩვენი ქორწინების ამბავი მალე გახმაურდება. ზედმეტი საფიქრალი, რომ არ მივცეთ ხალხს, უკეთესია რომანტიკულ ვახშამს თუ მოვიწყობთ. –შენ რა ხალხის აზრი გაწუხებს? თანაც ბრზანება ხომ გაეცი, ვერავინ გაიგებს. – მე არა, მაგრამ ჩემს ოჯახს აწუხებს. შენსავით, მეც მიწევს ოჯახის გამო რაღაცეების კეთება. –ის ქალბატონი არ იცნობს შენს ოჯახს? –ვინ ქალბატონი? – აი ის, შიგნით, რომ ტკბილად საუბრობდით. მასთან რატომღაც დაგავიწყდა, ბედნიერი ქმრის როლის თამაში, დაგავიწყდა შენს გვერით, რომ ვიდექი. – უკვე?! – თქვა და გაეცინა. ძალიან უხდებოდა სიცილი, უფრო მიმზიდველს ხდიდა. ისე ამაფორიაქა თვალი ავარიდე და დიდი ინტერესით ვკითხე: –რა უკვე? –არაფერი. წავიდეთ რესტორანში? – არ მინდა ! მე კითხვა დაგისვი ! –მართალია კითხვის არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ მაინც გიპასუხებ–ის ქალბატონი ჩემი წარსულია და არ ვთვლი თავს ვალდებულად, მის წინაშე რაიმე როლი ვითამაშო. –ააა წარსული? ესეიგი აქ სპეციალურად მომიყვანე. ახლა მე მომისმინე. მეც მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პირობა სანამ ერთად ვიქნებით: არ მაინტერესებს ვინ იყო ან, ამის შემდეგ ვინ იქნება შენს ცხოვრებაში, რამდენიც გინდა, იმდენი საყვარელი შეგიძლია გყავდეს, მაგრამ ამას ისე გააკეთებ, რომ ჩემს ღირსებას და თავმოყვარეობას არ გათელავ. შენი ცხოვრება, რომელიც სავარაუდოდ აქამდე ძალინ ბოჰემური იყო, შეუმჩნევლად განაგრძე. და კიდევ ეს ქალბატონი, რომელსაც „დროებითო“, ასე დაემშვიდობე, შენს წარსულში დატოვე, არასდროს გახდეს ჩვენი ცხოვრების აწმყო! გასაგებია? კარგახანს არაფერი უთქვამს იდგა და ღიმილიანი, უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა. – ანუ რესტორანი არ გინდა და სახლში ვბრუნდებით. კარების გაღებას შეძლებ თუ დაგეხმარო? –ესაა შენი პასუხი, ესაა რისი თქმაც შეგიძლია? –არასდროს ვიძლევი ისეთ დაპირებებს რაშიც დარწმუნებული არ ვარ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ახლა კი გთხოვთ, მანქანაში ჩაჯდეთ და იქ განაგრძოთ თქვენი ეჭვიანობა. – მითხრა და გამიღიმა. საოცარი საუბრის მანერა ჰქონდა, ყოველთვის სიტოაციას მორგებული. აი, ისეთი შეპასუხების, რომ მოგერიდება ადამიანს. ჩემდაუნებურად ზეგავლენას ახდენდა ეს, ადამიანი ჩემზე. იმ წამს, ისე მაცდური იყო მისი ღიმილი.... ეს სრულყოფილი მამაკაცი ჩემი ქმარია ?! ალბათ რამდენის ოცნება დავამსხვრიე და მე ავიხდინე , ალბათ უამრავი ქალი წამართმევდა სიამოვნებით. ის ჩემია, მე კი უბრძოლველად დავუთმობდი ნებისმიერს. ბედის ირონია... მაგრამ დავუთმობდი კი ?! გზაში ლალიკოს დაურეკა და სახლში რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი იყიდა. მე შოკოლადები მომიტანა. არ ვიცი,როგორ გამოიცნო, მაგრამ მიზანში მოარტყა, ვგიჟდები შოკოლადებზე. გამეხარდა, თუმცა არ გამოვხატე. კარგ ხასიათზე იყო. ამ რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ რამდენჯერმე რადიკალურად განსხვავებულად შეიძლებოდა შეცვლოდა ხასიათი. ძალიან მაინტერესებდა რომელი იყო ნამდვილად მისი: კეთილი და მზრუნველი, რომელსაც ზოგჯერ უწევდა უხეშობა, თუ პირიქით უგულო, რომელიც ხანდახან კეთილის როლს ირგებდა . დასკვნას არ ვჩქარობდი, დრო აუცილებლად გამოავლენდა მის ნამდვილ სახეს. სახლამდე საკმაო მანძილი გვქონდა და სიმღერის მოსმენა მომინდა. მიყვარს კარგი მელოდია, მამშვიდებს და ჩემს ფიქრთა სამყაროში მამოგზაურებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თექნოლოგიებთან არ მიჭირს ურთიერთობა, ავტომობილებში ვერ ვერკვევი და არც არასდროს მიცდია მათთან დამეგობრება. მართვის მოწმობაც მეგობრებთან ერთად, მათივე თხოვნით ავიღე. ამიტომ ვერაფრით ვერ მოვახერხე , მის ალბათ, ძალიან ძვირადღირებულ მანქანაში ფლეიერის ჩართვა.რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ , კომპიუტერი ისეთ ხმებს გამოსცემდა ვიფიქრე სისტემა არ ავუროთქო და შევეშვი. პატარა ბავშვი „საწრიპინო“ სათამაშოთი, რომ ერთობა ხოლმე, ზუსტად ისე ვაწვალებდი კომპიუტერს . ისეთი სახით მიყურებდა, აშკარად ძლივს მალავდა ძალით შეკრულ ტუჩებში, ღიმილს. მერე შევეცოდე ალბათ და თავად ჩამირთო. თან დაურთო: ჩემი შერჩეულია და შეიძლება შენ არ მოგეწონოსო. მთავარია სიმღერა იყოს და არაუშავსთქო.–ვუპასუხე და ჩემი მოუხერხებლობის გამო, სახეზე მომდგარი სიცილი ძლივს შევიკავე. გამაოცა. კარგი გარეგნობა, გემოვნებიანი მუსიკა, იმიჯი , ბოლო მარკის მანქანა, თანამედროვედ მოწყობილი სახლი... რომ არა მისი ხასიათი და ბნელი ცხოვრების სტილი (მართალია დამამტკიცებელი საბუთი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი,რომ „შავ“ საქმეებს ეწეოდა) სრულყოფილ მამაკაცად შევრაცხავდი. მელოდიებმა კარგად იმოქმედა. ყველაფერს მშვიდად და ინტერესიტ ვაკვირდებოდი. ახლა შევამჩნიე, სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით მოსახლეობისგან ცოტათი მოშორებით, ძალიან ლამაზ ადგილზე იდგა. ჭიშკარი ავტომათურად გაიღო და ეზოში, რომ შევედით ისეთი მშვენიეი მომეჩვდენა, მეგონა პირველად ვიყავი. უკვე ბნელოდა და ანთებული ლამპიონების შუქზე, ძალიან ლამაზად ჩანდა სხვა და სხვა ყვავილები და მცენარეები, ზოგიერთი აქამდე არ მენახა. ჩემს წინ ეგზოტიკური ბაღი იყო. საცურაო აუზით, მოსასვენებელი ადგილებით, სადაც ყავის მირთმევა და სადილობაც კი შეგეძლო. შუაში ჩასმული დიდი, ვერანდებიანი, ნაცრისფერი სახლით საოცნებო ადგილის გავდა. ლალიკო შეგვეგება და პარკების შეტანაში დაგვეხმარა. ვახშამიც მზად ჰქონდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ რამდენიმე ლუკმა ლალიკოს ხათრით გადავყლაპე და ოთახში ავედი. დაძინება ვერ შევძელი, თავში ათასი ფიქრი და დარდი მიტრიალებდა. რა უნდა გამეკეთებია, გამოსავალზე მეფიქრა თუ შევგუებოდი ჩემს ახალ ცხოვრებას?! ასე ხომ ბევრ გოგოს დამართნია. ადრე, როცა მოტაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისინი უამრავი მიზეზის გამო, ქმრის ოჯახეში რჩებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდათ. ზოგჯერ არც კი იცნობდნენ და საერთოდ ნანახიც კი არ ყავდათ მომავალი ქმრები. თავს წირავდნენ შემდეგ შეხედულებებს: მონატაცებს და მობრუნებულ ქალს ცოლად ვინღა წაიყვანს; ოჯახს და თავად გოგოს სახელი გაუტყდება; ხალხი რას იტყვის; სანათესაოში თავი მოგვეჭრება; მოკვდები და ამ ოჯახში დარჩები... ზოგს გაუმართლა და ბედნიერები არიან, ზოგი კი უბრალოდ ბედს შეეგუა.... მაგრამ ჩემთვიის ხომ ყველაფერი, რაც ადამინის სურვილს ეწინააღმდეგება და მის, თავისუფალ ნებას ზღუდავს ყოველთვის მიუღებელი იყო.როგორ შევეგუებოდი თავისუფლების დაკარგვას, როგორ შევეგუებოდი ოჯახს რომელიც ძალადობით შეიქმნა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე, მსგავს მდგომარეობას ჩემს თავზე გამოვცდიდი მაგრამ, ამწუთას არაფრის შეცვლა არ შემეძლო. მე არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპი არ მაკავებდა და არ მაშინებდა. ჩემთვის მათზე უზენაესი, საყვარელი ადამიანების უსაფრთხოება და სიმშვიდე იდო სასწორის ერთ პინაზე, მეორეზე კი მედა ჩემი ცხოვრება ვიდექით. ყველა ქმედება უნდა გამეკონტროლებინა და შეცდომა არ დამეშვა ჩემი გირა, რომ არ დამემძიმებინა. დიმა ტირანს ნამდვილად არ გავდა მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი გაქცევა რომ მეცადა, დაპირებულ მუქარას აუცილებლად შეასრულებდა. თანაც ვერსად გავექცეოდი, ის, ჩემზე ზლიერი იყო და ყველგან მოგვწვდებოდა მე და ჩემს ოჯახს. ვგრძნობდი, მის გვერდით უსაფრთხოდ ვიქნებოდი. ყველასგან და ყველაფრისგან დამიცავდა, მაგრამ შეცდომის შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხე, თავად იყო ჩემთვის. გადავწყვიტე რაღაც დროით მომეთბინა და სხვის თვალში ბედნიერი ცოლის როლი მეთამაშა. თანაც, მან სიტყვა მომცა: ცოლ–ქმარი მხოლოდ ფურცელზე ვიქნებითო... მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ეს სიახლე ჩემი მშობლებისთვის? ალბათ, როგორ ვაწყენინებდი. იფიქრებენ, რომ მოვატყუე, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო. ეხლა კი... ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვვარდებოდი. – ჯერ იქნებ სანდროს დაველაპარაკო?– გავიფიქრე. ის ყოველთვის მშველოდა როცა მშობლებისთვის რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა ან მეთხოვა. წინასწარ ნიადაგს ამზადებდა და საქმეს მიადვილებდა. ყოველთვის და ყველაფერში ჩემს გვერდით იდგა, მიუხედავად იმისა იზიარებდა თუ არა ჩემს აზრს. ის ყველაზე დიდი საყრდენი იყო და არის ამ ქვეყნად ჩემთვის. ამ, ყველაზე რთულ მომენტში, მხოლოდ ის თუ დამეხმარებოდა, მაგრამ მასთანაც არ იქნებოდა ადვილი ამ საკითზე საუბარი ჩემთვის. ამ ფიქრებში გართულს, შეტყობინება მომივიდა: „ ხვალ დილით, ადრე უნდა წავიდე და შეიძლება გვიან ღამემდე ვერ დავბრუნდე. ლალიკო სახლში იქნება. თუ რამე მოგინდება უბრალოთ დამირეკე. არ მოიწყინო!“– წაკითხვაც ვერ მოვასწარი, მეორეც: „ იმედია ჭკვიანად იქნები, არ მინდა ლალიკოს აგენტობა დავავალო. „ „სადაც გინდა, იქ წადი და თუ გინდა, საერთოდ არ დაბრუნდე. რაც შეეხება ლალიკოს, არამგონია აგენტობაზე დაგთანხმდეს.“ „მოსწონხარ! ადვილი არ იქნება მისი დათანხმება და ვიჩხუბებთ კიდეც, მაგრამ უარს მაინც არ მეტყვის. უბრალოთ მინდა შენ გენდობოდე!...“ „მე არ გენდობი!“ „ვიცი, ! ღამემშვიდობის !“ „ იმედია ჩემი საწოლი კომფორტულია!“ პასუხი აღარ მიმიწერია. ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა ბოლო შეტყობინებით, მაგრამ ახალი საფიქრალი კი გამიჩინა. მე მის ოთახში, მის საწოლში ვიწექი.მარტივი არ აღმოჩნდა ამის გააზრება. პირველი რაც თავში მომივიდა იყო : ნეტავ რამდენ ქალს ეძინა ამ საწოლში მის გვერდით? ამ აზრმა ტანში უსიამოვნოდ დამიარა. ავდექი და მისი ტანსაცმლის კარადა გამოვაღე. რატომ, არ ვიცი. იქედან მოვარდნილმა, კედარისა და ჟასმინის სუნმა, მთელი სასუნთქი სისტემა მოიარა. როგორ მაფორიაქებს ეს სურნელი... ტელეფონი ავიღე და გაუცნობიერებლად დავწერე: „ ხვალისთვის ტანსაცმელი არ გჭირდება?“ „ მჭირდება, მაგრამ ჩემს კარადას საშიში ჯადოქარი დაეპატრონა!“– გამიკვირდა, იუმორის გერძნობაც ჰქონია. „ესეიგი ჯადოქარი? ბარემ ალქაჯი გეთქვა.“– არ ჩამოვრჩი. „ნუ, ჯერ–ჯერობით ალქაჯს ვერ დავარქმევ.“ „თუ გინდა შემოდი და აიღე, ჯადოქარს მე მივხედავ.“ „შემოვიდე, მქონდეს შენი იმედი?“ „ამ შემთხვევაში კი. თუ გეშინია, მითხარი რა გჭირდება და მე გამოგიტან.“ „არა იყოს, მასეც ვერ შეგაწუხებ! მე შემოვალ თუ პრობლემა არ გაქვს?“ „შემოდი.“ პირველად შედგა ჩვენი ნორმალური საუბარი. კარზე დააკაკუნა და ნებართვა მთხოვა. ოთახში ისე შემოვიდა,ჩემთვის არ შემოუხედავს სანამ არ დარწმუნდა, რომ უხერხულად ჩაცმული არ ვიყავი. მესიამოვნა ამის შემჩნევა და პატივისცემა გამიჩნდა მის მიმართ. აიღო რაც ჭირდებოდა და გასვლის წინ მითხრა: –მინდა ყოველთვის მქონდეს შენი იმედი და არა მარტო ამ შემთხვევაში. შენში ეჭვის შეტანის უფლება არ მომცე ! ეს, გინდ ბრძანებად ჩათვალე, გინდ თხოვნად. მადლობა დახმარებისთვის! პასუხი არ გამიცია. მივხვდი რასაც გულისხმობდა და იმასაც მივხვდი ყველაზე მეტად რითი ვატკენდი. თუმცა ეს არ იყო ჩემი სტილი და ალბათ არც არასდროს გამოვიყენებდი. რამდენიმე დღე, მშვიდად გავიდა. მშობლებთან და მეგობრებთან მიმოწერით შემოვიფარგლებოდი, ათას მიზეზს ვპოულობდი მათთან საუბარს, რომ ამერიდებინა თავი, განსაკუთრებით დედათან. ლალიკო თავს მევლებოდა, ოღონდ კი რამე მომენდომებინა, წამში მზად ჰქონდა. არ ვიცი, როგორ ხერხებდა ამას. დახმარების უფლებასაც არ მაძლევდა. მთელი ეს დრო, უსაქმურობითა და მოწყენილობით ვკვდებოდი. „ჩემი მეუღლე“, ნახევარჯერ სახლში არ იყო. საღამოობით კი ზოგჯერ ზურა და გუგაც მოყვებოდნენ ხოლმე. მიხაროდა მათი დანახვა ცოტას მამხიარულებდნენ. დიმა კი უსიტყვოდ „გაუცინარი ხელმწიფესავით“ იჯდა და გვიყურებდა, ხანდახან თუ იტყოდა რამეს. ერთ დღეს, ადრე მოვიდა სახლში. ცოტახანში ბიჭებიც მოჰყვნენ საბუთებით ხელში. ბაღში დასხდნენ და აშკარად, მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ. რამდენიმე ხნი შემედ, გადავწყვიტე მათთვის ყავა მიმეტანა განსატვირთად. თანაც, სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებდა, ასეთს რას აკეთებდნენ. –აუ რა ჯიგარი ხარ! ყველაზე მეტად მჭირდებოდა.–მითხრა ბედნიერი სახით გუგამ. –ძმა ხარ რა! შენთვის არ მოიტანე ?– დაუმატა ზურამ –არა იყოს, არ მინდა ხელი შეგიშალოთ! –რა ხელი შეგვიშალო, მოდი ჩამოჯექი და მე მოგიტან !– წამოხტა ზურა და სამზარეულოს კარისკენ გაიქცა, რომელიც პირდაპი ბაღში გამოდიოდა. –მადლობა ! ისე, ჯერ თქვენი მეგობრისთვის გვეკითხა ხმას, რომ არ იღებს იქნებ ვაწუხებ! –ნუ იკბინები და ამათ საკბილოს ნუ აძლევ თორემ, დღეს არ გაჩუმდებიან ! – მითხრა და ჯერ მე შემომიბღვირა,მერე თავის მეგობრებს, რომლებიც უკვე გულიანად იცინოდნენ. –ხოდა ნუ გაჩუმდებიან, თორე შენი გადამკიდე ლაპარაკი დამავიწყდება. – ცოტა უხეშად ვუთხარი და მერე ბიჭებს მივუბრუნდი. არ გშიათ? ჩვენთან ერთად ივახშმეთ. –კი, ძალიან, მაგრამ ლიკა უნდა ვნახო. ამ საქმეების გამო, საერთოდ ვეღარ მოვიცალე და ახლაც რომ უარი ვუთხრა, მერე ტვინს შემიჭამს. მგონი გუგასაც ეს დღე ელის . არ გეწყინოს რა! –არ მეწყინება, აქ თუ დაპატიჟებთ. ცოტას გავერთობით. –ლალიკო დღეს არ მოვა, ნათესავთან წავიდა. მოიფიქრეთ რა გინდათ და რესტორნიდან მოვატანინებ. – დიმა ჩაერთო საუბარში. – რესტორნიდან რატო? – ვკითხე გაკვირვებულმა. –აბა რამე ხომ უნდა ვჭამოთ?! –მოიცა, შენ გგონია საჭმლის კეთება არ ვიცი? – ძალიან გავრაზდი. –იცი? – დაეჭვებით შემომხედა. –ეგ მანამდე უნდა გეკითხა, სანამ ცოლად მომიყვანდი ! – გულში ვფიქრობდი: დაიცა,ისეთ კერძებს მოვამზადებ, შეგრცხვება შენი სიტყვებისთქო. –მე მაინც მგონია, უკეთესი იქნება შევუკვეთოთ. – ისე დაჟინა, ვიფიქრე მოწამვლის ეშინიათქო. –რა იყო, არ მენდობი? – სპეციალურად დავუსვი ეს კითხვა. –შეიძლება მერე გიპასუხო, როცა საჭმელებს გავსინჯავ?–მიმიხვდა და პასუხიც შესაბამისი გამცა. –კარგი ! მოკლეთ შევთანხმდით, მე ვახშამს მოვამზადებ, თქვენ კი გოგონებს ამოიყვანთ. –ანუ, მზად ხართ უკვე ამ ურთიერთობის გასაჯაროებისთვის?– ინტერესით გვკითხა გუგამ. –როგორც ვატყობ თქვენი ეგობარი, ჩემს გაშვებას არ აპირებს. მთელი ცხოვრება სახლში გამოკეტვას და უბედური სახით ჯდომას, არც მე ვაპირებ. ახალ წესებს ვსწავლობ. თქვენ, ხომ არ გაქვთ რაიმე პრეტენზია ბტონო დიმა? – არა! დროა უკვე. –მაშინ მე სამზარეულოში წავალ. ცოტახანს კიდევ ისხდნენ და ხალისიანი სახეებით საუბრობდნენ. ხმა არ მესმოდა, მაგრამ დაახლოებით წარმოვიდგინე მათი დიალოგი, სადაც დიმა სულ სერიოზული სახითაა, ისინი კი, მუდამ გასართობს ეძებენ. მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვალაგე და ერთდროულად რამდენიმე კერძის მზადება დავიწყე. სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდან კარგად გამომდიოდა. ხორცთან ურთიერთობა მამამ მასწავლა, ძალიან კარგად ამზადებდა. მახსოვს, ჩემს სოფელში, თუ რაიმე დიდი სუფრა კეთდებოდა, ყოველთვის მამას ეძახდნენ დასახმარებლად. სალათები და დესერტი კი, დედის დამსახურება იყო. მათი წყალობით კარგი კულინარი ვიყავი და სხვა და სხვა საშვალებებით , მუდმივად ვვითარდებოდი ამ სფეროში. რომ არ იურიდიულის დიდი სურვილი , აუცილებლად კულინარიის კურსებზე ჩავირიცხებოდი. საღამოსთვის ყველაფერი მზად მქონდა, სუფრა თეფშებით გავაწყე, კერძებს კი ცოტა მოგვიანებით მივიტანდი. ოთახში ავედი მოსაწესრიგებლად. თმა მაღლა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ნახევრად კლასიკურად ჩავიცვი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, როდესაც ადამიანი თავს იქებს, მაინც უნდა ვთქვა, რომ კარგი გარეგნობა მაქვს და ამას სხვები უფრო ხშირად აღნიშნავენ. მე კი, ამ დროს, უხეხულობას ვგრძნობ. იმ საღამოსაც კარგად გამოვიყურებოდი. ეტობა იმდენად კარგად, რომ მისაღებში ჩამოსვლისას, კიბის დასაწყისშივე შევამჩნიე დიმას დაჟინებული, ვნებით ანთილი შავი თვალები. სუფრის გაშლაში მეხმარებოდა და თვალს არ მაშორებდა. ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვამჩნევდი, ძალაინ მაბნევდა. თავად კი, მგონი ორმაგად დაბნეული იყო, ჩემი გარეგნობით და ჩემი კერძებით. ალბათ, ნამდვილად არ ელოდა რამე თუ გამომივიდოდა. იმასაც კი ვფიქრობ, რომელიმე რესტორანშიც ექნებოდა შეკვეთა მიცემული, ყოველი შემთხვევისთვის. სუფრის გაშლას მოვრჩით და სტუმრებიც მოვიდნენ. კარი ერთად გავუღეთ, ჩემი თავი წარუდგინა. მათი გამომეტყველებით მივხვდი, რომ დაიძაბნენ და დაიბნენ. მიუხედავად ამისა, გულთბილად მოგვილოცეს. მთავარი მოულოდნელობა და დაძაბულობა მაშინ შეიქმნა, მათ უკან „ქალბატონი“ ნინა, რომ გამოჩნდა. ისე მოგვესალმა თითქოს მისი მოსვლით იქ ყველა გახარებული იყო. გაკვირვებული და გაფართოებული თავლებით ჯერ ბიჭებს შევხედე და მერე დიმას. მან უარის ნიშნად თავი გააქნია, არაფერ შუაში ვარო. გუგა და ზურა, გოგოებთან ერთად ისეთ უხერხულობას გრძნობდნენ, ალბათ, რომ შეძლებულიყო უკან გაბრუნდებოდენ. უცებ გონს მოვეგე. მეც დიდი სიხალისით შევეგებე ნინას და სუფრასთან დავსხედით. ყველა კერძების დაგემოვნებას შეუდგა, მხოლოდ მე დამეკარგა მადა. ხან ნინას ვაკვირდებოდი, ხანაც დიმას. ამ უკანასკნელის სახეზე კი, ემოციას ვერ გაარჩევდი. სიჩუმე „ქალბატონმა“ დაარღვია: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.