შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი თვალების მეგობარი


17-11-2020, 16:49
ავტორი kaaatiushaaa
ნანახია 818

თავი 2
სუნთქვაშეკრული ისევ ჩვეული კოშმარებიდან გამოღვიძებული, ოფლის მდინარეში ჩავარდნილი ძაღლის მსგავსი ვარ. აღარასდროს დამთავრდება? კიდევ დიდხანს უნდა მტანჯოს?- ვბუტბუტებ ჩემთვის. მაღვიძარის დარეკვამდე კიდევ 45წუთია, ვცდილობ ძილში ჩაძირვას, მაგრამ 37-ე სართულის საძინებელ ოთახში ახლახანს განთავისუფლებული მზის სხივები არ მაძლევს საშუალებას. აბსტრაქტულ ნახატებიანი ღამის მაისურით და შორტით, მინის კარს ხელის გაწევით ვაცურებ, ვაღებ და აივანზე გავდივარ. საოცრად ლამაზია ამ დროს სიეტლი, თითქოს უკვე ახერხებს მზე გაათბოს ჰაერი, მაგრამ სუსხიანი ნიავი მაინც არ გაძლევს მთლიანად გათბობის საშუალებას. ღრმა ამოსუნთქვას ვაკეთებ და მთლიანად ვთავისუფლდები ნეგატიური შეგრძნებებისგან. ფიქრების ღრმა მორევში ჩაძირულს პეიჯერის ხმა რეალობას დიდიხნით არ მწყვეტს. ექიმების კიდევ ერთი ზებუნებრივობა სისწრაფეში მდგომარეობს. წამის მეასედებში ვახერხებ უბრალო მაისურის და ჯინსის შარვლის ჩაცმას და უკვე მრავალსართულიანი კორპუსის წინ ვდგავარ და მანქანების მოძრაობის შეწყვეტას ველი. გზის გადაკვეთისთანავე საავადმყოფოს წინ აღმოვჩნდი. სირენის ხმა. ტირილი. ყვირილი. ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და საშინელი ატმოსფერო იქმნება. ისეთი ხმაურია თითქოს საგიჟეთში მყოფმა ავადმყოფებმა ექიმები გააქციეს და მათ სირბილს ხარხარით ადევნებენ თვალს......
დაღლილს შინ სპაგეტი მხვდება, რომლის აბაზანის მიღებამდე ჭამასაც ძლიერი შიმშილი და ჩემი ცარიელი კუჭი მაიძულებს. აბაზანიდან გამოსულს მხოლოდ პირსახოცი მაქვს მოხვეული. თბილი წყლით ნასიამოვნები ვიღებ ჩემს დღიურს და აივანზე მდგარ რბილ სავარძელში ვეშვები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent