... რომ არ უნდა გიყვარდეს (თავი 4)
–დიმა, ცოლი ისე მოიყვანე, რომ უახლოეს მეგობრებსაც არ უთხარი? –უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ! – ირონიულად უპასუხა. –ანუ გინდა თქვა რომ მე, შენი მეგობარი არ ვარ? მაშინ აქ რატომ ვარ? – მაცდური სახით კითხა ისევ. დაძაბული დაველოდე პასუხს, თავს ძლივს ვიკავებდი. მაინტერესებდა რა პასუხს გასცემდა. დიმამ შემომხედა მიხვდა, რაც მჭირდა. პასუხის თქმა რომ დააპირა, ზურამ სწორად შეაფასა მდგომარეობა, არ დააცადა და მე მითხრა: –თაკო, ისეთი გემრიელია ყველაფერი, თავი ხუთ ვარსკვლავიან რესტორანში მგონია. –ნამდვილად, ქედს ვიხრი შენი ხელების წინაშე! – ღიმილით დაუმატა გუგამ. –მადლობა! გემრიელად მიირთვით.– ზრდილობის გამო ვუპასუხე. ამ დროს კი თავში დიმას პასუხის რამდენიმე ვერსიას განვიხილავდი, თან ზურაზე ვბრაზობდი, თქმა რომ არ დააცადა. სამზარეულოში გავედი. უკან ზურას შეყვარებული, ლიკა გამომყავა. –ბოდიში მინდა მოგიხადო, იმდენად არ ველოდით წესიერად ვერც მოგილოცეთ. ძალაინ გამეხარდა. –საბოდიშო არაფერია. მესმის თქვენი, უეცრად გადავწყვიტეთ დაქორწინება. მადლობა მოლოცვისთვის. –ხო მაგრამ ნინაც, რომ მოვიყვანეთ მაგის გამო უფრო მრცხვენია. –არაუშავს. დიმას წარსული არ მაინტერსებს და სასირცხვილოც არაფერია. –ხო მაგრამ ნინა არ ტოვებს წარსულში. არც კი გაკვირვებია თქვენი ქორწინება, რომ გაიგო მგონი იცოდა და შეგნებულად წამოვიდა. ვერ მივხვდი, ლიკას ეგონა, რომ მთელი ისტორია ვიცოდი და გულიბრყვილობით მეუბნებოდა ამას, თუ შეგნებულად, რომ გავეღიზიანებინე. ეჭვები კი გამიჩინა: –იქნებ დიმამ დაურეკა და იმიტო მოვიდა? ნუთუ შეეძლო ამის გაკეთება, როცა მე ნდობაზე მელაპარაკება?–თუმცა ამ უგულო კაცისგან არ გამიკვირდებოდა. შინაგანად გაცოფებული ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუპასუხე: –ამ საკითხზე საერთოდ არ ვღელავ და შენც ნუ იგრძნობ თავს უხეხულად. წამოდი სუფრასთან დავბრუნდეთ! ნინას მაცდურ გამოხედვასა და დიმასადმი ფლირტს, ჭკუიდან გადავყავდი, ჩემიც კი არ ერიდებოდათ .მიუხედავად ამისა, მთელი საღამო თავი ღირსეულად მეჭირა,შიგადაშიგ მოსიყვარულე ცოლის როლსაც ვთამაშობდი, ყველა გაოცებული მიყურებდა ნინას გარდა, ალბათ უკვირდათ, რატომ არ ვაწყობდი სცენებს. საღამომ მშვიდად ჩაიარა და სტუმრების წასვლის დროც მოვიდა. ეზოში გავაცილეთ, გოგონები ძალიან მომეწონენ და გულთბილად დავემშვიდობე, ბიჭებს კი მზერით დავემუქრე. წასვლის წინ ნინამ ირონიული სახით მითხრა: –მადლობა, ყველაფერი კარგი იყო ! „კუხნაში“ უდაოდ უკონკურენტო ხარ, მაგრამ ხომ იცი, მარტო ეგ არ ყოფნით კაცებს! –კომპლიმენტისა და რჩევისთვის მადლობა, მაგრამ ყველაფერში უკონკურენტო ვარ დამიჯერე, რაც ჩემ ქმარს სჭირდება!– ვუპასუხე და დემონსტრაციულად მივეხუტე დიმას, მანაც ჩემი ფიქრი სწორად დაიჭირა, არ დააყოვნა და მკლავებში მომიქცია. ეზოდან, რომ გავიდნენ ჯერ კიდევ მის მკერდზე ვიყავი აკრული და გამარჯვებულის გრძნობა მქონდა. ჭიშკარი რომ დაიხურა მკლავებიდან დავუსხლტი და სახლისაკენ გავიქეცი. საძინებლის კარათან დამიჭირა. – სად გარბიხარ, რა გჭირს? –ვერ ხვდები? მე შენ რა გთხოვე? –ვერ ვხვდები! –ეხლა დამცინი ხო? შემიშვი ოთახში. –ვერსად ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი მე რა შუაში ვარ ! – მე შენი ცოლი ვარ ! მართალია ფიქთიური, მაგრამ ეს სხვამ არ იცის და მათ თვალში , მე შენი ცოლი ვარ ! ჩემი დამცირების უფლება არ გაქვს ! არ მოგცემ უფლებას ჩემს ღირსებას გადაუარო! ყველაფერი წამართვი მაგრამ თავმოყვარეობას ვერ წამართმევ. ეგ მეორე სახლში არ მოათრიო და საერთოდ მის გვერდით არ გნახო! მეორედ ასეთი თავშეკავებული არ ვიქნები! –შენ გგონია აქ მე დავპატიჟე? – დაეჭვებით შემომხედა. –ეგ უკვე აღარ მაინტერესებს,ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. გამიშვი ! -არაფერში მჭირდება შენი მოტყუება, არ ვიცოდი თუ მოდიოდა. თუ ასე გაწუხებდა მისი აქ ყოფნა უბრალოდ გეთქვა და გავუშვებდი. –არ მჯერა! შენ თვითონ არ გაწუხებდა მისი აქ ყოფნა. –შენი ნებაა ! –მითხრა და გამიშვა. საძინებელში შევედი და კარი ჩავკეტე. ვერ ვხვდებოდი, გაბრაზებული ვიყავი თუ ნაწყენი. ვერანდაზე გავედი, გრილმა ჰაერმა ფიქრის უნარი დამიბრუნა. – კი მაგრამ საერთოდ, რატომ მაქვს ესეთი რეაქცია?... ან რა უფლებით ველოდები მისგან ერთგულებას, როცა ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ. არც მოვალეობები და მითუმეტეს, არც გრძნობები არ გვაკავშირებს. მაშინ რატომ ვარ ახლა გაბრაზებული თან არც კი ვიცი ვისზე, მასზე თუ საკუთარ თავზე?! ის არ არის ვალდებული ჩემს წინაშე. ის კაცია, თანაც ასეთი სიმპათიური, ალათ აქვს ცხოვრება, რომელიც მე არ მეხება! თუ არ იქნება ნინა, იქნება სხვა, მსურველების რიგი ნამდვილად ეყოლება, ვინ იტყოდა მასთან ურთიერთობაზე უარს. ბოლო აზრმა უცნაურად, უსიამოვნოდ გამკრა გონებაში .–არა...არა თაკო, არ გაბედო... ოღონდ ეჭვიანობა არაა.არანაირი მიზეზი არ გაქვს, მის მიმართ რამეს გრძნობდე სიძულვილის გარდა... მაგრამ, რომ არ მძულს? რატომ არ მძულს?– ვეკითხებოდი ჩემს თავს და თმაში ხელებგაყრილი, ვერანდაზე წინ და უკან ნერვიულად დავდიოდი. მივხვდი, რომ ამაზე ფიქრი, საკუთარი თავისგან შორს წამიყვანდა. არ მინდოდა პასუხის საპოვნელად, ზედმეტად ჩავღრვმავებოდი ქვეცნობიერს, იქ არც თუ ისე კარგი იმფორმაცია მელოდა. ამიტომ, როგორც მჩვევია ხოლმე, ემოციებსა და აზრებს თავი მოვუყარე და სკივრში გამოვკეტე, იმ იმედით, რომ არასდროს გავხსნიდი. დილით მისაღებიდან მისი ხმა მომესმა, ფეხი შევიჩერე, არ მინდოდა მენახა. ლალიკოს ესაუბრებოდა, გამოკითხა: ნათესავი როგორ არის, რამით ხომ არ დაგეხმარებით, ან შენ ხომ არაფერი გჭირდებაო. პასუხად უარი, რომ მიიღო გააფრთხილა: იცოდე თუ გავიგე რამე გჭირდებოდა და არ მითხარი ძალიან მაწყენინებ, ჩემთვის იმდენი გაქვს გაკეთებული, მეც მომეცი საშვალება, როგორმე გადაგიხადოვო. გამიკვირდა მისგან ესეთი ზრუნვა, ან რატომ იყო მისთვის ასეთი სანდო და მნიშვნელოვანი ძიძა. ჩვენი ისტორიაც კი მოუყვა, როცა მე მთხოვდა სხვებმა არაფერი არ უნდა გაიგონო. დავრწმუნდი სახლში, რომ აღარ იყო და სამზარეულოში ჩავედი, სადაც ლალიკო დაფუსფუსებდა და საოცარი სურნელი ტრიალებდა. მეც ძალიან მომწონდა ეს ქალი, სასიამოვნო გარეგნობა ქონდა, სიკეთეს და სიმშვიდეს ასხივებდა. –დილამშვიდობის! როგორ ხარ? –მივესალმე გულთბილად. –დილამშვიდობის ჩემო გოგო. კარგად. შენ როგორ ხარ? ვნერვიულობდი გუშინ რომ დაგტოვეთ, რამე რომ დაგჭირვებოდათ. –ამის შემდეგ აღარ ინერვიულო. გუშინ მე ვიდიასახლისე. და კიდევ ბოდიში მინდა მოგიხადო, არეული სუფრა, რომ დაგახვედრე.ვიფიქრე დილით ავალაგებთქო, მაგრამ შენ უკვე მოგიწესრიგებია ყველაფერი. –არაუშავს შვილო, საბოდიშო რაა. პირიქით, სუფრა რომ დავინახე გამეხარდა, მივხვდი სტუმრები გყავდათ და ვიფიქრე მშივრებს არ დაუძინიათთქო. თან ცოტას გაერთობოდით. –კი, კი გავერთეთ! –ვუთხარი ირონიული სახით. –რაიყო , რამე მოხდა? – არა, ისეთი არაფერი ! –ამჯერად რა დააშავა? –არაფერი, მივეჩვევი ალბათ. –არ მიეჩვიო ! პირიქით, აიძულე უკეთესეად მოიქცეს. ვიცი, რომ თქვენი ურთიერთობა არ არის ადვილი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ის ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დაუფიქრებლად არ გადადგავდა. არ მჯერა იმ მიზეზის რასაც ამბობს ! –მე მჯერა ! –მე ბვშვობიდან ვიცნობ მას. ის სულაც არაა ისეთი, როგორიც ჩანს. ძალიან დიდი და კეთილი გული აქვს. აუცილებლად შეძლებ მის გაგებას თუ მოინდომებ. –მას გული აქვს საერთოდ? –აქვს ჩემო ლამაზო, უბრალოდ კარგად მალავს. არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო, მაგრამ თუ ოდესმე რამე დაჭირდება ჩემგან, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. მისი ბედნიერების გარდა არაფერი მინდა, შვილივით მიყვარს. –ეტყობა, მასაც ძალიან უყვარხართ. – ვიფიქრებდი, უბრალოთ სუბიექტურია და ამიტომ აქებსთქო, მაგრამ ზედმეტად დარწმუნებით მეუბნებოდა ამ სიტყვებს. თუმცა მაინც არ ვაპირებდი იმ წუთას მის, უსისხლო სხეულში გულის ძებნას. –სადილი მზად მაქვს, მოდი დაჯექი. როგორც ვამჩნევ ძალიან ცოტას ჭამ, ფაქტიურად არაფერს. ასე თუ გააგრძელებ ცუდად გახდები. –მადა არ მაქვს! თანაც ამ ყველაფრის შემდეგ. – საღამოს ისევ ვაპირებ წასვლას ჩემს ნათესავთან, დილით ლამის გამომეტირა, ასაკშია და ხომ იცი, როგორები ხდებიან, სანამ უკეთთ გახდება ასე მომიწევს სიარული. ასე, რომ სადარდელი უკვე მაქვს და შენსას ნუღარ დამიმატებ. სჭმელს მაცივარში დავტოვებ ხოლმე და რომ მოვალ აღარ უნდა დამხვდე ! კარგი? – მოდი ასე შევთანხმდეთ. მე აუცილებლად შევჭამ ყველაფერს, მადის მოსაყვანსაც დავლევ თუ საჭიროა, ოღონდ შენ ჩვენზე ნუ იჯავრებ და რამდენხანსაც გინდა იმდენხანს დარჩი შენს ნათესავთან. საჭმელების კეთებაც ვიცი და სხვა საშინაო საქმეებიც. თუ დაგვჭირდება შენი დახმარება, თავად წამოგიყვანთ. ასაკშია, ახლა იმას უფრო სჭირდები. იცოდე უარს არ მივიღებ! – კარგი. ოღონდ თუ გინდა დაგთანხმდე წინ რაც გიდევს ყველაფერი ჭამე. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, ჩემს უმადობას მაინც არ შველოდა. ყველა ლუკმა ლალიკოს ხათრით გადავლაპე, არ მინდოდა იქ დარჩენა გადაეფიქრებინა და წინ და უკან ერბინა. წასვლის წინ დიმას დაურეკა და უთხრა: ყოველდღე დავრეკავ და იცოდე ჭამაზე არ მომატყუოთ, აუცილებლად შეგატყობთო. დაიმედებული გავაცილე.მარტო დარჩენილს, არ ვიცოდი რა მეკეთებია, ამიტომ სახლის დალაგება გადავწყვიტე. რატომღაც კაბინეტით დავიწყე, ამ სახლში ყოფნის დროს პირველად შევედი კაბინეტში. უამრავი წიგნი და სუვენირი იყო. საოცრად დახვეწილი ავეჯი, ძვირადღირებული, ჩუქურთმებით გაფორმებული სამუშაო მაგიდა, მუქი შინდისფერი სავარძლები. წიგნების თარო, კედლების მთელს სიგრძეზე იყო განლაგებული. უთუოდ ღრმად განათლებული უნდა ყოფილიყო, ამ წიგნების მეპატრონე. მაგიდაზე ანტიკვარული ნივთები ელაგა, მათი დათვალიერება ახლოდან გადავწყვიტე. ყველა ისეთი ძვირფასი მეჩვენა, ხელის მოკიდება ვერ გავბედე არაფერი დავუშავოთქო. მაგიდის მარჯვენა კუთხეში ფოტო დავინახე, ოჯახური ფოტო. მივხვდი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ახალგაზრდა, მაღალი, სიმპატიური მამაკაცი, დიმას მამა იყო,თან ძალიან ჰგავდა.საშვალო სიმაღლის თხელი ლამაზი ქალი დედა. მამის წინ იდგა დიმა, დაახლოებით 8 წლის ასაკის, გვერდით კი, ლამაზი სიფრიფანა გოგონა 5წლამდე იქნებოდა. ძალიან კარგი ფოტო იყო. აღარ მიკვირდა რატომ იყო ასეთი სიმპატიური, ორმხრივი გენები ერია ამ საქმეში. დალაგებას რომ მოვრჩი წყალი გადავივლე და ცოტათი გამომწვევად ჩავიცვი, ცხელოდა თან ვიცოდი საღამომდე არ მოვიდოდა. შევცდი, იმ დღეს ადრე დაბრუნდა, შესაბამისად გამოცვლაც ვერ მოვასწარი და ვნებით სავსე მზერაც დავიმსახურე. გაბრაზებული ჩანდა. – ზარებს რატომ არ პასუხობ ან მას რატომ არ წერ პასუხს? ვერ მივხვდი რა ან ვინ იგულისხმა. ჩემი ტელეფონი მოვძებნე, ზარი დაწეული მქონდა და მთელი დღე არ გამხსენებია. დიმას უამრავი ზარი და ნიკას მესიჯი დამხვდა : „როგორ ხარ? შენზე ძალიან ვღელავ ისე წახვედი არაფერი გითქვამს“ „ლილემ მითხრა მშობლებთან არისო, მაგრამ იქ არ ხარ. ვერ გავიგე რომელი იტყუებით.“ „ჩემგან გეწყინა რამე? რამდენი დღეა არ მოგიწერია, არ გვისაუბრია. გაგიგებ თუ მარტო ყოფნა გინდა უბრალოთ მითხარი, რომ კარგად ხარ.“ „მალე შვებულებაც გეწურება, მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას. მენატრები !“ –რა უნამუსობა! შენ რა, ჩემს შეტყობინებებსაც ამოწმებ? –ძალიან გავბრაზდი. –ყველაზე ნაკლებად მაწუხებს ახლა ჩემი უნამუსობა. პასუხის მიწერას არ აპირებ? –კი, რათქმაუნდა მივწერ. –რას? მეც მაინტერესებს ! – ირონიულად მკითა და სავარძელში მოკალათდა. –არ არის ეგ, შენი საქმე! არ გაბედო მეორედ ჩემს ესმესებში ქეთიალი ! –რატომ? უფრო მშვიდად, რომ იმესიჯო ვისთანაც გინდა და რაც გინდა? –თუნდაც. ჩემი უფლებაა! –რა ურთიერთობა გქონდა მაგ ნა********ნ? – ისეთი ტონით მკითხარ, მივხვდი სისხლი უდუღდა სიბრაზით. – ჩემი პირადის განხილვას შენთან არ ვაპირებ!– ნინას გამო,სამაგიეროს გადახდა გადავწყვიტე . –გოგო კითხვა დაგისვი და მიპასუხე ნუ მაცოფებ !– იღრიალა. –ნუ ღრიალებ ! არ ვარ ვალდებული გიპასუხო. შენ, შენ პირას მიხედე და მე ჩემსას მივხედავ. გასაგებია? –რა შენი პირადი, რა სისულელეებს მეუბნები, კიდე ვერ გაიგე, შენს ცხოვრებაში ჩემს გარდა, არავინ რომ არ იქნება? –ვითომ რატომ? შენ თუ შეგიძლია ვისთანაც გინდა და რაც გინდა ის აკეთო, მე რატომ არ შემიძლია? არ ვაპირებ მთელი ცხოვრება შენთან უბედური ვიყო ! მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები. –იცოდე ახლა ეგ ენა გააჩერე თორემ შუბლს გაგიხვრეტ ! ვისთან რა უნდა აკეთო? აზრზე ხარ საერთოდ, რას ლაპარაკობ?– გაცეცხლებული წამოვარდა სავარძლიდან და ახლოს მოვიდა. –ვერაფერსაც ვერ მიზავ და მშვენიერ აზრზეც ვარ. ჩემგან რას ითხოვ ვერ გავიგე? – ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ უკან ხომ არ დავიხევდი. ხელი დამავლო კედელთან ამაკრა, ორივე ხელებში მომიმწყვდია და მითხრა: –შენ ჩემი ცოლი და ჩემი ღირსება ხარ! თავში აზრადაც არ გაივლო რაიმე ცუდი, იცოდე არც დავფიქრდები ისე მოგკლავ ! –შენ ხომ არ გავიწყდება ცოლ–ქმარი, მხოლოდ ფურცელზე რომ ვართ? შენს წინაშე არანაირი ვალდებულება არ მაქვს! ვხვდებოდი, რომ ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვთოკავდი, დათმობა არ მინდოდა. ერთიანად დაიჭიმა, კისერზე და ხელებზე ლამის ძარღვები დაუსკდა. მის, შავ თვალებში ცეცხლსა და ყინულს ერთდროულად ვხედავდი. კედელს მუჭები დაუშინად და თან ღრიალებდა: გაჩუმდი ! ხელები სულ დაუსისხლიანდა . შემეშინდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, გამძვინვარებულ მხეცს გავდა. მომვარდა და ყბაზე ხელი ისე მომიჭირა მეგონა მომტეხდა. თავისკენ ამახედა და ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილ კბილებში ნელი და მკაცრი ტონით გამოსცრა : – თუ შენ, ჩემი ცოლი, მარტო ფურცელზე ხარ, ეგ იმიტომ, რომ მე მინდა ასე ! ვცდილობ კარგად მოგექცე , მაგრამ თუ მაიძულებ ერთ წუთში შემიძლია მაგ მდგომარეობის შეცვლა ! თქვა და თვალი ჩემი მკერდისკენ ჩააყოლა, რომელიც ღრმა დეკოლტეში საკმაოდ გამომწვევად ჩანდა. ბოლო სიტყვების გაგონებაზე ერთიანად შევცბი, ყველა სიტყვა ვინანე, რაც კი მის გასაბრაზებლად ვთქვი. შიშისაგან გაფართოებული თვალებით შევხედე, ისეთი უკონტროლო ჩანდა, მართლა შეეძლო რამე დაეშავებინა. მკერდზე ხელები ავიფარე და კედელთან ჩავიკეცე. –გთხოვ არ შემეხო ! – შევევედრე ტირილნარევი ხმით. ცოტახანს გაშეშბული იდგა და მიყურებდა. ეტობა ძალიან შეშინებულს ვგავდი, მერე გარეთ გავარდა კარები გაიჯახუნა და მანქანა გიჟივით წაიყვანა. ზუსტად არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში, აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა დაღამებული იყო. ყველა სიტყვა, ყველა მომენტი მიტრიალებდა თავში, ძალიან ვინანე საერთოდ ხმა რომ ამოვიღე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მომექცა, ჩვენ შორის ბევრი გაუგებრობა, ბევრი კითხვის ნიშანი და ცუდი დამოკიდებულება იყო, მაინც არ მქონდა უფლება, ეს ზღვარი გადამეკვეთა. მე მის, როგორც კაცისა და ქმრის ღირსებას შევეხე. ამავდროულად ჩემსასაც, როგორც ქალის და როგორც ცოლის , ვთქვი ის, რაც არ ზის ჩემში და რასაც საერთოდ არ ვფიქრობ. მის ადგილას, მეც ისეთივე რეაქცია მექნებოდა და ალბათ უარესიც კი. არადა როგორ მთხოვა: მინდა გენდობოდეო. დავკარგე მისი ნდობა , უფრო მეტად გამაკონტროლებს და გარეთაც არ გამახედებს . მეტის ღირსი ვარ ენა რომ არ მიჩერდება პირში. ამ სიტყვებით ვესაუბრებოდი და ვისჯიდი თავს კარებთან რაღაც ხმაური, რომ შემომესმა. ეხლა კი საბოლოოდ გამოვერკვიე, კარგად დაღამებულიყო. მე კი სახლში მარტო ვიყავი თანაც, მოსახლეობისგან მოშორებით. ბავშვობიდან მეშინოდა სახლში მარტო დარჩენის. მივვარდი, ყველა კარები გადავკეტე, ფარდები ჩამოვაფარე, სავარძელში რკალივით მოვიხვიე და თავზე პლედი გადავიფარე. კიდევ გაისმა კარებთან რაღაცის ხმა. ისე შემეშინდა სუნთქვაც კი შევიკარი , ცივმა ოფლმა დამასხა, სხეული გამეყინა. –ამდენხანს სად არის ? ალბათ ჩემი დანახვაც არ უნდა და დღეს არც მოვა. – ჩუმათ ვბუტბუტები. ტელეფონზე შეტყობინება გავუგზავნე. – „სად ხარ? გთხოვ მოდი, მეშინია!“ – არ მომწერა. დავურეკე, არ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე მაგრამ არ მპასუხობდა. ვგრზნობდი გონებას ვკარგავდი. კიდევ დავრეკე და როგორც იქნა მიპასუხა, ერთადერთი რისი თქმაც აკანკალებული ხმით შევძელი იყო: –მეშინია , გემუდარები მოდი ! – არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ 5 წუთში მოვიდა. სანამ არ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ის იყო კარს არ ვაღებდი. რამდენიმე წუთიანი ხვეწნისა და მე ვარ გამიღეს შემდეგ, როგორც იქნა კარი გავაღე და რომ დავინახე სიხარულით ვიყვირე: – ნამდვილად შენ ხარ ! მადლობა ღმერთს შენ ხარ და ძლიერად მოვეხვიე. მერე შიშისგან დაღლილს გული წამივიდა. თავლი საძინებელში გავახილე , თავზე მადგა და სევდიანი თავლებთ მიყურებდა. მის დანახვაზე ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, წამოვხტი და კისერზე მოვეხვიე.მანაც ისე ძლიერად მიმიკრა გულზე, მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო ეს წამი. –დამშვიდდი , მე შენთან ვარ ! – ზუსტად ამ სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა. –ბოდიში ! აღარასდროს გაგაბრაზებ, აღარასდროს გეტყვი ისეთ სიტყვებს, ოღონდ მარტო აღარ დამტოვო გთხოვ! – პატარა ბავშვივით ვბუტბუტებდი. – არ დამიტოვებიხარ. ცოტა დავწყნარდებოდი და გვიან მოვიდოდი. არ ვიცოდი თუ გეშინოდა. – უფრო მეტად მიმიკრა, თავი ჩემს თმებში ჩარგო და მომეხვია. –შენ ხომ ჩემზე ყველაფერი იცი ! – ჩუმად ჩავილაპარაკე. –ხო, მაგრამ ეგ შენი განცდებია და შენს გარდა ვერავინ მეტყვის. ახლა მომიყევი რა მოხდა? – ღამე მარტო ვერ ვრჩები სახლში. თან მგონი კარებთან ვიღაც იყო, ხმა მესმოდა. –კი იყო... მეზობლის ძაღლი. ეხლაც ეზოში დასეირნობს.– სიცილიანი ხმით მოგვახსენა ზურამ. –არ მჯერა! ძაღლი და ქურდი ერთმანთისგან ვერ გაგირჩევია და შენ დამნაშავეს გაარჩევ უდანაშაულოსგან ქალბატონო, მშიშარა ადვოკატო? – სიცილით დაუმატა დიმამ. –ძაღლი? მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ღამე, მარტო ვიყავი სახლში და შემეშინდა.– თავი გავიმართლე. –რახან ყველაფერი კრგადაა მე წავალ, თან მგონი ხელს გიშლით. ღამემშვიდობის! მის მკლავებში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ შემრცხვა ზურასი და გამოვეცალე. გააცილა და ოთახში ამობრუნდა. –მიდი დაიძინე მე ცოტახან აქ ვიქნები. –მე ბოდიში მოგიხადე! –მერე? –მერე არ მიპასუხე და ანუ ისევ ნაწყენი ხარ? –ასე გადარდებს ჩემი წყენა? –ამ შემთხვევაში დავაშავე და რათქმაუნდა მადარდებს! –აღარც მახსოვს. უბრალოდ, დროა ჩვენი ქორწინება ყველამ გაიგოს, მერე კი მოვთხოვ ნიკას პასუხს იმ მესიჯებისთვის. –გთხოვ თავი დაანებე ! ის რა შუაშია არაფერი იცის. –ნუ იცავ ! –არ ვიცავ სიმართლეს ვამბობ და დარწმმუნებული ვარ შენც ხვდები. –თუ კი ოდესმე შენთან, რაიმენაირად დაკავშირებას ეცდება, არ ვაცოხლებ... და არამარტო მაგას, არავის დავინდობ ვინც კი, უბრალოდ ზედმეტად შემოგხედავს. შენ ჩემი ცოლი ხარ! მარტო ჩემი ! ეს არ დაგავიწყდეს! დაიძინე ახლა! ისედაც ნახევრად უკვე მეძინა, მაგრამ მისი ყველა სიტყვა გარკვევით მესმოდა. „მარტო ჩემი“ მესიამოვნა. ვგრძნობდი ჩემი გული იცვლებოდა მის მიმართ და არ მინდოდა ამაში თავს გამოვტყდომოდი.... დილით, ისევ ჩემს ოთახში იყო, დივანზე ეძინა. საწოლზე წამოვჯექი და ვუყურებდი, მსიამოვნებდა იმის გააზრება, რომ აქ,ამ მოუხერხებელ დივანზე ღამე მარტო იმიტომ გაათია, რომ ჩემზე ეზრუნა და მე არ შემშინებოდა. ხან მომწონდა და ხან ვერ ვიტანდი ამ ადამიანს. ოთახიდან ჩუმად გავიპარე და სამზარეულოში საუზმის მოსამზადებლად ჩავედი, სუფრას გავშალე და დაველოდე სანამ გაიღვიძებდა. იმაზე ფიქრში ვიყავი გართული ჩემი ძმისთვის ეს ამბავი როგორ მეთქვა ხმა რომ მომესმა. –შენს საჭმელებს რომ მივეჩვიო? – დილაშვიდობის! მოდი დაჯექი ! – თითქოს ვერ გავიგონე რა მკითხა. –მართლა მიკვირს როდის მოასწარი ამ რაღაცეების სწავლა?! – მე ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, მოსამსახურეები არ მყოლია და თავად მიწევდა ჩემ თავზე ზრუნვა, როცა ჩემი მშობლები სამუშაოდ იყვნენ. შენ ალბათ ამას ვერ გაიგებ ! – ვინ იცის, იქნებ გავიგო კიდეც! – კარგი ახლა... ერთი თითის გაწკაპუნება და ყველაფერი „მოგდის“ და შენ გგონოა იმის გაგებას შეძლებ, რა პრობლემები შეიძლება ქონდეთ ჩემი ფენის ხალხს? –ვერ ვიტან, ადამიანები ფენებად, რომ იყოფიან !... და პრობლემას რაც შეეხება, დამიჯერე ყველას აქვს, გააჩნია ვისთვის რა არის პრობლემა. –სამწუხაროდ, თავად ადამიანები ყოფენ, სოციალურ ფენებად საზოგადოებას. სიმართლე გითხრა, არც კი დავფიქრებულვარ მე, რომელ საფეხურზე ვარ. თუმცა ფაქტია შენთან ახლოსაც ვერ მოვალ. მგონი შენი მშობლებისთვის სასურველი რძალი ვერ ვიქნები. – ცოტა ირონია გამოვურიე სიტვებში – საკმაოდ დიდი ვარ საიმისოდ, რომ ვინმეს სურვილებზე ვიარო. საერთოდ არ მანაღვლებს, რომელ საფეხურზე ხარ და მითუმეტეს არავის აზრი არ მაინტერესებს, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. –ნელი და მკაცრი ტონოთ მითხრა, თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა. – შეიძლება მაგრამ ჭორიკანა ხალხს როგორ გააჩერებ ? შენს „რეიტინგს“ თუ გადავხედავთ, ბევრი მოინდომებს ჩვენს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას და გადააჭრელებენ საინფორმაციო ველს. მათ როგორ აუხსნი, რომ შენი ცოლი, რომელიმე მილიონერის შვილი კიარა, ერთი ჩვეულებრივი, რაიონიდან ჩამოსული გოგოა? – არავის, არაფერს არ ავუხსნი, მაგრამ შენ თუ შეგაწუხებს ეგ ამბები, მაგ „რეიტინგს“ სხვანაირად გამოვიყენებ. – შენ თუ არა, მე მითუმეტეს არ შემაწუხებს. დამაჯერებელი ტონით კი წარმოვთქვი ბოლო სიტვები, მაგრამ მაინც მაწუხებდა. მითუმეტეს ბევრი, სხვისი მაგალითი ვიცოდი. უსაქმურ და ბოროტ ადამიანს რა დალევს ამ ქვენად. სხვის პირადში ქექვითა და მათზე ჭორაობით, რომ იკვებებიან. თავისი ცხოვრება რომ ვერ დაულაგებიათ და სხვის არევასაც ფიქრობენ. ადამიანს რომელიც საკუთარი ბედნიერების მოწყობითა დაკავებული, არც ცალია და არც სურვილი აქვს სხვისას უმზიროს დ განიხილოს. თავში ყველა შესაძლო სათაური მიტრიალებდა, რითიც შეეძლოთ ჩვენი ისტორია დაესათაურებინათ. ჩემს გამო არ ვდარდობდი, დავიცავდი ჩემს უფლებებს, მაგრამ ეს ჩემს ოჯახსაც, რომ შეეხებოდა ეგ ყველაზე მეტად მაწუხებდა. გულის სიღრმეში, უსიამოვნოდ ის ფიქრიც გამკრავდა-შეიძლებოდა დიმას მშობლებს მართლაც არ მივეღე. წესით არ უნდა მედარდა, მაგრამ .... სიჩუმე დავარღვიე: – დღეს ჩემს ძმას უნდა ვუთხრა, ჩვენს შესახებ. მშობლებთან უფრო გამიადვილებს, მაგრამ მასთანაც მჭირს ამაზე საუბარი. არც კი ვიცი, როგორ უნდა დავიწყო. – ვუთხარი და პირისკენ წაღებული ლუკმა, უსიამოდ დავაბრუნე თეფშზე. – თუ გინდა ფოტო გადავიღოთ და ჩათში ჩაუგდე, თან უთხარი ვინ ვარ ან უბრალოდ დაელოდე სანამ თავდა არ გკითხავს და მერე რაღაცნაირად აეწყობა სათქმელიც... – ვიფიქრე სულ სხვა ადამიან მელაპარაკებოდა, მისგან არ მოველოდი. – კარგი აზრია. ძლივს რაღაც მოგაფიქრდა ჩემს დასახმარებლად. – ცოტა დავცინე ხმაში. – მადლობას არ მეტყვი? – მადლობა? რისთვის, იმ პრობლემის გადაჭრაში რომ მეხმარები, რომელიც შენ შემიქმენი? – იცი რა? ძალიან რთული ხასიათი გაქვს ! – გაბრაზებულმა მითხრა და ჭამა შეწყვითა. – იმედია საჭმელში შხამი არ ჩამიყარე ?! – რომ არ ვიცოდე სასჯელი რამდენად დიდია, სიამოვნებით ჩაგიყრიდი! –ვუთხარი და უნებურად გამეღიმა. – ბევრს, რომ იღიმოდე და ნაკლებს საუბრობდე, უფრო კარგი გოგო იქნები ! – იცი რა? იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ მაინც და მაინც შენ მოგეწონო და არც აწი ვაპირებ ამისთვის რაიმეს შეცვლას ! – შენ ახლა, ჩემს სახლში, ჩემს გვერით, ჩემი ცოლის სტატუსით ზიხარ და საუზმობ. ბოლო სიტყვებში მთელი სათქმელი ჩააქსოვა, კულტურულად მიმახვედრა : რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის დაიბადე, ან რისი შეცვლა გინდა, ან არ გინდა, უკვე ჩემი ცოლი ხარ და რაც არ უნდა თქვა, ან გააკეთო, ეგ ერთადერთია რაც არ შეიცვლებაო.(ყოველშემთხვევაში მე ამ მნიშვნელობით გავიგე) დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა ჩემგან განსხვავებით, თუმცა ნამდვილი ოსტატი იყო, რამდენიმე სიტყვაში, სრული სათქმელის ჩატევის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.