შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (6 თავი)


18-11-2020, 15:07
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 741

კუპედან გამოვედი და პირდაპირ საპირფარეშოსკენ გავიქეცი, მოწილილ ცრემლებს უფლება მივეცი გადმოდენილიყვნენ, ვტიროდი იქამდე სანამ თათიამ კარზე არ მომიკაკუნა
-კარგად ხარ მარიამ?
-კარგად ვარ-ვუთხარი სლუკუნით
-მარიამ გამიღე-სახელური დაქაჩა, ალბათ მიხვდა რომ ვტიროდი
-კარგად ვარ-მეთქი-გავბრაზდი და ლამის ვუყვირე
-კარგად არ ხარ, ვიცი რომ ტირი
-თათია თავი დამანებე!-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა -გთხოვ წადი-ვუთახარი მშვიდი ტონით ბოლო სიტყვები რომ თავი დაენებებინა ჩემთვის
-კარგი-აშკარად ეწყინა, მაგრამ ახლა მასთან ლაპარაკი არ შემეძლო, სარკესთან მივედი და ჩემს თავს შევხედე, ისევ ის პატარა შეშინებული გოგო მიყურებდა რომელიც თერთმეტი წლის წინ მიყურებდა... არა არა და არა! მე ის პატარა შეშინებული გოგო აღარ ვარ! მე მარიამ ჯიშკარიანი აღარ ვარ... ის მოკვდა! მე მარიამ დადიანი ვარ! ვუყვიროდი საკუთარ თავს ხმამაღლა ხელები ნიჟარას დავარტყი გაღიზიანებულმა და ტირილი შევწყვიტე, ცივი წყალი შევისხი სახეზე, თმა გავიშალე და ხელახლა შევიკარი, მოვწესრიგდი და თავაწეული გავედი საპირფარეშოდან, გავედი თუ არა კარში ვაჩე შემეჩეხა
-ჩემსგამო ტიროდი?-მკითხა ჩავარდნილი ხმით და თვალი თვალში გამიყარა, არც კი ვიცი რა დამემართა იმ მომენტში, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა, ისევ ამიკანკალდა ხელები მაგრამ შიშისგან არა! ზიზღისა და სიძულვილისგან, ბრაზისა და ბოღმისგან, ხელები მოვმიშტე რომ თავი მომეთოკა რაღაცნაირად
-თავი ვინ გგონია? შენ ვინ ხარ რომ შენსგამო ვიტირო-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით და მზერა ავარიდე მის შავ უსიცოცხლო თვალებს, რადგან საშინლად მთრგუნავდა
-მარიამ-დაიჩურჩულა ჩემი სახელი და მომიახლოვდა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე შემომეფრქვია და როგორც კი მისი სურნელი ვიგრძენი მთელი სხეულით ავკანკალდი, ჩემდა უნებურად ისევ იმ ღამის კადრებმა გამირბინეს თვალწინ -თერთმეტი წელი, თერთმეტი
წელი... - გაიმეორა და თვალებში ჩამაცქერდა, მე შეშინებულმა უკან დავიხიე და მზერა ავარიდე, მაგრამ ის არ გაჩერდა და კვლავ მომიახლოვდა, კიდევ წავდგი უკან ნაბიჯი და კედეს შევეჯახე ზურგით, დავიბენი, ამით ისარგებლა და ისე მომიახლოვდა რომ ცხვირის წვერით შემეხო შუბლზე, მაშინვე გვერდზე წავდგი ფეხი რომ გავსხლტომოდი მაგრამ ხელები კედელს მიაბჯინა და ხელებშორის მომიმწყვდია, ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში და როგორ დავკარგე მგრძნობელობა მთელს სხეულში, ისე გამაბრუა მისმა სიახლოვემ რომ წინააღმდეგობის გაწევა კიარა ხმის ამოღებაც ვეღარ შევძელი, გონება დამებინდა, ისეთი შეგრძნება მქონდა აქ მე კი არა თითქოს ვიღაც სხვა იყო, თითქოს შორიდან ვუყურებდი ამ შეშინებული გოგონას
ტანჯვას -ეს სურნელი-დამიჩურჩულა ყურთან და ცხირის ჩემს კისერში ჩარგო, ამ წამებში გულისცემაც გამიჩერდა საბოლოოდ და სუნთქვაც შემიწყდა
-არ გაბედო და არ შემეხო-ამოვთქვი სასოწარკვეთილმა, როგორც იქნა და ოდნავ გვერდზე გავიწიე
-თურმე როგორ მომნატრებია ეს სურნელი-ისევ ყურში ჩამჩურჩულა -მთელი ეს წლები შენს დავიწყებას ვცდილობდი... მეგონა გამომივიდა, მეგონა რომ გულიდან და გონებიდან ამოგშალე, მაგრამ დაგინახე და ისევ ამიდუღდა ძაღვებში სისხლი მარიამ!-ბოლო სიტყვები აგრესიული ტონით მითხრა და ინსტიქტურად შევხედე თვალებში, ისეთი ცივი ბნელი და ცერიელი იყო მისი თვალები როგორც თავად იყო სრულიად ცარიელი ყველა ადამინური გრძნობისგან
-მომშორდი-აკანკალებული ხელები მკერდზე მივაბჯინე და მისი უკან დახევა ვცადე რომ ხელიდან გავსხლტომოდი მაგრამ უფრო გავაბრაზე და უარესი დამმართა, მაჯებში ხელი ჩამავლო და თავსზემოთ დამიჭირა, როგორც მაშინ... ისე ძლიერად მომიჭირა თითები რომ სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა
-გამიშვი მტკივა-ვცადე შეწინააღმდეგება მაგრამ მთელი სხეულით ამეკრო და მოძრაობის საშუალება აღარ მომცა -იცოდე ვიყვირებ-დავემიქრე და Ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი
-იყვირე, ხომ იცი რომ შენს ხმას ვერავინ ვერ გაიგებს!-მითხრა გამარჯვებულის იერით, ჯანდაბა ჯანდაბა, სარდაფის სათადარიგო ტუალეტით ვისარგებლე , არმინდოდა ვინმეს დავენახე რომ ვტიროდი და აქ ამ სოროში ჩამოვედი, უარესად ამიცახცახდა სხეული
-რა გინდა-მოლაპარაკებაზე გადავედი რომ როგორმე მისი ხელებისგან თავი დამეხსნა როგორმე
-ეს უკვე მომწონს-გაეცინა და უფრო მეტად მომიახლოვა თავისი საზიზღარი სახე, მე ვერ შევძელი თავის მოთოკვა და ისევ წინაᲐღმდეგობის გაწევა ვცადე
-ხელი გამიშვი-გავიბრძოლე კიდევ და თავი გვერდზე მივატრიალე რადგან ვეღა ვუძლებდი მის სიახლოვეს
-ისევ ისეთი გიჟი ხარ-მითხრა ირონიული ტონით და თავისი ცივი საზიზღარი ტᲣჩები მომაწება საფეთქელზე, რაღაც უცნაურმა საშინელმა მუხტმა დამირბინა მთელს სხეულში, ისეთი შეგრძნება Მქონდა თითქოს ნაწილებად მშლიდნენ
-არ გაბედო არ გაბედო!-დავუღრიალე სასოწარკვეთილმა და ისევ გავიბრძოლე თავის დასახსნელად
-საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი გიჟი და არანორმალური ხარ-მითხრა სახე ალეწილმა
-რა გინდა ჩემგან?-მოწოლილ ცრემლებს უფლება არ მივეცი რომ გადმოდენილიყვნენ და მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში
-შენთან ყოფნა მინდა-მახლის მაშინვე და ვგრძნობ როგორ მევსება ზიზღით გული და გამალებით იწყებს ცემას
-ჩემთან ყოფნა გინდა?-მეცინება გიჟივით და თავად არვიცი რა მაცინებს
-მინდა და ისე იქნება როგორც მე მინდა ხომ
იცი? -მეუბნება მუქარით
-მოგკლავ-ვეუბნები ისეთი უცნაური ხმით რომ რამდენიმე წამით ვიბნები, ვერ ვიაზრებ რომ ეს საშინელი ხმა მე აღმომხდა
-ჩემი მიკვლა რომ შეგძლებოდა იმ ღამეს მომკლავდი, რადგან ამას ნამდვილად ვიმსახურებდი-მეუბნება გულწრფელად და ხელებს მითავისუფლებს, მაგრამ უკან არ იხევს და ისევ ისე ახლოს დგას რომ მოძრაობა ფაქტიურად არ შემიძლია
-ამჯერად მოგკლავ-ვეუბნები უკვე გააზრებულად
-მარიამ ტყუილად ცდილობ ჩემს
დარწმუნებას-მეუბნება ღიმილნარევი სახით -ჩემს წინ ისევ ის პატარა შეშინებული გოგო დგას რომელიც თერთმეტი წლის წინ... ისევ ისეთი შეშინებული ხარ... ისევ ისე კანკალებ ...
-გგონია გამბედაობა არ მეყოფა?-მაგიჟებს მისი ირონია და ხელებს კვლავ მკერდზე ვაბჯენ და უკან დახევას ვაიძულებ ამჯერად
-შენ მე გადამარჩინე! მოხვედი! ისევ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში და სიცოცხლე მაჩუქე!
-მაიძულეს! ეს იმიტომ გავაკეთე რომ თორნიკემ მაიძულა შენი გადარჩენა და იმიტომ რომ ვერ გიცანი სანამ ეგ ბნელი თვალები არ გაახილე! თავიდანვე რომ მეცანი შენს გამო თითსაც არ გავანძრევდი-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა
-მთავარია რომ ჩემს ცხოვრებაში შენთვითონ დაბრუნდი-მეუბნება გამარჯვებულის იერით
-შენს ცხოვრენაში არასოდეს დავბრუნდები და არც შენ მოგცემ უფლებას რომ დაბრუნდე ჩემს ცხოვრებაში
-მარიამ-გაეღიმა და მხოლოდ ჩემი სახელი თქვა, ამ ერთ სიტყვაში და გამოხედვაში ჩაატია მთელი თავისი სიბოროტე გეგმები, მიზნები და სურვილები, ზურგი მაქცია კიბეეები აიარა და ვიღაცასთან ერთად გავიდა სარდაფიდან, ჯანდაბა ჯანდაბა, ვერ ვიჯერებდი რომ ასე თავხედურად შემოიჭრა ისევ ჩემს ცხოვრებში, ნაბიჭვა.ი, ნაგავი, ნაძირალა, არაკაცი, ვლანძღავდი გონებაში და სანამ აზრზე მოვიდოდი თათია ჩამოვიდა კიბეებზე
-მარიამ ამ ტიპს შენგან რა უნდა?-მომიახლოვდა აფორიაქებული
-არვიცი-მხრები ავიჩეჩე
-მარიამ მისმა მეგობარმა პირზე ხელი ამაფარა და გარეთ გამათრია, ეგ კი აქ დარჩა
-დაივიწყე-ვუთხარი მკაცრი ტონით და კიბეები ავიარე
-რა დავივიწყო გოგო სულ გაგიჟდი?-თათია ბურტყუნით მომყვებოდა უკან
-თათია დაივიწყე, არფერი დაგინახია და
გაგიგია!-ვუყვირე გაბრაზებულმა
-რამე ხდება თქვენს შორის? იცნობ?-მკლავი დამიჭირა და თავისკენ შამატრიალა გაცეცხლებული
-გეყოფა!-ვითხარი ძლივს შეკავებული მრისხანე ტონით
-თორნიკემ იცის რომ ერთმანეთს იცნობთ?-მკითხა ყველაზე საშინელება
-საკმარისია!-დავუღრიალე მწყობრიდან გამოსულმა და მეორე სართულზე ავესი გარე კიბით სადაც თემუკას შევეფეთე
-სად ბრძანდებოდი ქალბატონო?-მკითხა დამცინავი ტონით და სათვალე
გაისწორა-დაიღალე და დასვენება გადაწყვიტე?
-რა გინდა?-თავზე კონტროლი საბოლოოდ დავკარგე, თემუკა იქვე დადებულ მაგიდას მიუახლოვდა და სინი აიღო სადაც ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები ელაგა, მომიტანა და ხელებში შემომაჩეჩა
-მიდი საქმეს მიხედე, სტუმრები მოუთმენლად გელიან-მითხრა დამცინავი ტონით და აი ეს ბოლო წვეთი იყო, ვიგრძენი წამის მეასედში როგორ ამიდუღდა ძარღვებში სისხლი და თავში როგორ აასხა
-მათ არ მოვემსახურები-არვიცი როგორ შევძელი ამ მდგომარეობაში კიდევ თავაზიანობის გამოჩენა ალბათ დათოს დანახვამ მაიძულა ისევ ისე წამის მეასედში დაშოშმინება
-მიემსახურები!-დამიღრინა თემუკამ
-მათ არ მივემსახურები!-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა
-იმას გააკეთებ რასაც გიბრძანებ!-არ ჩამომრჩა ყვირილში
-მართლა?-ვუთხარი დამცინავი ტონით და სინს ხელი გავუშვი, ოთხივე ბოთლი ერთდროულად დაეხეთქა ძირს და საშინელი ხმაურით დაიმსხვრა
-რა ჯანდაბას აჯეთებ-მიყვირა გაცეცხლებულმა და დაბნეულმა თემუკამ და დათოს გახედა რომელიც მაშინვე აორთქლდა
-მარიამ?-თათია მოგვიახლოვდა -კარგად ხარ?
-მᲐვენივრად-ვითხარი თათიას ღიმილით რადგან ძალიან მესიამოვნა ასე თემუკა რომ ასე დავაფრთხე და გავამწარე
-მოხდა რამე?-თავისი დაჯავშნილი კუპიდან გამოვიდა ვაჩე და მოგვიახლოვდა
-ამის თანხას სრულად აგანაზღაურებინებ და მერე გაგაგდებ სამსახურიდან-მეუბნება მუქარის ტონით და ისევ სათვალეს ისწორებს
-რას ბოდავ-ვაჩემ საყელოში ჩაავლო ხელი
-შენ ნუ ერევი-ვუყვირე ვაჩეს და სულ ერთი წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეფეთა
-წესიერეად ილაპარაკე-დაუღრინა თემუკას ვაჩემ და ხელი ისე უხეშად გაუშვა რომ შეშინებული დაბარგანავდა
-შენ ნუ ერევი-მეთქი!-ვუყვირე ვაჩეს და თემუკას შევხედე
-ეს ფული აიღე-ვაჩემ ხელებში მიაჩეჩა ასლარიანების დასტა -და დაახვიე აქედან-უყვირა დაფეთებულ ბიჭს
-რას აკეთე?-ვაჩეს შევხედე გაცეცხლებულმა და მერე თემუკას ვეცი, ავაცალე ხელიდან ვაჩეს მიერ მიცემული ფული
-მარიამ-მომესმა თათიას დაძაბული ხმა, რომელმაც ზუსტად იცოდა რასაც გავაკეთებდი, მე მშვიდად დავხიე ასლარიანები და ზედ შევაყარე ორივეს სახეში
-რას აკეთებ?-თემუკას თავმოყვარეობას საბოლოოდ რომ გადავუარე მაჯაში ჩამავლო ხელი და თავისკენ მომქაჩა
-ხელი გაუშვი-ვაჩემ ხელი გამითავისუფლა მისგან და სახეში დაარტყა მუშტი, მე მშვიდად მოვბრუნდი, კიბეები ჩავიარე და დაბლა ჩავედი
-მარიამ-თათია გამომეკიდა -გაგიჟდი? დახოცავენ ერთმანეთს!-წინ გადამიდგა და Დაბნეული ჩამაცქერა თვალებში
--ვუთხარი მშვიდი ტონით და ქუჩაში გავედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი, ცხოვრებაში პირველად იყავი საკუთარი, თავით, საქციელით და გამბედაობით აღფრთოვანებული, ამ რესტორნიდან ისედაც დიდი ხᲜია უნდოდათ ჩემი გაგდება ჩემი ხასიათის გამო, ახლა მიზეზი მიეცათ მას და Დათოს რომ გამოვეგდე სამსახურიდან, ამიტომ მე დავასწარი და ჩემი სურვილით გრანდიოზულად წამოვედი სამსახურიდან. მართლა მეკიდა ვინ ვის სცემდა ჩემი მიზეზით, ძალიან კარგი თემუკას და ვაჩეს თუ მოხვდებოდათ დაცვის ბიჭებისგან... სახლში დავბრუნდი ისეთი კმაყოფილა და ბედნიერი რომ დედაჩემი გაოცებული მომაჩერდა კარი რომ გამიღო
-რამე მოხდა?-მკითხა დაბნეულმა
-სამსახურიდან წამოვედი-ვეუბნები აღფრთოვანებული
-რაა?-ლამის შეჰყვირა გაცეცხლებულმა და სამზარეულოსაკენ მიმავალს უკან გამომყვა
-დედა ახლა არ დაიწყო, იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი
-მარიამ სამუშაო ფორმა რატომ გაცვია? რა ჩაიდინე? შენი ტანსაცმელი და ჩანთა სადაა?
-ვიჩხუბე თემოსთან და წამოვედი-ვუთხარი მშვიდი ტონით
-მარიამ რა გემართება?-დედაჩემი თვალებში ჩამაცქერდა
-არაფერი, ასე იყო საჭირო, ნუ გეშინია ახალ სამსახურს ვიპოვი ხვალვე
-მარიამ იპოვი დედა როგორ არ იპოვი მაგრამ... უცნაურად იქცევი რაც ბათუმიდან დაბრუნდი.. იქ რამე მოხდა? ზმ-როგორციქნა დაინტერესდა ჩემითაც
-ვახოს შევხვდი იქ-პირდაპირ ვახლი და მის რეაქციას ველოდები, მაინტერესებს მასზე როგორ იმოქმედებს ამის გაგება
-რაა?-ყვირის გაოგნებული და სკამზე მოწყვეტით ეშვება
-რესტორანშიც მოვიდა-არ ვაძლევ გონს მოსვლის საშუალებას -დამემუქრა-ვამწვავებ სიტუაციას
-ღმერთო ჩემო-ნანას ცრემლები ეძალება -მე კიდევ ისე ვიყავი ალექსანდრეს ციხიდან გამოსვლის გამო შეშინებული სულ დამავიწყდა რომ მყავს შვილი რომელსაც დედა სჭირდება
-არაუშავს მივეჩვიე რომ მარტოს მიწევს ბრძოლა
-მარიამ ასე რატომ ამბობ?-დედაჩემი სლუკუნებს უკვე
-ის რომ მე ახლა თავისუფალი ვარ და აქ ვარ იმის გამოა რომ მე ვიბრძოლე ამისთვის!-მაგიდასთან დავჯექი და პირველად გადავწყვიტე გულწრფელად დავლაპარაკებოდი დედას
-მარიამ
-რა ასე არაა? შენ არ მარწმუნებდი რომ ცოლად გავყოლოდი?
-მარიამ გთხოვ
-რას მთხოვ? რას?-უცბათ ავფეთქდი-მისგან გამოვიქეცი, ფეხშიშველი მოვედი სახლში... შენთან მოვედი... -ცრემლები მომეძალა და ხმა ჩამიწყდა
მაგრამ მაინც არ გავჩუმდი ძალა მოვიკრიფე და განვაგრძე -გითხარი დედა მიშველეთქო და შენ რა მიპასუხე? გახსოვს რა მითხარი?-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა და ფეხზე წამოვვარდი
-მარიამ გთხოვ-ნანაც ცრემლები გადმოსცვივდა
-მითხარი რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი რადგან სახელი გამიტყდებოდა... ხალხის ახრის გამო მზად იყავი მსხვერპლად შეგეწირე მისთვის...
-დედა მოხვედი?-ნამძინარევი ანა შემოვიდა სამზარეულოში და შეშინებული მოგვაჩერდა მე და დედას
-მოვედი საყვარელო -ანას ჩავეხუტე და საძინებელში წავიყვანე
-რატომ ტიროდით?
-უბრალოდ რაღაც ამბავი გავიხსენეთ-ვუთხარი ღიმილით
-გავიგე რომ ჩხუბობდით-ამომხედა დაძაბულმა
-ხო შევკამათდით სერიოზული არაფერი-ვცადე დამემშვიდებინა
-დედა Აღარ იჩხუბოთ კარგი?
-კარგი-დავეთანხმე ღიმილით და საწოლში დავაწვინე, მალევე დაეძინა ჩემს გვერდით და რომ დავრწმუნდი რომ ღრმად ჩაეძინა მისი ტელეფონი ავიღე და ოთახიდან გამოვედი ფეხაკრეფით
-დაიძინა? -მომესმა დედაჩემის ხმა
-დაიძინა-ვუთხარი უჟმური სახით
-მიდი შენც დაიძინე-მითხრა გილდაწყვეტილმა და თავის ოთახში შევიდა, მეც ოთახში შევიკეტე და თათიას დავურეკე
-გოგო მაგრად იჩხუბეს-მიყვება გაოგნებული თათია მომხდარს
-Იმედია კარგად მოხვდა ორივეს
-გოგო თემოს ცხვირი გაუტეხა Ვაჩემ-იცინის
თათია-დაცვის ბიჭები და მაგ არანორმალურის ძმაკაცები დაეტაკნენ მერე ერთმანეთს და მაგრად იჩხუბეს
-ძალიან კარგი-ვეუბნები კმაყოფილი
-დათოს ვითხარი მარიამს თუ გააგდებთ მეც წავალ-მეთქი
-რა გიპასუხა?-ძალიან დამაინტერესა
-მითხრა რომ არ გაუგდიხარ და თუ სურვილი გაქ შეგიძლია დაბრუნდე როცა მოგინდება
-სანაცვლოდ რა მოგთხოვა?-მაშინვე ეს კითხვა დავუსვი რადგან კარგად ვიცოდი დათოსნაირები როგორ აზროვნებდნენ
-თემუკას თანაშემწედ გადაყვანა-ყოყმანით მიპასუხა
-მერე შენ რა უპასუხე?-გავბრაზდი მე
-დავთანხმდი-მიპასუხა მშვიდი ტონით
-რაა? ვერ ხვდები რა თამაშს თამაშობს?-ვუყვირე
მე -სულ გაგიჟდი?
-შენსგამო დავთანხმდი-მილასუხა დაბნეულმა
-მისმისნე წრიპა-ვუთხარი გაცეცხლებულმა - ჩემსგამო არასოდეს არაფერი არ გააკეთო, მითუმეტეს ასეთი სისულელე არ გააკეთო! შენი დაცვა და დახმარება არ მჭირდება! საკუთარ თავს თავად მივხედავ!
-მარიამ ასე რატომ მელაპარაკეᲑი?-ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან
-დათო ამ სიტუაციას იყენებს შენს ხელში ჩასაგდებად ვერ ხვდები? ვერ ხვდები რა თამაშს თამაშობს? ცდილობს რომ ის გაგაკეთებინოს რაც უნდა, სარგებლობს შენი გულუბრყვილობით, თათია გონს მოდი და კარგად დაფიქრდი რა გინდა მისგან! ან საერთოდ ცხოვრებისგან!
-მე მხოლოდ შენი დახმარება მინდოდა -სლუკუნებს ის
-თათია გთხოვ კარგად დაფიქრდი შენს საქციელზე, რამდენჯერაც მისკენ ნაბიჯს გადადგავ მით მეტად მისცემ იმედს რომ შენ მისი გახდები და მით მეტად იბრძოლებს შენთვის
-კარგი-მითხრა გაბრაზებულმა და ტელეფონი გამითიშა.
საწოლზე ჩამოვჯექი და ფანჯრიდან ღრუბლებში მიმალულ მთვარეს გავხედე რომელიც მკრთალად ანათებდა, ღამეზე თორნიკე გამახსენდა თორნიკეზე სიგარეტი... ჯანდაბა სიგარეტი და საერთოდ ყველაფერი სამსახურში დამრჩა, მაშინვე ავდექი საწოლიდან და დედაჩემის ოთახში შევედი
-დედა ფული არ გაქვს? -ვიცოდი არ ეძინა
-რა მოხდა-დაფეთებული წამოჯდა საწოლზე -არაფერი დედა, სიგარეტი არ მაქვს და...
-ნეტა ამ მოწევას თავი დაანებო-ჯაჯღანებს და საწოლიდან დგება, ჩანთიდან ათ ლარიანს იღებს და მაწვდის
-ვიყიდი და მალე დავბრუნდები-ვეუბნები აჩქარებით და სახლიდან გავდივარ, თითქოს რაღაც ჯოჯოხეთს დავაღწიე თავი ისე მშვიდად ვგრძნობ თავს ქუჩაში, ნელ-ნელა მივდივარ მაღაზიისკენ, ისეთი სიწყნარე ქუჩაში რომ ვდუნდები და უფრო ნელა მივაბიჯებ თბილისის ცარიელ ქუჩებში, ანას ტელეფონი რეკავს და ისეთი გამაყრუებელი ხმა აქვს ამ სიჩუმეში რომ ცოტა მაკრთობს, ეკრანს დავყურებ და თორნიკეს ნომერს რომ ვხედავ მაშინვე ვიძაბები, კარგახნის ფიქრის მერე ვპასუხობ
-მარიამ?-მესმის მისი მშვიდი ხმა
-თორნიკე?-ჩავეკითხე ყოველი შემთხვევისთვის რადგან ჯერ არ ვიყავი მის ხმას შეჩვეული ტელეფონში
-ჰო მე ვარ-მესმის ისევ მისი სასიამოვნო ხმა -სად ხარ?-მეკითხება კარგახნის დუმილის მერე
-ქუჩაში-ვპასუხობ გულწრფელად
-რა გინდა ქუჩაში?-მეკითხება გავრაზებული ტონით
-სიგარეტის საყიდლად გამოვედი-ვერ ვხვდები რატომ ვაბარებ ანგარიშს
-არ იცი რომ ღამით ქუჩაში მარტო სიარული საშიშია?
-Იმის მერე რაც შენ გადამატანინე არა მგონია რამემ შემაშინოს
-მარიამ მაბრაზებ-მესმის მისი მხიარული ხმა
-კაი წავედი მე-ვეუბნები და ვუთიშავ, მაინტერესებს კიდევ დარეკავს თუ არა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს კიდევ რომ რეკავს, მე ჯიბრით არ ვპასუხობ და ის ისევ რეკავს გაუᲕმჩერბლად, მეხუთე ზარზე ვპასუხობ
-მარიამ ნუ მეთამაშები-მეუბნება გაცეცხლებული
-არ გეთამაშები-ისეთი ტონით ვეუბნები რომ ლამის მეც დავიჯერო რომ უდანაშაულო ვარ
-დღეს თათიასთან რომ დავრეკე რატომ არ დამელაპარაკე?-ჩხუბზე გადადის
-არ მეცალა-განზრახ ვაღიზიანებ
-ესეიგი არ გეცალა?
-არა!
-ორი სიტყვა რომ გეთქვა ამისთვის დრო ვერ გამონახე?
-ვერა-მამხიარულებს ის ფაქტი რომ ძალიან ვაღიზიანებ ჩემი პასუხებით
-იცოდე დაისჯები-მემუქრება გაცეცხლებული
-მართლა?-მეცინება მე -მაინც როგორი?
-მარიამ-ჩამესმის მისი ხმა ყურში და ვერ ხვდები რა ხდება -მარიამ-მესმის ისევ და ტელეფონს დავყურებ გაოგნებული და შეშინებული კივილს ვიწყებ როცა ვიღაცის ცხელი ტუჩები კისერზე მეკრობა, თან სხეულზე მიკრობს ზურგიდან და ხელებს მხვევს მუცელზე -მე ვარ-ჩურჩულებს თორნიკე და მაშინვე ვჩუნდები, მაგრამ ვერაფრით ვმშვიდდები ჯერ ისევ მიკანკალებს მთელი სხეული შიშისგან , უეცრად თავისკენ მატრიალებს და თვალებში მაცქერდება-მომენატრე-ჩურჩულებს ზედ ჩემს ტუჩებთან და მაშინვე მაწებებს თავის ცხელ ვნებიან ტუჩებს მთრთოლარე ტუჩებზე, ისეთი სასიმოვნო და ამაღელვებელია ეს კოცნა რომ თვალბს ვხუჭვ და თავს უფლებას ვაძლევ თავდავიწყებაში გადავვარდე, თორნიკე ძალიან ნაზად მკოცნის და კიდევ უფრო მაგიჟებს, აკანკალებულ ხᲔლს თმებში ვუცურებ და უფრო მეტად ვეწებები სხეულზე, როცა ჩემს ტუჩებს მოწყდა თვალეᲑში ჩამაცქერდა, კარგახანს მიყურებდა, მე ცოტა არ იყოს და ვიბნევი, ამიტომ თავს ვხრი, ვერ ვუძლებ მის დაჟინებულ მზერას -მარიამ-დაიჩურჩულა ჩემი სახელი და ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი
ამაწევინა -შემომხედე-მე ძალა მოვიკრიბე და თვალი გავუსწორე -მაგიჟებ-მეუბნება თვალებ ამღვრეული და გულში მიკრავს, მეც ძლიერად ვხვევ ხელებს და მისი გულის გამალებულ ცემას ვუსმენ, ასეთი ბედნიერი და სასიამოვნო წუთები არასოდეს მქონია ცხოვრებაში, არაამქვეყნიური ბედნიერების განცდაა, ჩაეხუტო საყვარელ ადამიანს და უსმისნო მისი გულის გამალებულ ცემას, მითუმეტეს რომ ამის მიზეზი შენ ხარ -წამოდი-მოულოდნელად მშორდება, ხელს მხვევს და სადღაც მივყავარ
-სად მიგყავარ?-ავხედე დაბნეულმა
-კითხვების გარეშე-მეუბნება მომღიმარი სახით და თავის მანქანასთან მივყავარ, კარს მიღებს და მიმითითებს რომ დავჯდე, მე წინა სავარძელზე ადგილს ვიკავებ და მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას
-ეს ნომერი თათიამ მოგცა ხომ ასეა? -მაინც ვერ ვითმენ და ვეკითხები როგორ გაიგო ანას ნომერი
-ჰო-მპასუხობს გაბრაზებული და მანქანას ქოქავს
-რა გიᲮრა?
-მითხრა რომ ამ ნომერზე გელაპარაკა რამდენიმე წამის უკან და ამაზე დამერეკა-ვმშვიდდები რომ ანაზე არაფერი არ უთქვამს თათიას, ჯერ მზად არ ვარ თორნიკეს რომ რამე ავუხსნა
-ისევ თათია-ვითომ ვბრაზდები მე
-სამსახურის ფორმით რატომ ხარ?-მხოლოდ ახლა დამაკვირდა მანქანაში, ჯანდაბა რა ვუთხრა? სიმართლეს ვერ ვეტყვი... ჯანდაბა ჯანდაბა
-დედაჩემს წნებმვამ აუწია და სახლში გამოვვარდი
-ახლა კარგადაა?-შემომხედა ეჭვის თვალით, ჯანდაბა მარიამ სულ გამოგაშტერა ამ ბიჭმა, ვეჩხუბები საკუთარ თავს
-თორნიკე დედაჩემს ვუთხარი რომ სახლში მალე დავბრუნდებოდი, სიგარეტის საყიდლად ჩამოვედი
-დაურეკე და უთხარი რომ დაგაგვიანდება-მაძლევს განსაკუთრებულ რჩევას
-ასე მარტივი არაა...
-რამე მოიფიქრე-ბრაზდება მაშინვე
-რა მოვიფიქრო? რა ვუთხრა ღამის პირველ სათზე სად ჯანდაბაში მივდივარ ათი ლარით-თქო?
-მარიმ რამე მოიფიქრე
-ასე მარტივი არაა მისი დარწმუნება-ვბუზღუნებ ისევ
-უთხარი რომ სამსახურში გამოგიძახეს ან რამე
-კარგი აზრია-გონება მინათდება და მაშინვე დედას ვურეკავ
-დედა სამსახურიდან დამირეკეს
-ვინ დაგირეკა? სად ხარ?-მეკითხება გაღიზიანებული
-სიგარეტი ვიყიდე და მივდივარ ეხლა, ჩმს ნიტებსაც წამოვიღებ ბარემ
-მარიამ!-სანამ რამეს მკითხავს ვთიშავ ტელეფონს
-კარგი გოგო ხარ-მეუბნება ღიმილით თორნიკე და ლოყაზე მჩქმეტს
-ნუ სულელობ-მის ხელს ვიშორებ მაგრამ ის ჩემს თითებს ხელში იქცევს და ტუჩებთან მიაქვს, ძალიან ნაზად მკოცნის, მაშინვე სუნთქვა მეკვრება და მის მოღიმარ სახეს შწვყურებ, თორნიკემაც გამომხედა და გაეღიმა ჩემს სულელურ გამომეტყველებაზე ალბათ
-მოვედით -მეუბნება კარგახნის ბოდიალის მერე და მანქანა გააჩერა, ფარები რომ ჩააქრო ცოტა არ იყოსდა დავიძაბე რადგან გარშემო სრული სიბნელე სუფევდა -გადმოდი-მეუბნება უცნაური ტონით, მე გადავდივარ და დაძაბული ვიყურები აქეთ-იქით, თორნიკე მიახლოვდება, თითებს ჩემს მთრთოლარე თითებში ხლართავს და სადღაც მივყავარ, რა ჯანდაბაა? სად მივყავარ? ვერაფერს ვხედავთ ტელეფონის ფანრითაც კი -მენდე-მითხრა სიცილით და ხელი გდამხვია
-რომ არ გენდობოდე აქ არ ვიქნებოდით-ვეუბნები ნაწყენი და მის ხელს ვიშორებ
-მოდი აქ-ხელს მიჭერს Და თავისკენ
მქაჩავს-თვალები დახუჭე-მეუბნება წარბშეკრული, მბრძანებლური ტონით
-არა-ვეუბნები გაბრაზებული
-Დახუჭე-დამიჩურჩულა ყურთან ახლოს და მიმატრიალა, თვალებზე ხელი ამაფარა და ასე ნელნელა წანიყვანა წინ, არ მეშინოდა რათქმაუნდა მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი, ჯერ წესიერად არ ვიცნობდით ერთმანეთს და უკვე ზედმეტად ახლობელ ადამინებად ვიქეცით ერთმანეთისთვის, ამ ფიქრებში ვიყავი რომ გავჩერდით და ხელი მომაშორა -მოგწონს?-მეკითხება აღფრთოვანებული და ხელებს მხვევს ზურგსუკნიდან
-ძალიან-აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, სანთლები, ვარდები ბუშტები ულამაზესი ტერასა და ორ კაცზე გაწყობილი მაგიდა
-ეს ყველაფერი შენთვისაა-მეუბნება თავგზააბნეულს და ცხელ ტუჩებს ყელზე მაწებებს, ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი ჩემთვისაა



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნინი
ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

ჩემთანაც მასეა. შესაძლოა, უბრალოდ ტელეფონი ვერ ხსნის

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ვაუუ ძალიან ძალიან მაგარია აა

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

სტუმარი ნინი
ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

Მე ჩვეულებრივ ვკითხულობ ჩემს ტელეფონში, ალბათ თქვენი ტელეფონი ვერ ხსნის

EllaTriss
სტუმარი ნინი
ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

ჩემთანაც მასეა. შესაძლოა, უბრალოდ ტელეფონი ვერ ხსნის

მეც მასე ვფიქრობ

რადგან ჩემი ჩვეულებრივ ხსნის

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

ნეაკო
სტუმარი ნინი
ანუუ შენიი ისტორიები ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც გუშინ დავიწყე და საინტერესო განვითარებას ველი ❤❤ წარმატებები.❣ მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემთან ზოგიერთი წინადადება არ ჩანს კუბიკებად აჩვენებს და რისი ბრალია ხომ არ იცი??????

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

მაგრამ რატომ აჩვენებს ზოგ წინადადებას კუბიკებად არვიცი :(

《Sunshine》
ვაუუ ძალიან ძალიან მაგარია აა

მადლობა ძალიან დიდი :) :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა მაგრამ მეცოდება მარიამი რომ გაიგებს სინამდვილეში თორნიკე ვაჩეზრ დარჩება მარიამთან.ჩემთანაც კუბიკებად აჩვენებს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent