შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (7 თავი)


19-11-2020, 15:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 388

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ თორნიკემ ეს ყველაფერი ჩემსგამო გააკეთა, თავი სიზმარში მეგონა, ცხოვრრბაში პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერ ადამიანად
-მოგწონს?-თავისკენ მიმატრიალა და თვალებში ჩამაცქერდა
-სიტყვები არ მყოფნის ისეთი ლამაზია
აქაურობა-ვეუბნები აღფრთოვანებული
-მიხარია რომ მოგეწონა-მეუბნება აჟიტირებული და ჩემს სახეს ხელებში იქცევს
-მაბედნიერებ-ვეუბნები გულწრფელად აღფრთოვანებული
-ყოველთვის ასე იქნება-მეუბნება აციმციმებული თვალებით და ცხელ ტუჩებს მაწებებს, მთრთოლარე ტუჩებზე, საოცარი გიჟური მუხტი ერთიანად მივლის სხეულში და ვგრძნობ როგორ მიდუღდება ძარღვებში ცხელი
სისხლი -მაგიჟებ-სულ ერთი წამით წყდება ჩემს ტუჩებს და ისევ მაწებებს, ახლა უფრო გიჟური ვნებიანი და მომთხოვნია მისი კოცნა და მეც იმავე სიგიჟით ვპასუხობ, მოულოდნელად წყდება ჩემს ტუჩებს და ყელზე მაწებებს ცხელ ტუჩებს, ინსტიქტურად თავს უკან ვწევ, თმებში ვუცურებ ხელს და მეტად ვიკრობ მის ტუჩებს
ყელზე -ამის დედაც-მოულოდნელად მშორდება და ამღვრეული თვალებᲘთ დაჟინებით მიყურებს
თვალებში და ცოტა ვიძაბები-მოდი ვივახშმოთ-მეუბნება სუნთქვა აჩქარებული და მაგიდასთან მივყავარ დაბნეული,
მე უსიტყვოᲓ ვჯდები სკამზე, ისიც ჯდება და მაშინვე სიგარეტს უკიდებს, აკანკალებული
თითებით, სიგარეტის კოლოფს მაგიდაზე დებს სანთებელასთან ერთად და მეც ვუკიდებ ერთ ღერს
-ეს ყველაფერი შენ მოიფიქრე?-ვცდილობ უხერხული სიჩუმე გავფანტო
-ჩემმა დამ-მპასუხობს ისე რომ თვალს არ მაშორებს, ჯანდაბა ვერ ხვდები რა ემართება
-და გყავს?-მიკვირს მე
-ჰო ჩვიდმეტი წლისაა-მპასუხობს ჩავარდნილი ხმით
-რა ჰქვია?
-ხატია-მეუბნება მომღიმარი სახით
-თორნიკე მე შენზე საერთოდ არაფერი არ ვიცი
-მინც რა გაიტერესებს?-მეკითხება ისევ ღიმილით
-რა გვარი ხარ, რამდენი წლის ხარ ესეც არ ვიცი...
-თორნიკე ჯავახიშვილი ოცდა ცხრა წლის- მპასუხობს ისევ ღიმილით
-სულ ესაა შენი ბიოგრაფია?-ვეკითხები ნაწყენი
-დედა შენი კოლეგაა ქეთევან ჯაფარიძე, მამა არქიტექტორია ლაშა ჯავახიშვილი... ჩემს მეგობრებს უკვე იცნობ-მითხრა მოღუშული სახით, სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია და შამპანურის ბოთლი აიღი მალევე გახსნა და ჭიქებში დაასხა
-რა გაქვს დამთავრებული?-ვაგრძელებ მის დაკითხვას
-იურიდიული-მპასუხობს უკმაყოფილო სახით
-მართლა? -ვიცხᲓებ მე
-ჰო დედას თხოვნით და მოთხოვნით, მაგრამ მე საერთოდ კანონები-მეუბნება არეული თვალებით
-მივხვდი-მეცინება მე
-შენზეც მომიყევი-მეუბნება ისე რომ თვალს არ მაშორებს და თან შამპანურს წრუპავს ჭიქიდან
-ბევრი არაფერია მოსაყოლი, ჩემი მშობლები ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ... დედაჩემისთვის ეს დღემდე ტრაგედიაა, მამაჩემი სხვა ქალთან ცხოვრობს წლებია...და-ძმა არ მყავს, ჩემს მეგობარს შენც იცნობ
-ლიცენზია რატომ შეგიჩერეს? -მეკითხება მოულოდნელად, ძალიან ვიბნევი და სიგარეტის ჩამწვარი ღერის ნარჩენს საფერფერფლეში ვაჭ....ტავ ათრთოლებული თითებით
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა-ვეუბნები გაღიზიანებული
-მარიამ მოდი ეს ჩვენი გაცნობის ღამე
Იყოს-მთავაზობს მოულოდნელად
-კარგი ასე იყოს-ვეთანხმები მაგრამ ნამდვილად არ ვარ მზად მასთან ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო... არვიცი რატომ, მისი დაკარგვის მეშინია მგონი... საკუთარი წარსულის მრცხვენია და ალბათ ამიტომ! მგონია რომ ვერ გამიგებს, ვერ შეძლებს ჩემს გაგებას, არც ეცდება და ისე დავკარგავ! ამიტომ მირჩევნია გავჩუმდე! ვიცი, ვიცი რომ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ შემიძლია იმ თემებზე მასთან ლაპარაკი რაც წლებია შინაგანად მანადგურებს და სულს მიწამლავს...
-მარიამ?-ჩამესმა მისი ხმა შორიდან -რაზე ფიქრობ?
-მეე-დაბნეულმა შევხედე თორნიკეს და შამპანურის ჭიქას ავიღე ხელში და ერთი მოყუდებით დავცალე
-მგონი მზად არ ხარ რომ ჩემთან გულწრფელი
იყო?-მკითხა გაღიზიანებული ტონით
-უბრალოდ შენი დაკარგვის მეშინია-მეც არვიცი ეს სისულელე რატომ ვუთხარი, მაშინვე ვინანე მაგრამ უკვე გვიანი იყო
-დამკარგავ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომატყუებ!-მითხრა გაბრაზებული ტონით და შამპანურით ჭიქები შეავსო, ძალიან დავიძაბე, უკვე რამდენი რამ მოვატყუე... ახლა რომ გულწრფელად მოვუყვე ყველაფერი არ მაპატიებს, ვიცი არ მატაპიებს! უკვე ძალიან გვიანია!
-არის ისეთი რაღაცეები რასაც სხვა უბრალოდ ვერ გაიგებს-ვუთხარი კარგახნის დუმილის მერე და მეორე ჭიქა შამპანური დავცალე, რადგან ძალიან მიჭირდა მისთვის თვალის გასწორება
-მე არ მაინტერესებს შენი წარსული და წარსულში დაშვებული შეცდომები... მითუმეტეს აღსარების ჩაბარებას არ გთხოვ-მითხრა გაბრაზებული ტონით და მანაც სულმოუთქმელად დალია მეორე ჭიქა
-ის რაც ჩემს ცხოვრებაში იყო უკვე წარსულია! ყველა და ყველაფერი წარსულია! ამიტომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი!-ვუთხარი დაძაბული ტონით
-მე არაფერის მოყოლას არ გაძალებ და არც გულის გადაშლას გთხოვ, უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა და Მისთვის კი მხოლოდ ერთი რამ მჭირდება შენგან...-ეს თქვა და გაჩუმდა კვლავ შეავსო ჭიქები და დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში, მე ვერ გავუძელი მის მზერას და თვალი ავარიდე -შენ-ამბობს კარგახნის დუმილის მერე, მე გაოგნებული მისკენ ვიხედები-გესმის მარიამ?-მეკითხება დაბნეულს, მესმის მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები რას გულისხმობს და ალბათ ეს გარკვევით მაწერია სახეზე, ამიტომ ლაპარაკს აგრძელებს -წარსული და წარსულის შეცდომები არ მაინტერესებს ჩემთვის მთავარია რომ შენ ახლა ამ წამიდან მხოლოდ ჩემი იყო-მე მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს და გაოგნებული ვაშტერდები თორნიკეს, კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ამ ასე ძალიან უნდა ჩემთან ყოფნა
-მე...-ისეთი დაბნეული ვარ რომ აზრებს თავს ვერ ვუყრი
-გინდა თუ არა შენ ჩემთან ყოფნა ახლა ესაა ჩემთვის მთავარი
-მინდა-ვეუბნები დაუფიქრებლად
-მაშინ ჩემი ხარ-მეუბნება აჟიტირებული ფეხზე დგება, მუსიკას რთავს და მიახლოვდება, ხელს მიწვდის და Პირდაპირ თვალებში მიყირებს , მე მის გამოწვდილ ხელს ხელს ვკიდებ და ფეხზე ვდგები, მაშინვე თითებს ჩემს თითებში ხლართავს, მეორე ხელს წალზე მხვევს და სხეულზე მიკრობს, მე ვეღარ გავბედე თავის აწევა და მისთვის თვალებში ჩახედვა, ამიტომ თავი მხარზე დავადე და საოცრად ნაზ მუსიკას ავყევით, არვიცი რამდენხანს ვცეკვავდით ასე ჩახუტებულები, არც ის ვიცი ახლა რას ფიქრობდა თორნიკე, არცის ვიცოდი რა დრო იყო გასული რაც აქ ამ საოცარ ადგილას ვიყავით და არც მაინტერესებდა, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ასეთი საოცარი წუთები არასოდეს მქონია ცხოვრებაში, ასე კარგად არასდროს არავინ მომქცევია, ასე უსიტყოდ არავისგან ნდობა არ მიმიღია... თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ ეს ბედნიერება ძალიან Ხანმოკლე იქნებოდა, ადრე თუ გვიან ის ყველაფერს გაგებდა, ჩემგან ან სხვისგან... და ამით დაᲛთავრდებოდა ჩვენი ბედნიერება მაგრამ მე ამისთვის მზად ვიყავი, ალბათ იმიტომ რომ ბედნიერებას მიჩვეული არ ვიყავი და მუდმივად ტკივილთან და მარტობასთან ერთად მიწევდა ცხოვრება... ალბათ მიჩვეული ვიყავი რომ ყველას და ყველაფერს კარგს ვკარგავდი...
თორნიკეს დაკარგვისთის იმ წამიდან მზად ვარ რაც ვაჩე დავინახე, ამიტომ მასთან გატარებული ყოველი წამით ვტკბებოდი. ცეკვა მხოლოდ მაშინ შევწყვიტეთ როცა სიცივისგან გამაჟრჟოლა
-ჩაიცვი-თავის მოსაცმელი გაიხადა და მხრებზე მომახურა
-მადლობა-შევხედე და გამეცინა მასაც რომ გააკანკალა -მგონი დროა სახლში წავიდეთ-ვუთხარი მოწყენით
-კარგი დღეს გაგიშვებ-მითხრა უცნაური ტონით და ჩემს წინ დადგა, ჭაობისფერი აციმციმებული თვალები შემომანათა
-წავედით-მე მივტრიალდი, რადგან რაც მეტად მიახლოვდებოდა და მეტ დროს ვატარებდი მასთან მით მეტად მიჭირდა გრძნობებთან გამკლავება, უკან მომყვებოდა გაბუტული ბავშვივით და ხმას არ იღებდა -ეს რა ადგილია?-მისკენ შევტრიალდი
და ვკითხე მომღიმარი სახით
-კოჯორში ვართ, ეს ჩემი სახლია-მიპასუხა ისე რომ არ შემოუხედია
-ნუ მებუტები-მივუახლოვდი, თითის წვერებზე დავდექი და ცხვირზე ვუკბინე, მაშინვე წელზე შემომხვია ხელები და ჰაერში დამატრიალა
-ნუ მაგიჟებ-დამსვა თუ არა მაშინვე ეს მითხრა
-გიჟი ხარ ისედაც
-არა შენ გამაგიჟე
-არა ისედაც გიჟი იყავი-ვიცინი მე
-შენც გიჟი ხარ
-ვერ ვუარყოფ-ვიცინი მე და თან ყელზე ვეკონწიალები. დაუვიწყარი იყო ჩემთვის ეს წუთები მაგრამ როგორც ყოველთვის არ შემერგო ეს ბედნიერება.
სახლის კარზე დავაკაკუნე და კარი დედაჩემმა გამიღო, წაშლილი სახე ჰქონდა, მაშინვე სადღაც გაქრა ჩემი ბედბიერება და გული შემეკუმშა მღელვარებისგან
-დედა-ამოვთქვი და სანამ ზღურბლზე ფეხს გადავდგავდი სახეში გამარტყა, ადგილზე გავშეშდი, თითქოს დრო გაჩერდა...ყველაფერი წაიშალა
-მარიამ მა მოხვედი?-მამაჩემი დავინახე თუარა თითქოს გონს მოვედი, მივტრიალდი და კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე, ქუჩაში ატირებული გავვარდი და გაურკვეველი მიმართულებით გავიქეცი
-მარიამ-მომესმა მამაჩემის ხმა ძალიან ახლოდან და უფრო სწრაფად გავიქეცი -მარიამ-მამაჩემა მაჯაში წამავლო ხელი და თავისკენ მიმატრიალა, მაშინვე გულში ჩამიკრა Და თავზე მაკოცა, მეც ჩავეხუტე და ხმამაღლა ავტირდი, სანამ მე თავად არ დავწყნარდი ხმა არ ამოუღია, არც ხელი გაუშვია
-მამა ცუდი არაფერი გამიკეთებიᲐ-ავხედე მამას და ისევ მივეხუტე
-მარიამ ბათუმიდან რაც დაბრუნდი უცნაურად იქცევი იცი? დამელაპარაკე გთხოვ-მითხრა მამა და ხელები გამიშვა
-მამა შეყვარებული ვარ-ვუთხარი გულწრფელად და მის რეაქციეას დაველოდე
-შეყვარებული?-გაოცებულმა შემომხედა -მასთან იყავი?-მკითხა დაბნეულმა
-მომაკითხა და წავყევი-ვუთხარი და ისევ ცრემლები მომეძალა
-მარიამ ერთადერთი რაც მინდა არის ის რომ გული არ გეტკინოს-ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა მაგრამ ვგრძნობდი რომ ზღვარზე იყო
-მამა მე ჩვიდმეტი წლის აღარ ვარ-ვუთხარი ყველაზე მწარე სიტყვები
-მაგრამ ყოველთვის არსებობს შანსი რომ გული გატკინონ-მითხრა მკაცრი ტონით
-მირჩევნია მატკინოს ვიდრე საერთოდ არაფერს არ ვგრძნობდე-ვუთხარი მეც მკაცრი ტონით და სახლისაკენ წამოვედი, მამა უკან გამომყვა
-თქვენს შორის რამე ხდება?
-არაფერი განსაკუთრებული-ვუთხარი ისე რომ მისკენ არ შევტრიალებულვარ
-მაშინ რატომ გაიქეცი? დედა რატომ მოატყუე?
-იმიტომ რომ გამუდმებით ახსნა განმარტებას მთხოვთ-დავუყვირე და მისკენ შევბრუნდი -იმის მიუხედავად რომ ოცდა რვა წლის ვარ მაინც ვალდებული ვარ რომ ყველაფერი აგიხსნათ, ვალდებული ვარ ანგარიში ჩაგაბაროთ, ყველაფერი თქვენთან შევათანხმო, თქვენი ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მაქვს, რამდენჯერაც წინააღმდეგობა გაგიწიეთ იმდენჯერ ტკივილი მომაყენეთ, იმდენჯერ უკან დახევა მაიძულეთ, ან ყელში ამომადინეთ...
-Ესეიგი შენთვის მხოლოდ ის ფუნქცია გვაქვს მე და დედას ? მხოლოდ ეს? შენთვის მეტს არაფერს წარმოვადგენთ? -მიღრიალა მამაჩემა იმხელა ხმაზე რომ Მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი
-მინდა რომ ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, მინდა რომ გადაწყვეტილებები მე თვითონ მივიღო და ამის გამო არ დამსაჯოთ! არ განმსაჯოთ! არ დამადანაშაულოთ! ზურგი არ მაქციოთ! გადაწყვეტილებები არ შემაცვლევინოთ! მამა დავიღალე გესმის? დედასთვის რომ მეთქვა რომ მომაკითხა ბიჭმა და მასთან ერთად წასვლა მინდა-თქო შენი აზრით გამიშვებდა? შენი აზრით გამიგებდა? შენი აზრით ამას შეეგუებოდა? რათქმაუნდა არა! უფლებას არ მომცემდა! ამიტომ მოვატყუე და გავიქეცი მასთან ერთად, იცი რა ბედნიერი ვიყავი მასთანს? სულ ერთი საათი ვიყავით ერთად მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ თავი ბედნიერ ადამიანად მეგრძნო!
მამა ჩემი რატომ არ გესმით-ამოვიტირე და ხმა ჩამიწყდა
-აუცილებელი იყო ღამის პირველ საათზე შეხვედრა და ვახშამი? -მამაჩემი მაინც მამაჩემი იყო და თავისას აწვებოდა
-არც შენ გესმის... არავის არ გესმით... რატომ არ გესმით ჩემი? მე ბედნიერი ვიყავი...! ბედნიერი! მამა ნუთუ თქვენთვის ამას მნიᲐვნელობა არ აქვს?
-მარიამ აქვს აქვს! -დამიყვირა მწყობრიდან გამოსულმა-მაგრამ ასე არა! ასე არა! შენს უკან ოჯახია და ვალდებულებები! ეს გააცნობიერე!
-ვალდებულებები! აი ესაა თქვენი პრობლემა!
-რა გაყვირებს?-დედაჩემი მოგვიახლოვდა რომელიც თურმე მთელი ეს დრო აქ სადღაც იყო
-თქვენთვის მთავარია ვალდებულებები!-დედას მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე
-მთავარი ოჯახია! ოჯახური ღირებულებები რაც შენᲐმდე ვერ მოვიტანე როგორც ჩანს-მომახალა გაცეცხლებულმა დედაჩემმა
-მე თორნიკესთან ერთად ბედნიერი ვიყავი! ბედნიერი! ძალიან ბედნიერი! გესმით?-მშობლებს შევხედე -თუ შეცდომას დავუშვებ, გულს მატკენს და იმედს გამიცრუებს მაინც არ ვინანებ მასთან გატარებულ არცერთ წამს იმიტომ რომ მე მის გვერდით უზომოთ ბედნიერი ვიყავი!
-კარგი ! რადგან ასე გინდა ასე იყოს!-მითხრა მამაჩემმა -დღეიდან შეგიძლია ისე იცხოვრო როგორც გინდა! შენ ხომ ჩვიდმეტი წლიდან ამისთვის იბრძოდი! მოწევაც ამიტომ დაიწყე! სასმელის დალევაც ამიტომ დაიწყე! სახლიდანაც ამიტომ გარბოდი! დამოუკიდებლობა გინდოდა! ხოდა იყავი დამოუკიდებელი! , მაგრამ იცოდე რომ როცა ძალიან გეტკინება და დარწმუნებული ვარ რომ ოდესმე ძალიან გეტკინება, აი ისე რომ გეტკინება რომ სუნთქვაც კი გაგიჭირდება შეგიძლია ჩემთან მოხვიდე...
-შენთვის ჩემი დამოუკიდებლობა ოჯახზე უარის თქმას ნიშნავს მამა?
-არჩევანს შენ თვითონ აკეთებ!-მითხრა დედაჩემმა
-მე არჩევანს არ ვაკეთებ, მე უბრალოდ გთხოვთ რომ გამიგოთ და მენდოთ... და თუ შეცდომას დავუშვებ უბრალოდ ხელი ჩამკიდოთ...ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ თქვენგან? ნუთუ ასეთი რთულია თქვენთვის ჩემი გაგება? ეს მარტო თორნიკეს არ ეხება... სულ ასეა... სულ... მთელი ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრების განმავლობაში
-ჩემთვის ღირებულებები, პატიოსნება და თავმოყვარეობაა უპირველესი რაც შენამდე ვერ მოვიტანე სამწუხაროდ-მეუბნება დედაჩემი
-ჰო ვერ მოიტანე-დავეთანხმე მე, კიბეები ავიარე, საძინებელში შევედი საწოლზე პირქვე დავემხე და ავტირდი. გული საშინლად მტკიოდა იმიტომ რომ რაღაც დონეზე ისინიც მართლები იყვნინ... უფრო სწორად მართლები იყვნენ... მაგრამ რა დავაშავე თუ საყვარელ ადამიანს გავეკიდე? თუ მასთან ყოფნა მომინდა თუნდაც ღამის პირველ საათზე? მერე რა თუ შეცდომას დავუშვებ? შეცდომის დაშვების შიშის გამო წინ ნაბიჯი აღარასოდეს არ უნდა გადავდგა? მერე რა თუ შწცდომას დავუშვებ? მერე რა თუ მეტკინება? ეს ხომ ჩემი გადაწყვეტილები და სურვილით მოხდება? ამ ფიქრებისგან თავი ამტკივდა და ფიქრი საერთოდ შევწყვიტე, ფანჯარა გამოვაღე და აკანკალებული თითებით რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ, მაგრამ ვერ დავმშვიდდი... საწოლზე გადავწექი და ჭერს გავუშტერე თვალი, არვიცი როგორ და როდის ჩამეძინა მაგრამ დილით დედაჩემის კივილის ხმამ გამაღვიძა, თავიდან ვერ აღვიქვი რა ხდებოდა, თვალები გავახილე და გონება დავძაბე, ვიფიქრე სიზმარში ხომარ მომესმა ხმა-მეთქი, მაგრამ ისევ განმეორდა დედაჩემის კივილის ხმა, გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან და მისაღებში გავვარდი, ადგილზე გავიყინე, ვერაფერი ვთქვი და ვერაფერი გავაკეთე, ვიდექი ერთადგილას მიყინულივით და ვუყურებდი ვაჩეს ალეწილ სახეს
-გაეთრიე ჩემი სახლიდან -დედაჩემი მის სახლიდან გაგდებას ცდილობდა
-რომანტიული ვახშამი -მესმის მისი გულისამრევი ხმა
-გაეთრიე ჩვენი სახლიდან-კივის დედაჩემი-იცოდე პოლიციაში დავრეკავ
-ვერსად ვერ დარეკავთ-ღრიალებს ის და ჩწმსკენ წამოვიდა
-მარიამ-დედაჩემი ჩვენშორის ჩადგა
-მარიამ წესიერად მოიქეცი-მეუბნება მუქარის ტონით -ჭკვიანად იყავი და თორნიკესგან თავი შორს დაიჭირე -ფაქტიურად გვიყვირის, მე გავბედე და მზერა გავუსწორე
-წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?-ვკითხე ხმა აკანკალებულმა
-წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის რაც ძალიან არ მოგეწონება-მეუბნება მუქარით
-ჩემს შვილს ახლოს არ გაეკარო! მასთან მიახლოება არ გაბედო!-კივის დედაჩემი -თორემ ჩემი ხელით მოგკლავ-საყელოში წაავლო აკანკალებული ხელები
-მარიამ მე გაგაფრთხილე-ღრიალებს ის და დედაჩემის ხელებს იხეშად იშორებს
-აქ მოსვლა აღარ გაბედო-ღრიალებს დედაჩემი
-მაშინ მოვალ როცა საჭიროდ ჩავთვლი!-გვიყვირის ის და მიდის
-მარიამ კარგად ხარ დედა?-აკანკალებული ნანა მეხუტება -ღმერთო ჩემო არც კი ვიცი როგორ შემოვიდა სახლში, ხმაური გავივე გამოვედი და აქ დამხვდა-მეუბნება ხმააკანკალებული და უფრო ძლიერად მიკრავს გულში
-დედა-თავს ვერ ვიკავებ და ცრემლები მცვივა
-ნუ გეშინია ის ვეღარაფერს დაგიშავებს უფლებას არ მივცემ-ჩემს სახეს ხელებში იქცევს და შუბლზე მკოცნის
-დამიშავებს დედა დამიშავებს-ვტირი ბოლო ხმაზე
-არა ვერაფერს ვერ დაგიშავებს! უფლებას არ მივცემ მეორეთ დაგინგრიოს ცხოვრება! მაგ არაკაცმა-მითხრა ისეთი ტონით რომ მეც მაიძულა დამშვიდება
-დედა თორნიკეს მეგობარია, გესმის? მისი მეგობარია
-ახლა ხვდები რატომ არ მინდა რომ წინ გადადგა ნაბიჯები დამოუკიდებლად?-მეუბნება მშვიდი ტონით, მე ცრემლები მეძალება ისევ -მარიამ ახლა ხვდები-მარიამ ახლა ხვდები რატომ არ გაძლევთ უფლებას რომ აკეთო ის რაც გინდა? ახლა ხვდები რომ მარტო ვერ შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას? ახლა ხვდები რომ ოჯახიც გჭირდება? ახლა ხვდები?!
-



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

იმდენი ემოციაა, იმდენი რომ... ძალიან ძალიან მაგარია. მთავარია მარიამი იმ აზრამდე არ მივიდეს, რომ თორნიკეს მართლა დაშორდეს. ჩემი აზრით თუ ყველაფერს დროულად ეტყვის ერთად მოაგვარებენ ყველაფერს, მაგრამ ამ მოთხრობაში მთავარი ხომ მაინც ის საზიზღარი წარსულია?! დაძაბულობა არის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მაინც ყველაფერი კარგად მიდის. როგორც ყოველთვის კარგია❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

იმდენი ყვირილი და ღრიალია თავი ამტკივდა. ეს გოგო გამოშტერებულია. დედამისი ჩვეულებრივი ეგოისტი ქალია რომელიც ვერ იაზრებს რომ შვილი გაეზარდა. რა ვალდებულებებზეა საუბარი, 28 წლის ქალია, რა დედა და მამა? რაში არიან მართლები გოგოს ყველ ნაბიჯს რომ უკონტროლებენ? მის ცხოვრებას თვითონ რომ მართავენ და არაფრის გაკეთებას არ აცდიან? ღმერთო ჩემო! მგონი აქ გრევე წლები, ვფირობ 28 წლის ქალის ნაცვლად 20 წლის გოგოზე წერ. ადამიანი 21, ან კაი ჯანდაბას, 22 წის შემდეგ არის სრულიად თავისუფალი, ჩამოყალიბებული პიროვნება. მისი ნებაა მშობლებს ჩარევს თუ არ ჩარებს საკუთარ ცხოვრებაში. ამ გოგოს კიდე საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია. თავისი მშობლების ცხოვრებაა და ათაში ერთხე თვითონაც ერევა. ჩვეულებრივი ტანჯულაა. ან კიდევ ის რომ მალავს თორნიკესგან წარსულს, თან იძახის ვიცი გაიგებს და დამშორდებაო. უთხრას ბარემ რა, დაჯდეს და მოუყვეს იმ ვაჩეზეც რომელსაც ვერ გავიგე წესიერად რა ჰქვია, ვაჩე ვიტო, ვატო თუ რა. ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება თუ ტყუილებით იქნება დაწყებული. ეს გოგო ისეთ სისულელეებს აკეთებს კითხვის სურვილი მეკრგება.
არ გეწყინოს, უბრალოდ იმას ვწერ რასაც ვფიქრობ, მხოლოდ პერსონაჟებს ვეხები.
წარმატებები❤️❤️

 


№3  offline წევრი Anii Kesarrelli

ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ არ გგონია რომ მოვლენები ზედმეტად სწრაფად ვითარდება?

 


№4  offline მოდერი ნეაკო

Anii Kesarrelli
ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ არ გგონია რომ მოვლენები ზედმეტად სწრაფად ვითარდება?

მადლობა, არვიცი ვცდილობ ერთი ადგილი არ ვტკეპნო და ალბათ მაგიტომ

სტუმარი ნათია
იმდენი ყვირილი და ღრიალია თავი ამტკივდა. ეს გოგო გამოშტერებულია. დედამისი ჩვეულებრივი ეგოისტი ქალია რომელიც ვერ იაზრებს რომ შვილი გაეზარდა. რა ვალდებულებებზეა საუბარი, 28 წლის ქალია, რა დედა და მამა? რაში არიან მართლები გოგოს ყველ ნაბიჯს რომ უკონტროლებენ? მის ცხოვრებას თვითონ რომ მართავენ და არაფრის გაკეთებას არ აცდიან? ღმერთო ჩემო! მგონი აქ გრევე წლები, ვფირობ 28 წლის ქალის ნაცვლად 20 წლის გოგოზე წერ. ადამიანი 21, ან კაი ჯანდაბას, 22 წის შემდეგ არის სრულიად თავისუფალი, ჩამოყალიბებული პიროვნება. მისი ნებაა მშობლებს ჩარევს თუ არ ჩარებს საკუთარ ცხოვრებაში. ამ გოგოს კიდე საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია. თავისი მშობლების ცხოვრებაა და ათაში ერთხე თვითონაც ერევა. ჩვეულებრივი ტანჯულაა. ან კიდევ ის რომ მალავს თორნიკესგან წარსულს, თან იძახის ვიცი გაიგებს და დამშორდებაო. უთხრას ბარემ რა, დაჯდეს და მოუყვეს იმ ვაჩეზეც რომელსაც ვერ გავიგე წესიერად რა ჰქვია, ვაჩე ვიტო, ვატო თუ რა. ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება თუ ტყუილებით იქნება დაწყებული. ეს გოგო ისეთ სისულელეებს აკეთებს კითხვის სურვილი მეკრგება.
არ გეწყინოს, უბრალოდ იმას ვწერ რასაც ვფიქრობ, მხოლოდ პერსონაჟებს ვეხები.
წარმატებები❤️❤️

არ არ მწყინს, გასაგებია და მიღებულია თქვენი შენიშვნები, მადლობა :)

სტუმარი თიკო
იმდენი ემოციაა, იმდენი რომ... ძალიან ძალიან მაგარია. მთავარია მარიამი იმ აზრამდე არ მივიდეს, რომ თორნიკეს მართლა დაშორდეს. ჩემი აზრით თუ ყველაფერს დროულად ეტყვის ერთად მოაგვარებენ ყველაფერს, მაგრამ ამ მოთხრობაში მთავარი ხომ მაინც ის საზიზღარი წარსულია?! დაძაბულობა არის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მაინც ყველაფერი კარგად მიდის. როგორც ყოველთვის კარგია❤❤

მადლობა მიხარია რომ მოგწონთ :)

 


№5  offline წევრი თათია-თათა

კარგი თავი იყო და მიხარია რომ ასეთი წინსვლაა :) კარგი გოგო ხარ რომ დიდხანს არ გვალოდინე და მალე დადე :)

 


№6 სტუმარი ina

merve tavi ar aris?

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ina
merve tavi ar aris?

დავდე უკვე

თათია-თათა
კარგი თავი იყო და მიხარია რომ ასეთი წინსვლაა :) კარგი გოგო ხარ რომ დიდხანს არ გვალოდინე და მალე დადე :)

მიხარია რომ მოგწონთ, ვცდილობ ხშირად დავდო ხოლმე ახალი თავები

 


№8 სტუმარი ინა

ვერსად ვნახე ????

სხვა ნოველებიც ხომ არ გაქვთ?

 


№9  offline მოდერი ნეაკო

ინა
ვერსად ვნახე ????

სხვა ნოველებიც ხომ არ გაქვთ?

ჩემს გვერძე რომ შეხვიდეთ ნახავთ აუცილებლად:)
სხვა ისტორიებიც მიწერია
,,გაყიდული ღირსება"
,, სხვისი ცოლი"
,,სიგიჟის ზღვარზე"

იმედია მოგეწონებათ :)

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნეაკო რა მაგარ მოთხობებს წერ და წერის მიტოვება გინდოდა ყველა მოთხრობა წაკითხული მაქვს ძალიან მომწონს სუყველა,მაგრამ ამ ნაწარმოებმა გამანადგურა რა საშინლად ექცევიან მარიამს,მეცოდება ეს გოგო ძალიან ცალკე თორნიკე რომ გაიგებს რა შეემთხვა მარიამს თან ვაჩე თავისი მეგობარია იქნებ ადრევე ეთქვა მარიამს ყველაფერი თორნიკეს გაეგო აწი დაეძაბებათ ურთიერთობა მინდა რატომღაც მინდა რომ მარიამი ბედნიერი იყოს თორნიკეს თან ერთად მადლობა ამ ნაწარმოების წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent