შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (თავი 5)


20-11-2020, 13:56
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 239

ბოლო სიტყვებში მთელი სათქმელი ჩააქსოვა, კულტურულად მიმახვედრა : რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის დაიბადე, ან რისი შეცვლა გინდა, ან არ გინდა, უკვე ჩემი ცოლი ხარ და, რაც არ უნდა თქვა, ან გააკეთო, ეგ ერთადერთია რაც არ შეიცვლებაო.(ყოველშემთხვევაში მე ამ მნიშვნელობით გავიგე) დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა ჩემგან განსხვავებით, თუმცა ნამდვილი ოსტატი იყო რამდენიმე სიტყვაში სრული სათქმელის ჩატევის.

ზემოთ, ვახსენე კიდეც, რომ ჩემი ძმა, სანდრო მუდამ მხარში მედგა და ყოველთვის შეეძლო ჩემი გაგება, მაგრამ ეს საკითხი სულ სხვა იყო. თანაც მოულოდნელი. მთელი ამ ხნის მანძილძე იცოდა, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონდა. ეხლა კი უეცრად ვურეკავ და ვეუბნები– გავთხოვდი არსაიდან გამოჩენილ ბიჭზე და თან უნდა დავარწმუნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ვარიანტი: არსებობდა და დავუმალე. ეს იმას ნიშნავდა –მოვატყუე და ამ დროს, ამის მიზეზი საერთოდ არ მქონდა. ძალიან ეწყინებოდა, რადგან ერთმანეთთან დამალული არაფერი გვქონდა. მეორე ვარიანტი : არ არსებობდა, მაგრამ თუ არ არსებობდა აბა, რა ცოლ–ქმრობაზე იყო საუბარი, ასე უცებ. მგონი ამის ახსნა უფრო გამიჭირდებოდა. მოკლეთ, ორ ცეცხლს შორის ვიწვოდი, ვერ გამეგო რა უნდა მეთქვა, რომლით უფრო არ ვაწყენინებდი. მერე, დიმას იდეა მომაგონდა და ფოტო რომ გადამეღო მასთან, კაბინეტში გავეშურე. იმ დღეს, არსად წასულა. სახლიდან მუშაობა გადაწყვიტა. მგონი, ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, წინა დღის შემთხვევის გამო. ტელეფონზე საუბრობდა. დამინახა და თვალით მანიშნა დავმჯდარიყავი.

– დიახ, საუკეთესო ნომერი დამიჯავშნეთ 6 დღით... მეუღლესთან ერთად.... თუარ შეწუხდებით ... ხვალ ... მადლობა !

საუბრის დროს, თავისი შავი გიშრებით სულ მე მიყურებდა და ჩემს გაოცებულ და ეჭვნარე სახეზე დრო და დრო ეღიმებოდა. დაასრულა. უხმოდ, თავის მოძრაობითა და მიმიკით ვკითხე, რა ხდებათქო.

– ხვალ „თაფლობის თვეზე ბათუმში მივდივართ!

– და ვინ გადაწყვიტა?

– მე !

– და მე?

– რომ მეკითხა დამთანხმდებოდი ?

– არა !

- მაგიტომ არ გკითხე. თანაც, აუცილებლად უნდა წავიდეთ.

– უნდა გეკითხა !

– რა აზრი აქვს იმ კითხვის დასმას, რაზეც პასუხი წინასწარ იცი ?!

– ჩემთვის აქვს !

– კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ.

– მეეჭვება ! კარგი წავიდეთ სადაც გინდა მთავარია ჯერ სანდროს დაველაპარაკო.

– ოხ სანდრო ! ცოლისძმასთან მოგვარების, კლასიკური ამბავია რა. – თქვა და გაეცინა.

– ფოტო გადავიღოთ !

– ანუ დავზავდეთ? –ისევ ღიმილი.

– ამ შემთხვევაში შენთან ზავზეც კი, თანახმა ვარ.

– კარგი, გადავიღოთ!

სავარძელზე, გვერდით მომიჯდა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (უშედეგო, რადგან არცერთი ფოტო არ მომეწონა. ან რას ვიპრანჭებოდი.) მითხრა: –თუ შენ, პრობლემა არ გაქვს ხელს შემოგხვევ, იქნებ მოგეწონოს თანაც, შეყვარებულ წვილს ასე უფრო დავემსგავსებითო. სახეზე ეწერა, რომ მოთმინება ელეოდა. დავთანხმდი. მხრებზე ხელი, ისე ნაზად და ამავდროულად ისე ძლიერად შემომხვია, სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა. თავისკენ მიმიზიდა და მკერდზე მიმიკრა. ნაცნობი სურნელი ერთდროულად მოედო ჩემს, გონებას და სხეულს. ამ სასიამოვნო განცდამ , სრულიად პარალიზებული გამხადა და ლამის ტელეფონი დამივარდა. კიდევ კარგი, დროულად დავიჭირე თორემ, ჩემს გრძნობებს გავყიდდი და ძალიან შემრცხვებოდა. მას, ისედაც შეეძლო ჩემი ცვლილებების შემჩნევა და ეს ხომ არგუმენტი იქნებოდა, მის სასარგებლოდ. სახე, ახლოს მომიტანა. ჩემი ცხვირი, მის ყელს შეეხო. ერთიანად დაიჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა. ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა თმებზე, თითებით კი თითქმის შეუმჩნევლად, ჩემს მხრებს ეალერსებოდა. მაშინ, პირველად გავიგონე მისი, გულის ხმა. გამალებით ფეთქავდა. მერე მისას, ჩემიც შეუერთდა და ერთად, ჩვენსავით გაუგებარ, მაგრამ ჰარმონიულ რითმებს ქმნიდნენ. ამაღელვებელი იყო ეს მომენტი. არ ვიცი, ფოტოს გადაღება, როგორ მოვახერხე. გამოცლა დავაპირე, უფრო ძლიერად ჩამეჭიდა, არ მიშვებდა. როგროც მივხვდი, ეს მელოდია, მხოლოდ მე, არ მესმოდა. უფრო მოვინდომე და გვერდით გავიწიე (თუ გამიშვა). მომდევნო, რამდენიმე უტყვმა წუთმა, იმაზე მეტი გვითხრა, ვიდრე აქამდე ნათქვამმა თითოეულმა სიტყვამ. გამიჭირდა, მაგრამ რეალობას დავუბრუნდი. ფოტო ავარჩიე და სანდროს გავუგზავნე. მოლოდინში, ლამის სული დამელია. ნერვიულობით ტუჩები და ფრჩხილები დავიჭამე. ყოველ, ნახევარ წუთში ვანთებდი მობილურის ეკრანს, მიუხედავად იმისა, რომ ხელში მეჭირა და შეტყობინებას, ისედაც გავიგებდი. ხედავდა, როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ დამშვიდება არ უცდია. ჩემს დარდთან, მარტო დამტოვა. ტელეფონმა გაიწკრიალა. შეტყობინება გავხსენი.

„აშკარად კარგი გემოვნება გაქვს ! შენი ახალი თაყვანისმცემელია? „ –ღიმილის სმაილი.

„შეიძლება ასეც ითქვას“– მივწერე და გული ყელში მომებჯინა.

„ შენ, რომ მათთან ერთად, ფოტოებს არ იღებ?! ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არ გიჩვენებია.“

„აქამდე მიზეზი არ მქონდა“

„ ეგ, როგორ გავიგო?“

„ უკვე შენი სიძეა ! „ – რატომღაც, ვერ შევძელი ჩემი ქმარიათქო, რომ მიმეწერა.

„ შავი იუმორი, უფრო დაგიხვეწია ჩემო პატარა ! „

„ არ ვხუმრობთქო, რომ გითხრა...“ – მომდგარი ცრემლების შესაკავებლად, თვალები ძლიერად დავხუწე.

პასუხის მოწერა დააგვიანა, ალბათ ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი სიტყვების. ცოტახანში დამირეკა, მაგრამ ვერ ვუპასუხე. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ არ მინდოდა ჩემზე გაბრაზებულიყო და მისთვის რაიმე მეწყენინებია. მომწერა:

„ მიპასუხე და გავარკვევ ხუმრობ, თუ არა. “ – გული შემეკუმშა.

– მიდი, სახეზე წყალი შეისხი, დამშვიდდი და მერე ერთად დავურეკოთ. – დამამშვიდებელი ტონით მითხრა, ნამდვილად ვეცოდებოდი.

– მეტად რომ გაბრაზდეს?

– თუ, უნდა გაბრაზდეს ეგ, ყველა შემთხვევაში გარდაუვალია.

აბაზანაში გავედი, მოვწესრიგდი, ისევ შემოვბრუნდი კაბინეტში , ღრმად ამოვისუნთქე და სანდროსთან დავრეკე. ჩემს გვერით მჯდომი, რომ დაინახა, გამომეტყველება შეეცვალა. მერე, მე შემომხედა თვალები, დაწითლებული და ცრემლიანი მქონდა. არაფერი უთქვამს, ადგა და კამერას გაეცალა. სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობდი, სანდროს განცდებს და ორმაგად მტკიოდა. ალბათ, არ უნდოდა ცხელ გულზე, რამე ისეთი ეთქვა, რასაც შემდეგ ინანებდა. ამიტომ დასამშვიდებლად გავიდა, მაგრამ არ გაგვითიშა ისევ მე, გამიფრთხილდა. დიმამ ხელები დამიჭირა და თავისაში მოიქცია, რადგან სანდროს დაბრუნების მოლოდინში, თითებს ვიმტვრევდი. როგორც იქნა გამოჩნდა. რამდენიმე წამით, მაგიდას ხელებით ჩამოეყრდნო და მერე დაჯდა.

–არც კი ვიცი, რა უნდა გითხრა. ამ, მოულოდნელობით ჩემი, გულის გახეთქვა თუ გინდოდა, ნამვილად გამოგივიდა. ხომ შეგეძლო, აქამდე გეთქვა და ახლა, ასეთ მდგომარეობაში არ ჩაგეყენებინე ? – ნერვიულობა ისე ეტყობოდა, სათქმელს ძლივს უყრიდა თავს.

–პასუხი არ მაქვს, ვერც თავს გავიმართლებ. უბრალოდ მინდა, არ გაბრაზდე და მინდა, მაპატიო ! – ძლივს ამოვილუღლუღე.

–პატიება აქ, არაფერ შუაშია და ეს, შენც იცი თაკო! შენთან „იზვინი“ რა,ცუდათ არ გამიგო ძმაო.– თავის დაქნევით მიესალმა.

–დიმა მქვია ძმაო. არა , პირიქით, შენთან გამოვიდა ცუდათ.

– არაუშავს, მოვგვარდებით. როგორც ჩანს მას, ასე სურდა. შენთან, მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, მინდა სულ ბედნიერი იყოს ! მის ცრემლებს ვერ ვიტან ! . – ამ სიტყვებით შეფუთა, მთავარი სათქმელი.

–გასაგებია ! – გაიგო რათქმაუნდა. ან, როგორ გაუჭირდებოდა „მოკლე შაირების“ დიდოსტატს, სანდროს იტყვების, მთავარი აზრის გაგება.

– გილოცავთ !

– სანდრო ... – სიტყვა შემაწყვეტინა, მიხვდა.

– კარგი, მე დავურეკავ.

– ცოტა ხნით ბათუმში ვიქნებით.

– შეგეხმაინებით, ღამემშვიდობის !

–სანდრო !

– კიდევ რამე უნდა მთხოვო? – მკითხა ღიმილით.

- იმედი ხარ, ჩემი!


გული სიმშვიდით და სიამაყით ამევსო. კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად ძვირფასი ვიყავი მისთვის. მერე, გამეცინა ჩემს, თავზე და ამ მომენტზე. ისეთი ასოციაცია გამიჩნდა, თითქოს ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მშობლებს გავეპარე და საყვარელ კაცს ცოლად გაყევი. ახლა კი, ძმას ვთხოვდი დახმარებას მათთან, რომ შევერიგებინე. მეცინებოდა და თან სანდროს სახე არ ამომდიოდა თვალებიდან. ვიცოდი, რის ფასად დაუჯდა, ასეთი მშვიდი საუბარი ჩვენთან. ვიცოდი, რამდენად ტკიოდა ახლა, ჩემს გამო, გული.

– ღირსეული კაცია ! –ისეთი ტონით მითხრა შევატყვე, სანდრომ, მისი პატივისცემა დაიმსახურა.

– მაგ ღირსეული კაცის და საერთოდ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებით, რომ მემუქრები ხომ არ დაგავიწყდა ? მას, ახლახან შენს გამო მოვატყუე და გული ვატკინე. – მოზღვავებული ცუდი ემოციები, გარეთ გამოსვლას იწყებდნენ.

– ხომ იცი, რომ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. პირადად მათთან, არანაირი პრობლემა არ მაქვს.

– აბა ჩემთან რა პრობლემა გაქვს? მე რა დაგიშავე ასეთი?

– არაფერი და ყველაფერი.

– როგორ ახერხებ, ასეთი მშვიდი, უემოციო და ამავე დროს, ასეთი ცინიკოსი იყო. მოკვდები, გრძელი პასუხი რომ გამცე? ვერ ვხვდები როდის, რას და რატომ ამბობ.როდის ხარ გულრწფელი და როდის მეთამაშები.მე, რომელსაც წესით, ადამიანის გამოცნობა, რაღაც დონეზე მაინც უნდა შემეძლოს, თუ სრულიად არა, საერთოდ არ შემიძლია შენში რაიმეს დანახვა. ასეთი,რა ადამიანი ხარ ?ან, საერთოდ ხარ კი ადამიანი?


დაგროვილ ბრაზს, ბოლომდე გავუღე კარები და სადავეები მივუშვი. მაგიდიდან, რამდენიმე სუვენირი ავიღე და კედელს ვესროლე. შემდეგის გატეხვ, რომ დავაპირე ხელში საოჯახო ფოტო შემრჩა, რომელიც უკვე მქონდა ნანახი. სასროლად მოვიმარჯვე და მისკენ გავიხედე. ის, აქამდე მშვიდად იდგა და აკვირდებოდა, როგორ ვამტვრევდი ნივთებს, ფოტოს დანახვაზე კი ერთიანად გაუგიჟდა სახე, სისხლისფერი გაუხდა თვალები და დაჭიმული ყბებით მითხრა :

–იცოდე, არ გაბედო !

–რატომ ? შენ ხომ ბედავ ?

–არ გამამეორებინო !

–რატომ? რატომ? ვინ არიან, ასე რომ უფრთხილდები, მიპასუხე!

–ჩემი ოჯახი !

–ვაიმე, რას მეუბნები მართლა? ახლა მითუმეტეს მაქვს მიზეზი, რომ კედელს მივანარცხო ზუსტად ისე, როგორ შენ უკეთებ ჩემს ოჯახს ამას !

–მწარედ განანებ !

–ამაზე მეტად, რაღა უნდა მანანო ?

–დადე მაგიდაზე თორემ, ნახავ როგორც ! – ჩემსკენ წამოვიდა.

–ახლოს არ მოხვიდე, არც დავფიქრდები და ვისვრი.– უკან გავიწიე.

–თუ მაგ ფოტოს გატეხავ, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ ! – გაშმაგებულ ცხოველს გავდა, მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული, არ მეშინოდა.

– ასე ძვირფასია შენთვის? ეს ხომ, მხოლოდ ფოტოა და როგორ გეტკინა ხედავ ? მე?.. მე რა ვქნა, როცა ჩემი ოჯახით მემუქრები ? იქნებ ისინიც, ასე ძვირფასები არიან ჩემთვის ! არ გინდა დაფიქრდე ამაზე? ამ ფოტოს გამთელება შეიძლება, მაგრამ მე და ჩემს ცხოვრებას, რა გვეშველება? – ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი, ცოტაც და დამახრჩობდა.

– შენ? ავაშენებ შენს ცხოვრებას, თუ მოინდომებ. მთავარია ჭკვიანად იყო!

– ჭკვიანად ვიყო? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?

– მაქვს ! დადე ფოტო და მერე გეტყვი !

– ასე ნუ მეუბნები, პატარა ბავშვი არ ვარ !

გამწარებულმა ფოტო, დაუფიქრებლად ვისროლე. გატეხვა მართლა არ მინდოდა, უბრალოდ დამავიწყდა ხელში ის, რომ მეჭირა. როცა მივხვდი რაც დავაშავე გვიანი იყო, სურათი კედლისკენ მიფრინავდა. შიშით, თვალები ძლიერად დავხუჭე და გარდაუალ ქარიშხალს დაველოდე. მსხვრევის ხმამ დააგვიანა, გავახილე და ის, ჩემს წინ იდგა. ისეთი აშლილი სახე ჰქონდა, ვიფიქრე მომკლავდა. უფრო მეტად შეშინებულმა, სახე დავიფარე და გვერდით შევაბრუნე. მომიახლოვდა, ხელები ჩამომაშლევინა და ფოტო, ლამის სახეზე ამაფარა. შვებით ამოვისუნთქე.

– მიხარია, რომ არ გატდა. ოღონდ მართლა .

წასვლა დავაპირე. დამიჭირა, სახესთან ახლოს მიმიყვანა და რამდენიმე წამი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მკერდი, მძიმედ აუდ–ჩაუდიოდა. შუბლით, ჩემს შუბლს შეეხო. მისი სუნთქვა, ცეცხლის ალივით ედებოდა ჩემს სახეს და მწვავდა. ის, იმდენად ახლოს იყო ჩემთან...

– რომ გატეხილიყო ...– პაუზა ჰქონდა – თაკო, რატომ იქცევი ასე, რატომ ცდილობ გამაგიჟო და გამომიწვიო? – ძლივს გამოცრა კბილებში.

– არ ვიც, ალბათ ჩემებურად გებრძვი !

– ხოდა, შეეშვი ჩემთან ბრძოლას გთხოვ !

– რატომ?

– ყველაზე მეტად არ მინდა, შენთან ომი !

– დამარცხების გეშინია?

– მეშინია, რომ ორივე დავმარცხდებით.

– რომ გატეხილიყო, ამ ომში შენ გაიმარჯვებდი.

– როგორ ცდები ! მე ყველაზე მეტად წავაგებდი, ვისაც კი ოდესმე წაუგია.

– რატომ, რას დამიშავებდი ასეთს ? იმას რასაც ვფიქრობ? – სახეში შევხედე და ვკითხე.

– ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. შეიძლება გავგიჟდე და მოგკლა კიდეც, მაგრამ ეგ, ერთადერთია, რასაც არასდროს გავაკეთებ. – შედარებით დამშვიდებულმა მითხრა.

– რადგან ყველაფერი რიგზეა გამიშვი, ხვალისთვის უნდა მოვემზადო ! თუ, რათქმაუნდა არ გადაგიფიქრებია წასვლა.

– არა ! ხვალ, ჩემს შხამიან ცოლთან ერთად, თაფლობის თვეზე მივდივარ. – გაეღიმა.

– ანუ „შხამობის თვეზე“ მიდიხარ !

– თანახმა ვარ ! – მოიწია და შუბლზე მაკოცა.

– გაიწიე ! – ხელებით მოვიშორე. –იცი, რომ შუბლზე, მხოლოდ საყვარელ ადამინებ კოცნიან?

– ვიცი ! – მითხრა და ისევ მაკოცა.

– დიმა რა გინდა ?– ასე მკვეთრად, არასდროს გამომითქვამს მისი სახელი. ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ხელი მოისვა და მკითხა:

– შენ ვერ ხვდები?

– უნდა მივხვდე ?

– უბრალოდ, არ გინდა, რომ მიხვდე.

უპასუხოდ დავტოვე. ოთახში ისეთი სისწრაფით ავედი, თითქოს უკან ვინმე მომსდევდა და მეშინოდა, ჩემი აზრები, არ წაეკითხა. მთელი ამდროის განმავლობაში დაგროვილ ფიქრებისა და მომენტების დალაგება დავიწყე. ამ ადამიანში, ორი არსება ცხოვრობდა. ერთს ვძულდი, მეორეს კი, არ ვიცი რა გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ აშკარად ჯობდა პირველს. ათ წუთიან მონაკვეთში ერთდროულად შეეძლო, ეყვირა ჩემთის და მომფერებოდა, მოვეკალი და გადავერჩინე, ეჩხუბა და დავემშვიდებინე. ჩვენი ურთიერთობა, საუბარი იქნებოდა ეს, ჩხუბი თუ უბრალოდ, უხმო კონტაქტიც კი, ყოველთვის ამ ზღვარზე გადიოდა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს, მუდმივად ებრძოდა საკუთარ თავს, გრძნობებს, ემოციებს და სურვილებს. უნდოდა ერთი, აკეთებდა მეორეს. ან პირიქით, აკეთებდა ერთს და უნდოდა მეორე...

....და აი, ჩემი გრძნობების დროც დადგა. – რას ვაკეთებ?რას ვფიქრობ?რას ვგრძნობ ?.. და საერთოდ რა მეტაკა ფოტოს გადაღების დრო?! –ისე ავირიე და დავიბენი, თითქოს, მამაკაცის გვერდით, პირველად ვიჯექი. – თუ, პირველად არ ვიჯექი მაშინ, მაიცდამაინც მის გვერდით ყოფნა, რატომ იყო ასეთი უცნაური და სასიამოვნოც კი? რით განსხვავდებოდა ის, ჩემთვის, სხვებისგან?!– პასუხი არ მქონდა, მიზეზი არ მქონდა... წესით, სიძულვილი უნდა მეგრძნო, მის მიმართ. წესით? –თუმცა, რა წესზე ვლაპარაკობ – ყველა პრინციპი და წესი რაც, აქმდე გამაჩნდა, ერთიანად შემომეფშვნა ხელში. ჩემს თავს, საერთოდ არ ვგაგვდი. ვერ ვიტანდი ბრძანებას და მორჩილებას , მაგრამ მის, ყველა ბრძანებას ვემორჩილებოდი. ვერ ვიტანდი სისუსტის გამომჟღავნებას, მაგრამ მის წინ, ყველაფერზე ვტიროდი. ჩემი ემოციების მართვა ყოველთვის შემეძლო, მაგრამ მასთან სრულიად უკონტროლო ვხდებოდი. რატომ? ... პასუხი კი მქონდა, მაგრამ მზის სინათლეს არ ვძლევდი... სინამდვილეში მასთან კია არა, საკუთარ თავთან ვიბრძოდი. ამბოხი მქონდა ჩემს,გრძნობებთან და ვიცოდი ეს, მალე არ დამთავრდებოდა...


ადრე გავემგზავრეთ. ჩვენი ურთიერთობა მოლოდ იმ კითხვით შემოიფარგლა, რაიმეს ყიდვა, ხომ არ მინდოდა. უარი ვუთხარი და მიზეზიც განვუმარტე, ვინაიდან ზღვაზე გასვლას და შენს წინ, ნახევრად შიშველი სიარულს არ ვაპირებ არაფერი მჭირდება–მეთქი. დიდად არ გაკვირვებია და არც დაუძალებია.როგორც ჩანს, ჩემი პოზიცია, მისთვისაც მისღები იყო. უხმოდ ვმგზავრობდით. სამაგიეროდ, ფლეიერში ჟღერდა სასიამოვნო მელოდიები. ზოგჯერ, ისეთ უხერხულ, რომანტიკულ გარემოს ქმნიდა, ეჭვი მაქვს საგანგებოდ აარჩია. ამ ყველაფერს, უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ცხელი ამინდის გამო, კონდენციონერით ვსარგებლობდით და დახურულ სალონში, მარტო მისი, სურნელი ტრიალებდა. რომელიც სასუნთქი გზებიდან, ჯერ ტვინამდე მერე კი, გულამდე მიდიოდა და მოსვენებას მიკარგავდა. ისედაც გრძელი გზა კიდევ უფრო გაიწელა. ერთი სული მქონდა ამ ყველაფერს გავქცეოდი, ტვინი და სხეული გამეთავისუფლებინა ამ, სურნელით გაჟღენთილი გრძნობისგან. როგორც იქნა ჩავედით. მანქანა გააჩერა და სწრაფად გადმოვხტი. სხვა ჰაერი მჭირდებოდა, არც კი დავინტერესებულვა სად ვიყავი. ღრმად მანამმდე ვსუნთქავდი, სანამ ლამის, ფილტვები არ დამებერა. შუაგულ ბათუმში, ძვირადღირებული სასტუმროს წინ, მზეში ვიდექი და ივლისის ცხელი ჰაერით ვივსებდი ფილტვებს, რომლებიც სახესთან ერთად, უკვე გვარიანად მეწვოდა. მისაღებში პროცედურა გავიარეთ, გასაღები ავიღეთ და ნომერში ავედით. მე, რათქმაუნდა გავაპროტესტე ჩემთვის ცალკე ნომერი, რომ არ დაჯავშნა.კი ვხვდებოდი, ახალ დაქორწინებულებისთვის ცალ–ცალკე ნომერი აშკარად თვალში საცემი იქნებოდა, მაგრამ მაინც. აი, ნომერში კი ნამდვილი რომანტიკა და დაგვხვდა. საოცრად იყო გაფორმებული, სწორედ ისე, მილიონერ ახალ დაქორწინებულ წყვილს, რომ შეეფერება. უნდა ვაღიარო, რომ არა ჩვენი ურთიერთობა, ამაზე უკეთეს გარემოს, ვერც კი ვინატრებდი.

– შენ ეს იცოდი? – ეჭვის თვალით ვკითხე.

– დიდი ცოდნა არ სჭირდება ამას, როცა ახალდაქორწინებულ წყვილზე ჯავშნი ნომერს.

– ხოდა შენც გეთქვა, უბრალოდ მეგობარიათქო.

– თაკო!.. – ჩვეული პაუზა, როცა ცდილობს არ აფეთქდეს.მშვიდი ტონით განაგრძო.– ამ სასტუმროში პირველად არ ვარ, ამიტომ ჩემს ახლად მოყვანილ ცოლს, „უბრალო მეგობრად“ არ გავასაღებდი მარტო იმიტომ, რომ ოთახი ასე არ მოერთოთ.

– რათქმაუნდა შენ ხომ დიმა ხარ, აბაშიძე! – ვუთხარი და ირონიულად გავშალე ხელები.

– ხო, დიმა ვარ აბაშიძე! და იცი დიმა აბაშიძის „უბრალო მეგობარი“ რას ნიშნავს?

– არ ვიცი! რას?– გულრწფელად ვკითხე.

– მართლა ბავშვი ხარ! – გაეღიმა.

– რატო ვარ? რა აუცილებელია ვიცოდე?

– აუცილებელია! თუ, რათქმაუნდა გინდა ხვალ, მთელი ქვეყნის თვალში, ჩემი ცოლი იყო და არა საყვარელი.

– უუიიი ! – მართლა შემრცხვა.

– უუიი! – გაიმეორა და დამცინა. – ხარ თუ არა ახლა ბავშვი? – მკითხა და ისეთი საყავარელი თვალებით და სახით შემომხედა მუხლებში მოვსხლტი.

– არ ვარ ! ბავშვობაზე ისე ლაპარაკობ გეგონება 30 წლის კიარა 300 წლის იყო. – გაბუსული ხმით ვუპასუხე.

– თხასავთ ჯიუტი ხარ! მომიწევს ეგ რქები დავამოკლო !

– არც ეცადო! იცი რა მაინტერესებს?

– ამჯერად რა?

– რა და... – დავფიქრდი, ნამდვილად მეკითხა თუ არა, მაგრამ უკვე დაწყილი მქონდა.–აშკარად წინდახედული ხარ და ძალიან მაინტერესებს, სასტუმროში საყვარლები, რომ მიგყავს მეგობრათ ასაღებ თუ, არც მალავ?

– შენ ახლა მართლა მეკითხები მაგას? – გაოცებულმა შემოხედა.

– ხო, რაყო, არ შეიძლება?

– არ შეიძლება ! ეგ, არ არის შენი საქმე ! ან, საიდან გაგიჩნდა ეგ კითხვა?

– რავიცი, ისე თემამ მოიტანა.– მართლა რატო ვკითხე რა სულელი ვარ. ვფიქრობდი და თან სიტოაციის განსამუხტად, ბარგის ამოლაგება დავიწყე.

– მეორედ არ მკითხო ეგეთი რამ და მითუმეტეს შენ თავთან ახლოს, ჩემი საყვარლები არ დააყენო ! შეურაცხყოფად მივიღებ ! გასაგებია ? – გაბრაზებული ჩანდა.

– ხო კარგი, გავიგე ! – გამეხარდა კიდეც ასეთი რეაქცია, რომ ქონდა.

– ძლივს რაღაცაში, გაუპროტესტებლად დამეთანხმე.

– დიმა ! მშვენივრად ვაცნობიერებ როდის, რას ვაშავებ და იმიტომ.

– კარგია !

– შენ ძლივს რაღაც მოგეწონა.

– მე, ბევრი რაღაც მომწონს ! –თქვა და საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამომისვა.– საღამოს, რამდენიმე ადამიანთან ერთად ვივახშმებთ, ბიზნესის საკითხია რა.

– ჩემი წამოსვლა აუცილებელია?

– აუცილებელი არა, მაგრამ მე მინდა წამოხვიდე !

- მარტო წადი რა ! მე აქ დავრჩები და დავისვენებ, საერთოდ არ მინდა გარეთ გასვლა.

– თუ გასვლაა პრობლემა, სუფრას ამ სასტუმროში შევუკვეთავ, მაგრამ თუ საერთოდ არ გინდა წამოსვლა, გადავდებ ამ შეხვედრას.

– ვერ ვხვდები რა საჭირო ვარ, მაგრამ კარგი, წამოვალ ნუ გადადებ ოღონდ, აქ ვივახშმოთ .

– როგორც გინდა. ცოტახნით გასვლას ვაპირებ, საქმე მაქვს.

ნეტავ რას აიკვიატა ეს ჩემი წასვლა? რა გამეგება მაგ საქმის. ალბათ, მთელი საღამო დებილი, მომღიმარი სახით უნდა ვიჯდე. აბა, მე, რომ არ წავყვე ისე, როგორ შეიძლება, ბატონ დიმას ეგო შეაწუხებს ! მთელმა სასტუმრომ იცის მეუღლე, რომ ახლავს და ვაშამზე უჩემოდ ხო არ წავა. ვაიმე როგორი ამაყი ადამიანია... – ვფიქრობდი და თან ბარგს ვალაგებდი. ჩემას, რომ მოვრჩი მის ჩემოდაზე გადავედი, მაგრამ ნახევრად გახსნილი, ისევ დავხურე. რაღაცნაირად
მეუცხოვა, ცოლის როლის მორგება. დიდი, ფიქრთა ჭიდილის შემდეგ, მაინც გადავწყვიტე ამომელაგებინა და ამასობაში დროც, გავიდოდა. უფრო სწორად, მინდოდა ახლოსს შევხებოდი მის ტანსაცმელს და ამ აზრს, ჩემს ტვინში, დროის გაყვანის სურვულით ვნიღბავდი. ოღონდ, ვის ვატყუებდი არ ვიცი... ყველაფერი, მისი სურნელით იყო, გაჟღენთილი. რომელიც ყოველ ჯერზე , საოცარ შეგრძნებას აღძრავდა ჩემში. ისე მომინდა, ჩემს გვერდით ყოფილიყო და ეს სურნელი, პირდაპირ მისი სხეულიდან მეგრძნო ... სათითაოდ ვიღებდი ჩემოდნიდან ნივთებს და თოთქოს მას ვეხებოდი. შემეშინდა... შემაშინა ჩემმა აზრებმა... კაცის მიმართ, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ასეთი ფიქრები, არ უნდა მქონოდა. ეს არ იყო ნორმალური (კიდევ ერთხელ უარვყავი საკუთარი გრძნობები) ... თითქოს ვეგუებოდი ამ მდგომარეობას, მე კი წესით არ უნდა შევგუებოდი... ცოლ–ქმრობანას თამაშის ნაცვლად, თავის დაღწევაზე უნდა მეფიქრა. აი ზუსტად ეს შემეფერებოდა. მე, რომელსაც ყოველთვის შემეძლო ჩემი სურვილების ასრულება და თავისუფლება ძალიან მიყვარდა...

მთელი დღე სურვილთა და აზრთა ჭიდილში გავატარე. ოთახში შემოვიდა. ფანჯარასთან ვიდექი, ზღვის ულამაზესი ხედით ვტკბებოდი და თან ვფიქრობდი, როგორ მეთქვა წაყოლაზე უარი. ნაწყენი ვიყავი რაზე, ან ვისზე, არ ვიცი. მისკენ არ შევბრუნებულვარ, ვითომ ვერც გავიგე, რომ დაბრუნდა. ცოტახანს დივანზე დაჯდა, მის მზერას, ზურგიდანაც კი ვგრძნობდი, მერე სააბაზანოში შევიდა. ალბათ,კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე, იქედან გამოსულს , რომ არ ეკითხა:

– რამე მოხდა?

– არა !

– აბა რა გჭირს?

– არაფერი, რა უნდა მჭირდეს.

– ზურგით დგახარ და ვერ მამჩნევ.?

– ხედით ვტკბები.

– თითქმის ერთი საათია მანდ დგახარ.

– მერე რა, თან ვფიქრობ. არ შეიძლება?

– შეიძლება, მაგრამ გააჩნია რაზე.

– რა, ახლა ჩემი ფიქრებიც შენ უნდა შეგითანხმო? იქნება ისიც მითხრა, როდის ვისუნთქო და როდის არა.

– რა ბზიკმა გიკბინა შენ, რას იშხამები?!

– უკეთესი, არც არსადროს ვყოფილვარ, შენს მიმართ და არც ვიქნები !

– რა გინდა პირდაპირ მითხარი !

– არაფერი! წადი, შეხვედრაზე დაგაგვიანდება !

– დაგვაგვიანდება !

– მე არ მოვდივარ !

– ვერ გავიგე ! – სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა.

– მ ე ა რ მ ო ვ დ ი ვ ა რ ! – დავუმარცვლე.

– რატომ? – ცოტაც და იფეთქებდა.

– ასე გადავწყვიტე !

– მოთმინების ფიალას ნუ მივსებ გოგო, მითხარი რა ჯანდაბა გჭირს ! – ხმამაღალი ტონით მითხრა.

– დავიღალე ! შენი ბრძანებებით დავიღალე ! – მეც არ დავაკელი ხმა.

– მე, გკითხე, თუ არ გინდა გადავდოთთქო, არ დამიძალებია.

– შეიძლება პირდაპირ არ დაგიძალებია მაგრამ ... – პასუხი არ მქონდა, რადგან სიმართლე მითხრა.

– შენ ახლა დამცინი? თუ, მიზეზს ეძებ ჭკუიდან, რომ გადამიყვანო?

– ჩემი, შენს გვერდით ყოფნა , მთლიანად იძულება არა?! თუ მაინცდამაინც დღეს უნდა გაგეცა ბრძანება ?

– სწორია, უნდა გამეცა! ახლა, დროზე გამოიცვლი და ჩემს გვერით წამოხვალ ! როგორც ჩანს, სხვანაირად საუბარი არ ჭრის შენთან.

– არსადაც არ წამოვალ !

– ზუსტად 20 წუთს გაძლევ გამოსაცვლელად!

– არა ! არ წამოვალ–მეთქი !

– იცოდე, წყობიდან ნუ გამოგყავარ თორემ, ჩემი ხელთ გაგხდი, მაგ ტანსაცმელს და სხვა ჩაგაცმევ.

– ჯერ ერთი, ვერაფერსაც ვერ გამხდი და მეორე, რას ერჩი ჩემ ტანსაცმელს?

– მაგ ზედით, ოთახიდან ფეხს ვერ გაადგავ ! ეტყობა, სარკეში არ ჩაგიხედავს. არ მინდა, ყველა, შენ გიყურებდეს!

– ხოდა ნუ შემომხედავენ. მე არ მაწუხებს, მშვენიერი ზედაა. – ვაღიარებ, გულზე ცოტა ღიად, კი ქონდა, მაგრამ არა ვამომწვევად.

– მე მაწუხებს ! ძალიან მაწუხებს ! –მკლავებში ხელი დამავლო და კედელს ამაკრა.– რა უბედურებაა ყველაფერი გიჩანს ! – თვალებით, ისე ვნებიანად ამათვალ–ჩამათვალიერა, ჟრუანტელმა დამიარა.

– მიზეზი არ გაქვს, ჩემზე, იეჭვიანო ! მითუმეტეს ისეთი არაფერი მაცვია, რომ ზედმეტად, ვინმეს ყურადღება მივიქციო.

– მიზეზი ბევრი მაქვს, რომ ვიეჭვიანო ! ამასც ვერ შენ დამიშლი და ვერც ვერავინ. –ყურთან ნაზად, დაბალი ხმით მითხრა და ტუჩები სახისკენ წამოიღო. –ეს ზედა, ზედმეტად გიხდება და მხოლოდ, იმ შემთხვევაში ჩაიცმევ თუ, მარტო მე, დაგინახავ ! მის, თბილ ჰაერს უკვე, ჩემს ტუჩებთან ვგრძნობდი. ისეთი ნაზი და ვნებიანი იყო, თითოეული ბგერა... მთელი სხეული ამითრთოლდა, გული ამიჩქარდა, დრო გაიყინა. გაქცევაც არ შემეძლო, ისე ძლიერად მიჭერდა.

–გამიშვი ! – ძლივს წარმოვთქვი შემეშინდა, მის ტუჩებს, არ შევხებოდი.

– გაგიშვებ ოღონდ, სწრაფად გამოიცვალე, გველოდებიან ! – ხმაში აღელვებული ნოტები შეეპარა, რამდენიმე მილიმეტრი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყმებოდა.

თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. ან, უნდა დავთანხმებულიყავი ან, უარესი მოხდებოდა. გამიშვა, ორი ნაბიჯი კედლისკენ გადადგა, თავით მიეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და თავლები დახუჭა. ძლივს, არეული ნაბიჯებით შევედი საძინებელში და მოვემზადე...

ძალიან მომხიბვლელად ჩაცმულებმა, ამაყად შევაბიჯეთ, ხალხით სავსე დარბაზში. თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა. დიმა, ზედმეტად სიმპატიურიც კი იყო. პირველივე წამებიდან არ მესიამოვნა, ქალების დაჟინებული მზერა, მის მიმართ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელი ჩავკიდე. გაოცებულმა შემომხედა. იმ წუთას, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მათთვის დამენახვებია, რომ უკვე დაკავებული იყო. თან ჩემს თავს ვეკითებოდი–როდის გავხდი ასეთი ეჭვიანი? ნეტა, რას ფიქრობს ის, ჩემს ამ გამოხტომაზე? მაგრამ რავქნა მიუხედავად ყველაფრისა, არ შემიძლია ჩემი საკუთრება, არ დავიცვა. მესაკუთრეც ვყოფილვარ! ნუ, მთლად ახალი ამბავიც არ იყო ეს ჩემთვის, მეგობარსაც არავის ვუყოფ, მაგრამ ამ დოზით, მაინც არ ვდელოდი... წამებში მოვასწარი ამ ფიქრების შეკრება თავში, თან ბედნიერი სახით ამაყად მივყვებოდი სიმპატიურ მეუღლეს გვერდით. დამავიწყდა კიდეც, რამდენიმე წუთის წინ მოხდარი ამბები. რა უცნაურები ვართ არა ადამიანები ?! როგორ მარტივად შეგვიძლია მდგომარეობის მიხედვით ლავირება. მთავარია ჩვენს სიამაყესა და პატივმოყვარებას მისხალიც არ ჩამოტყდეს. მთავარია ვინმეს საკბილო არ გავხდეთ... იმ წუთას ჩემში, უამრავი გაურკვეველი გრძნობა ბუდობდა და ალბათ, ყველა ჩემი ქმედებაც მათი ნაკარნახევი რეფლექსი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს, მე არ ვიყავი. ეს, მე არ მგავდა ვიცვლებოდი. იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში და იმდენად მალე ხდებოდა ეს ყველაფერ, რომ მგონი სხვანაირი არც არასდროს ვყოფილვარ. მგონი, ეს იყო ჩემი ნამდვილი ბუნება და აქამდე არსებული წარმოდგენა ჩემს თავზე, უბრალო მირაჟი იყო. ან უბრალოდ აქამდე არავის და არაფერს მოუხდენია ჩემი ნამდვილი მეს პროვოცირება. თავდაყირა ვდგებოდი...



№1 სტუმარი სტუმარი მარიამ

ძალიან კარგია.მომწონს დილაც და თაკოხ.მალე დადეთ ხოლმე ტაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent