შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში იწერება ადამიანთა ბედი(2 თავი)სრულად


22-11-2020, 02:57
ავტორი სვანი
ნანახია 12 574

ტაისა გაქვავებული იდგა და იმ ადგილს მისჩერებოდა სადაც წამის წინ ლაშა იყო.გონს ელზას შეხებამ მოიყვანა,რომელიც რაღაცას ეკითხებოდა.ღრმად ჩაისუნთქა და ამღვრეულ ქალს შეხედა
-ჩვენთან არ წამოხვალ?
ელზას ეტყობოდა,რომ ძალიან უნდოდა ტაისა მათთან წასულიყო,მაგრამ გოგონას მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა
-ძალიან დიდი ბოდიში,კლინიკაში მაქვს წასასვლელი
რა თქმა უნდა,იცრუა.ნაღვლიანად გადახედა იქ მყოფებს და შეეცადა გაეღიმა
-ტაისა,ლაშას აქ არ ყოფნა არ ნიშნავს,რომ უნდა დაგვივიწყო,ხშირად მოდი ჩვენთან
ვატომ გულში ჩაიკრა აჩუყებული ტაისა და თავზე თბილად აკოცა.გოგონას საშინლად გაუჭირდა მათი დატოვება.მთელი დღე იწვა და ათრთოლებულ სხეულს ძლივს იმორჩილებდა.არაფერის თავი არ ჰქონდა,საჭმელიც კი ვერ გაიმზადა.ელოდა როდის შეეხმიანებოდა ლაშა და როდის ეტყოდა,რომ მშვიდობით ჩაფრინდა.ვერაფრით მოისვენა.აივანზე იჯდა და დროის გასაყვანად თინის ესაუბრებოდა
-მეგონა,მთელი ზაფხული რჩებოდა
ამოისლუკუნა და აკანკალებული თითები მჭიდროდ შემოხვია წყილს ჭიქას
-არ ვიცი რა გითხრა,უბრალოდ გთხოვ,დამამშვიდებელი დალიე და ეცადე დაიძინო
-ვეცდები
-გაკოცე ბევრი,ტკბილი ძილი
ტაისამ სხეული ვერ აზიდა,რომ ოთახში შესულიყო და დაწოლილიყო.ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა და ლოყებზე დაგორებულ ცრემლებს იწმენდდა.ტელეფონის ზარმა შეაკრთო.უცებ დახედა ეკრანს და ესპანეთის ნომერი რომ იცნო,გული შეეკუმშა.ღრმად ჩაისუნთქა და ზარს უპასუხა.რამდენიმე წამი ხმას არცერთი იღებდა.ტაისას ესმოდა ლაშას მძიმე,გახშირებული სუნთქვა და ეგონა,დრო უსასრულოდ გაიწელა
-ამბობენ,იქ მიგიყვანს ბედისწერა, სადაც შენი ადგილიაო...ტაისია,შენს იქ დატოვებას მერჩივნა მოვმკვდარიყავი.ახლა მეტი არაფერი თქმა არ შემიძლია!უკვე უსაზღვროდ მენატრები!
ლაშას ხმა საგრძნობლად ჩახლეჩვოდა,ჩვეული ბოხი,ხრინწნარევი ტემბრი სადღაც გამქრალიყო.ტაისა ვერაფერს ამბობდა.გრძნობდა მლაშე სითხე ლოყებ,როგორ უსველებდა.უნდოდა გაემხნევებინა ლაშა და ეთქვა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა
-ელზამ მთხოვა უთხარი,ხშირად მოვიდეს ჩვენთანო.არ გაძალებ,თუ სურვილი გექნება მიდი
-შენს გარეშე იქ ვერ გავჩერდები
ძლივს ამოისლუკუნა ტაისამ და დამძიმებული ქუთუთიები მაგრად დააჭირა ერთმანეთს
-ნუ დასწყვეტ გულს...
-როგორ იფრინე?
გოგონამ მაშინვე შეცვალა სასაუბრო თემა,რადგან ლაშას ვერაფერს დაჰპირდებოდა გრძნობდა,მის გარეშე იმ სახლში ყოფნა გაუჭირდებოდა
-შეძლებისდაგვარად კარგად
ტაისა ხმას ვეღარ იღებდა.თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე მოკლე დროში,როგორ მიეჩვია გიგაურს
-მანდ გვიანია,დაიძინე
ლაშას გაბზარულმა ხმამ ტაისა საბოლოოდ გაანადგურა.გაუცნობიერებლად დაიწყო ხმამაღლა ტირილი
-დამშვიდდი და ხვალ დაგირეკავ
უთხრა ბიჭმა და ზარიც გაწყდა.გოგონა დიდხანს იჯდა აივანზე და ზლუქუნებდა.ბოლოს მიხვდა,რომ მართლა უნდა დაესვენა,თორემ სამსახურში თითსაც ვერ გაანძრევდა.ემოციებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა.მორიგე არ იყო,ამიტომ კლინიკა მალევე დატოვა.სახლში დაბრუნებულს ნია და თინი რომ დახვდა,სიხარულისგან ტირილი დაწიყო
-ეს ტირილი ზნედ გადაიქციე?!
დაუბღვირა ორჯონიკიძემ და მაშინვე მოეხვია სახემოქუფრულს
-ნუ მოისპობ ახლა თავს,პირიქით უფრო უნდა გალამაზდე მალე,რომ დაბრუნდეს
ტაისას ხმამაღლა გაეცინა.თინი ყოველთვის ახერხებდა მის გამხიარულებას.საღამოს ბარში ისხდნენ.ტაისას შეძლებისდაგვარად გამოუკეთდა ხასიათი თინის წყალიბით.ბევრს ლაპარაკობდნენ,იცინოდნენ,იცეკვეს კიდევაც.ბოლოს ხმამაღალმა მუსიმა თავი რომ გამოულაყათ,იქაურობა დატოვეს.ფეხით გაუყვნენ ჩამშვიდებულ ქუჩას.გრილი ნიავი უბერავდა და სამივეს სიამოვნებდათ.არსაიდან თავზე თინის უფროსი,გიორგი რომ წამოადგათ,სამივემ დაბარებულებივით წამოიკივლეს.ბიჭი წარბებ შეკრული დასჩერებოდა თინის,რომელიც დაბნეული იდგა
-საღამო მშვიდობისა
ჩაიბუტყუნა ტაისამ და სახე საცოდავად დამანჭა,ბიჭის გამომეტყველებაზე
-ბატონო გიორგი?ხომ კარგად ხართ?
ორჯონიკიძე მალევე მოეგო გონს და ჩვეული ტონითა და დამრგვალებული თვალებით ახედა დაბღვერილ უფროსს
-მთელი დღეა გირეკავ და სად ჯანდაბაში გიგდია ტელეფონი?!
გიოგრი აშკარად გაღიზიანებული იყო.ტაისამ ერთი გადახედა ნიას და ეს უკანასკნელიც მიხვდა,რომ იქაურობას უნდა გასცლოდნენ
-ჩვენ გვეჩქარება და წავალთ,ნახვამდის
-ფეხი არ გაადგათ!
თინიმ თვალები დაუბრიალა ერთმანეთზე აკრულ დებს,მაგრამ ტაისამ მაინც გააჩერა ტაქსი და ისეთი სისწრაფით შევარდა შიგნით საერთოდ არ გაუგია თინის ლანძღვა
-გოგო!მილიონჯერ ხომ გაგაფრთხილე ყველგან ნუ ყოფ ცხვირს მეთქი?!
გიორგი მაშინვე ღრიალზე გადავიდა,მარტო რომ დარჩნენ
-შვებულებაში ვარ,ახლა მაინც რა გინდათ?
-ვატომ დამირეკა და მითხრა თბილისში მოვდივარ,თინათინს უნდა შევხვდეო!
თინის კმაყოფილს გაეღიმა,რადგან რაც ჩაფიქრებული ჰქონდა,ზუსტად ის მოხდა
-და მერე თქვენ რა?რძლად არ მოგწონვართ?
-რას ბოდავ?!მეორედ ეგ არ გაიმეორო!
დაიღრინა გიორგიმ,მაჯაში სწვდა გაღიმებულ თინის და მანქანისკენ წაათრია
-ხელი გამიშვით!
აფართხალდა გოგონა და გამეტებით უჩქმიტა უფროსს
-ახლა გაჩერდები,გაჩუმდები და მანქანაში ჩაჯდები!
-მგონი ჩემი უფროსი,მხოლოდ ოფისში ხართ!
გიორგის საერთოდ არ მოუსმენია თინის სიტყვებისთვის.მანქანის კარგი გამოგლიჯა და გოგონა ძალით ჩასვა
-ვატოს დაურეკავ და ეტყვი,რომ არ გინდა მასთან შეხვედრა!
თინიმ ხმამაღალი სიცილი დაიწყო,ძალიან კაგად იცოდა,როგორ გეღიზიანებინა უფროსი
-საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას
-მე ვხედავ!და ბევრი ლაპარაკის გარეშე გეუბნები,ახლავე დაურეკე და უთხარი
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ,ჩემი უფროსი მხოლოდ ოფის...
თინის წინადადება არ ჰქონდა დასრულებული,გიორგი ტუჩებზე რომ დააცხრა.ვნებიანად და უხეშად უკოცნიდა ახურებულ ბაგეებს,მოძრაობადაკარგულს.თინი თვალებდახუჭული იყო მისვენებული სავარძელზე და გაყინული თითებით გიორგის მაისურს ჩაფრენოდა.ბიჭი მხოლოდ მაშინ მოშორდა სუნთქვა,რომ აღარ შეეძლოთ
-შენი უფროსი ვიყავი,ყიველთვის და ყველგან!
ამოთქვა მან და კიდევ ერთხელ აკოცა გაფითრებულს,შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა და მშვიდად დაძრა მანქანა.ხშირად გამოხედავდა თინის,ამოწმებდა გონზე თუ იყო.გოგონა გზას უყურებდა და აკანკალებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა
-იქოთქოთე,თორემ ასე მგონია,ენა გადაყლაპე
გიორგის გაეცინა თინის მზერაზე
-მანიპულატორი ბრძანდებით!
ამოისისინა გოგონამ და ხელი მხარზე გამეტებით ჩასცხო
-თუ არ გინდა ამოვყირავდეთ,გაჩერდი
გიორგი იცინოდა და მის ხელებს იგერიებდა
-სამსახურიდან მივდივარ!
წამოიყვირა თინიმ და დასერიოზულებულ გიორგის ნიშნის მოგებით გაუღიმა
-პირველ რიგში,კონტრაქტით კიდევ სამი წელი უნდა იმუშაო და მეორეც,მე არ გაძლევ უფლებას წახვიდე!
დაუბღვირა ბიჭმა და მანქანა მისი კორპუსის წინ გააჩერა
-დაურეკე ვატოს!
-არ გაქვთ უფლება რამე მიბრ...
თინიმ კიდევ ერთხელ იგრძნო უფროსის უხეში ტუჩები თავისაზზე
-გიმეორებ,ყველაფრის უფლება მაქვს!დაურეკე
-არ დავურეკავ,მინდა და შევხვდები!
წამოიყვირა და მანქანიდან გადასვლა სცადა,თუმცა გიორგიმ ისევ თავის ადგილას დააბრუნდა
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!
კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ბიჭმა და თინის მობილური შეაჩეჩა ხელებში
-დარეკე!
გოგონა აღარ შეწინააღმდეგებია,რადგან ნათლად ხედავდა მის თვალებში აკიაფებულ ბრაზსა და დასკდომამდე მისულ ვენებს.სწრაფად აკრიბა ვატოს ნომერი და მზერა აარიდა გიორგის.ბიჭმა არ დააყოვნა და მშინვე უპასუხა
-საღამო მშვიდობისა ვატო,ბოდიში რომ ასე გვიან გირეკავ.უნდა გითხრა,ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით
სწრაფად მიაყარა სათქმელი და ნერვიულობისგან ტუჩები სულ დაიჭამა.საშინლად სცხვენოდა,ასე რომ უწევდა ამ ყველაფრის თქმა
-საკმარისია!
ვატო რაღაცას ესაუბრებოდა,მაგრამ ტელეფონი გიორგიმ აართვა
-რა უტაქტო ხართ!
ჩაისისინა თინიმ და დაბღვერილმა ახედა
-ერთ კვირაში გამომცემლობაში გელოდები და მანამდე ჩემს სახლში!
ბიჭმა თვალი ჩაუკრა და მობილური დაუბრუნა.თინიმ იმხელა ხმაზე მიაჯახუმა მანქანის კარი,მთელმა უბანმა გაიგო.სახლში ავიდა,რადგან მისი მშობლები არ ჰყავდა ნანახი,ქალაქში რომ დაბრუნდა პირდაპირ ტაისასთან მივიდა.მეორე დილით მერლანებს თავზე ცუნამი სახელად თინათინი დაადგათ.გოგონა ოთახში დადიოდა და გიორგის მოდგმას მოთქმით ლანძღავდა
-შენ არ იჭრიდი ვენებს მისი ყურადღების მისაქცევად?
იკითხა ტაისიამ და ნიას მადლობა გადაუხადა ყავისთვის
-მე უნდა გამეწვალებინა და გამემწარებინა მაგას კი არა
-გაჩერდი რაა,ამდენი წელია ამას ელოდი და შეირგე
-შევარგებ მე მაგას კარგად,დამაცადოს
ტაისას გაეცინა და გამოპრანჭულ ნიას წარბაწევით ახედა
-ნუ მიყურებ ეგრე,სანდროსთან ერთად გავდივარ
-მალე დაბრუნდი!
-უიმე,არ აცადო ბავშვებს გართობა,წადი ჩემო პატარავ და იმას უთხარი ზედმეტად არ აფათუროს ხელები
თინიმ აკისკისებული ნია გააცილა და ტაისას მიუწვა გვერდით
-იმას არ დაურეკავს?
-არა
ტაისამ მოიწყინა ლაშას გახსენებაზე.არ უნდოდა თვითონ დაერეკა,რადგან ეშინოდა მნიშვნელოვან საქმეზე არ ყოფილიყო
-არ ჩამოუშვა ახლა ცხვირი!
-არ მეგონა,ასე თუ მივეჯაჭვებოდი
-რას ვიზამთ,იდეალურ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ ეგ შენი ბეტმენი შენს გვერდით იქნებოდა
ტაისას გაეღიმა თინიზე,რადგან მართალი იყო,ვერაფერს შეცვლიდა ტირილითა და ნერვიულობით
-შენ რას აპირებ გიორგიზე?
-ჯერ გავიგო რა უნდა და მერე ვიფიქრებ იმაზე,თუ როგორ გავამწარო!
ტაისამ თავი გააქნია "არაფერი გეშველება შენ" მიზნით
-და როგორ აპირებ ამ ყველაფრის გაკეთებას?
-პირველ რიგში,სახლში ავადგები!
წამოიყვირა თინიმ და ფეხზე წამოხტა
-ჩემი წესებით უნდა ვათამაშო!
ლოყაზე მაგრად აკოცა გაოგნებულ ტაისას და იქაურობას გასცილდა.
გაუჩერებლად აკაკუნებდა უფროსის კარზე და უკვე შემტვრევაზე ფიქრობდა,როდესაც ნახევრად შიშველმა,თმა აბურძგლულმა და წარბებშეკრულმა გიორგიმ კეთილი ინება და სტუმარს გამოხედა.გოგონამ ერთი აათვალიერა აპოლონის გარე ბიძაშვილი და სახლში უპატიჟოდ შეაჭრა.რამდენიმეჯრე ნამყოფი იყო იქ,ამიტომ ყველაფერი კარგად იცოდა და პირდაპირ მისაღებში შევიდა.კომფორტულ დივანზე ჩამოჯდა და გიორგის ისეთი თვალებით ახედა თითქოს ბიჭი შეუვარდა სახლში
-ვეღარ ძლებ უჩემოდ?!
გიორგი ცალყბად უღიმოდა თვალებაციმციმებულ თინის
-როგორი თავმდაბალი ბრძანდებით, უფროსო
-შეწყვიტე ამ უზრობის ძახილი
დაიღრინა ბიჭმა და კმაყოფილ თინის გვერდით ჩამოუჯდა
-უფროსი ხართ და
მხრები საცოდავად აიჩეჩა ქალბატონმა და მეამიტი სახით გახედა დივანზე გადაწოლილ ღვთაებას
-ჩემსკენ მოიწიე,რაღაცას გეტყვი
გიორგიმ ხმადაბლა ამოიჩურჩულა და თვალებმოჭუტულ თინის გაუღიმა.გოგონა ყოყმანით გადაიწია უფროსისაკენ და მოულოდნელობისაგან შეკრთა,ბიჭის ტუჩები რომ იგრძნო თავისაზზე.თვალები დაჭყიტა და სწრაფად გასწორდა
-თავხედობთ!
-სასიამოვნოდ ხომ?
გიორგი კმაყოფილი იღიმოდა,რაც ნერვებს საშინლად უშლიდა აწითლებულ თინის
-ცუდი კაცი ბრძანდებით,ბატონო უფროსო!
წამოიძახა გოგონამ და გასასვლელისკენ გავარდა,მაგრამ გიორგი გადაეღობა წინ და თავდახრილს დააჩერდა
-შენს ადგილს დაუბრუნდი!
ბიჭს იმდენად მკაცრი და მომთხოვნი ხმა ჰქონდა,თინი ვერც კი შეეწინააღმდეგა.დასჯილი ბავშვივით ჩამოჯდა დივნის კიდეზე და თავზე წამომდგარ უფროსს ახედა.ერთხანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს,ბოლოს გიორგი დაიხარა და კიდევ ერთხელ დაეწაფა თინის ტუჩებს.გოგონა უნებლიედ ჩააფრინდა მის შიშველ მკლავებს და სიამოვნებისაგან ამოიგმინა.ვერაფერს აღიქვამდა მასა და გიორგის გარდა.ბიჭი მომთხოვნად უკოცნიდა ბაგეებს და თითებს მის თმაში დაასრიალებდა
-აქ სალაპარაკოდ მოვედი
ძლივს ამოთქვა ძალაგამოცლილმა და ამღვრეული მზერა მოაშორა ბიჭს.გიორგი იქვე დადგმულ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა და ინტერესით ახედა ახურებულ თინის.გოგონამ ნერვიულად დაისვა გაოფლილი ხელისგულები შარვალზე და ნერყვი მძიმედ გადაყლაპა
-უფროსო,მაინტერესებს რა იქნება ამის შემდეგ...
ძლივს მოაბა სათქმელს თავი.ნერვიულობისა და სირცხვილისაგან სად გამქრალიყო არ იცოდა
-ნუ მეძახი გოგო ეგრე!
წამოიძახა გიორგიმ და იქვე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა
-ბოდიშით,უფროსო
-რატომ მაგიჟებ?!
-მიჩვეული ვარ და რა ვქნაა?!
თინი ძლივს ჩერდებოდა ერთ ადგილას,ფეხებს ნერვოზიანივით აკანტურებდა
-პირველ რიგში,უფროსოს დაძახებას მოეშვები!მეორეც,როდესაც გაკოცებ გაჩუმდები და არ შემაწყვეტინებ!შემდეგ,ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დამემორჩილები ყველგან და ყველაფერში!
თინიმ ერთი ალმაცერად ახედა თავზე წამომდგარ უფროსს და თვითინაც წამოიჭრა ფეხზე
-პირველ რიგში,ჩემი უფროსი ბრძანდებით,მეორე,არ მომიცია იმის უფლება მაკოცოთ და მესამე,თქვენი მონა კი არ ვარ!
გოგონა ყვიროდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.არ უყვარდა,როდესაც რაღაც კონკრეტულ წესებს უდგენდნენ.გიორგიმ ჰაერში გაფშეკილი ხელები გაუკავა და მისკენ მისწია გახევებული თინი.მეორე ხელი კეფაზე გამოსდო და თავი დაუჭირა
-მეორეჯერ ხმას არ აუწიო!
დაისისინა და ძლიერად აკოცა გაქვავებულს,რომელიც მის მკლავებში იყო მოქცეული და მოძრაობასაც ვერ ახერხებდა.
თინი ოთახში დადიოდა და თვალებიდან გულებს ისროდა,დამტკბარი ხმით საუბრობდა მასა და გიორგიზე,რაზეც ტაისა კარგად ხალისობდა.მთელი გულით უხაროდა მათი ამბავი,რადგან სკოლიდან მიყოლებული ერთმანეთზე გიჟებოდნენ.გიორგი მათზე ორი წლით უფროსი იყო.თინის დამსახურებით თითქმის მთელ დღეს დერეფანში ატარებდნენ და უფროსკლასელებს,კონკრეტულად კი გიორგის მისჩერებოდნენ.გიორგის ბოლო ზარზე ორივენი ცხარე ცრემლით ტიროდნენ,თინი გასაგები იყო რატომაც,მაგრამ ტაისას რა ატირებდა კაცის შვილმა არ იცის.შემდეგ იყო უნივერსიტეტი და მოულოდნელად გამოჩენილი სტამბა,საიდანაც სამსახური შემოთავაზება მიიღო თინიმ.მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაიგეს,რომ მფლობელი გიორგი იყო.თინის,რა თქმა უნდა,განუახლდა ბავშვობის გრძნობა და ახლა უკვე გააზრებულად იწვოდ ბიჭის სიყვარულით.ამის შემდეგ კი,გაუთავებელი ლანძღვა ისმოდა უფროსის მიმართ,რომელზეც ყურებამდე იყო შეყვარებული ორჯონიკიძე.გოგონა გვიან წავიდა ტაისასგან.ისიც მარტო დარჩა სახლში,რადგან ნია მეგობრებთან ერთად იყო.ტელეფონამდე გვიან მიაღწია და კინაღამ გული გაუსკდა,რამდენიმე გამოტოვებული ზარი რომ ნახა ლაშასგან.მისწერა თავისუფალი რომ იქნებოდა დაერეკა.ბიჭმაც არ დააყოვნა და მალევე აწკრიალდა ტაისას მობილური
-ასე აღარ მანერვიულო
მაშინვე გაიგონა ლაშას სიცილნარევი ხმა და გაეღიმა
-როგორ ხარ?
-შენი წყალობით,ბოლო სამი საათია იმაზე ვფიქრობდი ბილეთი ხომ არ მეყიდა და გადმოვფრენილიყავი,იმის შესამოწმებლად,ხარ თუ არა ცოცხალი
-ნუ აზვიადებ
ტაისა სიცილს ძლივს იკავებდა
-მომენატრე
-მეც მომენატრე
ამოიჩურჩულა გოგონამ და იგრძნო როგორ აეწვა თვალები.არ უნდიდა ეტირა,მაგრამ ბოლო პერიოდში საკუთარ გრძნობებს ვერ აკონტროლებდა
-ახლა მართლა ვიყიდი ბილეთს!
ტაისას ისევ გაეცინა,ლაშას მეამიტობაზე
-ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა
-მერე რაა?!მე მაინც ძალიან მომენატრე
მთელი ღამე საუბრობდენ.ისე დაათენდათ,დაღლა ვერცერთმა ვერ იგრძნო.გოგონა კი იყო მიჩვეული,რადგან ყოველ მესამე დღეს საავადმყოფოში მორიგეობა უწევდა.საწოლზე წამოგორებულს მზის სხივებმა რომ შეაწუხა მხოლოდ მაშინ მიხვდა,უნდა გამზადებულიყო და სამსახურში წასულიყო
-რომ არ წახვიდე არ შეიძლება?
ამოიწუწუნა ლაშამ,რომელიც გემრიელად ამთქნარებდა
-არ შეიძლება,შენც დაღლილი ხარ და დაიძინე
-დრო რომ გექნება დამირეკე იცოდე!
უბრძანა ლაშამ რაზეც წარბები ისე აწკიპა,ვინმეს რომ დაენახა ხარხარს ატეხდა
-და შენ რომ იყო დაკავებული მაგ დროს?
-აგვისტოს დასაწყისამდე არ იწყება სეზონი,ამიტომ მანამდე ჯერ-ჯერობით დრო მაქვს
-მაშინ ასე ადრე რატომ წახვედი?
-კლუბმა მოითხოვა ასე,თორემ მე რომ მინდა ახლა მანდ ყოფნა,ისე არავის
-გავიგე
ამოიჩურჩულა გუნება დაკარგულმა ტაისამ
-რომ შემძლებოდა არ დავრჩებოდი?!
-წავედი და შეგეხმიანები
ყურმილში ჩაჰყვირა ტაისამ და გაუთიშა.გრძნობდა საუბარს ცრემლებით დაასრულებდა,რაც არ სურდა.მთელი დღე მომღიმარი დააბიჯებდა.კიდევ უფრო გახალისდა სახლში მისულს ირაკლი და ნატა რომ დახვდა.თავი ყველაზე ბედნიერი ეგონა იმ წამს,მონატრებულ მშობლებს რომ ეხვეოდა.
თითქოს ისევ დალაგდა მისი ცხოვრება.ძველებურად მიდიოდა ყველაფერი გარდა ერთისა,ლაშა ყოველ ღამე ურეკავდა ტაისას და გათენებამდე საუბრიბდნენ.თინი უსაზღვროდ ბედნიერი იყო გიორგისთან,ასევე ნია თავის სანდროსთან.ტაისამ აგვისტოში კუთვნილი შვებულება არ აიღო,რადგან მარტო წასვლა არსად სურდა.მხოლოდ რამდენიმე დღიანი დასვენება მოუწყო საკუთარ თავს.ძირითად დროს სახლში ატარებდა.ლაშას თამაშები და ვარჯიშები დაწყებული ჰქონდა.უფრო მეტად იღლებოდა,რაც მის ზარებსაც დაეტყო.ისე ხშირად ვეღარ რეკავდა და ვეღარც გათენებამდე ესაუბრებოდა.გოგონა ამაზე,რა თქმა უნდა,არ ბრაზობდა,ან გასაბრაზებელი რა ჰქონდა.
შუადღე იყო ლაშამ რომ დაურეკა.უჩვეულო იყო რადგან ამ დროს თითქმის არასდროს ეცალა.შეეშინდა,იფიქრა რამე ცუდი ხომ არ მოხდაო და მაშინვე უპასუხა
-ტაისია,ბევრი დრო არ მაქვს,შვიდისთვის მანქანა მოგაკითხავს და აუცილებლად უნდა გაჰყვე
ბიჭმა მაშინვე მიაყარა სათქმელი
-და სად უნდა გავყვე?!
-ვატოს იუბილეა და რომ არ მიხვიდე პირველ რიგში,მე მეწყინება და შემდეგ,ჩემს ოჯახს
-მაშინ ცოტა ადრე უნდა გაგეფრთხილებინე!
-ნუ მეჩხუბები!
-გუშინ მთელი ღამე მელაპარაკებოდი და გეთქვა!
-ნუ მეჩხუბები მეთქი და უნდა გავიქცე,გკოცნი!
ბიჭმა ზარი გაწყვიტა.ტაისა ფეხზე წამოვარდა და კარადაში თავით შევარდა.სწრაფად უნდა გამზადებულიყო,რადგან საჩუქრის ყიდვა აუცილებლად უნდა მოესწრო.ნატამ გადაარჩინა,რომელიც ადრე დაბრუნდა სამსახურიდან.ბევრი ფიქრის შემდეგ ამორჩეული კაბა დედას შეაჩეჩა და მისი გამზადება სთხოვა,თვითინ კი საჩუქრის საყიდლად გავარდა.შვიდისთვის მზად იყო სადა,იისფერ კაბაში გამოწყობილი.ზუსტად დათქმულ დროს მანქანა მისი სადარბაზოს წინ იდგა.სახლიდან რომ გადიოდა ნატას დაუბარა,თანამშრომლის წვეულებაზე მივდივარო.გაუკვირდა წყნეთში რომ არ ავიდნენ,რადგან ვარაუდობდა,რომ იქ იქნებოდნენ შეკრებილნი.საათზე მეტი მგზავრობდნენ.მძღოლი საკმაოდ ჩუმი აღმოჩნდა და უკანა სავარძელზე წამოსკუპებული ტაისა ფანჯარაში ყურებით ირთობდა თავს.დაბნეული აცეცებდა თვალებს კახეთში რომ ამოყო თავი.მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა.მძღოლი გადმოსვლაში დაეხმარა და სახლისკენ წაუძღვა.გაჩახჩახებულ ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა.გოგონამ მადლობა გადაუხადა თანამგზავრს და ღიმილით გაემართა ვატოსა და ელზასკენ
-ჩვენი გოგო მოსილა
წამოიყვირა ქალმა და გულში ჩაიკრა ყურებამდე გაღიმებული ტაისა
-გილოცავთ მეუღლის დაბადების დღეს
ქალს ლოყაზე აკოცა და შემდეგ ვატოს გადაეხვია
-გილოავთ,ბატონო ვატო!
-მადლობა ძვირფასო,მაგრამ ეს ბატონო რაღა იყო?!
-სხვანაირად არ შემიძლია
მორცხვად ამოთქვა და საჩუქარი სპეციალლურად საჩუქრებისათვის განკუთვნილ მაგიდაზე ჩამოდო.ვატომ ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა ტიასა.გოგონა საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა მასთან.წვეულება ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობდა.ნიკასა და სოფოს გვერდით იდგა და ლაშას ნათესავებს სიამოვნებით ეცნობოდა.ელზა ხშირად გამოხედავდა ხოლმე მას
-ახლა რომ კაცი გვიახლოვდება,ლაშას ნათლიაა
გადაუჩურჩულა სოფომ ტაისას,რომელმაც სახეზე ღიმილი აიკრა
-ეს ულამაზესი გოგონა ვინ არის ნიკუშა?
კაცმა წამოიძახა,მომღიმარი ტაისას დანახვის შემდეგ
-ლაშას მეგობარია
-ძალიან სასიამოვონია
ნაზად ეამბორა ტაისას ხელზე,რაზეც სოფო ჩუმად ფხუკუნებდა
-ჩემთვისაც,ძალიან სასიამოვნოა
ტაისა ზრდილობიანად ესაუბრებოდა ჭაღარაშერეულ მამაკაცს
-ვერც კი წარმოიდგენ,როგორ გაახარე ვატო და ელზა
მარტო რომ დარჩნენ,მაშინ უთხრა სოფომ
-მეც ძალიან მიხარია,თქვენს გვერდით ყოფნა
-ძალიან მოგენატრა?
სევდანარევი ხმით ჰკითხა გოგონამ დაღვრემილ ტაისას,რომელმაც უხმოდ დაუქნია თავი
-თავის დაბადების დღეზე უნდოდა ჩამოსვლა,მაგრამ ვერ ახერხებს
ტაისამ იცოდა,რომ ლაშას დაბადების დღე რვა ნოემბერს ჰქონდა.ვერანაირად ვერ შეძლებდა ჩამოსვლას,რადგან არც კლუბი და არც საკუთარი თავი ამის საშუალებას არ მისცემდა.ვატომ ორმოცდაათი სანთელი რომ ჩააქრო და მილოცვებიც ხელთავიდან მიიღო,ტაისამ წამოსვლა გადაწყვიტა და ოჯახის უფროსებთან მივიდა,დასამშვიდობებლად
-მე უნდა წავიდე
ნაღვლიანად გაუღიმა წყვილს
-ახლა რომ გაგიშვათ ლაშა მოგვკლავს,კატეგორიულად გაგვაფრთხილა,უნდა დაგტოვოთ,თან ჩვენც ძალიან გვინდა ამაღამ აქ დარჩე
-ქალბატონო ელზა,დიდი სიამოვნებით,მაგრამ ხვალ დილით კლინიკაში უმდა ვიყო
მართლა ძალიან უყვარდა ლაშას მშობლები,მაგრამ იქ ვერ ჩერდებოდა ბიჭის გარეშე.ამღვრეული მზერით შეხედა ყურებჩამოყრილ ცოლ-ქმარს
-ძალიან დიდი მადლობა,ყველაფრისთვი და კიდევ ერთხელ გილოცავთ
-მადლობა შენ,რომ დაგვაფასე და მოხვედი!
ვატომ ჩაიხუტა ტირილამდე მისული ტაისა და თავზე აკოცა.დამძიმებული სულით დატოვა გიგაურების ოჯახი.თბილისში იმავე მანქანით დაბრუნდა.ძალიან გვიანი არ იყო,ოჯახის არც ერთ წევრს არ ეძინა.ყველანი მისაღებში შემოკრიბა და მათ წინ ჩამოჯდა
-ახლა რაღაცას მოგიყვებით და თქვენებურები არ დაიწყოთ,ბოლომდე დამასრულებინეთ!
წინასწარ გააფრთხილა ისინი და ერთი ღრმად ჩაისუნთქა,გამბედაობის მოსაკრებად
-ლიკას წვეულებაზე გავიცანი ბიჭი,მამა შენ კი იცი კარგად ვინც არის,ლაშა გიგაური...რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სანამ ქვეყანას დატოვებდა,მისი ოჯახის წევრებიც გავიცანი და დღეს მამამისის დაბადების დღეზე ვიყავი.სახლში რომ ვბრუნდებოდი მივხვდი,ლაშა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მინდა ეს იცოდეთ
რამდენიმე წუთი ხმას არცერთი იღებდა.ნია გაღიმებული შესცქეროდა ფერდაკარგულ დას,რომელიც მშობლებს შესციცინებდა
-აქამდე რატომ არ გვითხარი,დედი?
ხმა ძლივს ამოიღო ნატამ და მდუმარე ქმარს გადახედა
-არ მეგონა ასე შორს თუ წავიდოდა ყველაფერი
-ჩვენთვის მაინც უნდა გეთქვა
-ვიცი მამა და ძალიან ვნანობ,უბრალოდ დამალვას აზრი აღარ აქვს!
-მოდი ჩემთან
ირაკლიმ ხელი გაუწოდა გაყინულ ქალიშვილს და გვერდით მიისვა
-დიდი გოგო ხარ მამი,არ ვაპირებ გაგკიცხო და რამე დაგიშალო.მიყვარხარ და შენს არჩევანს პატივს ვცემ
კაცმა ძლიერად ჩაიხუტა ათრთოლებული შვილი
-კარგი ბიჭი კი აგირჩევია
გაიცინა ირაკლიმ და მომღიმარ ტაისას თვალი ჩაუკრა
-მე რატომ არ ვიცი არაფერი მაგ ბიჭის შესახებ?!
წამოიძახა ნატამ და წარბები უკმაყოფილოდ შეკრა
-ფეხბურთელია დედიკო და ესპანეთში ცხოვრობს
ნია სიცილით მოეხვია დოინჯშემოყრილ დედას
-რაა?დავიღუპეთ ირაკლი!ნამდვილად დავიღუპეთ
წამოიკივლა ქალმა და სახეზე ისე იტკიცა ხელი,ყველა შეაშინა
-რატომ?
ტაისა გაოცებული უყურებდა არაადეკვატურ ნატას
-აბა დედა იმასთან ერთად რომ იცხოვრებ,ჩვენ აქ არ მოგვენატრები?
-ნატა დამშვიდდი,ჯერ ადრეა ეგ ყველაფერი!
ირაკლიმ თვალები დაუბრიალ ცოლს და შვილს თავზე აკოცა
-მიყვარხარ მა!
ტაისა დაძინებას აპირებდა ლაშამ რომ დაურეკა
-მადლობა რომ მიხვედი
ბიჭს ხმაზე ეტყობოდა,საშინლად დაღლილი ოყო
-აღარ მითხრა ეგ!მე სიამოვნებით წავედი მათთან
-რატომ არ დარჩი?!
-გარკვეული მიზეზების გამო
-კარგი,მთავარია მიხვედი,მაგრამ მაინც მეწყინა
ბიჭმა ღრმად ამოიოხრა
-ხვალ ვერ დაგირეკავ,ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს
-წარმატებები და იცოდე რომ შენი მჯერა
-ყოველ წამს მენატრები!
ტაისა გათიშვას აპირებდა ლაშას სიტყვები რომ გაიგო
-ახლა დაისვენე,ხვალ თუ გამარჯვების გოლს გაიტან,სიურპრის გაგიკთებ!
მაშინვე გათიშა და მომღიმარი სახე ბალიშში ჩამალა.
ტაისა მამის გვერდით,მისაღებში იჯდა და ლაშას თამაშს უყურებდა.ემოციებს ძლივს იკავებდა და გაუაზრებლად უყვიროდა მინდორზე მორბენალ ფეხბურთელებს.ირაკლი კარგად ხალისობდა შვილზე,რომელიც ტელევიზორის წინ ასვეტილიყო
-მამი,მეც თუ მაყურებინებ კარგი იქნება
-აი,მთელი სხეული მიკანკალებს
გაიცინა გოგონამ და დივანზე მიწყვეტით დაეცა.ვერასდროს წარმოიდვენდა ფეხბურთი მასში ამხელა ემოციებს თუ გამოიწვევდა
-ჯარიმა
წამოიყვირა ირაკლიმ და ტაისამაც უცებ წამოსწია თავი
-რა მოხდა მითხარი!
წამოიკივლა დაბნეულმა და გაურკვევლობაში მყოფმა ტაისამ
-შესანიშნავი ჯარიმა დაინიშნა,ჩვენს სასარგებლოდ
კაცი ფეხზე წამომდგარიყო და სიხარულით შესცქეროდა ეკრანს.ტაისამაც მამას მიბაძა,მის გვერდით დადგა და ხელები ერთმანეთში ახლართა.ბურთთან ორნი იდგნენ,ლაშა და მისი თანაგუნდელი.გოგონას სუნთქვაც კი შეკავებული ჰქონდა იმდენად ღელავადა.მოულოდნელად გაისმა სასტვენის ხმა და ლაშას მიერ დარტყმული ბურთი კარში რომ აღმოჩნდა,ირაკლისა და ტაისას ყვირილმა კორპუსი ჩამოანგრია.მამა-შვილი ერთმანეთზე იყვნენ გადახვეულები,რომლებმაც შეძახილებით აიკლეს სახლი
-სულ გაგიჟდნენ ესენი
ნატა გაოცებული შესცქეროდა ქმარ-შვილს,რომლებსაც საერთოდ არ აღელვებდათ შეშფოთებული ნატა.ტაისამ მთელი ოთახი შემოირბინა თამაში რომ დასრულდა.საოცრად ბედნიერი იყო და ეგონა ამ ბედნიერებისგან გასკდებოდა
-რა ვქენით ბოლოს და ბოლოს?
ყურადღებამოკლებულმა ნატამ ჰკითხა ქმარს,რომელმაც სიცილით გადახედა დაბღვერილს
-მოიგო სიძემ
თვალი ჩაუკრა ირაკლიმ ტაისას,რომელიც ერთ ადგილას გახევდა
-სიძე არ არის
ამოიჩურჩულა გოგონამ და ოთახში შეიძურწა.მოუთმენლად ელოდა ლაშას ზარს.ბიჭს დიდხანს არ ულოდინებია და მალევე ამღერდა მობილური
-აბა სად არის ჩემი სიურპრიზი?!
მაშინვე წამოიყვირა ლაშამ
-მე არ მითქვამს,ახლავე იქნება მეთქი
ბიჭი რამდენიმე წამი ჩუმად იყო,შემდეგ უაზრო სიცილი ატეხა
-რატომ მაწვალებ?!
-რა მოუთმენელი ხარ,ცოტა მოიცადე
-ცუდი გოგო ხარ!
ტაისა ხალისობდა გიგაურზე.მთელი ოთახი შემოიარა,ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა
-როგორ ვითამაშე?
-შესანიშმავად,ერთი-ორი შეცდომით
-ცუდი ხარ მეთქი
-მოწესრიგდი,დაისვენე და მერე შემეხმიანე
-მენატერები
მიაძახა ლაშამ და ყურმილი დაკიდა.
ტაისა საოცრად გახარებული იყო ლაშას წარმატებით.სპორტით არასდროს ინტერესდებოდა,მაგრამ გიგაურმა სრულებით შეცვალა მისი ცხოვრების სტილი.რამდენჯერმე მატჩის დღე მის მორიგეობას დაემთხვა და თანამშრომლებთან ერთად უყურებდა ფეხბურთს ერთ-ერთი პაციენტის ოთახში,რომელიც ასევე აღფთოვანებული იყო გიგაურით.ერთ-ერთი გამარჯვების,შემდეგ ლაშასგან ის სურათი მიიღო,რომელიც წყნეთში გადაუღეს შეტყობინებასთან ერთად რაზეც ეწერა-"რა საყვარლები ვართ".გოგონა გაოცებული მიშტერებოდა ეკრანს და ღიმილს ვერ იკავებდა.იცოდა თინის გაგზავნილი იყო და გემრიელადაც გამოლანძღავდა დაქალს ამისთვის.
კლინიკაში დარბოდა,იმდენი პაციენტი ჰყავდათ ძლივს აუდიოდა ყველას.საბუთებით ხელში დერეფანში მიჰქროდა,ნაცნობ სახეს რომ წააწყდა.სწრაფად შეჩერდა და ნიკასთან მივიდა,რომელიც აქით-იქეთ მიმოდიოდა
-გამარჯობა ნიკა,ხომ მშვიდობა გაქვთ?სოფო ხომ კარგად არის?
გოგონა დაბნეული ელაპარაკებოდა გაფითრებულ ნიკას და საერთოდ ვერ შეამჩნია იქვე ჩამომსხდარი ნიკასა და სოფოს მშობლები
-მშობიარობს
ძლივს ამოთქვა ნიკამ და ტაისამ შვებით ამოისუნთქა,ეგონა რამე ხდებოდა
-გილოცავ საყვარელო
უცებ მოეხვია და გამხნევების ნიშნად ხელი დაჰკრა მხარზე
-გამარჯობა ძვირფასო
ელზაც მოეხვია მონატრებულ ტაისას და სოფოს მშობლები გააცნო
-ახლა უნდა გავიქცე,აუცილებლად შემოგივლით
-არ მიშვებენ და შეგიძლია სთხოვო შემიშვან?
ნიკა საცოდავად იდგა და თვალებით ემუდარებიდა ტაისას
-აქ დამელოდე
გოგონა სამშობიაროში შევიდა და რამდენიმე წუთში,ნიკა საყვარელი ქალის გვერდით იყო.
ტაისა მომღიმარი დაჰყურებდა პატარა გოგონას,რომელიც დედის მკერდზე იწვა და ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა.სოფო გადაღლილი მიწოლილიყო და დადუმებულ ნიკას უღიმოდა
-მე დაგტოვებთ,კიდევ ერთხელ გილოცავთ!
პალატიდან გამოსვლის შემდეგ,ტაისამ ცრემლები ვერ შეიკავა და ლოყაზე დაგორებული მლაშე სითხე სწრაფად შეიმშრალა.ლაშას მაშინვე მისწერა და დიდი სიყვარულით მიულოცა ძმიშვილის დაბადება.
ნოემბერი იყო დაწყებული ტაისა მოულოდნელად რომ დაადგა ელზასა და ვატოს.ორივე ისე გაახარა,ბედნიერებისაგან თვალები უციმციმებდათ.გოგონა დიდხანს იყო მათთან და საჭირო ინფორმაციებიც შეკრიბა იმ საქმესთან დაკავშირებით რასაც გეგმავდა.
ლაშას რვა ნოემბერს თამაში ჰქონდა,ამიტომ დილიდანვე გასული იყო.მთელი დღე ელოდა ტაისას ზარს,რადგან მის გარდა ყველამ მიულოცა 27 წლის იუბილე.მთელი დღე დაბღვერილი დადიოდა,რაზეც გუნდელები დასცინოდნენ.კონცენტრაცია ძლივს მოიკრიბა და მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.თამაშის შემდეგ გუნდელებს სურდათ,ერთად აღენიშნათ გამარჯვება და ლაშას დაბადების დღე,მაგრამ ბიჭმა სახლში წასვლა არჩია.გამარჯვების მიუხედავად საშინელ ხასიათზე იყო.მანქანა ფარეხში დააყენა და გინებით შევიდა სახლში,ფეხი კიბეს რომ წამოკრა.ჩანთა შესასვლელში დააგდო და მისაღებში შესულმა დენის ჩამრთველს აკრა თითი.გაოცებისაგან თვალები გაუფართივდა,ოთახის ცენტრში მდგარი,მომღიმარი ტაისა რომ დაინახა.გოგონა ტორტითა და ბუშტებით ხელდამშვენებული იდგა,რომელსაც თავზე ქაღალდის კონუსი მოერგო
-დაბადების დღეს გილოცავ
გაუცინა გაშეშებულს და მისკენ წავიდა.შოკოლადის ტორტი ცხვირწინ აუფრიალა და უთხრა სანთლები ჩაექრო.ლაშა ისევ გამოშტერებული შეშჩერებოდა ტაისას და გონს ვერ მოსულიყო,რა ხდებოდა
-ლაშა ჩააქვრე,თორემ სანთლის ჭამა მოგვიწევს
-მეჩვენები ხომ?!
ძლივს ამოიბუტბუტა ბიჭმა და ფრთხილად შეახო ლოყაზე თითები მოცინარს
-ჩააქვრე!
გოგონამ თვალები დაუქაჩა და მასთან ერთად შეუბერა სული თითქმის ჩამწვარ სანთლებს.ტორტი იქვე დადო და სწრაფად მოეხვია გახევებულ ბიჭს
-კიდევ ერთხელ გილოცავ
ამოიჩურჩულა და ღრმად ჩაისუნთქა ნაცნობი სურნელი
-არ მჯერა აქ რომ ხარ
გიგაური სახეზე ეფერებოდა და ლოყებს უკოცნიდა თვალებმინაბულს
-ესეც შენი სიურპრიზი
თვალი ჩაუკრა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა ტრანსში მყოფს
-აქ როგორ მოხვდი?
-რანაირ კითხვებს სვამ?პირველ რიგში,შენს აგენტს დავუკავშირდი სახლის გასაღები,მისამართი და დახმარება ვთხოვე,შემდეგ ბილეთი ვიყიდე და გადმოვფ...
ტაისამ სიტყვა ვერ დაასრულა,ლაშა დააცხრა ტუჩებზე და მთლიანად გამოთიშა დედამიწას.გაუცნობიერებლად მოხვია ხელები კისერზე და თავადაც აჰყვა კოცნაში.გიგაური ნაზად,მაგრამ ამვდროულად მომთხოვნად უკოცნიდა არომატულ ბაგეებს.მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ უჰაერობისგან კინაღამ რომ დაიხრჩვნენ
-საუკეთესო ხარ!
ამოიხრიალა ბიჭმა და კიდევ ერთხელ აკოცა
-როგორ არ მითხარი,რომ მოდიოდი?!
-სიუპრიზი გაგიკეთე
მხრები აიჩეჩა და ტორტს დაავლო ხელი
-აქაც რამხელა სახლი გაქვს,ალონსო რომ არა,ვერაფერს მივაგნებდი
ტაისამ ტორტი სამზარეულოში გაიტანა და უზარმაზარ მაგიდაზე დადო
-ჯანდაბა,ალონსომ მაგიტომ მითხრა სახლში ამაზე დიდი გამარჯვება გელისო?!
ბიჭმა გაიცინა და თითები ოდნავ მოზრდილ წვერზე ჩამოისვა
-მშია
ამოიზუზუნა და თავადაც შევიდა სამზარეულოში,წელსზემოთ შიშველი.ტაისა ცდილობდა არ შეეხედა მისი უნაკო სხეულისთვის და ისეთი სასაცილო იყო აწითლებული,ლაშამ ხარხარი დაიწყო
-ნუ დამცინი!
დაუბღვირა გოგონამ და ლამის მაცივარ შიშეძვრა.რამდენიმე სალათს ამზადებდა ბიჭთან ერთად.ლაშას სულ დასცინოდა,რადგან ბოსტნეულიც კი ძლივს დაჭრა
-საჭმელს ვინ გიმზადებს?
ინტერესით ჰკითხა,დასჯილი ბავშვივით ჩამომჯდარ ლაშას
-ძირითადად,რესტორანში ვჭამ -გითხარი,სამზარეულოში ფუსფუსის არ ცოდნა,მინუსია
-სამაგიეროდ საწოლში ვარ მაგარი!
ლაშამ თვალი ჩაუკა გოგონას.ტაისა ისე გამწარდა დაუფიქრებლად გაუქანა ხის ჩოგანი თავში,რომელიც მიზანს მოხვდა.იმხელა ხმა გაიღო ლაშას თავმა ტაისამ შიშისგან წამოიკივლა.სწრაფად მივიდა მასთან და საცოდავად დახედა თავზე
-ამიტომ არ უნდა ილაპარაკო ზედმეტები!
დაიჩურჩულა და თავზე ყინულები დაადო
-ჯანდაბა,მგონი მეორე თავი ამომდის
ლაშამ გაიცინა და სახედამანჭულ ტაისას ახედა
-ძალიან არ მტკივა,არ ინერვიულო
-მაპატიე რაა,ინსტიქტურად მომივიდა
ამოიტირა გოგონამ და თავზე გადაუსვა აკანკალებული თითები
-არ მტკივა გოგო რა გატირებს?
ლაშა ფეხზე წამოდგა და აზლუქუნებულს მოეხვია
-გეფიცები,მართლა არ მტკივა
ტაისამ ცრემლები შეიმშრალა და თავის სალათებს მიუბრნდა.სირცხვილისგან,თვალებში ვერ უყურებდა ბიჭს.სავახშმოდ,რომ დასხდნენ ლაშას დაურეკეს.ელზა იყო და ტაისას ამბავს კითხულობდა
-ყველამ იცოდა?
წარბი აწკიპა ბიჭმა,რომელიც მომღიმარ ტაისას შესცქეროდა
-შენ როგორ შეიკავე თავი რომ არ გეთქვა?!
დედას ჰკითხა,რომელიც ქმრის მკლავებში იყო მოკალათებული
-ტაისას დამსახურებაა,საოცარი გოგონაა
გაუცინა ქალმა და თვალი ჩაუკრა შვილს
-წავედი,ვჭამ
ამოთქვა ბიჭმა და გათიშვას აპირებდა,ვატომ რომ დაუყვირა ტაისა მომიკითხეო.
ლაშამ მობილური გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა.ბარიდან ღვინო გადმოიღო და მარტივად,ოსტატურად მოხსნა საცობი.ჭიქებში ჩამოასხა წითელი სითხე და თავისი ადგილს დაუბრუნდა
-მადლობა,რომ არსებობ!
ყბაზე აკოცა მომღიმარს და მათრობელა სითხე დააგემოვნა.
ტაისა მშობლებს ესაუბრებოდა,კარზე ზარის ხმა რომ გაიგო,ლაშამ მეორე სათულიდან ჩამოსძახა გააღეო და ისიც უყოყმანოდ წავიდა გასაღებად.თვალები შუბლზე აუვიდა ულამაზესი გოგონა,ულამაზესი ფორმებით,მოკლე ლამაზ კაბაში გამოწყობილი,რომ შერჩა ხელში.პირდაფჩენილი უყურებდა და ვერაფერს ამბობდა
-ვინ არის?
მალევე გაჩნდა ლაშა მათთან და ტაისამაც მისკენ მიატრიალა თავი.გიგაური დაძაბული შეშჩერებოდა სტუმარს.ტაისა უხმოდ დაბრუნდა მისაღებში და ისიც კი ვერ მოიფიქრა დამჯდარიყო,ერთ ადგილას იდგა დაბნეული.მათი ხმა ესმოდა,მაგრამ ესპანურად საუბრობდნენ და ენის არ ცოდნის გამო,ვერ მიხვდა რაზე ლაპარაკობდნენ.გრძნობდა როგორ უცივდებოდა ნერვიულობისგან მთელი სხეური.რამდენიმე წუთში ლაშაც დაბრუნდა მისაღებში გოგონასთან ერთად.ტაისას ისე შერცხვა,გაქცევა უნდოდა იქიდან.გიგაური არანაკლებ დაძაბული გამოიყურებოდა.ბიჭმა ერთმანეთი გააცნო მანდილოსნებს.ავრორა ინგლისურად კარგად საუბრობდა,ამიტომ ტაისას მასთან კონტაქტი არ გასჭირვებია.ნამცხვარი და ყავა შესთავაზა,რაზეც უარი არ მიუღია.იმდენად უნდოდა ოთახის დატოვება ჯოჯოხეთშიც სიამოვნებით წავიდოდა.სამზარეულოში შევარდა რასაც ჰქვია და საკუთარ თავს დაუწყო დამშვიება.ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ტორტის ლამაზ ნაჭრებად დაჭრა დაიწყო.უკვე გასვლას აპირებდა ლაშა რომ დაადგა თავზე.ბიჭი მასთან მივიდა და წინ აესვეტა
-ცუდად არაფერი იფიქო,ვმეგობრობთ გეფიცები
მხრებზე მოხვია ხელები და აიძულა მისთვის შეეხედა
-რატომ მიხსნი?არ ხარ ვალდებული!
ამოიბუტბუტა გოგონამ და აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა
-ვალდებული ვარ!მხოლოდ მეგობარია და...
-ლაშა,არანაირი უფლება არ მაქვს შენსა და მასზე თუნდაც ვიეჭვიანო!
ტაისამ ლანგარს ხელი დაავლო და დატოვა ცეცხლწაკიდებული ლაშა.ავრორა დიდხანს დარჩა მათთან,ბევრი ისაუბრეს.უფრო სწორად,ძირითადად ავრორა საუბრიბდა,ტაისას ჩუმად ყოფნა ერჩივნა.ხანდახან გადახედავდა ლაშას,რომელიც მზერით ბურღავდა.სტუმარი გიგაურმა გააცილა.ტაისა საზარეულოში იყო,ჭურჭელს რეცხავდა ბიჭმა საათის სიჩქარით რომ შეატრიალა თავისკენ
-ახლა მომისმინე!საერთოდ არაფერი ხდება ჩემსა და მას შორის,რაც აქ ვცხოვრობ მის მერე ვმეგობრობთ და ზედმეტი არაფერი მომხდარა.არ მინდა ტვინი მასზე ფიქრით გადაიღალო და ასე გაყინული სახით მიყურო!საერთოდ არცერთ ქალთან არ მაქვს სხვა ურთიერთობა,გარდა მეგობრობისა!
-და კატერინა?!
ლაშა შეკრთა,რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ამღვრეული მზერა აარიდა ტაისას,რომელიც თავ-ბედს იწყევლიდა ეს რომ თქვა.ცოტა ხანს ხმას არცერთი იღებდა,ბოლოს ლაშამ ამოხედა ათრთოლებულს
-ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი,გთხოვ!აქ ხარ,ჩემს გვერდით და არ მინდა ეს დრო უაზროდ გავფლანგო
ამოიხრიალა ბიჭმა და ძლიერად ჩაიხუტა აკანკალებული ტაისა
-დამშვიდდი
თავზე აკოცა.გაეღიმა გოგონას ხელები რომ იგრძნო წელზე.უხმოდ გაიყვანა მისაღებში და დივანზე დაჯდა,ტაისა კი კალთაში ჩაისვა.გოგონას ლაშას მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა.დიდხანს ისხდნენ ასე,მერე ორივეს მოაწვა დაღლილობა
-პირველ რიგში,შხაპი უნდა მივიღო
ამოიბუტბუტა ტაისამ და ფეხზე წამოდგა.ლაშას არ ესიამოვნა ის შეგრძნება,რაც ტაისას ადგომის შემდეგ დარჩა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.სააბაზანოში შეაცილა და თვითონ ოთახის გასამზადებლად წავიდა.ტაისა დიდხანს არ დარჩენილა დუშის ქვეშ.საოცრად სიამოვნებდა ცხელი წყალი,მაგრამ ლაშასი ერიდებოდა.მოკლე შორტითა და გიგაურის მაისურით დატოვა იქაურობა.იმ ოთახისკენ წავიდა საიდანაც სინათლე მოდიოდა.ლაშა ფანჯარასთან იდგა,ზურგშექცევით და მობილურზე საუბრობდა ესპანურად.ტაისამ თავისი ნივთები იქვე კამოდზე დაალაგა და ბიჭს აეკრო ზურგიდან.მკლავები მჭიდროს შემოხვია და თავი ზურგზე მიადო.იგრძნო როგორ დაეჭიმა ლაშას სხეული და გაეღიმა,აშკარად მოქმედებდა მასზე.ბიჭმა საუბარი რომ დაასრულა სწრაფად შეტრიალდა და მომღიმარს ცხვირზე დაჰკრა თითი
-საოცრად გიხდება ჩემი მაისური
ჩაშჩურჩულა და იქვე ყურის ძირში აკოცა.ტაისას სასიამოვნოდ გასცრა სხეულში და ნეტარებისგან თვალები მიხუჭა.ლაშა ნელა უკოცნიდა ყელსა და ლავიწის ძვლებს.გოგონა გაუნძრევლად იდგა და თვალდახუჭული იღიმოდა.მხოლოდ მაშინ მოეგო გონს გიგაურის გავარვარებული თითები რომ შეუძვრა მაისურის ქვეშ.ბიჭი ნაზად დაასრიალებდა თლილ თითებს რბილ კანზე.სიამოვნენისაგან წამოიკვნესა და ისე შერცხვა,ერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო.თვალები სწრაფად გაახილა და ლაშას აიძულა მოშორებოდა.მუხლები უცახცახებდა და ეშინოდა არ წაქცეულოყო.გიგაური ცალყბად უღიმოდა აწითლებულს და კიდევ უფრო აწითლებდა.ტაისამ გამომშრალ ტუჩებზე ენის წვერი რომ გადაიტარა,ბიჭმა სახე სწრაფად დაასერიოზულა
-სჯობს გავიდე!
ხმა დაბოხებოდა,მოწყვეტით აკოცა ტაისას და ოთახიდან გავარდა.გოგონას სიცილი აუტყდა, და ტუჩებზე თითები აიფარა.საწოლზე აძვრა და ახურებული სახე ბალიშებში ჩამალა.დიდხანს ცდილობდა დაძინებას,მაგრამ არაფრით გამოუვიდა.პირველ რიგში,უცხო გარემოს ვერ ეგუეობდა მეორეც,საშინელი ქარი იყო გარეთ,მართალია არასდროს ეშინოდა ქარისა და წვიმის,მაგრამ უსიამოვნოდ გრძნობდა თავს.ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ჩუმად შეაღო ლაშას საძინებლის კარი და საწოლისკენ დაიძრა.ოთახს ეზოდან შემოსული მკრთალი სინათლე ეცემოდა.გიგაურს საბანი გადაეძრო და კარგად მოსჩანდა მისი არაამქვეყნიურად იდეალური სხეული.ტაისამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და რაც შეიძლება ფრთხილად დაწვა საწოლზე,მაგრამ არ გამოუვიდა,ლაშას მაინც გაეღვიძა.შეშინებულმა წამოყო თავი და გაკვირვებით დააჩერდა საცოდავად მომზირალ ტაისას
-კარგად ხარ?
მისკენ გადაიწია და კუთხეში აწურული გოგონა თავისკენ დაქაჩა
-ბოდიში რომ გაგაღვიძე,მარტო ვერ დავიძინე...
ძლივს ამოიწრიპინა და ძალით გაიღიმა
-არაუშავს,ჩემთვის ასე სჯობს
თვალი ჩაუკრა გიგაურმა,მაისური ოდნავ აუწია და გახურებული მკლავი მუცელზე გადაადო.კომფორტულად მოეწყო და თვალებ დაჭყეტილ ტაისას ლოყაზე აკოცა
-არ გაიგუდო,ისუნთქე
უთხრა სიცილით და კიდევ ერთხელ აკოცა.გოგონამ სახე საცოდავად დამანჭა და ეცადა თავადაც შეექმნა კომფორტი.თავის მუცელზე დადებულ ლაშას მკლავს თითები შემოხვია და თავი ბიჭის თავს მიაყრდნო.თვალები დაეხუჭა,გიგაურისთვის დამახასიათებელი სურნელი რომ შეიგრძნო.
გოგონა ზედმეტმა სიმხურვალემ გამოაღვიძა.თვალები ნელა გაახილა და დაინახა კიდევაც გიგაურის მოდუნებული სახე.ბიჭს ჯერ კიდევ ეძინა და ტაისაზე იყო შემოხვეული.გაეღიმა,არასდროს ჰქონია ასეთი სასიამოვნო დილა.მომღიმარი შესცქეროდა მძინარეს,რომელსაც ლოყები ოდნავ შევარდისფერებოდა და ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა.არ უნდოდა გაეღვიძებინა,მაგრამ მის მკლავებს ისე ვერ დაეხსნა.ლაშამ ამოიზმუვლა და თავი ოდნავ წამოსწია.ცალთვალგახელილმა დახედა სახედამანჭულ ტაისას,რომელსაც აშკარად სინდისი ქენჯნიდა მისი გაღვიძებისთვის
-დილა მშვიდობისა
ხმა საგრძნობლად დაბოხებოდა.გაიღიმა და ყბაზე აკოცა აწურულ ტაისას
-დილა მშვიდობისა
ამოიჩურჩულა გოგონამ და თვალები მინაბა
-რა სასიამოვნოა,შენს გვერდთით გაღვიძება
ამოიზმუვლა გიგაურმა და ყელს ჩაუყვა კოცნით.ტაისა აკრუტუნებული იწვა და საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი,რომ ნახევრად შიშველი ლაშა მასზე იწვა
-რამდენი ხნით რჩები?
გოგონამ ძლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და ამღვრეული თვალებით შეხედა,მომღიმარს
-ზეგ უნდა დავბრუნდე
ამოიკნავლა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა.ბიჭი თითებით ეფერებოდა სახეზე და ნაზად კოცნიდა
-უფრო დიდხანს რომ დარჩე,არა?!
გიგაური ისე ესაუბრებოდა აბრუებდა, ისედაც აზროვნებადაკარგულ ტაისას
-არ შემიძლია,ეს რამდენიმე დღეც ძლივს მოვახერხე
-ცუდი გოგო ხარ!
-მართლა არ შემიძლია,კლინიკამ ძლივს გამომიშვა
-აუუ მინდა,რომ დიდხანს დარჩე
-ნუ წუწუნებ და ადექი,მძიმე ხარ!
გაიცინა ტაისამ და მხარზე დაკრა ხელი.ლაშამ კიდევ ერთხელ აკოცა და საწოლიდან წამოდგა.ტაისა პირდაღებული უყურებდა მოკლე შორტში გამოწყობილ გიგაურს.ლაშამ ცალყბად გაეღიმა და თვალი ჩაუკრა აწითლებულს.ტაისამ თავი სწრაფად გააქნია და თავადაც წამოდგა.
სადილობის შემდეგ,ქალაქის დათვარიელება გადაწყვიტეს.ლაშა ორი დღე ისვენებდა,რაც საოცრად უხაროდა ორივეს.ტაისა აღფთოვანებული იყო მადრიდის სილამაზით.გაღიმებული დადიოდა და თითოეულ დეტალს ზედმიწევნით ათვარიელებდა.ლაშა კიდევ იმით იყო ბედნიერი ტაისა მის გვერდით რომ იყო.მთელი დღე ქალაქში დადიოდნენ.გიგაური სულ წუწუნებდა, დავიღალე და სახლში წავიდეთო
-რა წუწუნა ხარ!
-აბა მთელი დღეა დამაწოწიალებ
-ოთხმოცდაათი წუთი ბურთს რომ დასდევ,მაშინ არ იღლები?!
ალმაცერად ახედა გოგონამ დაბღვერილ ლაშას
-არა!
ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ბუზღუნით შეჰყვა,ერთ-ერთ მაღაზიაში შესულს.გოგონას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ლაშას ჯუჯღუნისთვის,საღამომდედ დაატარებდა მადრიდის ქუჩებში.სახლში მისულები ბიჭი მაშინვე დივანზე დაეცა და ამოიზმუვლა
-დაიმახსოვრე!აწი საერთოდ არ ვივლი შენთან ერთად
ამოიბუზღუნა გაბრაზებულმა ტაისამ და ოთახისკენ წავიდა.ლაშამ სიცილით გააქნია თავი და მას მიჰყვა.კიბეებზე ასულს დაეწია და მაჯაში ჩაავლო ხელი.თავისკენ შეატრიალა და დაბუშტულ ტუჩებზე დააცხრა
-როგორი ბუტია ხარ
გაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა
-არ გელაპარაკები!
-ოო,სად არის არ ლაპარაკის დრო?!ისედაც ორი დღე ვართ ერთად
-აბა უაზროდ მეწუწუნები და...
-მაპატიე,მიდი მოწესრიგდი და სადმე ვივახშმოთ
შუბლზე აკოცა დაღვრემილს და ოთახში შეაგდო.ლაშა თვალებაციმციმებული უყურებდა მოხდენილ,შავ კაბაში გამოწყობილ ტაისას და ღიმილს ვერ იკავებდა
-წავედით
ამოიჩურჩულა გოგონამ და გასასვლელისკენ წავიდა.ერთ-ერთ ულამაზეს რესტორანში ისხდნენ და უგემრიელეს კერძებს მიირთმევდნენ.ლაშა მთელი საღამო მომღიმარი შეშჩერებოდა ულამაზეს ტაისას
-ძალიან ლაზი ხარ!
თავისი ჭიქა გოგონას ჭიქას მიუჭახუნა და სულ ააწითლა
-მადლობა
ამოიჩურჩულა მან და სწრაფად მოსვა მათრობელა სითხე
-დარჩი რა...
-ვერ დავრჩები
ამოთქვა და ნაღვლიანად შეხედა, არანაკლებ დანაღვლიანებულ ლაშას
-არ გაგიშვებ!
-მეც უზომოდ მინდა შენს გვერდით,მაგრამ არ გამოვა
ლაშას აღარაფერი უთქვამს,უგემურად განაგრძო თავისი კერძის მირთმევა.რესტორნიდან გამოსულებმა ფეხით გავლა გადაწყვიტეს.ნელა მიაბიჯებდნენ მადრიდის ვიწრო ქუჩებში.ლაშას ხელი გოგონას წელზე ჰქონდა შემოხვეული და მთელი ტანით ჰყავდა აკრული
-უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!
ამოიჩურჩულა ტაისამ და თავი მხარზე ჩამოსდო გიგაურს,რომელმაც თავზე აკოცა
-სახლში დავბრუნდეთ,შეგცივდება
დივანზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ,ლაშას ტელეფონი რომ აწკრიალდა.მისი აგენტი იყო,რომელსაც რამდენიმე ფოტო გამოგზავნა მისთვის.ფოტოებზე ქალაქში მოსიარულე ლაშა და ტაისა აღბეჭდილიყო.საოცრად ლამაზი ფოტოები იყო,მაგრამ უკვე უამრავი ჭორი აგორებულიყი ცნობილ ფეხბურთელზე
-მდედრობითი სქესის უმრავლესობას უკვე სძულხარ
ლაშამ გაიცინა და ყელში აკოცა,დაბნეულ ტაისას
-რატომ?
-აი,ამიტომ
ბიჭმა კიდევ გაიცინა და სტატიები აჩვენა ტაისას.გოგონას თვალები გაუფარათოვდა და ხველა აუტყდა
-ღმერთო,საქართველოში ყველაზე სასურველი,სპორცმენი სასიძოს ნაშა ვარ
გოგონამ ცხვირი აიბზუა და ისევ ტელევიზორს გახედა
-რა ბიჭი ააგდე
ლაშამ ხარხარი დაიწყო და მაგრად ჩაეხუტა დაბღვერილს
-ასე უნდა გსდიონ ყველგან?
-რას ვიზამთ,ცნობილი ვარ
გიგაური კმაყოფილი,ცალყბად იღიმოდა და გოგონას არომატულ ყელს ჰკოცნიდა.ტაისას ისევ ბიჭის გვერდით ეძინა.ისე ეხუტებიოდა,ვერავინ მოაშორებდა,გიგაურის კისერზე შემოხვეულ მკავებს.
მომდევნო დღე სახლში გაატარეს,რადგან იმ საღამოს ბრუნდებოდა ტაისა,ამიტომ ერჩივნათ არსად გასულიყვნენ.მთელი დღე ეზოში ისხდნენ.ლაშას მკავები შემოეხვია მისთვის და უხმოდ უსმენდა გოგონას საუბარს.
აეროპორტში იდგნენ,ახლა უკვე მადრიდის.ტაისას ლაშას მკერდზე მიეყრდნო შუბლი და ცდილობდა არ ეტირა.გრძნობდა,როგორ გასჩხეროდა უზარმაზარი ბურთი ყელში.გიგაური თავზე ეფერებოდა და უმეორებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ ამის თვითონაც არ სჯეროდა
-მომენატრები
ამოიტირა ტაისამ და მჭოდროდ მოხვია მკლავები
-არ იტირო
გაიცინა ლაშამ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები შეუმშრალა
-ვეცდები ახლა წელს ჩამოვიდე
თვალებს უკოცნიდა და სახეზე ეფერებოდა
-ჰუჰ...რთული ყოფილა შენი გაშვება
გაიცინა ბიჭმა და ტაისასაც აიძულა გაეღიმა
-ძალიან გამახარე,რომ ჩამოხვედი!ამაზე მაგარი საჩუქარი არავის,არასდროს გაუკეთებია!
ლაშა ათრთოლებულ ტუჩებზე დააცხრა და მანამ არ გაუშვა სანამ,ტაისას გაფრენის დრო არ მოვიდა
-შეხვედრამდე,ტაისია
ლოყაზე აკოცა და ამღვრეული მზერა აარიდა.ტაისა ატირებული იდგა ესკალატორზე და მხრებჩამოყრილ ლაშას უყურებდა.
აეროპორტში სანდრო,თინი და ნია დახვდნენ.სამივენი ნაღვლიანად შესცქეროდნენ ცოცხალ-მკვდარ ტაისას,რომელიც ფეხზე ძლივს იდგა.სანდრომ ხელები მოხვია ათრთოლებულს და თავზე აკოცა.უხმოდ იმგზავრეს,ტაისას მართლა არ ჰქონდ საუბრის თავი.სახლში მისულმა ორი სიტყვით მისწერა ლაშას რომ კარგად ჩაფრინდა და მაშინვე დაიძინა.ნატა ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებდა ატირებულ შვილს და თვითონაც ძლივს იკავებდა ცრემლებს.
სამსახურის გარდა თითქმის არსად გადიოდა.ოთახში შეიკეტებოდა და ან მეცადინეობდა,ან ეძინა.ბოლოს,თინიმ უფლება აღარ მისცა უაზროდ ეგლოვა და თავი გაენადგურებინა.აიძულა, გამოპრანჭულიყო და მასთან ერთად ბარში წასულიყო. გიორგიც მათთან ერთად იყო,მაგრამ ამას დისკომფორტი არ შეუქმნია ტაისასთვის,რადგან დიდი ხანი იყო რა ბიჭს იცნობდა.მშვენივრად ხალისობდა თინისა და გიორგის კინკლაობაზე.იცინოდა მათი მაგიდისკენ წამოსული ლევანი რომ დაინახა,სასმელი გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო.ჭლექიანივით დაიწყო ხველება და მკერდს იზელდა
-ეს ხო ვერ მოვიშორე რაა
ამოიხრიალა და გრილი თითები სახეზე დაისვა
-გაწუხებს?
გიორგიმ წარბაწევით გადახედა ტაისას,რომელსაც სიცილი აუტყდა
-რა გჭირთ ამ ქართველ ბიჭებს,ეგრევე ცუდზე რომ ფიქრობთ.არ მაწუხებს,უბრალოდ არ მინდა გული ვატკინო
-ხოდა უმტკივნეულოდ მოგაშორებ
-თინათინ დააწყნარეთ თქვენი კაცი,თუ შეიძლება
გაიცინა ტაისამ და თავზე წამომდგარ ლევანს ახედა
-გამარჯობა,ლევან
ძალით გაუღიმა და იძულებული გახდა ფეხზე წამომდგარიყო,რადგან ლევანი აშკარად ჩახუტებას აპირებდა
-ტაისა,როგორ ხარ?
ბიჭი მათთან ჩამოჯდა და იქ მყოფებს გადახედა
-ლევან,თინი და გიორგი ხომ გახსოვს?ესენიც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ
-კი,როგორ არ მახსოვს
ლევანიმ ღიმილით გადახედა მათ
-გიორგი,ტაისას შეყვარებული
ბიჭმა ხელი გაუწიდა ლევანს,მკლავი წელზე შემოხვია ტაისას და ნიშნის მოგებით გადახედა დაბნეულ ლევანს
-არ ვიცოდი,შეყვარებული თუ გყავდა
ძლივს ამოთქვა ლევანმა და ძალით გაუღიმა თვალებდაქაჩულ ტაისას
-ჰოო?რა საინტერესოა
გიორგი ტაისას დააჩერდა,რომელმაც თვალებით გადაუხადა მადლობა,ამხელა სამსახიობო ნიჭისთვის
-დიდი ხანია ერთად ხართ?
ტაისას პასუხის გაცემა უნდოდა,მაგრამ გიორგიმ დაასწრო
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა!
ამოისისინა ბიჭმა და მზერით აგრძნობინა ლევანს რომ იქაურობას უნდა გასცლოდა.ლევანი ისე სწრაფად დაემშვიდობა ყველას,ტაისა გაკვირვებული უყურებდა მიმავალს
-მადლობა,ღმერთო ეს თუ აღარ გამოჩნდა ძეგლს დაგიდგამ
ლოყაზე აკოცა გიორგის და აკრუტუნებულ თინის გადახედა
-რა მაჩო მყავხარ
გაიცინა ორჯონიკიძემ და ვნებიანი კოცნითაც დააჯილდოვა უფროსი
-თუ კიდევ გამოჩნდა,სხვანაირად დაველაპარაკები
-ნუ იძაბები
გაუცინა ტაისამ და გემრიელად მოსვა მანგოს წვენი.დიდხანს არ დარჩენილან ბარში.წყვილმა ჯერ ტაისა მიიყვანეს სახლში,რადგან ქალბატონი გიორგისთან რჩებოდა.მადლობა გადაუხადა პოტენციური სიძის სტატუსის მატარებელს და სახლში ავიდა.ყველას ეძინა.ჩუმად შეიძურწა ოთახში და ასევე ჩუმად დაწვა.მთელი ღამე ვერაფრით მოისვენა.ექვსი იქნებოდა დაწყებული ტელეფონს რომ დაავლო ხელი და გაღიმებულმა აკრიბა ერთ სიტყვიანი ტექსტი და გააგზავნა.
ლაშა გუნდელებთან ერთად იყო ერთ-ერთის სახლში,შეტყობინება რომ მიუვიდა.სიცილით დახედა განათებულ ეკრანს და გული კინაღამ გაუჩერდა,ტაისასგან მიწერილი ესემესი რომ გახსნა.იგრძნო როგორ აუჩქარდა პულსაცია და როგორ გაუჭირდა სუნთქვა.მხოლოდ ერთადერთმა სიტყვამ შეძლო,მთლიანად აეფორიაქებინა ამხელა კაცი.ფეხზე სწრაფად წამოდგა და აივანზე გავარდა.თვალი გაეშტერებინა ეკრანისთვის,რაზეც მხოლოდ ერთი სიტყვა "მიყვარხარ" ეწერა.სწრაფად აკრიბა გოგონას ნომერი და სუნთქვაშეკრული დაელოდა მის ხმას.ტაისა არ ჩქარობდა.ფეხზე ნელა წამოდგა,იქვე დადებულ პლედში გაეხვია და აივანზე გააბიჯა.კომფორტულად მოეწყო სარწეველა სკამზე და გიგიაურის ზარსაც უპასუხა.ხმას არცერთი იღებდა.ტაისას ესმოდა ლაშას გახშირებული სუნთქვა და საკუთარი გულისცემა
-თუ არ მელაპარაკებოდი,რისთვის დამირეკე?
ამოთქვა და თავს ძლივს იკავებდა, სიცილი რომ არ დაეწყო
-მითხარი,რომ ფხიზელი ხარ!
ძლივს ამოიხავლა გიგაურმა.ტაისას გაეღიმა და ცას ახედა,საიდანაც სავსე მთვარე შემოსციცინებდა
-ფხიზელი ვარ
-მეც მიყვარხარ!
მაშინვე წამოიყვირა ბიჭმა და თავადაც გაეღიმა.ტაისამ თვალები დახუჭა და იგრძნო,როგორ აუდუღდა შიგნით ყველაფერი
-იმედია შენ მომწერე და ისევ თინიმ არ იმაიმუნა
ტაისამ გაიგონა ლაშას მოცინარი ხმა და თავადაც გაეცინა
-არა,ამჯერად მე ვიყავი
-ჯანდაბა,მხოლოდ ახლა გავაცნობიერე,რომ სიგიჟემდე მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ,ლაშა
-ჰო და,ახლა თავს მოვიკლავ მანდ რომ არ ვარ
ტაისა ხმამაღლა იცინოდა და თავზე წამომდგარ,დაბღვერილ დას ახედა
-რატომ არ გეძინა?
სიცილით კითხა დამუნჯებულ ბიჭს
-გული მიგრძნობდა,რაღაც მოხდებოდა
-სერიოზულად გეკითხები
-მეგობრებთან ერთად ვარ
-ყველა ბიჭია?
ტაისამ ტუჩებზე შემოირტყა თითები და სახე საცოდავად დამანჭა ეს რომ თქვა
-უკვე ეჭვიანობ?!
-არაფერსაც არ ვეჭვიანობ და წავედი უნდა დავიძინო!
ამოიბურტყუნა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და ფეხზე წამოხტა
-მიყვარხარ!
უთხრა ლაშამ და თავად გათიშა.ტაისა რამდენიმე წუთს იდგა ავანზე.ძალიან რომ შესცივდა მხოლოდ მაშინ მოიფიქრა ოთახში შესვლა.საბნის ქვეშ შეძვრა და ნიას ჩაეხუტა,რომელმაც ფართხალი დაიწყო გაყინული სხეული რომ შეეხო
-ჩამოვიდეს და იმან გაგათბოს!
ჩაიბურტყუნა ძილბურანში მყოფმა და მოცინარ ტაისას ყურადღება არ მიაქცია.
თინი ოთახში დადიოდა და მთელ ხმაზე გაჰკიოდა,როგორ არ მითხარი თუ გიყვარდაო.ტაისა მომღიმარი იჯდა მის წინ და საერთოდ არ უსმენდა,თუ როგორ ლანძღავდა თინი
-მთავარია აღიარა
მხრები აიჩეჩა ნიამ და დაბღვერილ თინის თვალთახედვის არეალიდან გასცილდა
-მე რას მერჩი
ამოიწრიპინა და ისეთ ადგილას გადაჯდა ორჯონიკიძე რომ ვერ მიწვდებოდა და ვერ გაჩეჩავდა
-აქამდე მეგონა,იმიტომ იყავი ასეთი ენერგიული და ჰიპერაქტიური კაცი გინოდა და დავიჯერო გიორგი ვერ გაცლის ენერგიას?!
ტაისამ სრული სერიოზულობით ჰკითხა ერთ ადგილას გახევებულ,პირდაფჩენილ თინის
-ახლა რომ ჩაგაფრინდები თმებში,ვერ გამომაცლის ვერავინ შენს თავს!
-დაწყნარდი,ვიხუმრე
თვალი ჩაუკრა აფორაჯებულ დაქალს და მის გვერდით დადებულ,აზუზუნებულ მობილურს დახედა
-გირეკავს კური
ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი და მოხვდა კიდევაც მთელი ძალით ნასროლი ბალიში თავში
-მე და სანდრო გურიაში მივდივართ და არ ვიცი ირაკლის როგორ ვუთხრა
ამოთქვა დაბნეულმა და საწყლად მომზირალმა ნიამ
-რა გინდათ გურიაში?
-სანდროს ბებიასთან და ბაბუასთან მივდივართ,ცოლქმრობის სამოცი წელი უსრულდებათ და გვინდა სიურპრიზი გავუკეთოთ
ნია ისე საყვარლად ტიკტიკებდა,ტაისა ღიმილს ვერ იშორებდა და გაბადრული შესცქეროდა დას
-არამგონია ირაკლი წინააღმდეგი იყოს
-ოო რავიცი,მაინც ვნერვიულობ
-არ ინერვიულო,კარგად იქნება ყველაფერი
თავზე აკოცა ნიას და ოთახში შემოსულ ორჯონიკიძეს გაეკრიჭა
-რაო გაუხედნავმა მაჩომ?
-მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთო
თინი აღარ გამოიყურებოდა ისეთ ხასიათზე,როგორიც გიორგის ზარამდე იყო
-მერე?
-ვაიმე,მშორდებაა
წამოიკივლა და ფეხზე წამოვარდნილ დაქალს ახედა
-აუუუ ეს რა ბოდიალაა
ამოთქვა ტაისამ და ერთი გემრიელად შეანჯღრია გაშტერებული თინი
-ნუ ხარ დებილი!გშორდება არა კვახი,აცადე ადამიანს რამის თქმა,იქნებ გაწინაურებს?!
-მეტი რაღა უნდა დამაწინაუროს,მთავარი რედაქტორი ვარ!
-ნუ ყვირი და ნუ იქცევი ლენჩივით!
-ეს ვერაა კარგად
გაიცინა ნიამ და თინის შიშით,რამე არ მომარტყას თავშიო სახლიდან გავარდა
-იმედია მართლა მაწინაურებს,თორემ ვითრევ იმ გადაპარსული თმით
ტაისას გაეცინა და დაბღვერილ თინის მოეხვია.
ორჯონიკიძე გიორგის ერთ-ერთი სახლის მისაღებში,მაგიდის ბოლოში იჯდა და თავში წამოსკუპებულ უფროსს მზერით ბურღავდა,რომელიც ვითომაც არაფერიო ისე ესაუბრებოდა იქ შეკრებილ საზოგადოებას.გოგონა დაბნეული შესცქეროდა თავის მშობლებს და საცოდავად უღიმოდა მათ.ერთი სული ჰქონდა როდის დაიმარტოხელებდა გიორგის რომ ამ სირცხვილისთვის თმებით ეთრია.გოგონას ეგონა,სავახშმოდ მხოლოდ ის და გიორგი იქნებოდნენ,მაგრამ მწარედ შეცდა,რადგან წილოსანები უკლებლივ შეკრებილიყვნენ საყვარელი გიორგის სახლში,თან ამას მისი მშობლებიც ემატებოდა.საერთოდ ვერ ხვდებოდა რა შუაში იყვნენ ისინი
-თინათინ,შენსკენ რა არის სიახლე?
გოგონა თეფშს ჩაშჩერებოდა,თავისი სახელი რომ გაიგონა.თავი წამოსწია და უხერხულად გაუღიმა გიორგის დედას,რომელიც ინტერესით აკვირდებიდა
-სიახლე არაფერი,თუმცა ვფიქრობ,კაცს რომელთან ერთადაც ამჟამად ვარ,აუცილებლად უნდა დავშორდე.არ მგონია სრულ ჭკუაზე იყოს და არ უჭირდეს ტვინში!
ამოისისინა თინიმ და მზერით გაბურღა გიორგი,რომელიც ყბამონგრეული უყურებდა.თინიმ გაიგო როგორ აფხუკუნდა მის გვერდი მჯდარი გიორგის და,რომელმაც კარგად იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ
-თუ ფიქრობ,რომ ცუდია და არ გამოგადგება,აუცილებლად უნდა ჩამოშორდე!
ქალი თავისქნევით დაეთანხმა ორჯონიკიძეს,რომელიც ცოტაც და გადაიწვებოდა ისეთი ახურებული იჯდა
-სანამ ერთმანეთის ლანძღვა დაგვიწყია,სჯობს საქმეზე გადავიდე და მიზეზი გითხრათ იმისა,თუ რატომ შეგკრიბეთ
გიორგი ფეხზე წამოდგა და დინჯი ნაბიჯით დაიძრა თინისკენ.მაჯაზე შემოხვია თითები და ისიც წამოაყენა.გოგონა ისეთი დაბნეული უყურებდა,წილოსანი ღიმილს ვერ იკავებდა
-დედა,მამა,დაო,ძმაო,ზურა,ნინა
გიორგიმ სიცილით გადახედა იქ მყოფებს და ისევ თინის მიუბრუნდა
-მინდა გითხრათ,რომ თინათინი მხოლოდ რედაქტორი არ არის ჩემს გამომცემლობაში.თითოეულმა თქვენგანმა იცით,რომ მას ვიცნობ სკოლის ასაკიდან და მინდა ვთქვა,ცხრა წელია ამ ადამიანზე უგონოდ ვარ შეყვარებული
თინი გაოგნებული უყურებდა უფროსს,რომელიც ისე ესაუბრებოდა სულ გამოთიშა ქვეყნიერებას.საერთოდ არ ახსოვდა,ვისთან ერთად იყო იმ ოთახში
-თინი,მოვითხოვ გახდე ჩემი ცოლი!
ამოთქვა ბიჭმა და ჯიბიდან შავი პატარა კოლოფი ამოაძვრინა.ფრთხილად გახსნა და გაშტერებულ თინის ცხვირწინ აუფრიალა.ორჯონიკიძე გონს ვერ მოსულიყო,გრძნობდა როგორ კანკალებდა და როგორ უთრთოდა ხელები.თვალებამღვრეული დაშჩერებოდა ულამაზეს ბეჭედს და ხმას ვერ იღებდა.გიორგიმ ყოველგვარი თანხმობის გარეშე მოარგო ბეჭედი დამუნჯებულს და შუბლზე აკოცა.გოგონამ გაუაზრებლად დაიწყო ტირილი და სწრაფად მოეხვია მომღიმარს.ამის შემდეგ იყო დალოცვა სადღეგრძელოებითა და მის გარეშე.აღმოჩნა რომ თინიზე ადრე იციდა ეს ყველაფერი მისმა მამამ,რომელიც ატირებულ შვილს გულში იკრავდა
-შესანიშნავი ბიჭია
კაცი თავზე კოცნიდა და ეფერებოდა მას.
ტერასაზე იდგა,გიორგისთან ერთად და ღამის თბილისს უყურებდა.ბიჭი ზურგზე მოხვეოდა და ყელსა და კისერს უკოცნიდა
-იმ სიტყვებისთვის მერე დაგსჯი,რაც სუფრასთან თქვი!
ჩასჩურჩულა ბიჭმა და იქვე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.თინი აკრუტუნებული მიეყრდნო მის მკვრივ მკერდს და თვალები მინაბა
-არ მჯერა,რომ ეს მართლა ხდება
-ამდენი წელი ისედაც უაზროდ დავკარგეთ
-შენი ბრალია,გეთქვა აქამდე,თუ გიყვარდი
ისე თქვა თინი,თითქოს თვითონ არ უყვარდა წილოსანი ბავშვობიდან
-აწი არ ვაპირებ სადმე გაგიშვა
ბიჭი ნაზად უკოცნიდა ყელს და მთელს კანს უხორკლიდა
-ზურამ გამაოცა
გაიცინა გოგონამ მამის გახსენებაზე
-შესანიშნავი კაცია
-რა ერთნაირად საუბრობთ თქვენ?!
მისკენ შეტრიალდა და ღიმილით ახედა
-მიყვარხარ!
ამოთქვა და პირველი დაეწაფა ბიჭის გამაბრუებელ ბაგეებს.
ამჯერად ტაისა დაქროდა ოთახში და თინის ლანძღავდა გიორგიანად.გაიძახოდა სიძედ არ შემოვუშვებ ჩემს ოჯახში,როგორ არ დამპატიჟა ნიშნობაზეო
-ვაიმე,ეგ არის მნიშვნელოვანი?!ვთხოვდები გოგოო
წამოიყვირა თინიმ და გაბადრული გადაწვა დივანზე
-აგერ ნახე ქორწილში თუ მოვიდე!
ამოიბურტყუნა ტაისამ და გაბრაზებული ჩამოჯდა დივანზე
-ვერ ვიჯერებ,გიორგი წილოსანი ჩემი ქმარი იქნება!
-ნუ ლაპარაკობ მაგაზე,თორემ მიგგუდავ
-ოო,ნუ იბუტები შენც კიდევ,მხოლოდ მშობლები იყვნენ და გიორგის დედმამიშვილები
-საერთოდ არ მაინტერესებს!
ტაისამ ცხვირი მაღლა ასწია და მზერა აარიდა დაქალს
-მე მაპატიე მის ნაცვლად
ლოყები დაუკოცნა გაბუტულ მეგობარს და ამით მოთაფლა.ტაისა ამღვრეული მზერით მოეხვია მას და მთელი გულითა და სულით მიულოცა
-არ დამენახოს რამდენიმე დღე,გააფთხილე!
-გავაფრთხილებ
გაიცინა თინიმ და მარტო დატოვა აზლუქუნებული ტაისა.
მორიგე იყო გიორგი რომ დაადგა თავისი საყვარელი ნამცხვრითა და ყვავილებით.ტაისა ცხვირაბზუებული უყურებდა წარბებაწკეპილს და ერთი სული ჰქონდა როდის ჩასცხებდა რამეს თავში
-მაპატიე,ჩემო პრინცესავ
წილოსანი მასთან მივიდა და შუბლზე აკოცა
-მოულოდნელად გადავწყვიტე,თორემ შენს თავს რა დამავიწყებდა?!
ტაისა ისევ ისე იდგა,ხელებგადაჯვარედინებული და ზედაც არ უყურებდა მომავალ სიძეს
-ტაისა,მაპატიე გთხოვ
ბიჭი საცოდავად შესცქეროდა წარბებშეკრულს
-მაწყენინე
ამოიბუტბუტა ტაისამ და ამღვრეული მზერით ახედა
-ვიცი,ვიცი და დასასჯელიც ვარ ოღონდ ასე არაა,ნუ გამიმეტებ შენი უყურადღებობისა და სიცივისთვის
-რა მომიტანე?!
იკითხა გაღიმებულმა და გიორგის ახედა,რომელიც მაშინვე მოეხვია
-აი,ჩემი ტაისაც დაბრუნდა
გაიცინა ბიჭმა და კიდევ ერთხელ აკოცა.ნამცხვრის ყუთი შეაჩეჩა და ყვავილები იქვე დადო.ტაისა სიამოვნენისგან ზმუოდა,საყვარელი ტკბილეულობა რომ დაინახა
-მხოლოდ ამით ვერ შემომირიგებ!
ალმაცერად ახედა მომღიმარს
-რასაც მთხოვ იმას შეგისრულებ!მაგამ ახლა უნდა გავიქცე
ლოყაზე აკოცა გოგონას და იქაურობა დატოვა.ტაისა თანამშრომლებთან ერთად შეექცეოდა ტკბილეულს და ნეტარებისგან მეცხრე ცაზე იყო.
ლაშა ვეღარ უძლებდა მონატრებას.დღეში ასჯერ ურეკავდა ტაისას,მხოლოდ იმისთვის რომ მისი ხმა გაეგო.ტაისა ხალისობდა ბიჭზე,თუმცა თვითონაც არანაკლებ გაგიჟებული იყო მონატრებისგან.ახალი წელი ახლოვდებოდა,მაგრამ ლაშა აშკარად ვერ ახერხებდა ჩამოსვლას.ეს ფაქტი ტაისას ძალიან თრგუნავდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო,უნდა აეტანა.თავადაც ვერ წავიდოდა მასთან,რადგან კლინიკა ვერ გაუშვებდა,როგორც წესი,ზამთრის პერიოდში უამრავი პაციენტი ჰყავდათ.
სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო.შემოსასვლელში იდგა და მანტოს იხდიდა,მხრებჩამოყრილი ნატა რომ გამოვიდა მისაღებიდან.ქალს ფერი არ ედო სახეზე
-დედა,რა მოხდა?
შეშინებულმა წამოიძახა და ნატას მივარდა
-მამას დაემართა რამე?
-არა
ძლივს ამოთქვა ქალმა
-მისაღებში გელოდებიან
ტაისა გიჟივით შევარდა მისაღებ ოთახში და გაოცებულმა შეხედა ვატოს,რომელიც ციცხალ-მკვდარს ჰგავდა
-ბატონო ვატო?რა ხდება?
ტაისას შეშინებული უყურებდა ვატოს,რომელიც ღონმიხდილი შესცქეროდა
-ვერ გეტყვი რომ არ უნდა ინერევიულო,რადგან მე თვითონ მიჭირს ეს ყველაფერი
კაცის დამახასიათებელი ბოხი ბარიტონი სადღაც გამქრალიყო.ვატო ისე გამოიყურებოდა ტაისას მთელ სხეულში უსიამოვნოდ გასცრა.შეეშინდა არ წაქცეულიყო და იქვე მდგარ მამას დაეყრდნო
-ლაშამ მძიმე ტრავმა მიიღო,ჯვარედინი იოგი გაუწყდა,საშინელ მდგომარეობაში.ყველას აგვიკრძალა მასთან ჩასვლა,მხოლოდ შენ თუ გვიშველი ჩემო გოგო
ტაისას აღარაფერი ესმოდა,თავბრუს ხვევას გრძნობდა.დივანზე მოწყვეტით დაეცა.ხელები სულ გაყინვოდა და ვერაფერზე ფიქრობდა.მხოლოდ ლაშა უტრიალებდა თავში,რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა
-როდის მოხდა?
ძლივს იცნო საკუთარი ხმა,დაბინდული მზერით ახედა ვატოს
-ორი დღის წინ
-აქამდე რატომ არ მითხარით?
-კატეგორიულად აგვიკრძალა,მაგრამ ვეღარ შევძელი,საშინელად არის.ოპერაცია გაუკეთეს,ძალიან რთულად გადაიტანა
ტაისამ თავი ჩახარა და უხმოდ ატირდა.ხვდებოდა რას ნიშნავდა ლაშასთვის ამხელა ტრავმა
-ვეცდები,რაც შეიძლება მალე გავფრინდე
ამოიხრიალა და ოთახში ძლივს გაბარბაცდა.
კლინიკა სასტიკ უარზე იყო რომ ტაისას ქვეყანა დაეტოვებინა,მაგრამ გოგონას ერჩივნა სამსახური დაეკარგა ვიდრე ლაშა მიეტოვებიმა ამ მძიმე მომენტში.მთავარი ექიმი და დირექტორი ძლივს დასთანხმდნენ,მხოლოდ იმიტომ,რომ არ სურდათ ასეთი კადრი დაეკარგათ.მადრიდში რომ ჩაფრინდა,აეროპორტში ალონსო დახვდა და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდნენ.ტაისა დიდხანს იდგა პალატის კართან და შესვლას ვერ ბედავდა.ბოლოს ძლივს მოიკრიბა ძალა,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილად შეაღო კარი.ლაშას თავი ფანჯრისკენ მიეტრიალებინა და ყურადღება არ მიუქცევია პალატაში შესულისთვის.ამღვრეული შესცქეროდა გიგაურს.იგი საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანს,რომელიც ბოლოს ნახა.ლაშა საოცრად გამხდარიყო,ფერი დაეკარგა და ტუჩები გალურჯებოდა.ნელა მიუახლოვდა საწოლს და იქვე ჩამოჯდა
-ლაშა...
ბიჭმა სწრაფად მიატრიალა თავი ტაისასკენ.გაფართიებული თვალებით უყურებდა ათრთოლებულ გოგონას
-აქ რა გინდა?!
ტაისას რომ არ სცოდნოდა,ვინ იწვა მის წინ,საერთოდ ვერ იცნიბდა მის ხმას
-შენთან ჩამოვედი რომ...
-არავის უთხოვია!
ამოისისინა ბიჭმა და თავი ისევ გაატრიალა.ტაისას გული მოეკუმშა.დიდხანს ვერ გაძლო პალატაში და ტირილით გამოვარდა იქიდან.იქვე დაჯდა და უხმოდ აქვითინდა.ცოტა რომ დამშვიდდა,ალონსოს დახმარებით ექიმს გაესაუბრა.მანაც უთრა,რომ ოპერაციის შემდეგ უარესად გამოიყურებოდა.გიგაური საერთოდ არ ჭამდა საჭმელს და მედიკამენტებზეც უარს ამბობდა.ტაისამ იცოდა თავად უნდა მოეკრიბა ძალა და ლაშას გვერდში დასდგომოდა.იმ საღამოს აღარ შეუწუხებია ბიჭი.ალონსომ სახლში მიიყვა.ცოტა დაისვენა,მოწესრიგდა და დილით ისევ კლინიკაში დაბრუნდა.ექიმის მონახულების შემდეგ ლაშასთან შევიდა პლატაში.ბიჭი ისევ ისე გამოიყურებოდა.ტაისა გვერდით ჩამოუჯდა და თითები ნელა შეახო გიგაურის საოცრად თბილ თითებს.ლაშას გააჟრჟოლა და თვალები მაგრად დახუჭა
-ლაშა,ბავშვივით ნუ იქცევი!ახლა ყველაზე მეტად გჭირდება ენერგია!
-რისთვის?
ბიჭმა თავი მიატრიალა და თვალებში ჩახედა ტაისას,რომელიც მის თითებს ეფერებოდა
-იმისთვის,რომ მოედანს დაუბრუნდე!
-ისეთი ვეღარასდროს ვიქნები
ამოიხრიალა ბიჭმა და ნეწყვი მძიმე გადააგორა გამშრალ ყელში
-უნდა იბრძოლო!თუ ასე იწვები და მთელი დღე ჩიტებს დაითვლი ფანჯარაში,ვერასდროს ეღირსები მინდორს!საკუთარ თავს უნდა მისცე ძალა იმისა,რომ იყო იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე!
ტაისა გაუცნობიერებლად ყვიროდა და სახეზე ჩამოცვენილ ცრემლებს გამწარებული იწმენდდა.ლაშა მდუმარედ შესცქეროდა ისტერიკამდე მისულს
-ვერ შევძლებ
ამოთქვა ბიჭმა და ლოყაზე შეახო გავარვარებული ხელის გული
-შეძლებ...უნდა შეძლო!
ამოიჩუჩულა ტაისამ და თავი მკერდზე დაადო.თვალები დახუჭა და ეცადა დამშვიდებულიყო.კარგად იაზრებდა,თუ რა მძიმე გადასატანი იყო ახლა მისთვის ეს,იცოდა რა რთული და მტკივნეული დღეები ელოდა წინ ბიჭს
-ლაშა,გთხოვ გააკეთე ის რასაც ექიმები გეუბნებიან!
ტაისა ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა,მაგრამ არაფრით გამოსდიოდა
-შევეცდები
ამოთქვა ბიჭმა და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა
-საკუთარ თავს არ უნდა მისცე იმის უფლება,რომ გაგანადგუროს!
წამოზრდილ თმაზე ეფერებოდა და სახეს უკოცნიდა.ლაშა თვალებდახუჭული იწვა და არაფერს ამბობდა
-შენ უნდა იყო მაგალითი ყველასთვის!
-ვერ შევძლებ...
-მაგ სისულელეს ნუ ამბობ!ყველაფერს შეძლებ,იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ და არ მოგცემ უფლებას,მოდუნდე!
ლაშას გაეღიმა და ხელისგუზლე აკოცა გოგონას.
ტაისა დერეფანში იდგა,მშობლებს ესაუბრებოდა ალონსო რომ დაინახა ნიკასთან ერთად.საოცრად გაუხარდა,რადგან გრძნობდა,მარტო ვერ უმკლავდებოდა ლაშას სიჯიუტეს.ბიჭი ღიმილით მიუახლოვდა და გადაეხვია
-როგორ არია?
-საშინლად,საერთოდ ვერ ვცნობ
ტაისა იქვე ჩამოჯდა და თავი დახარა
-სოფო და ბავშვი როგორ არიან?
ტაისას გაეღიმა პატარა ნუცას გახსენებაზე
-კარგად არიან,ლაშაზე ვღელავთ ყველანი
-შედი,დაელაპარაკე იქნებ მოახერხო რამე
ტაისას ძალა აღარ ჰქონდა,მხრებჩამოყრილი იჯდა და სასოწარკვეთილი შესცქეროდა ბიჭს
-სახლში წადი,დაისვენე აქ მე ვიქნები
ნიკამ თავზე აკოცა და ლაშას პალატისკენ დაიძრა.ტაისას არ უნდოდა წასვლა,მაგრამ სჯობდა დაესვენა.ლაშას ოთახში იწვა,მაგრამ ვერაფრით დაიძინა.ნიკას ხშირად ურეკავდა და მის ამბავს ეკითხებოდა.ისე დაათენდა გვერდიც არ უცვლია.მოწესრიგდა და მაშინვე საავადმყოფოში წავიდა.დერეფანში რამდენიმე ბიჭი იდგა.ტაისამ იცნო ლაშას გუნდელები.ხმადაბლა მიესალმა მათ და შეძლებისდაგვარად გაუღიმა.პალატიდან გამოსულ ნიკას ახედა,რომელიც მისკენ წავიდა
-უკეთ არის,გაუხარდა მეგობრების ნახვა,მაგრამ სულ შენ გკითხულობდა
-არ უნდა წავსულიყავი
ამოიბუტბუტა ტაისამ და მაშინვე ოთახისკენ წავიდა.პალატაში ბიჭები იყვნენ და ლაშასთან ერთად იცინოდნენ.გოგონას საოცრად გაუხარდა ასეთი გიგაურის დანახვა.კარებთან,კედელს მიეყრდნო და მომღიმარი შესცქეროდა საყვარელ ადამიანს.ლაშამ რომ შეამჩნია,ხელით ანიშნა მასთან მისულიყო.ტაისაც ღიმილით წავიდა მისკენ და უხერხულად შეიშმუშნა სიჩუმე რომ ჩამოვარდა.დაიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე.მალე პალატაში მარტონი დარჩნენ.ტაისა საწოლის გვერდით ჩამოჯდა
-მოიწიე და მაკოცე,თორემ გავგიჟდები
ამოთქვა ბიჭმა და ტაისაც სიცილით დაიხარა მისი ტუჩებისკენ.ნელა და ხანგრძლივად უკოცნიდა მონატრებულ ბაგეებს
-მიყვარხარ!
ამოიჩურჩულა გოგონამ და კიდევ ერთხელ აკოცა.
ლაშას მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.რამდენიმე დღეში სახლშიც გაწერეს.გიგაური უმეტეს დროს ოთახში ატარებდა,რაც ჭკუიდან შლიდა.ამას ემატებოდა ნიკა,რომელიც თბილისში არ ბრუნდებოდა და ტაისას სცხვენოდა მისი მარტო დატოვება და თავად სულ ლაშასთან ყოფნა
-ტაისია,ამოდი თორემ მე ჩამოვალ!
დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა ლაშამ,რომელიც ოთახში მარტო იყო.ტაისა მალევე გაჩნდა მასთან მომღიმარი,რომელსაც ლანგრით მისი საყვარელი კერძი მოჰქონდა
-წავიდეს თორემ მოვკლავ!
ამოისისინა და ლანგარს თვალებაციმციმებულმა დახედა
-ნუ ბოდიალობ!ჭამე ეგ და წამლები დალიე
გვერდით მიუჯდა და ღიმილით გაუსწორა შუბლზე ჩამოყრილი თმა
-მგონი დროა თმა შეიჭრა
-რატომ?მე ძალიანაც მომწონს
-თვალებში ძლივს იხედები
გაიცინა გოგონამ და დაბღვერილ ლაშას ლოყაზე აკოცა
-რომ შეჭამ დამიძახე
-მიდიხარ?გეფიცები პანჩურებით გავაგდებ!
ლაშა სიბრაზისგან წამოხურდა,ცოტაც და საწოლიდან წამოხტებოდა
-სირცხვილია,ისედაც წასვალს აპირებს მალე
ტაისამ თვალები დაუქაჩა და ბურტყუნით დატოვა ოთახი.ლაშას ხშირად აღვიძებდა ტკივილი და ყვირილით წამოხტებოდა ხოლმე საწოლიდან.ტაისა სწრაფად უკეთებდა გამაყუჩებელს და ისიც მაშინვე ითიშებოდა.გოგონა მთელი ღამეები თავთან ეჯდა გიგაურს და მის ძილს სდარაჯობდა.საშინელი ტკივილები აწუხებდა ლაშას და ტაისა ძალიან დარდობდა მასზე.უმეტეს შემთხვევაში,გიგაური ცუდ ხასიათზე იყო და უმიზეზოდ იღრინებოდა.
რამდენიმე კვირაში,ლაშას კლუბმა ნებართვა დართო,მკურნალობა საქართველოში გაეგრძელებინა,ამიტომ სამივე ერთად დაბრუნდა ქევყანაში.პირდაპირ გიგაურების რეზიდენციაში მივიდნენ.ელზა ისე ეხვეოდა შვილს გეგონებოდათ,ომიდან დაბრუნდაო.ლაშასა და პატარა ნუცას შეხვედრა იყო საოცრება.ბიჭი ისე ნაზად ეფერებოდა აკრუტუნებულ ძმისშვილს გეგონებოდათ,ფაიფურის თოჯინა იყო
-რადგან ყველაფერი რიგზეა,მე დაგტოვებთ
ცოტა ხანში,ტაისა ფეხზე წამოდგა და ღიმილით გადახედა საყვარელ ხალხს
-კიდევ დარჩი ცოტა ხნით
ელზა როგორც ყოველთვის,ეწინააღმდეგებოდა ტაისას წასვლას
-ჩემებიც უნდა ვნახო,თან დარწმუნებული ვარ ლაშას თქვენ მიხედავთ.რეაბილიტოლოგის მოსვლის დროს ვეცდები,მეც მოვიდე
გოგონა დაემშვიდობა გიგაურებს და სახლში ბედნიერი წავიდა.არავისთვის უთქვამს,რომ ბრუნდებოდა.კვირა იყო,ამიტომ იცოდა ყველანი სახლში იქნებოდნენ.მისაღებში ჩუმად შეიძურწა და დივანზე ჩამომსხდარ მშობლებს წინ აესვეტა
-სულ ეს გოგო როგორ უნდა მელანდებოდეს
ამოიბუტბუტა ნატამ და ხელი ჰაერში გაიქნია
-უიმე,გაგიჟდა ეს ქალი
წამოიძახა ნიამ და მონატრებულ დას ჩაეხუტა.ნატამ რომ გაიაზრა ტაისა ცხადი იყო,წამოვარდა და ტირილით ჩაიკრა შვილი გულში.ტაისა დივანზე იჯდა,თავი მამის მკერდზე ედო და თვალები დაეხუჭა
-როგორ აქვს მუხლი?
ჰკითხა ირაკლიმ და ნელა დაუსვა ხელისგული თმაზე
-ცხრა-ათი თვე სჭირდება რეაბილიტაციისთვის
ტაისამ ამოიხვნეშა და გული მოეწურა, ლაშას გახსენებაზე
-ცუდია,თან ასაკითაც არ არის პატარა
გოგონა გაუაზრებლად ატირდა და მამის მკლავებში ჩაიმალა
-დამშვიდდი ჩემო პატარავ,ყველაფერი კარგად იქნება,ძლიერი ბიჭია!
ირაკლი ამშვიდებდა საყვარელ ქალიშვილს და გულში ძლიერად იკრავდა.
ტაისა სამსახურში აგვიანდებოდა,მაგრამ ლაშასთან გავლა მაინც მოასწრო.ბიჭი სავარჯიშო ოთახში ჰყავდათ შეყვანილი და რამდენიმე რეაბილიტილოგის ხელში გადიოდა მკურნალობას.კართან იდგა და ნაღვლიანი შესცქეროდა მოქუფრულ ბიჭს,რომელსაც ეტყობოდა,რომ მუხლი საშინლად სტკიოდა.ბევრი დრო არ ჰქონდა ამიტომ,ისე დატოვა იქაურიბა გიგაური არ უნახავს.თინი მთელი დღე ურეკავდა და ლანძღავდა,რომ არ ნახა.დაჰპრდა აუცილებლად გაუვლიდა და მოინახულებდა.მართლაც ასე მოიქცა,ორჯონიკიძემ უთხრა,რომ გიორგისთან იყო და იქ მისულიყო.წილოსანს გვერდი აუარა და მონატრებულ მეგობარს ჩაეხუტა
-ხოდა ამის გამო,აღარ მოგცემ შოკოლადებს,რომლებიც ბელგიიდან ჩამოვიტანე სპეციალურად შენთვის!
გიორგიმ ნიშნის მოგებით გაუღიმა სახემოქუფრულ ტაისას და დივანზე ჩამოჯდა
-ამას მივახრჩობ ახლა
ამოისისინა ტაისამ და გიორგის მიუჯდა გვერდით.მხარზე მიეხუტა და კრავის თვალებით ახედა
-ნუ ხარ ვირი
ლოყაზე აკოცა წარბაწეულ ბიჭს
-რა აფერისტი ხარ გოგო?!
გიორგიმ ხელი მოხვია ტაისას და თავზე აკოცა
-მიყვარხარ შე თაგვო
-მეც მიყვარხარ და თუ საჭმელს გამიმზადებ,საერთოდ გავსკდები სიყვარულით
წილოსანმა გაიცინა და სამზარეულოში გავიდა,ტაისასთვის საჭმელი რომ გაემზადებინა.მალევე მზად იყო გოგონას საყვარელი კერძები და სამივენი მაგიდასთან ისხდნენ.თინი ლაშას ამბავი რომ ჰკითხა ტაისა ისე დანაღვლიანდა,ორჯონიკიძეს გული მოეწურა
-არ იმჩნევს,მაგრამ ხომ ვიცი ძალიან უჭირს...არ ვიცი როგორ შეძლებს ამ ტკივილის ატანას
ამოისლუკუნა ტაისამ და თინის მიეხუტა
-ყველაფერს გაუძლებს,შენ არ ინერვიულო
გოგონა მხარზე ეფერებოდა და თავზე ჰკოცნიდა
-იმ ქორწილს როდის გეგმავთ,ნიშნობაზე რომ არ დამპატიჟეთ?
ცოტა რომ დამშვიდდა,ტუჩაბზუებულმა ახედა გიორგის,რომელიც უღიმოდა
-ისე არ ქნა,რომ არ მიკბინო
-როგორ გეკადრება?!
ტაისამ ცხვირი მაღლა ასწია და წილოსანს გაეკრიჭა
-გაზაფხულისთვის გვინდა
მშვიდობის მტრედმა,თინიმ თეთრი დროშა ააფრიალა მათ შორის
-იმედია მანდ მაინც მიმიწვევთ,ბატონო "ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაგვავიწყდა"
-რა ბუტია ხარ!
გიორგიმ თავი გააქნია და სიცილით ახედა ერთმანეთზე შემოხვეულ დაქალებს.
ტაისა მალევე წამოვიდა იქიდან,თინიმ კი უთხრა დარჩიო,მაგრამ გვრიტებს ხომ არ შეუშლიდა ხელს.ნატა და ირაკლი არ იყვნენ სახლში ნიამ უთხრა,რომ ნათესავის დაბადების დღეზე იყვნენ.გოგონა სააბაზანოში იყო ნიამ კარი რომ ჩამოუღო,ლაშა გირეკავსო.სასწრაფოდ გადაკეტა წყალი და ნახევრად შიშველი გავარდა იქიდან.მოცინარ ნიას თვალები დაუქაჩა და ზარს უპასუხა
-ჩემს უნახავად,რატომ წახვედი?!
ტაისამ გაიგონა ლაშას წყენაშეპარული,მკაცრი ხმა
-მეჩქარებოდა,თან არ მინდოდა ვარჯიში შეგეწყვიტა
-ორი წამი არაფერს ნიშნავდა!
-ლაშა,საჩხუბრად დარეკე?
-არა...
ამოიოხრა ბიჭმა
-უბრალოდ რაც ჩამოვედით,იმის მერე არ გინახივარ
-ვეცდები,ხვალ შემოგიარო
-ეცდები?!თან შემოვლას?!
-ძალიან პრეტენზიული და წუწუნა რომ გახდი,თუ ხვდები?!
ტაისამ გაიცინა და თავზე დაკოსილი პირსახოცი შეისწორა
-რომ არ მოხვიდე,გეფიცები ავდგები ამ დამპალი ეტლიდან და მე მოვალ!
-დამშვიდდი,შემოგივლი
-ტაისია!
გოგონამ წარმოიდგინა გაბრაზებული ლაშა და კისკისი დაიწყო
-მოვალ,ჰოო ნუ ნერვიულობ
-დაგსჯი ამისთვის!
-ნუ ჯუჯღუნებ,დაისვენე და ეცდე მშვიდად იყო
-შენს ხელში ვერ ვიქნები!
-გითიშავ!
ტაისამ გაიცინა და ყურმილი დაკიდა.გაღიმებული იჯდა დივანზე და ვერ გრძნობდა,მთელი სხეული რომ ეყინებოდა ნელ-ნელა.ფეხზე ნიამ წამოაგდო და ისიც სიცილით შევიდა ოთახში.
დილით უნივერსიტეტში იყო,რაღაც საქმეები მოაგვარა,შემდეგ კი ლაშასთან წავიდა.ბიჭი მარტო იყო სახლში,რამდენიმე დამხმარე ქალთან ერთად.მისაღებში იჯდა და უაზროდ შეშჩერებოდა ტელევიზორს.კალთაში ბონი ეჯდა და მონოტორულად უსვამდა თითებს რბილ ბეწვზე.ტაისა ნელა მივიდა მასთან და ყელში აკოცა.ლაშამ თავი სწრაფად მიატრიალა მისკენ და გაუღიმა
-როგორც იქნა,მოხვედი
ამოთქვა ბიჭმა და სწრაფად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს.ტაისა გვერდით ჩამოუჯდა და ძაღლი თავად გადაისვა
-დანარჩენები სად არიან?
-ვატო კომპანიაშია და ელზა გავაგდე,თორემ ეგ საერთოდ არ მოგცემდა საშუალებას,ჩემამდე მოგეღწია
-საყვარელი
ტაისამ გაიცინა და წარბაწეულს ყბაზე აკოცა
-მთელი დღე თავთან მიზის და ისე მესაუბრება,თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო
ლაშა დაბღვერილი საუბრობდა,რაზეც ტაისა გულიანად იცინოდა
-რა ღუნღულაა ეს ძაღლი,გავგიჟდი
ტაისა ბონის ეფერებოდა და კოცნიდა
-გადასვი ახლავე,თორემ ამასაც გავაგდებ!
-რა უხეში ხარ
ჩაიბურტყუნა გოგონამ,კიდევ ერთხელ აკოცა ძაღლს და იატაკზე გადასვა
-ახლა მაკოცე
ტაისამ სიცილით აკოცა და მკლავები კისერზე შემოხვია
-თმა უნდა შეიჭრა
თითები რბილ თმაზე გადაუსვა და ლოყაზე ნაზად აკოცა
-რას ერჩი ჩემს თმას?
-დაბალზე უფრო გიხდება
ლაშას გაეღიმა და ცხვირზე აკოცა წარბებშეკრულს
-შევიჭრი
ამოიჩურჩულა და მთელი სახე დაუკოცნა
-ამაღამ დარჩები?
-ვერა...
გიგაური სწრაფად გაჩერდა და თვალებდახუჭულს დაბღვერილი დააჩერდა
-რატომ?
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და იმიტომ
-აუცილებლად უნდა ვკვდებოდე,რომ დარჩე?
ლაშა ეტყობოდა,რომ გაბრადზდა.ტაისამ ამოიხვნეშა და თვალები გაახილა
-ვერ დავრჩები,რადგან არ მინდა რამე არასწორად გავაკეთო და ჩემს ოჯახს გული ვატკინო
ამოთქვა გოგონამ და თავის თითებს დააჩერდა
-ტაისია,არასწორად რა უნდა გააკეთო?!
-არამგონია მამაჩემს მოეწონს ის ფაქტი,რომ ამაღამ აქ დავრჩე...
ლაშას აღარაფერი უთქვამა,გასწორდა და ისევ ტელევიზორს მიაჩერდა.ტაისა გიგაურს უყურებდა,რომელსაც წარბები შეეკრა და ყბები დასჭიმვოდა.ნელა მიიწია მისკენ და ლოყაზე აკოცა.ბიჭი შეკრთა და ცალი თვალით გამოხედა საცოდავად მომღიმარს.გიგაურმა ვერ გაუძლო მის ამღვრეულ თვალებს და მაშინვე მოეხვია
-მიყვარხარ!
შუბლზე აკოცა და მასთან ერთად გადაწვა დივანზე.გოგონას ლაშას მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას მშვიდად უსმენდა.დიდხანს იწვნენ ასე,მერე ლაშა ფეხის ტკივილმა შეაწუხა და ტაისა სასწრაფოდ წამოხტა
-სულ დამავიწყდა შენი მუხლი
ამოიწრიპინა და საცოდავად დახედა ლაშას
-არაუშავს
ბიჭმა დამშვიდების ნიშნად გაუღიმა და სთხოვა წამოდგომაში დახმარებოდა.ოთახში გაიარ-გამოიარა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.გოგონა მხრებჩამოყრილი ედგა წინ და დანაღვლიანებული შესცქეროდა
-ასე მგონია ვკვდები,რა სახე გაქვს
გიგაურმა გაიცინა და ხელისგულზე აკოცა
-მიყვარხარ
ამოიჩურჩულა და ეცადა ცრემლები შეეკავებინა.
ლაშას ბინა ნელ-ნელა სრულდებოდა.ტაისა ელზასთან ერთად დადიოდა მაღაზიებში და გიგაურის სახლისთვის ნივთებს ყიდულობდა
-ტაისა,ახალ წელს კახეთში ავღნიშნავთ და მინდა შენს ოჯახთან ერთად ჩვენთან მოხვიდეთ
ტაისას ძალიან გაუხარდა შემოთავაზება,რადგან იდეალური საშუალება ეძლეობა თავის მშობლებისთვის ლაშას ოჯახი გაეცნო.მართალია ვატოს ისე თუ ასე იცნობდნენ,მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა
-დიდი სიამოვნებით...
ამოთქვა გახარებულმა და გაუღიმა მომლოდინედ მომზირალ ელზას.მთელი დღე მასთან ერთად გაატარა,ქალმა უთხრა მათთან წასულიყო,მაგრამ დილით სამსახურში უნდა ყოფილიყო,ამიტომ დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა.დილით სამზარეულოში იჯდა მშობლებთან ერთად და მშვიდად საუზმობდა
-გიგაურებმა ახალ წელს მათთან დაგვპატიჟეს
ტაისამ ჯერ ირაკლის გადახედა,შემდეგ დედას
-ყველანი?
ამოთქვა ნატამ და გახარებულმა შეხედა ქმარს,რომელიც ხმას არ იღებდა
-ყველანი...
ამოთქვა გოგონამ და ცხელ ფინჯანს თითები შემოხვია
-რას ფიქრობ,მამა?
-საწინააღმდეგო რა მაქვს?ლაშას მამა შესანიშნავი პიროვნებაა
კაცმა მხრები აიჩეჩა და გაბრწყინებულ ცოლს დახედა
-ამას როგორ გაუხარდა
გაიცინა ირაკლიმ და საყვარელ მეუღლეს ლოყაზე აკოცა.
ტაისა კლინიკიდან პირდაპირ ლაშასთან წავიდა,ახლა უკვე ბინაში.ელზამ ყველანაირი კომფორტი შეუქმნა შვილსთვის და მისი თხოვნა შეასრულა,რაც მარტო ყოფნას მოიცავდა.გოგონამ ღიმილით მოარგო გასაღები კარს და ბედნიერმა შეაბიჯა სახლში.თავისი ნივთები იქვე დატოვა და მისაღებისკენ წავიდა.ბინა საკმაოდ დიდი იყო,რადგან მთელი სართული გაერთიანებული იყო.მისაღებში შესულს ღიმილი სახეზე შეახმა,დივანზე გადაწოლილი,ნახევრად შიშველი კატერინა რომ დაინახა.ფერდაკარგული შესცქეროდა ქალს,რომელსაც ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია სტუმრისთვის.დივნის საზურგეზე გადადებულ ფეხს აკანტურებდა და დაბალ ხმაზე ღიღინებდა.ტაისას ზურგს უკან ტკაცუნით გაიღო კარი და გოგონამაც ელვის სისწრაფით მიატრიალა თავი.სააბაზანოდან ლაშა გამოდიოდა, ყავარჯნების დახმარებით.ბიჭმა რაღაც ჩაიბურტყნა და გახევებულ ტაისას ახედა
-ტაისია?!
გიგაური გაოგნებული უყურებდა გაფითრებულ გოგონას,რომელიც ადგილიდან არ იძვროდა
-აქ რას აკეთებ?
ჰკითხა ბიჭმა და თითები გაყინულ მკლავზე შემოხვია
-ტაისია...
-არ ვიცოდი მარტო,თუ არ იყავი
ამოიბუტბუტა გოგონამ და გასასვლელისკენ წავიდა.თავისი ნივთები სწრაფად წამოკრიბა და სახლი ისე დატოვა,უკან არც კი მოუხედავს.ლაშას ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და სუფთა ჰაერი რომ იგრძნო,ღრმა სუნთქვა დაიწო.გულისწვას გრძნობდა და ახურებულ ლოყებზე თითები დაისვა.მხოლოდ მაშინ შეამჩნია,რომ ტიროდა.იქვე ჩამოჯდა,რომ არ წაქცეულიყო.წარმოდგენა არ ჰქონდა რას გრძნობდა.მთელი გულ-მუცელი ეწვოდა და გაუაზრებლად ტიროდა.მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა ეკატერინეს უნაკლო სხეული,თავის არჩეულ დივანზე რომ გადაწოლილიყო.ლაშა გაუჩერებლად ურეკავდა.დიდხანს იჯდა გიგაურის კორპუსის წინ.ცოტა რომ დამშვიდდა ფეხზე წამოდგა და დისორიენტირებული გაუყვა ვიწრო ბილიკს.პირველივე ტაქსი გააჩერა.მისამართი ინსტიქტურად უკარნახა,თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა.ესეც მისი პირველი იმედგაცრუება.სახლში შეძლებისდაგვარად ჩუმად შევიდა,რადგან არ სურდა ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ენახა.გამოიცვალა და ეგრევე დაწვა.იმდენად გადაღლილი ჰქონდა ტვინი,მაშინვე გაითიშა.მთელი ღამე ბორგავდა და ნიაც არ მოასვენა.გამთენიისას გაეღვიძა.ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გაფლატუნდა,ყავა მოიდუღა და იქვე ჩამოჯდა.თავი საშინლად უბჟუოდა.ლაშას უამრავჯერ დაერეკა და მილიონი შეტყობინება დაეტოვებინა მისთვის.კატერინას გახსენებაზე გული ისე სტკიოდა,სუნთქვაც კი უჭირდა.ცრემლები ვერ შეიკავა და უხმოდ ატირდა.თავი მაგიდაზე ჰქონდა ჩამოდებული,მხარზე ვიღაც რომ შეეხო.შიშისგან შეცბა და უცებ ახედა,თავზე წამომდგარ თინის
-შემაშინე
ამოიჩურჩულა და დასიებულ თვალებზე დაისვა თითები
-ამ დილა უთენია,რა გინდა აქ?
-ლაშამ დამირეკა...
ამოთქვა გოგონამ და გვერდით მიუჯდა დაქალს
-ტაისა,ძალიან ნევიულობს,დაურეკე და უთხრა,კარგად ხარ
-არ ვარ კარგად!
ამოიტირა ტაისამ და თინის მიეხუტა,რომელიც საცოდავად შესცქეროდა
-რა მოხდა,მომიყევი
ტაისა ზლუქუნებდა და ისე ყვებოდა წუხანდელს.თინიმ ძლივს გამოიტანა დასკვნა მონაყოლიდან
-ჯანდაბა,რომ დავინახე ასე მეგონა იქვე მოვკვდებოდი!
-სჯობს ლაშას დაელაპარაკო.დაისვენე,მოწესრიგდი და მასთან წადი
თინიმ ცრემლები მოსწმინდა დაქალს და გაუღიმა
-მართლა ასე სჯობს,აქ ჯდომასა და ტირილს
ტაისამ თავი დაუქია და ფეხზე წამოდგა
-საუკეთესი ხარ!
შუბლზე აკოცა მომღიმარ დაქალს და ოთახში შებრუნდა.შუა დღე იქნებოდა,რომ გამოეღვიძა.დამძიმებული თავი ძლივს წამოსწია ბალიშიდან.ყელი საშინლად ეწვოდა.სახლში არავინ იყო.ნატას გამზადებული საჭმელი ძლივს შეჭამა და სააბაზანოში შევიდა.იმდენად განადგურებული იყო იცოდა,იმ დღეს ვერ მივიდოდა ლაშასთან.ბიჭი მაინც გაუჩერებლად რეკავდა.მთელი დღე სამზარეულოში იჯდა და უაზროდ სვამდა ყავას.საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა,თვალი ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა და ღრმად სუნთქავდა.საღამოს თინიც მივიდა მასთან.გოგონა საშინლად ღელავდა ტაისაზე,თავზე ედგა და ეხვეოდა გონებაგათიშულს
-ნატას ნუ შეაშინებ,ცოტა მოდი ხასიათზე
ჩასჩურჩულა მან,მომღიმარი ნატა რომ შევიდა სამზარეულოში.გოგონებმაც მაშინვე გაუღიმეს და ტაისა იძულებული გახდა,ხასიათი გამოჰკეთებოდა დედის ხათრით.
რკინის მასიური კარის წინ იდგა და გრძნობდა,სხეული როგორ უთრთოდა.ვერ ბედავდა შიგნით შესვლას,რადგან მორიგი გულისტკენის ეშინოდა.ბოლოს ძალიან რომ გაეწელა სადარბაზოში ყურყუტი,ფრთხილად ჩამოსწია საკეტი.სახლში სრული სიჩუმე იყო.საშინლად გრძნობდა თავს.ნელი ნაბიჯით დაიძრა მისაღებისკენ და გაუბედავად შევიდა.ლაშა სავარძელში ჩამჯდარიყო,თავი ჩაეხარა და ხელში მიყინულ ტელეფონს ჩაშჩერებოდა.მიუახლოვდა და იქვე დადგმულ მაგიდაზე ჩამოჯდა.გიგაურმა თავი ნელა წამოსწია და ტაისამ ნათლად დაინახა მისი ჩაცვენილი თვალები და ჩაშავებული უპეები.ამ ორ ღამეში საოცრად შეცვლილი ეჩვენა იგი
-ტაისია,მოხვედი...
ამოიხრიალა ლაშამ და ფრთხილად შეახო ლოყაზე გაყინული თითები.გოგონამ ვერაფერი უთხრა,თვალები დახუჭა,რომ არ ეტირა.დიდხანს ისხდნენ ასე მდუმარედ.ტაისა ყველანაირად ცდილობდა ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო და საუბარი დაეწყო.ღრმად ჩაისუნთქა და ნელა დააშორა დანამული ქუთუთოები ერთმანეთს.ლაშას ახედა,რომელიც სახემოქუფრული შესცქეროდა
-ლაშა...ვერ წარმოვიდგენდი გული ასე მალე თუ მეტკინებოდა,შენთან ურთიერთობაში.ვფიქრობ,სჯობდა ჯერ გავრკვეულიყავით საკუთარ გრძნობებში.მგონი,არ ღირს ერთმანეთს ვატკითონ...
ტაისა სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.გულის არეში საშინელ წვას გრძნობდა და საუბარი უჭირდა.შეამჩნია ლაშას როგორ აუთრთოლდა თითები და როგორ გაფითრდა
-ეგ არ თქვა!გარკვეული ვარ საკუთარ გრძნობებში და მიყვარხარ!
წამოიყვირა ლაშამ და თითები ტაისას მაჯას შემოხვია
-ლაშა...
-კატერინასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაქვს,მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს იმ გრძნობასთან რა შენს მიმართ მაქვს!ტაისია,არ მინდა დაგკარგო!
გიგაური სასუწარკვეთილი უყურებდა ფერდაკარგულს,რომელიც უკვე ტიროდა
-შენს გარეშე მოვკვდები!
ამოიხრიალა ბიჭმა და ხელისგულზე აკოცა
-სჯობს,ცოტა დრო მივცეთ ერთმანეთს
ამოთქვა ტაისამ და ფეხზე წამოდგა.დისორიენტირებულმა ძლივს შეიკავა თავი,რომ არ წაქცეულიყო
-ტაისია,არ წახვიდე!
ლაშას ხმა დასჭიმვოდა,ცოტაც და ფეხზე წამოვარდებოდა
-ასე აჯობებს...
გოგონა ნელა დაიძრა კარისკენ.მთელი სხეული უკანკალებდა და ძლივს იკავებდა თავს უკან არ მიბრუნებულიყო.რკინის მასიური კარი მძიმედ გამოხურა და კიბეებზე დაეშვა.დიდხანს ესმოდა ლაშას ღრიალი,მაგრამ თავს ძალა დაატანა და როგორღაც დატოვა იქაურობა.სახლამდე ძლივს მიაღწია.მაშინვე ოთახში შეიკეტა და ენერგიაწართმეული მიწვა საწოლზე.მთელი დღე ასე იყო და გაუაზრებლად ტიროდა.თინი თავთან ეჯდა და უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.გვიანი იყო ირაკლიმ რომ შეაკითხა.შვილს მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.ერთხან თავჩახრილი იჯდა კაცი და ხმას არ იღებდა.ტაისა უხმოდ მიშჩერებოდა ჭერს
-მე და ნატას ახალი დაწყებული,რომ გვქონდა სიყვარულობანა ისეთი ასაკი გვქონდა,ოროვეს გვიქროდა.ერთ დღეს მშობლებმა დამიტოვეს სახლი,მეც სხვა რა მინდოდა?შევკრიბე სამეგობრო და დავიწყეთ სმა და გართობა,რა თქმა უნდა,ნატაც იქ იყო.ბევრი ბიჭი დასტრიალებდა თავს და მე საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას.საშინლად ვეჭვიანობდი.მივედი და ვუთხარი ვიცეკვოთ მეთქი,უარი მითხრა
ირაკლიმ გაიცინა და გაჭაღარავებულ თავზე ხელისგული გადაისვა
-მის ჯინაზე,თანაკურსელს დავავლე ხელი და ცეკვა დავიწყეთ.ნატას ვუყურებდი ნიშნისმოგებით,ისიც მიყურებდა და ვხვდებოდი,ეჭვიანობისგან როგორ იბერებოდა ვიფიქრე,უფრო ვაეჭვიანებ მეთქი და ვაკოცე ისე,რომ ნატასთვის თვალი არ მომიშორებია.წამოხტა და გიჟივით გავარდა სახლიდან,გავყევი.ტიროდა და ისე გარბოდა ძლივს დავეწიე,შემოვატრიალე და მინდოდა ჩამეხუტებინა და მეკოცნა,მაგრამ ისეთი გამარტყა,დღემდე მტკივა ლოყა
ტაისას ხმამაღლა გაეცინა და მამისკენ გადატრიალდა
-ხელი გამაშვებინა და დამიყვირა აღარ მინდა მიყვარდეო.მაშინ მივხვდი უაზრობის გამო ვატკინე გული.მთელი ღამე მისი ფანჯრის ქვეშ ვიდექი.გამთენიისას ოთახში შევიპარე და მძინარეს დავხედე.მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს,რომ აღარასოდეს ვატკენდი გულუს იმ ადამიანს,რომელიც მიყვარდა.ბავშვური ახირება მეგონა ნატა,მაგრამ დღემდე ჩემს გვერდით დგას!მამი,ჯერ იმაზე უნდა იფიქრო,შენი სიტყვები და საქციელები ვინმეს ხომ არ ატკენს გულს და შემდეგ იმოქმედო...ლაშას ახლა ყველაზე მეტად უჭირს და შენი სიტყვებით არ უნდა დაგემძიმებინა
ტაისამ თვალები დახუჭა და აზლუქუნებული მიეყრდნო მამას
-საკუთარ თავს მიეცი იმის დრო,რომ გაიაზროს რა არის იმ ადამიანის გარეშე ყოფნა,რომელთანაც მიჯაჭვულობას გრძნობ
ირაკლიმ ხელები შემოხვია და ზევიდან დახედა
-შემთხვევით მოვისმინე,თინის რომ უყვებოდი
შუბლზე აკიცა შვილს და ოთახი დატოვა.
ტაისა მთელი დღეები გათიშული დადიოდა და საერთოდ ყველაფრის აღქმის უნარი დაკარგა.ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი,არ უნდოდა გიგაურებისთვის გული დაეწყვიტა და მათთან არ მისულიყი.მთელი ორი კვირა იყო,რაც ლაშა არ ენახა და საერთოდ არც შეხმიანებიან ერთმანეთს.გოგონას მამის სიტყვები უტრიალებდა თავში და ხვდებოდა,ლაშა სიგიჟემდე ენატრებოდა.
მერლანების ოჯახში დილიდანვე ქაოსი იყო.ნატა ოთახებში დარბოდა და ქმარ-შვილებს ჭკუას არიგებდა
-დედა დაწყნარდი,თორემ გააგიჟებ მოყვრებს
ნიამ გაუცინა ნატას,რომელიც ქოთქოთით აუთოვებდა ქმრის პერანგს
-ნია გამეცალე,სანამ დაგწვა!
-რა აჟიტირებული ხარ
ირაკლიმ ლოყაზე აკოცა ცოლს და მოხითხითე შვილს თვალი ჩაუკრა.ტაისა ხმის ამოუღებლად ემზადებიდა,ელზამ დაურეკა და უთხრა,რომ მძღოლი მიაკითხავდათ,მაგრამ გოგონას ერჩივნა მამის მანქანით წასულიყვნენ.საღამოსთვის ოთხივენი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.ნიაც მათთან ერთად უნდა წასულიყო,მაგრამ ბოლო წუთებში სანდრომ დაურეკა და გეგმები შეეცვალა.ნატა დიდხანს ჯუჯღუნებდა ამაზე,თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია.ტაისა აფორიაქებული იჯდა უკანა სავარძელზე და ნერვიულობისგან თითები სულ დაიმტვრია.ნაცნობ სახლს რომ მიუახლოვდნენ,ფერი დაკარგა.ძლივს გადაფოფხდა მანქანიდან და მამას დაეყრდნო,სიარულში რომ დახმარებოდა.ჭიშკართან მაღალი,ახალგაზრდა კაცი დახვდათ და სახლისკენ წაუძღვათ.ელზა და ვატო შესასვლელში შეეგებათ.ტაისა სიყვარულით გადაეხვია ორივეს და თავისი ოჯახი გააცნო მათ.დიდი წვეულება არ იყო,თუმცა ხალხის ნაკლებობა არ იგრძნობოდა.ტაისა თვალებს აცეცებდა,რა თქმა უნდა,ლაშას ეძებდა და დაინახა კიდევაც,ოთახის ცენტრში მდგარი კატერინასთან ერთად.ნაწილებად დაიშალა,მთელი შიგნეულობა აეწვა.სიმწრით გაუღიმა მასზე მიჩერებულ გიგაურს და მოახლოებულ სოფოს გადაეხვია
-როგორ მიხარია,რომ მოხვედით.შესანიშნავი ოჯახი გყავს
ტაისა გრძნობა,რამე რომ ეთქვა ატირდებოდა,ამიტომ უბრალოდ გაუღიმა და ისევ ლაშას გახედა.ბიჭი ყავარჯნით იდგა ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი და ტაისას მზერას არ აშორებდა
-ვაიმე ტაისა,როგორი კარგი ოჯახი გყავს
ელზა კიდევ ერთხელ მოეხვია მას და ლოყები დაუკოცნა
-დარწმუნებული ვარ,ჩემებსაც მოეწონებოდით
-ლაშა არ გინახავს?
ელზა უცებ დასერიოზულდა და ნაღვლიანად შეხედა,საცოდავად მომზირალ ტაისას
-არა...
ამოიჩურჩულა გოგონამ და გიგაურს გახედა
-მიდი,ნახე...
ქალმა თავი დაუქნია და სოფოსთან ერთად გასცილდა იქაურობას.ტაისამ შამპანური მთლიანად გამოცალა ჭიქიდან და ნელი ნაბიჯით წავიდა წყვილისკენ.ცდილობდა თავი მოეთოკა და ათრთოლებული სხეული დაემშვიდებინა.მათ რომ მიუახლოვდა,ნათლად დაინახა ლაშას დაძაბული სახე.ღრმად ჩაისუნთქა და უაფირისტესი ღიმილი აიკრა სახეზე
-საღამო მშვიდობისა,გილოცავთ დამდეგს
გოგონამ ჯერ კატერინას გადახედა,შემდეგ კი ლაშას.გიგაურს ხმა არ ამოუღია,კბილს კბილზე აჭერდა,სიბრაზის შესაკავებლად
-ჩვენც გილოცავთ
წამოიძახა კატერინამ და ტაისას მოუნდა ის დაყენებული ხმა თავში ერტყა
-ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს
ამოუსისინა გოგონამ და სათნო ღიმილით გაშორდა მათ.ოთახის ერთ ბოლოში დადგა,საიდანაც ყველაფერი კარგად მოსჩანდა.ნატა და ელზა იდეალურად შეეწყვნენ ერთმანეთს,უკვე მომავალ შეხვედრას გეგმავდნენ,რაზეც გულიანად ეცინებიდა ტაისას.მზერით ბურღავდა კატერინას,რომელიც გაუჩერებლად ელაპარაკებოდა დაბღვერილ ლაშას.თავს ძლივს იკავებდა თმებით რომ არ ეთრია და იდეალურად კრიალა იატაკი,თავიდან არ მოეწმინდა
-ელზას დაქალის შვილია,თითქმის ერთად გაიზარდნენ.პირველად რომ ჩაუხტა საწოლში მის მერე ვეღარ მოიშორა.არ უნდა ვამბობდე ამას,მაგრამ დასანახად ვერ ვიტან,თან ხუთი წლითაა ლაშაზე უფროსი
ტაისას მოულოდნელად სოფო ამოუდგა გვერდით,რომელიც სახედამანჭული უყურებდა ორმეტრიანებზე ამხედრებულ კატერინას
-სამაგიეროთ ლაშა მის გვერდით დგას და არა ჩემი
-ნუ ადარებ მაგ ყვავს შენს თავს!ლაშას უყვარხარ,დარწმუნებული ვარ!
-სამაგიეროდ მე აღარ ვარ
ამოთქვა ტაისამ და ამღვრეული მზერა მოაშორა ლაშას,რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო თავჩახრილი.თორმეტ საათზე ყველანი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ.ტაისა საშინლად გრძნობდა თავს,ეგონა ლაშას დაელაპარაკებოდა და ყველაფერი დალაგდებოდა,თუმცა მწარედ შეცდა.უზარმაზარ ფანჯარასთან იდგა და განათებულ ეზოს უყურებდ,მოშიშვლებულ ზურგზე თითების შეხება,რომ იგრძნო.შემცბარმა მიატრიალა თავი და სრულიად უცნობ მამაკაცს ახედა,რომელიც უღიმიდა.რატომღაც ლაშას ელოდა
-საღამო მშვიდობისა
კაცი ნელა დაიხარა და ხელზე აკოცა დაბნეულ ტაისა
-გამარჯობათ...
ამოთქვა გოგონამ და ინტერესით შეათვალიერა უცნობი
-ვიცეკვოთ?!
ახალგაზრდა კაცმა გაუღიმა და ტაისას თხელი თითები თავისაში მოიქცია.გოგონა უკან გაჰყვა,დინჯი ნაბიჯით მიმავალს.ოთახის ცენტრში რომ გაჩერდებ,უცნობმა წელზე შემოხვია ხელი და კიდევ უფრო ახლოს მისწია იგი.ტაისა დაბნეული აცეცებდა თვალებს,უხერხული ღიმილი აეკრა სახეზე.მელოდია სასიამოვნო და მშვიდი იყო.ტაისა ნაზად ირხეოდა მუსიკაზე და თვალებით ლაშას ეძებდა.გიგაური წამომდგარიყო და მთელ სახეზე ცეცხლი ეკიდა.გოგონა კარგად ამჩნევდა მის განრისხებულ თვალებს.უსიამოვნოდ გასცრა და მზერა სწარაფად აარიდა
-ულამაზესი ხარ
ჩურჩულით უთხრა მამაკაცმა და ნელა გადაიწვინა მკლავზე
-არ მეტყვით,ვინ ხართ?
ტაისამ მოთმინება დაკარგა და წარბებშეკრულმა ახედა უცნობს,როგორც კი გასწორდა
-ილია გეწაძე გიგაურების ახლო მეგობარი,აი თქვენ კი უკვე მეორედ გხედავთ აქ და იქნებ გამიმხილოთ ვინაობა?!
-მე...ტაისა ნაკანი
გოგონა ისევ დაბნეული იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა დისტანცია დაეცვა
-ძალიან სასიამოვნოა
ამოთქვა მამაკაცმა და ხარბად აათვარიელა ერთ ადგილად გახევებული
-მთელი საღამოა გაკვირდებით და აღფრთოვანებული ვარ თქვენი სილამაზით
-მგონი,აჭარბებთ
ტაისა უხერხულად შეიშმუშნა და თითები მაგრად მოუჭირა ჭიქას,რომელიც მიმტანს აართვა ლანგრიდან
-რას ამბობთ...
კაცს რაღაცის თქმა უნდიდა,მაგრამ არსაიდან გამოჩენილმა ნიკამ შეაწყვეტინა.ტაისამ მადლიერების ნიშნად გაუღიმა ბიჭს და გვერდით აეტუზა
-საღამო მშვიდობისა,ბატონო ილია
-გამარჯობა,ნიკოლოზ
-ტაისა უნდა მოგტაცოთ
ნიკამ ნაძალადევად გაუღიმა კაცს და გოგონას ხელი მოხვია მხარზე.ჩქარი ნაბიჯით გასცილდნენ ილიას,რომელსაც დამშვიდობებაც კი ვერ მოესწრო გოგონასთვის
-ლაშა მოგკლავს და ამასაც ზედ მოგაყოლებს!
ჩაიდუდღუნა ნიკამ და ტაისას დააჩერდა
-მე რა შუაში ვარ,თვითონ მომვარდა ეგ მანიაკი
წამოიყვირა გოგონამ და ამზერით გახედა ილიას,რომელიც ისევ მათ მისჩერებოდა.
ტაისა სოფოსთან ერთად იდგა და მომღიმარი შესცქეროდა ვატოსა და ირაკლის.ორივე საოცრად მშვდი პიროვნება იყო და გოგონა დარწმუნდა იმაში,რომ სასაუბრო თემა ნამდვილად არ გამოელეოდათ.მთელი საღამო ელოდა როდის მივიდიდა ლაშა მასთან,მაგრამ ბიჭი შორიდან ბურღავდა და წვავდა მზერით.
სტუმრებმა ნელ-ნელა დაშლა,რომ დაიწყეს,ნაკანებმაც წასვლა გადაწყვიტეს,მაგრამ ელზამ კატეგორიული უარი განაცხადა მათ გაშვებაზე.ნატას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,ძალიან სიამოვნებდა მათთან ურთიერთობა,მაგრამ ნიაზე ღელავდა,თუმცა სანდრომ მაშინვე დაამშვიდა და უთხრა,რომ შვილს საღსალამათს ჩააბარებდა.ელზამ ყველანი ოთახებში გაანაწილა და ნელ-ნელა სახლშიც სიმშვიდე ჩამოწვა.ტაისა დიდხანს ბორგავდა საწოლში.ბოლოს რომ მიხვდა ვეღარ დაიძინებდა,ფეხზე წამოდგა და პირველ სართულზე დაეშვა.ჩაბნელებულ სამზარეულოში შევიდა და ჩამრთველის ძებნა ხელების ცეცებით დაიწყო.ძლივს მიაგნო და განათდა კიდევაც უზარმაზარი ოთახი.სინათლემ თვალი მოსჭრა და თითები მაშინვე სახეზე აიფარა.რამდენიმე წუთი ასე იდგა,რომ მიეჩვია,თავი ასწია და შიშისგან წამოიკივლა,მაგიდასთან აყუდებული ლაშა რომ დაინახა
-ვაი,გული გამიხეთქე
ამოიჩურჩულა და თითები ახურებულ ლოყებზე ჩამოისვა.ლაშა ნელა წავიდა მისკენ.ოთახში მხოლოდ ყავარჯნების გამაყრუებელი ხმა და ტაისას ღრმა სუნთქვა ისმოდა.გიგაური მის წინ შეჩერდა და ზევიდან დახედა.გოგონა დაბნეული აცეცებდა დამრგვალებულ თვალებს.ლაშა მისკენ რომ დაიხარა და მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო გავარვარებული ბაგეები,სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და იგრძნო,როგორ დაეხორკლა სხეული
-ლაშა...
ძლივს ამოიხრიალა და ტუჩზე იკბინა,ოხვრის შესაკავებლად
-მეორეჯე ვინმე მოგეკარება და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
გიგაური დაბალი,მაგრამ მკაცრი ხმით ლაპარაკობდა.ზევიდან დასჩერებოდა გასუსულ ტაისას და მზერით უწვავდა მთელ სზეულს.გოგონა მოკლე შორტსა და ბრეტელებიან მაისურში იყო გამოწყობილი,რაც ლაშაზე აშკარად მოქმედებდა
-პირველ რიგში,ამას შენ არ უნდა ამბობდე და მეორეც...
-კატერინა არ ახსენო,თორემ გავაფრენ!
ამოისისინა ლაშამ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი დასამშვიდებლად
-მაშინ პრეტენზიები ნუ გაქვს,სხვასთან მიმართებაში!ჯერ საკუთარ თავს აუკრძალე რაღაცეები და შემდეგ სხვას!
ტაისა ხმამაღლა საუბრობდა და ხელებს ნერვიულად იქნევდა
-შენ ვერ ხვდები,კატერინა რისთვის არის ჩემს ცხოვრებაში!
-საერთოდ არ მაინტერესებს,უნდა აკონტროლო საკუთარი ჰორმონები!
გვერდის ავლას აპირებდა,მაგრამ ლაშამ დაიჭირა
-ახლა კარგად მომისმინე!შეწყვეტ უაზრო ყვირილს და შეიგნებ,რომ მიყვარხარ!
ბიჭმა მისკენ დაქაჩა,გახევებული ტაისა და მაშინვე დააცხრა მონატრებულ ბაგეებს.გოგონა გაუნძრევლად იდგა,თვალებდახუჭული და სიამოვნებისაგან ზმუოდა.გონს მაშინ მოეგო ლაშა მის მაისურს რომ ჩააფრინდა და ზევით ასწია.სწრაფად მოშორდა გიგაურს და წარბებშეკრულმა შეხედა
-არ ვაპირებ,ვიღაცის მეორე ნაშად ყოფნას!
ამოთქვა გოგონამ და სწრაფად დატოვა იქაურიბა.სუნთქვა აღარ შეეძლო,ცრემლები ძლივს შეიკავა ოთახამდე.საწოლზე დაემხო და უხმოდ ატირდა.კლავდა ის ფაქტი,რომ ლაშას საერთოდ არ ჰქონდა ნებისყოფა და არ შეეძლო დაეთმო კატერინა.
გიგაური ისევ ისე იდგა და სიმწრით უჭერდა ყავარჯენს თითებს,კინაღამ შემოეფშვნა ხელში.კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გინებით დატოვა სამზარეულო.ძლივს აიარა კიბეები და ხმაურით შეგლიჯა ტაისას ოთახის კარი.გოგონა შეშინებული წამოხტა და გაოცებული შეაჩერდა გიგაურს
-გაგიჟდი?მარტო როგორ ამოხვედი?!მისკენ წავიდა და სუნთქვააჩქარებულს ახედა.ბიჭს არაფერი უთქვამს,თავისუფალი ხელი კეფაზე გამოსდო და მაშინვე აკოცა
-ტაისია,მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო,ამას უკვე მეორეჯერ მამეორებინებ!
ძლივს ამოთქვა ბიჭმა და სუნთქვის დარეგულირება სცადა
-როგორ გაბედე,მუხლის ასე დატვირთვა!
ტაისა ნელა დაიძრა საწოლისკენ და ლაშაც თან გაყოლა
-ახლა საერთოდ არ მადარდებს მუხლი!
გიგაური საწოლზე ჩამოჯდა და ქვევიდან ახედა ტაისას,რომელიც საცოდავად დასცქეროდა
-მაკოცე,თორემ გავალ და გეფიცები ვეღარასდროს მნახავ!
ამოიხრიალა გიგაურმა და აკიაფებული თვალები შეანათა ბაგეებ გაპობილს.გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და ნელა დაიხარა მისკენ
-არ გეგონოს,რომ გპატიობ!
ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან და ნაზად შეეხო ლაშას ბაგეებს.ბიჭს გაეღიმა და წელზე შემოხვია გავარვარებული მკლავი
-არ მაპატიო
გაიცინა გიგაურმა და კიდევ ერთხელ აკოცა მომღიმარს
-უტიფარი ხარ!
-მაინც გიყვარვარ
ტაისამ თმებში შეუცურა თითები გაკრეჭილ ლაშას
-თმა შეიჭრი,თორემ უკვე მაგიჟებს
-რა გაუწყალე გული ამ ჩემ თმას
ლაშამ გაიცინა და საწოლზე გადაწვა
-არ მომიცია აქ დარჩენის უფლება
გოგონა წარბაწეული დააჩერდა კრავის თვალებით მომზირალს,ღიმილს ძლივს იკავებდა
-ახლა პირველ სართულე ნამდვილად ვერ ჩავალ
ამოთქვა გიგაურმა და მაისური უპრობლემოდ გადაიძრო.ტაისამ სინათლე სწრაფად გამორთო და გვერდით მოუწვა
-არ მინდა შენსა და კატერინას შუაში ვეკვეხებოდე,მაგრამ გირჩევნოდეს დროზე დაასრულო,ის ურთიერთობა რაც მასთან გაქვს!
გოგონამ ზურგი აქცია გაჩუმებულ გიგაურს.მხოლოდ ბიჭის ღრმა სუნთქვა არღვევდა სიწყნარეს
-ძალიან კარგი მშობლები გყავს,ვატომ მითხრა,როგორც იქნა ისეთი პიროვნება ვიპოვე,რომელსაც მშვიდად დაველაოარაკებიო
ცოტა ხანში,ლაშა ზურგიდან აეკრო ტაისას და თავზე აკოცა
-ჩემებსაც ძალან მოეწონათ შენი ოჯახი,მართალია შენ თითქმის ხმა არ გაგიცია მათთვის,მაგრამ დედას მოსწონხარ სასიძოდ
ლაშამ ხმამაღლა გაიცინა და მაგრად მოეხვია გოგონას
-ხვალაც დარჩი რაა
-ვერ დავრჩები,დილით კლინიკაში უნდა ვიყო
ტაისა გიგაურისკენ გადატრიალდა და ქვევიდან ახედა
-რომ არ წახვიდე არ შეიძლება?
-ბევრჯერ გითხარი,რომ არა
-ხმას ნუ უწევ!
ჩაიდუდღუნა ლაშამ და ცხვირზე აკოცა მომღიმარ ტაისას
-დილით მეც ადრე უნდა გავიღვიძი,რეაბილიტილოგი მოდის
სახე სასაცილოდ დამანჭა გიგაურმა
-ყველაფერი ძველებურად,კარგად იქნება
ლოყაზე აკოცა ბიჭს და მკერდზე მიადო თავი.
ტაისამ ძალიან ადრე გაიღვიძა,სახლში გავლა და მოწესრიგება აუცილებლად უნდა მოესწრო.ფრთხილად აკოცა ლაშას და ოთახი დატოვა.ნატა და ირაკლი მასპინძლებთან ერთად სამზარეულოში ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ.გოგონა ღიმილით წავიდა მათკენ და თავზე წამოადგა მშობლებს
-დილა მშვიდობისა
ყველას გაუღიმა და ისიც ჩამოჯდა
-ჩემო ძვირფასო,ყავას დაგისხამ
ელზა მაშინვე წამოფრინდა ფეხზე და არომატული სითხე ჩამოასხა ჭიქაში
-მადლობა
გოგონამ თბილად გაუღიმა და თვალები მიხუჭა სასიამოვნოდ,რომ მოელამუნა ყავის არომატი ცხვირზე
-ნამცხვარიც მიაყოლე
ელზა არ ჩერდებოდა.სამზარეულოში ტრიალებდა და რაც კი ჰქონდათ ყველაფერი გადმოულაგა ტაისას.გოგონამ უარი ვერ თქვა საყვარელ ტკბილეულზე და გემრიელად მირთვა უზარმაზარი ნაჭერი ნამცხვარი.
გიგაურების სახლი ძლივს დატოვეს.ელზა არაფრით უშვებდა მათ.
ტაისა კლინიკიდან რომ გამოვიდა,თინის საყვარელი ტკბილეულობა იყიდა და პირდაპირ მასთან ავიდა.გოგონას თავდაყირა ჰქონდა სახლი დაყენებული
-მძარცველები შემოგიცვივდნენ?
ტაისა გაოცებული ათვარიელებდა სახლს და ცდილობდა ფეხი არ წამოეკრ რამესვის
-მე და გიორი ბაკურიანში მივდივართ
თინი დაქალთან მივიდა და ლოყები დაუკოცნა სახედამანჭულს
-და შენი სახლით მიდიხარ?!
-ოოო,დიდი ხნით ვაპირებთ დარჩენას და ხო მინდა ტანსაცმელი
ტაისამ თავი გააქნია და სამზარეულოში შევიდა,ყავის მოსადუღებლად
-ზურა და ნინა სად არიან?
-ზუგდიდში წავიდნენ,ნინას ნათესავებთან
-ეგ მაინც რა ჯანდაბად გინდა,რომ მიგაქვს
ტაისამ სახე დამანჭა თინიმ სექსუალური პერანგი რომ ჩადო ჩემოდანში
-საქმროს ხომ უნდა გავეპრანჭო ცოტა
თორჯონიკიძემ წარბები აათამაშა და სიცილით გამოართვა კუთვნილი ყავა
-რა ხდებოდა გუშინ?
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-ლაშა რაო?
ტაისა დივანზე ჩამოჯდა მხრების ჩეჩვით
-რავიცი,შევრიგდითსავით
-შევრიგდითსავით რას ნიშნავს,ტაისა?
-ოოო,შევრიგდით რაა
წამოიძახა გოგონამ და ხელი სასაცილოდ ჩაიქნია
-ასე ყველა ნაშაზე ნერვები რომ მეშალა,ცოცხალი ვერ მოვაღწევდი დღემდე
თინიმ ჩაიფრუტუნა და თავით შეძვრა კარადაში
-არ ვიცი მე ნაშა და სახმარი მასალა,ან მხოლოდ ჩემთან უნდა იყოს,ან საერთიდ არავისთან!
-უაზროდ ნუ ეგოისტობ
-საერთოდ შემეშვი რაა,მივხედავთ მე და ლაშა ერთმანეთს,შენ შენს კუროს მიხედე
თინიმ გაიცინა და თავზე აკოცა დაბღვერილ დაქალს
-მე მიხედილი მყავს,გავაბი უკვე უღელში
თვალი ჩაუკრა ტაისას და კისკისით შევიდა ოთახში.
თინიმ ჩაბარგება,რომ დაასრულა დაბარებულივით მივიდა გიორგი.ბიჭი თბილად გადაეხვია ტაისას და მასთან ერთად დაჯდა დივანზე
-გილოცავ ახალ წელს,თაგვო
წილოსანმა თავზე აკოცა მომღიმარ გოგონას და პატარა შავი ყუთი გაუწოდა
-საჩუქარი მიყიდეე?
ტაისამ წამოიყვირა და თვალებაციმციმებული დააჩერდა კოლოფს
-აჰამ
ბიჭმა თავი დაუქნია და ხელში შეაჩეჩა საჩუქარი.ტაისამ მაშივე გახსნა და სიხარულისგან კივილი დაიწყო.ყუთში საათი იდო,რომელიც დიდი ხანი იყო რაც მოსწონდა
-არ მჯერაა მადლობა,მადლობაა
ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და ისე ეხუტებოდა გიორგის,კინაღამ დაახრჩო
-მთავარია გაბრაზებული აღარ ხარ ჩემზე
ბიჭმა გაუცინა და თავად გაუკეთა ულამაზესი საათი
-ძალიან დიდი მადლობა
ტაისა კიდევ ერთხელ გადაეხვია მას და ყურებამდე გაღიმებული დააჩერდა სანატრელ ნივთს
-რა ბიჭი მყავს ნუუ
თინიმ გაიცინა და მაშინვე აკოცა საქმროს
-შენს საჩუქარ საღამოს მიიღებ
გიორგიმ ამოიჩურჩულა და თვალი ჩაუკრა მის მკლავებში აკრუტუნებულს
-თუ შეიძლება ინტიმური სცენები არ გვინდა აქ
ტაისამ წამოიძახა და თვალებზე თითები აიფარა.
წყვილი რომ გააცილა ბაკურიანში,თვითონ სახლში ავიდა.მისდა გასაკვირად,შინ არავინ დახვდა.ნატას დაურეკა და მანაც უთხრა,რომ ის და ირაკლი ბავშვობის მეგობრებთან ერთად აღნიშნავდნენ ახალ წელს.ნია სანდროსთან ერთად იყო და საერთოდ არ ადარდებდა მარტო დარჩენილი ტაისა.გოგონას შესანიშნავი იდეა გაუჩნდა და მის მოსაგვარებლად რამდენიმე ადგილას გადარეკა.
ლაშა მშობლებთან ერთად დაბრუნეულიყო ქალაქში და მაშინვე ტაისას შეეხმიანა.გოგონა ჩუმად შევიდა გიგაურების სახლში და იქით წავიდა,საიდანაც საუბრის ხმა ისმოდა.მასპინძლები მისაღებში შეკრებილიყვნენ და მშვიდად საუბრობდნენ.ტაისას უნდოდა უხმაუროდ შესულიყო,მაგრამ მისკენ ყეფით გაქცეულმა ბონიმ არ აცადა.ძაღლი ხტუნვა-ხტუნვით მიაუხლოვდა გოგონას და ზედ შეახტა.რა თქმა უნდა,ყველას ყურადღება მიიპყრეს
-ბონი აცადე სტუმარს შემოსვლა
ელზა გაუწყრა ძაღლს და ტაისას შემოეგება.გოგონამ თბილად გაუღიმა ქალს და წინასწარ ნაყიდი საჩუქარი გაუწოდა
-კიდევ ერთხელ გილოცავთ
ტაისამ კუთვნილი საჩუქარი ვატოსაც გადასცა და მომღიმარი მიუჯდა ლაშას გვერდით
-მე არ მჩუქნი არაფერს?
ბიჭმა ტუჩი აიბზუა და ისე გახედა ტაისას
-ნუ ხარ სულსწრაფი!
-ტაისა,შენები რატომ არ წამოიყვანე?
ელზა თვალებგაბრწყინებული შესცქეროდა გოგონას
-ქალაქში არ იყვნენ
ტაისამ მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და გიგაურს გახედა
-ლაშა უნდა მოგტაცოთ
გოგონამ გაიღიმა და წარბაწეულ ბიჭს თვალი ჩაუკრა
-მთავარია საღ-სალამათი დაგვიბრუნო
ვატომ გაიცინა და აიყოლია კიდევაც ისინი.ტაისა მისაღებში ელოდა ლაშას,თუ როდის მოწესრიგდებოდა.ბიჭი ძლივს გაემზადა და დაბღვერილ ტაისას ახედა
-რაა?
საცოდავად დამანჭა სახე გოგონას გამომეტყველებაზე
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?
-მიჭირს გადაადგილება და რა ვქნა
ჩაიბურტყუნა ლაშამ და გასასვლელისკენ დაიძრა.ტაისას თვალები გაუფართოვდა,ავტოფარეხში რომ შევიდნენ.ათამდე სხვადასვა ფირმის გაპრიალებული მანქანა თვალისმომჭრელად ელავდა სინათლეზე
-არაბ შეიხს არ ეყოლება ამდენი მანქანა
ლაშამ გაიცინა ტაისას კომენტარზე და ერთ-ერთი მანქანისაკენ დაიძრა
-საჭესთან მე ვჯდები!
ტაისამ წამოიყვირა და ხელიდან ააცალა გასაღები დაბნეულ ბიჭს
-იმედია ტარება იცი!
-იმედია ტარება იცი
ტაისამ ლაშას ხმას გააჯავრა და სახის მანჭვით ჩაჯდა შავ,პრიალა სპორტულ მანქანაში
-სად მივდივართ?
ბიჭმა ძლივს დაიკავა კუთვინი ადგილი და ქოშინით გადახედა მანქანით აღფრთოვანებულ ნაკანს
-მოიცადე და ნახავ
გოგონამ კმაყოფილმა გაეღიმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.გაბადრული ატარებდა საოცნებო მანქანას და საერთოდ არ აქცევდა ლაშას კომენტარებს ყურადღებას.რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ,გოგონამ მანქანა ნაცრისფერი შენობის წინ გააჩერა და ლაშას გადახედა
-ეს რა ჯურღმულია
ბიჭმა სახე დამანჭა და წარბებაწეულმა გახედა ნაგებობას
-გაჩუმდი და გადმოდი
ტაისამ დაუბღვირა და ბუზღუნით გადავიდა მანქანიდან.ლაშასაც დაეხმარა და გალავნით შემოსაზღვრულ ეზოში შევიდნენ.ნელა გაუყვნენ მოქირწყლულ ბილიკს.შენობის რამდენიმე კიბეც აიარეს და ტაისამ ნელა დააკაკუნა უზარმაზარ ხის კარზე.მალევე გამოჩნდა სათნო პირი-სახის,შუა ხნის ქალი და ღიმილით შეუძღვა სტუმრებს
-ეს რა ადგილია?
ლაშამ გადაუჩურჩულა ტაისას,რომელმაც თვალების ბრიალით ახდეა.ქალი უხმოდ დაიძრა ერთ-ერთი ოახისკენ და ფრთხილად შეაღო კარი.ლაშამ დაბნეულმა ჩამოხედა ტაისას ოთახში რამდენიმე ათეული ბავშვი რომ დაინახა
-ეს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ბავშვთა სახლია,ახლა ყველაზე მეტად ამათ უნდათ გამხიარულება
გოგონამ ლოყაზე აკოცა ლაშას და ღიმილით გადახედა თვალებაციმციმებულ ბავშვებს
-საოცარი ადამიანი ხარ
ლაშამ ძლივს ამოიღო ხმა და მოწყვეტით აკოცა გოგონას.ნელა შევიდნენ ოთახში და გიგაურმა ღიმილით გადახედა ბავშვებს
-საღამო მშვიდობისა
ამოთქვა ბიჭმა და დაბნეულმა გახედა ტაისას,ხმა არც ერთმა რომ არ ამოიღო
-რა უნდა ვუთხრა?
-ბავშვებო,გაიცანით ეს ლაშაა,ფეხბურთელი და ჩემი პირადი ბეტმენი
ტაისამ გაიცინა და აქირქილებულ ბავშვებს თვალი ჩაუკრა.ცოტა ხანში,გიგაური სათითაოდ აწერთა ხელს სხვადასვა ნივთებზე.ბიჭს საოცრად აბედნიერებდა ბავშვების გახარებული სახეები.პატარა ხის ბურთზე აწერდა ხელს,სათამაშოს პატრონმა თითები რომ შემოხვია მაჯაზე
-მე შენ გიცნობ,ოღონდ ტაისასგან
გოგონამ ამოიტიტინა და საყვარლად გაეკრიჭა მომღიმარ ლაშას
-ჰოო?გიყვებოდა ჩემზე რაღაცეებს?
-კი,თქვა,რომ ყველაზე კარგი და კეთილი ადამიანი ხარ
ლაშას გაეღიმა და ბავშვებთან მოთამაშე,საოცრად ბედნიერ ტაისას გახედა
-ტაისას ძალიან უყვარხარ,მეც მიყვარს საბა,მაგრამ მას არ ვუყვარვარ
პატარა გოგონამ ფეხის წვერით იატაკზე უცნაური ფიგურების ხაზვა დაიწყო
-რომელია საბა?
ინტერესით იკითხა ლაშამ და ოთახს გადახედა
-აი ის,შავი სვიტრი რომ აცვია
გოგონამ შეფარვით გაიშვირა თითი ბურთით მოთამაშე წითურ ბიჭისკენ.ლაშამ ხელი დაავლო გოგონას და მუხლებზე დაისვა
-რა გქვია?
-ანა
-შენ ხარ ყველაზე ლამაზი გოგო და იცოდე,ბევრი დრო რომ გავა,საბა აუცილებლად ინანებს,რომ არ უყვარდი
ლაშამ თავზე აკოცა გოგონას და ფართოდ გაუღიმა
-შენ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ
ანამ პატარა თითები სახეზე ჩამოუსვა გიგაურს და წვერზე წაეთამაშა
-შენ კი ყველაზე საყვარელი
ლაშამ კიდევ ერთხელ აკოცა და ძირს ჩამოსვა გოგონა.ფეხზე წამოდგა და ტაისასკენ წავიდა.ნელა მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო
-ძალიან მიყვარხარ
ყურშ ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა მომღიმარს.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი იყო მომეწონა❤️მაგრამ რატომ დაიგვიანე ესე❤️❤️იმედია მალე დადებ

 


№2 სტუმარი mariami

momeeonaa dzaalian shemdeeg taavs rodis dadebt?

 


№3  offline წევრი Tamo73

შემდეგი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი სვანი

Tamo73
შემდეგი როდის იქნება?

პირველ რიგში,ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვი❤️❤️დაწერილი და ასატვირთად გამზადებული თავი წამეშალა,ამიტომ ხელთავიდან მიწევს დაწერა????ამ დღეებში აუცილებლად ავტვირთავ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა❤️❤️

 


№5 სტუმარი ელიქარი

ისტორია კარგია. მაგრამ, აი არ მესმის რა--გასაღები მისცა, ქალი ატარა, სახლი გააწყობინა...... და მერე იმ სახლში სხვა ქალი მიიყვანო თუნდაც უკაცრავად და ძალიან უხეშად კი გამომდის მაგრამ "სახმარად"

ნუ არვიცი სხვა ადგილები დაილია ?
ან იმ სახლში როგორღა უნდა იცხოვროს ამ გოგომ არ მესმის. სიყვარულს გეფიცებოდეს ადამიაი და მისავე გაწყობილ სახლში სხვა ქალი მიიყვანო. აი ზიზღის გრძნობა ვერ შევიკავე რა. არადა კომენტარები სულ თითზე ჩამოსათვლელი მაქვს დაწერილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent