შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (6 თავი)


22-11-2020, 13:24
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 701

ჩვენი მაგიდა დარბაზის შუაგულში იდგა. ორი, ორმოცდაათ წლამდე წარმოსადეგი მამაკაცი ბიზნეს პარნიორები, როგორც დიმამ შემდეგ გმაცნო და ახალგაზრდა თარჯიმანი გოგონა ღიმილით შეგვეგებნენე. ჩემმა მეუღლემ მოკრძალებით წარუდგინა ჩემი თავი. თარჯიმანი უკმაყოფილო სახით შეიშმუშნა. საღამო ინგლისურ ენაზე, სასიამოვნოდ წარიმართა. ვინაიდან მეც კარგად ვფლობდი მალევე გავერკვიე საქმის არსში. ოღონდ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა ეს გოგო აქ, რადგან დიმაც არაჩვეულებრივად საუბრობდა ინლისურად. მისი დახმარება არცერთ მხარეს არ ჭირდებოდა. ვიდრე საქმეზე გადავიდოდნენ, ერთმანეთზე და სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებდათ. ამჯერადაც ახალ შეთანხმებაზე სასაუბროდ მოაწყეს ეს ვახშამი.

– დიმა ! –ერთ–ერთმა პარტნიორმა ღიმილით მიმართა. – ჩვენი წინა შეხვედრა, არც თუ, დიდი ხნის წინ იყო. რატომ არ გვითხარი თუ ქორწინდებოდი? ვფიქრობ, ქორწილშიც უნდა დაგეპატიჟე !

– ახლახანს გადავწყვიტეთ ჯოზეფ , ჯერ ქორწილიც არ გვქონია.

– მომიტევეთ ! მაშ აწი ველი მოსაწვევს. აუცილებლად მოვალთ მე და ლუსია.

– რათქმაუნდა, თქვენს გარეშე არ ჩაივლის ეს დღე. –უთხრა და უცნაურად გადმომხედა.

– მისის თამარ, მსურს ჩემთან ვახშამზე დაგპატიჟოთ და ჩემი მეუღლე, ლუსია გაგაცნოთ. გაახარებს დიმიტრის მეუღლის გაცნობა, თანაც დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონებით.

– მოხარული ვიქნები ! – ვუპასუხე მოკრძალებით

–მადლობა ჯოზეფ. სიამოვნებით გესტუმრებით. თანაც, დიდი ხანია მისის ლუსია არ მინახავს.

– ძალიან გაახარებთ. ხომ იცი, როგორ მოსწონხარ დიმა. ჩვენი შვილის ასაკის, რომ არ იყო ალბაათ, ვიეჭვიანებდი კიდეც. – ბოლო სიტყვებზე ყველას გაგვეცინა.

– მეც ძალიან მომწონს მისის ლუსია. ამ ბოლოს თავს ცუდად რომ გრძნობდა, ახლა როგორ არის? – გულთბილად მოიკითხა.

– მადლობა, უკეთ. აქ თავს მარტო გრძნობს და ვფიქრობ, ემოციურად უდგება ყველაფერს. ხომ გესმით?! გვანცა, რომ არა მეტად გაუჭირდებოდა. – თქვა და ყველამ თარჯიმან გვანცას შევხედეთ.

– ხო გვანცა, მისი მარჯვენა ხელია.– დასძინა ჩემმა მეუღლემ და მისკენ უცნაური ღიმილით გაიხედა.
ახლა კი ნამდვილად მივხვდი ყველაფერს. ეს, გვანცა აქ ჩემი ქმრის გამო იმყოფებოდა. როგორც ჩანს ადრეც იცნობდნენ ერთმანეთ და მათ შორის რაღაც იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ისედაც მაღიზიანებდა მისი უცნაური გამოხედვა და რეპლიკები , რომელსაც დიმას მისამართით ისვრიდა ხოლმე. ახლა კი საერთოდ სისხლი ამიდუღდა ბრაზით. რადგან სიმართლეში გავერკვიე, უფრო თვალში საცემი გახდა მისი კეკლუცობა. თითქოს, არც ჩემი ქმარი ერიდებოდა ფლირტს. აღელვებულმა, გაუცნობიერებლად დიმას ხელზე, რომელიც მაგიდის ქვეშ, მუხლზე ედო ხელი ჩავავლე და ფრჩხილებით ისე მოვუჭირე, საწყალი ტკივილით ერთიანად შეიშმუშნა. არ შეუმჩნევია რათქმაუნდა. მეორე ხელი დაიხმარა და ჩემი, თავისაში მოიქცია. თანა რაღაცნაირად, თბილი თვალებით შემომხედა, დაახლოებით აი ასეთ რამეს, რომ ამბობს: ძალიან ცუდად კი მოიქეცი, მაგრამ ისეთი ჩემთვის მისაღები მიზეზი გქვს, რომ ჯანდაბასო... ვეჭვიანობდი! იმაზეც კი ვეჭვიანობდი, როდესაც დიმა ზრდილობისთვის, ღიმილიანი სახით გაიხედავდა ხოლმე მისკენ, ან უბრალოდ, როდესაც პასუხს ცემდა. ვეღარ მოვითმინე, არ მინდოდა მათი ყურება. თავის ტკივილი მოვიმიზეზე, ბოდიში მოვიხადე და ნომერში ავედი. გაცოფებული ვიყავი, როგორ არ მომირიდეს. არადა რამდენჯერ ვთხოვე, ჩემს ღირსებას ნუ შეეხებითქო. კარადიდან ღამის პერანგი გამოვიღე და ჩავიცვი. ზედმეტად გამომწვევად მქონდა ტანზე. გამოცვლა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგიც ასეთივე იყო და ამის შემდეგიც. ეს პერანგები, ჩვენი ხელის მოწერის დღეს ვიყიდე, თანაც ისე არც კი დავინტერესებულვარ, როგორი იყო. მოკლეთ, ამ უხეხულობაში ვიყავი თავში აზრმა, რომ გამიელვა. – მოდი სამაგიეროს გადავუხდი, ამ პერანგით დავხვდები და ყლაპოს ნერწყვი. ნახოს, როგორია გრზნობებზე თამაში. – ზუსტად ვიცოდი რა აუტანელი იქნებოდა მისთვის ჩემი ანუ, ქალის და ცოლის ასეთ ფორმაში ყურება, ზედმეტი შეხების უფლების გარეშე. თანაც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული ჩემი ნებართვის გარეშე თითსაც არ დამაკარებდა. მისი ტემპერამენტი ამას ვერ გაუძლებდა და ცოტას ავაფორიაქებდი. ცოტა კი მრცხვენოდა ჩემი თავის, ამ საქციელის გამო, მაგრამ აზრი მაინც არ შევიცვალე. ძალინ მოხდენილი პერანგით დავჯექი და ვაჟბატონს დაველოდე, თანაც დაძინების საკითხიც გადასაწყვეტი გვქონდა. მოსვლა შეაგვიანდა. აბაზანში შევედი, რომელიც შემოსასვლელ კარს ესაზღვრებოდა. უკან რომ გამოვბრუნდი, ნომერში ახლად შემოსულ დიმას შევეჩეხე კიარად, პირდაპირ დავეჯახე. ჰოლში, ჩემგან ზურგით იდგა. რომ მობრუნდა და შემომხედა იმ წამსვე ვიჯავრე, რომ ამ პერანგით კიარა საერთოდ, ჩადრით არ დავხვდი. გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა, არეულ სახეზე ხელები მოისვა და აბაზანაში შევარდა. მე თავგზა არეული წავედი და ფანჯარასთან დავდექი. აბაზანიდან ჩემამდე გზა ისე გამოიარა, არ შემოუხედავს. ჩემს წინ, დივანზე დაჯდა.

–რატომ წამოხვედი?

–ზედმეტი ვიყავი!

–ვისთვის?

–ამ ცხოვრებაში მხოლოდ შენთვის და შენთარ ვარ ზედმეტი !

–შენით დაასკვენი?

–შენი ქცევებით. მე საერთოდ ის მიკვირს რატომ წამიყვანე?!

–ჩემი ცოლი ხარ! ეს საკმარისი მიზეზია!

– შეგიძლია ყველგან მხოლოდ ის ფურცელი ატარო სადაც შენი ცოლი ვარ, თუ ეგ საკმარისია. სხვა არც არაფერი გვაკავშირებს !

– გინდა სხვაც გვაკავშირებდეს?

– შენთან? რა სისულელეა !

არაფერი მიპასუხა. თავის ნელი მოძრაობით ჩემსკენ გამოიხედა და „რენდგენში“ გამატარა. კანი მეწვოდა, როცა მის შავ თვალებს ჩემს სხეულზე დაატარებდა, უცნაური ტალღები გულმკერიდან იღებდა სათავეს და ფეხის თითებამდე დენებად მირტყავდა. თვალს ვერ ვუსწორებდი, მრცხვენოდა. ადგა და ახლოს მოვიდა. გახშირებულად სუნთქავდა.

–თვალებში შემომხედე ! – თან თბილად და თან მკაცრად მითხრა.

– არ მინდა და არ შემოგხედავ !

–თაკო, რატომ მაიძულებ, ყოველთვის ძალით გაკეთებინო რაღაც ?
- შემომხედე გთხოვ !

– კარგი !

ცოტა ვაწვალე, მოთმინებით ელოდა და ბოლოს შევხედე. პირველად დავინახე, მისი მშვიდი და თბილი თვალები ასე ახლოდან. თითქოს, გულში რაღაც გაწყდა და სხეულში ცხელი სითხე ჩაიღვარა. მე, ჩემი თავის უკვდავება დავინახე მის თავლებში. უცნაური და წარმოუდგენელი იყო, ეს განცდა ჩემთვის, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი. თვალს არ ვახამხამებდი. არ მინდოდა დამეკარგა ერთი წამიც კი , რომელიც ახალი და შეუცნობელი გრძნობებით იყო გაჟღენთილი. თითქოს მის თვალებთან მარადისობის ფიცს ვდებდი.იმ წუთას ისეთი სუფთა და ნამდვილი ჩანდა ჩვენი ურთიერთობა... გონს მისმა სიტყვებმა მომიყვანა.

–ყველა ქალი, რომელიც ჩემთან ერთად სუფრაზე აღმოჩნდება, გამიღიმებს ან, თუნდაც წამეფლირტავება შენი სიბრაზის და ეჭვიანობის მიზეზი უნდა გახდს?

- ჯერ ერთი მაგას ჩვენ შემთხვევაში, ღირსების შელახვას ვეძახი. და მეორე, შენ გგონია ვიეჭვიანე?

– მე არ მგონია, შენ მითხარი. – დაკაწრული ხელი ცხვირწინ ამიფრიალა.

– მისმა სითავხედემ გამაღიზიანა !

– ეგ სითავხედე სხვის მიმართ რომ გამოეჩინა, მაშინაც გაღიზიანდებოდი?

– არა, რატო ! სხვა, მე, არ მეხება. –დაუფიქრებლად ვუპასუხე.

– მეც მაგას ვამბობ. შენ რაც და ვინც გეხება იმათზე „ღიზიანდები“...– დამცინა.

– შეეშვები ჩემს დაკითხვას?

– არა ! კიდევ მაინტერესებს, ეს რატომ ჩაიცვი?

– რა რატომ? არ იცი ძილის დროს რას იცვავენ?

– შენ ახლა გძინავს?

– შენ გელოდებოდი, ვინ სად დაიძინებს ხომ უნდა გადავწყვიტოთ.

– რაა გადასაწყვეტი?! ჩემს საძინებელში, ცოლი ასე ჩაცმული მხვდება და კიდე იმაზე უნდა ვიმსჯელო სად დავიძინოთ?

– ასეთი რა მაცვია, პირველად დაინახე ნეტავ?

– შენს ტანზე კი. ჩემი პროვოცირება ხომ გინდოდა? ხოდა მოახერხე. ერთ საწოლში დავიძინებთ. – რათქმაუნდა მიმიხვდა ჩანაფიქრს, მგონი ჩემს აზრებ კითხულობდა ეს ადამამიანი.

– ზღვარს ცდები!

– იცი რა? მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ხარ, არის საკითხები სადაც შენი ნიჭი არ ჭრის, უფრო, გამოცდილებაა საჭირო. შენ მასეთი არ ხარ!

– იცი რა ? შენი თავი ყოვლესმცოდნე ნუ გგონია !

– რას გულისხმობ? რა, ხაარ? – გაბრაზებულმა მკლავზე ხელი მომიჭირა. მეორე ხელი კი მხრებზე გადამისვა. – მეტკინა და მეწყინა. თვალები ცრემლებით ამევსო. ორი თითი გულთან დავაჭირე და ვკითხე:

–აი აქ გული გაქ? რამეს გრძნობ? სად წაიღე, სად მალავ ისეთ ადგილზე რომ ვერ ვიპოვე? –ჩემი ხელი დაიჭირა, გამაშლევინა და გულზე დაიდო.

–ძალიან გინდა იპოვო?

–მინდა! შენც ხომ ჩვეულებრივი გული გექნება და იქნება გავუგო კიდეც.

–გული დავკარგე ! თუმცა, მისი პოვნა ორ შემთხვევაში შეიძლება.

– რა შემთხვევაში? – ინტერესით, ნახევრად ატირებულმა ვკითხე.

– მართლა გაინტერესებს?

– კი.

– აი აქ, თუ ოდესმე ჩემი გულის ფეთქვას იგრძნობ, ჩათვალე ან მძულს ან მიყვარს ვინმე !

– ანუუ... მეე.... – ენა ამერია, მერჩივნა ეს კითხვა არ დამესვა.

– იცოდე ჩემს გულს თუ ეძებ, პოვნის შემთხვევაში შედეგებისთვისაც მზად უნდა იყო!

– აღარ მინდა მისი პოვნა ! – ვუთხარი და ხელი გამოვაცალე.

– სად გაქრა შენი გამბედაობა, შეგეშინდა?

– არა ! უბრალოდ, რომ ვიპოვო უფრო მეტად უნდა შეგძულდე და აღარ მინდა ესეც საკმარისია ჩემი ცხოვრების დასანგრევად. უფრო მეტი სიძულვილისთვის ვეღარ შევაწუხებ შენს გულს, თორემ ნამდვილად მტვრად მაქცევს. – ძალამოკრებილი დამაჯერებლობით ვეუბნებოდი, მაგრამ სინამდვილესი სულ სხვა სიტყვების თქმა მინდოდა.

– უფრო მეტი სიძულვილისთვის. –სევდიანი ხმით გაიმეორა ჩემი სიტყვები.. – იცი რა? საკითხავი ისაა სიძულვილით უფრო მეტად ვუნგრევ ადამიანებს ცხოვრებას, თუ სიყვარულით. – დაასრულა და ოთახიდან გავიდა.

აცახცახებული სხეულით, საწოლამდე მისვლა ძლივს მოვახერხე.მუხლები მეკვეთებოდა. მისთვის მინდოდა სამაგიეროს გადახდა, მაგრამ მგონი პირიქით გამოვიდა. ვერ მივხვდი მისი ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა, როგორ უნდა გამეგო... დავწექი, მაგრამ ძილი არ მომეკიდა, ველოდი როდის დაბრუნდებოდა, ან საერთოდ თუ დაბრუნდებოდა. კარგა ხანი იყო გასული კარის ხმა რომ გავიგონე. თავი მოვიმძინარე. მოვიდა და საწოლთან ჩამომიჯდა. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა. მერე ხელი ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად დამისვა მხრებზე გადაფენილ თმებზე. გული ყელში მომებჯინა, სუნთქვა გამიხშირდა ცოტაც და შემეტყობოდა ძილს, რომ ვიგონებდი. კიდევ კარგი ადგა და სამზარეულოსკენ წავიდა. თვალი ჩუმად გავაყოლე. ისეთი არეული ნაბიჯები ჰქონდა აშკარად უგონოდ ნასვამი იყო. გზად ლამის კედელს დაეჯახა. შემეშინდა არ დამტვრეულიყო, სასწრაფოდ ავდექი და ახლოს მივედი, თუ დასჭირდებოდა დავეხმარებოდი. მიუხედავად სიმთვრალისა, მაინც დაუხმარებლად გავიდა სამზარეულოში და სკამზე ჩამოჯდა. ლიმნიანი წყალი გავუკეტე და მივუტანე.

– მადლობა ! შენ ხომ გეძინა?

– ისე ფრთილად დადიხარ, გამეღვიძა. – იუმორში გადატანა ვცადე.

– მომიტევეთ ! მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალბატონს თუ მყუდროება დავურღვიე. – ცოტა პაუზებით და არეულად საუბრობდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, მისი კომპლიმენთი თუნდაც, სასმელით ყოფილიყო ნათქვამი. ისე ხომ გაგიგიათ, ნასვამი ადამიანი ყველაზე მართალს ამბობსო.

– არაუშავს. წამოდი დაწექი !

– არა იყოს აქ დავრჩები. ერთ საწოლზე მაინც ვერ დავიძინებთ და...

– ნუ სულელობ ადექი. საწოლზე შენ დაიძინებ.– იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, დივანზე ვერ დავაწვენდი.

– არა ! მერე შენ?

– დივანზე დავწვები.

– არ არსებობს მე დავწვები .

– არა! საწოლზე დაიძინებ !

– თაკო არა–მეთქი !

– ვაიმე დიმა ! რა სიჯიუტეა ახლა ეს. კარგი ჯანდაბას ორივემ საწოლზე დავიძინოთ.

– არა. შენ უხერხულად იქნები.

– ადექი ახლა ნუ შემშლი !

ძლივს წამოდგა და ისევ ჩემ დაუხმარებლად, მაგრამ კედლების დახმარებით მივიდა საწოლამდე. მხოლოდ ფეხსაცმელი გავხადე. ფხიზლად იყო სანამ მეც საწოლზე არ დამიგულა, მერე კი წამში ჩაეძინა. როცა მივხვდი ვერაფერს გაიგებდა, დივანზე გადავბარგდი. მთელი ღამე თავლი არ მომიხუჭავს. არ ვიცოდი როგორი სიმთვრალე ჰქონდა და ვდარაჯობდი ცუდად არ გამხდარიყო. გამთენიას, დაღლილს ჩამეძინა. როგორც კი თვალი გავახილე საწოლს გავხედე, მაგრამ იქ აღარ იყო. საათს დავხედე თერთმეტი სრულდებოდა, ბოლოს როდის მეძინა ამ დრომდე აღარ მახსოვს. ფეხის ხმა მომესმა და წამოვჯექი.

– დილამშვიდობის! – უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული იყო, არც წინა დღის სასმლის კვალი ეტყობოდა.

– დილამშვიდობის ! როგორ ხარ?

– მადლობა, კარგად ! მაგრამ შენ, მანდ არ უნდა გეძინოს .

– ამ ერთხელ არაუშავს. შენ ვერ დაიძინებდი აქ, ცოტა ცუდად იყავი.

– ცოტა? არაფერი მახსოვს და მაგას ცოტა ქვია? იმდედია ცუდად არაფერი მითქვამს.

– დამიჯერებ, რომ გითხრა ნასვამი ჯობიხართქო?

– გავითვალისწინებ! წამო ვისაუზმოთ.– სამზარეულოსკენ შებრუნდა, მერე უცებ მოტრიალდა, თავი მოიქექა და მითხრა : ოღონდ ეგ გამოიცვალე რა...

ახლაღა დავიხედე ტანზე. ისევ ის პერანგი, რომ დავინახე გუშინდელისგან განსხვავებით ძალიან შემრცხვა.

– უი... ბოდიში ! აღარ მახსოვდა.

– საბოდიშო არაფერია. უბრალოდ მე... სიტყვა აღარ დაასრულა და სამზარეულოში გავიდა.

შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და უკვე კარგად მოშიებული მივუჯექი მაგიდას. მთელი ეს დრო მელოდა და ჩემთან ერთად დაიწყო ჭამა. შემომთავაზა სადმე გაგვესეირნა, სადაც მე ავირჩევდი. დავთანხმდი მთელი ეს დრო ოთახში ჯდომა გამიჭირდებოდა, ისედაც მონატრებული ვიყავი ხალხთან ურთიერთობას. საბედნიეროდ აჭარაში ასეთი ადგილები ბევრია და პირველ ჯერზე „მწვანე კონცხი“ ავირჩიე. მთელი დღე სხვანაირი მორიდებით ვექცეოდით ერთმანეთს. თითქოს ჩვენს შორის უხერხულობა იყო. მეც მქონდა მიზეზი და თავის მხრივ მასაც. მომწონდა ეს მშვიდი მდგომარეობა, ძალიან დაღლილი ვიყავი გაუთავებელი ჩხუბითა და დაძაბულობით. მოდუნება და დასვენება მინდოდა. თანაც, აქედან პირდაპირ მის მშობლებთან მივდიოდით და ძალები ხომ უნდა აღმედგინა მათ წინაშე ბუნებრივად, რომ მეთამაშა ჩემი როლი. განვიცდიდი მათთან შეხვედრას. სხვა, ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. კიდევ უფრო მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ დიმას არასდროს უხსენებია თავისი ოჯახი . ერთი–ორს თუარ ჩავთვლით, რომელსაც ხსენებასაც ვერ დავარქმევ. ტელეფონზეც კი არ უსაუბრია მათთან. მართალია დიდი მოსაუბრე არ იყო, ძირითადად ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა, მაგრამ ოჯახი ხომ სხვა თემაა. მითუმეტეს აუცილებელიც კი იყო მათზე საუბარი ჩემთან, რაღაც მაინც ხომ უნდა მცოდნოდა მათზე. გადავწვიტე დრო შემერჩია და თავად მეკითხა. მიუხედავად ჩემი და დიმას ურთიერთობისა, მათ ამ საქმეში გარევას და ცუდ დამოკიდებულებას არ ვგეგმავდი. თუ რათქმაუნდა მათი შვილივით, თავად არ მაიძულებდნენ ამას. სასტუმროში ვბრუნდებოდით სანდროს შეტყობინება, რომ მივიღე:

„ როგორ ხარ? მოკლეთ, ველაპარაკე მარტივი არ იყო, უფრო ნაწყენები არიან ვიდრე გაბრაზებულები. ისევე როგორც მე. მალე გადაუვლით არ ინერვიულო. შეგიძლია შენც დაურეკო, არ ვიცი რას გეტყვიან, მგრამ არდარეკვას მაინც აჯობებს.“

„ არ მაპატიებ, არასდროს დაგავიწყდება ხო? „

„დამავიწყდება რა, სკლეროზი კი არ მაქვს ! (გაღიმებული სმაილით) ხომ იცი, რომ შენ ჩემი მზე ხარ და მინდა სულ ანათებდე, ესეც საკმარისია!“

„ვიცი! რა კარგია რომ არსებობ ! „

„ არაფერი იჯავრო კარგი? უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო!
ხო ეგეც მომიკითხე მაინც, ისე კაი ტიპი ჩანს. “

სევდა, სითბო და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. უდიდესი საგანძურია ასეთი ადამიანი თუ გყავს და საერთოდ არ აქვს მნიშვლელობა, რომელ პოლუსზე იმყოფება. მთავარია, რომ არსებობს და ყოველთვის, ყველაფერში გრძნობ მის მხარდაჭერას. შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში , მაგრამ მაინც, რომ გაქვს მისი იმედი და ყველაზე მეტად, რომ გინდა მას არ აწყენინო. თუმცა, ამ წყენასაც რომ ივიწყებს. ამიტომ არ მინდოდა მას სიმართლე გაეგო, შეუძლებელსაც კი შეძლებდა, საკუთარი სიცოცხლითაც კი გარისკავდა ჩემს დასახმარებლად. ათასობით კილომეტრი გვაშორებდა, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი იმედი იყო ჩემთვის.


– ძლივს ღიმილი დავინახე შენს სახეზე!

– მყავს მიზეზი და იმიტომ !

– კარგია. არ მომიკითხა?

– რაიყო კითხულობდი?

– ნუ სულელობ! უბრალოდ ვიცი, შენ არ მეტყოდი.

– კარგი, ჩემზე იცი, მაგრამ მასზე საიდან იცი, რომ მოგიკითხავდა?

– კარგი ადამიანია !

– ვაუ ! ეს ალბათ, რაღაც კაცური ლოგიკაა. მე ტვინს არ დავიღლი.

– გეთანხმები, მაგაზე არ დაიღალო. – თავი გააქნია და გაიღიმა.


ზუსტად ერთი საათი ვაწვალებდი ტელეფონს, ხან ავკრიფე ნომერი და წავშალე, ხან დავდე და ისევ ავიღე, ხან რა და ხან რა... ვერ ვბედავდი დარეკვას. რომ არ გაეგონებიათ ან, ძალიან გაბრაზებულზე რამე საწყენი, რომ ეთქვათ ვერ გავუძლებდი, ვერ გადავიტანდი. ცრემლების ბურთი, უკვე ყელში მქონდა გაჩხერილი, ნერვიულობით ხელები გამიცივდა. ის, უხმოდ მიყურებდა. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა არცერთ სიტყვას არ ქონდა აზრი. ახლა არაფერი არ შეცვლიდა ჩემს, ამ მდგომარეობას. როგორც იქნა გავბედე და დავრეკე. დიდი ლოდინი არ დამჭირდა. „ ხო დედიკო“ ყოველთვის ასე იწყებოდა ჩვენი დიალოგი. ახლა კი ყურმილში, მკვახე ხმა გაისმა:

– გისმენ !

–დე... –სიტყვა გამიწყდა, ცრემლები თავისით მოდიოდა. არ მინდოდა დედას შეემჩნია.

– ნუ ტირიხარ! ახლა ეგ აღარფერს შეცვლის.

– ვიცი დე, უბრალოდ მაპატიეთ გთხოვთ, ვერ გადავიტან თქვენ გაბრაზებას... გთხოვთ...

– ასე მარტივია? იცი როგორ ვინერვიულეთ? მამაშენი ძალიან განიცდის. არ ვიმსახურებით შენგან მაგას, უბრალოთ გეთქვა და ხომ იცი გაგიგებდით.

– ეხლაც გამიგეთ, ამ ერთხელ გამიგეთ, გეხვეწებით დედიკო! არ შემიძლია უთქვენოდ.

–მაგაზე აქამდე გეფიქრა! – მის ხმაშიც შეერია ტირილის ნოტები. – ნუღა ტირიხარ, დამშვიდდი და სხვა დროს ვილაპარაკოთ.– გამითიშა. ორივე ვცდილობდით, ერთმანეთისთვის, ტკივილი დაგვემალა, კიდევ უფრო რომ არ გვტკენოდა.


ეს უკვე ზღვარი იყო, ერთიანად გაიხსნა ყველა ემოცია, რაც აქამდე ვინახე. ცრემლად და ქვითინად დაიწყო დინება ჩემი გულიდან და გონებიდან. მუხლები ნებაზე მივუშვი. ის იყო დივანზე უნდა დავვარდნილიყავი და ბოლო ხმაზე მეტირა, რომ წელზე ხელები მომხვია და გულში მაგრად ჩამიხუტა. ძალა არ მქონდა წინააღმდეგობა, რომ გამეწია, არც მინდოდა. მის ხელებში ჩავესვენ, თავი გულთან დავადე და ავზლუქუნდი. ეტყობა ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი და შევეცედო.

– მალე გადაუვლით წყენა, ნუ ტირიხარ გთხოვ!

– არ მაპატიებენ! ძალიან ვაწყენინე და სულ შენი ბრალია. – ვუთხარი და ერთი–ორი მჯიღიც მივაყოლე გულზე. უფრო მაგრად შემომეხვია და ჩამიხუტა.

– ვიცი და მაპატიე თუ შეძლებ !


დაწითლებული, დიდი თვალებით, გაკვირვებულმა ავხედე. მან პირველად მთხოვა პატიება. თმაში ხელი შემიცურა, ახლოს მიმიზიდა, ოდნავ დაიხარა და შუბლზე ისე თბილად მაკოცა, სიმშვიდე და სიმყუდროვე ვიგრძენი. საწოლამდე მიმიყვანა, გვერდით ჩამომიჯდა, ჩემი ხელი დაიჭირა და დამელოდა სანამ არ დამეძინა.

დილით ადრე ავდექი. მას ისევ ეძინა დივანზე. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე. მარტო ყოფნა და დაფიქრება მჭირდებოდა. მინდოდა ისევ მეგრძნო თავისუფლება. მინდოდა ჩემი თავის ბატონ–პატრონი ისევ მე ვყოფილიყავი და არავის წინაშე არ მქონოდა ნებართვის ვალდებულება. ქუჩაში გავედი და უმისამართოდ წავედი, არც მაინტერესებდა სად მოვხვდებოდი, მთავარია შეუჩერებლად მარტოს მევლო . დროისა და სივრცის აღქმა დავკარგე. ვერც ხალხითა და მანქანებით გადავსილ ქუჩებს ვამჩნევდი და ვერც იმას, ამ სიარულში რა დრო გავიდა. მუხლებში დაღლა ვიგრძენი. თანაც უკვე ძალიან ცხელოდა. იქვე, გზის პირას პლიაჟზე დადგმულ, საზაფხულო ფაცხას შევაფარე თავი და ყავა მოვითხოვე. ახლახან აღმოვაჩინე, რომ სასტუმროდან საკმაოდ შორს წამოვსულვარ. ტელეფონი შევამოწმე, ხმა დაწეული მქონდა. დიმას ათასი ზარი, მაინც იყო შემოსული. – ალბათ გაგიჟებულია, ნამდვილად მომკლავს. რადგან აღარ მირეკავს, ალბათ ახლა წითელი ცირკულარით მეძებს. დადგეს და მეძებოს. – ეს დღე მხოლოდ მე მეკუთვნოდა. მშვიდად მივირთმევდი ყავას, თან პლაჟის სანახაობით ვტკბებოდი. მიყვარს ზღვა და ამავდროულად მეშინია. ჩემი მისადმი სიყვარული, ნაპირიდან ათ მეტრში ვრცელდება. მის იქით კი, მაშინებს მისი უკიდეგანო სივრცე. დასასრული რომ არ უჩანს, ცუდ შეგრძნებეს აღძრავს ჩემში. ვიღაცისთვის შეიძლება თავისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის პირიქით, მხუთავს, რადგან არასდროს არ იცი, რა შეიძლება დაგემართოს ამ სივრცეში მოხვედრილს. მირჩევნია ხალხით, შენობებით და დაბრკოლებებით სავსე სამყაროში ნახევრად ფრთაგაშლილმა ვიფრინო. აი თუნდაც ასე, დღეს რომ მოვიპარე თავისუფლება.


როგორც ჩანს სადარდელი სახეზე მეწერა, რადგან ბარმენი მოვიდა და ცივი კოქტეილზე დამპატიჟა. ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ბარმენის და მოწყენილი გოგოს კლასიკური შემთხვევა. ჩემს წინ, სკამზე ისე დაჯდა არც უკითხავს შეიძლებოდა თუ, არა. როგორც მერე გავარკვიე, თურმე თავისუფალი დრო ქონია და სკამს ეძებდა, რომ დამჯდარიყო და დაესვენა. ამ დროს მოწყენილი მე, დამინახა. იფიქრა, ბარემ სიკეთეს გავაკეთებ და ცოტას გავამხიარულებო, თანაც ეს ხომ ჩემი პირდაპირი მოვალეობააო და ასე აღმოჩნდა ჩემს მაგიდასთან. აქამდეც გამეგონა ამ პროფესიის ადამიანების , კომუნიკაბელურობასა და ენამოსწრებულობაზე, მაგრამ ეს ბიჭი განსაკუთრებული შემთხვევა იყო. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, მეც ავყევი. თანაც, დროულად გამოჩნდა მჭირდებოდა უცხო ადამიანი, რომელსაც ნაწილობრივ მაინც მოვუყვებოდი ჩემს ბოლოდროინდელ ცხოვრებას და ცოტათი მაინც მომეშვებოდა. რას ვკარგავდი, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მხედავდა. საუბარი კარგახანს გაგვიგრძელდა. ყველა ჩემი პრობლემა იუმორში გადაიყვანა და სიცილის ხასიათზეც მომიყვანა. იმასაც ამატებდა, ასეთი სიმპათიური თუა, მთლად უიღბლოც არ ყოფილხარო. კიდევ მითხრა: ბევრჯერ მინახავს, სიძულვილით დაწყებული დიდი სიყვარულიო.

ამ საუბარში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ დაგვადგა თავზე ჩემი ქმარი. რომ დავინახე შიშისგან შევხტი. ჩემს მოსაუბრეს ისეთი თვალებით გადახედა, ვიფიქრე ნამდვილად შუბლს გაუხვრეტსთქო. თავით მანიშნა გავყოლოდი. ბარმენს თავალებით მადლობა გადავუხადე და მანქანისკენ წავედი. გზაში ხმა არ ამოუღია. შიგადაშიგ მკვლელი მზერით გადმომხედავდა ხოლმე. მანქანას გიჟივით მიაქროლებდა. ვერ გავბედე ნელა იარეთქო, რომ მეთქვა. ნომერში რომ შევედით უფრო მეტად შემეშინდა. ყველაფერი თავდაყირა ქონდა დაყენებული და დამტვრეული. მისაღებიდან საძინებლამდე ძლივს გავიკვლიე გზა, ჩანთა მივაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი.

– სად მიდიოდი? – ფანჯარასთან, ჩემგან ზურგით მდგომმა, დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ, ისე მკითხა არც მოუხედავს.

– სადაც მიპოვე. –ვხვდებოდი, რომ ცუდი დასასრული ექნებოდა ჩვენს დიალოგს თუმცა, ალბათ ამისთვის იმ წუთიდან ვიყავი მზად, ჩუმად გაპარვა რომ გადავწყვიტე.

– რატომ არ გამაფრთხილე? ზარებს რატომ არ პასუხობდი?

– არ ვარ ვალდებული ყველაფერი შეგითანხმო. ზარებს რაც შეეება, არ მინდოდა და არ გპასუხობდი. უფლება მაქვს შენგან ცოტახანს მაინც დავისვენო.

– ჩემგან დაისვენო და სხვასთან გაერთო ხო ?

– თუნდაც. –ცეცხლს ვეთამაშებოდი.

– ვინ იყო?

– რა შენი საქმეა!– ამჯერად ნავთი დავასხი.

– ვინ იყო–მეთქი? – დამარცვლით გამიმეორა და ჩემსკენ შემობრუნდა.

– შენთვის რა მნშვნელობა აქვს. წესით სულ ერთი უნდა იყოს. – მიზანმიმართულად ვაბრაზებდი. მგონი, მართლა ვაიძულებდი ცუდად მომქცეოდა.

– გოგო შენ ნორმალური ხარ? – მიყვირა და ხელი დამავლო. –ჩემი ცოლი ვიღაც ს****ნ ერთად ერთობა, მასთან ერთად სასმელს მიირთმევს და იცინის იმდროს, როცა ჩემთვის ერთხელაც არ გაუღიმია და ეს უნდა იყოს სულერთი ჩემთვის? შენ მე ვიღაც ჩვარი ტიპი ხოარ გგონივარ? – ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელს უფრო ძლიერად მიჭერდა.

– ჩემი ბრალია? თუარ გიღიმი, შენთან ერთად თუარ ვერთობი და სასმელს არ ვსვავ ჩემი ბრალია? რით დაიმსახურე? მე გაიძულე ცოლად მოგეყვანე? რას ითხოვ ჩემგან ვერ გავიგე...რატო ითხოვ ერთგულებას ?

– გაჩუმდი !..

– არ გავჩუმდები ! დიახაც მასთან ერთად ვიცინოდი და თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ის ადამინი მისმენდა და მესაუბრებოდა. კიარ მიყვიროდა მესაუბრებოდა, გესმის? შენ გიცდია ჩემთვის მოგესმინა?გიცდია აზრი გეკითხა? არა ... იცი რა ? შანსი რომ მქონდეს ისევ იმ მაგიდასთან დავბრუნდებოდი და იქედან გავაგრძელებდი სადაც შენმა მოსვლამ გაგვაჩერა.

– მერე? კიდევ რას იზავდი მასთან ერთად? - ზიზღნარევი ტონით მკითხა.

– არ ვიცი, დრო მოიტანდა დანარჩენს.– ახლა ნამდვილად დიდი სისულელე ვუთხარი.

– იცოდე მოგკლავ ! – დაჭიმული ყბებიდან გამოსცრა და საწოლზე მომიშინა. ოთახში რაც დასამტვრევი დარჩა ისიც დალეწა. – იცი ჯერ რას ვიზავ? წავალ და იმ ნა******ს მივუჩენ ადგილს და მერე შენ მოგხეადვ !

– არსადაც არ წახვალ ! – წამოვხტი და წინ გადავუდექი. – და რომც წახვიდე რას ეტყვი? ქალს, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა ჩემი ცოლი და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასე მინდა თანაგრძნობა რატომ გაუწიე და თუნდაც ცოტახნით პრობლემები რატომ დაავიწყეთქო?

– ესეიგი მხოლოდ ფურცელზე ხარ ჩემი ცოლი ? სანამ შენ ცოლობას საწოლში არ გადავიტან მანამდე არ მოისვენებ ხო? რაღა სხვასთან ეძებ ნუგეშს.

– იცოდე სიტყვები გააკონტროლე ! – მგონი არ მქონდა ამის თქმის უფლება.

– კიდე მე გავაკონტროლო სიტყვები ? ცოტა ხნის წინ ისეთები მითხარი და კიდე მე გავაკონტროლო?

– შენ მე თითსაც ვერ დამაკარებ !

– აბა ვინ დაგაკარებ?

– მაგას მე გადავწყვეტ, ვინ !

– ჭკუიდან ნუ მშლი. ნუ მაიძულებ ისეთი რამე გავაკეთო რასაც ძალიან ვინანებ. არ მინდა გესმის ? არ მინდა ... ნამდვილად შემომაკვდები. – თავი ორივე ხელში მოიქცია, კედელს მიეყრდნო და მომაჩერდა. გაუნძრევლად ვიდექი და პირდაპირ თავლებში ვუყურებდი. – ნუთუ ასე შევცდი შენში? წადი, აღარ მინდა შენი დანახვა ! ...



№1  offline წევრი თიკოია

ძალიან მაგარიაა შემდეგ თავს როდის დადეებ?

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

თიკოია
ძალიან მაგარიაა შემდეგ თავს როდის დადეებ?

ჯერ კიდევ წერის პროცესშია, მაგრამ ვეცდები მალე დავდო. ♥️

თიკოია
ძალიან მაგარიაა შემდეგ თავს როდის დადეებ?

ახლა ისე დააგვიანა ადმინისტრაციამ ატვირთვა ორი თავით (5,6) გესტუმრეთ. თუ კიდევ იქნება ასეთი შემთხვა, ისე ორ თავით გაგახარებთ ხოლმე...♥️ მე კი ის მახარებს, რომ კითხულობთ და მელოდებით ♥️

 


№3 სტუმარი ატბ

ეს გოგო რაღატო აღიზიანებს რა... ერთხელ მესმის ორჯერაც მარა სულ ასეთებს რატო ეუნება, არ იღლება მაინც?

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

ატბ
ეს გოგო რაღატო აღიზიანებს რა... ერთხელ მესმის ორჯერაც მარა სულ ასეთებს რატო ეუნება, არ იღლება მაინც?

მასავით თუ იფიქრებ მიხვდები რატომაც ...

ატბ
ეს გოგო რაღატო აღიზიანებს რა... ერთხელ მესმის ორჯერაც მარა სულ ასეთებს რატო ეუნება, არ იღლება მაინც?

თაკო იძულებულია დაემორჩილოს დიმას ბრძანებებს, მაგრამ მისი შინაგანი მდგომარეობა საერთოდ არ არის მორჩილი და ყოველთვის ეძებს სიტოაციას სადაც ამოხეთქავს. დიმას მშვიდად ყოფნის საშვალებას არ მისცემს ჯერ-ჯერობით. ზუსტად ამიტომ არის მათი ურთიერთობა ყოველთვის გრძნობების ზღვარზე.

 


№5 სტუმარი სტუმარი nisaka

საინტერესოაა ძალიან, ველოდები შემდდგ თავს ❤️

 


№6 სტუმარი მე

ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნერვები ამეშალა და დამეშლა :დდ ორი თავის ერთად წაკითხვა გამიხარდა :დ ხო, აი ძალიან მაინტერესებს დიმას მიზეზი რატო მოიქცა ასე, მარტო იმას მივხვდი რომ უყვარს :დდ რაც ამ თავიდან ნათლად დავინახე, ნუ იმის მიხედვით რასაც ამბობს სწორედ ამაზე მიუთითებს და ამას წყალი არ გაუვა :დდ მარა ამასთან ერთად რაღაც სერიოზულიც მგონია რაშინ ალბათ ნიკაც არის გარეული, მაგრამ ჩემ ამ მოსაზრებაში არ ვარ დარწმუნებული რადგან სხვანაირი მინიშნებები იყო რესტორნის მომენტში. ისე მიკვრის როგორ ვერ ხვდება დიმას აშკარა სიყვარულს, მაგრამ ალბათ სულიერად გადაღლის, ამოციების და ამ მდგომარეობის გამო დაბნეულობის ბრალია. ძალიან კარგი მოტხრობაა ჩემო კარგოო :დდ აბა ველი შემდეგს აი მოოუთმენლად!<33

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

მე
ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნერვები ამეშალა და დამეშლა :დდ ორი თავის ერთად წაკითხვა გამიხარდა :დ ხო, აი ძალიან მაინტერესებს დიმას მიზეზი რატო მოიქცა ასე, მარტო იმას მივხვდი რომ უყვარს :დდ რაც ამ თავიდან ნათლად დავინახე, ნუ იმის მიხედვით რასაც ამბობს სწორედ ამაზე მიუთითებს და ამას წყალი არ გაუვა :დდ მარა ამასთან ერთად რაღაც სერიოზულიც მგონია რაშინ ალბათ ნიკაც არის გარეული, მაგრამ ჩემ ამ მოსაზრებაში არ ვარ დარწმუნებული რადგან სხვანაირი მინიშნებები იყო რესტორნის მომენტში. ისე მიკვრის როგორ ვერ ხვდება დიმას აშკარა სიყვარულს, მაგრამ ალბათ სულიერად გადაღლის, ამოციების და ამ მდგომარეობის გამო დაბნეულობის ბრალია. ძალიან კარგი მოტხრობაა ჩემო კარგოო :დდ აბა ველი შემდეგს აი მოოუთმენლად!<33
მადლობა ! ♥️♥️

 


№8  offline წევრი დარინა

აი არაფერს არ ცვლის ისევ ერთი და იგივე რეპერტუარით უბერავს ეს გოგო და რაღაც უაზრობებს ეკიდება დაჯდეს ცოტა ტვინს დააძალოს და დაფიქრდეს ხომ შეიძლება მაგრამ მგონი ფიქრიც ეზარება, არადა დიმას ეტყობა რომ უყვარს და რაღაც სისულელე მოიგონა რომ ცოლად მოეყვანა, რომ დაფიქრდეს იმდენ მინიშნებას აძლევს დიმა თაკოს, არადა დიმას ეტყობა რომ რაღაცის გამოო აქვს გული გატეხილიი, ხოდა ძალიანაც კარგიი აღარ მიაქციოს ყურადღებაა და აქეთ ეხვეწოს ამ გოგომ.

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

დარინა
აი არაფერს არ ცვლის ისევ ერთი და იგივე რეპერტუარით უბერავს ეს გოგო და რაღაც უაზრობებს ეკიდება დაჯდეს ცოტა ტვინს დააძალოს და დაფიქრდეს ხომ შეიძლება მაგრამ მგონი ფიქრიც ეზარება, არადა დიმას ეტყობა რომ უყვარს და რაღაც სისულელე მოიგონა რომ ცოლად მოეყვანა, რომ დაფიქრდეს იმდენ მინიშნებას აძლევს დიმა თაკოს, არადა დიმას ეტყობა რომ რაღაცის გამოო აქვს გული გატეხილიი, ხოდა ძალიანაც კარგიი აღარ მიაქციოს ყურადღებაა და აქეთ ეხვეწოს ამ გოგომ.

გოგოს ნუ მიჩაგრავ ???????? ჩემი გოგო გულკეთილი და გრძნობებში არეულია ახლა . ქალი იურისტია და რას ქვია ვერაფერს ხვდება... შენ რომ კომენტარს წერ უკვე ვიცი ვის მხარესაც ხარ ♥️♥️ მადლობა რომ კითხულობ და გრძნობ ! ♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს.საინტერესოა.ველი შემდეგ თავს

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა, სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს ამ გოგოს...

 


№12 სტუმარი ატბ

grafo
მდააა, სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს ამ გოგოს...

გეთანხმები :/

 


№13  offline წევრი OKI ME

ვაა, საინტერესო იყოო.. თაკოს ეხლა გაშვება იქნებოდა კაცო? უუხ, რა საინტერესო მომენტში დაასრულე :დდდ

თაკო, ძაან არეულია. პრინციპში რა გასაკვირია ))) ეს დიმა არ ჩანს არადა ცუდი ტიპი. ფაქტია უყვარს თაკო.

 


№14 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№15  offline წევრი ნანა73

ცოტა არ იყოს დამაწყდა ნერვები...
აშკარად გაცნობიერებული ფსიხოზი ჭირს ( ახალი დიაგნოზია)
არა, ვეთანხმები აუტანელია მუქარის ძალით ამოტრიალებულ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ცოტა გონიერებას რომ მოუხმოს, იქნებ არც ისე რთული აღმოჩნდეს გამოსავალი?
საინტერესო ისტორიაა და კარგადაც მოგვითხრობ.
ველი გაგრძელებას. ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი შოკი რა პირდაპირ არ ველოდი ორ თავს საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია გავერთე ამ წყვილით ძალიან მინდა ორივე ერთად იყვნენ,ეს დუმა პრინციპში მომეწონა ზედმეტად არ აწუხებს ასე მგონია თაკო უყვარს ეს თავისუფლების მოყვარული გოგო კი ნერვებს უნგრევს,მინდა მალე მიხვდნენ რომ უყვართ ერთმანეთი,ნუ მიწყენთ ძაან შორს გავიჭერი ვიცი რომ სურპრიზი გექნებათ შენახული ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მადლობა წარტებები ???????????? დიმას სევდიანი თვალები მაბნევს რა მოხდა ისეთი წარსულში რა ტკივილს ინახავს????????????????

 


№17  offline წევრი თიკოია

იმედია დღეს დაიდებაა:(

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

სიამოვნებით ვკითხულობ კომენტარებს. მიხარია ამდენ ემოციას რომ იწვევს თქვენში. ჩემს პერსონაჟებს გამოხატული მომხრეები ყავს. ♥️♥️ ხო კიდე რა მინდა გითხრათ, მართალია დიმაც და თაკოც ეჭვიანი და იმპულსური ადამინები არიან, მიუხედავად ამისა გაუცნობიერებლად არაფერს აკეთებენ. თაკო პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობს დიმას ნერვების დანგრევას. ქვეცნობიერში საერთოდ არ მოსწონს ეს ქმედებები, მაგრამ ზუსტამ ამ ქვეცნობიერთან აქვს ომი.

 


№19  offline წევრი თათუ♡

დღეს დადებ?

 


№20  offline მოდერი თამარი აჩბა

სხლა ცოტახანს დავაწყნარებ ორივეს :) :)

თათუ♡
დღეს დადებ?

დავდებ ♥️ მთავარია ადმინისტრაციამ ატვირთოს

 


№21 სტუმარი სტუმარი ანა

მე გავიცანი ერთი ბიჭი ძალიან შემიყვარდა მაგრამ მას არ ვუყვარვარ არ ვიცი რა ვქნა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent