სასრულეთი (თავი 23) +18
ლეა ტვინი განგაშის სიგნალს სცემდა, მე კი წარმოდგენაც არ მინდოდა იმის, ვინ შეიძლება ყოფილიყო ადრესატი. არ მინდოდა, თორემ ლოგიკას თავისით მივყავდი დანიშნულების ადგილამდე. სასწრაფოდ დავგუგლე უცხო ქვეყნის კოდი და არც გამკვირვებია, რომ ერაყის აღმოჩნდა. როგორ შეეძლო ალესანდროს ასე მოქცევა? როგორ შეეძლო ჩემთვის ამის გაკეთება? რა ვქნა? რა მოვიმოქმედო? საკუთარ კითხვებში დაკარგულ და გასრესის პირას მყოფ მატლად ვგრძნობდი თავს. მე გადამიარეს. ჩემი ღირსება ფეხქვეშ გათელეს. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. თითქოს ჩემში თავი მოიყარა და გაერთიანდა ქვებით ჩაქოლვის წინაშე მყოფმა სორაიამ, ვირზე ამხედრებულმა მარიტამ, რომლის მშვენიერ სახესაც უმოწყალოდ ამცირებდა ტალახის გუნდები. და განა ვინმეს ძალუძს ამის შემდგომ გზის გაგრძელება? დავიღალე, ძალიან დავიღალე. ყელში ამოვიდა ყველაფერი. ერთიანად აკანკალებულმა ავირბინე კიბეები და უცერემონიოდ შევვარდი ალესანდროს ოთახში. ხმაურზე ჯერ კიდევ ცდილობდა ძილისგან გამორკვევას და არეული თვალებით გაოცებული მომჩერებოდა. - ლეა მშვიდობაა? რა სახე გაქვს? მოჩვენება დაინახე? უსიტყვოდ დავიწყე გახდა და თან თვალს არ ვაშორებდი. ვხედავდი მისი გაოცებული ვნებაშერეული თვალები კიდევ უფრო მრგვალდებოდა და ლამის თავისი ბუდეებიდან ამომხტარიყო. - ლეა, რას აკეთებ? დარწმუნებული ხარ? - ლამის ჩაიჩურჩულა. თან შიშველ მკერდს და ტაოდაყრილ კ*რტებს ხარბად მოავლო მზერა. ვიგრძენი, როგორ გადაყლაპა ნერწყვის მოზრდილი ყლუპი. - ხო ხედავ, ალესანდრო. ხო ხედავ, შენს წინაშე ვარ სრულიად შიშველი. მოდი რაღას უცდი. -თვალებით ვბურღავდი ისე, რომ ფიზიკურად ვერ შეძლო მზერის მოშორება და შიშველ სხეულზე გადატანა. - ლეა- ხმა ჩაუწყდა და ნელ-ნელა წამოდგა. - ჰო, ალესანდრო მოდი, აი ჩემი სხეული, მოდი და დატკბი. აისრულე შენი სურვილები, ოღონდ მერე ფოტოს გადაღება და დავუდისთვის გაგზავნა არ დაგავიწყდეს. კარგად გამოგდის ხო იცი. - ზიზღით ამოვთქვი ბოლო სიტყვები და სიძულვილით სავსე მზერით შევხედე. მოულოდნელობისგან უკან დაიხია. - ლეა, ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა - არეულად შეეცადა თავის მართლების დაწყებას. - არაფრის ახსნა არაა საჭირო. ხო ხედავ არაფერს გთხოვ. მიდი, აისრულე რაც გინდა და მერე მე წავალ. - ლეა, - ცრემლები გადმოსცვივდა და ჩემს მუხლებს ჩაჩოქილმა შემოხვია ხელები. - მაპატიე, ლეა, გთხოვ, მაპატიე. მე უბრალოდ მეგონა, რომ შენ დროებითი ვნება გქონდა და ამ გზით შეგვეშვებოდა. მე მაშინ მართლა არ ვიცოდი, თუ შენ... თუ შენ.. - თუ მე რა? - თუ შენ ის გიყვარდა. პირველად ვხედავდი ალესანდროს ამ მდგომარეობაში. რას ვგრძნობდი? მეც არვიცი. სიძულვილს, სიბრალულს, სინანულს, გარკვეულწილად მეც მიმიძღოდა ლომის წილი მის ამ მდგომარეობამდე მისვლაში. ეს ის ალესანდრო იყო, რომელიც ყველას უყვარდა, რომლის ვაჟკაცურ ბუნებას ყველა პატივს სცემდა. და ის ახლა ჩემს ფეხრთით იმდენად პატარა და უმწეო მეჩვენა, როგორც ჭიანჭველა. - გამიშვი . სუსტად ამოვთქვი. ჩემს ნათქვამზე თითქოს გონს მოეგოო, უცებ წამოდგა, თავიდან ბოლომდე შემათვალიერა და იქვე დაგდებული პლედი მომაფარა. - გაცივდები. სწრაფად ჩაიცვი. - ეს რატო გააკეთე სან? ერთადერთი იყავი ამქვეყნად, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი, ვისიც მჯეროდა. - ამ ცხოვრებაში ყველა ჩვენს წილ შეცდომებს ვუშვებთ ლეა და მერე გვიკვირს რატომ გვიდგება ის შედეგი, რაც არ მოგვწონს. რას გრძნობ ახლა? შეურაცხყოფას? გაბრაზებას? სიძულვილს? სირცხვილს? ყველა ამ გრძნობას კუბში აყვანილს ვგრძნობდი და განვიცდიდი, როცა გავიგე, რაც მოხდა. როცა გავიგე, რომ ქალი, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრად ავირჩიე, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა, თავისდაუნებურად სხვა სიყვარულის მახეში აღმოჩნდა. თან იმდენად სუსტი ყოფილა, რომ ურცხვად კვირეების მანძილზე თვალებში მიყურებდა და არაფერს ამბობდა, იმის გამბედაობაც არ ყოფნიდა, რომ გულწრფელად ესაუბრა თავის გრძნობებზე. იქნებ გამეგო კიდეც. სწორედ იმ ქალმა დამაშვებინა ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომები, და გადამახვევინა არჩეული გზისთვის. ცდები, თუ გგონია რომ ეგ ჩემი შურისძიება იყო. არა ლეა, მე ყოველდღე ვკვდები მას შემდეგ, რაც დავუდზე გავიგე. როგორ ფიქრობ, რომ არა აფექტის მდგომარეობაში ყოფნა, მას ჩემი ცოლის შიშველ სურათს გავუგზავნიდი? კაცს, რომელსაც ჩემი ცოლი უნდა? მაგრამ ერთი რამ გავიწყდება. შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ, მოგწონს ეს თუ არა. იმ დონეზე მაინც ვცეთ ერთმანეთს პატივი, რომ სანამ ჩემი ცოლი ქვია, ჩემს ღირსებას არ შეეხო, რომელიც ისედაც გათელე. არვიცოდი, რა მეპასუხა. მასაც თავისი სიმართლე ჰქონდა და მეც ჩემი. და ჩვენი სიმართლეები უფრო და უფრო შორდებოდა ერთმანეთს და ერთ დიდ უზარზამარ უფსკრულს ემსგავსებოდა. ის მართალი იყო. ორივემ დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომები.ყველაზე მეტად კი გულს ის მტკენდა, რომ გარკვეულწილად ისიც მართალი იყო. მართალი იყო ყველაზე ცუდში. ისიც და დავუდიც, საკუთრებად მთვლიდნენ, ქალად, რომელიც ორივეს ვჭირდებოდი სიცოცხლის გასაგრძელებლად, და ამ ბრძოლაში ორივეს აღარ ახსოვდა ჩემი პიროვნება, ჩემი სული, ის, რომ მე მე ვიყავი და არავის საკუთრება. იმ პატარა ბიჭებს ჰგავდნენ, ფოჩიანი კანფეტის გამო რომ ერთმანეთს ეძიძგილავებიან, მერე კანფეტის ქაღალდი გაიხევა და ძირს ისე დავარდება, რომ ვერცერთი მოასწრებს ჭამასა და კანფეტით ტკბობას. - შეტყობინება მოგივიდა. რუსულად. ვიღაც გაფრთხილებდა. იმედია მეტყვი, ვინაა შენი თანამზრახველი. - სამუდამოდ რომც დაგკარგო, იმდენი ღირსება შემრჩენია, რომ ეგ არ გითხრა. არჩევანი შენზეა ლეა. მე ყველაფერი ვცადე. აქ ძალით ვერ დაგაკავებ. მაგრამ დაიმახსოვრე, არასდროს ეცადო შენი სხეულის გამოყენებას, რაც არ უნდა აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდე. და კიდევ, სანამ არ დარწმუნდები, რომ ეს სიყვარულია და არა ვნება, იმ წინადაცვეთილ არაბს არ გაეკარო. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ ეჭვიანობა მალაპარაკებს. არა, ლეა, ცდები. მე იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს. ვიცი, რომ თუ რამეს ისეთს გააკეთებ, რასაც მერე ინანებ, საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებ. ამიტომ კარგად დაფიქრდი. მე გიშვებ. გიშვებ, მაგრამ არ დავუშვებ, რომ იმ არაბმა შენი არეული გრძნობებით ისარგებლოს. - შეეშვი განტევების ვაცის ძებნას, ალესანდრო. შეეშვი. თუ ვინმეს ეძებ, ეს მე ვარ და აქ ვარ, შენს წინაშე. - არც გაბედო მისი დაცვა. არც გაბედო, გაფრთხილებ. მივხვდი, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ ერთ ენაზე აღარ ვსაუბრობდით და თითოეული ნათქვამი სიტყვა დიდ დაღს გვიტოვებდა ჩვენს სულებზე. ოთახში შევიკეტე და ახლა მივხვდი, რომ ერთიანად ავეტანე სიცივეს და მაკანკალებდა. მაშინვე აბაზანაში შევედი და სხეული ცხელ შხაპს მივუშვირე, თითქოს მინდოდა ყველა ჩემი შეცდომა, ყველა ჩემი განცდა წყალს გამეყოლებინა. სიამოვნებით მოვიგლეჯდი ამ სხეულსაც, რომელიც ასე მტკენდა, მტკენდა ყველაზე სათუთს, ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩემს გულს. თბილი ხალათი შემოვიხვიე და საბანში შევწექი. სანამ კიდევ ერთი პანიკური შეტევა დამემართებოდა, ჯობდა ჩემივე ნერვები დამეწყნარებინა და იქნებ სითბოს ეს აუტანელი კანკალიც დაეხშო. ფიქრი არ ამომდიოდა თავიდან იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ალესანდროს თანამზრახველი. ნუთუ დავუდი საფრთხეში იყო?. სწორედ ამ დროს გავიგონე მანქანის დაქოქვის ხმა. ჩემი აივანი მხოლოდ ტყეზე გადიოდა. ამიტომ სასწრაფოდ ჩავირბინე კიბეები და გარეთ გასვლას შევეცადე. კარი ჩაკეტილი დამხვდა. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. გული ცუდს მიგრძნობდა. ამაოდ ვეცი ხან ერთ ფანჯარას, ხან მეორეს. ნისლი ხელს მიშლიდა რამე გამერჩია. პირველ სართულზე ფანჯრებს უზარმაზარი გისოსები ჰქონდა. როგორმე აქედან უნდა გავსულიყავი. ახლაღა შევამჩნიე იქვე ჟურნალის მაგიდაზე მიგდებული ქაღალდის ნაგლეჯი. ალესანდრო წერდა, რომ სასწრაფოდ უწევს 2 დღით წასვლა. მაცივარში საჭმელია და ეს დრო ფიქრისთვის გამოვიყენო, რომ დაბრუნდება, ორივე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. სასწრაფოდ ავირბინე კიბეები. პირველივე ხელს მოყოლილი ტანისამოსი ჩავიცვი. ჯანდაბა აქ ქურთუკიც კი არ მქონდა, ფეხზე კი ძაღლისთავიანი ბაჩუჩები მეცვა. ისევ ქვემოთ ჩავირბინე. კართან საწვიმარი და ბოტები იდო. სხვა გზა არ მქონდა, უზამაზარი ბოტები და საწვიმარი ავიღე და ისევ ოთახში ავვარდი. აივნიდან გადავიხედე. არც ისეთი მაღალი იყო. უცებ თავში გენიალურმა აზრმა გამიელვა. ჩემი ზეწარი, საბნის პირი და პლედი ერთმანეთს გადავაბი. ალესანდროს ოთახიდანაც გამოვიტანე თეთრეული. ერთი ბოლო აივნის მოაჯირს მოვაბი, ხოლო მეორეთი ქვემოთ ჩავშალე. გულის კანკალით გადავედი მოაჯირიდან. ცხოვრებაში ყველაზე მოუქნელი, ფიზკულტურაში ფრიადოსნობის ხათრით ნიშნებ-დაწერილი გოგო, რომელიც ბაგირზეც კი ვერ ძვრებოდა, ერთმანეთზე კუსტარულად გადაბმული თეთრეულით ვცდილობდი მეორე სართულიდან ჩასრიალებას. დაშვება დავიწყე და ერთ ადგილას ფხრეწის ხმა გავიგე, გული გადამიქანდა შიშისგან.... როგორც იქნა, ერთი ნახტომი, და მიწაზე დავეშვი. მაშინვე ფეხი გავუყარე წინდაწინ გამოგდებულ ბოტებში და საწვიმარი მოვიფარე. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. მიდი, გაუძელი ლეა, ნუ ხარ ეგეთი უმწეო. შენ ეს შეგიძლია. საკუთარ თავს ვამხნევებდი და თან სახლს გარს ვუვლიდი ორი ჩემხელა ბოტებით, რომ მოსასვლელი გზა ნისლში მეპოვა. ხრეშით მოკირწყლულ გზას დავადექი. მივდიოდი და სად, მეც არ ვიცოდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. ვიცოდი, რომ ალესანდრო ან დავუდი, ან ორივე ერთად საფრთხეში იყვნენ და სხვა ვერავინ დაეხმარებოდათ, თუ არა მე. ფოთლებშერეული ტალახი კიდევ უფრო ამძიმებდა ისედაც უზარმაზარ ბოტებს. დავიღალე. ღრმად ვსუნთქავდი, ისევ ეს ხრეშიანი გზა. კიდევ კარგი დაღმართი მაინც იყო. შორს სოფელი ჩანდა, რომლის არსებობაც აქა იქ სახლის სახურავის საკვამურებიდან ამოყოლილი კვამლით დავასკვენი. დაღამებამდე უნდა მიმესწრო. და მერე აუცილებლად, ვითხოვდი დახმარებას. *** დავუდი კობამ ვისკით ჭიქა შეავსო. ერთი მე გამომიწოდა მეორე, კი თავად ერთი მიყუდებით გამოცალა. ჰარამია (ცოდვაა). გადმომიჩურჩულა ჯემალმა. ეტყობა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. კობას გავუღიმე, ჭიქა გამოვართვი და გამოვცალე. - კობა, გისმენ. - მოთმინება ამომეწურა. - ესე იგი. - მშვიდად დაიწყო. - ეს თქვენი სანდრო ურთმელიძე არც ისეთი უფრთო ანგელოზია, როგორადაც თავს გაჩვენებთ. - რას გულისხმობ? - მოუთმელობისგან ადგილზე ბოლთის სცემა დავიწყე. - მოკლედ ერთი შეხედვით ყოვლად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. კარგი ოჯახი. დოქტორის ხარისხი. ასისტენტ პროფესორი. მეორეს მხრივ კი ქართული დაზვერვის ერთ-ერთი საყრდენია. - რააა? ყბა ჩამომივარდა. - ამიტომაც არ გაუჭირდა შენზე საქმის აღძვრა. თან ეს ისე გააკეთა, რომ იმ შენმა ტურფამ არაფერი იცის. - გაიძვერა. ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ ლეა არაფერ შუაშია. - ეგ შენი გოგო ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდანაა. რაა აქვს ამ გოგოს ასეთი არ ვიცი, მაგრამ ამ პატარა ქალბატონისთვის თავიდანვე დიდი ქიშპობა იყო და ეგ თქვენი სანდრო ურთმელიძე სასიდედროს მოწონებული კანდიდატია. - ალბათ იმდენი უჩიჩინა, სანამ არ დააჯერა, რომ უყვარდა. - ეგ ამ წუთში არაა მნიშვნელოვანი. ურთმელიძემ ერთი კვირის წინ შვებულება აიღო მის ოფიციალურ სამსახურში. თქვა ცოლთან ერთად უნდა განვმარტოვდეო. მას მერე ვეძებ და კვალზე ვერ გავედი, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. - ჯანდაბა, იმ ჩაყლაპული მიწიდან ამოვთხრი, თუ საჭიროა. - ვეღარ ვმალავდი მრისხანებას. - მოიცადე, დამამათავრებინე.- კობამ ისე შემომხედა, თავი დასჯილი მოსწავლე მეგონა. - დღეს გამოიძახეს საიდუმლო დავალებაზე. ბიჭებს დავავალე მანქანას თუ სადმე დააფიქსირებენ მაშინვე შემატყობინონ. სავარაუდოდ მაგ შენს ქალბატონს მარტო დატოვებს და შეგეძლება ნახო. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ და როგორც კი რაიმეს შევიტყობ, დაგირეკავთ. - წავიდე და ასე უმოქმედოდ ვიყო? არაა, გამორიცხულია. - შენ ხომ არ დაგავიწყდა, რომ ძალადობასა და გატაცებაში გედება ბრალი? - ჯანდაბა. აქ დავრჩები, რომ მალევე გვქონდეს რეაგირება. სწორედ ამ დროს კობას ცოლი შემოვიდა კაბინეტში. ყავა შემოგვიტანა და ისე მომაწოდა, ლამის თავისი დეკოლტიდან მკერდი სახეზე შემომალაგა. უხერხულად შევიშმუშნე. სულ ასე გამომწვევად რატომ აცვია ამ ქალს? გულში გავიფიქრე. ჩემი ლეა ასე ვულგარული არასდროს იქნება. კობამ თბილად გააყოლა თვალი მიმავალს, მან კი კარის მოხურვისას ყველასგან მალულად თვალი ჩამიკრა. ჯანდაბა, რა უნდა ამ ქალს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.