შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი VIII)


2-11-2020, 18:13
ავტორი Impermeable
ნანახია 2 388

ლეა

სადარბაზოში უკვე აღარავინ ჩანდა. სანამ ფანჯარას მივუახლოვდი და გადავიხედე, ალესანდროს უკვე მოესწრო მანქანის დაქოქვა და მხოლოდ ქუჩის კუთხეში მოვკარი თვალი ელვის სისწრაფით გაფრენილ ავტომობილს.

ამაოდ ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ტელეფონი გამორთო. ღმერთო ჩემო რა სასოწარკვეთილი ვიყავი. მეშინოდა მისი რეაქციის, ნეტავ არაფერი დაეშავებინა საკუთარი თავისთვის. გულის პატარა კუნჭულში სიმშვიდესაც ვგრძნობდი იმიტომ, რომ დავუდი აქედან შორს შუამდინარეთის შუაგულში მოვიტოვეთ და ერთმანეთს ვერაფერს დაუშავებდნენ. ამასობაში დაღამდა კიდეც, ინსტიქტურად ალესანდროს მეგობრებთან დავიწყე რეკვა, ყველა გაოცებული იყო, არავინ იცოდა სად შეიძლებოდა წასულიყო.

ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. მეზობლების რეაქციიდან მივხვდი, რომ ალბათ ტყიდან გამოქცეულ ალქაჯს ვგავდი, სისხლძარღვებდამჩნეულ ჩაწითლებულ თვალებს ქვემოდან ამოღამებული სიშავეები გასდევდა ბალიშებად, თმები არეულად ჩამომშლოდა და მართლაც შეშლილის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ პირველივე შემხვედრმა ტაქსმა როგორც კი სახე დაინახა, აღარ გამიჩერა. რამოდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე კიდეც ტაქსი და გეზი ალექსანდროვის ბაღისკენ ავიღე. თუ ისევ ვუყვარდი, ან თუ აპირებდა ჩვენს სიყვარულთან გამომშვიდობებას ყველაზე შესაფერისი ადგილი სწორედაც რომ ალექსანდროვის ბაღი იყო.

გზაში ნერვიულობისგან თითებს ვატკაცუნებდი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ვინ ვარ ასეთი საშინელი არსება, რომ ორ ამქვეყნად ყველაზე კარგ ადამიანს ოცნებები დავუმსხვრიე. უხმოდ ჩამოვედი კოლმეურნეობის მოედანზე და მძღოლს ვანიშნე ხურდა თავისთვის დაეტოვებინა.

ძველი თბილისის უბნებში, ქუჩებში, ბაღებსა და პარკებში სეირნობისას, ხშირად არც კი ვფიქრდებით მათი ჩამოყალიბების ისტორიაზე, რომელიც დღემდე ამ ობიექტებს წარსულიდან შემორჩენიათ. სიმბოლურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც სანდროს მოფერებით ალესანდრო დავუძახე, იმედი ჩაესახა რომ მის გრძნობას მეც ვუპასუხებდი და პირველი პაემანიც სწორედ რომ ალექსანდროვის ბაღში გვქონდა. გაზაფხულის პირველ დღეებს კოლმეურნეობის მოედანზე მოელვარე იებისა და ყოჩივარდების სურნელი თუ გვაცნობდა, თორემ ისე ტიპიური თებერვლის სუსხიანი დღე გეგონებოდათ. უნივერსიტეტში გათბობა გაფუჭებულიყო და გათოშილი ყოველგვარი თავპატიჟის გადების გარეშე კომფორტულად მოვკალათდი ალესანდროს ავტომობილის სავარძელში, რომელსაც მისი სურნელი გასდევდა. სწორედ ამ დროს, ჩემსა და მას შორის დავინახე პაწაწინა მცენარე ქოთანში, რომელსაც გულის ფორმის ფოთლები ჰქონდა; ღიმილით ავიტაცე ხელში და გადავიკისკისე:

- გრანდიოზული საჩუქარი შეგირჩევიათ პირველი პაემნისთვის, ბატონო ალესანდრო.

ვიცოდი, რომ ვერ იტანდა ირონიას, მაგრამ ცოცხალი თავით არ იმჩნევდა. ალესანდროს როგორც ჩვეოდა გვერდულად ჩაიცინა, თავისი ჭაობისფერი თვალები შემომანათა და ჩვეული სიმშვიდით მიპასუხა.

- აი ამ პაწაწინა მცენარის შესახებ მეტი რომ იცოდე, თავადვე წაიღებდი უკან შენს სიტყვებს.

- მაშინ მითხარი.

- ცოტაც მოითმინე, დანიშნულების ადგილას რომ მივალთ, გაიგებ.
ცოტაც და იმედგაცრუებული ცრემლებს გადმოვყრიდი, ავტომობილის სითბოდან ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე რომ აღმოვჩნდით და მერე კი გეზი ალექსანდროვის ბაღისკენ ავიღეთ. ვეღარ მოვითმინე და დავიწუწუნე:

- აუ კარგი რა სანდრო, ძალიან მცივა, ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ იმას არა, რომ ამოდენა ლექტორი კაცი პაემანს თინეიჯერივით პარკში დამინიშნავდი.
ისევ გაიღიმა, თავისი პალტო მომაფარა, ხელი ჩამჭიდა და ჩემი წუწუნი არად ჩააგდო. ალექსანდროვის ბაღის ზედა ტერასაზე აღმოვჩნდით, სადაც დღესაც არის შერჩენილი ძველი აუზი და მცენარეები.

- იცოდი, რომ ეს მცენარეები თბილისში მცხოვრები ავსტრიელი მებაღის – შარერის დარგულია. მცენარეებიც და აუზიც მისი სატრფოს გემოვნებით დააპროექტა. აი მის სატრფოს ალექსანდრა ერქვა. დღემდე ყველას ჰგონია, რომ ალექსანდროვის ბაღი რუსეთის იმპერატორის საპატივცემულოდ ეწოდა, სინამდვილეში კი უბრალოდ ავსტრიელი მებაღის ოცნება იყო მისი სატრფოს ოცნებები რეალობად ექცია და ოსტატურად დაითანხმა მთავარმმართებელი იმპერატორის სახელი ეწოდებინა. ასე რომ ჩვენ არა ალექსანდროვის, არამედ ალექსანდრას ბაღში ვართ.

- საინტერესოა.- სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე. უკვე ვნანობდი, რომ პაემანზე დავთანხმდი. საერთოდ არ მაინტერესებდა ვიღაც ავსტრიელი მებაღის ისტორია. სწორედ ამ დროს ჩვენს პაწაწინა ორმო შევამჩნიე, ბართან და ზარდახშასთან ერთად. ალესანდრომ თვალით მანიშნა, რომ გამეხსნა.

ზარდახშაში პერგამოტის ფურცელზე ჩვენი ინიციალები ეწერა, მეორე მხარეს კი შანდორ პეტეფის უკვდავი ლექსი სიყვარულზე.

„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო ძლიერ მიყვარს,
შენი პატარა ტანი,..“

იმავე ზარდახშაში წვრილ ვერცხლის ცეფზე დამაგრებული კულონი იყო რომელსაც იგივე ფორმა, ჰქონდა რაც იმ პაწაწინა მცენარეს ავტომობილში რომ აღმოვაჩინე.

- ეს მცენარეც და კულონიც აიხრიზონია, ლეა. აიხრიზონი სიყვარულის ხეა. ამ მცენარეზე მაშინ გავიგე, როცა კანარის კუნძულებზე ვისვენებდი და მოხუცმა ბებომ მაჩუქა. მაშინ დავიფიცე, რომ მოვუვლიდი, გავუფრთხილდებოდი და შემდეგ აუცილებლად იმ ადამიანთან ერთად გავამრავლებდი, ვინც ჩემთვის სიყვარულთან ასოცირდებოდა. და ასეთი მხოლოდ შენ ხარ ლეა, მიყვარხარ.

თვალები ამიწყლიანდა, შემრცხვა ჩემი საქციელის და დარცხვენილმა ისღა მოვიფიქრე, რომ ჩავხუტებოდი და სახე მის გულში ჩამემალა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექით ასე და ერთმანეთის გულისცემას ვისმენდით. შემდგომ კულონი ზარდახშიდან ამოიღო და გამიკეთა. ზარდახშა კი წერილთან ერთად პატარა ორმოში მოვათავსეთ და ზედ აიხრიზონის ნერგი დავრგეთ, როგორც ჩვენი ახლადდაწყებული სიყვარულის სიმბოლო. მას მერე თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდით, ხშირად მოვდიოდით და ვამოწმებდით რომ არავის დაეზიანებინა.

და როცა აიხრიზონი აყვავილდა, ალესანდრომ ცოლობა მთხოვა და მაშინ მართლა მეგონა, რომ ჩემი გული, სული და სხეული სამუდამოდ დავუთმე.

***

მივუახლოვდი თუ არა ბაღს, თავსხმა წვიმა წამოვიდა. ზედა ტერასისკენ გადავინაცვლე და მაშინვე თვალი მოვკარი ჩვენს აიხრიზონთან ჩამუხლულ მამაკაცის სილუეტს. იქვე ხეს ამოვეფარე. ვერ გადავწყვიტე მივახლოებოდი თუ არა. გული მტკიოდა, მტკიოდა მისი ტკივილი, მტკიოდა ჩვენი ჩაფერფლილი ოცნებები... შორიდან გამიჭირდა დანახვა მაგრამ გავარჩიე, რომ აიხრიზონი ნახევრად გამხმარიყო, ზედ მხოლოდ რამოდენიმე ფოთოლიღა შერჩენოდა. დასასრულს ვუახლოვდებოდით. ისეთი ლაჩარი ვარ მიახლოებაც ვერ გავბედე. ან კი რა მეთქვა? როგორ ჩამეხედა თვალებში? შემეშინდა, რომ თვალები, რომელიც ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით მიყურებდნენ, ზიზღით მიპასუხებდა, ან რაც უარესია, იმედგაცრუებით. უხმოდ გამოვბრუნდი და სახლისკენ ფეხით დავბრუნდი. წვიმა იმატებდა. არც გამვლელი მანქანები იშურებდნენ ტალახნარევი წყლის მოსხმას. ერთი ორი უხამსი რეპლიკაც მესროლეს.

მეტის ღირსი ხარ ლეა, მეტის ღირსი. ნეტავ გაქრებოდე. არ უნდა ამძიმებდე დედამიწას, არა, შენ არც ალესანდროს ღირსი ხარ, არც დავუდის. ღირსი ხარ მარტოობაში გაიტანჯო.

კარგად ბნელოდა, რომ აკანკალებულმა შევაღე სახლის კარი. ეტყობა ჩაკეტვა დამვიწყებოდა. სიცივე ძვალსა და რბილში გამჯდარიყო. ერთიანად სველმა უგერგილოდ მოვისროლე ქურთუკი და აბაზანის ცხელ წყალში ტანსაცმლიანად შევეყუდე.

კაცობრიობის მარტივი საყოფაცხოვრებო გამოგონებებიდან თუ რაიმეა აღსანიშნავი, ეს პირველ რიგში შხაპის ყურმილია. მეტისმეტადაც კი კარგი გამოგონებაა შხაპის ჭავლი. ერთნაირად შეგიძლია გაუზიარო, როგორც ბედნიერი ემოციები, ასევე დარდი და წუხილი. როგორც სიმღერის ხმა გეჩვენება ნოზის ნამღერად, ასევე ცრემლების ფრქვევაც შეუმჩნეველი რჩება. სწორედ დიდი ნაკადით წამოსული წყალი ჩამოგბანს ცრემლებსაც, ჭუჭყსაც და ფიზიკურ დაღლილობასაც, მაგრამ ოდნავადაც ვერ შეეხება შინაგან წუხილს, დარდს და ჭმუნვას, ვერც შენ შიგნით დაბუდებულ ტალახის მთებს ამოძირკვავს. იმის გაცნობიერება, რომ ისევ ბინძური ხარ, ვერ გასუფთავდი, ცოდვით ხარ დამძიმებული, გულის რევის შეგრძნებას იწვევს.

პირსახოც შემოხვეული ბარბაცით გამოვედი აბაზანიდან. ვერც ცხელმა შხაპმა მიშველა. ერთიანად მაკანკალებდა. გეზი საძინებლისკენ ავიღე, მაგრამ უცებ ყველაფერი დატრიალდა და წყვდიადში ჩავიძირე.



№1 სტუმარი ატბ

ძაან პატარა თავებია, თან გვიან დებ ხოლმე

 


№2 სტუმარი სტუმარი კეკე

იმხელა თავი იყო,კითხვით თვალები დამეღალა????

 


№3  offline წევრი ვიპნი

საინტერესოა როგორ მოიპოვებს სულის სიმშვიდეს.

 


№4 სტუმარი სტუმარი Kkkk

Dzan patarebia gvian deb da tan ragac arc ikitaa tavebi da arc aket

 


№5 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიან პატარა თავებია????❤

 


№6  offline წევრი Impermeable

4 თაბახის გვერდია, ფიზიკურად ვერ ვასწრებდი ბევრს და არ მინდოდა ძალიან დამეგვიანა ატვირთვა შემდეგი თავი უფრო მოცულობითი იქნება heart_eyes
მიხარია, რომ ელოდებით და იმედია გავამართლებ თქვენს მოლოდინებს

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან,სამწუხაროა ასა ძალიან იტანჯებიან ორივე შემეცოდა სულის სიმშვიდის მოპოვება ძალიან ძნელია ლეას გაუჭირდება,ყოველთვის დანაშაულის შეგრძნება შეაწუხებს ალექსანდროს წინაშე,დასასრული იყო შოკი ლეა ცუდად გახდა.მადლობა ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????

 


№8  offline წევრი svien

au kai ra sul intrigashi ratom gvagdeba ra...????‍♀️????‍♀️male dade gtxov ra tore sizmrad meqca ukve sheni motxroba...❤❤

 


№9  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
მომეწონა ძალიან,სამწუხაროა ასა ძალიან იტანჯებიან ორივე შემეცოდა სულის სიმშვიდის მოპოვება ძალიან ძნელია ლეას გაუჭირდება,ყოველთვის დანაშაულის შეგრძნება შეაწუხებს ალექსანდროს წინაშე,დასასრული იყო შოკი ლეა ცუდად გახდა.მადლობა ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????


დღეს ან ხვალ უკვე მზად მექნება ახალი თავიც. ამ ისტორიაში ყველას თავისი წილ ჯვარი და სიმართლე აქვს, არცერთი არ არის არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, სწორედ ამიტომ უჭირთ სულიერი სიმშვიდის მოპოვება. მადლობა რომ ერთგული მკითხველი ხარ. kissing_heart

svien
au kai ra sul intrigashi ratom gvagdeba ra...????‍♀️????‍♀️male dade gtxov ra tore sizmrad meqca ukve sheni motxroba...❤❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. იმედს არ გაგიცრუებთ წინ ძალიან საინტერესო თავებია ❤❤

 


№10  offline წევრი Impermeable

ახალი თავი გუშინ ავტვირთე და დღეს როგორც იქნა დაიდო <3 იმედია ისიამოვნებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent